IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

112 Pages V   1 2 3 > » 

earth
Posted on: Dec 9 2021, 06:56 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


ხოდა კიდე სასაცილო ისაა, რომ რაღაც ვერ ვხედავ ამ წვრილ ასოებს ახლა რომ ვწერ, არადა ადრე არ იყო თემა, რაღაცაშია საქმე... laugh.gif (ოლდმენ სადაა შენი სმაილაკი, ვერ ვიპოვე) biggrin.gif
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130642 · Replies: 1546 · Views: 268,289

earth
Posted on: Dec 9 2021, 06:48 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


QUOTE(*ANO* @ 8th December 2021 - 02:42 AM) *
კარგად შენ როგორ ხარ სად დაიკარგე🤗

არვიცი რა ხდება, მაგრამ ამ ეპოქამ „დამაძინა“ თითქოს. არაფრის წაკითხვა არ მინდა, არ მინდა გაგება ამბებისა კორონაზე, უბრალოდ გათიშვა ამ ყველაფრისაგან, გამორთვა...
ერთგვარი ძილი... დაღლა და ძილი...
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130641 · Replies: 1546 · Views: 268,289

earth
Posted on: Dec 7 2021, 09:39 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


როგორა ხართ მეგობრებო? wub.gif

  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130636 · Replies: 1546 · Views: 268,289

earth
Posted on: Sep 4 2021, 09:21 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


toresi9
QUOTE(toresi9 @ 4th September 2021 - 02:37 PM) *
იმავე კვირაში რომ მოხდა დანაშაული ზუსტად ამან გმაოიწვია რომ დაგროვდა შესაბამისი ენერგია შედარებით ნატიფ დონეებზე რომელმაც შემდგომში ჰპოვა ფიზიკურში
გამოვლინება ისე ბევრი რამ იყო ადრე რაც ადამინებს სენსაციად მიგვაჩნდა მაგრამ რა წამს ჩვენს შიგან სამყაროში შემოაღწია და ჰპოვა ადგილი მერე უკვე ერთს მეორე მოჰყვა
მეორეს მესამე და ასე გაგრძელდა ჯაჭვი თავიდან ჭირს შემოღწევა თორემ მერე ერთი თუ აისახა და აღიბეჭდება შემდგომში ყველაფერი მარტივად ხდება ჩვენს მაგნეტიზმს
თუ ვაკონტროლებთ დიდებული ბრწყინვალე რამაა მაგრამ თუკი მასზე კონტროლს სრულაიდ დავკარგავთ და გაუცნობირებლად მივმართავთ რაიმესკენ შედეგი შეიძლება
დამანგრეველი აღმოჩნდეს ზოგჯერ დამღუპველიც კი .......

სწორედ, თითქოს სულიერად დაავადებულები მივექანებით სადღაც... აი როგორ შეიძლება მკურნალობა ასეთი მდგომარეობის? ესაა კითხვა, ესაა საიტერესო...
როგორ გაწყდეს ეს ჯაჭვი?

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130575 · Replies: 152 · Views: 18,874

earth
Posted on: Sep 4 2021, 06:17 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


toresi9
სწორედ, ნეგატივური ინფორმაციის გავრცელებით ნეგატივი ვრცელდება. ეს უბრალო სიტყვები არაა. მე ვაკვირდები ბევრ რამეს და მართლაც ცხოვრებაში ხდება ასე.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ... ამ რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში მოხდა ისეთი მკვლელობა, ყველა შესძრა, ქმარმა მოკლა ცოლი, ეს იყო სასწაულად დიდი ინფორმაცია, ახალ ამბებში კორონას გადაუჯოკრა, რადგან იყო სასწაულად უარყოფითი. ამიტომაც ჟურნალისტებმა ყველანაირად გააშუქეს. რაც მეტს საუბრობდნენ ამ თემაზე, მეტი იწერებოდა. სამსახურში თუ სახლში ამაზე ვლაპარაკობდით ყველა. ასეთი მოქცევა საბერძნეთში მანამდე არ იყო დაფიქსირებული თუ შეიძლება იყო ძალიან იშვიათი მოვლენა... ამ ამბის მერე არ გავა ერთი კვირა და ხდება იგივე დანაშაული. ისე სასწაულად გაიზარდა ეს მკვლელობები, არვიცი... ახლა მუდამ ვიღაცა კლავს ცოლს, ან ხან ქმარსაც...

