IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

18 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> გაცნობიერებული სიზმარი , სიზმრის მართვა
I AM
post Jan 18 2011, 01:59 PM
Post #41


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაღაც სტატიას გადავაწყდი ამ ტემაზე და.....

http://www.demo.ge/index.php?do=full&id=439


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 18 2011, 11:02 PM
Post #42


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man მს ოთახში ვარ, მაგრამ სხვანაირი კედლები და ფანჯრებია. შეგრძნებები და რეალობის აღქმა ზუსტად ისეთივეა როგორც ფიზიკურ სამყაროში

ჩემთან კიდე დროის შეგრძნება არა რეალურია კარგად ვერ აღვიქვამ დრო უფრო სწრაფად მირბის.. როგორც დღე მაქვს გაცნობიერების ხარისხი და დროის შეგრძნების იქ ისე არ არის..
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jan 21 2011, 05:09 PM
Post #43


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიზმრების გაცნობიერებას მე პირადად ოლდ მენისგან ცოტა განსხვავებული მეთოდით მივაღწიე. ჩემს შემთხვევაში მქონდა განზრახვა, რომ "მე დღეს რო დავიძინებ სიზმარს გავაცნობიერებ" თითქმის ყოველ დღე ვფიქრობდი, რო აი ეხლა გავაცნობიერებ. ღამე რო მეღვიძებოდა ისევ ამ განზრახვით ვიძინებდი და ერთ მშვენიერ დღესაც მეღირსა ნანატრი გაცნობიერება.
საერთოდ განზრახვის მეთოდი ძალიან ეფექტურია. 3 წლის წინ სიგარეტს როცა დავანებე თავი, მაშინაც განვიზრახე და ვთქვი: მე სიგარეტს თავი უნდა დავანებო და ყოველდღე მახსოვდა ეს განზრახვა. მაშინაც კი როცა ვეწეოდი, ვფიქრობდი რო მე აუცილებლად დავანებებ სიგარეტს თავს და ეგ დღეც დადგა. ხორცსაც ასე დავანებე თავი, სასმელებსაც, შაქარსაც და საერთოდ განზრახვით ნებისმიერ მიზანს მიაღწევ. წარმოუდგენლად ეფექტურია და მარტივი. უბრალოდ დგება შენს ცხოვრებაში ის დღე, როცა უპრობლემოდ ამბობ უარს იმაზე, რაზეც გინდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 21 2011, 05:46 PM
Post #44


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
QUOTE(mata @ 21st January 2011 - 05:09 PM) *
საერთოდ განზრახვით ნებისმიერ მიზანს მიაღწევ.

გეთანხმები. განზრახვას დიდი ძალა აქვს. მარტო სურვილით არაფერი გამოდის.
QUOTE(mata @ 21st January 2011 - 05:09 PM) *
ღამე რო მეღვიძებოდა ისევ ამ განზრახვით ვიძინებდი და ერთ მშვენიერ დღესაც მეღირსა ნანატრი გაცნობიერება.

თუ შეგიძლია დაწერე როგორი იყო შენი აღქმა და შეგრძნებები..


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jan 21 2011, 06:34 PM
Post #45


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ე.ი. როდესაც დავიძინე, საერთოდ არ მეძინებოდა, მარა სხვა რა გზა მქონდა ღამის 4თუ 5 საათი იყო. დილამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო, ამიტომ თვალები დავხუჭე და ვცდილობდი ჩაძინებას. გონება აბსოლიტურად მშვიდი და ფხიზელი იყო, სხეული კი ენერგიით სავსე. ბევრი ვიწვალე ჩაძინებაზე შეიძლება ასე30-40 წუთი, მერე კი ვიგრძენი როგორ გამოვედი სხეულიდან და მივდიოდი კოსმოსის ღია სივრცეში. გარშემო ვამჩნევდი უამრავ მანათობელ სხეულს. (ცნობიერება ფხიზლად მქონდა სხეულიდან გასვლის თანავე)
მერე გავჩერდი და ერთ შენობაში შევედი. ამ დროს აბსოლიტურად მახსოვდა ყველაფერი, ვიცოდი რომ მე იმ მომენტში ჩემ ლოგინში მეძინა და ახლა სიზმარში ვიყავი. პირველი რაც მაინტერესებდა იყო ის რომ როგორია სიზმარი და კიბის სახელურს მოვკიდე ხელი. ისეთივე მაგარი და მკვრივი იყო, როგორც ჩვეულებრივ. მერე ჩემი კლასელები ვნახე და ველაპარაკე, ვათვალიერებდი გარემოს. მერე ქუჩაში გამოვედი. აბსოლიტურად ყველაფერი იგივენაირია, როგორც აქ. თან სულ მახსოვდა რომ სახლში მეძინა და დილით ასადგომი ვიყავი და წასასვლელი. ნეტა რომელი საათია ეხლა მე სიზმარში რო დავბოდიალობ, ადგომა არ დამაგვიანდესთქო ვფიქრობდი. მერე დავიშალეთ კლასელები და მეც გავიფიქრე დაბრუნების დროა და იმ წამსვე გამომეღვიძა smile.gif

