Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ საკუთარი სამყარო ქვე-ცნობიერში

Posted by: geoclan Apr 26 2017, 10:43 PM

მოკლედ , ალბათ არ მიწყენთ ამ ტემის გახსნას , ვინაიდან სიზმარზე თემა უკვე არის მაგრამ , ეს რაც ახლა მაწუხებს ცოტა განსხვავდება და ვფიქრობ არ ეწინააღდეგება წესებს.

პირველ რიგში ნუ განეწყობით ჩემს მიმართ ისე თიქთქოს ღმერთობა მინდა ან რამე მსგავსი. უბრალოდ ზედმეტად გაუნათლებელი ვარ ეზოთერიაში და ინტერნეტიდან, ქართული ფორუმებიდან და ბლოგებიდან მაქვს მხოლოდ ინფორმაცია , ამიტომ ზედმეტად ნუ განმსჯით tongue.gif
იბრალოდ სიზმარზე ვკითხულობდი და ზედმეტად დამაინტერესა ამ აზრმა. არც ის ვიცი ეს თეორია არსებობს თუ არა , ნუ მოკლედ ამ თემასთან მიმართებაში გაუნათლებელი ვარ და ვისაც შეგიძლიათ ამიხსენთით მის შესახებ , თუ რამდენად შესაძლებელია ამ თეორიის რეალიზება.

მოკლედ მაინტერესებს სიზმრის გაცნობიერების შესახებ. როდესაც ადამიანი ხედავს სიზმარს , მას შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი რამ რასაც კი მოისურვებს. მაგალითად ერთხელ რაღაც RPG თამაშს ვთამაშობდი , მგონი მაგ ჟანრის იყო , ბავშობაში ვთამაშობდი და კარგად აღარ მახსოვს. მოგეხსენებათ ასეთ თამაშში ქმნი პერსონაჟს , ეს თამაში კი იმით მომეწონა , რომ სხეულის დეტალები ძალიან მრავალფეროვანი იყო , ნაკვთები თვალები , ნუ მთლიანი სახის აგებულება, ასევე სხეულის ზომა , კუნთების მასა და ა.შ. მოკლედ ძალიან შევყევი იმ ღამით ამ თამაშს და აშკარად ჩემს ქვეცნობიერზე იმოქმედა. ვნახე სიზმარი , ამ სიზმარში ვიყავი ამ თამაშის სამყაროში , და უნდა შემექმნა ჩემი პერსონაჟი , მოკლედ თ მინდოდა ბრედ პიტს შევქნიდი ან , თუ მინდოდა ანჯელინას :დ
( მოკლედ რათქმაუნდა ქვეცნობიერი საკუთარ ინტერპრეტაციებსაც აკეთებს ხოლმე ) და შემდგომ მე შემეძლო შემექმნა სხვა ადამიანებიც . თითქოს იმ თამაშის დამაარსებელი ვიყავი , რომელიც ხატავდა ამ თამაშის პერსონაჟებს , ოღონდ არა ტექნიკურად , არამედ აზრის მიხედვით. რომელიღაცა პერსონაჟის შექმნის დროს გამეღვიზა.

ანუ რისი თქმა მინდა ამით? იმის , რომ როდესაც ადამიანი გააცნობიერებს საკუთარ სიზმარს , და მითუმეტეს , თუ შეუზლია ეს სიზმარი გააგრძელოს იქიდან სადაც შეწყვიტა , მაშინ უნდა შეეზლოს ამ სიზმრის საკუტარ , ცნობიერ სამყაროდ ჩამოაყალიბოს.
ანუ სიზმარზე აიღოს აბსოლუტური ძალაუფლება.

რამდენად შესაძლებელია ეს?

Posted by: tikoroma Apr 27 2017, 02:20 PM

გულისხმობ სიზმრის დაგეგმვას და სრულ კონტროლს, როგორც ფილმ 'დასაწყისშია"?

Posted by: tikoroma Apr 27 2017, 02:26 PM

ვფიქრობ შესაძლებელია, ოღონდ მუშაობა სჭირდება.

Posted by: geoclan Apr 28 2017, 10:58 PM

QUOTE(tikoroma @ Apr 27 2017, 02:26 PM) *
ვფიქრობ შესაძლებელია, ოღონდ მუშაობა სჭირდება.

კი , ანუ როგორც მაგ ფილმშია , წარმოიდგინო ქალაქი და შექმნა შესაბამისი ,,რეალობა'' სიზმარში , ანუ აღიქვა სიზმარი ცხადის მსგავსად ოღონდ ყველაფერს ქმნიდე აზრის მეშვეობით.

