IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ადამიანი და მისი "მეები", ვინ ხდება უკვდავი?
tikoroma
post Jul 17 2015, 01:43 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთიანი ენერგო-ინფორმაციული სივრცე, აკაშა თუ რაც გინდათ - ვთვლი, რომ არსებობს ასეთი რამ.

ზოგ თემაში (მაგ. სამადჰი სამადჰი 2 ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში ) ვისაუბრეთ ადამიანის როლზე ამ სამყაროში. არსებობს ადამიანი და მასში მყოფი ღვთის სული, ნაწილი, სუპერ ეგო, ზეცნობიერი, რავი ბევრ რამეს ვუწოდებთ. მისი პოვნა, მასთან კავშირი, თავის გაიგივება და მისი ხედვებით, შესაძლებლობებით ცხოვრება ამ სხეულში უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. გაურკვეველია, ის სუპერ მე არის თუ არა ინდივიდუალური პიროვნება. თუ არის ერთიანი სულის (ღმერთის) ნაწილი, ვინც თავს აცნობიერებს როგორც ერთიან ღმერთს?
მაგ. თუ მე და ჩემი მეზობელი ბესო შევიცნობთ ჩვენს უმაღლეს სულს, დავრჩებით ისევ თიკოდ და ბესოდ თუ თავს ვიგრძნობთ ერთ არსებად?

რამდენიც უნდა ვისაუბროთ იმ უცნობი "მეს" შესახებ, ფაქტია რომ არსებობს ჩემთვის ნაცნობი "თიკო", თუნდაც არასტაბილური და დროებითი. ის ცოცხალია - ის იცნობს თავის თავს. და რადგან თითქმის ვთანხმდებით მის დროებითობაზე, როგორ გგონიათ რა მოსდის მას გარდაცვალების ან გასხივოსნების შემდეგ? ქრება?

და რა ქრება კონკრეტულად?
ამის გასაგებად უნდა ვიცოდეთ რისგან შედეგბა ეს "მე". - მას აქვს ცნობიერება, რომელიც ასევე შედგება ცოდნისგან, აზრებისგან, შთაბეჭდილებებისგან, გრძნობებისგან, სურვილებისგან, ნიჭისა და შესაძლებლობებისგან. თუ შეიცვლება ან გაქრება ეს ყველაფერი, ამ შემთხვევაში ქრება "თიკოც". სიტყვა გაქრობას, ტრანსფორმაციას ვამჯობინებდი ამ შემთხვევაში. სრული გაქრობა- ტრანსფორმაცია პირველადი "მესგან" (იმასთან, ვისთანაც პირველად გავაიგივეთ თავი) ხდება მაშინ, როცა ე.წ. გასხივოსნება მოხდება. სრულიად ახალი პიროვნება ჩნდება. ნუ ეს ინდივიდუალური პიროვნებაა თუ უერთდება პირველსაწყისს, ვერ გეტყვით, ეგ კითხად დავსვი ზემოთ smile.gif ასე მოხდა ბუდას, ქრისტეს შემთხვევაში. ამიტომაც არაა ცნობილი ჩვენთვის მათი ბავშვობის და სწავლის ისტორიები, ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია თუ ვინ გახდნენ ისინი ტრანსფორმაციის შემდეგ.

რაც შეეხება პატარ-პატარა ტრანსფორმაციებს, ამის შემჩნევა მარტივია - მე დღეს ძალიან განსხვავებული ვარ იმისგან, ვინც 10-15 წლის წინ ვიყავი, მაგრამ არა სრულიად შეცვლილი. სრულად არა, იმიტომ რომ ამ მყარ გარემოში, აზრები, ცოდნა და შთაბეჭდილებებიც მყარად გვებეჭდება ტვინში. რაც დიდხანს ვრჩებით ერთ აზრზე, რაც უფრო დიდხანს ვაიგევბთ თავს ერთდაიმავე ობიექტთან, მით უფრო სტაბილურად ვგრძნობთ თავს და ეს გვიხარია. და ამას გვიბეჭდავენ თავში, რომ კონკრეტულად რაიმესთან უნდა ვაიგივებდეთ თავს - მაგ. ქართველი ვარ და თავს ვაიგივებდე მთელი ცხოვრება იმასთან, რაც ქართველობა მგონია. მხატვარი ვარ და მოვიქცე ისე, როგორც მიღებულია მხატვრისთვის (ვინ მიიღო? biggrin.gif). ლექსი სკოლიდან " მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთაცვლას" და ა.შ. :დ მოკლედ თავდაპირველად ცვლილების აუცილებლობა უნდა დავინახოთ, ამას შევეგუოთ და მოგვინდეს საკუთარი თავის შეცვლა (და არა სამყაროს და გარემოს, როგორც ზოგს ჰგონია (მაგ. მე) ;დ

