ტრანსფორმაცია |
ტრანსფორმაცია |
Jan 6 2024, 11:30 PM
Post
#21
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თქვენმა საუბრებმა ძალიან მიშველა ! Sukkuna მიხარია თუ ასეა <3 -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jan 7 2024, 10:41 AM
Post
#22
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,154 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
აი ზუსტად !! ზღვა ინფორმაცია მაქვს .... ახლა ჩემი გააზრებით ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპს გავდივარ რადგან დღეში 12-13 საათი მიწევს მუშაობა , გარე გამღიზიანებელიც ძალიან ძლიერი მაქვს.. ახალი ქვეყანა ... მეგობრები და ოჯახი საქართველოში მყავს და გამიჭირდა ინფორმაციების დახარისხება , თან პრაქტიკაში გადატანა ამ გამღიზიანებლებთან და ცხოვრებისეულ სირთულეებთან , მაგრამ ვხვდები რომ ესეთ მძიმე ეტაპს რომ არ გავდიოდე ცნობიერებაში ასეთი ძვრა არ მექნებოდა და ალბათ ნეგატივისა და ემოციების უკან მადლიერი ვარ ... ჩუმად ... შინაგანად . თქვენმა საუბრებმა ძალიან მიშველა ! ჩემს გარშემო არავინ არ არის მსგავსი თემებით დაკავებული ( ნუ ეს ისეთი საკითხებია ვერც მოთხოვ ვინმეს რომ რამე გაიგოს 1-2 წლისწინ მეც ვერ ვაცნობიერებდი ბევრ რამეს ) . საქართველოში როცა ვიყავი არ ვიცოდი ესეთი ძლიერი სულიერი კომუნა თუ გვყავდა და ზღვა ინფორმაცია თუ ტრიალებდა. მიხარია ჩემთვის ნაცნობი მდგომარეობაა, რადგან მეც შორს ვარ საქართველოდან. მრავალი წლის წინ საქართველოში გავიარე ექსტრასენსების კურსები, იყვნენ ჩამოსული უკრაინელი და რუსი მასწავლებლები და მათგან ნათქვამი ერთი დეტალი მინდა გითხრა.... მსოფლიოში საქართველო და ფილიპინებიაო ისეთ გეოგრაფიულ ადგილზე, სადაც ხალხი უფრო კარგი მკურნალები არიანო... ე.ი. უფრო კარგად ღებულობ ინფორმაციას კოსმოსიდან გეოგრაფიული ადგიდლის გამოო. იცი, თითქოს მჯერა, რომ მართლაც ასეა. აი აქ არასოდეს მიგრძვნია ასეთი ენერგია რაც ჩვენთანაა. აი ეს ფორუმი რასაც გამოსცემს ენერგიულად არსადაა. ეს ფორუმი კი გამოსცემს იმ ენერგიას, რომელიც ამ წევრების ერთობლივი ენერგიაა. მართლაც არსებობს რაღაც კავშირი სამყაროსთან უფრო ძლიერი, ვიდრე სხვაგან. ერთი მაგარი დესერტი აღმოვაჩინე : ბანანი , თხილი და თაფლი ერთმანეთში არეული თუ ტკბილეულს არ ჭამ უმაგრესია მეც მასეთი ტკბილი მიყვარს, ან თხილი, ან ნუში, ან ნიგოზი... ზევიდან ერთი კოვზი თაფლი და არის საუკეთესო დესერტი. ნამცხვრები ტკბილეულობა თითქმის ავკრძალე. |
|
|
Jan 10 2024, 05:22 AM
Post
#23