ჩვეოულებრივ სიზმარში რა აღარ გამიკეთებია , ოღონდ უნებურად , გაუცნობიერებლად და მე სურვილი მაქვს მაგ სამყაროს სრულად ვაკონტროლებდე.

Posted by: tikoroma Apr 29 2017, 01:31 PM

სტაბილურობის შენარჩუნება რთულია, თუ გამუდმბით არ აკეთე.

Posted by: geoclan Apr 29 2017, 02:55 PM

QUOTE(tikoroma @ Apr 29 2017, 01:31 PM) *
სტაბილურობის შენარჩუნება რთულია, თუ გამუდმბით არ აკეთე.

და თუ სიზმარი ასტრალთანაა კავშირში , ესეიგი სიზმარი სხვა სიმყარეა?

აი ჩვენ ხომ ვცხოვრობთ ამ რეალობაში , ამ სხეულით , მაგრამ გვაქვს კიდევ ასტრალური რეალობა და ასტრალური სხეული ანუ ჩვენი სხეულის ასტრალური ანალოგი.
და სიზმარიც ასტრალის მსგავსი რეალობაა? თუ ილუზია?

Posted by: tikoroma Apr 29 2017, 08:49 PM

ჩვეულებრივი სიზმარი არის გონების ფანტაზიები
არაჩვეულებრივ სიზმრებში შესაძლოა ეს ფანტაზიები მართო და შექმნა შენი სამყარო როგორც შენ ამბობ
ან გახვიდე ასტრალში და გაიცნო ახალი სამყარო

Posted by: tikoroma Apr 29 2017, 08:51 PM

რეალობა იქნება, ტუ ფილმის გმირივით სულ იქ იქნები დდ
მაგრამ მუდმიბი რეალობა არ იქნება რა თქმა უნდა ცვენი სიკვდილის შემდეგ გაქრება ეგ სამყარო

Posted by: geoclan May 1 2017, 10:41 AM

QUOTE(tikoroma @ Apr 29 2017, 08:51 PM) *
რეალობა იქნება, ტუ ფილმის გმირივით სულ იქ იქნები დდ
მაგრამ მუდმიბი რეალობა არ იქნება რა თქმა უნდა ცვენი სიკვდილის შემდეგ გაქრება ეგ სამყარო

არა არა , მე ფილმის გმირობა არ მინდა :დ მითუმეტეს არც ღმერთობა :დ:დდდ ასეთი უაზრობა 5 წლის ბალღს თუ ენდომება. წარმომიდგენია რა ფანტაზიები ექნებათ ბავშვებს :დდდ
და საერთოდ ეს დიდი უაზრობა იქნება , ჩემი აზრით.

არა , მე უფრო მეცნიერული მიზნები მაქვს.
როგორც ჩემთვის ცნობილია , თუ მედიტაციის ხელოვნებაში დაოსტატებული ხარ , რამდენიმე წუთში შეგიზლია გადახვიდე სიზმარში.
და მე ამის გამოყენება მინდა შესაბამისად. ანუ მინდა შევქმნა მუდმივი მეხსიერების ბანკი. სადაც შევინახავ ყველაფერ ღირებულს. ანუ ერთგვარი ბიბლიოთეკა.
შეგვიძლია , რომ ამ თეორიის თუნდაც რამდენიმე პროცენტით გვჯეროდეს?

Posted by: tikoroma May 2 2017, 11:59 PM

geoclan

ციტატა(wsgeokun @ 1st May 2017 - 10:41 AM) *
როგორც ჩემთვის ცნობილია , თუ მედიტაციის ხელოვნებაში დაოსტატებული ხარ , რამდენიმე წუთში შეგიზლია გადახვიდე სიზმარში.

კი ეს შესაძლებელია,მაგრამ იქაურიბა ძალიანცვალებადია და დიდი ენერგიაგინდა რომ ერთიდაიგივე გარემო შეინარჩუნო. ჰოდა ამიტომვთქვი,რომ მუდმივად უნდა აკეთო ეს-მეთქი. smile.gif

მაინცდამაინც სიზმარში - ამ არამყარ მატერიაში რათომ გინდა რაღაც ღირებულის შენახვა?
საერთოოდ კი შესაძლებელია ნამდვილად სიზმრის დაპროოგრამება.