ცვლილება, ტრანსფორმაცია იწვევს "გაქრობის" ძლიერ შიშს. შიში კი მუხრუჭია უპირობოდ. იმ წინა თემებში საუბრის დროს იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე მაქვს ეს შიში. მე მინდა ვაკონტროლებდე ყველაფერს, რაც ხდება ჩემს გარშემო და ჩემში, ჩემს გრძნობებსა და სურვილებში. თუ არ ვაკონტროლებ, მინდა დამკვირვებლად მაინც დავრჩე. ძალიან უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს, როცა გონება მეთიშება - გულის წასვლისას (ზოგს ესეც სიამოვნებით აგონდება, ნუ იცინით), ასტრალში გასვლის მცდელობისას, ტრანსში ჩავარდნისას, ჩაძინებისასაც კი თუ პროცესს ვგრძნობ. ეს ფიზიკურ პლანზე, მაშტაბებში კი საკუთარი თავის დაკარგვის შიშია - იმ "თიკოსი" რომლადაც თავს ვთვლი. გონების შიშია, რომელსაც არ უნდა სცენიდან გასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მთავარ დანიშნულებად, მთავარ მიზნად მის პირველსაწყისთან შერწმას ვთვლი, გასხივოსნება, სამოთხე, ნირვანა, ყველაფერი რადაც წარმოგიდგენიათ, მაინც ვთვლი რომ ეს ჩვენი დროებითი ცნობიერებები არ ქრებიან სამუდამოდ. რადგან ჩვენს სამყაროში არც არაფერი ქრება smile.gif იგივე ტერმინებით რომ გავაგრძელო - ადამიანები, რომლებიც დიდხანს აიგივებდნენ საკუთარ თავს რაიმე ობიექტთან, ცოდნასთან, რომელთაც ჰქონდათ ძალა შეექმნათ საკუთარი უნიკალური ისტორია და სტაბილურად ეარსებათ სივრცეში, რომელთა სახელებიც საუკუნეებს გასცდა - მეცნიერები, პოეტები, მხატვრები, მხედართმთავრები. როგორ გგონიათ, ასეთი ძლიერი პიროვნებები გაქრებოდნენ, სრულიად ტრანსფორმირდებოდნენ? თუნდაც რეინკარნაცია არსებობდეს და ისინი სხვა ადამიანად დაბრუნდნენ, მათ ერთ ცხოვრებაში შეძლეს შეექმნათ საკმაოდ მყარი და უცვლელი სახე - რომლებიც დღესაც შთაგვაგონებენ. სახელები, რომელთაც 20-25 და უფრო მეტი ან ნაკლები საუკუნე გვაშორებს და მაინც ჩვენ მათ ძალას ვგრძნობთ.
ერთი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ლენინი იმდენად ბოროტი იყო, რომ იმ ქვეყნად დემონად იქცა. ეს ადამიანი ამბობდა, რომ არსებობს რაღაც ასტრალური სივრცე, სადაც "იწერება" ძლიერი პიროვნებები, თავისი არსით რჩებიან იქ და მისაწვდომები არიან ჩვენთვის. ანუ, როგორც რაფაელის "მადონა" გამოეყო ავტორს, აგრძელებს სიცოცხლეს მისგან დამოუკიდებლად და აქვს საკუთარი ისტორია ამ ფიზიკურ სამყაროში. შესაძლოა ასევე მისი ავტორი - რაფაელი, გამოეყო თავის თავის იმ ღვთიურ ნაწილს, (კონკრეტულად როგორც თვით რაფაელი - მხატვარი, მთელი თავისი ცოდნით, აზრებით, სურვილებით და ძალებით). შექმნა თავისი ისტორია და დაიწერა და დარჩა ასტრალურ სივრცეში და აგრძელებს დამოუკიდებელ არსებობას. მისმა სულმა კი გააგრძელა რეინკარნაცია, ღმერთთან შეერთდა ან რაც გინდათ და როგორც წარმოგიდგენიათ.