არ გახსნათ და არ წაიკითხოთ ნეგატიური ინფორმაციები, გარედან გადაავლეთ თვალი, არ შეხვიდეთ დისკუსიაში, არ წაიკითხოთ დაწვრილებით. როგორც კი რამე კარგს ნახავთ(რომელიც ამ ეტაპზე თითქმის აღარ იწერება), თუ ნახავთ, გახსენით აუცილებლად. მიეცით ენერგია, ჟურნალისტებიც შეგიძლიათ თქვენ დააპროგრამოთ, რადგან წაიკითხავთ იმას, რაც გახარებთ. ისინიც მოძებნიან კარგ ამბებს. დანაშაულიც შემცირდება, რადგან კარგი ამბებიც გადამდებია.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130573 · Replies: 152 · Views: 18,874

earth
Posted on: Sep 3 2021, 10:06 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


პ.ს. ჩვენი საყვარელი ფორუმელი თეო ხომ გახსოვთ... არ შეწყვიტა ამ ეპოქაში პოზიტიური აზროვნება, ლამაზი ნახატები და ბედნიერი განწყობა. ხშირად გვაქვს მიმოწერა ახლაც და ისე ვფრთხილობ, როცა რაღაც ჩემი უარყოფითი შემომიტევს, იმ დღეს არასოდეს მივწერ წერილს. წარმოიდგინეთ მას მხოლოდ როცა ძალიან კარგად ვარ მაშინ ვწერ. რადგან ის თვითონ მასეთია. ის ისეთი თბილია, მხოლო მაშინ შეიძლება მასთან საუბარი. ალბათ თვითონ მიზიდავს მაშინ როცა მე ვარ მის სიმებზე... wub.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130571 · Replies: 152 · Views: 18,874

earth
Posted on: Sep 3 2021, 10:06 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


toresi9
QUOTE(toresi9 @ 3rd September 2021 - 09:21 PM) *
ოდესმე ალბათ მივხვდებით და გავაცნობირებთ ადამინები თუ რა ძალა აქვს ჩვენს სიტყვებს აზრებს გრძნობბს რომ მასში არის სიცოცხლე და ნათელი
ალბათ იმდენი არასდროს უსაბურიათ პოზიტიურ აზროვნებაზე რამდენიც ბოლო წლებში უამრავი ინფრომაცია მასალა დაგროვდა მაგრამ თურმე
ეს ყველაფერი ზღვაში მხოლდო პატარა წვეთი ყოფილა ოდნავადაც ვერ გაგვიცნობირებია ამის ნათელი გამოძახილია ის რაც დღეს ხდება ადამინები 24- საათის განვმალობაში
გამუდმებით საუბრობენ ამ ვირუსზე სრულიად გაუაზრებლად მოქცეულები არაინ ერთგვარ მასობრივ ჰიპნოზში და გამუდმებით ბერავენ ამ ვირუსს ახალ სიცოცხლის სუნთქვას
მუდმივად ახალი ძალებით ავსებენ თავად ვაქციეთ საზარლად მაგრამ როგორც გავაძლირეთ და გავამძვინვარეთ ახლა ისევე თავად ჩვენვე უნდა დავაცხროთ საკუთარი სიტყვების აზრების და გრძნობების კონტროლით ამ ვირუსის დამარცხება ადამინებს ნამდვილად შეგვიძლია მაგრამ ჭეშმარიტი ხსნა და გადარჩენის გასაღები არა ვაქცინაში არამედ თავად ჩვენშია .

ყველაფერი ისე ბრწყინვალედ ჩამოაყალიბე ვერაფერს დავამატებ. ამდენი წელია ამ ფორუმზე ამას ვწერთ, რაც შენ ამ პატარა პოსტში გამოთქვი.
ცხვარი დაფრთხებაო ნათქვამია ისე მოგვივიდა და დაგვავიწყდა ის რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მოვლენები, ჩვენ შეგვიძლია მოვიზიდოთ ის რაც ჩვენ გვინდა. სინამდვილეში კი მართლაც დაფანტული ცხვრებივით ვიქცევით. რაც ვიცოდით დაგვავიწყდა თითქოს ამ ეპოქაში.

