IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> სიზმრისეული გამოცდილებანი, საკუთარი
tikoroma
post Jan 19 2016, 11:00 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემაში მინდა პრაქტიკოსებმა ვწეროთ საკუთარი გამოცდილებანი. სიზმრების მოსაყოლად სხვა თემა გვაქვს დიდი ხანია.

ის ვინც სხვადასხვა პრაქტიკის შემდეგ აკვირდება სიზმარს, მარტივად ხვდება განსხვავებას ჩვეულებრივ სიზმარსა და ასტრალურ გასვლას შორის, თუნდაც გაუცნობიერებელ სიზმარში მოხდეს ეს. ამიტომ მინდა ამ თემაში ასეთი შემთხვევები აღვწეროთ. ან გაცნობიერება, ან სხვა სამყაროში გასვლა, ან რაიმეს შესწავლა სიზმრის შედეგად.
მე პირადად სხვათა სიზმრის მაგალითების გაცნობამ ყველაზე მეტი მასწავლა, ვიდრე წესებმა და კამათმა, თუ როგორ მოხვდე ასტრალში, ან გააცნობიერო სიზმარი.
დამწყებთათვის განსაკუთრებით საინტერესოა, სხვისი გამოცდილება შეადაროს საკუთარს.

ასტრალს ვახსენებ იმიტომ, რომ ცნობიერად ასტრალში გასვლისას ვხვდებით იმავე სამყაროში, სადაც სიზმარში, ან გაცნობიერებულ სიზმარში. შესაძლოა ყოველთვის ასე არ იყოს. მაგრამ ძალიან ხშირად, ასტრალის აღწერები და მოვლენები, ზუსტად ემთხვევა სიზმრის სიუჟეტებს, გარემოს, შესაძლებლობებს. თუმცა ჩვეულებრივი სიზმრიდან ძალიან ცოტას ვიმახსოვრებთ, ვიდრე გაცნობიერებულიდან, ან ასტრალში გასვლიდან (სხეულიდან გამოყოფის გზით)...


მოკლედ ასე.
პირველ რიგში დავდებ ორ სტატიას, სადაც ავტორი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. ბლოგის ლინკებსაც მოვაყოლებ, რადგან შეხამებული აქვს ფოტოები და საინტერსოა უფრო. ისედაც რთულია სიზმრის ზუსტად აღწერა ;დ (მოლედ, რეკლამაში არ ჩამომართვათმეთქი biggrin.gif)

აიახუასკა და ის ეზოთერული ზღაპარი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 19 2016, 11:02 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ ასე.
პირველ რიგში დავდებ ორ სტატიას, სადაც ავტორი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. ბლოგის ლინკებსაც მოვაყოლებ, რადგან შეხამებული აქვს ფოტოები და საინტერსოა უფრო. ისედაც რთულია სიზმრის ზუსტად აღწერა ;დ (მოლედ, რეკლამაში არ ჩამომართვათმეთქი biggrin.gif)

აიახუასკა და ის ეზოთერული ზღაპარი

გიორგი პაპაშვილი


მახსოვს, ღამის თორმეტი საათი იყო. მე მოლოდინით ვიწექი ჩემს საწოლში და ველოდებოდი რაღაცას, რაღაც უცნაურს და მისტიურს. დრო გავიდა და რომელიღაც წამში ვიგრძენი ჩემი თავის ზემოთ ისეთი რამ, რასაც არ მოველოდი და დამიჯერეთ, როგორც შემდეგ გავარკვიე, ვერც ვერასოდეს წარმოიდგენს ადამიანის გონება ასეთ რამეს, როდესაც ამ საბედისწერო მომენტამდე მივა.

პირველი ჩემი აზრი იყო, ვინ ხარ?

ეს სამყარო თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა და მე ჩავედი ჩემი არსების სიღრმეებში. ეს ერთდროულად შემაძრწუნებელიც იყო და გასაკვირიც. აზრები შემდეგნაირი იყო:

როგორ მალავენ ამას, როდესაც ეს პირდაპირ ჩვენ ვართ, ჩვენი სამყარო და ყველაფერი, რაც არსებობს, ჩვენშია.

