Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ ძილი

Posted by: Molen Oct 2 2010, 11:06 AM

ყოველდღიურად, როდესაც ადამიანი გარკვეული სამუშაოს (ფიზიკური ან ცნობიერი) შეასრულებს, იღლება. ეს ბუნებრივი მოვლენაა. ასეთ დროს ადამიანის სხეული ითხოვს დასვენებას, ყველაფრისაგან მოწყვეტას, საბოლოოდ კი ძილს. ამის შემდეგ ადამიანის სხეული ნელ-ნელა იწყებს მოდუნებას, მოშვებას და განეწყობა დასასვენებლად. ბუნებრივია ასეთ გარემოებებს აუცილებლად უნდა მოყვეს ძილი. ძილის პერიოდში ადამიანის კუნთოვანი სისტემა და ტვინის გარკვეული ნაწილი მთლიანად ან ნაწილობრივ ითიშება და ისვენებს, რაც ხელს უწყობს დღის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენას და მომავალი დღის წარმატებით დაწყებას.

ადამიანი ძილის დროს ხედავს სიზმარს. ფროიდის სიზმარს "ყოველღამეულ სიგიჟედ" მოიხსენიებს. მისი აზრით, სიზმარი განდევნილი, არაცნობიერი სურვილების გამოხატულებაა, რომელსაც ყოველდღიურ რეალობაში ვერც კი წარმოვიდგენდით, ქმედებაე რომ ლაპარაკიც არ იყოს. იმ შემთხვავშიც თუ სიზმარი შეიძლება სულაც უწყინარ შინაარს ატარებდეს, მის უკან, სულ სხვა ქვეტექსტი იმალება, რომელიც აუცილებლად სასურველი შედეგის დადგომის დაფარულ ნაყოფს წარმოადგენს.

თუმცა სიზმრისეული არადასავლური გაგება ბევრად განსხვავდება ფროიდისეული და სხვა დასავლელი ფსიქოლოგების შეხედულებებისაგან. მაგალითად ეკვადორის, არჩურის ტომში, მიღებული წესია, ყოველ დილით, მამაკაცები დასხდნენ და ურთიერთს უამბონ თუ რა ნახეს წუხელ სიზმრად. მაგალითად შამანების ერთ-ერთი როლი ძველმექსიკურ და თუნდაც აზიურ კულტურაში, სწორედ სიმზრების ინტერპრეტირება და ახსნა გახლდათ. ზოგიერთი ასეთი შეხედულებებით, სიზმრის მეშვეობით, ადამიანის დაფარული გრძნობების გამოვლენა და მეტიც, მოამვლის წინასწარმეტყველებაც შეიძლება.

თუმცა თანამედროვე კვლევებმა მაინც დაადასტურეს, რომ სიზმარი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ხანდახან ინტერპრეტირებული ან ორიგინალური სახით გვევლინება სიზმარში.

თანამედროვე სამყაროში, არსებობენ ადამიანები ვისაც მიაჩნიათ, რომ სიზმრის მართვა შესაძლებელია. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ლაბორატორიული ცდა და ნახეს, რომ გარკვეულ წილად ეს მართლაც ასე გახლდათ. თუ ადამიანები წინასწარ დარწმუნებულები არიან რომ მათი სიზმარი შეიძლება იყოს წარმათული მათსავე მიერ, იმის შანსი იზრდება, რომ მათი ნების მიხედვით დასრულდეს, ის ზმანებები, რომლებსაც ისინი ხედავენ. სპეციალურ ლაბორატორიებში, ასეთი გამოკვლევები ჩატარდა, რამაც აღნიშნული თეორია დაადასტურა.
ძილი, ზოგადად, აუცილებელი და შუცვლელი ქმედება გახლავთ.
ადამიანს, დღეში, ოპტიმალურად, 8 საათი უნდა ეძინოს!!!
წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანში იღვიძებს ინსომნია, რაც ნიშნავს იმას, რომ პიროვნება იტანჯება მოუსვენრობით, აწუხებს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რაც შეიძლება მას შემდეგაც გაგრძელდეს, რაც ადამიანი დაუბრუნდება ძილის ჩვეულ რიტმს. ამას გარდა უძილობა ან არასაკმარისი ძილი (პერმანენტულად 8 საათზე ცოტა ხანსს) იწვევს მოთენთილობას, სწრაფ დაღლას, უხასიათობას, ეს პირველ ეტაპზე, შემდეგ კი თვალების არის დასიებას, ტკივილს თავისა და სხვეულის სხვადასხვა არეში, შიშს, უეცარ აღგზნებას, აგრესიას, კუნთოვანი სისტემის მოშლას, უეცარ გულის წასვლას, უადგილო ადგილას თვითნებურ მიძინებას, ეჭვიანობას, ჰალუცინაციებს და ბოლოს არასწორი ფიქრების დაბადებას რაც შეიძლება ცუდად დასრულდეს.