ეგ იყო სულ პირველად როცა გავაცნობიერე.
ხანდახან არის რო გაცნობიერებული სიზმარი შეიძლება თვეში ერთხელ ნახო, ან 2 ჯერ. ეს დამოკიდებულია ადამიანის ენერგიის რაოდენობაზე და ნებაზე. მე პირადად მქონია დღეები როცა ერთ ღამეში ორჯერ გამიცნობიერებია სიზმარი. მერე კი თითქმის ყოველდღე ვაცნობიერებდი. ზოგჯერ კვირები გადის და ერთსაც ვერ ვაცნობიერებ. მარა საკმარისია განვახორციელო განზრახვა, ეგრევე ვაცნობიერებ.

სიზმარხილვის პრაქტიკაზე ერთი მომენტია კიდევ უმთავრესი: სექსუალური ენერგიის მართვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Jan 21 2011, 07:39 PM
Post #46


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata

QUOTE
სიზმარხილვის პრაქტიკაზე ერთი მომენტია კიდევ უმთავრესი: სექსუალური ენერგიის მართვა.



ამასთან დაკავშირებით შეგიძლია საკუთარი გამოცდილება (პრაქტიკა) დაწერო?


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jan 21 2011, 09:17 PM
Post #47


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



I AM

სექსუალური ენერგიის მართვისათვის პირველ რიგში აუცილებელია მოსამზადებელი ეტაპის გავლა. ეს ეტაპი თუ არ გავიარეთ, მართვაზე ფიქრი ზედმეტია.
ე.ი. ეს ეტაპი არის ის რომ სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ შემდეგ პროდუქტებზე:
ხორცი
ალკოჰოლი
კოფეინი (ყავა, ჩაი, კაკაო და ა.შ.)
შაქარი

ეს ვერ მოხდება ერთ დღეში . მე პირადად 1.5 წელიწადში თანდათანობით ავკრძალე. ამაში კი ისევ და ისევ განზრახვის ყოვლისშემძლე ძალა დამეხმარა. ძალით უარი არაფერზე მითქვია. ვჭამდი ყველაფერს იქამდე, სანამ მთხოვდა ორგანიზმი. უბრალოდ განზრახვა როცა არის "მე თავი უნდა დავანებო მაგ. შაქარს" (სულ გახსოვს ეს მოთხოვნა შენი თავის მიმართ) ერთ მშვენიერ დღეს აცნობიერებ რომ აღარ ხარ ძველებურად დამოკიდებული შაქარზე და შენ თავში აღმოაჩენ საკმარის ძალას, რომ უარი თქვა. მერე პერიოდულად რათქმაუნდა გინდება ეს ყველაფერი, მაგრამ გყოფნის შინაგანი ძალა იმაზე, რომ შენი სხეული დაიმორჩილო და ის აკეთებინო, რაც საჭიროა და არა ის რაც მას უნდა.

