IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

35 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> წითელი ვარსკვლავი, დიდი მიწისძვა და პოლუსთა გადაწევა, (2012. part 2)
Emigranti
post Oct 26 2009, 12:05 AM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნაწილი I: უცნაური სიზმარი

ჩემი პირველი შეხება ამ თემასთან თხუთმეტიოდე წლის წინ, ძალიან მოულოდნელად და მოუმზადებლად ერთ-ერთ ქართულ დაბაში მოხდა.

მაშინ ჯერ ბავშვი ვიყავი. ზაფხულის არდადეგები მქონდა და დასავლეთ საქართველოში ვისვენებდი. იქ ერთი გოგნა გავიცანით. ჩემზე უფროსი იყო. სახელი ჩემდა სამწუყაროდ აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს კალადბურთელი იყო.
ერთხელ ბავშვები ერთად ვიჯექით ორღობეში და რაღაცაზე ვსაუბრობდით. უცბად ის გოგონა მეუბნება - ის ჩემი სიზმარი შენც მოგიყევი არა? - არა, რა სიზმარი, მე არაფერი ვიცი მეთქი. მას ძალიან უცნაური სიზმარი დასიზმრებია, რომელიც სიზმარსაც არ გავდა, არამედ უფრო ხილვას. მომიყევი თქო და აი რა მიამბო (როგორც ჩემს მეხსიერებას შემორჩა):

დაესიზმრა რომ ქუჩაში დადიოდა ერთ-ერთ ქართულ ქალაქში. ხალხი კი უცნაურად იდგა და ყველა ცას მიშტერებოდა. ცაში წითელი ვარსკვლავი მოჩანდა. ერთ კაცს უთქვამს მისთვის, ეს ვარსკვლავი იმას ნიშნავს, რომ წარღვნა იქნებაო. და მართლაც, ცოტა ხანში დაინახა, როგორ იძვრა მიწა და წყალი მოვარდა და ყველაფერი წალეკა და დაანგრია.

ამას იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მასზე რომ, როგორც მითხრა, როდესაც გაიღვიძა, გაოგნებული, ნახევარი საათი არ დგებოდა, იჯდა და მარტო სიზმარს იხსენებდა.

ჩემდა სამწუხაროდ მაშინ დეტალები არ ვკითხე და ეხლაც მისი მონაყოლიდან უკვე ბევრი რამ აღარც მახოვს. ასე რომ ბოდიშს გიხდით, რომ ამ ისტორიას ბევრი ნიუანსი აკლია. არადა ეხლა (უკვე) მაინტერესებს და ვნანობ.

თუ ვინმე იცნობთ მას, ან თუ თქვენ თვითონ გქონიათ ასეთი სიზმრები, რომელი წელიც არ უნდა იყოს კარზე, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ერთი პატარა პოსტი დატოვეთ.

ხოლო ჩემი დიდი ინტერესი ამ თემით და ამ სიზმრით არა თხუთმეტი წლის წინ, არამედ რამდენიმე თვის წინ, შემთხვევით დაიწყო. კალათბურთელი გოგონას სიზმარი კარგა ხნის მივიწყებული მქონდა, როცა ინტერნეტში ვბოდიალობდი და ამერიკულ ქალაქ როზუელთან მომხდარ, უფო-ს ავარიაზე სტატიას ვკითხულობდი. იქ ზოგიერთი ინფორმაციის წყაროდ ნახსენები იყო სხვა ვებ გვერდი, სახელად http://www.zetatalk.com. ამ გვერდის არსებობის შესახებ ადრეც ვიცოდი, მაგრამ სერიოზულად არ აღმიქვია და დიდ ყურადღებას არ ვაქქცევდი. ამჯერად შევიჭყიტე და გამაოგნებელი აღმოვაჩენა გავაკეთე.

როდესაც ამ გვერდზე პირველად მოხვდებით, გეგონებათ, რომ ის უფოლოგიას და უცხოპლანეტელებს ეხება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი მისი მთავარი თემა, მოსალოდნელი კატაკლიზმები და მათთვის მომზადების საშუალებებია. ეს გვერდი მოიცავს მოსალოდნელი მოვლენების კონკრეტული ქრონოლოგიას და მათგან თავის დაღწევისთვის საჭირო რჩევებს. არსებობს ასევე ქვეყნების სია, სადაც მითითებულია ამა თუ იმ რეგიონის სამომავლო ბედი (კატაკლიზმების თვალსაზრისით). მაგრამ ყველაზე საინტერესო იქ ჩემთვის აღმოჩნდა ის, რომ ეს კატაკლიზმები, მიწისძვრები, ყველა მოახლოებული გლობალური მოვლენები და პოლუსთა გადაწევაც კი, ერთი წითელი ვარსკვლავის მოახლოებას უკავშირდება. იგი იქ ნიბირუდ ანუ პლანეტა იქსად მოიხსენიება. აი მაშინ ამოტივტივდა მეხსიერებაში ის ზაფხულის არდადეგები და მონათხრობი სიზმარი.

მას მერე ხშირად შევდივარ ხოლმე ამ გვერდზე და იქ გამოქვეყნებული მრავალი ათასი სტატიიდან, (ჩემთვის საინტერესო) რამდენიმეს ვკითხულობ.