Posted by: geoclan May 3 2017, 10:07 PM

QUOTE(tikoroma @ May 2 2017, 11:59 PM) *
geoclan

კი ეს შესაძლებელია,მაგრამ იქაურიბა ძალიანცვალებადია და დიდი ენერგიაგინდა რომ ერთიდაიგივე გარემო შეინარჩუნო. ჰოდა ამიტომვთქვი,რომ მუდმივად უნდა აკეთო ეს-მეთქი. smile.gif

მაინცდამაინც სიზმარში - ამ არამყარ მატერიაში რათომ გინდა რაღაც ღირებულის შენახვა?
საერთოოდ კი შესაძლებელია ნამდვილად სიზმრის დაპროოგრამება.

აბა სხვა რა ტექნიკა არსებობს იმისთვის , რომ შექმნა ბიბლიოთეკა გონებაში?

Posted by: geoclan May 3 2017, 10:10 PM

ჩვეულებრივ სიზმარსა და გაცნობიერებულ სიზმარს შორის , რა არის მნიშვნელოვანი განსხვავება?

Posted by: tikoroma May 4 2017, 02:56 PM

ზუსტად ვერ მივხვდი რა ბიბ;იოთეკა გინდა და რისთვის
სიზმარში-ასტრალში წამში შეგიძლია ინფორმაციის მიღება, ტელეპატიით, გახსენებით და ა.შ. ეს ერთბაშად ხდება და მარტივად ჩვენი სამყაროსგან განსხვავებით

თუ მაინც გაქვს დეტალურად გადაწყვეტილი რა გინდა, სცადე შენ თვითონ. მე მაგისი გამოცდილება არ მაქვს და ვერაფერს გირჩევ

Posted by: tikoroma May 4 2017, 03:06 PM

geoclan

ციტატა(wsgeokun @ 3rd May 2017 - 10:10 PM) *
ჩვეულებრივ სიზმარსა და გაცნობიერებულ სიზმარს შორის , რა არის მნიშვნელოვანი განსხვავება?

საერთოდ, როცა არაფერს აპრაქტიკებ, სიზმარი ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოვლენაა. თუ დაკვირვებიხარ დადრე დაძინებისას ნანახ სიზმარს,რეალიზდება ის ფიქრები, რაზეც ჩაძინებისას ფიქრობდი. მერე როგორც ფიქრისას ხდება, ასოციაციებით სხვა თემებზე გადასვლა, ასე დახტუნავს სიზმრებიც. წარმოიდგინე, რომ კი არ ფიქრობ აზრებით, არამედ ფიქრობ ხატ-სახეებით. სულ ეს არის სიზმარი. ამას გარდა, სიზმარში "ფიქრი" უკონტროლოა და ხშირად რეალობაში ტაბუდადებული თემები გამოისახება ხოლმე. ამიტომაც მეც ვტვლი, რომ ჩვეულებრივ სიზმრებზე დაკვირვება საუკეთესო გზაა საკუთარი თავის შესასწავლად და ფსიქოლოგიაშიც უნდა გამოიყენებოდეს აუცილებლად.

რაც შეეხება პრაქტიკებს,სიზმრის ბევრ რამეში გამოყენება შეიძლება და ყველაფერს თავისი სავარჯიშო აქვს
გაცნობიერებული სიზმარი უბრალოდ ჰქვია სიზმარს, როცა გახსენდება რომ სიზმარში ხარ. როცა ამას მიაღწევ, მერე შეგიძლია უამრავი რამისთვის გამოიყენო - ზოგი თამაშობს, ზოგი ვიღაცეებს ებრძვის, ზოგი სულიერ მასწავლებლებს ხვდება და ზოგი ღმერთებს biggrin.gif ბიბლიოთეკის შექმნაზე კი ჯერ არაფერი მსმენია
მე პირადად გაცნობიერების შემდეგ, ძალიანმალე ვიღვიძებ ხოლმე და ვერაფრის კეთებასაც ვერ ვასწრებ biggrin.gif

Posted by: geoclan May 6 2017, 08:03 PM

QUOTE(tikoroma @ May 4 2017, 03:06 PM) *

სულიერ მასწავლებლებთან და ღმერთებთან შეხვედრას რა აზრი აქვს თუ ისინი შენ გამოიგონე ? hilarioustu8.gif

და კიდევ , თუ არ ვცდები არსებობს საერთო სიზმრის ტექნიკაც , როდესაც შეგიძლია ვინმე დაპატიჟო შენს სიზმარში?