როცა ამ ყველაფერზე უარს იტყვი მერე უკვე სექსუალური ენერგიის მართვამდე ერთი ნაბიჯია.
სიზმარხილვის პრაქტიკის დროს (საწყის ეტაპზე) ხშირია სექსუალური ენერგიის მოზღვავება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვევალება, რომ არაფრის დიდებით არ დავხარჯოთ ეს ენერგია და შევინახოთ. შეინახო ნიშნავს შეიკავო. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ამოღებული არა გაქვს რაციონიდან, ვერ შეაკავებ თავს. შეიკავო თავი ნიშნავს, რომ ებრძოლო სექსუალურ ფიქრებს. ამ დროს ცდილობ ვიღაც მაგარ ნაშაზე ან შენი ოცნების კაცზე კი არ იფიქრო, არამედ. ამას უყურებ როგორც ენერგიას, რომელიც უნდა აწიო ზედა ჩაკრაში. წარმოსახვით ცდილობ ერთი ჩაკრით ზევით ატანას. ამას სჭირდება გარკვეული დრო, ამ დროის მანძილზე კი სანამ თქვენ წარმოსახვით ვარჯიშს აკეთებთ, ეს ენერგია უნდა დააყოვნოთ. ამ ენერგიას ორი გზა აქვს ან იხარჯება, ან ზევით ადის... თუ შეძლებ რო ეს ენერგია რაც შეიძლება დიდი ხნით შეაკავო, ის აუცილებლად მოძებნის გზას და ავა ზევით (სხვაგან წასასვლელი გზა უბრალოდ მას არ აქვს)
პირველ ცდაზე, როცა არ იცი ეს როგორ ხდება, ცოტა რთულია, მერე და მერე ეჩვევი ტექნიკას და უპრობლემოდ აგაქვს ენერგია ზევით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post Jan 21 2011, 09:20 PM
Post #48


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
გაიხარე, დიდი მადლობა რჩევისთვის smile.gif


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 21 2011, 10:31 PM
Post #49


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო ვიდეობი ვიპოვე გაცნობიერებული სიზმრების ტექნიკასთან დაკავშირებით. :
1. http://www.youtube.com/watch?v=JBYw-12xwiI...feature=related აქ აღწერილია ტექნიკა როგორ ჩავუღრმავდეთ გაცნობიერებულ სიზმარს
2. http://www.youtube.com/watch?v=PU1nUC6UuWw...feature=related როგორ გავახანგრძლივოთ გაცნობიერებული სიმზარი
3. http://www.youtube.com/watch?v=iOhAtazL8Sg...feature=related გაცნობიერებულ სიზმარში გადაადგილების ტექნიკები

პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ პრაქტიკული რჩევებია მოცემული და აღსაქმელად ვიზუალურადაც კარგად არის გაკეთებული


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jan 22 2011, 11:41 AM
Post #50


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო ვიდეოებია მართლაც მესამე განსაკუთრებით, სადაც წარმოსახვის ძალაზეა ლაპარაკი.

ყველაზე სასაცილო რაც არის არის ის, რომ გაცნობიერებულ სიზმარში რასაც აკეთებ და გამოგდის, იგივე შეგიძლია მერე ფიზიკურ სხეულშიც აკეთო. რატომ, იმიტომ რომ როცა სიზმარში ცნობიერად ხარ გარკვეული პერიოდი აკვირდები, მერე ადარებ შენს ყოველდღიურ რეალობას და რწმუნდები, რომ დღისითაც სიზმარში ხარ . ანუ დღის ცხოვრება არის ჩვენი გაცნობიერებული სიზმარი და მეტი არაფერი smile.gif
მანამდე ბევრჯერ გამეგო და სხვებს უთქვიათ, რო ეს ყველაფერი ილუზიაა, სიზმარია, ადამიანი ამას იჯერებს ან არ იჯერებს.
ხოლო ის ვინც სიზმრებს აცნობიერებს, დარწმუნდება ამაში პირადად.

მე არ მაქვს დიდი გამოცდილება სიზმრების საკითხში. ეხლახანს დავიწყე, ყოველდღიურად ვწავლობ და ვცდილობ გავერკვე ამ სფეროში.
პატარ პატარა შედეგები უკვე მაქვს, ვაგრძელებ ძილს და ვნახოთ JC_cupidgirl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jan 22 2011, 12:12 PM
Post #51


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა სიზმარმხილველისთვის

,,მალე უსასრულობა მშთანთქავს და მე მინდა ამისათვის მზად ვიყო…’’

,,როდესაც ადამიანი სწავლას შეუდგება, მას არასოდეს არა აქვს ზუსტი წარმოდგენა შედეგებზე. მისი მიზანი ბუნდოვანია, განზრახვანი არამყარი. ის ელოდება ჯილდოს, რომელსაც ვერასოდეს მიიღებს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია, რა გამოცდები ელის წინ.