ნაწილი II: რას ველოდოთ კონკრეტულად

ალბათ იკითხავთ, რაო რას წერენ და ვითომ კონკრედულად რა იქნებაო? მოგიყვებით.

სანამ zetatalk.com-ზე შეხვიდოდეთ და კითხვას დაიწყებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ იქ დაახლოებიტ 29.600 გვერდია და ყველას წაკითხვას ალბათ აზრიც არ აქვს. მთავარზე უნდა შეჩერდე. ამიტომ აქ მეც მხოლოდ ძირითადს შევეხები.

ამ საიტის დამაარსებელი და რედაქტორი მართალია ერთი პიროვნებაა, ქალბატონი ნენსი ლიდერი (Nancy Lieder), მაგრამ ის თვითონ არაა ამ ინფორმაციების ავტორი. იგი ირწმუნება, რომ მის უკან ზეტები დგანან და ინფორმაციის ავტორებიც ისინი არიან. ზეტები, უცხოპლანეტელები არიან, ზეტა-რეტიკულის თანავარსკვლავედიდან. აქედან მათი სახელიც. მათი განცხადებით, ისინი დედამიწელთა მიმართ კეთილად განწყობილნი არიან, მაგრამ არსებობენ საპირისპირო განზრახვიანი უცხოპლანეტელებიც.

რაც შეეხება კატაკლიზმებს.
ზეტებმა განაცხადეს, რომ ისინი კონკრეტულ წელიწადს არ დაასახელებენ, მაგრამ გვეტყვიან მოვლენათა ქრონოლოგიას (იხილე ქვემოთ), რითიც ჩვენ თვითონ უნდა ამოვიცნოთ, რომ დიდი მიწისძვრა მოახლოებულია. ე.ი. საუბარია მოსალოდნელ უძლიერეს მიწისძვრაზე, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მიწისძვრა განაპირობებს დედამიწის ყველა შენობის და ნაგებობის (ზოგიერთი მთებისა და კლდეებისაც კი) ნგრევას. ასევე გამოიწვევს, სანაპირო რეგიონების ცუნამებით დატბორვასაც. ამიტომ ზეტები მათ, ვინც ზღვიდან 160 კმ რადიუსში და ამავე დროს ზღვის დონიდან 60 მეტრის ქვემოთ ცხოვრობს, ურჩევენ, რომ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. ასევე მოსალოდნელია ყველა ჩამქრალი ვულკანის ხელახალი ამოფრქვევა და შესაბამისი საფრთხეები. მაგრამ ეხლავე გეტყვით, რომ ნუ დაპანიკდებით, რადგან ზეტები ირწმუნებიან, თუ რჩევებს გავითვალისწინებთ, გადარჩენა უდაოდ შესაძლებელია.

აქ ჩნდება შეკითხვა - თვითონ იმ მიწისძვრას რაღა იწვევს? და თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამხელა მიწისძვრას, სწორედ ის წითელი ვარსკვლავი იწვევს, რომელიც ნელ-ნელა დეამიწას უახლოვდება. მალე იგი დედამიწას ჩაუქროლებს და თავისი, ბევრად უფრო ძლიერი გრავიტაცით, დედამიწაზე, დიდ ზემოქმედებას მოახდენს, რაც ამ კატაკლიზმებს გამოიწვევს.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ზეტები ირწმუნებიან, რომ კაცობრიბისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დიდი მიწისძვრა კი არ არის. არამედ ის რაც შემდეგ მოხდება. როდესაც აღარ იარსებებენ მაღაზიები, სუპერმარკეტები, საწყობები, გზები, იმპორტ-ექსპორტები, ელექტრო სადგურები და ა.შ. დაიწყება შიმშლობა. განსაკუთრებით ქალაქებში. და მათი ცნობით, კაცობრიობის უმეტესი ნაწილი სწორედ მაშინ დაიღუპება. ზოგი შიმშილობით, ზოგი სიცივით და ზოგიც დეპრესიით ამ ყველაფრის შემხედვარე. ე.ი მათი მტკიცებით მთავარი საფრთხე არის მოუმზადებლობა. ამიტომ ურჩევენ ხალხს დატოვონ ქალაქები, გადავიდნენ სოფლებში და დაიწყონ ავტონომიური მეურნეობა. ეს ნიშნავს რომ არაფერს ყიდულობ და ყველაფერს - პურიდან ტანსაცმელამდე - თვითონ ამზადებ. მათი მტკიცებით ფული გაუფასურდება. ყველაზე მდიდარი იქნება ის, ვისაც სახნავ სათესი მიწა და სუფთა წყალი ექნება.

სუფთა წყლის პრობლემა
წითელი ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებისგან შემდგარი მტვერი. როდესაც იგი დედამიწას ჩაუქროლებს, მართალია თვითონ არ შეეხება ჩვენს პლანეტას, მაგრამ შეგვეხება მისი მტვერის დიდი “სარტყელი”. დედამიწაზე გადმოიყრება წითელი მტვერი, რომელიც ჩაიყრება წყალსაცავებში, რაც სასმელ წყლებს დაწამლავს. ასეთი წყლის დალევა სასიკვდილოა. ამიტომ ურჩევენ ადამიანებს, მხოლოდ გამოხდილი წყალი სვან. ამისთვის უნდა მოამზადონ წყლის სახდელი მოწყობილობები. zetatalk.com-ზე წყლის სახდელი მოწყობილობათა აღწერილობაც კი არის.