გონებაში აზრები შევცვალოთ. წარმოვიდგინოთ ბედნიერი ლამაზი ცხოვრება. wub.gif

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130570 · Replies: 152 · Views: 18,874

earth
Posted on: Sep 3 2021, 09:38 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


რაც შეეხება ვაქცინას სხვა გზა არა მაქვს ისედაც, მეც გავიკეთებ, თუმცა ამის საჭიროებას ჩემზე საერთოდ ვერ ვხედავ, მაგრამ თავისუფლებას რომ მიკვეთავენ ვერ ვიტან. ამას სიკვდილიც კი ჯობია. biggrin.gif
ისე ის ვიცი, თუ გადაწყვეტთ აცრას უბრალოდ ყოველგვარი შიშის გარეშე ჯობია. მთავარია შიში მოიშორეთ ყველაფრისა. რაც გეშინიათ ის გაჯობებთ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130569 · Replies: 15 · Views: 5,456

earth
Posted on: Sep 3 2021, 09:34 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


მემგონია ეს მეთოდი კარგად მუშაობს. ისეთ ადგილას ვმუშაობ, ასიანი ხშირი შეხება მქონია დავირუსებულებთან. მაგრამ მუდმივად ვცდილობ სამ დღეში ერთხელ გავაკეთო ეს პროცედურა და ამით ჯერ არაფერი შემხვედრია...
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130568 · Replies: 15 · Views: 5,456

earth
Posted on: Sep 3 2021, 07:21 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


QUOTE(elli @ Sep 2 2021, 06:31 PM) *
earth

კარგი რა ირმა, ჩემი ახლობლები, დედა და ორი შვილი შეიწირა ერთი ოჯახიდან, აქვე სოფლიდან და და ძმა, დღეს გარდაიცვალა ორი თანამშრომელი, ერთმანეთისგან გადაედოთ და ერთერთს უამრავი დაავადება ქონდა, თანმდევი. არ არის ეს მარტივი ვირუსი, მე გადავიტანე შემოდგომაზე, ფაქტიურად ერთი წლის წინ, დღემდე მის დატოვებულ კუდებს ვებრძვი.
გეთანხმები იმაში, რომ მასობრივი შეტევა მიდის ადამიანის ფსიქიკაზე, იმაშიც გეთანხმები, რომ ცდები მიდის ადამიანზებზე, ბოლო ასწლეულში მითხარით პერიოდი, როცა ასეთი ცდები არ მიმდინარეობდა ადამიანებზე?

და რატომ მეუბნები კარგი რა ირმას? რა მე გითხარი კოვიდი არ არის მეთქი?
საერთოდ რაღაც გაუგებრობაა ეს პასუხი, არ მესმის...
ვიცი რომ რთულად გადასატანია ბევრი ადამიანისათვის, თუმცა ზოგმა ისე გადაიტანა, ვერც გაიგო ვერაფერი...
მაგრამ გუგლის ამ გვერდს დაგიდებთ და ნახეთ:
https://news.google.com/covid19/map?hl=en-U...mp;ceid=US%3Aen



Total cases
219,139,205 Deaths
4,543,447

ეს დაახლოებით 2 %-ია... ასეთი სიკვდილიანობა თუ არ ვცდები შეიძლება სხვა გრიპებსაც ჰქონოდათ.
მე მაქვს ამ ათიოდე წლის წინ ისეთი საშინელი გრიპი გადატანილი, მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი.
უბრალოდ გაანადგურეს ბევრი რამ, გაანადგურეს ეკონომიურად ადამიანები, შეიძლებოდა ცოტა უფრო სხვა მეთოდებით მოქცეულიყვნენ.

ამ პერიოდში გამოიწვიეს ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემები ადამიანებში. ერთს ვებრძოლოთ და ათასი სხვა შევქმნათ ეს არაა გზა.


საერთოდ ისე ჩვენი თვითეულის დამსახურებაა ეს ვირუსი, მას მივეცით ძალიან ბევრი ენერგია და გვიტევს. ჩვენი ფიქრებით, ჩვენი აზრებით ის გავაძლიერეთ.
ჩვენშია ის ძალაც, რომ ის გაჩერდეს და გაქრეს ისე როგორც წარმოიქმნა.


