IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ano
ano
post Mar 9 2018, 12:03 AM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით ყველას

ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის.
იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად,

მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 9 2018, 03:28 AM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,332
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



welcomeani.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Mar 9 2018, 08:04 AM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,943
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
l_daisy.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 28 2018, 04:21 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შინაგანი დიალოგი, შინაგანი კონფლიქტი, ყველაზე რთული, საშინელი რამ, საშინლად მტანჯველი ომი ჩემს შიგნით, ომი რომელსაც ვერ ვასრულებ. მუდმივი პრობლემა და უამრავი შინაგანი ხმა თუ აზრი ოპოზიცია და პოზიცია, რომლებიც ერთმანეთს ვერ უმტკიცებენ საკუთარ სიმერთლეს, ჭეშმარიტებას, რომ აი ასე უნდა მოიქცე იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადათწესია, ჩვენი რელიგია კულტურა ასეთია, ასე უნდა მოიქცე და საზოგადოებაში მიღებული იქნები, მეორე ხმა, მაგრამ მე ასე არ მინდა ვიცი რომ მიუღებელია ბევრისთვის რასაც ვაპირებ მაგრამ მე ასე მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ვაითუ ვერ გავუძელ საზოგადოებრივ აზრს ვაი თუ მართალი არიან, ასეც და ისეც რაც არ უნდა ვქნა, მაინც ვერ ვგრძნობ ბედნიერებას, თუნდაც აქამდე ხომ ისე ვიცხოვრე როგორც ჩემს გარემოს სურდა და რა ხეირი?
თუნდაც ახლა საზოგადოებისათვის მიუღებელი ნაბიჯი რომლის გადადგმასაც ვაპირებ, მაგასაც რა ხეირი ექნება, ამაოა ყოველივე, არც ისე არც ასე არაფერი. გადაწყვეტილების მიღებამდე ისევ შინაგანი კონფლიქტი, საინტერესოა რომელი მხარე გაიმარჯვებს, რომელმაც არ უნდა გაიმარჯვოს ვიცი რომ არცერთი არაა მნიშვნელოვანი, ტვინში კი საოცარი ქაოსია, როგორც უმეთაურო სახელმწიფოში უამრავი სულელი ამბიციური ეგოისტი. უამრავი სულელური იდეა, არაფრის მომცემი სამუშაოს კეთება და საოცრად დაღლილი სხული, რომელსაც უამრავი საქმის გაკეთებას ავალებენ ეს პატარპატარა ეგოისტური სურვილები.

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 28 2018, 11:07 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,943
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მემგონი ეგ ბრძოლები ყველას გვაქვს. რამდენი რამეა ამ საზოგადოებაში რაც არ არის ჩვენი და საზოგადოებრივი აზრის გამო ხარ მიჯაჭვული.
კარგი იქნებოდა შეძლებისდაგვარად მივყვეთ შინაგან ხმას, რომ ვიგრძნოთ შინაგანად სიხარული და არ გვენაღვლებოდეს ვინ რას იტყვის. რაც უფრო ჩაკეტილი საზოგადოებაა მით ძნელია ეს, რაც უფრო თავისუფალია საზოგადოება, მით ადვილია.