ნაწილი III: მოვლენათა ქრონოლოგია

მოსალოდნელ მოვლენათა ქრონოლოგიის მოკლე შინაარსი კი ასეთია (თარგმანი ჩემია, ამიტომ შეცდომებისთვის მომიტევეთ):

1. რამდენიმე თვის მანძილზე დედამიწა იწყებს ე.წ. თრთოლას (wobble) [ეს კონკრეტულად როგორ შეიგრძნობა ჩემთვისაც გამოცანაა - მთარგ.]
2. შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დედამიწა დაიწყებს ნელ-ნელა გადახრას, სანამ მისი ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზის ჩდილში არ მოექცევა და ამის შედეგად დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარ სფეროში სამდღიანი ღამე დადგება, ხოლო სამხრეთში, კი სამდღიანი დღე.
3. ექვსი დღის განმავლობაში დედამიწა ეცდება ამ ჩრდილიდან გამოსვლას და გასწოერებას. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია მზე დასავლეთიდან ამოვიდეს.
4. დაიწყება დედამიწის ბრუნვის შენელება. ამას შეატყობთ იმიზე, რომ მზე უფრო გვიან ჩავა ვიდრე წესით, წელიწადის ამ დროს უნდა ჩასულიყო. როდესაც ეს განსხვავება საათებს შეადგენს, (უგვიანეს ეხლა) დროა დატოვოთ ყველა შენობა და უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლოთ.
5. დაახლ. 5,9 დღის განმავლობაში დედამიწის ტრიალი გაჩერდება. ამ ხნის მანძილზე არ დაღამდება და არ გათენდება. ზეტების განცხადებით დედამიწა კივილს დაიწყებს. ამ ხმას ყველა გაიგებს. ასევე გაიზრდება ვულკანური აქტივობა. დაიწყება წითელი მტვერის ცვენა.
6. 5,9 დღიანი პერიოდის ბოლოს, ერთი საათის განმავლობაში, დედამიწის ქერქი ასცდება მის ბირთვს და დაიწყებს მისგან დამოუკიდებელ სრიალს სხვა მიმართულებით. ამ დროს მოხდება გეოგრაფიულ პოლუსთა გადაწევა. სამხრეთ ამერიკა მოექცევა ჩრდილოეთში, ხოლო ინდოეთი გახდება სამხრეთ პოლუსი. ასევე ამოვარდება ურაგანისებრი ძლიერი ქარები.
7. ხოლო როდესაც ქერქი გაჩერდება (1 საათის შემდეგ) მოხდება ის დიდი მიწისძვრა, რომელიც ყველაფერს დაანგრევს. მიწისძვრები მანამდე წლებშიც მომრავლდება, მაგრამ ასეთი სიძლიერის მხოლოდ ერთხელ იქნება. ამის შემდეგ შეგიძლიათ თავშესაფრებიდან გამოხვიდეთ.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარუნო და პანიკაში არ ჩავარდე. ამიტომ ზეტები ადამიანებს ურჩევენ მიწისძვრის შემდეგ, აუცილებლად, რაიმე საქმით დაკავდნენ, რომ საპანიკოდ არ ეცალოთო.

ნაწილი IV: ტრანსფორმაცია მეოთხე სიმკვრივეში

ზეტების განცხადებით, ზემოთაღნიშნული კატაკლიზმების შემდეგ, დაგეგმილია დედამიწის და დედამიწელთა გადაყვანა ამჟამინდელი მესამედან, მეოთხე სიმკვრივეში.

სიმკვრივეები რა არის, ჩემთვისაც ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ შევეცდები ავხსნა. Zetatalk.com- ის თანახმად, ჩვენ, ადამიანები ვიმყოფებით მესამე სიმკვრივეში, მაგრამ არსებობს მატერიის უფრო ნაკლებად მატერიალური, ანუ ნაკლებად მკვრივი ფორმა, ე.წ. მეოთხე სიმკვრივე, რომელსაც ასევე რეალურად არსებობს. მატერიის ეს ორი ფორმა ერთმანეთთან კონტაკტში არ არის და შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას არსებობდენ, ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. მაგალითად ზეტები, სწორედ მეოთხე სიმკვრივეში ცხოვრობენ. ამ მომენტში ისინი შეიძლება ჩვენს ადგილას იდგნენ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დავინახავთ და ვერ შევეხებით, რადგან მათი სიმკვრივე უფრო მაღალია. მათთვის ჩვენი კედლები დაბრკოლება არაა და შეუძლიათ თავისუფლად გაიარონ მასში. თუ მათ სურთ, რომ დავინახოთ, ძალუწთ შეიცვალონ თავისი და თავიანთი ხომალდების სიმკვრივე და მაშინ გამოჩნდებიან ხოლმე ცაზე. ისინი მეოთხე სიმკვრივეში ისევე იბადებიან და კვდებიან როგორც ჩვენ. მაგრამ ამბობენ, რომ უფრო დიდხანს ცოცხლობენ. იქაც არსებობენ მეოთხე სიმკვრივის ცხოველები და მცენარეები, კვება, მონელება, ტკივილი, სიამოვნება და ა.შ. ამავე დროს არსებობს მათზე უფრო მაღალი, მეხუთე სიმკვრივეც, რომელსაც ისინი ვერ ხედავენ. პირველი და მეორე სიმკვრივე ცალკე არ არსებობს. მათში ცხოველთა (მეორე) და მცენარეთა (პირველი) დონე იგულისხმება. ასე ვთქვათ მათი სულის დონე.