  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130564 · Replies: 152 · Views: 18,874

earth
Posted on: Aug 21 2021, 08:43 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 17th August 2021 - 12:04 PM) *
დაბლოკვით სავარაუდოდ იმიტომ იბლოკება რომ ბევრი ტყუის და ცრუ მონაცემებს ავცელებს.. ჩემს ირგვლივ 25-ზე მეტი ადამიანი აიცრა (ეს ვინც უცბად გავიხსენე). არცერთს არანაირი გართულება და უკუჩვენება არ ჰქონია. ანუ მაგ ხალხის მოყვანილი სტატისტიკა (რომ ვითომ ბევრი კვდება და ცუდად ხდება) სრულიად აცდენილია რეალური სტატისტიკიდან.

ნამდვილად ხდება ბევრ ადამიანზე უკუჩვენება ამ აცრებით. ჯერ ეს აცრები როგორც ვიცი ჯანმრთელობის ორგანიზმი რომაა მსოფლიოში(არ ვიცი ქართულად როგორ ამბობენ), არ აქვთ აღიარებული. ჯერ თვითეული ვაქცინის უკუჩვენებების სია არაა შევსილი და ახლა უმატებენ და უმატებენ. მოკლედ ეს ვაქცინები ჯერ არაა გამოცდილი. ფაიზერის ვაქცინით ბევრ ადამიან გულის დაავადებები დაემართა. თვითონ ისრაილის მთავრობამაც გამოაცხადა ოფიციალურად. ეს არაა რამე დამალული ან ჭორი. ეს ფაქტებია.
ვაქცინები ჯერ მზად არაა. რაც შეეხება კოვიდს, ბევრი სხვა სახის სიკვდილიც კოვიდს მიეწერა და მასე კოვიდით დაღუპულები გაიზარდა. მოჩვენებითია ყველაფერი...
არავინ იცის ჩვენზე რა ცდები კეთდება ამ ეპოქაში. არა მარტო ვაქცინებით, არამედ ფსიქოლოგიური შეტევები, რაც ადამიანებზე ხდება ამდენი აკრძალვებით.
გახსენით გუგლი და არის გვერდი, სადაც აღწერს სიკვდილიანობას კოვიდით დაინფიცირებულებისა, ამასწინათ ვნახე 3% არის მკვდარი. 3% დაინფიცირებულისა. არ ვამბობ რომ ცოტაა, მაგრამ არც ის ნომერია ამდენი აურზაური მოჰყვეს. მაგრამ ერთი შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა, ვიღაცეები გამდიდრდნენ. უბრალო გრიპიც კი არის ალბათ 1 ან2 % სიკვდილიანობით. წელს არვიცი სხვა გრიპებით თუ დაიწერა დაღუპულები, თუ ყველა კოვიდს მიეწერა.
ეს დაავადება ვფიქრობ პანდემიად ძალიან ადრე გამოაცხადეს, ჯერ მკვდართა რიცხვი იყო ძალიან მცირე. ეს იყო ეპიდემია მათ მაშინვე პანდემიად გამოაცხადეს, რადგან ეს იყო დაგეგმილი, ხელოვნურად შექმნილი დაავადება.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130524 · Replies: 152 · Views: 18,874

earth
Posted on: Aug 21 2021, 08:20 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


brevalo
QUOTE(brevalo @ 18th August 2021 - 04:43 AM) *
კონფლიქტში და აქოთებულ სიტუაციაში იწრთობა განვითარების გზები, მაგ დროს ხდება უვარგისი ადამიანური თვისებების ზედაპირზე ამოტანა, ამყრალება, ხოლო შემდეგ ამ თვისებების გამოწვა. ეხლა რაც ხდება აუცილებელი პროცესია. ეს ყველაფერი უნდა გამოიაროს კაცობრიობამ.
თორემ დამტკბარი და დამშვიდებული სიტუაცია არაფერს არ ცვლის. სიმშვიდეში მყოფი ადამიანი მშვიდად დარჩება და ერთ ადგილას იდგება, ხოლო ეს ტკბობა კი ყალბი და მოჩვენებითი იქნება.