სწავლა ყოველთვის ისეთი არ გამოდგება ხოლმე, რასაც მისგან მოელიან. ყოველი ნაბიჯი- ეს ახალი ამოცანაა და შიში, რომელსაც განიცდის ადამიანი, იზრდება უმოწყალოდ და მტკიცედ. მისი მიზანი აღმოჩნდება ბრძოლის ველი. და ამგვარად მის წინაშე წარსდგება პირველი ბუნებრივი მტერი: შიში!

საშინელი მტერი, ვერაგი, ულმობელი. ის იმალება ყოველი მოსახვევის უკან მიმპარავი და დადარაჯებული. და თუ ადამიანი ათრთოლდება მისი სახის წინაშე და გაიქცევა, მისი მტერი ბოლოს მოუღებს მის ძებნას. ადამიანი უკვე ვეღარასოდეს გახდება ცოდნის ადამიანი.

ის შეიძლება გახდეს ყბედი, ან უვნებელი შეშინებული ადამიანი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ის იქნება დამარცხებული.

რათა გადალახო შიში, მხოლოდ ის არის საჭირო, რომ არ გაიქცე.

ადამიანმა უნდა დაამარცხოს თავისი შიში და მის წინააღმდეგ გადადგას შემდეგი ნაბიჯი შესწავლისაკენ, კიდევ ნაბიჯი და კიდევ. ის შეიძლება იყოს სრულიად დაშინებული და მაინც, არ უნდა გაჩერდეს.

და დადგება დღე, როდესაც მისი პირველი მტერი უკან დაიხევს. ადამიანი ირწმუნებს საკუთარ თავს. მისი განზრახვა განმტკიცდება, სწავლა აღარ იქნება საშიში ამოცანა. როდესაც დადგება ეს ბედნიერი დღე, ადამიანს შეუძლია უყოყმანოდ, რომ მან დაამარცხა თავისი პირველი ბუნებრივი მტერი. ეს თანდათანობით ხდება და მაშინ შიში ქრება უეცრად, მყისიერად.

ის, ვინც ერთხელ მაინც გადალახა შიში, თავისუფალია მისგან სიცოცხლის დასასრულამდე, იმიტომ, რომ შიშის ადგილას სიცხადე მოდის, რომელიც ფანტავს შიშს.

იმ დროისათვის ადამიანმა იცის თავისი ყველა სურვილი და იცის, როგორ უნდა მოექცეს მათ. მას შეუძლია აღმოჩენები გააკეთოს თავისთვის, ან გადადგას ახალი ნაბიჯები სწავლებაში და მისი ყველა ქმედება იმსჭვალება მახვილი სიცხადით. ადამიანი გრძნობს, რომ მისთვის არაფერია დაფარული.

და ის ხვდება თავის მეორე მტერს: სიცხადეს!

ეს სიცხადე, ასეთი ძნელად მოსაპოვებელი, ფანტავს შიშს, მაგრამ აბრმავებს კიდეც...

ის აიძულებს ადამიანს, არ დაეჭვდეს საკუთარ თავში. აძლევს რწმენას, რომ ის ცხადად ხედავს ყველაფერს, გამჭოლად. მაგრამ, ეს ყველაფერი შეცდომაა. თუ ადამიანი ნებდება თავის ვითომდა ძლიერებას, ნიშნავს, რომ ის დამარცხებულია მეორე მტრის მიერ და სწავლაში ერთ ადგილზე დაიწყებს ტკეპნას. ის წინ გაიქცევა მაშინ, როდესაც უნდა დაელოდოს, ან დაიწყებს ლოდინს მაშინ, როდესაც დაყოვნება არ შეიძლება.

ასე, ცოდნის ადამიანის მაგივრად, ადამიანი შეიძლება გახდეს მამაცი მეომარი, ან, ვთქვათ, მასხარა. თუმცა სიცხადე, რომლისთვისაც ასე ძვირი გადაიხადა, არასოდეს შეიცვლება ისევ წყვდიადითა და შიშით.

რათა აიცილო დამარცხება, უნდა დაამარცხო სიცხადე და მხოლოდ იმისთვის გამოიყენო, რათა დაინახო და მოთმინებით ელოდო, და ყოველი ახალი ნაბიჯის წინ ყველაფერი გულდასმით აწონდაწონო. ხოლო მთავარი- იცოდე, რომ მისი სიცხადე სინამდვილეში ილუზორულია.