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna ჩემთვის ნაცნობი მდგომარეობაა, რადგან მეც შორს ვარ საქართველოდან. მრავალი წლის წინ საქართველოში გავიარე ექსტრასენსების კურსები, იყვნენ ჩამოსული უკრაინელი და რუსი მასწავლებლები და მათგან ნათქვამი ერთი დეტალი მინდა გითხრა.... მსოფლიოში საქართველო და ფილიპინებიაო ისეთ გეოგრაფიულ ადგილზე, სადაც ხალხი უფრო კარგი მკურნალები არიანო... ე.ი. უფრო კარგად ღებულობ ინფორმაციას კოსმოსიდან გეოგრაფიული ადგიდლის გამოო. იცი, თითქოს მჯერა, რომ მართლაც ასეა. აი აქ არასოდეს მიგრძვნია ასეთი ენერგია რაც ჩვენთანაა. აი ეს ფორუმი რასაც გამოსცემს ენერგიულად არსადაა. ეს ფორუმი კი გამოსცემს იმ ენერგიას, რომელიც ამ წევრების ერთობლივი ენერგიაა. მართლაც არსებობს რაღაც კავშირი სამყაროსთან უფრო ძლიერი, ვიდრე სხვაგან. მეც მასეთი ტკბილი მიყვარს, ან თხილი, ან ნუში, ან ნიგოზი... ზევიდან ერთი კოვზი თაფლი და არის საუკეთესო დესერტი. ნამცხვრები ტკბილეულობა თითქმის ავკრძალე. სხვა ეროვნების ხალხთან არ მაქვს ჯერ ახლო შეხება და არ ვიცი როგორები არიან შინაგანად მაგრამ რასაც ზედაპირულად ვხედავ ეგრეა კი , გარდა ამისა ინფორმაციის კუთხით ძალიან მდიდრები ვართ და ბევრი საინტერესო ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში ... დიდიხანია რაც საქართველოში არ ყოფილხარ? |
|
|
Jan 10 2024, 08:29 AM
Post
#24
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,154 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jan 10 2024, 09:31 PM
Post
#25
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jan 11 2024, 09:42 AM
Post
#26
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,154 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
პირველად ძნელია... როცა პირველად წავედი, ექვს თვეში უკან დავბრუნდი და ის პერიოდი იყო ძნელი. ახლა შევეჩვიე... ახლა ერთი ფიქრი მაქვს,–ერთხელ მოვახერხო და ჩავიდე როგორც ტურისტი. ახლა ვიცი, რომ ბევრ რამეს ისეთს ვერ ვნახავ როგორიც იყო, ვიცი რომ თბილისში ბევრი რამ შეიცვალა. ალბათ ლაღიძის წყლებიც აღარ იქნება ისეთი და არც აჭარული ხაჭაპურის რიგში მომიწევს დგომა ორი საათი მაგრამ ეს მოგონებები მსიამოვნებს, ჩემი საყვარელი ადგილები რუსთაველზე... |
|
|
Jan 13 2024, 04:30 PM
Post
#27
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna პირველად ძნელია... როცა პირველად წავედი, ექვს თვეში უკან დავბრუნდი და ის პერიოდი იყო ძნელი. ახლა შევეჩვიე... ახლა ერთი ფიქრი მაქვს,–ერთხელ მოვახერხო და ჩავიდე როგორც ტურისტი. ახლა ვიცი, რომ ბევრ რამეს ისეთს ვერ ვნახავ როგორიც იყო, ვიცი რომ თბილისში ბევრი რამ შეიცვალა. ალბათ ლაღიძის წყლებიც აღარ იქნება ისეთი და არც აჭარული ხაჭაპურის რიგში მომიწევს დგომა ორი საათი მაგრამ ეს მოგონებები მსიამოვნებს, ჩემი საყვარელი ადგილები რუსთაველზე... რომ არ დაგიმალო ახლა რომ ჩახვიდე ნამდვილად ტურისტად იგრძნობ თავს... ძალიან შეცვლილია იქაურობა მაგრამ ელფერი ისევ ისეთი დაკრავს ქუჩებს ... დაჟე მე თუ მკითხავ ყველა ქუჩას თავის სურნელი აქვს. ჩემი საყვარელი ადგილიც რუსთაველი იყო , ზევით ვერა და ეგ ტერიტორიები სადაც ძველი თბილისის სახლებია ... ხის ჭიშკრები და ორ სართულიანი ხის სახლები 🥰 როგორც ვხვდები საკმაოდ შორს უნდა იყო საქართველოდან ჩემსავით , რადგან სადაც მე ვარ აქედან იქ ჩასვლა საკმაოდ რთულია 😅 ამერიკაში ხომ არ ხარ ? |