ასე რომ ძილი არის ის ყოველდღიური საჭიროება, რომლის ჩანაცვლებასაც ნურავინ ნურაფრით შეეცდება.

Posted by: Anna Oct 2 2010, 10:03 PM

QUOTE(Molen @ Oct 2 2010, 11:06 AM) *
ადამიანს, დღეში, ოპტიმალურად, 8 საათი უნდა ეძინოს!!!


არ მგონია ეს ყველას ეხებოდეს, ენერგიის სრულად აღსადგენად თითოეულ ინდივიდუალურ ორგანიზმს სხვადასხვა დრო ჭირდება.
მე მაგალითად 6-7 საათი არაჩვეულებრივად მყოფნის გამოსაძინებლად, თუმცა დიდი მნიშვნელოპბა აქვს იმას, თუ როდის ვიძინებ და შესაბამისად როდის ვიღვიძებ.
დილის 10 საათზე რომ გავიღვიძო, მთელი 10 საათის ძილის შემდეგაც კი, "პარალიზებული" ვიქნები დღის განმავლობაში biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Joy ZAZA Nov 20 2011, 02:58 AM

QUOTE(Molen @ Oct 2 2010, 11:06 AM) *
ძილი არის ის ყოველდღიური საჭიროება, რომლის ჩანაცვლებასაც ნურავინ ნურაფრით შეეცდება.


ამ თემას ვეძებდი და კიდევ კარგი გახსნამდე ვიპოვე, რა მაინტერესებს არის რამე ვარჯიში ან სხვა რო ჩავანაცვლო:?

5-6 საათი რო მეძინოს და გამოძჳნებული ვიყო :? არ მყოფნის ხოლმე დაჟე 8 საათი იმიტო რო ვიღლები.. ერთადერთი რა დასკვნამდეც მივედი ბოლო 2 წლის მანძილზე ეს არის დალევა, 2-3-4 ბოლთი ლუდი თუ გაქ დალეული კარგად ითიშები და 5-6 საათი ძილი საკმარისია მაგრამ იქნებ არ მინდა დალევა და არის რამე სხვა გზა იმ ენერგიის აღსადგენად რაც 8-9 საათი ძისი დროს უნდა მივიღო 5-6 საათში?

Posted by: ანა Nov 20 2011, 09:07 AM

მეძინება sad.gif

Posted by: earth Nov 20 2011, 09:40 AM

Joy ZAZA

QUOTE(Joy ZAZA @ 20th November 2011 - 03:58 AM) *
ამ თემას ვეძებდი და კიდევ კარგი გახსნამდე ვიპოვე, რა მაინტერესებს არის რამე ვარჯიში ან სხვა რო ჩავანაცვლო:?

5-6 საათი რო მეძინოს და გამოძჳნებული ვიყო :? არ მყოფნის ხოლმე დაჟე 8 საათი იმიტო რო ვიღლები.. ერთადერთი რა დასკვნამდეც მივედი ბოლო 2 წლის მანძილზე ეს არის დალევა, 2-3-4 ბოლთი ლუდი თუ გაქ დალეული კარგად ითიშები და 5-6 საათი ძილი საკმარისია მაგრამ იქნებ არ მინდა დალევა და არის რამე სხვა გზა იმ ენერგიის აღსადგენად რაც 8-9 საათი ძისი დროს უნდა მივიღო 5-6 საათში?

--------------------

Finish it! ♫ ♪ ♫ ♫ ♫ ♪ ♫........

ყველაზე კარგია სხეულის მოდუნება ისწავლო. 15 წთ-ის მთელი სხეულის მოდუნებით 2 საათის ძილს აინაზღაურებ. ამ გზით მალე დაგეძინება და ძილის დრო უფრო ცოტა დაგჭირდება.
დაწექი და დაიწყე მთელი სხეულის მოდუნება. დაიწყე თითების ბოლოებიდან(ფეხისა და ხელის) მოდუნება. ნელა მთელი სხეული მოადუნე. ისეთი შეგრძნება გექნება თავიდან როცა მოდუნებას დაიწყებ თითქოს დამძიმდა შენი სხეული. ამ სახით თუ ჩაიძინე დილით ძალიან კარგად და დასვენებული გაიღვიძებ.
სადღაც ქეთის უწერია მსგავსი პოსტი თუ მოვძებნე დაგიდებ smile.gif
ალკოჰოლი და მისთანები მასე კარგ შედეგს ვერ მოგცემს, პირიქით მოჩვენებითი გათიშვა -დასვენება იქნება. ამ გზით კი სხეული იღებს ენერგიას, ისვენებს.