გეთანხმები... თითქოს ჩემს თავზეც ვარ დაკვირვებული, თითქოს „ვიძინებ“, როცა სრული სიმშვიდეა ირგვლივ. მერე ფეხზე ვდგები და ვძლიერდები.
toresi9
QUOTE(toresi9 @ 18th August 2021 - 02:15 PM) *
ერთადერთი ჭეშმარიტი ხსნა არა რომელიმე რელიგიაში არამედ თავად ჩვენშია იმედია როდისმე ამას შევიგნებთ ადამიანები .

wub.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130523 · Replies: 26 · Views: 2,267

earth
Posted on: Aug 16 2021, 08:21 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


ძველ ვაქცინებს არამგონია რამე კავშირი ჰქონდეს ამ ახალ ვაქცინებთან. ძველმა ვაქცინებმა მჯერა იხსნა ხალხი უამრავი დაავადებისაგან.
ეს ახალი ვაქცინები სინამდვილეში არ გიცავენ ვირუსისაგან. ძველი რაც გაგვიკეთებია ის დაავადება არავის ხვდებოდა. ხოლო ეს არ გიცავს კოვიდისაგან. ჩვეულებრივად გადაგედება და გადასდებ. მხოლოდ იმას რასაც ამბობენ, ისაა რომ ვინც აცრილია არ მოკვდება.
გუშინ სალონიკში ორმაგი აცრილი კოვიდით მოკვდა, მას არ ჰქონდა რამე დაავადება, ახლა ამის პასუხად ის დაიწერა, რომ მალე უნდა დაიწყოს მესამე ვაქცინის გაკეთება. მათ ვინც გაიკეთეს, დარწმუნებული ვარ გაეგზავნებათ მობილურებზე როდის გაიკეთონ მესამე.
ყველაზე საშიში ისაა, რომ მთელი დედამიწის მოსახლეობა ერთდროულად არის მოქცეული ერთი ძალის ბატონობის ქვეშ. პოლიტიკოსები მხოლოდ მათი მარიონეტები არიან.

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130468 · Replies: 152 · Views: 18,874

earth
Posted on: Aug 16 2021, 08:13 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


Eckstein
chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 15th August 2021 - 06:18 PM) *
თან ყველა არ იცრება და კოკა-კოლას ყველა სვამს

მე არ ვსვამ biggrin.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130467 · Replies: 152 · Views: 18,874

earth
Posted on: Aug 16 2021, 08:10 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


Eckstein
QUOTE(Eckstein @ 15th August 2021 - 03:01 PM) *
ყველა ამ ბოროტებას ის აერთიანებს, რომ ისინი ყველანი ქრისტეს და თავისუფალი ადამიანის წინაარდეგნი არიან.

+1
QUOTE(Eckstein @ 15th August 2021 - 03:14 PM) *
მე პირადად არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ არანაირი ვაქცინის გაკეთებას.

მეც ვცდილობ, თუ შევძელი...
QUOTE(Eckstein @ 15th August 2021 - 03:14 PM) *
ადამიანები, რომლებიც ამ პროცესების მიღმდა დგანან და ის ადამიანებიც რომლებიც გარეთ ახორციელებენ ამ გეგმებს - ანუ დაწყებული ძალაუფლების იერარქიის ზედა ეშელონებიდან, დამთავრებული საჯარო ვირუსოლოგებით, პოლიტიკოსებითა და ჟურნალისტებით, ჩვენი ადამიანური უფლებების და თავისუფლებების შელახვაზე აწერენ ხელს. ის რასაც ეს ადამიანები მხარს უჭერენ არის ფაშიზმი, ბოროტება და არიმანის მსახურება. ეს ადამიანები გვეუბნებიან: ან დათანხმდებით, რომ სისტემატიურად შეიყვანოთ თქვენს ორგანიზმში ის, რაც ჩვენ გვინდა, ან არა და სოციალურ უფლებებს შეგიზღუდავთ. ანუ არსობრივად ჩვეულებრივი ტერორისტები არიან, ტერორისტების იძულებაზე თანხმების მიცემა კი მათთან თანამშორმლობას და მათ ბოროტებაზე წყლის დასხმას ნიშნავს. ამ ადამიანებს ვინც ამ პროცესების სათავეში არიან, უნდათ რომ ადამიანები ისე ყავდეთ თავიანთ ეგრედ წოდებულ სმარტ-ქალაქებში, როგორც ფერმაში ცხოველები, ჩვენ თუ წინააღდეგობა არ გავუწიეთ, ჩვენ ვიქნებით ფერმის ცხოველებივით და ისე მოგვექცევიან როგორც თავად მოესურვებათ და კარგი რომ არ მოესურვებათ ეს ცხადია. ამიტომაც მე არ ვაპირებ ტერორისტებთან და ფაშისტებთან თამაშრომლობას, მე არ ვაპირებ იმათი წამლებით ვიმკურნალო, ვინც თავად ქმნის დაავადებას იმისათვის, რომ მერე იძულებით გვიმკურნალოს მისივე შექმნილი დაავადებისგან. სადღაც თუ არ შევწყვიტეთ მათთვის ყველაფერზე თანხმობის მიცემა, მოვა დრო და ისეთ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდებით, რომ ეხლა ვერც კი წარმოვიდგენთ. ეს ადამიანები განუზომლად ბოროტები არიან. მათი მორჩილება ნიშნავს, რომ საბოლოვოდ მათი გულმოწყალების იმედზე დავრჩებით, რადგან გასაქცევი როგორც პირდაპირი ისე ფაქრთო მნიშველობით აღარსად დაგვრჩება. ამიტომაც რაც უფრო ადრე შევწყვეტთ კატეგორიული უარით მათ შემოთავაზებებზე დათანხმებას, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, რომ თავისუფლება შევინარჩუნოთ და განვახორციელოთ.