Posted by: tikoroma May 6 2017, 09:27 PM

geoclan

ციტატა(wsgeokun @ 6th May 2017 - 08:03 PM) *
და კიდევ , თუ არ ვცდები არსებობს საერთო სიზმრის ტექნიკაც , როდესაც შეგიძლია ვინმე დაპატიჟო შენს სიზმარში?

მე პირადად არ ვიცნობ ამის მაგალითებს
სხვა სიზმარში მომიპატიჟია და მინახავს, მაგრამ მას ეს არ ახსოვდა. ეს საერთო სიზმრად არ ჩაითვლება

ციტატა(wsgeokun @ 6th May 2017 - 08:03 PM) *
სულიერ მასწავლებლებთან და ღმერთებთან შეხვედრას რა აზრი აქვს თუ ისინი შენ გამოიგონე ?

ასტრალში თუ გახვედი, ვერაერსაც ვერ გამოიგონებ,იქ დაგხვდება, რაც არი. იგონებ გაცნობიერებულ სიზმარში თუ მოგინდა

Posted by: geoclan May 7 2017, 10:48 AM

QUOTE(tikoroma @ May 6 2017, 09:27 PM) *
geoclan

მე პირადად არ ვიცნობ ამის მაგალითებს
სხვა სიზმარში მომიპატიჟია და მინახავს, მაგრამ მას ეს არ ახსოვდა. ეს საერთო სიზმრად არ ჩაითვლება
ასტრალში თუ გახვედი, ვერაერსაც ვერ გამოიგონებ,იქ დაგხვდება, რაც არი. იგონებ გაცნობიერებულ სიზმარში თუ მოგინდა

ხო , ასტრალითაც ვარ დაინტერესებული.
უახლოეს ხანებში ვაპირებ მცდელობებს . bf_nonew.gif

Posted by: tikoroma May 7 2017, 12:35 PM

geoclan
წარმატებები l_sunny.gif

Posted by: Black Angel May 18 2017, 01:49 PM

ასტრალში რომ გახვიდე და უკან ვეღარ დაბრუნდე?

Posted by: Black Angel May 18 2017, 01:52 PM

მაგალითად ასტრალში გახვედი იქ დაგხვდა რაიმე სამყარო... იხილე და ახლა მოგინდა უკან დაბრუნება.. უნდა გახსოვდეს და არსებობდეს უკან დასაბრუნებელი გზა... მაგრამ ამ დროს ! შენმა გონებამ იმ სამყაროს იდენტური ასლი შექმნა - რომელშიც გადახვედი, ასევე ამ სამყაროსიც, ასევე უკან დასაბრუნებელი გზის ასლიც... ანუ წარმოსახვითი სკინები.. ხოდა არა - რეალურით, არამედ წარმოსახვითი გზით რომ დაბრუნდე წარმოსახულ ,,რეალობაში'' მერე სად მიდიხარ?

Posted by: tikoroma May 18 2017, 05:19 PM

Black Angel

ციტატა(Black Angel @ 18th May 2017 - 01:49 PM) *
ასტრალში რომ გახვიდე და უკან ვეღარ დაბრუნდე?

ამბობენ,რომ დამწყებს ეს არ დაემართება. მას არ აქვს საკმარისი ენერგია, რომ "შორს" წავიდეს განსხვავებულ სამყაროში, ან მოიზიდოს სხვა არსებები, რომლებიც "გაიტაცებენ" და პირიქით, ძლიერი კავშირი აქვს მატერიალურ სხეულთან და ვერ მოწყდება მას იოლად.
ხოლო ეტაპობრივად ადამიანი სწავლობს თავის დაცვას.
მე "უკან ვერ დაბრუნებაზე" უფრო დიდ საფრთხედ მიმაჩნია იქ უაზროდ ენერგიის დაკარგვა, არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა და მცდარი ცოდნის წამოღება. ამიტომაც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, სად ვართ, ვისთან ვურთიერთობთ და ვიყოთ მხოლოდ დამკვირვებლები ასტრალურსამყაროში, და არა მონაწილენი მოვლენების.