ერთ პატარა მაგალითს ვიტყი ჩემი იგივე მდგომარეობიდან, რასაც შენ აღწერ. მე როგორც ქართველი მინდოდა ყოველთვის(წარსულში) კარგი ჩაცმული ვყოფილიყავი და ა.შ. ჩემი ქმარი ბერძენია და ჩაცმა საერთოდ არ აინტერესებს, არ უნდა რა, რაც ყველაზე თავისუფალია ის უნდა რომ ეცვას, მე ამ ბოლო დროს მივედი მაგ დასკვნამდე, რომ არ უნდა ყარო ფული ტანსაცმელში, უბრალოდ გეცვას პრაქტიკულად რაც გსიამოვნებს, მაგრამ ვერ გადავედი საზოგადოებრივი აზრის იქით, მაინც ვიყიდი ჩავიცმევ, ხალხი რას იტყვის biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 29 2018, 12:55 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სწორად მიმიხვდი რასაც ვგულისხმობდი.
თან აქვე აღვნიშნავ რომ ეს ადამიანები იმიტომ გიშლიან რაღაც არ გააკეთო რომ ეს მათ ეგოს ურტყამს, მათ "ქართველობას" ვართმევ ქართველისათვის მიუღებელია, და არა იმიტომ რომ ჩემზე გული შესტკივათ, ეს უბრალოდ მათ ეგოს ძალიან ურტყამს.
ამდენი წლის მერე ხედავ რომ არანაირი სიყვარული და თანადგომა, და მაინც უნდა ვიზრუნო რომ არ ვაწყენიო ვინმეს.
აი ვაანალიზებ ვფიქრობ და ვხვდები რომ უნდა დავიკიდე ბევრი აზრი და იდეოლოგია და ეს საკმაოდ მძიმე დასამარცხებელია,
ეს საზოგადოებრივი აზრი რომ ქართველები ერთადერთები ვართ, რასიზმში გადასული ყველას მიმართ სიძულვილი რა უბედურებაა, ეს რაუბედურება ჭირს ამ საზოგადოებას? ეს ამხელა სიძულვილი განსხვავებული აზრის, რელიგიის, თუ ეროვნების მიუღებლობა,
არანაირი ტოლერანტობა და გაგება,
ისე კარგიცაა ამდენი ემიგრანტი რომ არის საქართველოდან წასული, იქნებ საზოგადოებრივი აზრი მიხვდეს, რომ ასე არ შეიძლება და სხვებიც ადამიანები არიან, სხვებსაც გული აქვთ და გრძნობები.

მომხრე ვარ ხალხთა შორის სიყვარულის, ტოლერანტობის, გაგების, მიღების, თანაგრძნობის, ერთიანობის, მიუხედავად ეროვნებისა, რელიგიისა, ორიენტაციისა, აზროვნებისა, მსოფლმხედველობისა, წარსულისა..

და კიდევ ვფიქრობ სკოლებში სასწავლო პროგრამა გადაიხედოს და მომავალ თაობებს ერთაშორის სიყვარული და ტოლერანტობა ისწავლებოდეს, ლიტერატურის სასწავლო მასალა გადაიხედოს, არ ვიფიქრებდი ამას თუ ვიტყოდი და აკაკის ბევრი თხზულება ხალხთა შირის სიძულვილს თესავს, თუნდაც ვიცი რომ ბევრი აფანატებს შედეგი სავალალოა,

მე ამ ყველაფერს საკუთარ თავში ვებრძვი, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის არსებობას ვერ უგულვებელვყოფ ფაქტი სახეზეა.

ვუსურვებ საკუთარ თავს სიძლიერეს, რომ ეს ყოველივე გადავხარშო
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 29 2018, 02:01 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,864
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
ყველა უბედურება მოდის არაჯანსაღი ეგოდან. ადამიანები, ოჯახის წევრები, ახლობლები ტანჯავენ საკუთარ თავს და ერთმანეთს სწორედ ეგოს გამო.
არადა, ხადახან ვფიქრობ, რომ რა ბედნიერი იქნებოდა ყველა, რომ მოიშორონ სტერეოტიპები, კომპლექსები და მისცენ ერთმანეთს ცხოვრებით დატკბობის საშუალება.
ერის ეგო კიდევ სხვა თემაა. ამიტომაცაა ასეთი შეუწყნარებლობა და აგრესია.
შინაგან ჭიდილში და საზოგადოებასთან ამ საკითხებზე ბრძოლაში რომ ატარებ დიდ დროს, სამწუხაროდ იმ შემოქმედებისთვის და იმ ენერგიის რეალიზაციისთვის დრო ცოტა გრჩება, რისთვისაც დაიბადე. სხვებიც არ დაბადებულან სხვების საწვალებლად, მაგრამ ცრუ მეს ტყვეობაში უჭირთ ამის გახსენება და გაცნობიერება.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 29 2018, 08:10 PM
Post #8