და ყოველი ასეთი მოგზაურობისას შიგნით, ვაცნობიერებდი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან, უკლებლივ ყველას ეშინია აქ ყოფნის. ისინი გარბიან. ისინი მზად არ არიან ამისთვის. ეს იმდენად რეალური იყო, რამდენადაც სიკვდილი.

ეს ისეთი მოგზაურობა იყო, რომელიც არცერთხელ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არ განმიცდია და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ, უბრალოდ, მოხდებოდა.

ვხედავდი ერთ ადამიანს და ვაკვირდებოდი მის მოქმედებას და ქცევას, საინტერესო იყო მისი პერსონაჟი, შიგნიდან ვხედავდი მას, ყველა მხრიდან. როგორ უყურებდნენ მას სხვები, რას განიცდიდნენ მის მიმართ, როგორი იყო ის სინამდვილეში. ვხედავდი მის დადებით თვისებებს – რა მოსწონდათ მასში სხვებს, მის შინაგან სურვილებსაც კი… ვგრძნობდი სასიყვარულო მისწრაფებებს, ვნებებს, ამბიციებს… მის ლტოლვას ამქვეყნიურისაკენ, მის გიჟურ ქცევებს და ბოლოს ვნახე მისი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, რომელმაც მე გამაკვირვა და გამაოცა. თითქოს მან გადაუხვია გზიდან, ის აღარ იყო რაც ადრე! გულწრფელად მიკვირდა და გაოცებული ვიყავი!

და აი, ასე ნახევარი საათი პირი მქონდა ღია! უბრალოდ იმიტომ რომ მიკვირდა, ძალიან მიკვირდა, რომ აღმოვაჩინე ბოლოს, რომ ეს პიროვნება მე ვიყავი!

დავჩერებოდი იატაკზე დანთხეულ მოყავისფრო მასას, რომელშიც ჩემი ყველა ზიზღი, უიმედობა, დაბალი არსებები იყვნენ. მე მათ დემონები დავარქვი.


შემდეგ კი, თუ ვინმეს ეს ფილმი გაქვთ ნანახი, ზუსტად ისე ვიგრძენი თავი – რობოტი რომ ირთვება და ფეხზე წამოდგომას ცდილობს. მე არ ვიყავი სხეული, მე ვიყავი სული და ვგრძნობდი ჩემს სხეულს ძვლებიანად და ნამდვილად ვიცოდი, რომ მე ეს არ ვიყავი.

https://totartgirls.wordpress.com/2016/01/0...ერულ/


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 19 2016, 11:05 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადგილი, სადაც ყველა ოცნება რეალობად შეიძლება იქცეს

გიორგი პაპაშვილი

მახსოვს, კრისტალების უცნაური განლაგება ჩემს საწოლთან. პირველ დღეს, ალბათ, ექვსი საათი მეძინა და დილით რომ გავიღვიძე, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ორი ღამე გავიდა.

შემდეგი დღეები ცუდად მეძინა, რადგან ენერგიით ვივსებოდი. ღამე ენერგიით ავსება კი უძილობას იწვევს. ეს მაშინ არ ვიცოდი.

დროთა განმავლობაში ამ ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ვხვდებოდი სხვადასხვა უცნაურ სამყაროებში და ასევე ბუნდოვნად ვგრძნობდი, სად ვიმოგზაურებდი მომავალში.

პირველი ყველაზე რეალური ცუდი გამოცდილება ასეთი იყო: ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მე მივდიოდი სადღაც თბილისთან ახლოს გზაზე, ქალაქს ზევიდან დავყურებდი და დავინახე ფეხბურთის ბურთის ოდენა ვულკანური ქვა პირდაპირ გზის პირას. ქვა სახლში წამოვიღე და ჩემი საწოლის გვერდზე დავიდე, ღამე დავიძინე. დაძინების მომენტიდან ვგრძნობდი ქვიდან მომავალ ძლიერ ვიბრაციებს, ის უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მოვხვდი მაგიურ (ბინძურ) ქალაქში, სადაც ჩონჩხები დადიოდნენ, ირგვლივ სიკვდილი იყო.