ძალიან ძლიერია შენი სიტყვები, აბსოლუტურად გეთანხმები.
QUOTE(Eckstein @ 15th August 2021 - 03:58 PM) *
ანუ ისეთი პირი უჩანს, რომ ვინც წინააღდეგობას არ გაუწევს და არ დაატორმუზებს სადღაც მაინც, მოუწევს რომ სისტემატიურად რამოდენიმე თვეში ერთხელ და ვინ იცის მერე უფრო მოკლე დროით შუალედებშიც მოუწევს რომ აიცრას. ანუ ამას სისტემატიური და ყოველდღიური ხასიათი მიეცემა და წარმოუდგენელ ზიანს რომ მიაყენებს ადამიანებს ამაში ეჭვი არ მეპარება

სწორედ ეგ პირი უჩანს!!!
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130466 · Replies: 152 · Views: 18,874

earth
Posted on: Aug 16 2021, 07:58 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


Eckstein
QUOTE(Eckstein @ 15th August 2021 - 02:25 PM) *
ადამიანს სრული უფლება აქვს სხვების მიერ შემოთავაზებულ სამედიცინო მეთოდებს არ დაეთანხმოს. იძულებითი მკურნალობა არის ფაშიზმი, ადამიანების დისკრიმინაცია და დაყოფა ჯგუფებად არის ფაშიზმი!

+1
QUOTE(Eckstein @ 15th August 2021 - 02:06 PM) *
რასაც გვიმალავენ ასე გამალებით ჩვენც სწორედ იქ უნდა ვეძებოთ პასუხები.

+1
QUOTE(Eckstein @ 15th August 2021 - 02:31 PM) *
ისედაც არ აკლია ადამიანს დაბრკოლებები დედამიწაზე.

+1
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130465 · Replies: 152 · Views: 18,874

earth
Posted on: Aug 14 2021, 09:51 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


ano
ახლა წყალდიდობაო თურქეთში... ხომ კარგად ხარ?
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130436 · Replies: 1546 · Views: 268,289

earth
Posted on: Aug 7 2021, 09:12 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


ano
საბერძნეთშიც იგივე მდგომარეობაა... უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა... აქამდე უფრო ტყეები იწვოდა, ახლა სახლები, ათენს მოადგა ხანძარი და საწარმოებიც იწვება, მთელი დახმარება მოვიდა, ვერ აჩერებენ, ჯოჯოხეთი ნამდვილი....
მაღალი ტემპერატურა ადრეც ყოფილა, მაგრამ ერთი ორი დღე გრძელდებოდა, ახლა ეს დღეები გაგრძელდა... დიდხანს გაგრძელდა.
მე წინა კვირას მთაში ვიყავი, ერთი სახლი მაქვს ტყის პირას, იქ ყოფილა დღისით შემთხვევები, რომ ცხელოდა და ხან 35 გრადუსზე ასულა , მაგრამ ღამე ეგრევე გრილოდა და უჟაკეტოდ გარეთ ვერ იყავი დიდხანს... წინა შაბათს ტყიდან ცხელი ჰაერი უბერავდა, ასეთი რამ არ მახსოვს, არც ღამე აგრილდა ((((
კლიმატური ცვლილებები სახეზეა...
ახლა ათენში ფერფლი „თოვს“, სუნთქვა საშიშია, სახლში ყველა ფანჯარა კარგად დავკეტე...
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130401 · Replies: 1546 · Views: 268,289

earth
Posted on: Jun 10 2021, 08:01 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


ano
QUOTE(*ANO* @ 10th June 2021 - 12:33 PM) *
შესაძლოა ის რასაც ვერ ვხედავ მატერიალურად მართლაც არსებობს და მხოლოდ შეგრძნებით რასაც ვგრძნობ უბრალოდ უნდა ვენდო.