|
|
Jan 13 2024, 09:46 PM
Post
#28
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
აი აქ არასოდეს მიგრძვნია ასეთი ენერგია რაც ჩვენთანაა. მეც მაქვს გარკვეული გამოცდილება. 4 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში.. რაღაცნაირი ,,გამოცარიელებული" მეჩვენება იქაურობა.. არ ვიცი რამდენად ჩემი სუბიექტური აღქმაა.. მივხვდი რომ არ მინდოდა მანდ ცხოვრება.. საინტერესო იქნებოდა სხვებს რა გამოცდილება გაქვთ გერმანიასთან დაკავშირებით.. უფრო იტალია და ესპანეთი მგონია საქართველოს მსგავსი.. თუმცა ალბათ ზუსტად ასეთი მაინც ვერ იქნება... Sukkuna საქართველოში რაღაც სხვანაირად ვგრძნობ თავს... დაჟე მე თუ მკითხავ ყველა ქუჩას თავის სურნელი აქვს. ჩემი საყვარელი ადგილიც რუსთაველი იყო , ზევით ვერა და ეგ ტერიტორიები სადაც ძველი თბილისის სახლებია ... ხის ჭიშკრები და ორ სართულიანი ხის სახლები 🥰 რაღაცნაირი ცოცხალი მეჩვენება ეგ ადგილები.. თავისი ენერგია აქვს, რომლის მსგავსი არ მიგრძვნია არსად.. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Jan 14 2024, 07:45 AM
Post
#29
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth მეც მაქვს გარკვეული გამოცდილება. 4 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში.. რაღაცნაირი ,,გამოცარიელებული" მეჩვენება იქაურობა.. არ ვიცი რამდენად ჩემი სუბიექტური აღქმაა.. მივხვდი რომ არ მინდოდა მანდ ცხოვრება.. საინტერესო იქნებოდა სხვებს რა გამოცდილება გაქვთ გერმანიასთან დაკავშირებით.. უფრო იტალია და ესპანეთი მგონია საქართველოს მსგავსი.. თუმცა ალბათ ზუსტად ასეთი მაინც ვერ იქნება... Sukkuna საქართველოში რაღაც სხვანაირად ვგრძნობ თავს... რაღაცნაირი ცოცხალი მეჩვენება ეგ ადგილები.. თავისი ენერგია აქვს, რომლის მსგავსი არ მიგრძვნია არსად.. გამარჯობა 🥰 გერმანიაში რამდენიმე დღით ვარ ნამყოფი , კერძოდ ბერლინში... სიმართლე რომ გითხრა ვერ გავერკვიე ნორმალურად რა ხდებოდა რადგან ბერლინში ქაოსია. თვითონ ქუჩები და გარეუბნები ძალიან მომეწონა დღემდე სიყვარულის შეგრძნებები მაქვს რომ ვიხსენებ მაგრამ საცხოვრებლად ეგ ქალაქი ალბათ დიდი ჩელენჯი იქნებოდა 😂 თვითონ ბერლინში ცოტაა გერმანელი და ამის გამო ვთვლი რომ გერმანია არ მაქვს ნანახი.. მე პირადად ბოლო 1 წელია უფრო მშვიდ ადგილებს ვამჯობინებ . იტალიაშიც და ესპანეთშიც ნამყოფი ვარ და ჩემი აზრით ესპანეთი უფრო გავს საქართველოს . ესპანელები ზოგადად სიხარულით სავსე ხალხია , დაჟე იმდენად ენერგიულები არიან რომ შეგრძნება მქონდა რომ ყველა შინაგანად ცეცხლს ატარებდა . სულ ენერგიულად , პოზიტიურად და ბედნიერად გამოიყურებოდნენ |