როდესაც ზეტებს, მეოთხე სიმკვრივეში ჩვენი გადაყვანის თარიღზე ეკითხებიან, ისინი პასუხობენ, რომ ეს დრო არავინ იცის, რადგან იგი თვითონ ადამიანებზე, უფრო სწორედ, მათ სულიერ მზადყოფნაზეა დამოკიდებულო. როცა დეამიწის მოსახლეობის უმეტესობა აღარ იქნება ისეთი ეგოისტური, როგორც ეხლაა, მაშინ გადაგიყვანენო.


გაგრძელება იქნება...

მიმართვა მკითხველს:
თუ თქვენ წარსულში გაგჩენიათ დიდი სურვილი, მიატოვოთ ქალაქი და გადახვიდეთ საცხოვრებლად სოფელში; თუ თქვენ გაგიჩნდათ უცნაური ფორიაქი, შესაძლებელ მომავალ მოვლენებთან და კატაკლიზმებთან დაკავშირებით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს; თუ თქვენ გაქვთ სიზმრები დიდი მიწისძვრებისა და წარღვნის შესახებ, ან თუ თქვენ სიზმარში ამის შესახებ ვინმეს უყვებით, ან რაიმე ამდაგვარი, ეს ნიშნავს იმას, რომ კეთილმოსურნე არსებებმა მეოთხე განზომილებიდან, ძალიან დიდი პატივი დაგდეს, ქვეცნობიერ დონეზე პირადად თქვენთან დაამყარეს კონტაქტი (ცნობიერი კონტაქტები ძალიან იშვიათია) და ზემოთაღწერილი ინფორმაცია გადმოგცეს. ამის შესახებ თვითონ ზეტები წერენ. ამიტომ თუ თქვენ ანალოგიური რამ შეგემთხვათ ან ვინმეს იცნობთ ასეთი “გასაჭირით”, რომელი წელიც არ უნდა იყოს კარზე, გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ერთი პოსტი დატოვეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

ბეჭდვითი შეცდომებისა და არაპროფესიონალური თარგმანისთვის ბოდიშს ვიხდი. გამიხარდება თუ შემისწორებთ.

პატივისცემით
ემიგრანტი


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Oct 26 2009, 12:52 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
ვაუუ რამდენი გიწერია clap2.gif ისა ინდიგო ბავშვები გადავარჩებით? smile.gif მე 4 განზომილება ასევე ღმერთების განზომილება არისო და როგორ გგონიათ ზეტები ღმერთები არიან? აბა რა ვიცი შეიძლება კიდეც მაქვს დამყარებული კონტაქტი ასტრალში რა ვიცი ეხლა მე biggrin.gif ჩემი აზრით შენი მონაყოლი ლოგიკურათ შესააბამება და ყველა იმ ვერსიას რაც მანამდე წავიკითხე smile.gif ეს იგივეა ნიბირუზრ მაიას კალანდარის დამთავრებაზეა რომ არის ერთი ამბავი და 2012 წელზე ერთად შეკრიბო და დაწერე ზუსატად ასეთი რაღაც გამოვა smile.gif თუმცა ამ ნაწერს ვეთანხმები ლოგიკურად კარგადაა დაკავშირებული smile.gif
QUOTE(Emigranti @ 26th October 2009 - 12:05 AM) *
რომ კეთილმოსურნე არსებებმა მეოთხე განზომილებიდან, ძალიან დიდი პატივი დაგდეს, ქვეცნობიერ დონეზე პირადად თქვენთან დაამყარეს კონტაქტი (ცნობიერი კონტაქტები ძალიან იშვიათია) და ზემოთაღწერილი ინფორმაცია გადმოგცეს. ამის შესახებ

მაგნაირებს დიდი ხანია ვიცნობ მაგრამ არაფერი არ მამახსოვრდება და რა ვუყო biggrin.gif ისე საინტერესო ინფოა დიდი მადლობაა smile.gif


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Oct 26 2009, 12:54 AM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
welcomeani.gif ფორუმზე smile.gif


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Oct 26 2009, 06:31 AM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(moonbayer @ Oct 25 2009, 09:54 PM) *
Emigranti
welcomeani.gif ფორუმზე smile.gif