და ერთხელაც, ის დაინახავს, რომ სიცხადე მხოლოდ წერტილი იყო თვალწინ. ის მხოლოდ ასე შეძლებს გადალახოს თავისი მეორე ბუნებრივი მტერი და მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც მას ვერაფერი ვეღარ შეეხება. და ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება უტყუარი ძალა.

ამ ეტაპზე მისთვის ცხადი გახდება, რომ ძალა, რომელსაც ასე დიდხანს მისდევდა, ბოლოს და ბოლოს უკვე ეკუთვნის. მას შეუძლია ისე მართოს ძალა, როგორც მოესურვება. მისი სურვილები-კანონია. ის გარშემო გამჭოლად ხედავს ყველაფერს. და აი ეს ნიშნავს, რომ მის წინაშე მესამე მტერია: ძალა!

ეს ყველაზე მრისხანე მტერია. და რა თქმა უნდა უფრო ადვილია, უბრალოდ დანებდე; ბოლოს და ბოლოს, მისი მფლობელი ხომ ჭეშმარიტად დაუმარცხებელია.

აქ ადამიანი იშვიათად ამჩნევს მესამე მტერს, რომელიც უკვე მიზანში იღებს მას. და ის არც ეჭვობს, რომ ბრძოლა უკვე წაგებულია. მტერმა ის სასტიკ, ახირებულ ადამიანად აქცია. მაგრამ არც სიცხადეს და არც ძალას, აღარ დაკარგავს არასოდეს.

ცოდნის ადამიანისგან, საკუთარი ძალის მიერ დამარცხებული ადამიანი იმით განსხვავდება, რომ უკანასკნელი კვდება, ისე, რომ ვერ იგებს სინამდვილეში რა უნდა მოუხერხოს მას. ძალა, ეს მხოლოდ ტვირთია მის ბედისწერაში. ასეთი ადამიანი არ ფლობს საკუთარ თავს და არ შეუძლია, თქვას როდის და როგორ შეუძლია თავისი ძალის გამოყენება.

მაგრამ, თუ ადამიანი მხოლოდ დროებით იყო ძალის მიერ დაბრმავებული, ხოლო შემდეგ უარი თქვა მასზე, მაშინ ჯერ ყველაფერი არ დაკარგულა და ის კიდევ ცდილობს, გახდეს ცოდნის ადამიანი. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის დამარცხებული, როდესაც მან ყველა ცდა უარყო და ზურგი აქცია საკუთარ თავს.

მესამე მტერზე გამარჯვება გაგებით შეიძლება. ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ძალა, რომელიც თითქოსდა მან დაიმორჩილა, სინამდვილეში მას არ ეკუთვნის და არც შეიძლება როდესმე ეკუთვნოდეს. ის უნდა გამყარდეს ურყევ ნებისყოფაში, ფხიზლად და უანგაროდ გამოიყენოს ყველაფერი, რაც გაიგო. მას თუ შეუძლია დაინახოს, რომ ნებისყოფის გარეშე სიცხადე და ძალა ილუზიაზე უარესია, აღწევს ისეთ წერტილამდე, სადაც ყველაფერი მას ემორჩილება.

მაშინ მიხვდება, როდის და როგორ გამოიყენოს თავისი ძალა. ეს კი იმისი ნიშანი იქნება, რომ მან გაიმარჯვა თავის მესამე მტერზე და მისი მოგზაურობა ცოდნაში დასასრულს მიუახლოვდა.

და აქ გაუფრთხილებლად ეწვევა უკანასკნელი მტერი: სიბერე!

ეს ყველაზე სასტიკი მტერია, რომელზეც ვერ გაიმარჯვებ, შესაძლებელია მხოლოდ გაჭიმო შენი დამარცხება.