ვიბრაციები იმდენად საშიში იყო რომ მე მაკანკალებდა და ოფლისგან ვიღვრებოდი, ეს ძალიან ცუდი შეგრძნება იყო.


ეს ქვა სასწრაფოდ მოვაშორე ჩემს საწოლს, როდესაც შოკში მყოფმა გამოვიღვიძე.

მეორე, რაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა – ეს იყო სამყარო, რომელშიც პორტალები იყო. ეს სამყარო რეალური იყო (მაგრამ არა მაღალი რეალობა), პირველი უსიამოვნო შეგრძნება ის იყო, რომ ჩვეკნენ მოემართებოდბენ ხოჭოები…

რომლებსაც ვკლავდი. რაც უფრო მეტს ვკლავდი, მით უფრო მეტი მოდიოდა და მკბენდა. აქ გაჩერება შეუძლებელი იყო და გავიქეცით.

ოთხკუთხედი პორტალის მეშვეობით გადავედით მეორე, შემდეგ მესამე და მეოთხე სამყაროში (უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო წინა სამყაროებში არსებული ქაოსის გამო). თვითოეულ სამყაროში გავიარე რაღაც დაბრკოლება, მეოთხე სამყარო შედარებით სტაბილური იყო. სადაც გავაცნობიერე, რომ მე სიზმარში ვიყავი. შემეძლო ხალხის…

… განათების და გარემოს მართვა.

დიდი ცისფერი ოთახი




ვარ სიზმარში, არაფერი არ ხდება და უცებ ზეციდან დაეშვა სინათლე, ცისფერი ფერის. მან გვირაბის ფორმა მიიღო. ეს არ იყო სიზმარი. ეს რეალობა იყო. მე ამ გვირაბში შიგნით შევედი და შევაღე კარი, სადაც უზარამაზარი ცისფერი ოთახი დამხვდა. იგი ფართოვდებოდა უსასრულოდ ჩემთან ერთად. იმდენად გაფართოვდა, რომ მე ვიგრძენი უდიდესი თავისუფლება და შემეშინდა, რომ მიწიერ რეალობას დავკარგავდი, რომელიც ამ რეალობასთან შედარებით ძალიან შეზღუდული იყო. შიშის გრძნობასთან ერთად გამოვფხიზლდი.

მიწისქვეშა ხელოვნების ქალაქი

სიზმარში ვარ და მივდივარ ეზოში. ხელში ორიჩანთა მეჭირა. ბიჭებს მივესალმე, მათ ძალიან მოსწონდათ ჩემი ნახატები. შევედი სამხატვრო სახელოსნოში, იქ უამრავი ადამიანი იყო და კიდევ ოთახის სივრცე უსასრულოდ მიმდინარეობდა სიღრმეში, სადაც ყველა მხატვრის თუ არქიტექტორის ოცნება რეალობად იყო ქცეული. იქ იყო ბაღი, სადაც ყველანაირი მცენარე იზრდებოდა.

(ვიფიქრე, აი თურმე რა ყოფილა სინამდვილეში ეს სახელოსნო!) ხოლო განათება მზის მაგვარი იყო, ოღონდ ხელოვნური. ღრმად ჩავედი და იქ დამხვდა ულამაზესი მთები, ბუნება და მე მივსეირნობდი. გზაზე დავინახე შავი ძაღლი, ბათურა!!! დავიძახე მე, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყო, გავიქეცი მისკენ და ზურგზე შემოხტომა ვცადე, როგორც იმ ზღაპარშია, წიქარა. მაგრამ მერე გავაცნობიერე რომ ეს ძაღლი იყო და არ ღირდა.

მე ჰაერი ვიყავი, ვამბობდი მე ჰაერი ვარ! და ავფრინდი…

დასასრული

https://totartgirls.wordpress.com/2016/01/1...ცნებ/



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Jan 21 2016, 10:32 PM
Post #4


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 145
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
როგორ ხარ თიკო? გილოცავ მოგვიანებით შობა ახალ წელს.

