Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მხატვრული ფილმები _ Matrix

Posted by: TeO Nov 23 2007, 12:29 PM

ph34r.gif The Matrix has you...



გადმოწერა თუ გინდათ –

http://www.avoe.ge/movies/one.php?mid=4483

Posted by: TeO Nov 23 2007, 12:39 PM

და ახლა ჩემი "მოკრძალებული" აზრი
"მატრიცას" ტრილოგიასთან (+ანიმატრიცა) დაკავშირებით smile.gif



Laie_61.gif ფილმ “მატრიცას” ჩემეული გაშიფვრას შემოგთავაზებთ:

მინდა მოკლედ დავწერო იმათთვის ვისაც ეს ფილმი არ უნახავს (ან მხოლოდ ნაწილი აქვს ნანახი), ”მატრიცა” შედგება სამი ნაწილისგან-სერიისგან, რომლებიც ჯამში ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. smile.gif

მოკლე შინაარსი: მთავარი პერსონაჟი - ხაკერი ნეო( ასევე შეიძლება გავიგოთ, როგორც neo –one –noe ) ეძიებს ჭეშმარიტებას, რომელიც იმ მომენტში ასოცირდება მორფეუსის მოძებნასთან.
ფილმში ყველა უმცირესი ნიუანსიც კი საყურადღებოა, მაგ: ინტერიერი, ნივთები...
სპეცეფექტებს ჩემი აზრით, მხოლოდ ის დატვირთვა აქვს, რომ დაასვენოს ტვინი საუბრებს შორის, რადგანაც მათში დიდი ინფორმაცია დევს და მათ გაგებას დრო - მცირე შესვენება მაინც სჭირდება! ერთჯერადი მოსმენით ვერ ჩაწვდები, რამდენჯერმე უნდა ნახო ფილმი.
ყველა პერსონაჟის სახელი ატარებს კონკრეტულ შინაარს და ხსნის მას. gossip.gif
მორფეუსის გამოჩენის შემდეგ ნეო ცხოვრებას სულ სხვა რაკურსიდან დაინახავს... შემდეგ კი როდესაც მას მესამე თვალი აეხილება ის თვალნათლივ ხედავს უარყოფით ძალას, რომელიც მუდმივად ებრძვის სინათლეს. მოწინააღმდეგე ძალა აგენტების სახითაა ნაჩვენები.
არის საინტერესო მომენტი, როდესაც ნეო კვდება და აღდგება - ახლად იბადება, ის სულ სხვა ადამიანია – ღმერთკაცი, მისთვის დროც სხვანაირად მოძრაობს ანუ მისი აზრია ჩქარი!!!!!!!ის აღარ არის დამოკიდებული სისტემაზე და არ ეშინია მისი - ის უფრო ძლიერია!!!!!!!!
ასევე სისტემისგან დამოუკიდებელი ხდება აგენტი სმიტი, რომელიც თან სდევს ნეოს, რადგან მის განადგურებაში ხედავს თავის მისიას. ...გამოდის ისე, რომ სმიტი ნეოს მეორე, განცალკევებული, ბნელი ნაწილია ..თავიდან ნეო მას ეწინააღმდეგება და ებრძვის, მაგრამ შემდგომ ის ხვდება, რომ სმიტს არ უნდა შეეწინააღმდეგოს, რადგან ის - ის თავადაა!!!

secret.gif არ არის მართებული ებრძოლო შენს უარყოფით მხარეს (ისე, როგორც ახლა ხდება - გაუცნობიერებლად), რადგან ის შენი ნაწილია და შენს სრულყოფასთან ერთად ისიც სრულყოფას განიცდის!
ბრძოლა არასწორი გამოსავალია, რადგან არცერთი მხარე არ რჩება მოგებული, მხოლოდ ჰარმონიით მიიღწევა შინაგანი მთლიანობა!!! ...არ გამიგოთ ისე, რომ ბრძოლის წინააღმდეგი ვარ, არა! მე ვიცი, რომ ის ადამიანებისთვის რაღაც მომენტამდე აუცილებელია! (გამონათქვამი - ცხოვრება ბრძოლაა, მათი კუთხიდან სწორია, მაგრამ ”ეს” ჩემთვის უკვე მიუღებელია... მე წინააღმდეგობაში კანონზომიერებას და პლიუსს ვხედავ, ხოლო ისინი კი მინუსად აღიქვამენ!..)
ეს თემა ”გმირში” ძალიან მაგრად არის გადმოცემული, როდესაც მეფეს გაუნათდება თავში და ჭეშმარიტებას ჩასწვდება. Laie_61.gif