ამ ვერსიაზე რას იტყვით?
პ.ს. გულიანად გესაუბრეთ (მიყვარს ჭკვიან ხალხთან ლაპარაკი). მადლობა რომ არსებობთ JC_cupidgirl.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jul 17 2015, 02:58 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ყოველ დღე ვფართოვდები შინაგანად, უფრო უკეთ ვგრძნობ ვინ ვარ. განა ვიცი.. ანუ აღარ ვიცი, ფიქრს ძალა ეკრგება როცა გრძნობ. ასევე ყოველდღიური მოვლენები და სხვა ადამიანებთან ენრგეტიკულიდა ფიზიკური გადაკვეთები გზრდიან, ყოველი დღე ისე ეწყობა, არ ვიცი როგორ ჩემი ტვინი ამას ვერ ხვდება ამხელა რამ როგორ შეიქმნა, მაგრამ ასეა.. ყოველი დღე თავისი მოვლენებით, პატარ პატარებითაც აწყობილია ისე რომ მუდამ განვიტარდე. ყველა პრობლემა, ყველა სიტუაცია სამხურში თუ სახლში, გაძლევს იმპულსს რომ შენში რაღაც შეცვალო, იმოქმედო, გააკეთო ის რაც ადრე არ გაგიკეთებია.. ჩემთვის დღევანდელი დღე არის სამყარOში ყველაზე მნიშვნელოვანი, არც სხვა პლანეტები, არც ღმერთი,არც რაიმე არარ მაინტერსებს რადგან ყველაფერი აქაა და ხვალაც ყველაფერი აქ იქნება, ზეგაცდა ხუთი წლის შემდეგაც ყველაფერი აქ იქნება. მხოლოდ ჩემი ხედვის გაფართოვება, მიმღებლობა და ეგოს პლასტიურობა მჭირდება.. რომ არ დავბლოკო გარემოდან შემომავალი ენრგიები და ადამიანები.
ანუ რეალურად ჩემში ახლა იმდენი რამ ხდება, აღარ მაინტერსებს ატლანტიდაზე ვიყავი თუ არა ან იმ პლანეტას რომ ვხედავდი ჩემი პარლელური ცხოვრება არის თუ არა.. რადგან აქ სრულიად ვცდოვრობდა როცა სრულიად ცხოვრობ ყოველი დღე არის ახალი სასწაული! მართლა, უბრალოდ უდნა დაინახო, მოვლენები თავისით იცვლება გარშემო, რომც ვერ წარმოვიდგენდი ისეთი რამეები ხდება. ისეთი ოცნება გიხდება რისიც თვიტონ არ გჯეროდა და ამავე დროს.. თუ ნაბიჯებს გადადგამ უფრო მეტი მოდის, ყველა ნაბიჯი ერთი თვისების შეცვლა, რაღაც მიჯაჭვულობისგან განტავისუფლება იწვევს რეზონანს გარესამყაროსგან.. და მე მიხვდი რომ ყველაფერი ჩემგანაა smile.gif უფრო გულწრფელები რომ ვიყოთ ვინ ვარტდა, ფიქრებს დავავრიდეტხოლმე.. ჯერ მარტო ფიქრების გამოცნობა და გაშიფვრა შენი ქვეცნობეირის არის სიეთი საინტერსო.. ამდენი წელი თურმე რა გაბრკოლებდა და მერე, ნაბიჯები გადაგმა, შიშების გადალხა.. გაძლევს უამრავ ენრგიას, იმ ენერგიას რაც შიშზე გეკარგებოდა გემატება ახა და აქ და მდიდრდები შინაგანდ.
მარტო არ ვართ, ყველა ანცობი გარშემო რომ შენნაირია და მათთან ურთიერთობა, მოსმენა, გცანობა, ერთად სიცილი თუ ცხუბი ანუ ყველაფერი ძIენს დანიშნულებას..
აი ჩემთვის ეხლა ყველაზე დიდ სულეირ პრაქტიკა არის ყოველდღე გაცნობიერებულად ცხოვრება, აგცნობეირებულად, დამკვირვებლით ცხოვრება და ყოველ საათში შეგიძლია იმოქმედოდა ბნაბიჯი გადაგა და ამით იკაიფო.. რომ ცვლი შენს ცხოვრებას და სხვა სიხშირეზე ხტები და თან ამ დროს შენშივე გრძნბ ამ კანონზომეირებებს. ყველა ადამიანის ცხოვრებაშI ყველაფერი საკმარისია თან და რავიცი..
მე ეხლა ყოველდღირუი ცხოვრების გაცნობეირბეუალდ გავლა იმდენს მაძლევს რომ რამის განხილვა
სამადჰის ან ღმერთის აღარ მინდა, ვიცი რომ ჩემშია და იქნება ეგ დღეც, დარწმუნებული ვარ რომ იქნება ეგ მდგაომრეობა ჩემში. მაგრამ მაგაზე აღარ ვფიქრობ.. smile.gif
აღმოაჩენ რომ შენი სამყარო არის ძალიან პატარა, ერთ-ერთი მილიარდობით სამყაროს შორის, შენი ტვინით შექმნილი რაცაა ის და აქედან გასვლა და სხევბის და ამ სიმთლიანის შეგრძნება არის სასწაული, და მ დროს არ იკარგები, ერთიანობაშიც შენ ხარ.


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jul 17 2015, 03:08 PM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბევრი მიფიქრია ამ თემაზე და ვფიქრობ ერთიანები ვართ ყველა, ანუ ერთი ძალის-ერთი საწყისის მატარებლები ჩემი ნიკიც მაგას ნიშNავს "1". ალბათ გაგიგიათ აზრი, რომ გასხივოსნებულ ადამიანს არ აინტერესებს მასზე კარგს იტყვიან თუ ცუდს, მე ამას ვხედავ საკმაოდ მარტივად, რატომ უნდა გაინტერესებდეს ვიღაც სხვის აზრი რომელიც ჯერ კიდევ ცალკე მდგომად მიიჩნევს თავს? ის ხომ ტოტალურად ცდება. თუნდაც ეს რელიგიური ფანატიკოსები, რომელიც ჯოჯოხეთს გიწერს მხოლოდ იმის გამო რომ სხვა რელიგიის ან ნაციის წარმომადგენელი ხარ, მემგონი ცხადია რომ ეს სიბნელეა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგო ბილიკზე მიდის. მე პირადად ვფიქრობ რომ ვარ დედამიწელი და კაცობრიობას ერთი ფასეულობები და ჭეშმარიტება აქვს, იქნება ეს ინდუსი არაბი თუ ქართველი, სიყვარული, ზიზღი, ცნობიერება და ა.შ. ყველას მსგავსი გვაქვს და საჭიროა ამის დანახვა "გვერდიდან".
მემგონი ადამიანი რაც უფრო თავისუფლდება კლიშეებიდან მით უფრო ახლოს მიდის ჭეშმარიტებასთან და რეალურად ეს ჩარჩOები ჩვენვე გვტანჯავს. სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ადამიანს სხვისი არ ესმის და არც უსმენს, თვითონ უნდა განიცადოს ტკივილიც და იმედგაცრუებაც, რომ მიხვდეს სადღაც ჭაობში მიდის.
სიყვარულიც არის პირველსაწყისის "ანარეკლი" ჩვენში, ის რაც ყველაზე მეტ ენერგიას და ბედნიერებას გვანიჭებს არის უბრალოდ ის საწყისი, სადაც ყველა შიშI და იმედგაცრუება კვდება. როდესაც ხვდები რომ ყველა ერთნი ვართ, იქ ქრება სიძUლვილიც, შიშIც, ძალადობაც და შემოდის აუხსნელი განცდა რასაც ქვია სამყაროს სიყვარული, უმიზეზო სიყვარული, ბედნიერების განცდა უბრალოდ იმით რომ არსებობ. მე პირადად ვფიქრობ ალტერნატივა არ აქვს ცნობიერების ზრდას და ძიებას, სხვა გზა უბრალოდ არ არის. ერთიანობა კი ყველაფერს თავის ადგილზე სვავს, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.
QUOTE(tikoroma @ 17th July 2015 - 01:43 PM) *
პატარ-პატარა ტრანსფორმაციებს