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი მართალია გეთანხმები ყველაფერში,
ერთი მომენტი ხშირად მაფიქრებს წლების წინ მეც ასე ვიქცეოდი, ისე შეუგნებლად განვიკითხავდი ხოლმე ადამიანს, ასე კი არა ისე უნდა მოიქცესთქო, ვინმე რამეს რო მომიყვებოდა იმწუთას ჭკუას დავარიგებდი ასე არ ქნა ისე ქენითქო, ანუ რჩევებს ვიძლეოდი იქედან გამომდინარე ჩემმამშობელმა რაც მასწავლა, იმას კიდე მისმა მშობელმა და ასე თაობიდან თაობა და ზოგადი აზრი მაგრამ არა ჩემი პირადი, ასევე მე არ ვითვალისწინებდი რომ მოსაუბრე დგას დილემის წინაშე და ეს მისი ბედი და მისი გადასაწყვეტია, მე კი ასე უარო რჩევებს ვეუბნები, რამდენჯერ ჩავერიე უხეშად სხვების ცხოვრებაში, ისე რომ არანაირი შეგნება არ მქონდა, ახლა კი ვფიქრობ რომ ეს ჩემი "დახმარებები" უაზრობა იყო, ახლა კი ცხოვრბამ მე შემახვედრა ისეი გამოცდები და იმდენი შინნაგანი კონფლიქტები რომ ვხვდები, იმ ადამიანებს ვისაც მე "ვარიგებდი" მეტად შეგნებულნი აღმოჩნდნენ, ცხოვრებამ გამომატარა ის გზა საიდანაც ვხედავ სად დავუშვი შეცდომები, და ახლა სად უშვებენ სხვებიც იმავე შეცდომებს, ეს გა არ არის უმტკივნეულო, უამრავ დარტყმებს იღებს ჩემი ეგო,
ასე რომ შევხედო რომ ეს მტკივნეულია ეგოსათვის და არაფერი არაა აქ გარდა ცხოვრებისეული გაკვეთილისა კი, მაგრამ გვერდიდან ვერ ვუყურებ ჩემს თავს ძან როლებში ვარ შეჭრილი,

ეს შინაგანი კონფლიქტი ისეთი ძლიერია ჩემში რომ ძალიან მინდა აზრზე მოვიიდე, აქედან გამოვიდე და გავერიდო, რომ გამოვიდე ამ ფიქრების ქაოსიდან. ყველაზე მეტად ვიდრე როდესმე მინდა გამოვიდე და ვუყურო ცხოვრებას როგორც საინტერესო სიზმარს ან ფილმს.

ღმერთო ნეტა რატო დამჭირდა ასე რომ შემეტოპა ამ ჯოჯოხეთურ მდგომაეობაში,

ერთ დღესაც ბედნიერს გამეცინება ამ ჩემს პოსტებზე,
ძლიერი შინაგანი რწმენა მაქვს რომ რაღაც მნიშვნელოვანი სულ ახლოსაა და ვერ ვიჭერ უყურადღებობის გამო
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 29 2018, 10:23 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,943
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 29th April 2018 - 01:55 PM) *
ისე კარგიცაა ამდენი ემიგრანტი რომ არის საქართველოდან წასული, იქნებ საზოგადოებრივი აზრი მიხვდეს, რომ ასე არ შეიძლება და სხვებიც ადამიანები არიან, სხვებსაც გული აქვთ და გრძნობები.