მადლობთ. smile.gif

QUOTE
ისა ინდიგო ბავშვები გადავარჩებით?
ამ ინდიგოს ბავშვების ტრენდს კრიტიკულად ვუყურებ. ჩემი აზრით მეორე ხარისხოვანზე კონცენტრირდებიან. რა არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი? ანუ როდესაც ადამიანი მოკვდება, რა დაითვლება? რამდენი ფული დააგროვა, რამდენი ნიჭი ჰქონდა, ჰქონდა თუ არა ზებუნებრივი შესაძლებლობები, იყო თუ არა ინდიგოს ბავშვი, ან ცნობილი ნათელმხილველი, ან იყო თუ არა ძალიან მომხიბვლელი, სტაბილური ოჯახით, ასეთი და ისეთი მეუღლით? არც ერთი! ყველაფერი ეს მეორეხარისხოვანია. დაითვლება მხოლოდ ადამიანთა რიცხვი, რომელთათვისაც მან რაიმე კარგი გააკეთა, რომლებზეც ზრუნავდა, სულ ცოტა, ფიქრობდა მაინც. პირველ რიგში ასეთი ხალხი გადარჩება. ხოლო თუ ვინმეს, ასე ვთქვათ, “სიცოცხლის წიგნში” მხოლოდ ერთი კაცი - ანუ თვითონ - წერია, ის ვერ ცხონდება.

ყველაზე მთავარია არ იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე. როგორც ზეტები ამბობენ ემსახურე სხვებს (Service to others) და ის ვინც სხვებს ეხმარება, მასაც დაეხმარებიან. ვინც სხვებს არ ივიწყებს, მასაც არ დაივიწყებენ მძიმე დროს. კეთილმოსურნე არსებები მეოთხე სიმკვრივიდან, პირველ რიგში სწორედ ასეთ ადამიანებს ეხმარებიან. ხოლო ეგოისტებს, მხოლოდ მათივე ნაირი ეგოისტი უცხოპლანეტელები ეხმაურებიან და “უძღვებიან”.

QUOTE
მე 4 განზომილება ასევე ღმერთების განზომილება არისო

თუ ღმერთებში მხოლოდ კეთილმოსურნე არსებებს გულისხმობ, მაშინ ეს მტკიცებულება მთლად სწორი არ გამოვა. zetatalk.com-ის თანახმად მეოთხე სიმკვრივეში (ქ-ნი ლიდერი მცნებას “განზომოლება” ერიდება), ზუსტად ისევე, როგორც ჩვენთან, არსებობენ როგორც კეთილი (Service to others entities) ასევე ბოროტი (Service to self entities) არსებებიც. ერთადერთი განსხვავება ამ მხრივ ისაა, რომ იქ, ჩვენგან განსხვავებით, არ არის შუალედური ხალხი. ე.ი. ისინი, ვისაც საბოლოო გადაწყვეტილება, ორიანტაციის შესახებ, ჯერ არ მიუღია (undecided entities).

QUOTE
და როგორ გგონიათ ზეტები ღმერთები არიან?

მე მაინც მიმაჩნია, რომ ღმერთი ერთია. ამდენად ჩემი აზრით ისინი, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ღმერთის მსახურები თუ იქნებიან.
smile.gif


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Oct 26 2009, 11:06 AM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
შეიძლება კიდევაც ერიდება მე 4 განზომილების თქმა მაგრამ მე 4 ხე სიმკვრივე და მე 4 ე განზომილება ერთი და იგივე არ არის ? თან სანამ ამას წავიკითხავდი მანამდე წავიკითხე რომ გადავალთ მეოთხე განზომილებაში რომელიც ღმერთების განზომილებაა.. აამას ხალხი უფრო ადრეც ამბობდა ეხლა მე სანამ წავიკითხავდი ამას მე ვიცოდი რომ მე 4 განზომილება ღმერთების განზომილებაა მაგრა ეხლა გამიჩნდა ლოგიკური კითხვა თუ ზეტებიც მე 4 განზომილებაში ცხოვრობენ არიან ისინი ღმერთები ადამიანებისთვის? და არ არის გამორიცხული რომ მაიას შეხება ჰქონდა მათთან და აღიქვამმდნენ როგორც ღმერთებს.. ხოლო ეხლა ყველაზე საინტერესო მაიას ტომი უვალოდ გაქრა :) და არ არსებობს იმი შანსი რომ ისინი ზეტებმა მე 4 განზომილებაში გადაიყვანეს ? :) მითუმეტეს ისინინ ასე თუ ისე განვითარებულები იყვნენ იმ დროისთვის ძალიან :)


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Oct 26 2009, 12:10 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti გამარჯობა
შენ რაც გაწუხებს და ეძებ, ანალოგიური თემა აგერ ალფამაც გახსნა 2 წლის წინ და 2012 წელი დაარქვა http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=91
გამოხმაურებებიც ბევრია.. wink.gif ალაბათ უკვე გაეცანი
და ზეტათოლქის საიტის მსგავსი მე ეს ვნახე >> http://2012god.ru/


ვისაც ინტუიცია შედარებით განვითარებული აქვს, მათთვის ყველა ეს მოსალოდნელი მოვლენა ნაგრძნობია და თუ გულს დაუჯერებს და ჯაფასაც არ დააკლებს, შესაბამის შედეგს მიიღებს ))


წარმატებები ყველა ჩვენთაგანს :*


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Oct 26 2009, 02:32 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა მარა მგონია რო ცოტა გაზვიადებული ყველაფერი)))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Oct 26 2009, 06:29 PM
Post #8