ამ სტატიის სათაურში ნახსენებია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰალუცინატორი აიაჰუასკა, რომელიც შეიცავს ფსიქოდელიურ ნივთიერებებს.
აიაჰუასკა ზემოქმედებს ტვინის სამ სხვადასხვა ნაწილზე. იგი იწვევს ტვინის ნეოკორტექსის ჰიპერაქტიულად გახდომას. ნეოკორტექსი პასუხისმგებელია მოტორულ ფუნქციებზე, სენსორულ აღქმაზე, ცნობიერ აზროვნებაზე და ენაზე, ეს არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს შევიმეცნოთ საკუთარი თავი და მოვახდინოთ ინტერაქცია მსოფლიოსთან.
ინგლისურად Ayahuasca ესე ქვია. შეგიძლია მოიძიო ინფო ნეტ-ში. მოკლედ ადამიანს წარსულის ტრავმების გადატანაში ეხმარერბა, მაშინაც კი, როდესაც ტრავმები გადაზრდილია ფსიქიკურ დარვევებში. აიაჰუასკა ასევე ზემოქმედებს ამიგდალაზე, სადაც გრძელვადიანი მოგონებებია შენახული და ინსულაზე, ტვინის ნაწილზე, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ემოციურ იმპულსებსა და გადაწყვეტილების მიღებას.
ადამიანებმა რომლებმაც მოიხმარეს აიაჰუასკა აცხადებენ რომ გახსნეს მათი სულიერი დანიშნულება დედამიწაზე, სამყაროს ნამდვილი ბუნება, ასევე ღრმად განჭვრიტეს თუ როგორ არის შესაძლებელი იყვნენ უკეთესი ადამიენები. ეს დაინახა ბევრმა როგორც სულიერი გამოღვიძება და იგი არის ხშირად აღწერილი როგორც მეორედ დაბადება. დამატებით, ხშირად მოხსენიებულია რომ ცალკეული პირები გრძნობენ, რომ მათ გაზარდეს მისაწვდომობა მაღალ სულიერ განზომილებებზე და დაამყარეს კონტაქტი სხვადასხვა სულიერ თუ დამატებითგანზომილებიან არსებებზე რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ როგორც მეგზურებმა ან მკურნალებმა.
ეს არის ნაყენი რომელიც პერუელი შამანები აყენებდნენ და დღესაც აქტუალურია. ეს ენთეოგენური ნაყენი გაკეთებულია Banisteriopsis caapi -ს ლერწამისგან, ხშირად კომბინაციაში სხვადასხვა მცენარეებთან ერთად. სასმელი გამოყენებულია ტრადიციულ სულიერ მედიცინასა და ცერემონიებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 22 2016, 04:17 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



FERRE
გმადლობ. მე პირადად პირველად გავიგე ეს სიტყვა biggrin.gif
მსგავსი გამოცდილება სიზმრებში მეც მაქვს, მაგრამ ასეთ დამხმარე საშუალებებს არ ვიყენებ.
თუმცა რაღაც პრაქტიკები, რაც მიკეთებია, ალბათ იგივე ეფექტს იწვევს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს მდგომარეოაბ ბიოლოგიურ დონეზე აისახება ორგანიზმში. ცალკე არ არსებობს ეს სხეულები, ერთად მოქმედებენ. ასე რომ რა გზით მიაღწევ ამას, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს.
საქართველოში არაა ხელმისაწვდომი ეს საშუალებები, როგორც ვიცი. ასე რომ მეტი ვარჯიში და ტვინის ახდა გვიწევს, ვიდრე მექსიკელ შამანებს



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Jan 22 2016, 07:31 PM
Post #6