ეს ის ჟამია, როდესაც ადამიანი გათავისუფლდება შიშებისაგან, მოუთოკავი და გაუმაძღარი სიცხადისაგან, ჟამი, როდესაც მთელი მისი ძალა მის განკარგულებაშია. მაგრამ ეს ის ჟამიც არის, როდესაც სრულიად შეიპყრობს სურვილი დაისვენოს, დაწვეს, განცხრომას მიეცეს. და თუ ის მას მისცემს თავისუფლებას, თუ დაღლილობით თავს განცხრომაში გადაიყვანს, მაშინ გაუშვებს თავის უკანასკნელ შერკინებას, და მიპარული მტერი დასცემს მას, გადააქცევს რა ბებერ არაფრისმაქნის არსებად. უკანდახევის სურვილი დააბნელებს მის სიცხადეს, გადახაზავს მთელ მის ძალას და მთელ მის ცოდნას.

მაგრამ თუ ადამიანი ჩამოიფერთხავს დაღლილობას და ბოლომდე იცხოვრებს თავისი ბედით, ასეთ ადამიანს ჭეშმარიტად შეიძლება ეწოდოს ცოდნის ადამიანი, თუნდაც ხანგრძლივად არა, თუნდაც მხოლოდ იმ მოკლე წამს, როდესაც მას ხელეწიფა გაუსწროს უკანასკნელ და დაუმარცხებელ მტერს.

სიცხადის, ძალის და ცოდნის ეს ერთი წამი უკვე საკმარისია.


კარლოს კასტანედა

ეს არის შესავალი მისი წიგნიდან "დროის ბორბალი" დანარჩენი ქართული თარგმანი აი აქ არის:
http://sulkhansaba.com/biblio/1011/000.doc
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 22 2011, 12:58 PM
Post #52


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
ძალიან საინტერესო ინფო დადე, ერთი რამე მაინტერესებს, შენი აზრი.. აი კონკრეტული ნივთიერებების ამოღებით მიიღწევა მხოლოდ ეფექტი? მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამას და მაინტერესებს შენი აზრი, ნუ სხვებისაც...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 22 2011, 01:00 PM
Post #53


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ 22nd January 2011 - 11:41 AM) *
რატომ, იმიტომ რომ როცა სიზმარში ცნობიერად ხარ გარკვეული პერიოდი აკვირდები, მერე ადარებ შენს ყოველდღიურ რეალობას და რწმუნდები, რომ დღისითაც სიზმარში ხარ . ანუ დღის ცხოვრება არის ჩვენი გაცნობიერებული სიზმარი და მეტი არაფერი

მართლა ასეა. ადამიანი ფაქტიურად ორ განზომილებაში ცხოვრობს დღისით-ფიზიკურ და ღამით ასტრალურ სამყაროში. სამწუხაროდ ჩვენმა მატერიალისტურმა ცივილიზაციამ და რელიგიურმა რწმენებმა უფრო სწორად ცრურწმენებმა, ადამიანი დააჯერეს რომ სიზმარი სხვა არაფერია თუ არა ფანტაზია, არარსებული სამყარო, გონების წარმოსახვის ნაყოფი....
ახლა სიზმრის სხვა ასპექტზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
ზოგს ჰგონია, რომ ადამიანი თუ დაინტერესებულია სიზმართხილვით, ასტრალური სამყაროს შესწავლით ე.ი. იგი გაურბის ფიზიკურ სამყაროში ცხოვრებას, ცხოვრობს ილუზიებში და ა.შ. ამ დროს პირიქით, გაცნობიერებული სიზმარი შეგვიძლია გამოვიყენოთ ფიზიკური სამყაროს უკეთ შესაცნობად. ყველას უნდა რომ რეალიზდეს ფიზიკურ სამყაროში, შესრულდეს მისი ჩანაფიქრები, იყოს ბედნიერი... ვადიმ ზელანდი თავის წიგნში - სილა ნამერენია, საუბრობს ადამიანის განზრახვის ძალაზე, რომლითაც იზიდავს მის ცხოვრებაში პოზიტიურ სიტუაციებს, ადამიანებს, (იგივე პრინციპი რაც ფილში სიქრეთ). უკეთ რომ გავიგოთ ამ განზრახვის ძალა მას მოჰყავს შედარება გაცნობიერებული სიზმრების. ანუ სიზმარში რასაც გავიფიქრებთ, როგორ სიტუაციაშიც გვინდა მოხვედრა ეგრევე სრულდება. იგი ამბობს, რომ ასევეა ფიზიკურ სამყაროში, იმ მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფიზიკურ სამყაროში მკვრივი მატერიების გამო განზრახვის ძალა უფრო ნელა მოქმედებს და შედეგს ისევე სწრაფად ვერ დავინახავთ, როგორ ასტრალურ სამყაროში. ეს ძაან კარგი შედარებაა და სიზმარში ძაან კარგი დასანახი თუ როგორ მოქმედებს ეს ე.წ. law of attraction ფიზიკურ სამყაროში....


