IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ნეკრომანტია, ნეკრო ოკულტზმი, სიკვდილის ეგრეგორი.
jarmen
post Oct 5 2018, 04:56 AM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სანამ უშუალოდ თემას შევეხებოდე მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა: ის ინფორმაცია რასაც გადმოვცემ არის პირადი პრაქტიკით, მასწავლებლებისგან და სხვა პრაქტიკოსებთან მუშაობით მიღებული. ამიტომ გთხოვთ პატივი სცეთ საავტორო უფლებებს რადგან არაერთხელ მომისმენია მისტიური და მისტიკით დაინტერესებული ადამიანებისგან ერთი ერთში ჩემი სიტყვათა წყობით და სტილით გადმოცემული ის ინფორმაციები რომლებიც გავასაჯაროვე. მე არ მაქვს პრობლემა იმაზე რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი გაუზიროს ახლობელს ინფორმაცია, მაგრამ როცა ეს ხდება პირადი მარკების დაწერის მიზნით ან კიდევ არასრულად, არასწორად, დამახინჯებულად, კონტქსტისგან ამოგლეჯილად, ეს უკვე დანაშაულია.

ნეკრომანტიაზე საუბრის დასაწყისისთვის უპრიანად მივიჩნევ განვმარტოთ მისი წარმომავლობა. ნეკრომანტიკა არის ოკულტიზმისერთ ერთი უძველესი სახე, პრინციპი მარტივია, ამ მიმართულებაში ძირითად როლს ასრულებს სხვა სამყაროს ენერგია. როდესაც არსება ტოვებს ჩვენს სამყაროს, ანუ როდესაც გადადის სხვა სამყაროში მასშემდეგ რაც მისი ფიზიკური სხეული უვარგისი ხდება. ის უკვე აღარ მიეკუთვნება ჩვენს რეალობას და ხდება ნეკრო სამყაროს ნაწილი. ნეკრო სამყაროს არის ვამპირულისმყარო რომელსაც არსებობისთვის სჭირდება დონაციები, ერთ ერთი წყარო არის ჩვენი სამაყრო საიდანაც ნერო სამყარო იკვებება, თვითონ ეს ენერგია ცოცხალი ადამიანისთვის დესტრუქციულია, მასთან შეხებისას ნორმალური ადამიანი დისონანსში მოდის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნეკრო სამყაროს ენერგიის რაოდენობა და ძალა აღემატება ნორმალური ადამიანის ენერგეტიკის რაოდენობას და ხარისხს, ნელ ნელა იწყება ადამიანის ენერგოველის დაზიანება. თუ ჩვენი რეალობიდან მოვიყვანთ მაგალითს ეს იგივე იქნებოდა ადამიანი რომ წყალში ვაცხოვროთ, რაღაც პერიოდის განმავლობაში გაუძლებს ამ მდგომარეობას მაგრამ დროთა განმავლობაში ჯერ კანი ხოლო შემდეგ სხვა ორგანული უჯრედები დაუზიანდება და გადაუგვარდება. სწორედ ამ პრინციპის გამოყენებით ხდება ძირითადად ნეკრო ოკულტური საქმიანობა.

ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა, "თუ ნეკროსამყაროს ენერგია ადამიანისთვის საზიანოა, მაშინ ის ადამიანიც ხომ დაზიანდება ვინც ამ მიმართულებას მიყვება?" აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ზემოთ სპეციალურად ნახსენებ "ნორმალური ადამიანიზე". არსებობენ ადამიანები რომლებსაც ბუნებრივად აქვთ მედეგობა ნეკრო ენერგიების მიმართ, არიან ისეთებიც ვინც ამ მედეგობას პრაქტიკით ძენენ. როგორც წესი ისეთი ადამიანები ვინც ჩახედულები არ არიან ღრმად ამ სფეროში, არ აქვთ თანდაყოლილად მედეგი ენერგეტიკა და მაინც მუშაობენ ნეკრო ოკულტიზმით, შედარებით მალე ბერდებიან, პრველი ნიშნებია კანის დაზიანებები, უმიზეზოჩალურჯებები, გამონაყარები, კანის ინფექციები, წვის შეგრძნება, ჯანმრთელობის გაუარესება, უხასიათობა, ნერვოზი, ფსიქოზი. ამიტომ ყველას ვინც აპრაქტიკებთ ამ სფეროს და გაქვთ სიმპტომები ჯობია დროზე მოეშვათ სანამ იმასთან ერთად რომ სხვა გაანადგუროთ, თქვენც არ განადგურებულხართ.