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 145
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

smile.gif მეც არასოდეს მქონია შანსი აიაჰუასკა გამესინჯა, თუმცა სიამოვნებით გავიდოდი სხვა განზომილებაში )))
ნარკოტიკები არ მხიბლავს, ერთადერთი მარიხუანას ვეწევი როცა კაი სიტუაციაში ვარ და მაგრად ასწორებს ხანდახან.
კი საქართველოში ნამდვილად ვერ ვიშოვით ) სამაგიეროდ მაგ ნაყენის გარეშეც შესაძლებელია ასტრალში მოგზაურობა (თურმე)
რაც მე არასოდეს განმიცდია sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 22 2016, 07:38 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



FERRE
სიზმარში შეიძლება მსგავსი გამოცდილების მიღება. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ როცა სისტემატურად აპრაქტიკებ სიზმარს, ცხადშიც ხდება მსგავსი მოვლენები, გასვლები. როცა ჩემს პრაქტიკებში აქცენტი მქონდა წინა ინკარნაციების ნახვაზე, ცხადშიც მედიტაციის დროს, ასევე სრულიად მოულოდნელად ვხედავდი რაღაც კადრებს სხვა ცხოვრებიდან. როცა ვაპრაქტკებდი ტელეპატიას, იყო მომენტები, როცა სხვადასხვა ადამიანებთან კონტაქტს ვამყარებდი.
ვერ ვიტყვი რომ მართლა წინა ცხოვრებას ვხედავდი, ან სივრცეში ვმოგზაურობდი, ისევე როგორც ვერ იტყვი დარწმუნებით რომ ჰალუცინაციების დროს რეალობას ხედავ, მაგრამ ეს რაც არის, ერთმანეთის მსგავსი სამყაროა და სხვადასხვა გზით ხდება იქ მოხვედრა.
ეს პრაქტიკები პირველ რიგში ცნობიერებას აფართოებენ, შემოქმედებით უნარს აღვივებენ, ჩარჩოებს ხსნის.. მოკლედ სასარგებლოა ადამიანისთვის, ვისაც სურს სამყაროს შეცნობა.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Jan 26 2016, 03:47 AM
Post #8


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 145
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ძალიან საინტერესოა თიკო. როგორ მაინტერესებს და მსურს მსგავსი გამოცდილება მეც მივიღო uraa.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 26 2016, 01:35 PM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ სიზმრების ავტორს მაგარი საინტერესო ხილვები აქვს
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 26 2016, 09:44 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



FERRE

მე რასაც ვაკეთებ, სხვისი შემუშავებული ტექნიკაა და აქ ვერ დავწერ.

სჭირდება სხვადასხვა ენერგეტიკული ვარჯიშების შესრულება, მედიტაცია, ყურადღების კონცენტრაცია სიზმარზე და იმ მოლოდინებზე, რასაც მისგან ელი. იქნება ეს სამყაროს შეცნობა, მასწავლებლებთან შეხვედრა, ინკარნაციების გახსნება, გაცნობიერება თუ უბრალოდ უცნაურ სამყაროში მოხვედრა. რაც უფრო კოკრეტულ მიზანს დაისახავ, მით უფრო ჩქარი და ზუსტი შედეგი გექნება.




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 26 2016, 09:47 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



FERRE
ასტრალის ტემაში ანოს ბოლო პოსტები ნახე. ეგ ტექნიკები სიზმრებსაც შეუწყობს ხელს და მეტსაც biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 2 2016, 10:23 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რას გვეუბნება ოსტატი (ხილვა)

/გიორგი პაპაშვილი/

ეს იყო ერთ-ერთი ჩემი მკვეთრი ხილვა და ამის საფუძველზე გადავწყვიტე დამეწერა, ხილვა ასე დაიწყო:

მივედი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც კრისტალების მაღაზია იყო. იქ ჩვენ უკრაინიდან ჩამოსულ სტუმარს უნდა დავხვედროდით. კრისტალების მაღაზია დაკეტილი იყო, რამოდენიმე წუთში გამყიდველი მოვიდა და კარები გააღო. ჩვენ შევედით და ვათვალიერებდით. ბევრი მინერალი იყო, ერთ-ერთი მრგვალი დამუშავებული კვარცი მომეწონა და ფასი ვიკითხე, რაღაც ძალიან ძვირი მომიხია. ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი მოვიდა, გაისმა ტელეფონზე ზარი, ინგამ გვითხრა – ამოდითო. ჩვენ შევედით მიხვეულ-მოხვეულ ჩიხში, მარცხნივ ბორდიურზე პარკით ლობიანი და რაღაც საჭმელები ეკიდა. ირგვლივ არავინ იყო, მე კი მშიოდა. კი გავიფიქრე ახლა ამას ავიღებ-მეთქი, ხელცარიელი ვიყავი. ცოტა უხერხული იყო.