მართალია, შენს ტყავზე რომ გამოცდი რასიზმს მერე უფრო სწორად მოიქცევი... ყველგანაა რასიზმი, მაგრამ ჩვენთან ამ ბოლო დროს არ მესმის კარგი ამბები. მე რომ წავედი საქართველოდან მაშინ არ იყო ასე ...
QUOTE(*ANO* @ 29th April 2018 - 01:55 PM) *
აკაკის ბევრი თხზულება ხალხთა შირის სიძულვილს თესავს

შეგიძლია მითხრა კონკრეტულად, რომელ თხზულებაზეა ლაპარაკი? მე ამდენი წლის მერე ცოტა არ იყოს დამავიწყდა კიდეც რაღაცეები...
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 29 2018, 10:33 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,943
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 29th April 2018 - 09:10 PM) *
ერთ დღესაც ბედნიერს გამეცინება ამ ჩემს პოსტებზე,
ძლიერი შინაგანი რწმენა მაქვს რომ რაღაც მნიშვნელოვანი სულ ახლოსაა და ვერ ვიჭერ უყურადღებობის გამო

ანო ყველაფერი კარგად ინება!!!

საქართველოშიც ყველაფრის შეცვლა შეიძლება, არიან ბევრი ადამიანები საქართველოში სწორი შეხედულებებითა და საქციელით. მთელი ამ ფორუმის ჩემი მეგობრები სწორად მოაზროვნეები არიან. ალბათ ბევრი სხვაცაა სწორედ მოაზროვნე. ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება საქართველოსათვის თუ მოვინდომებთ და თუ მართლა გვინდა რომ რამე შეიცვალოს. ჩვენ კარგად გვესმის წარმოდგენის ძალა, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად პრაქტიკები და წარმოვიდგინოთ უკეთესი საქართველო.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 30 2018, 01:53 PM
Post #11


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აკაკი ისე მაგალითად მოვიყვანე, და მასეთები იმ ეპოქაში სხვებიც იყვნენ, "ქართველობას" რომ ქადაგებდნენ,
მე ინფორმაციას აღვიქვამ ემოციურ პლანზე, მაგ ადამიანებს არ ვიცი რა დონეზე ქონდათ სულიერება, თუმცა მაღალი ინტელექტით ბევრი ფანატი ყავთ, ზოგადად ემოციურ პლანზე ავიღოთ ბაშიაჩუკი, რას იწვევს გრძნონენით, მაღალ ეროვნულ "სულისკვეთებას", და ცხოველური განვითარების ფსიქოტიპებში სიძულვილს უცხო ერისადმი და ავიწყდებათ რომ ეს ისტორიული ნაწარმოებია და აზროვნებით ჩარჩნენ წარსულში, ცხოვრება მიედინება ახალი გამოწვევებით ახალი რეალობით, გონება კი დაბოღმილი გაიჭედა სადღაც წარსულში და რეალობას ვეღარ აღიქვამენ, პლიუს აკაკის ნაწარმოებებს ახასიათებს მაღალი ემოციური გრძნობების აფორიაქება, ამ ემოციურ ფონზე კი ადამიანთა უმეტესობა საღ აზრს ვერ ინარჩუნებს, პირადი გამოცდილებით ვამბობ რომ მე მაგ ნაწარმოებმა დამიტოვა იმ დამპყრობელთა სიძულვილი. სიძულვილი კი არაა კარგი მასწავლებელი. დრო იცვლება, რეალობის აღქმა ვერ ხერხდება,
რაც შეიძლება მოკლედ შევეცადე იმ ემოციური ინფორმაციის სიტყვებად აღწერას რაც ბევრს აზრადაც შეიძლება არ მოდის, თუმცა ქვეცნობიერში ეს ყველას აქვს და ის მუშაობს, გაუცნობიერებლად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 30 2018, 02:04 PM
Post #12


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(earth @ Apr 29 2018, 10:33 PM) *
ano

ანო ყველაფერი კარგად ინება!!!

საქართველოშიც ყველაფრის შეცვლა შეიძლება, არიან ბევრი ადამიანები საქართველოში სწორი შეხედულებებითა და საქციელით. მთელი ამ ფორუმის ჩემი მეგობრები სწორად მოაზროვნეები არიან. ალბათ ბევრი სხვაცაა სწორედ მოაზროვნე. ჩვენ შეგვიძლია რაღაცის გაკეთება საქართველოსათვის თუ მოვინდომებთ და თუ მართლა გვინდა რომ რამე შეიცვალოს. ჩვენ კარგად გვესმის წარმოდგენის ძალა, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად პრაქტიკები და წარმოვიდგინოთ უკეთესი საქართველო.