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(TeO @ Oct 26 2009, 09:10 AM) *
Emigranti გამარჯობა
შენ რაც გაწუხებს და ეძებ, ანალოგიური თემა აგერ ალფამაც გახსნა 2 წლის წინ და 2012 წელი დაარქვა http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=91
გამოხმაურებებიც ბევრია.. wink.gif ალაბათ უკვე გაეცანი
და ზეტათოლქის საიტის მსგავსი მე ეს ვნახე >> http://2012god.ru/
ვისაც ინტუიცია შედარებით განვითარებული აქვს, მათთვის ყველა ეს მოსალოდნელი მოვლენა ნაგრძნობია და თუ გულს დაუჯერებს და ჯაფასაც არ დააკლებს, შესაბამის შედეგს მიიღებს ))
წარმატებები ყველა ჩვენთაგანს :*

მადლობთ, აუცილებლად გავეცნობი. უკვე ვკითხულობ ნელ-ნელა. ძალიან საინტერესოა და აქ მართლა არის ბევრი ანალოგიური ინფორმაცია. მაგრამ ზეტათოლქ-ის განსხვავება ისაა, რომ ზეტები უარს აცხადებენ კონკრეტული თარიღის დასახელებაზე. არ ამბობენ, რომ ეს მაინცდამაინც 2012 წელს იქნება. ამავე დროს მოვლენები მკაცრად აქვთ გამიჯნული (ქრონოლოგიურად). დანარჩენ წყაროებში კი ყველაფერი მაინც უფრო ერთადაა მოთავსებული (დროში) -კატაკლიზმებიც,მეოთხე სიმკვრივეში გადასვლაც და ა.შ.

საუკეთესო სურვილებით
ემიგრანტი wink.gif


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Oct 26 2009, 07:07 PM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Zet @ Oct 26 2009, 11:32 AM) *
საინტერესოა მარა მგონია რო ცოტა გაზვიადებული ყველაფერი)))

გეთანხმები. დაუშვებელია ამ ინფორმაციას პრეტენზია ჰქონდეს აბსლუტურ სიზუსტეზე!

უფრო მეტიც, ზუსდად ამიტომ დავდე ფორუმზე, რომ კრიტიკულად განგვეხილა და დაგვესაბუთებინა, თუ რატომ შეძლება ყოფილიყო ესა თუ ის მომენტი საეჭვო.

გარდა ამისა, აქ საერთოდ არაა ნახსენები საქართველო. მე კი პირველ რიგში საქართველო მაინტერესებს. ამიტომ გთხოვთ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, ამ კუთხით, საქართველოს მომავლის შესახებ, აუცილებლად დადეთ.

საუკეთესო სურვილებით
ემიგრანტი smile.gif


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Oct 26 2009, 07:20 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Emigranti @ 26th October 2009 - 07:07 PM) *
უფრო მეტიც, ზუსდად ამიტომ დავდე ფორუმზე, რომ კრიტიკულად განგვეხილა და დაგვესაბუთებინა, თუ რატომ შეძლება ყოფილიყო ესა თუ ის მომენტი საეჭვო.

გარდა ამისა, აქ საერთოდ არაა ნახსენები საქართველო. მე კი პირველ რიგში საქართველო მაინტერესებს. ამიტომ გთხოვთ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ, ამ კუთხით, საქართველოს მომავლის შესახებ, აუცილებლად დადეთ.

საქარЕველოზე მეც მაინტერესებს და ასეთ ინფორმაციაზე ყურადღებას ვამახვილებ, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი ჯერ არ გამიგია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ საქართველო ხვთისმშობლის წილხვედრია და მალე გაბრწყინდება-გამთლიანდება.
smile.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Oct 26 2009, 09:45 PM
Post #11


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(moonbayer @ Oct 26 2009, 08:06 AM) *
Emigranti
შეიძლება კიდევაც ერიდება მე 4 განზომილების თქმა მაგრამ მე 4 ხე სიმკვრივე და მე 4 ე განზომილება ერთი და იგივე არ არის ?


კი ალბათ ერთი და იგივეა. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ზეტათალქ-ზე მცნებას "გამზომილება" ვერ შეხვდებით. ქალბატონ ნენსი ლიდერს მიაჩნია, რომ სიტყვა "სიმკვრივე" კარგად აღწერს ამ მოვლენას. ერთი რამ უფრო მკვრივია, მეორე კი ნაკლებად მკვრივი, ე.ი. სხვა სიმკვრივეა. ნაკლებად "განზომილი" რაღაც არ გამოდის.

თუმცა ალბათ მაინც გემოვნების ამბავია რას უწოდებ. wink.gif


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Oct 26 2009, 10:03 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
გეთანხმები, მაგრამ რაზე უნდა ვიმსჯელოთ?რა უნდა დავასაბუთოთ? ეს იმნაირი თემაა სადაც შეიძლება შემოიტანო ახალი ინფორმაცია.. მაგრამ მსჯელობა, და დასაბუთება უაზრობად მიმაჩნიაsmile.gif მაგრამ ეს ჩემი აზრია smile.gif


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Oct 26 2009, 11:03 PM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(moonbayer @ Oct 26 2009, 07:03 PM) *
Emigranti
გეთანხმები, მაგრამ რაზე უნდა ვიმსჯელოთ?რა უნდა დავასაბუთოთ? ეს იმნაირი თემაა სადაც შეიძლება შემოიტანო ახალი ინფორმაცია.. მაგრამ მსჯელობა, და დასაბუთება უაზრობად მიმაჩნიაsmile.gif მაგრამ ეს ჩემი აზრია smile.gif