ჩვენ ერთ-ერთ პატარა ერთ ოთახიან ბინაში შევედით, რომელშიც 50 ლარი გადაიხადეს. მაღლა, როგორც ჩანდა, პატრონი კიდევ ერთი სართულის დაშენებას აპირებდა. იქ შიგნით პატარა მაგიდაზე ვეგეტარიანული სუფრა იყო გაშლილი, ძირითადად ქალები ისხდნენ. ცენტრში კი ძველებური ტელევიზორი იდგა.

უკრაინელი სტუმარი მოვიდა, მან ოთახში მყოფნი თბილად მოიკითხა. თავიდან ამ პიროვნებამ გამაღიზიანა, მაგრამ შემდეგ მივხვდი რატომაც და მისდამი სიმპატიით განვეწყე. ჩვენ დავსხედით და მან მოგვიყვა თავისი ამბები. ჩართო ნოუთბუქი და გვიჩვენებდა ბანაკს, სადღაც ცივილიზაციისგან მოშორებულ ადგილას, სადაც ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ დაბანაკებულნი. იქიდან თბილი ვიდეო მივიღეთ მათგან, მოკითხვას გვიგზავნიდნენ.

შემდეგ ჩვენ ნელ-ნელა სუფრა დავასუფთავეთ საჭმლისგან და თვითოეულმა თავისი ამბავი მოყვა. ერთ-ერთმა ქალმა დაიწყო ამბის მოყოლა, თუ როგორ გარდაიცვალა მისი ახლობელი ადამიანი. ამას ძალიან ყურადღებით ვუსმენდი და შეგრძნება მქონდა, რომ ეს მომენტი უკვე მოხდა. სრულიად წარმოვიდგინე ეს ტრაგედია, თითქოს იქ ვიყავი: შინაგანმა ხმამ მიკარნახა, შენ არ წახვალ იქ, სადაც მიდიხარ! ის დღეს გარდაიცვლება. მას ხომ უბრალოდ გრიპი სჭირს, როგორ უნდა მოკვდეს, – ვიფიქრე მე.- რა სისულელეა და ამ ხმას ყურადღებას არ ვაქცევდი. თუმცა მაინც სადარაჯოზე ვიყავი, რაღაც უცნაური ხდებოდა ჩემს თავს. – შენ იცი რომ არ წახვალ! -გაიმეორა შინაგანმა ხმამ, – მოემზადე ამისთვის, ხვალ რომ ადამიანები მოვლენ და არ მოეწონებათ შენს ეზოში გაუკრეჭავი გაზონი! – მე მაინც გადავწყვიტე დარჩენა და ამ მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულზე არ წავედი (7 გზის ზეთისცხება).- ამბობდა ის. ავიღე გაზონის საჭრელი მაკრატელი და დავუყევი ბალახს. საქმე ძალიან გამიადვილდა, როცა ვიცოდი, რომ ეს არც თუ ისე ადვილი იყო. შემდეგ კი მის სახეზე რაღაც მოშავო აურა შევნიშნე, ვგრძნობდი რომ ამ ქვეყნიდან გასვლას აპირებდა და უცნაური იცით რა იყო? (ის ამ ქვეყნიდან გავიდა) ფანჯრებზე მფრინავი ჭიანჭველების მსგავსი არსებები მოგროვილიყვნენ, ძალიან უცნაური იყო, -ამბობდა ის. მე მივხვდი რომ ეს ოსტატის ნახელავი იქნებოდა და რომ ჩვენ მიტოვებულები არ ვართ, როცა გვგონია, რომ მიგვაგდეს. მე ვგრძნობ მის თანდასწრებას, როდესაც ყველაფერზე ხელის ჩაქნევა მინდება და იმედი მეწურება, როდესაც მიჭირს ფიზიკურად ან ავად ვარ.