მაგალითად რა არის შენთვის პატარა ტრანსფორმაცია? რამის მიხვედრა? სხვისი ზემოქმედება შენზე? კონკრეტული მაგალითი თU შეგიძლია დაწერო.
tikoroma
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 17 2015, 06:47 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
ციტატა(blue_velvet @ 17th July 2015 - 03:08 PM) *
მაგალითად რა არის შენთვის პატარა ტრანსფორმაცია? რამის მიხვედრა? სხვისი ზემოქმედება შენზე? კონკრეტული მაგალითი თU შეგიძლია დაწერო.

პატარა ტრანსფორმაციაში ვიგულისხმე ცვლილებები ჩვენში, ჩვენი შეხედულებები იცვლება და განაპირობებს მოქმედების შეცვლასაც, მიზნების შეცვლასაც და ა.შ.
მაგ. ადრე ვიყავი ძალიან დეპრესიული, ძალიან პატრიოტული და ამ თემებში ვტრიალებდი. ახლა სხვანაირი ვარ, მაგრამ ბოლომდე თავისუფალიც არ ვარ ჯერ. თუმცა ეს პატარა ცვლილებებია, მხოლოდ მენტალურად შევიცვალე ოდნავ. ჩემში რაიმე დიადი და ღვთიური სული არ გაბრწყინებულა biggrin.gif

ციტატა(blue_velvet @ 17th July 2015 - 03:08 PM) *
ანუ, როგორც რაფაელის "მადონა" გამოეყო ავტორს, აგრძელებს სიცოცხლეს მისგან დამოუკიდებლად და აქვს საკუთარი ისტორია ამ ფიზიკურ სამყაროში. შესაძლოა ასევე მისი ავტორი - რაფაელი, გამოეყო თავის თავის იმ ღვთიურ ნაწილს, (კონკრეტულად როგორც თვით რაფაელი - მხატვარი, მთელი თავისი ცოდნით, აზრებით, სურვილებით და ძალებით). შექმნა თავისი ისტორია და დაიწერა და დარჩა ასტრალურ სივრცეში და აგრძელებს დამოუკიდებელ არსებობას. მისმა სულმა კი გააგრძელა რეინკარნაცია, ღმერთთან შეერთდა ან რაც გინდათ და როგორც წარმოგიდგენიათ.

ამას რაც შეეხება, ვფიქრობ ეს არ რჩება დამოუკიდებელ ცოცხალ სულად, არამედ რჩება როგორც ანაბეჭდი იმისა, როგორიც იყო ის დედამიწაზე. არ შეიცვლება, არ განვითარდება, მაგრამ იარსებებს და გავლენა ექნება ადამიანებზე, სულ ცოტა შთააგონებს მათ.

ichi
ციტატა(blue_velvet @ 17th July 2015 - 03:08 PM) *
ბევრი მიფიქრია ამ თემაზე და ვფიქრობ ერთიანები ვართ ყველა, ანუ ერთი ძალის-ერთი საწყისის მატარებლები ჩემი ნიკიც მაგას ნიშNავს "1"

რას ნიშნავს ერთიანები ვართ? მაშინ როცა ჩვენი სრულყოფის ციკლი დასრულდება, ჩვენ არ ვიქნებით თიკო და აიჩი, (როგორ გამოითქმის? ;დ) ვიქნებით ვინმე ერთიანი ზესული? თუ ვიქნებით ჩვენი თავი ზესულში?



ანნა
სამყარო პატარა კი არა უაზროდ უსასრულოა. უბრალოდ საერთო პრინციპები აქვს და მეორდება ყველაფერი, ამიტომ თუ მის პატარა ნაწილს იცნობ, შეგიძლია დანარჩენის შეცნობაც.
სხვა დანარჩენი კარგია, მაგრამ ეს ამქვეყნიური განვითარებაა. ანას, რომელსაც შენ იცნობ აქვს საშუალება იცხოვროს, დატკბეს, იისწავლოს, განვითარდეს და აქვს თუ არა მას უკვდავების შანსი? მე ვფიქრობ ადამიანის უკვდავება (სახელის უკვდავება) ესაა - გაძლიერდეს ისე, რომ მისი ანაბეჭდი დარჩეს ასტრალურ სივრცეში (გინდაც ხალხის ხსოვნაში ;დ) ხოლო როცა ჩვენი ამქვეყნიური მე მიიძინებს დიდი მშვიდი ძილით, როგორც ინდიელები იტყოდნენ, ჩვენი ზესული მშვიდად განაგრძობს განვითარებას და თავისი საქმეების კეთებას.
უბრალოდ პრიორიტეტი უნდა ავირჩიოთ, გახდეს თიკო უკვდავი და მარადიული, თU ზეთიკო გახდეს უკვდავი და მარადიული biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jul 17 2015, 07:50 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე გამომიცდია მარადისობა, მაგრამ არ მეფიქრება იმაზე ეს როდის იქნება ან იქნებ სულ მოვდე ან რის შანსი მაქვს.. ეგ ყველაფერი ჩემშიადა ვგრძნობ ყველაფერს, უკვდავებასაც. მხოლოდ ტვინის ფიქრი ართულებს აწმყოს შეგრძნებას. არსად არ მივიძინებ.. მარადიულობისას ისევ მე ვარ, მხოლოდ მრადიული.. ანა სხვა არაა ზეანასგან, ერთიდაგივე ვარ. მე ვარ სულ smile.gif მხოლოდ სხვა ადამიანის ტვინი ამას ვერ განიხილავს და ვერც ჩემი..
მე დღევანდელ დღეში ვხედავ ყველფერს, წარსულსაცდა მომავალსაც და დანარჩენზე ფიქრი არ მინდა ამ ტვინით. ნუ ეხლა ამ ეტაპზე არ მინდა და ტავისიტ როცა მომივა ცოდნა, ენერგია და ა.შ.. გამეხსნება კი დავწერ ბლოგზე ))))
სულ მე ვარდა სხვა მე არ არსებობს, მე ვარ ანა და სულ მე ვიქნები.. ალბათ ზედმეტი რაღაცეები მომშორდება და გავიწმინდები უფრო, ეს ტრანფორმაციაა.. მაგრამ მე ვარ და ვიქნები სულ smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 17 2015, 08:24 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
სხვა რამეზე ვწერ საერთოდ smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jul 17 2015, 08:46 PM
Post #7


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 17th July 2015 - 06:47 PM) *
თუ ვიქნებით ჩვენი თავი ზესულში?

ეს უფრო მგონია, რადგან საერთოდ იდენტიფიკაციის არ ქონა, ნიშნავს არ არსებობას? არ ვიცი ძალიან რთული თემაა, მაგრამ ამაზე ყველაზე ნაკლებად ვღელავ, მე ვფიქრობ როგორც იქნება წარმოდგენილი ეს ერთიანობა ეს იქნება იმდენად იდეალური ვარიანტი, როგორც ახალ აღთქმაში წერია „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს.

QUOTE(tikoroma @ 17th July 2015 - 06:47 PM) *
უბრალოდ პრიორიტეტი უნდა ავირჩიოთ

ამის არჩევა ჩემი აზრით შეუძლებელია, იმიტომ რომ ვერც გაიგებ აქ დარჩები მარადიულად თუ იქ რა დაგხვდება(რა განაჩენი)
ამქვეყნიურ უსასრულობა კიდე სრული აბსურდი მგონია, თბილისის ზღვის საფლავებზე რო ავდივარ და ვხედავ თუნდაც 40 წლის წინანდელ საფლავებს, სადაც ზოგან სახელი და გვარიც არ იკითხება, წარმოიდგინე 400 წელიწადში რა იქნება მანდ? შეიძლება ზედ 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო დადგან ან კიდე რაღაც საოცრება. დამისახელე ადამიანი ამქვეყნად ვისი სახელიც არ მიეცემა დავიწყებას. თუნდაც სტალინი აიღე, გავა ასი საუკუნე და შეიძლება ეგეც დაივიწყოს ადამიანმა. ბაბუაჩემის ბაბუა ვინ იყო არც კი ვიცი, მაგრამ ამის არ მრცხვენია იმიტომ რომ ვიცი ადრე თU გვიან ჩვენც მივეცემით დავიწყებას და ეს კანონზომიერია. ფიქრი რომ შენი სიკვდილის შემდეგ "კარგ" საფლავში ჩაგდონ და შენზე ჭიქა წააქციოს ყველამ მგონია სულელური და ეგოცენტრული. რამდენი გმირი მიეცა დავიწყებას? საკუთარ თავს რომ ალალად სწირავდა თუნდაც სიყვარულისთვის? მე ვფიქრობ ამქვყნიურ დავიწყება არდავიწყება, ქება-ლანძღვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც დროებითია. მედლის მეორე მხარეს კიდე არის დაუსრულებელი ცნობიერება, რაც უნდა ეძებოს ადმაიანმა თავის თავში, მეტს აზრს ვერ ვხედავ ცხოვრების, თავისუფლება და შემდეგ სიყვარული არის მთავარი აზრი. მატერიალურზე ჩაჭიდებამ და ამქვეყნიური დიდების ძიებას კი ადმაიანი მხოლოდ ტანჯვისქენ მიყავს ჩემი აზრით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 17 2015, 08:56 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
ნუ სანამ ჩვენი ცივილიზაცია იარსებებს, არ მიეცემა დავიწყებას. ეგრე ატლანტიდაზეც ლეგენდები დადის, მარა ცალკეულ პიროვნებებზე წარმოდგენა არ გვაქვს ვინ იყვნენ.
ყველაზე ძველი ჰომეროსი მახსენდება - 28 საუკუნის წინათ ცხოვრობდა. უფრო ძველი მითების გმირები - თუნდაც აქილევსი. მე არ ვსაუბრობ ბაბუაჩემზე და უბრალო ადამიანებზე. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც საკუთარი სახელი, საკუთარი არსი უკვდავი გახადა. სად არიან ისინი ახლა - ნათელში თუ ბნელში, არ ვიცით. მაგრამ მათი ამქვეყნიური ხატება დღემდე ცოცხლობს დედამიწაზე