ჰო, დასაბუთება ალბათ ცოტა მოუხერხებელი სიტყვა იყო. მხედველობაში მქონდა ზუსტად იგივე რასაც შენ ამბობ. რომ მოვიყვანოთ სხვა ინფორმაციის წყაროები, სადაც ანალოგიურზეა საუბარი, მაგრამ სხვა სახით. სხვადასხვა წყაროებიდან მოსული ინფორმაციის შედარებით, შესაძლებელი ხდება მათი სანდოობის კრიტიკულად განხილვა და გაზვიადებების გაბათილება. მაგალითად სახარებისეულ ტექსტთან, ან ნოსტრადამუსის პროგნოზებთან ან თუ გინდ შენი ნაცნობების ხილვებთან შედარებებით. აი ამს ვგულისხმობდი, თორემ მეცნიერული საბუთი ამაზე რათქმაუნდა არასოდეს იარსებებს. wink.gif

გარდა ამისა ეს ინფორმაცია ზოგადია, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიხილება. თორემ საქართველოს მასშტაბით ეს ყველაფერი შეიძლება სრულიადაც არ იყოს ამდენი "ქარბუქით" აღსავსე. ამიტომ კარგი იქნებოდა თუ ინფორმაციებს საქართველოს შესახებაც დავდებდით.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Oct 27 2009, 08:53 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti welcomeani.gif
მეც მივესალმები ამ ახალ თემას და საინტერესო დისკუსიას, რომელიც ამ თემაში დაიწყო.
ამ საკითხების ირგვლივ, მჯერა სახარების, რომ იმ დროზე არავინ იცის, არამედ მხოლოდ მამამ.
ამ ბოლო წლებში ინტერნეტის საშუალებით ძალიან გავრცელდა საუბრები სხვადასხვა სახის მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. ხანდახან აზრად მომსვლია, რომ იქნებ ეს ყველაფერი სპეციალურად ხდება, იქნებ ვიღაცა „დიდს“ აწყობს წარმოიქმნას ერთი აზრი, ერთი რწმენა, ერთი ფიქრი ადამიანებში... და თუ ეს ფიქრი მართლა გაძლიერდა, ხორცს შეისხამს და მართლა ნანგრევები დაგვეცემა თავზე. თუმცა მაქვს მეორე აზრიც,– „ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდებიან და ფოთლებს მოისხამენ, იცით, რომ ახლოა ხაფხული“ ,– ანუ ის მინდა ვთქვა, რომ თითქოს მართლა ბევრი რამეა შეცვლილი. ადამიანია მთლიანად შეცვლილი. შინაგანი გრძნობები ადამიანებში არის მთლიანად ქვად ქცეული, სიყვარულის გრძნობაა უმრავლესობაში მთლიანად დაკარგული. სამწუხაროდ ნიშნები თითქოს ჩანს კიდეც იმისა, რომ რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც უნდა შეიცვალოს. თუმცა ნუ დაგვავიწყდება რომ ადამიანებში ყოველთვის იყო ეს ფიქრი, მეორედ მოსვლა, ყველაფრის განადგურება და სხვა. ათასი წლის წინ ადამიანებს იგივე მოლოდინი ჰქონიათ და არ გაუმართლათ. თუ არ ვცდები „კაცია ადამიანში“ არის აღწერილი ერთი საუბარი, რომ დედემიწა ხარის რქებზე ყოფილა და ამ ხარს ერთი რქა მოსტეხია, ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ სახის მისტიური ფიქრები ყოველთვის იყო ადამიანში და ახლაც არის.

ისე მე მინახია სიზმარი მრავალი წლის წინ თბილისში, თითქოს ვულკანს უნდა ამოეხეთქა და არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი და მოსალოდნელი ვულკანის მოლოდინში ოთახიდან ოთახში დავრბოდიsmile.gif არ ვიცი მაშინ შეიძლება ჟიულ ვერნის პირველ ტომს ვკითხულობდი, შეიძლება არა, არ ვიცი biggrin.gif




--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Oct 27 2009, 11:00 PM
Post #15


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირმა @ Oct 27 2009, 05:53 PM) *
ისე მე მინახია სიზმარი მრავალი წლის წინ თბილისში, თითქოს ვულკანს უნდა ამოეხეთქა და არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი და მოსალოდნელი ვულკანის მოლოდინში ოთახიდან ოთახში დავრბოდიsmile.gif არ ვიცი მაშინ შეიძლება ჟიულ ვერნის პირველ ტომს ვკითხულობდი, შეიძლება არა, არ ვიცი biggrin.gif


მადლობთ შენი პოსტისთვის.


ჰო, ეს რა თქმა უნდა, შეიძლება უბრალოდ ჟიულ ვერნის გავლრნა იყო, მაგრამ შეიძლება წინათგრძნობაც.

ბავშვებს, საერთოდ, ძლიერი კავშირი აქვთ ქვეცნობიერთან და ასევე ძლიერი ინტუიციაც. ხილვების უმეტესობა ადამიანებს ძირითადად ბავშვობაში აქვთ. თუმცა სპეკულაციას არ დავიწყებ. ასეთი სიზმრის შესახებ სხვებისგან არ გამიგია.