Posted by: starscream Nov 20 2011, 01:48 PM

5 წუთი ვთვმლებ თან ღვიძავს და ეგგაა ახალივით ვარ biggrin.gif

Posted by: cerBERus Nov 20 2011, 10:07 PM

starscream
მეც მასე ვარ biggrin.gif

Posted by: Joy ZAZA Nov 20 2011, 11:54 PM

QUOTE(starscream @ Nov 20 2011, 01:48 PM) *
5 წუთი ვთვმლებ თან ღვიძავს და ეგგაა ახალივით ვარ biggrin.gif

აბათ არ იტვირთები სამუშაოთი მე კი მაგრად ვიღლები სულ სამსახური სამასხური sad.gif შაბათკვირაც არ მაქ ..... ადრე არ იყო ესე 3-4 საათი რო მძნებოდა ნორმალურად ვიყავი (კარგად არა ნორმალრუად) 6-7 საათი კი მყოფინიდა, ერთი 6-7 წლის წინ მახსოვს 2 თვე ისე გავატარე დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათი მეძინა ხოლმე მარა არ ვიღლებოდი sad.gif

ეხლა მომაწვა მგონი ყველა დაღლა ერთად

Posted by: earth Nov 21 2011, 12:48 AM

Joy ZAZA

QUOTE(Joy ZAZA @ 21st November 2011 - 12:54 AM) *
შაბათკვირაც არ მაქ

ნუ ასეთი პროგრამა მართლა დამღლელია. კვირაში ერთი დღე მაინც საჭიროა რომ არ იმუშავოს კაცმა. ერთი კი არა ორი მაგრამ...
გააკეთე რელაქსი, სხეულის მოდუნება და დამიჯერე 100 % კარგად იქნები. wink.gif

Posted by: Joy ZAZA Nov 21 2011, 02:08 AM

QUOTE(earth @ Nov 21 2011, 12:48 AM) *
Joy ZAZA

ნუ ასეთი პროგრამა მართლა დამღლელია. კვირაში ერთი დღე მაინც საჭიროა რომ არ იმუშავოს კაცმა. ერთი კი არა ორი მაგრამ...
გააკეთე რელაქსი, სხეულის მოდუნება და დამიჯერე 100 % კარგად იქნები. wink.gif

ერთი დღე sad.gif ცრემლი მომადგა.. სადაა ეგ ერთი დღეც? sad.gif ამ 2 წლის განმავლობაში მარტო 4 დღე დავისვენე ახალ წელს sad.gif(( (ტრეფიკინგი :შ ) წინა წლებში კი მქონდა 10-10 დღე ხოლმე.. ეს არც სამსახურის საქმეს ადგება მარა რავუთხრა უფროს sad.gif იმიტო არ ადგება რო ვატყობ 1 საათის საქმეს 2-3 საათი ვაკეთებ ხოლმე

ვეცდები, მადლობა დიდი, იმედია გამომივა.


სხვამ თუ რამე ხერხი იცის იქნებ მითხრას:შ

ისე როგორც გამიგია დავინჩის დღეღამეში 4 ჯერ ეძინა ხოლმე 15-15 წუთი (ყოველ 6 საათში) ესეთი ინერვალები საშუალებას გაძლევს გამოძინებულის მდგომარეობაში იყო

Posted by: earth Nov 21 2011, 08:02 AM

Joy ZAZA
ახლა რაც შეეხება შენს უფროსს, მაგას ცოტა დალაპარაკება უნდა!!! ნუთუ არ ესმის მაგდენი!!!
იცი სთხოვე და უთხარი თვეში ერთი დღე თავიდან... (წესით კვირაში ერთი დღე უნდა მაინც მაგრამ), უთხარი რომ დაიღალე, თორემ მალე მართლა დაღლილობით სამუშაოს დაკარგავ. ჯობია მოითხოვო. მასეთი სამუშაო თუ დაკარგე იმისათვის რომ ერთი დღე დასვენება ითხოვე, დაკარგე არაუშავს სხვა გამოჩნდება. მაგრამ არა მგონია სამუშაო დაკარგო ერთი დღის დასვენების მოთხოვნისათვის. თუმცა არვიცი რა ხილია შენი უფროსი. angry.gif

Posted by: natuka Nov 21 2011, 10:05 AM

Joy ZAZA
ლეონარდო 15 -15 წუთი დღეში ოთხჯერ სხეულს ადუნებდა ალბათ smile.gif
მე დილით სულ დაღლილი ვიღვიძებდი, მერე აქ ვნახე earth რაც მოგწერა და ძალიან კარგია ცადე. მე დილით ძალიან მარტივ ვარჯიშებსაც ვაკეთებ 5-10 წუთი, გააჩნია დრო რამდენი მაქვს სახლიდან გასვალმდე.

Posted by: Mieze Katz Sep 24 2012, 12:09 PM

natuka
მე დილით ძალიან მარტივ ვარჯიშებსაც ვაკეთებ 5-10 წუთი

რა ვარჯიშებია ხომ ვერ ვგეტყდო ?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)