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tsisakura
post Jan 22 2011, 01:45 PM
Post #54


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 104
Joined: 6-November 10
From: Tbilisi
Member No.: 6,300

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიზმრებს უმრავლეს შემთხვევაში ვერ ვიმახსოვრებ მაგრამ დილით ზუსტად ვიცი ვინ დამესიზმრა და რა სახის შინაარსი ჰქონდა სიზმარს, უმრავლეს შემთხვევაში ნეგატიური ემოციები მყვება ხოლმე ძილიდან, ამას სიზმრის გაცნობიერება ქვია?
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 22 2011, 01:58 PM
Post #55


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tsisakura
QUOTE(tsisakura @ 22nd January 2011 - 01:45 PM) *
ამას სიზმრის გაცნობიერება ქვია?

არა.
ამ თემაში ერთი-ორი პოსტი მაინც რომ წაგეკითხა ეგრევე გაიგებდი რა არის გაცნ. სიზმარი smile.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jan 22 2011, 04:50 PM
Post #56


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata

რა არის შენი ინფორმაციის წყარო? მხოლოდ კასტანედა?


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Jan 22 2011, 04:57 PM
Post #57


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხშირად სრულიად გააზრებულად ვამბობ ლოცვას სიზმარში...


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jan 22 2011, 05:34 PM
Post #58


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
ციტატა(td......... @ 22nd January 2011 - 12:58 PM) *
აი კონკრეტული ნივთიერებების ამოღებით მიიღწევა მხოლოდ ეფექტი?

ვერ გავიგე რას მეკითხები blush.gif

Emigranti
ციტატა(Emigranti @ 22nd January 2011 - 04:50 PM) *
რა არის შენი ინფორმაციის წყარო? მხოლოდ კასტანედა?

ჩემი ინფორმაციის წყარო არის ჩემი პირადი გამოცდილება (რაც ვიცი, მხოლოდ სიზმრების პრაქტიკიდან ვიცი). სიზმრებზე ბევრი უაზრო ლიტერატურაა, რომლის წაკითხვაც დროის კარგვაა. კასტანედაზე ვერ ვიტყოდი, რომ ინფორმაციის წყაროა ჩემთვის, ის უფრო შთაგონების მომცემია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jan 22 2011, 05:57 PM
Post #59


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ Jan 22 2011, 05:34 PM) *
td.........

ვერ გავიგე რას მეკითხები blush.gif
მემგონი პროდუქტების სიაზე გკითხა
QUOTE
Emigranti ჩემი ინფორმაციის წყარო არის ჩემი პირადი გამოცდილება (რაც ვიცი, მხოლოდ სიზმრების პრაქტიკიდან ვიცი). სიზმრებზე ბევრი უაზრო ლიტერატურაა, რომლის წაკითხვაც დროის კარგვაა. კასტანედაზე ვერ ვიტყოდი, რომ ინფორმაციის წყაროა ჩემთვის, ის უფრო შთაგონების მომცემია.
არა, მე რა ვიგულისხმე იცი? აი მაგალითად ის პროდუქტების სია რომ ჩამოწერე, რომელსაც აღარ იყენებ საკვებად. ეგ ალბათ სადღაც წაიკითხათქო, რომ ესა და ეს აღარ ჭამოთო და მაინტერესებდა სად ეწერა.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 22 2011, 06:15 PM
Post #60


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Emigranti @ 22nd January 2011 - 05:57 PM) *
QUOTE(mata @ Jan 22 2011, 05:34 PM)
td.........

ვერ გავიგე რას მეკითხები მემგონი პროდუქტების სიაზე გკითხა

კი პროდუქტებზე ვიკითხე, კოფეინი, შაქარი, ხორცი.. ამაზე, ამ პროდუქტების და მათში შემავალი ნივთიერებების ამოღების გარეშე არ შეიძლება ენერგიის მართავ და სიზმართხილვის პრაქტიკი განხორციელებათქო... ანუ რამდენად აუცილებელია..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

18 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 06:26 AM