უფრო გასაგები, რომ იყოს მაგ: უაზრობა იქნებოდა, ვთქვად გული გვაქვს ავადმყოფი და ცუდად ფუნქციონირებს, ავიღოთ და ამოვიკვეთოთ!.. ამით პრობლემის გადაწყვეტა აფსურდულია... მას მკურნალობა, გამოჯანმრთელება ესაჭიროება და არა ჩვენგან გამიჯვნა!!! გამიჯვნით ჩვენ (საზოგადოება) დიდ შეცდომას ჩავდივართ და ერთხელ შემცდარ ადამიანს (ქურდს ან სხვას...) ფაქტიურად ყველანაირ გზას ვუჭრით გამოსწორებისა და კეთილ გზაზე დაბრუნებისა!.. მერე კი გვიკვირს, თუ რატომ იზრდება კრიმინალი?!

...ჰოდა, როდესაც ეს გააცნობიერა ნეომ - გაბრწყინდა და ჰარმონია მოიპოვა საკუთარ თავში,.. ”შეიცან თავი შენი” -ეს მოახერხა!!!
..მან შეასრულა თავისი მისია!!!...... l_sunny.gif
ქრისტე და სხვა დიდი სულები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების მაგალითზე გვაჩვენებენ და გვასწავლიან, მაგრამ თუ გინდა გაუგო მათ ამისთვის საჭიროა მათ აზრებთან მიახლოება (რაც არ უნდა გაიჭიფხო და მოინდომო მაგალითისთვის პირველ საფეხურზე მდგომი ვერ მიწვდები მეოცე საფეხურზე მდგომს- უნდა გაიარო ის საფეხურები)
ეს ჩემი აზრები და პარალელებია და არ არის დოგმა!., ყველა ადამიანი ინდივიდია და აზროვნებით, მსოფლმხედველობით განსხვავდება ერთმანეთისაგან! მე უბრალოდ ჩემი აზრები გაგიზიარეთ ამ კინოსთან დაკავშირებით და მაინტერესებს თქვენზე რა შთაბეჭდილებას მოახდენს (ან მოახდინა) ეს ფილმი და როგორ გაშიფრავთ მას, იმედი მაქვს ათასჯერ უკეთესად yes.gif beerchug.gif

Posted by: Alpha Nov 24 2007, 01:34 PM

ვა რა საინტერესოა, ერთი დასასრულს კიდევ ერთხელ უნდა ვუყურო blink.gif

Posted by: Zet Nov 24 2007, 05:08 PM


Posted by: LeXo Nov 28 2007, 06:29 PM

ამ სცენას ვერ ვიხსენებ huh.gif

Posted by: TeO Nov 29 2007, 05:40 PM

ეს ჩემო ლექსო, მესამე სერიაშია- მანქანების ქალაქში, რომ მიემართებიან იქ!

Posted by: TeO Aug 26 2008, 10:49 PM

ara ra magari filmia! wink.gif

Posted by: სერაფიმი Jan 10 2009, 09:03 PM

კი, კარგი ფილმია, მხოლოდ გადატვირთულია სპეცეფექტებით და ზოგიერთ მაყურებელს უჭირს იმ აზრის ამოკითხვა , რაც ფილმში დევს

Posted by: blanca Jan 10 2009, 11:05 PM

ერთი წინადადებით შეგიძლიათ თქვათ ფილმის იდეა /აზრი?

მეორე წინადადებით თქვით რაარის მატრიცა
მადლობტ
smile.gif

Posted by: TeO Jan 10 2009, 11:18 PM

QUOTE(blanca @ 10th January 2009 - 11:05 PM) *
ერთი წინადადებით შეგიძლიათ თქვათ ფილმის იდეა /აზრი?