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 17 2015, 08:57 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შეგვიძლია ავირჩიოთ ამქვეყნიური კვალის დატოვება და შეგვიძლია უჩინარი წმინდანები გავხდეთ smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jul 17 2015, 09:23 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ ხარ შესაბამსიად ძლიერი პიროვნება, მოქმედებ და ცხოვრობ, გასცემ ენერგიას ისე რომ ათასობით და ათითასობით ადამიანის ცხოვრებაზე იმოქმედო მაშინ შეხვალ ისტორიაში.. თუ გაქვს ამის უნარი იქნება თავისთავად. როგორც ბიონსე, ვილ სმიტი, ბრედ პიტი, ჯონი დეპიდა ა.შ.. ან სპორტსმენები და მეცნიერები, დიდ ადამიანი რომ იყოა მისთვის ძალიან ძალიან ბევრი ენერგია უნდა გქოდეს და გასცემდე, დიდ საქმეები უნდა აკეთო და ნუ რავიცი. "უჩინარი წმინდანი" რას ნიშნავს ვერ ვხდები.. ბებიაჩემი მაგალიტად სოფელში ყველას ახსოვს და 12 წწლის წინ გარდაიცვალა და სადაც მივალ ვინც იცნობდა ყველა აქებს და ადიდებს დღემდე. სულ უცნობი ადამიანები მეუბნებიანხოლმე რა ბებია გყავდაო.. ანუ უჩინარი მაინც არ იქნები,
შეიძლება ვერ ვხვდები რა მხრივ ლაპარაკობ )))))


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 17 2015, 09:30 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ არ უარყოფდნენ საკუთარ არსს, არ ეძებდნენ რაიმეს ღრუბლებს მიღმა, ან თუ ეძებდნენ საკუთარ თავში არეალიზებდნენ რასაც პოულობდნენ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 17 2015, 09:33 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანნა
უჩინარი წმინდანი ნიშნავს, იმ ადამიანებს, რომელთა შესახებ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ შესაძლოა არსებობდნენ და გასხივოსდნენ, თუნდაც სადმე წმინდა უდაბნოებში, კლდის ქვაბულებში, წმინდა მთებში სხვადასხვა რელიგიებში ;დ

რაც შეეხება ბებოს, ხომ არის ზღაპარში მიცვალებულზე რომ კითხულობენ - თავის კაცი იყო, ოჯახისა თუ სოფლისაო ;დ ანუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.
ასევე არსებობენ დედამიწის ადამიანები და წმინდან-გასხივოსნებულები ალბათ ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jul 17 2015, 09:35 PM
Post #13


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 17th July 2015 - 08:56 PM) *

შენი აზრით ჰომეროსისთვის ან აქილევსისთვის სულერთია თუ არა მათI სახელის ამდენი საუკუნე ხსოვნა? ფაქტია ისინი ამ სივრცეში აღარ არიან და ვფიქრობ საერთოდ არ ანაღვლებთ ის ამბავი ახსოვს ვინმეს თU არა, მთავარია ამჟამინდელი მათი მდგომარეობა. ატლანტიდა ახსენე, მე ვფიქრობ უამრავი არსება ცხოვრობდა თUნდაც ატლანტიაზე გამოჩენილი და სტალინზე არანაკლები, მაგრამ ახსოვს ვინმეს ისინი? ან აზრი მითხარი ხსოვნის? სად მიყავს სურვილს ადამიანი იმისა რომ ახსოვდეს ყველას? თემა სხვა რამეზეა, მაგრამ ეს აზრი ბევრისგან გამიგია, დაჟე საფლავებს წინასწარ ამზადებს ზოგი ჩემი ნაცნობი, ხოდა მე პირადად აბსურდი მგონია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jul 17 2015, 09:45 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანნა @ 17th July 2015 - 09:23 PM) *
ბებიაჩემი მაგალიტად სოფელში ყველას ახსოვს და 12 წწლის წინ გარდაიცვალა

გავა საუკუნე, მერე კიდე ათი საუკუნე და შეიძლება საფლავიც არ დარჩეს.

QUOTE(ანნა @ 17th July 2015 - 09:23 PM) *
ადამიანი რომ იყოა მისთვის ძალიან ძალიან ბევრი ენერგია უნდა გქოდეს და გასცემდე, დიდ საქმეები უნდა აკეთო

ჩემი აზრით ამის ნათელი ფორმულა არ არსებობს, შეიძLება ბეზდელნიკი იყო და ვდრუგ ისეთი რამე გააკეთო რომ შენ თვითOნ გაკვირვებული დარჩე, ნიუტონს ვაშლი რო არ დასცემოდა ალბათ ვინმე სხვა აღმოაჩენდა მიზიდულობის კანონს და არც გვეცოდინებოდა მისი სახელი. მაგრამ მაგას ვამბობ რომ არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს და მის უსასრულო მახსოვრობას. ჯერ 1 თუ ყველა უსასრულო ვართ რა აზრი აქვს ერთ-ერთი ნაწილის მუდმივ ხსოვნას? ან როგორ გესმის უკვდავი სახელი? აი 50000 საუკუნეს რო ახსოვს ყველას? ეგეთი არავინაა მემგონი და არც იქნება და არც აქვს დიდი მნიშვნელობა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jul 17 2015, 09:46 PM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემა სხვა რამეზეა, მე მაინტერესებს ცნობიერების საფეხურებრივი ზრდა როგორ გესმით და როგორ ხდება?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 17 2015, 09:49 PM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე არ ვეძებ ამ შემთხვევაში აზრს - ამაოა თუ არა სახელის უკვდავებაზე ზრუნვა, უფრო ჩემებურად - ამქვეყნიური თიკორომას არსებობის გადარჩენაზე ზრუნვა, თუმცა შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ. აქილევსისთვის იყო მნიშვნელოვანი სახელი - მას ჰქონდა არჩევანი. იცოდა წინასწარ, თუ მიიღებდა მონაწილეობას ტროას ომში, დაამარცხებდა უძლეველ ჰექტორს და საუკუნო დიდებას და სახელს მოიპოვებდა, მაგრამ დაიღუპებოდა ახალგაზრდა ამ ომში. ხოლო თუ არ იბრძოლებდა, იცოცხლებდა მშვიდად სიბერემდე. მან დიდება და სახელი აირჩია. ჰომეროსისთვისაც ჰქონდა ალბათ მნიშვნელობა, რადგან იგი სახელიან, დიდ ადამიანებს - გმირებს უმღეროდა და მათ საქმეებს აქებდა. მათთვის ეს იყო მთავარი.