|
|
Jan 14 2024, 10:02 AM
Post
#30
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,154 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
რომ არ დაგიმალო ახლა რომ ჩახვიდე ნამდვილად ტურისტად იგრძნობ თავს... ძალიან შეცვლილია იქაურობა მაგრამ ელფერი ისევ ისეთი დაკრავს ქუჩებს ... დაჟე მე თუ მკითხავ ყველა ქუჩას თავის სურნელი აქვს. ჩემი საყვარელი ადგილიც რუსთაველი იყო , ზევით ვერა და ეგ ტერიტორიები სადაც ძველი თბილისის სახლებია ... ხის ჭიშკრები და ორ სართულიანი ხის სახლები 🥰 როგორც ვხვდები საკმაოდ შორს უნდა იყო საქართველოდან ჩემსავით , რადგან სადაც მე ვარ აქედან იქ ჩასვლა საკმაოდ რთულია 😅 ამერიკაში ხომ არ ხარ ? არა ამერიკაში არა, არაა ძნელი აქედან ჩასვლა, საბერძნეთში ვარ, მაგრამ არ მოხერხდა სხვა საკითხების გამო, რომ წავიდე საქართველოში. საბერძნეთში კარგად ვარ, ხალხი მიყვარს, ჩვენგან განსხვავდებიან, მაგრამ უმეტესობა ძალიან ბავშვურია. ცუდი და კარგი ყველა ქვეყანაშია, მე უბრალოდ საერთო ენერგიაზე მაქვს ლაპარაკი. საბერძნეთში მშრომელი ხალხია, და ძალიან კარგი ენერგია იგრძნობა. უბრალოდ არ აქვთ ეს მისტიური ენერგა, რაც ჩვენ გვაქვს. chemikerin რაღაცნაირი ცოცხალი მეჩვენება ეგ ადგილები.. თავისი ენერგია აქვს, რომლის მსგავსი არ მიგრძვნია არსად.. |
|
|
Jan 14 2024, 10:08 AM
Post
#31
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,154 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უბრალოდ არ აქვთ ეს მისტიური ენერგა, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენში ერთი პრობლემაა ამ მისტიური ენერგიის გამო, ხან ხდება ამ ენერგიის შავი მაგიის კუთხით გაწევა, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ერის ენერგეტიკაზე. ხომ გაგიგონიათ,– „ერთმა ტალახიანმა ღორმაო“... აუცილებლობაა მოხდეს გაგება იმისა, რომ ეს ენერგია სხვა გზით წარიმართოს. აუცლებლობაა იმისა, რომ ეს ენერგია „სუფთა“ სახით მივიღოთ. რადგან გეოგრაფიული მდებარეობა ენერგეტიკულად გვეხმარება, მარტო ის გვინდა, რომ ეს ენერგა ასე სუფთად გავატაროთ, როგორც ჩამოდის. შევადარებ ისევ საბერძნეთს, შავი მაგია აქ საერთოდ არ არსებობს, ან არსებობს ისე ცოტა, რომ არ იგრძნობა. |
|
|
Jan 14 2024, 10:23 PM
Post
#32
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მაქვს გარკვეული გამოცდილება. 