კი შეიძლება შეცვლა, და ისიც ვიცი რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს, ვიცი რომ ამ ფორუმზე და ფორუმელებს ეს პრობლემა არ აქვთ,
მაგრამ მე მაქვს და პლიუს დაემატა ამ ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტები, რომლებზეც ფეისბუკზე ბევრი ისევ იგივეს მღეროდა რომ ქართველობას გვართმევენ, ფერადკანიანებზე იყო მაგრამ ეს ისე აიტაცა საზოგადოებამ და ისე უჭერდნენ მხარს ერთმანეთს რომ ასეთი რაღაცეების წაქეზება სახიფათოა, ქართველ მამაკაცთა ფსიქიკა ძალიან ფეთქებადია, (არ ვამბობ ამ ფორუმელებზე) უბრალოდ საშუალო არითმეტიკული მომყავს, და მათ არ ჭირდებათ კიდევ ცეცხლზე ნავთის დასხმა.
ამ ცხოველური ფეთქებად საშიში ბუნებისათვის წითელი ნაჭრის ფრიალი არაა საჭირო, საზოგადოება უნდა მიხვდეს რომ ყველა ადამიანია, ყველამ ნერვები მოთოკოს და პატივი სცეს სხვათა უფლებებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Apr 30 2018, 05:13 PM
Post #13


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
არ შეგეზაროს წაიკითხე. smile.gif

http://planet-today.ru/novosti/obshchestvo...ealnost-ili-mif

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 30 2018, 05:17 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,943
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოდნის დაბალი დონეა და ეკლესიაც თავის ეგრეგორში აქცევს მაგ ადამიანებს. ეკლესიის ეგრეგორი სიყვარულის ეგრეგორი უნდა იყოს წესით მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იგრძნობა, რადგან სიძულვილია ხალხში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 30 2018, 07:42 PM
Post #15


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(INVICTUS @ Apr 30 2018, 05:13 PM) *
ano
არ შეგეზაროს წაიკითხე. smile.gif

http://planet-today.ru/novosti/obshchestvo...ealnost-ili-mif


წავიკითხე, ზოგადი მიმოხილვაა, და ის რომ ეზოთერიის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ყველას სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სპეცეფექტები, კი მართალია, მეც ეს მიმართულება არა უფრო სისტემის მუშაობა მაინტერესებს, საკუთარი თავი გარემო, ურთიერთკავშირები, განთავისუფლების გზები ამ გავლენებიდან, ამჟამად კი ფაქტი არის ის რომ ეს კავშირები და გავლენები მოქმედებს.

რაც შეეხება იმას ცხოვრების რა ეტაპებზე აინტერესებთ ადამიანებს ეზოთერიკა, ეს არის მწვავე სიტუაციები და კრიზისები, როგორც პირად ასევე საერთო სოციალურ პოლიტიკური გაჭედვების ეტაპები, ესეც მართალია ზოგადად ასეა....

საერთო ჯამში ეს არის ტაროლოგი და იწვევს მოსწავლეებს ტაროს შესასწავლად. რაც შეეხება ტაროს არ ვიცნობ ამ სისტემას და ვერც კარგს ვიტყვი რამეს ვერც ცუდს, მაგები იყენებენ საკუთარი მისიის გასახსენებლადო გამიგია, წინა ირკანაციების გასახსენებლად და გზის გასაგრძელებლად, მაგრამ მე პირადად ტაროსთან შეხება არ მქონია, აზრს ვერ გამოვთქვამ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Apr 30 2018, 08:09 PM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(earth @ Apr 30 2018, 05:17 PM) *
ცოდნის დაბალი დონეა და ეკლესიაც თავის ეგრეგორში აქცევს მაგ ადამიანებს. ეკლესიის ეგრეგორი სიყვარულის ეგრეგორი უნდა იყოს წესით მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იგრძნობა, რადგან სიძულვილია ხალხში.