wub.gif
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #130317 · Replies: 164 · Views: 50,501

earth
Posted on: May 26 2021, 04:51 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


td.........
QUOTE(td......... @ 27th April 2021 - 02:52 PM) *
დიადო ZET, გილოცავ დაბადებას ამ პლანეტაზე, გისურვებ შენი მისია ბოლომდე შეგესრულებინოს! ყველა სიკეთე შენ! შენ რომ არა , არც ეს ფორუმი იქნებოდა , არც ამდენი ნაცნობი სული შევხვდებოდით ერთმანეთს და საქართველოში უფრო მეტი სიბნელე იქნებოდა, ცოოოტათი მაინც გამოაბჟუტა სინათლემ შენი იდეის განხორციელებით!
ბედნიერი იყავი და ნათელში გევლოს მუდამ!

რა კარგად მიულოცე!!!
ვუერთდები მილოცვას, 100% wub.gif
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #130302 · Replies: 1722 · Views: 243,220

earth
Posted on: May 26 2021, 04:26 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


საინტერესო გამოკითხვაა...
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130301 · Replies: 8 · Views: 1,248

earth
Posted on: Mar 28 2021, 10:43 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


ano
QUOTE(*ANO* @ 28th March 2021 - 03:24 AM) *
ამქვეყნიური საფიქრალებით მაქვს ტვინი გამოტენილი და ამ სიახლის ადგილი აღარ დამრჩა

უცნაურ ეპოქაში ვცხოვრობთ...
თითქოს ერთი მხრიდან რომ შეხედავ ხედავ საშინელ დაწოლას, თითქოს სიმძიმე ამ ეპოქისა არ გაძლევს საშუალებას თავი ასწიო, რადგან გაწვება და ვერ ახერხებ თითქოს ვერაფერს... მეორე მხრიდან თუ შეხედავ არასოდეს ყოფილა ამდენი საშუალება ადამიანისათვის, რომ მიაღწიოს იმ დიდ ოცნებას, იმ დიდ მიზანს რისთვისაც დაიბადა. აისრულოს ოცნება, შეასრულოს მისია, მისია, რომელიც ჩვენი შინაგანიდან, ჩვენი სულიდან მოდის.
ჩემი ფიქრით არის გზა, ერთადერთი გზა, რწმენა არ დავკარგოთ, გვიყვარდეს და ვიყოთ იმედით.
ეს სიტყვები გავაძლიეროთ და მივაღწევთ!!!

რაც შეეხება ფეხის გულებს, როგორც ვიცი კუჭისა და პანკრეასის და რაღაც კიდევ შინაგანი ორგანოების წერტილებია მანდ. ფეხის წერტილებზე მასაჟი, ან ფეხშიშველი ზღვის პატარა ქვებზე სიარული არის კარგი და ხდება გაძლიერება შესაბამისი ორგანოებისა. იქნებ დაგეზილა ხშირად და მასაჟით იგრძნობდი უკეთესობას.
აი სურათი ვერ ავტვირთე და ამ ლინკს ვდებ, რომ დაინახო რამდენი რამის წერტილია ფეხზე ქვევიდან
https://marao.ge/sakithkhavi/siakhle/8818-f...amkurnalod.html
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #130234 · Replies: 164 · Views: 50,501

earth
Posted on: Mar 18 2021, 11:29 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