რაც შეეხება ახლა რამდენად აქვს მნიშვნელობა ალბათ არა, მე უკვე ვთქვი, რომ ადამიანის მთავარ დანიშნულებად, მთავარ მიზნად მის პირველსაწყისთან შერწმას ვთვლი, გასხივოსნება, სამოთხე, ნირვანა, ყველაფერი რადაც წარმოგიდგენიათ..

მე მექანიზმი მაინტერესებს. ვამბობთ - როცა შინაგან მეს ვეცნობით ამჟამინდელი მე, ცრუ ეგო ქრება.
ეს ზოგს სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია - ზოგი ამბობს ბუნებრივი და თავისუფალი უნდა იყო. მე ესეც ამქვეყნიური "მეს" პატარა ტრანსფორმაცია მგონია.
შეიძლება პირიქით, ისე გაზლიერდეს ეს ჩვენი ამქვეყნიური არსი რომ ჩვენ გავქრეთ, გავფრინდეთ, გავსხივოსნდეთ, მაგრამ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების კონკრეტული ხატება, რომელმაც დედამიწაზე რამდენიმე წელი გაატარა კონკრეტული ფორმით დარჩეს სადღაც სივრცეში და საუკუნეებს გაუძლოს.
მთავარი გათავისუფლება კი ჩემი აზრით პირველსაწყისთან, ღმერთთან ერთობაა.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jul 17 2015, 10:40 PM
Post #17


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ichi @ Jul 17 2015, 09:46 PM) *
თემა სხვა რამეზეა, მე მაინტერესებს ცნობიერების საფეხურებრივი ზრდა როგორ გესმით და როგორ ხდება?


ადრეც გითხარი და ეხლაც გეუბნევი....

ცნობიერებას ვერ გაზდი, ვერ ისწავლი ვერაფერს.... სწავლა შეუძლებელია

უნდა გაიზარდო, რო დაინახო


ბავშვი როცა პატარაა ხედავს მხოლოდ მაგიდის ფეხს... და აინტერესებს რა არის ეს

რაცარუნდა აუხსნა და მოუყვე რო : აი იცი რაა.... ესაა ფეხი მაგიდის. მაგიდა იმისთვისაა რო მიუჯდე და ჭამო, წაიკითხო.... ზედ შეგილია რაღაცეები დაალაგო და ა.შ.
რას გაიგებს ის ბავშვი ამას რო მოუყვები? - ვერაფერს...

გაიზდება და მაგიდის ფეხის მაგივრად, მთელ მაგიდას დაინახავს... აი მერე ეცოდინება რა არის მაგიდა....

ხოდა თუ ამწუთას რამეე არ გესმის და გაინტერესებს.... ძიება და სწავლა კიარ უნდა....

გაიზდები და დაინახავ

ეგ არის ცოდნა ნამდვილი და ჭეშმარიტი

დაარა.... კითხვებით... წიგნებით.... ფილმებით.... და სხვების მოსმენით....

უნდა დაინახო
მეტი არაფერი

"ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობს"-ო პირდაპირ ზედ აკვდება ეს ანდაზა ჩემ პოსტს...


Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jul 17 2015, 10:41 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მე მაინტერესებს ცნობიერების საფეხურებრივი ზრდა როგორ გესმით და როგორ ხდება?
ჩემი გაგებით
სიხშირეებია, რაღაც სიხშირეზე როცა ნეგატიური ემოციები აღარ გეკარება ხარ უფრო მაღალ საფეხურზე.. შენს გარშემო მსოფლიო იცვლება როცა შინაგან განზომილებსბ ხსნი. ადამიანებს ხედავ სხვანაირად და რა როგორ მოქმედებს.. კანონზომიერებებს. სამყაროს ხედავ სხვანაირად და აღარ ფიქრობ და არ სვამ კიტხვებს, ფიქრები საერთოდ ოტა მოდის ჩემი გაგებით.

ისე მაგ ყველაფერზე ბჰაგავატგიტაში კარგად წერია ზოგადად, წაიკიტხე ბევრ კითხავზე მიიღებ პასუხს.


QUOTE
ზოგი ამბობს ბუნებრივი და თავისუფალი უნდა იყო. მე ესეც ამქვეყნიური "მეს" პატარა ტრანსფორმაცია მგონია.
შეიძლება პირიქით, ისე გაზლიერდეს ეს ჩვენი ამქვეყნიური არსი რომ ჩვენ გავქრეთ, გავფრინდეთ, გავსხივოსნდეთ, მაგრამ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების კონკრეტული ხატება, რომელმაც დედამიწაზე რამდენიმე წელი გაატარა კონკრეტული ფორმით დარჩეს სადღაც სივრცეში და საუკუნეებს გაუძლოს.