როგორ მუშაობს ნეკრო ოკულტიზმი: ნეკრო ოკულტიზმის მუშაობის სპეციფიკა დამოკიდებულია ენერგიის სპეციფიკაზე, რადგან ნეკრო ენერგია ხისტია და ძირითადად ვლინდება დესტრუქციული სახით, ოკულტიზმისამ სფეროს გამოყენებით ძირთადად ხდება სხვა ადამიანების დაზიანება, თუმცა შეიძლება ჩატარდეს სხვა სახის რიტუალებიც რის საშუალებასაც მოცემულობა იძლევა. პირველ რიგში სამუშაო ადგილი არის ის ტერიტორია სადაც კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით ნეკრო ენერგია, ესეთი ადგილი შეიძლება იყოს სასაფლაო, ბრძოლის ველი, სასაკლაო და ასე შემდეგ რადგან ენერგიის წყარო მკვდარი სხეულებია. ოკულტისტი მიდის ენერგიის წყაროსთან მსხვერპლის ბიო მასალიტ ან მასთან ენერგეტიკულად კავშირში მყოფი სხვა რაიმე ნივტით და უბრალოდ ტოვებს იქ, ეს ერთი შეხედვით მარტივი ქმედება, რომლის არსი ხშირად არც იციან ადამიანებმა, ნეკრო ოკულტების მახეში გაბმულები კუნტრუშით რომ მირბიან სასაფლაოებზე და ტოვებენ ნივთებს ან მოაქვთ, სუსტი ენრგეტიკის მსხვერპლს ადვილად აზიანებს ნეკრო სამყარო იკვებება მსხვერპლის ენერგიით, დროთა განმავლობაში დღითი დღე ასუსტებს და ცხოვრებაში გამოუსადეგარს ხდის, ასევე შეიძლება ჩატარდეს სხვა სახის რიტუალებიც თუ კონკრეტულად ნეკრო სამყაროს წარმომადგენლებისგან არის საჭირო ჩარევა. ხშირად სასაფლაოებიდან მოაქვთ რაიმენივთები და მსხვერპლებს საცხოვრებელში ან საცხოვრებელთან უტოვებენ, ზოგჯერ მიაქვთ მსხვერპლისგან ნათხოვარი ნივთი ატარებინებენ დროს ნეკრო ენერგიის წყაროსთან და დამუხტულს უბრუნებენ პატრონს. ასევე ხდება ისეც როცა იყენებენ გარდაცვლილი ადამიანის ნაბან წყალს, საპონს, კუბოს ლურსმანს, ატანენ ნივთებს საფლავში და ასე შემდეგ....

როგორ დავიცვათ თავი ნეკრო სამყაროს ენერგიებისგან: ძლიერი ენერგეტიკა უკვე ნიშნავს იმას რომ ადამიანი დაცულია ნეკრო ენერგიებისგან, თუ ადამიანის ენერგია ხარისხით დომინირებს ნეკროენერგიაზე, ის პირიქით, ინელებს, გარდაქმნის ამ ენერგიას და აქეთ იწყებს კვებას ამ ენერგიით. ასევე ინელებს ნეკრო ენერგიასბუნებაც, ასე რომ ბუნებაში ყოფნა, მზის აბაზანები, ცეცხლთან და წყალთან კონტაქტი, მინიმუმ ასუსტებს ზემოქმედებას. კარგი იქნება თუ საცხოვრებელი სახლიდანმოვიშორებთ მკვდარი არსებებისნეშთებს, გარდაცვლილის ნივთებს, თუ საცხოვრებელი სახლიისეთ ზონაშია რომელიც რის ფაქტორს წარმოადგენს ჯობიაგამოცვალოტ, თუ დააკვირდებით, სასაფლაოებთან და სასაკლაოებთანა ხლოს მხცოვრები ადამიანები, ხშირად ავადდებიან,ამოვარდნილები არიან ფორმიდან და აწუხებთ ფსიქიკური პრობლემები. კარგი იქნება თუ თავს შეიკავებთ მოწვდილი საკვებისგან განსაკუთრებით კვერცხისგან და სხვა ცილოვანი საკვებისგან. თავი შეიკავეთ სასაფლაოებზე კვებისგან და ხშირი სტუმრობებისგან, ასევე ყველა ისეთიადამიანისგან ვისაც ხშირი კონტაქტი აქვთ ნეკრო ენერგიის წყაროებთან.

რატომ არის პოპულარული ნეკრო ოკულტზმი: ნეკრო ოკულტიზმისპოპულარულობის მთავაი მიზეზი ისაა რომ გამოუცდელ პრაქტიკოსსაც შეუძლია მიიღოს შედეგი,მაგიის სხვა რთული განხრებისგან განსხვავებით აქ პრაქტიკოსის გამოცდილებაზე იმდენად არაა დამოკიდებული შედეგი რამდენადაც მსხვერპლის სისუსტეზე და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ხელმისაწვდომობა და სიადვილე ხშირად განაპირობებს პოპულარულობას, ალბათ სწორედ ესაა მიზეზი იმის რომ ეს განხრა მთელმსოფლიოსაა მოდებული.

რატომ ინახავენ წმინდანების ნეშტებს: საქმე ისა რომ ზოგიერთიადამიანი აღწევს იმ დონეს რომ სიკვდილის შემდეგ გადადისზედა სამყაროებში, რომლებიც იმისნაცვლადრომ გაავამოპირონ აქედან ენერგია, პირიქით, იძლევიან. ასეთი ადამიანების ნეშტები იქიდან გამომდინარე რომ ატარებენ ძლიერ და მაღალ ვიბრაციულ ენერგიებს, ახდენენ იმას რასაც სასწაულებს ეძახიან და როგორც წესიპოზიტიურად მოქმედებენ ადამიანის ენერგო ველზე,უნდა გავითვალისწინოთ რომ ყველა ნესთს არ აქვს ეს თვისება და შეიძლება ისადამიანი ვინც წმინდანი გვეგონა პირიქით ენერგიას ავამპირებდეს ან პირიქით, ამიტომ ამის, როგორც ტრადიციის დამკვდრებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები.

იმედია საინტერესო საკითხს შევეხე, მეინტერესებს თქვენი გამოცდილება, საქართველოში ბევრს ექნება ნაპოვნი სახლში პადკლადები.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 02:08 PM