შემდეგ ინგამ შემომთავაზა, რომ უკრაინელი სტუმრისთვის კითხვები დამესვა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ოსტატზე და როდესაც კითხვები თითქმის ამომეწურა, გამიჩნდა ერთი გიჟური კითხვა თავში – შესაძლებელი იყო თუ არა სული დაბადებულიყო მომავალში ან წარსულში?

პრინციპში, ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია! – თქვა უკრაინელმა სტუმარმა.

ჩვენ ვისაუბრეთ ეკლესიებში მსხვერპლშეწირვაზე. რომ ყველა ძალა აუცილებლად მომთხოვს ჩემთვის გაწეული სამუშაოს ანაზღაურებას და ეს შეიძლება იყოს თუნდაც ჩემი ენერგია. – არადა მე იმედი მქონდა, რომ არ მომთხოვდნენ, – ვთქვი მე. (მე ვიცოდი ეს, მაგრამ კითხვები მაინც მქონდა). გაგვიჩნდა კითხვა – რა ძალები იყვნენ ისინი, ვინც ეკლესიაში ადამიანებს სხვადასხვა სურვილებს უსრულებდნენ. სიტყვაზე – სამასი სანთლის დანთების საფასურად ან თუნდაც ცხოველის მსხვერპლშეწირვის დროს. მართლაც, რატომ სწირავენ ასე ხშირად მსხვერპლს? მან მითხრა, რომ იცნობდა ადამიანებს, ვისაც მსგავსი მოქმედების შემდეგ სურვილები უსრულდებოდათ და ასეთი ადამიანი ბევრი იყო. რა იყო ეს ძალა?

მე წაკითხული მქონდა ჯინების შესახებ და ჩემთვის ვფიქრობდი, იქნებ ეს გენიაა. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მოქმედებდა. მე გამახსენდა კიდევ მისი მონაყოლი ერთ-ერთ ჯადოქარზე (ვეძმა), რომლებიც რუსეთში უამრავია. მან თქვა, რომ ამ ძალებს ზოგჯერ ძალიან უცნაური და თავისებური წესები აქვთ, რომლის ახსნა ჩვეულებრივ მოკვდავს გაუჭირდება. მოკლედ, არსებობდა ერთ-ერთ სოფელში ერთი ჯადოქარი, რომელიც აპირებდა სიკვდილს, მას კი ქალიშვილი ყავდა. თურმე ჯადოქრების წესი ყოფილა, რომ სიკვდილის შემდეგ ეს ძალა თავის შვილს გადაეცემა და ეს ძალა მხოლოდ ქალებზე მოქმედებს. მოხუცს არ გაუმართლა, შვილმა უარი თქვა არსების მიღებაზე და მოხუცის სული სხეულიდან ვერ გამოდიოდა, ის იტანჯებოდა რაღაც დროის განმავლობაში. შემდეგ კი შეწუხებულმა ხალხმა გვერდით სოფელში სხვა ჯადოქარს მიაკითხეს რჩევისთვის, თუ რა უნდა ექნათ. ჯადოქარმა ურჩია რომ სახლისთვის სახურავი აეხადათ, სადაც “ტანჯული” იწვა და ეს უზარმაზარი ენერგია მხოლოდ ამის შემდეგ გავიდოდა. იცით შემდეგ რა მოხდა? ამას ჩემი თვალებით შევესწარი, სანამ სახურავი ბოლომდე არ ახადეს, იმ ქალის სული მანამდე ვერ გავიდა. ასეთია მათი კანონები!