მეორე წინადადებით თქვით რაარის მატრიცა

blanca
ერთ წინადადებაში ამხელა ფილმის ჩატევა ძალიან რთულია..
იდეა-
ნეოს-რჩეულის მისიაა გადაარჩინოს სამყარო დაღუპვისგან! და ამ მიზნის მისაღწევად მან უნდა შეიმეცნოს საკუთარი თავი.. და როდესაც ამას მოახერხებს, მაშინ მისიასაც შეასრულებს.. და თვითონ "გადავა" სხვა საფეხურზე wink.gif

Posted by: ირმა Jan 11 2009, 12:04 AM

ეს ფილმი მეც ძალიან მომწონს.
მომწონს აზრი ფილმის. ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ადამიანები ბატარიები არიან სისტემისა, რომელიც სამწუხაროდ სიმართლესთან ახლოა და როგორც ფილმშია პირდაპირი მნიშვნელობით არ გვაქვს შეერთებული შნურები, რომ სისტემამ გვწოვოს, მაგრამ რაც უფრო ძლიერდება კაპიტალიზმი, მით უფრო ჩანს ადამიანის პირადი დათრგუნვა, თუ შევიწროვება.
პიროვნების ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ. აი,ერთი წინადადება ჩემი აზრით, რომელიც ამ ფილმის აზრია.

Posted by: Kaspar Hausser Jan 11 2009, 12:07 AM

QUOTE(ირინი @ 11th January 2009 - 01:04 AM) *
პიროვნების ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ



ვაუ... ანარქიას ქადაგებს ზნაჩიტ... smile.gif biggrin.gif biggrin.gif

p.s. არა მაქ ნანახი.. smile.gif

Posted by: ირმა Jan 11 2009, 12:17 AM

QUOTE(Kaspar Hausser @ Jan 11 2009, 01:07 AM) *
ვაუ... ანარქიას ქადაგებს ზნაჩიტ... smile.gif biggrin.gif biggrin.gif

p.s. არა მაქ ნანახი.. smile.gif

არა, ანარქიას არ ქადაგებს. მაგრამ ფილმში სისტემა ისეთ დონეზეა, რომ ანარქია აჯობებდა biggrin.gif

Posted by: blanca Jan 11 2009, 12:18 AM

QUOTE(TeO @ Jan 11 2009, 12:18 AM) *
blanca
ერთ წინადადებაში ამხელა ფილმის ჩატევა ძალიან რთულია..
იდეა-
ნეოს-რჩეულის მისიაა გადაარჩინოს სამყარო დაღუპვისგან! და ამ მიზნის მისაღწევად მან უნდა შეიმეცნოს საკუთარი თავი.. და როდესაც ამას მოახერხებს, მაშინ მისიასაც შეასრულებს.. და თვითონ "გადავა" სხვა საფეხურზე wink.gif


იდეის ჩატევა მინდა smile.gif

ყველა თავის იდეას ხედავს ალკბათ ამ ფილმში
საინტერესო იქნება ყველას იდეის მოსმენა smile.gif
აი ირმამაც საინტერესო აზრი თქვა


Posted by: blanca Jan 11 2009, 12:24 AM

კი, ესეა., რაც უფრო ძლიერდება სისტემა მით უფრო დათრგუნულია ადამიანი. სხვა რაარის კანონის უზენაესობა თუ არა ინდივიდის დათრგუნვა ? smile.gif
ყოვლისმხედველი თვალი უკვე ყველგან აფათურებს ხელს biggrin.gif

New World Order

Posted by: გაგა Jan 11 2009, 12:27 PM

აი ასეთი აზროვნება თუ არის თქვენთვის მისაღები : რომ ეს ცხოვრება არის სცენა, ჩვენ გვაქვს მოცემული თითოეულს როლი და ამ როლს ვთამაშობთ. არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი, არსებობს მხოლოდ აწმყო. ანუ ეს ცხოვრება არის სცენა, სცენის დაწყების წინ არაფერი არხდება. მხოლოდ დეკორაციაა. სცენის დამთვრების შემდეგ ისევ დეკორაცია და არაფერი არ ხდება. (ან შეიძლება დეკორაციაც არ იყოს, უბრალოდ სიცარიელე) არანაირი წარსული და მომავალი არ არსებობს არსებობს მხოლოდ აწმყო და ყველაფერი დანარჩენი ილუზიაა.... ან ადამიანის მიერ გამოგონებული, აი მაგალითად: ფაშიზმი, კომუნიზმი, ნაციონალიზმი და სხვა მრავალი "იზმი" გამოგონებულია და თავსმოხვეული, ტყუილი.






Posted by: Kaspar Hausser Jan 11 2009, 04:22 PM

გაგა


იმას ვუშვებთ რო შეიძლება ხანძარი გაჩნდეს და გადაიწვას სცენა?.. მაშინ რა ვქნათ?..