4 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში.. რაღაცნაირი ,,გამოცარიელებული" მეჩვენება იქაურობა.. არ ვიცი რამდენად ჩემი სუბიექტური აღქმაა.. მივხვდი რომ არ მინდოდა მანდ ცხოვრება.. საინტერესო იქნებოდა სხვებს რა გამოცდილება გაქვთ გერმანიასთან დაკავშირებით.. უფრო იტალია და ესპანეთი მგონია საქართველოს მსგავსი.. თუმცა ალბათ ზუსტად ასეთი მაინც ვერ იქნება... chemikerin გერმანიაში ყველაზე დიდი ხნით ვარ გაჩერებული, რაღაც პერიოდი ვიცხოვრე ცოტახანი და მეც არასდროს მომდომებია გერმანიში ცხოვრება. ცივა იქ ჩემთვის ყველაზე მეტად ენერგეტიკულად საბერძნეთი და მალტა მომეწონა, არ ვყოფილვარ, მაგრამ მგონია პერუ და მექსიკაც მომეწონებოდა ენერგეტიკულად, თუმცა განსახვავებული მგონია ამ ქვეყნებისგან იტალია-ესპანეთი ჩვენსას გავს ძალიან ) -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jan 15 2024, 10:04 AM
Post
#33
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,154 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jan 15 2024, 01:16 PM
Post
#34
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
ალბათ ტურისტულად და ცოტა ხნით როცა ჩადიხარ მაინც სხვანაირად აღიქმება. მაგრამ ჩემთვის გერმანიამ მაინც ვერ მოახდინა შთაბეჭდილება ვერც დიდი ხნით, ვერც ცოტა ხნით td......... ზუსტად თან რასაც დავაკვირდი გადამეტებულ ყურადღებას უთმობენ რაღაც უმნიშვნელო წვრილმანებს.. ისეთ აურას ქმნიან, რომ ზედმეტად გიწევს შეგრძნებებით გარე სამყაროში ჩართვა შინაგანი შეგრძნებები უკანა პლანზე იწევს და ამიტომ შეიგრძნობა ცივად და უსიამოვნოდ. ისეა ენერგეტიკა ,,მოწყობილი” რო შეგრძნებები იძულებულია მთლიანად გარე სამყაროში იყოს.. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Jan 16 2024, 06:36 AM
Post
#35
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna ალბათ ტურისტულად და ცოტა ხნით როცა ჩადიხარ მაინც სხვანაირად აღიქმება. მაგრამ ჩემთვის გერმანიამ მაინც ვერ მოახდინა შთაბეჭდილება ვერც დიდი ხნით, ვერც ცოტა ხნით td......... ზუსტად თან რასაც დავაკვირდი გადამეტებულ ყურადღებას უთმობენ რაღაც უმნიშვნელო წვრილმანებს.. ისეთ აურას ქმნიან, რომ ზედმეტად გიწევს შეგრძნებებით გარე სამყაროში ჩართვა შინაგანი შეგრძნებები უკანა პლანზე იწევს და ამიტომ შეიგრძნობა ცივად და უსიამოვნოდ. ისეა ენერგეტიკა ,,მოწყობილი” რო შეგრძნებები იძულებულია მთლიანად გარე სამყაროში იყოს.. არასდროს მიფიქრია ეგრე დამენახა იქაურობა როგორც შენ აღწერე და საკმაოდ დამაფიქრა ... ერთი კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ . ქვეყანა რომ შევიცვალე გარკვეულ მოვლენებს დავეჯახე , რომელსაც ვერ ავირიდებდი თავიდან . სინამდვილეში არ მინდოდა ეს მოვლენები და ამ " გამოუვალი " მდგომარეობის გამო სულელური შიში ავიკიდე . ( რეალურად ყოველდღე 5 თვის განმავლობაში რისკის ქვეშ ვიყავი რაც მაშინებდა ) და ამის გამო ქვეცნობიერში გადამივიდა ეგ გრძნობაც და ეგ მოვლენაც რისიც მეშინოდა . მოკლედ რომ ვთქვა მორჩა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა შევამჩნიე , რომ სტრესის და ამ ნეგატიური ემოციების გამო "" გრძელი ფიქრები "" საერთოდ აღარ მაქვს . თითქოს სულ რეაქციაში ვარ გარე სამყაროსთან და აღარ ვფიქრობ და თავს ვკარგავ თითქოს ვეღარ ვაზროვნებ . ამ გამოღვიძების დროც წარსულიც ამოტივტივდა და ვერ გავაცნობიერე ბევრი რაღაც ამ შიშების და სიახლეების გამო . ახლა ისე ვარ ვერ ვიხსენებ ბევრ რაღაცას თუნდაც 1 წლის წინ და ვეღარ ვარ გონებაგამჭრიახი . ენერგეტიკული ხვიები მაქვს თავში რომელიც ჩემი " რეაქციული " ემოციებით იკვებება და ქვეცნობიერში მაქვს . რას მირჩევთ როგორ მოვიხსნა ეს სტრესი ქვეცნობიერიდან . კონცენტრაციაც კი ძალიან მიჭირს მიუხედავად იმისა რომ ენერგეტიკა საკმაოდ კარგ დონეზე მაქვს და გულის ცენტრზეც ვმუშაობ |
|
|
Jan 16 2024, 09:42 AM
Post
#36
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,154 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს რომ მიაღწიოს სულიერ ამაღლებას. მე ბავშვობაში სახარებამ დამეხმარა და გამაძლიერა სიყვარულით, ეკლესიური არასოდეს ვყოფილვარ და არც რომელიმე სექტაში, უბრალოდ წავიკითხე და ვიგრძენი. წლების მერე ვნახე ფილმი სიქრეთი და წავიკითხე რონდა მპერნის წიგნები, რომელმაც შეავსო ჩემში რაც მაკლდა. ახლა მაქვს ახალი წიგნი, რომელიც უფრო მაღალ მდგომარეობაზეა და ნელ-ნელა ჩავუჯდები. ცხოვრება არასოდეს წყვეტს სურვილს რომ უფრო მაღლა ახვიდე და მწვერვალს მიაღწიო. მე ჩემს ცნობიერებაში რონდა მპერნი ჩემს მასწავლებლად დავასახელე. მთავარი რონდა მპერნის პრაქტიკებში, მაგია როგორც ის ამბობს (ქართულად ვიტყოდი ჯადოსნური, რადგან ეს მაგია არის თეთრი), არის მადლიერების გრძნობა. მთელი შენი არსება უნდა მოიცვას მადლიერების გრძნობამ. ეს არის ერთგვარი სიყვარული, რომელსაც თან ახლავს მადლიერება. ამას გამომუშავება და ერთგვარი ვარჯიში უნდა, რომ გაითავისო. ეს გზა ჩემთვის იყო ყველაფერი. ამ გზამ წამწია, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებმაც სხვა გზით მიაღწიეს იგივეს, ამიტომ გითხარი მე ჩემი, იმედია თუ შემოვიდნენ ისინიც თავიანთ გზას გიჩვენებენ. შენ უბალოდ აირჩევ. |
|
|
Jan 16 2024, 02:55 PM
Post
#37
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 787 Joined: 15-June 11 Member No.: 6,488 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
როგორც მივხვდი, სტრესულმა მოვლენებმა უკვე ჩაიარა და მაინც დაგიტოვათ გარკვეული შფოთვის შეგრძნებები. მგონი, თუ ორგანიზმი მიეჩვია რომ გამოიმუშავოს სტრესის ჰორმონები, სტრესული მოვლენები რომც დამთავრდეს ორგანიზმი ავტომატურ რეჟიმში მაიმც აგრძელებს ამ ჰორმონების გამოყოფას. ამ დროს ალბათ ორგანიზმმა ახლიდან უნდა ისწავლოს ძველ, უსტრესო რეჟიმზე გადაეწყოს.. პირველ რიგში ალბათ გაცნობიერებულად ყოფნით. დააკვირდით როგორი ფიქრები შემოდის თქვენში, როგორ განცდებს ტოვებს. მაქსიმალურად აწმყოში იცხოვრეთ. ვფიქრობ, ასევე ეფექტურია გარემოზე