თვითმკვლელობა არის ძალიან დიდი შეცდომა.
წარმოიდგინეთ ვიბადებით რომ რაღაც მიზანი შევასრულოთ, გვაქვს თვითეულს ჩვენი მისია, ეს მისია შეიძლება ყვავილების მოვლა იყოს, შეიძლება სხვა ადამიანის გადარჩენა იყოს, შეიძლება უბრალოდ რამე ისეთი ცხოვრების წესი, რომელიც სხვა წინა ცხოვრებაში არ გაგივლია და შენმა ქვეცნობიერმა გადაწყვიტა ეს გამოცდილება ამ ცხოვრებაში მიიღოს. თვითმკვლელობით აკარგინებ შანსს შენს ქვეცნობიერს ამ ცხოვრებაში მიიღოს ის გამოცდილება რისთვისაც გაჩნდა.
არიან დედამიწაზე ადამიანები, რომელთაც ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვთ და შენს ცხოვრებას ნატრულობენ. არიან ადამიანები, რომელთაც არც დაესიზმრებათ ის რაც ჩვენ გვაქვს, იბადებიან და კვდებიან ისე, რომ მხოლოდ საკვების მიღებისათვის ცოცხლობენ და ვერ ასწრებენ ვერაფერს.
სადღაც წამიკითხავს, თუ სული ვერ შეასრულებს თავის მისიას, რადგან თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება, შემდეგ ცხოვრებაში უფრო რთულ სიტუაციაში იბადება და უფრო მეტად უჭირს მისიის ასრულება.
ყოველთვის იარეთ წინ!!!
  Forum: დახმარების ოთახი · Post Preview: #130210 · Replies: 8 · Views: 4,776

earth
Posted on: Mar 18 2021, 11:11 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


„მესამე თვალის“ განვითარება იწვევს ბევრი რამის დანახვის შესაძლებლობას. ასევე ყურის განვითარება(ზოგჯერ მოიხსენებენ როგორც „მესამე ყური“) იწვევს მოისმინო და გაიგო უფრო მეტი რამ ვიდრე სხვას შეუძლია. იგივე ხდება ყნოსვის და სხვა გრძნობათა ორგანოებზე.
ვფიქრობ ადამიანი ნელ-ნელა ვითარდება ამ მიმართულებით და იცვლება, ამიტომაცაა ნელ-ნელა მრავლდება ასეთი რამეების მგრძნობელი ადამიანები.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130209 · Replies: 73 · Views: 9,214

earth
Posted on: Jan 27 2021, 10:58 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,923
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562


SixthSense
QUOTE(SixthSense @ 27th January 2021 - 05:59 AM) *
ერთ გამოციდილებას გაგიზიარებთ, ერთ ერთი მედიტაციის დროს რომელიც ძირითადად კონცეტრაცია იყო მიმართული სუნთქვაზე, და სხეული ასევე სრულიად მოდუნებული მქონდა, შეძლებისდაგვარად აზრების და ფიქრების ნაკადიც ძალიან ცოტა.. დაახლოებით 20 წუთის მერე, ვხედავ არაფრისგან როგორ წარმოიქმნა ლოტუსის ყვავილი, მას მოყვა კიდევ რაღაც ხე რომელსაც ესხა ძალიან ლამაზი ბევრი ნაყოფი.. და ეს ნაყოფები ციცინათელასავით სინათლეს გამოსცემდნენ.. შემდეგ იცვლება ყველაფერი და ვხედავ კადრებად ერთმანეთის მიყოლებით ადამიანის სახეებს რომლებიც გამოხატავდნენ სხვადასხვა ემოციებს.. ესენი იყვნენ ცნობილი პიროვნებები და სხვა ჩემთვის უცნობი ადამიანები.. ათასობით ადამიანის სახეებს ვხედავდი სხვადასხვა ემოციებით, და ვგრძნობდი რომ გონება ძალიან მეღლებოდა და უცბად ვგრძნობ და ვხედავ როგორ ვიძირები " თეთრ ცეცხლში" მარა შეგრძნება არც ცუდი იყო არც კარგი.. უბრალოდ შევწყვიტე რათა ბოლომდე არ ჩავძირულიყავი ამ თეთრ ალში.. რა იყო ეს? მოგსვლიათ მსგავსი რამ?

ერთი ვიცი, რომ თეთრი კაშკაშა ენერგია ძალიან კარგია. ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს თეთრი ენერგია. არიან ექსტრასენსები, რომლებიც თეთრ ენერგიას „ათოვენ“ პაციენტს. კარგია ადამიანმა წარმოიდგინოს, როგორ ივსება თეთრი ენერგიით. ასევე თუ ეს ენერგია ჩაკრებში შედის იღებს სპექტრის ლამაზ ფერებს, ყველა ჩაკრაში შესაბამისს. მთავარია ეს ფერები იყოს სუფთა და ნათელი. ჩაკრებზე ასეთი წარმოდგენით, ჩაკრა იტვირთება ენერგიით.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130044 · Replies: 73 · Views: 9,214

112 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 22nd January 2022 - 12:00 AM