არ ვიცი ეგრეგორია ალბათ რომ ასე მარიენეტებივით არიან და აზროვნება არ აქვთ, საკუთარი აზრი არავის არ გააჩნია თითქმის, ერთი იტყვის და იმეორებენ ერთიდაიგივეს. ესაა საზოგადოებრივი აზრის შიში თუ რა დავარქვა კოლექტიური აზროვნება. ეკლესია ასწავლის სხვა რამეს აკეთებენ სხვა რამეს სიტყვები და საქმეები არ შეესაბამება ერთმანეთს.

ეს ადამიანების განკითხვაა, და საკუთარ თავს სულ იმას ვუმეორებ კი არადა შიგნიდან ყვირის რაღაც სანამ ვინმეს რამეს ვეტყოდე "ნუ განიკითხავ" აი ეს ხმა მუდმივად ყვირის ჩემში, და ერთვება ემპათია რომ სანამ ადამიანს რამეს ვეტყოდე მის ადგილას დავაყენო ჩემი თავი, მაქ კი უფლება მას რამე დავუშალო, მაქვს უფლება შევზღუდო მისი თავისუფალი ნება?
იმდენი დარტყმები მომაყენა ცხოვრებამ რომ ეს ხმა მუდმივად ყვირის ჩემში რომ მარტო ჩემი, მე, მარტო მე ასე მინდა არ არის. ეს არის უკუკავშირი, მივაყენებ ვინმეს ზიანს, მეც ცხოვრებისეული გარემოებები ანალოგიურ სიტუაციაში მაგდებს, საკმაოდ რთული სისტემაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Apr 30 2018, 10:12 PM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 30th April 2018 - 08:09 PM) *
იმდენი დარტყმები მომაყენა ცხოვრებამ

რაც აუცილებლად გაგაძლიერებდა, გაძლიერებას დათმენა მოაქვს, დათმენას კი მეტი ცოდნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Apr 30 2018, 11:35 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,943
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 30th April 2018 - 09:09 PM) *
"ნუ განიკითხავ"

მართალი ხარ ანო, მაგ ადამიანებს ეგ გზა აქვთ გასავლელი, ჩვენ ალბათ გავიარეთ წინა ცხოვრებაში. ალბათ კი არა,–თითქმის დარწმუნებული ვარ, რაღაც მაგეთით ვიყავი დაკავებული რომელიღაც წინა ცხოვრებაში. ანბერი ან მღვდელი ვიყავი, უფრო მგონია ბერი ვიყავი. ასეა, ადამიანმა ყველაფერი უნდა ისწავლოს, ადამიანმა კი არა და ჩვენმა დიდმა მემ. ასე რომ „ნუ გაიკითხავ“, მართლაც შეესაბამება ამ სიტუაციას. ნუ განიკითხავ და გიყვარდეს მხოლოდ როგორიც არის...

INVICTUS
QUOTE(INVICTUS @ 30th April 2018 - 11:12 PM) *
რაც აუცილებლად გაგაძლიერებდა,

good.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post May 1 2018, 10:31 AM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არა უშავს ეს ყოველივე იმიტომ ხდება რომ მე ჭკუა ვისწავლო, მთავარია მეც არ ავყვე ემოციებს ამ დროს ყველა რომ გაგიჟებულია.



Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post May 1 2018, 10:37 AM
Post #20


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან კარგია მედიტაცია ყოველგვარი სიხარულის თუ გასაჭირის ჟამს, რათა გავაანალიზოთ ამ გრძნობების რაობა და წარმავლობა. ძნელია დაჯდე და იმედიტირო როცა ძალიან რაიმე გიხარია ან გიჭირს მაგრამ თუ შეძლებ გაცილებით უკეთ გაანალიზებ რა ხდება ჩვენს თავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 26th May 2022 - 06:06 PM