დაკვირვება. აი მაგალითად, ქუჩაში რომ მიდიხართ რამხელა სივრცეს აღიქვამთ თქვეს ირგვლივ. თუ საკუთარ ფიქრებს არის აყოლილი ადამიანი, მაშინ ძალიან პატარა რადიუსი აღიქმება. ყურადღებას თუ გარე მოვლენებზე გადაიტანთ ეს რადიუსი უფრო ფართოვდება. ასეთი დაკვირვების დროს გონება არ უნდა იყოს დაძაბული, პირიქით მაქსიმალურად მოდუნებული უნდა იყოს და მაინც აღიქვამდეს ირგვლივ სივრცეს. ისე ზოგადად, ტვინი ისეა მოწყობილი, რომ თუ რამე პრობლემაა უნდა რომ დროულად მოაგვაროს და ესეც უნდა იყოს... მაგრამ მუდმივი პრობლემის რეჟიმში არ იმდა იცხოვროს გონებამ.. ზოგადად უცხო გარემოში უფრო ბუნებრივია ესეთი პრობლემები.. მთლიამად საქმით ხდება ადამიანი მოცული და ემოციები და სხვა შეგრძნებები აკლდება ხოლმე. აუცილებელია მაინც გარკვეული დროის გამონახვა, მეგობრების ნახვა, განტვირთვა.. -------------------- Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
|
|
|
Jan 18 2024, 07:57 AM
Post
#38
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს რომ მიაღწიოს სულიერ ამაღლებას. მე ბავშვობაში სახარებამ დამეხმარა და გამაძლიერა სიყვარულით, ეკლესიური არასოდეს ვყოფილვარ და არც რომელიმე სექტაში, უბრალოდ წავიკითხე და ვიგრძენი. წლების მერე ვნახე ფილმი სიქრეთი და წავიკითხე რონდა მპერნის წიგნები, რომელმაც შეავსო ჩემში რაც მაკლდა. ახლა მაქვს ახალი წიგნი, რომელიც უფრო მაღალ მდგომარეობაზეა და ნელ-ნელა ჩავუჯდები. ცხოვრება არასოდეს წყვეტს სურვილს რომ უფრო მაღლა ახვიდე და მწვერვალს მიაღწიო. მე ჩემს ცნობიერებაში რონდა მპერნი ჩემს მასწავლებლად დავასახელე. მთავარი რონდა მპერნის პრაქტიკებში, მაგია როგორც ის ამბობს (ქართულად ვიტყოდი ჯადოსნური, რადგან ეს მაგია არის თეთრი), არის მადლიერების გრძნობა. მთელი შენი არსება უნდა მოიცვას მადლიერების გრძნობამ. ეს არის ერთგვარი სიყვარული, რომელსაც თან ახლავს მადლიერება. ამას გამომუშავება და ერთგვარი ვარჯიში უნდა, რომ გაითავისო. ეს გზა ჩემთვის იყო ყველაფერი. ამ გზამ წამწია, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებმაც სხვა გზით მიაღწიეს იგივეს, ამიტომ გითხარი მე ჩემი, იმედია თუ შემოვიდნენ ისინიც თავიანთ გზას გიჩვენებენ. შენ უბალოდ აირჩევ. 2 წლისწინ ეგ ფილმი სიქრეთი იყო პირველი ინფორმაცია ჩემი ცნობიერებისთვის საიდანაც გარღვევა დაიწყო . მსგავსი არასდროს არაფერი მქონდა ნანახი და განაგონი ... მაგის მერე სინქრონიზაციით მოვიდა და მოვიდა ინფორმაციები . რონდა მლერნიზე არასდროს მსმენია , ქართულად შევძლებ მისი წიგნების პოვნას ? |
|
|
Jan 18 2024, 08:04 AM
Post
#39
