სახლის შეგრძნება, (გზა შინისაკენ) |
სახლის შეგრძნება, (გზა შინისაკენ) |
Nov 27 2009, 06:11 PM
Post
#61
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 50 Joined: 8-November 09 Member No.: 6,065 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სად არის თქვენი ნამდვილი სახლი - ეს ადგილია სადმე, რაიმე მდგომარეობა თუ ვინმესთან ერთად ყოფნა?
იოლად ახერხებთ "იქ" მოხვედრას? რეალურად არსებულია თუ ვირტუალური? მე წუხელაც მესიზმრა ერთი ადგილი, რომელიც სინამდვილეში მთებში ჩაკარგული პატარა სოფელია, ქვემოთ ჭალაა და მდინარე მიედინება. სიზმარში ეს ადგილი გაცილებით დიდი და ლამაზია, მდინარე როცა ადიდებულია მღვრიეა, თუ ცოტა მოედინება - გამჭვირვალე.. აი იმ სოფელს ვთვლი ჩემ სახლად, თუმცა თბილისში დავიბადე და გავიზარდე, და იქ გატარებული დრო ჯამში ალბათ 2 წელზე ოდნავ მეტი თუ იქნება.. |
|
|
Nov 30 2023, 10:43 AM
Post
#62
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 4 Joined: 27-November 23 Member No.: 8,144 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სახლის გარეშე ყოფნა რა ფენომენია, როცა არცერთ სახლს არ მიეკუთვნები.
მე ჩემი სახლი არ მაქვს, მუდამ ნაქირავებში ვცხოვრობ, ისე გამოვიდა რომ სოფლის სახლი ნათესავებს დარჩათ და მე თბილისში მომიწია გადმოსვლა მუშაობის გამო. რაღაც ისე ამეწყო რომ სულ ვიცვლიდი ბინებს. სამსახური რომ მეცვლებოდა და ოფისის ცვლილება მიწევდა ბინასაც ვიცვლიდი რომ ოფისთან ახლოს ვყოფილიყავი. ჩვენი საცობების გამო მოგეხსენებათ რა დრო სჭირდება ერთი უბნიდან მეორეში მისვლას. ერთი პერიოდი ისეც იყო რომ გრძელვადიანი ქირით ბინას ვერ ვშოულობდი და დღიურად მიწევდა ქირაობა. კიდევ კარგი საიტი ვიპოვე და აქ ადვილად ვპოულობდი თორემ გარეთ მომიწევდა ძილი. დილით ვდგებოდი ბინის განცხადებას ვეძებდი და საღამოს ახალ ბინაში შევდიოდი. ეს ის პერიოდი იყო რუსეთ უკრაინის ომი რომ დაიწყო და ყველა ბინა ერთიანად დააკავეს. მერე კიდევ კარგი გამოჩნდა რაღაც და ახლა იქ ვარ. თუმცა როგორც ესეთი სახლი არ ვიცი რა არის და მიჭირს ჩემი თავის სადმე მიკუთვნება. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 02:28 AM |