როგორ დაუკავშირდეთ პირველყოფილ ენერგიას? მან მითხრა, რომ არსებობდა თავდაპირველად სიტყვა და სიტყვა იყო ბგერა, ჰარმონიული მუსიკა, რომლითაც გაჟღენთილია ნებისმიერი ქმნილება დედამიწაზე. შემდეგ იყო სინათლე, რომელიც მოდიოდა შემომქმედიდან. მე შემდგომში ვიგრძენი, რომ რაც მათ დანებების საშუალებას არ აძლევდა და მიტოვებულად არ აგრძნობინებდა თავს, ეს ის ენერგია იყო, რომელიც მუდმივად ახსენებდა მათ, რომ ეს ადგილი არ არის მათი ჭეშმარიტი ადგისამყოფელი. საერთოდაც, მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ისინი ჩემი ცხადი სიზმრის პერსონაჟები იყვნენ, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დააღწიეს თავი ტანჯვას და ნირვანაში გავიდნენ, ახლა კი უბრალოდ მათი აჩრდილები დარჩა დედამიწაზე.

ვკითხე, თუ რას გავდა განდობა. მან მიპასუხა, რომ განდობა შეგვიძლია შევადაროთ ამ ტელევიზორს. ტელევიზორში ჩვეულებრივ ანტენის და მომართვის გარეშე შიშინის ხმა ისმის, ის მოწყვეტილია მთავარ არხს. განდობა კი ეს არის სწორედ იმ არხზე დაყენება, ტელევიზორმა გამართულად რომ იმუშავოს, ოსტატი კი ხელოსანია, რომელიც ამ არხებს მართავს.

უკრაინელი სტუმარი რკინიგზამდე მივაცილეთ, მე მომწონდა ეს ადამიანი და ხილვაში გავაცნობიერე ეს უფრო უკეთ, ის სიკეთეს ასხივებდა. მატარებელი დაიძრა, ჩვენ კი სახლებისკენ გავეშურეთ.

https://totartgirls.wordpress.com/2016/02/0...83%A2%E1%83%98/




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 2 2016, 11:08 PM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://ka.wikipedia.org/wiki/აიაჰუასკა
აი თურმე biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Feb 14 2016, 02:11 PM
Post #14


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 145
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
სერიოზული ბალახია კი worthy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 14 2016, 03:26 PM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დამიჯერე, უბალახოდაც შესაძლებელია ხილვაც გქონდეს და სიზმარშიც დრო ატარო ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 18 2016, 12:26 PM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიზმარხილვებში არაორგანულ არსებებთან შეხვედრა გარდუვალია. ამავდროულად მათზე წარმოდგენები დღემდე იმდენად წინააღმდეგობრივია, იმდენ კამათს იწვევს, რომ მათზე წერის სურვილი ბევრს ეკარგება. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სწორედ არაორგანული არსებების თემა აძლევს ქრისტიანებს უფლებას, რომ ისაუბრონ ტოლტეკების ცოდნაზე, როგორც „სატანიზმის“, „ეშმაკებთან ურთიერთობის“ ნაირსახეობაზე, ხოლო მატერიალისტური ყაიდის რაციონალისტებს იმაზე, რომ კასტანედას პრაქტიკებს ჰალუცინაციებამდე და პარანოიამდეც კი მიჰყავს ადამიანი.

მოკავშირეები – ალექსეი ქსენძიუკი
(ფრაგმენტი წიგნიდან „ნაგუალის ხედვა“)
მთარგმნელი: მამუკა გურული
ორ ნაწილად:
http://www.blog.esoteric.ge/მოკა...ეი-ქს/

http://www.blog.esoteric.ge/მოკა...ი-ქს-2/


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 18 2016, 12:29 PM
Post #17


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://ayahuma.blogspot.com/2016/03/blog-post.html?spref=fb -გამოცდილება


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 18 2016, 12:30 PM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://ayahuma.blogspot.com/2016/02/n1.html -ჩანაწერი N1, მაგიური მოძრაობები და გარდასახვა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
zviiigo
post Apr 7 2016, 12:20 AM
Post #19


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 73
Joined: 28-May 13
Member No.: 7,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავწერო ჩემი გამოცდილება ? bf_nonew.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 7 2016, 08:26 PM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zviiigo
რატომაც არა.
მე პირადად უფრო მეტს ვიგებ ასე, ვიდრე წიგნებიდან


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 07:30 PM