საფრთხე ყველგან არსებობს და შიშსაც ეგ სარგებლობა მოაქვს - გვაიძულებს ფრთხილად ვიყოთ. უკან შეიძლება სახლიდან გასულებიც ვეღარ დავბრუნდეთ, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის სახლიდან გასვლაში

Posted by: tikoroma May 18 2017, 05:20 PM

Black Angel

ციტატა(Black Angel @ 18th May 2017 - 01:52 PM) *
მაგალითად ასტრალში გახვედი იქ დაგხვდა რაიმე სამყარო... იხილე და ახლა მოგინდა უკან დაბრუნება.. უნდა გახსოვდეს და არსებობდეს უკან დასაბრუნებელი გზა... მაგრამ ამ დროს ! შენმა გონებამ იმ სამყაროს იდენტური ასლი შექმნა - რომელშიც გადახვედი, ასევე ამ სამყაროსიც, ასევე უკან დასაბრუნებელი გზის ასლიც... ანუ წარმოსახვითი სკინები.. ხოდა არა - რეალურით, არამედ წარმოსახვითი გზით რომ დაბრუნდე წარმოსახულ ,,რეალობაში'' მერე სად მიდიხარ?

თუ შენ ცხადში შექმნი ასეთ მოდელს, შესაძლოა შექმნას კიდეც შენმა გონებამ სიზმარში მსგავსი. თუმცა არ არსებობს "არ გაღვიძება". ამხელა ენერგია არ გაქვს, რომ მუდმივი სიზმარი შეინარჩუნო smile.gif

Posted by: tikoroma May 18 2017, 05:26 PM

ვის შეიძლება გადაეყარო ასტრალში? იხ. ასტრალური არსებების შესახებ ჩვენს ბლოგზე:
მოკავშირეები - 1 ნაწილი
http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%A1/
მოკავშირეები 2 ნაწილი
http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%A1-2/

Posted by: geoclan May 19 2017, 10:14 AM

QUOTE(tikoroma @ May 18 2017, 05:26 PM) *
ვის შეიძლება გადაეყარო ასტრალში? იხ. ასტრალური არსებების შესახებ ჩვენს ბლოგზე:
მოკავშირეები - 1 ნაწილი
http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%A1/
მოკავშირეები 2 ნაწილი
http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%A1-2/

მოკლედ , შეგიზლია ისეთ ადამიანს დამაკავშირო , სოც ქსელით , რომელიც ერკვევა ამ საკითხში , თავადაც მოგზაურობს და უკვე აქვს გამოცდილება.

უბრალოდ სმს ებით გავესაუბრო , ცოტა კითხვები მაქვს და ბევრს არ შევაწუხებ. ძალიან მჭირდება ახლა ასეთ ადამიანთან საუბარი.

Posted by: tikoroma May 19 2017, 02:10 PM

geoclan
პმ ვერ გცერ რატომღაც.მომცერე და გიპასუხებ.

Posted by: geoclan May 22 2017, 01:20 PM

QUOTE(tikoroma @ May 19 2017, 02:10 PM) *
geoclan
პმ ვერ გცერ რატომღაც.მომცერე და გიპასუხებ.

სმს ს ვერც მეგ წერ. ვერ ვიგებ რატომ

Posted by: tikoroma May 25 2017, 12:23 PM

geoclan
აქვე დავწერ მაშინ, ყველა იცნობს ამ ფორუმზე ამ ხალხს და რეკლამად აღარ ითვლება

https://www.facebook.com/GeoJyoti/?fref=ts ესაა ჯგუფ მაგმას გვერდი, რომლის ადმინიც ჩვენი ფორუმელი ატმანია. მისწერე და აგიხსნის რა პრაქტიკები აქვს ჯგუფში,თუ შეთანხმდებით შეურთდები. შემდეგი ჯგუფი ფასიანია, თუმცა იაფია და ღირს ცდად.

https://www.facebook.com/groups/182726975119980/?fref=ts - ესაა ჯგუფი სასიზმრეთი, ადმინი მამუკა მანგოშვილი. ასწავლის დაოსურ პრაქტიკებს და აქვს ფასიანი ჯგუფები. "სასიზმრეთი" უფასოა.

http://olmek.ru/
ეს ოლმეკის (გიორგი) გვერდია და ფეისბუქ მისამართები აქვე უდევს, საკუთარი ფორუმიც აქვს. ესეც საკმაოდ გამოცდილია, ლექციებს ატარებს და "მოსწავლეებიც' აჰყავს. ესეც ფასიანია თუ შეუერთდები. ისე კითხვებს კი თავის ფორუმზე პასუხობს.

რო გითხრა, დასხდებიან და საკუთარ გამცოდილებას ეგრევე გაგიზიარებენ-მეთქი რავიცი, ასეთი სერვისი არ აქვთ ნამდვილად biggrin.gif საკუთარი მიმართულება აქვთ და თუ მოერგები მოერგები რა. გაეცანი მაინც რას გთავაზობენ

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)