Posted by: blanca Jan 11 2009, 06:27 PM

QUOTE(გაგა @ Jan 11 2009, 01:27 PM) *
აი ასეთი აზროვნება თუ არის თქვენთვის მისაღები : რომ ეს ცხოვრება არის სცენა, ჩვენ გვაქვს მოცემული თითოეულს როლი და ამ როლს ვთამაშობთ. არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი, არსებობს მხოლოდ აწმყო. ანუ ეს ცხოვრება არის სცენა, სცენის დაწყების წინ არაფერი არხდება. მხოლოდ დეკორაციაა. სცენის დამთვრების შემდეგ ისევ დეკორაცია და არაფერი არ ხდება. (ან შეიძლება დეკორაციაც არ იყოს, უბრალოდ სიცარიელე) არანაირი წარსული და მომავალი არ არსებობს არსებობს მხოლოდ აწმყო და ყველაფერი დანარჩენი ილუზიაა.... ან ადამიანის მიერ გამოგონებული, აი მაგალითად: ფაშიზმი, კომუნიზმი, ნაციონალიზმი და სხვა მრავალი "იზმი" გამოგონებულია და თავსმოხვეული, ტყუილი.



ჩემ აზრებს ამბობ
აწმყო არსებობს მხოლოდ. წარსული მომავალი ადამიანის მოგონილია
დანარჩენი მეზარება

Posted by: TeO Jan 14 2009, 01:14 PM

მე ესეც მეზარება sticktongue.gifbiggrin.gif

საერთოდ დრო არის ილუზია wink.gif ......

ახლა მატრიცის ნახვაც მეზარება! laugh.gifbiggrin.gifbiggrin.gif

Posted by: TeO Feb 5 2009, 04:58 PM

მატრიცაზე თემა ვნახე გხსნილი მეგობარ ფორუმსა შინა - http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=3833&hl=

ხოდა მანდ ოკიჩას დაპოსტილს ციტატით მოვიყვან (იმედია არ გეწყინება rolleyes.gif )

QUOTE
http://bin.ge/file/4503/08---------------.mp3.html
ტაკს ესე იგი ესაა რუსი ღვთისმეტყველის ანდრეი კურაევის მიერ მატრიცის განხილვა. საინტერესო რაღაცეები არის მაგრამ მოჯნა ი ლუჩშე ... მაინც გადმოწერეთ


გადმოვწერე და ვუსმენ და..ვიფიქრე იქნებ თქვენც დაგაინტერესოთ-თქო smile.gif)

Posted by: okicha Feb 6 2009, 12:38 AM

TeO

QUOTE
მატრიცაზე თემა ვნახე გხსნილი მეგობარ ფორუმსა შინა - http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=3833&hl=

ხოდა მანდ ოკიჩას დაპოსტილს ციტატით მოვიყვან (იმედია არ გეწყინება rolleyes.gif )
QUOTE
http://bin.ge/file/4503/08---------------.mp3.html
ტაკს ესე იგი ესაა რუსი ღვთისმეტყველის ანდრეი კურაევის მიერ მატრიცის განხილვა. საინტერესო რაღაცეები არის მაგრამ მოჯნა ი ლუჩშე ... მაინც გადმოწერეთ


გადმოვწერე და ვუსმენ და..ვიფიქრე იქნებ თქვენც დაგაინტერესოთ-თქო smile.gif)



ვაჰ გამშიფრეთ უკვე biggrin.gif აქ მარტლა შეიძლება ამ თემაზე სერიოზული საუბრარი. იქ ისე რა biggrin.gif ხოდა ეს ჩანაწაერი კაია რელიგიური კითხით განიხილავს მაგრამ არის სხვა მომებტებიც. ძალიან საინტერესო პარალელია ბუდიზმთან და მაიასთან. ნეოს და სმიტს რაც შეეხება ჩემი აზრით ცნობიერის და არაცნობიერის დამოკიდებულებაა. ანუ ერთიდაიგივე პიროვნებისთვის ნეო ცნობიერია სმიტი არაცნობიერი. სპეცეფექტებიც ძალიამ მაგარია და მე თუ მკითხავ სულაც არაა "ამოსასუნთქად" . იგი ადამიანის შინაგანი ცხოვრების და ნეოს დიდი მისიის შინაგან ბრძოლებს გამოხატავს . თან აღმოსავლური ბრძოლის ილეთებია და უდიდესი ენერგეტიკის. თუნდაც ის მომენტი ნეო რომ ეჩხუბება პიფიას მცველს და ბოლოს პიფიას მცველი აჩერებს და აუბნება შემოდიო. ნეო რომ კითხავს რატომ მეჩხუეო, ადამიანის ხასიათის გამოცნობა ბრძოლის დროს შეიძლებაო (მე მაპატიეთ ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენ.