ეს ცხოვრება და ეს მე შენი ნაწილია. შენი ადამიანი ცხოვრება დარცება ადამიანების ემხსიერებაში თუ დარჩება. იმ შემტხვევაში თუ მათზე გავლენას მაოხდენდა რამეს დაუტოვებს ან შეცვლი.. ანუ სხვა ადამიანებს მომავალში დაბადებულების მეხსიერება აცოცლებს და კიდევ ფოტოდა ვიდეო ალბათ.
მაგრამ გარენა სადმე, გასხივოსნება და ეგეთი რამეები მაგეებზე ლაპარაკი ეჯრ ადრე მგონია, როცა დრო მოვა და ადამიანური სხეულით ამოწურავ შენს მისიას დმერე ბუნებრივად გაიგებ..
თორემ თუ წინასწარ იამზე იფიქრე, ვერ მიხვალ მაგ მდგაომრეობამდე მალე.
თეორიებია მანამდე და რა აზრი აქვს მსჯელობას, როცა ლოგიკა სულ გაქრება და ფიქრებიც გაქრება და ეს ტვინი სულ გაქრება როცა სხვა რეალობაში მართლა გადავალთ..
გაქრება ეს ყველაფერი და აქ დარცება სხვების მეხსიერებაში/


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jul 17 2015, 10:45 PM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ბავშვი როცა პატარაა ხედავს მხოლოდ მაგიდის ფეხს... და აინტერესებს რა არის ეს

რაცარუნდა აუხსნა და მოუყვე რო : აი იცი რაა.... ესაა ფეხი მაგიდის. მაგიდა იმისთვისაა რო მიუჯდე და ჭამო, წაიკითხო.... ზედ შეგილია რაღაცეები დაალაგო და ა.შ.
რას გაიგებს ის ბავშვი ამას რო მოუყვები? - ვერაფერს...

გაიზდება და მაგიდის ფეხის მაგივრად, მთელ მაგიდას დაინახავს... აი მერე ეცოდინება რა არის მაგიდა....

ხოდა თუ ამწუთას რამეე არ გესმის და გაინტერესებს.... ძიება და სწავლა კიარ უნდა....

გაიზდები და დაინახავ

ეგ არის ცოდნა ნამდვილი და ჭეშმარიტი


ნათაის ვეთანხმები smile.gif
რადგან მე მახსოვს პატარა ჩემი ტავი და მაშინ ფიქრს რა აზრი ქონდა... კი ვსამდი კიტხვებს

მაგრამ ახლა რა რეალობასაც ვხედავ ეს ჩემი გაზრდის შედეგიადა არა ფიქრის.
გაზრდა კი ცხოვრებიდან მოდის, ან შიგანაი გაცნობეირებიდან, სამყაროსთან დაახლოებისგან.. და ფიქრები აღარ მოვა.
ფიქრები სიხშირეების მიხედვით მოდიანდა კიტხვებიც.


ბრმა რომ მსჯელობ რა არის გარშემო, არ ჯობია თვალები გაახილო? თვალები აგხელა და ვიბრაციის ამაღლებით ხდება


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jul 17 2015, 11:35 PM
Post #20


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ 17th July 2015 - 10:40 PM) *
ცნობიერებას ვერ გაზდი, ვერ ისწავლი ვერაფერს.... სწავლა შეუძლებელია

მაგ ლოგიკით უნდა ველოდო როდის მოვა რაღაც გარედან ან შიგნიდან და მე თვითონ პასიურ როლშI ვიჯდე? არ მესმის სწავლის შეუძლებლობაში რას გულისხმობ? სახარების კითხვა არის თუ არა ჩაღრმავება ცნობიერებაშI? სხვადასხვა მისტიკოსის სამუშაოებში ჩახედვა ახალს გვაგებინებს თუ არა? მემგონი საკმაოდ ბევრს ვსწავლობთ. თუნდაც იესოს ცხოვრება მეცოდინებოდა რომ არ წამეკითხა სახარება? ამ ბოლო დროს იუთუბს ვიყენებ როგორც ინფორმაციის წყაროს და უამრავ ახალს ვიგებ თითქმის ყოველდღიურად. ან ელემენტარულად ფილმები აიღე, რამდენ ახალს იგებს ადამიანი.

QUOTE(mata @ 17th July 2015 - 10:40 PM) *
ძიება და სწავლა კიარ უნდა

იესო და თითქმის ყველა რელიგია საწინააღმდეგოს ამბობს. მისტიკოსებიც. მე პროტესტიც არ მიჩნდება მაგ რჩევაზე, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ უნდა ფიქრობდეს ადამიანი ეგრე.
ახალი ინფორმაცია სხვა არაფერია თუარა დამხმარე მექანიზმი.
QUOTE(mata @ 17th July 2015 - 10:40 PM) *
რაცარუნდა აუხსნა და მოუყვე რო : აი იცი რაა.... ესაა ფეხი მაგიდის. მაგიდა იმისთვისაა რო მიუჯდე და ჭამო, წაიკითხო.... ზედ შეგილია რაღაცეები დაალაგო და ა.შ.
რას გაიგებს ის ბავშვი ამას რო მოუყვები? - ვერაფერს...

რატომ გგონია რომ ვე გაიგებს? ასაკს გააჩნია რას გულისხმობ, რასაც გკითხავს ყველაფერი უნდა აუხსნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 08:19 PM