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 26 Joined: 18-September 21 Member No.: 8,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna როგორც მივხვდი, სტრესულმა მოვლენებმა უკვე ჩაიარა და მაინც დაგიტოვათ გარკვეული შფოთვის შეგრძნებები. მგონი, თუ ორგანიზმი მიეჩვია რომ გამოიმუშავოს სტრესის ჰორმონები, სტრესული მოვლენები რომც დამთავრდეს ორგანიზმი ავტომატურ რეჟიმში მაიმც აგრძელებს ამ ჰორმონების გამოყოფას. ამ დროს ალბათ ორგანიზმმა ახლიდან უნდა ისწავლოს ძველ, უსტრესო რეჟიმზე გადაეწყოს.. პირველ რიგში ალბათ გაცნობიერებულად ყოფნით. დააკვირდით როგორი ფიქრები შემოდის თქვენში, როგორ განცდებს ტოვებს. მაქსიმალურად აწმყოში იცხოვრეთ. ვფიქრობ, ასევე ეფექტურია გარემოზე დაკვირვება. აი მაგალითად, ქუჩაში რომ მიდიხართ რამხელა სივრცეს აღიქვამთ თქვეს ირგვლივ. თუ საკუთარ ფიქრებს არის აყოლილი ადამიანი, მაშინ ძალიან პატარა რადიუსი აღიქმება. ყურადღებას თუ გარე მოვლენებზე გადაიტანთ ეს რადიუსი უფრო ფართოვდება. ასეთი დაკვირვების დროს გონება არ უნდა იყოს დაძაბული, პირიქით მაქსიმალურად მოდუნებული უნდა იყოს და მაინც აღიქვამდეს ირგვლივ სივრცეს. ისე ზოგადად, ტვინი ისეა მოწყობილი, რომ თუ რამე პრობლემაა უნდა რომ დროულად მოაგვაროს და ესეც უნდა იყოს... მაგრამ მუდმივი პრობლემის რეჟიმში არ იმდა იცხოვროს გონებამ.. ზოგადად უცხო გარემოში უფრო ბუნებრივია ესეთი პრობლემები.. მთლიამად საქმით ხდება ადამიანი მოცული და ემოციები და სხვა შეგრძნებები აკლდება ხოლმე. აუცილებელია მაინც გარკვეული დროის გამონახვა, მეგობრების ნახვა, განტვირთვა.. მადლობა რჩევისთის ❤️ კი ავტომატურ რეჟიმში დამრჩა ეს რეაქციები ორგანიზმში და ვმუშაობ ამაზე . მაგალითად თუ გულის ცენტრს ვანთებ განზრახ ამდროს აწმყოში ვარ ტოტალურად და გაცნობიერებული ვარ ბევრად მაგრამ მომენტები მაქვს რომ რაღაც ფიქრი წამიღებს .. უფრო ზუსტად ემოცია და ვსუსტდები შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობას ვკარგავ და მანდ იწყება ჯოჯოხეთი . ზოგჯერ დღეები მაქვს რომ ნეგატიური ემოციები ვერ შემოდის ჩემში , თუმცა ამ დღეების შემდეგ ისევ იგივე მორევში ვეშვები . ვერ ვინარჩუნებ წონასწორობას გარე სამყაროსთან და ჩემს თავთან |
|
|
Jan 18 2024, 08:51 AM
Post
#40
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,154 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Sukkuna
რონდა მლერნიზე არასდროს მსმენია , ქართულად შევძლებ მისი წიგნების პოვნას ? მაგის წიგნით გადაიღეს ფილმი, ჯერ სიქრეთი (საიდუმლო) უნდა წაიკითხო, მერე „მაგია“(აქ არის 28 დღის პრაქტიკებიი). ამ პრაქტიკების მერე მოგეცემა უფრო მეტი. ახლა გამოუშვა ახალი, რომელსაც უკავშირებს ყველა ცოდნას, უფრო აღმოსავლურსაც, ეს ჯერ არ წამიკითხია მთლიანად. მე ბერძნულად წავიკითხე, აქ ვიშოვე ყველა წიგნი, აი ქართულად გუგლმა ამომიგდო, წესით უნდა იყოს: https://www.google.com/search?q=%E1%83%A0%E...s-wiz-serp#ip=1 |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th September 2024 - 09:20 AM |