Posted by: TeO Feb 8 2009, 01:00 PM

QUOTE(okicha @ 7th February 2009 - 02:38 AM) *
ერთი იდეა მაქვს. ხო არის კინოთეატრები 10 კაცი რო შედის. ხოდა წავიდეთ და მატრიცას ვუყუროთ და თან გავარჩიოთ მაგარი მურამი აქვს. უცბათ სხვადასხვა აზრები რო იჩითება

okicha
ეს კარგი იდეაა wink.gif
პრინციპსჰი თუ ხალხი შეგროვდ ადვილია მაგი smile.gif კინოთეატრი ამარკორდი რომ არის მანდ შეგვიძლია შევუთანხმდეთ და ვუყუროთ! კაცი 3 ლარი ჯდება, მეტი არა smile.gif

შენ რას იტყვი?

Posted by: okicha Feb 8 2009, 11:26 PM

TeO

QUOTE
QUOTE(okicha @ 7th February 2009 - 02:38 AM) *
ერთი იდეა მაქვს. ხო არის კინოთეატრები 10 კაცი რო შედის. ხოდა წავიდეთ და მატრიცას ვუყუროთ და თან გავარჩიოთ მაგარი მურამი აქვს. უცბათ სხვადასხვა აზრები რო იჩითება

okicha
ეს კარგი იდეაა wink.gif
პრინციპსჰი თუ ხალხი შეგროვდ ადვილია მაგი smile.gif კინოთეატრი ამარკორდი რომ არის მანდ შეგვიძლია შევუთანხმდეთ და ვუყუროთ! კაცი 3 ლარი ჯდება, მეტი არა smile.gif

შენ რას იტყვი?


მე თანახმა ვარ მაგრამ მითხრეს უკვე მრავალჯერ გადაღეჭილიაო.

Posted by: TeO Feb 9 2009, 07:47 AM

QUOTE(okicha @ 9th February 2009 - 12:26 AM) *
მე თანახმა ვარ მაგრამ მითხრეს უკვე მრავალჯერ გადაღეჭილიაო.

პრინციპში მეც იმ რიცხვს ვეკუთვნი biggrin.gif ანუ მეც ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი და ჩემთვისაც გადაღეჭილია ეგ თემა, მაგრამ შენ თუ გინდა და იპოვი ისეთ ხალხს ვისთვისაც ეს თემა ჯერ ახალია- მაშინ ნამდვილად საინტერესო იქნება ყურებაც და გარჩევაც wink.gif

Posted by: Kaspar Hausser Feb 9 2009, 01:49 PM

მე არ მაქვს ნანახი "მატრიცა"

Posted by: TeO May 31 2009, 11:57 PM

Фильм рассказывает об одной очень старой и очень важной идее: не все является тем, чем кажется, но можно увидеть истинную суть вещей, если захотеть. Идея старейшая, но "Матрица" идеально ее выражает. Смазанный финал? Тоже смотреть надо. Нео говорит машинам: я могу бороться с вами, я освобожу этих людей и покажу им мир без вас, мир без границ, мир без контроля (перед этим показывается программа слежки, которая пытается отследить этот звонок, а затем внезапно возникает надпись "system failure" - Нео остановил ее). Затем он улетает: Нео - Избранный и он сделал свой выбор, выбор видеть истинную суть вещей и показывать ее другим. Это и есть важнейший момент. Просто многие склонны перегибать палку. Философия "Матрицы" проста, если на нее внимательно посмотреть, и смысл ее прост, если не искать ложных.


Posted by: TeO Jun 1 2009, 12:09 AM

There is no spoon!


Posted by: TeO Jun 1 2009, 12:23 AM

"Все, что имеет начало, имеет и конец".


Posted by: TeO Jul 13 2009, 09:41 AM

Neo wakes up >> http://www.youtube.com/watch?v=hMhNfNtKUUg&feature=related

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)