საპანიკოდ არ ვამბობ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ზეტები ვულკანურ საფრთხეებზეც წერენ. თითქმის ყველა ვულკანი, რომელიც ბოლო 10 000 წლის მანძილზე ამოფრქვეულა, ისევ ამოიფრქვევაო. მაგრამ არ შეგეშინდეთ. ყველა კატაკლიზმი აცილებადია თუ გაითვალისწინებ. თან საქართველოში არც ისე ბევრი ვულკანია, აგერ ინდონეზიელებმა ან ამერიკელებმა იკითხონ: http://www.volcano.si.edu/world/find_regions.cfm

საქართველოში არსებული ჩამქრალი ვულკანების სია აქაა:
http://www.volcano.si.edu/world/region.cfm?rnum=0104 (გვერდი zetatalk.com-თან არანაირ კავშირში არაა)


საუკეთესო სურვილებით
ემიგრანტი smile.gif


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Oct 28 2009, 04:47 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Emigranti @ 28th October 2009 - 12:00 AM) *
ბავშვებს, საერთოდ, ძლიერი კავშირი აქვთ ქვეცნობიერთან და ასევე ძლიერი ინტუიციაც. ხილვების უმეტესობა ადამიანებს ძირითადად ბავშვობაში აქვთ. თუმცა სპეკულაციას არ დავიწყებ. ასეთი სიზმრის შესახებ სხვებისგან არ გამიგია.


100%-ით გეთანხმები. პირადად მე, ადრე უფრო მეტი იყო შემთხვევა რომ სიზმარი მისრულდებოდა, ასევე წინათგრძნობაც ძლიერი მქონდა.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Simulated
post Oct 29 2009, 03:31 AM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 716
Joined: 4-October 09
Member No.: 6,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რამდენიმე კვირის წინ მქონდა ერთ ღამეში ორი აპოკალიფსური და ერთი აპოკალიფსის მერენდელი სიზმრები )))
ანუ პირველში მახსოვს გავიხედე აივნიდან და დავინახე უდიდესი ბურთი ცაზე და ვიგრძენი როგორ იწყებოდა მასობრივი პანიკა.მაგრამ არ შემშინებია ჩემთვის ძალიან საიტერესო ფაქტი იწყებოდა აი ეს ვიგრძენი ))) ამის მერე დამესიზმრა უდიდესი მიწისძვრა და თუ როგორ ვცდილობდი დროზე გაღწევას სახლიდან და იგივე მასობრივი პანიკის შეგრძნება.მესამეჯერ მესიზმრა დაცარიელებული ქალაქი და მახსოვს ვიყავით რამდენიმე ადამიანი,ერთი სოფელში რო ტაჩკები ყავთ მაგაში გვეჯდა არ ვიცი რატომ,და ვეძებდით რაიმე სიცოცხლის ნიშანწყალს.და მივედით რაღაც დიდ ქარხანასავით.იქ ვნახეთ ქალი მაგრამ რო დავაკვირდით ეს არ იყო ქალი ეს იყო მოწყობილობა ანუ რაღაც რობოტი ქალის სახით და რას გველაპარაკებოდა არ მახსოვს,მერე იქვე დიდი უჯრები იყო მთელს კედელზე და გამოვაღე და დავინახე ხელები ფეხები და ა.შ მოკლედ ნაწილები,მაგრამ ეს არ იყო ადამიანების ეს იყო ისევ იმ რობოტი ადამიანების ნაწილები )))) ვოტ....ეს მახსოვს მერე დილას ბედნიერმა გავიღვიძე რო ესეთი დავგადასავლები დამესიზმრა )))
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Oct 29 2009, 11:52 AM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Simulated
გუშინ დამესიზმრმა მანამდეც ხშირად მესიზმრება მაგრამ აპოკალიპტური სიზმრები უფრო ფანტაზზიის ნაყოფი მგონია და ქვეცნობიერის ნამოქმედარი smile.gif მაგრამ ამ ბოლო დროს გამიხშირდა ძალიან smile.gif და დილის 6 საათიადან მღვიძავს და ვერ ვიძინებ smile.gif


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Oct 29 2009, 11:52 AM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




გუშინ დამესიზმრმა მანამდეც ხშირად მესიზმრება მაგრამ აპოკალიპტური სიზმრები უფრო ფანტაზზიის ნაყოფი მგონია და ქვეცნობიერის ნამოქმედარი smile.gif მაგრამ ამ ბოლო დროს გამიხშირდა ძალიან smile.gif და დილის 6 საათიადან მღვიძავს და ვერ ვიძინებ smile.gif


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Oct 29 2009, 08:03 PM
Post #20


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(moonbayer @ Oct 29 2009, 08:52 AM) *
გუშინ დამესიზმრმა მანამდეც ხშირად მესიზმრება მაგრამ აპოკალიპტური სიზმრები უფრო ფანტაზზიის ნაყოფი მგონია და ქვეცნობიერის ნამოქმედარი smile.gif მაგრამ ამ ბოლო დროს გამიხშირდა ძალიან smile.gif და დილის 6 საათიადან მღვიძავს და ვერ ვიძინებ smile.gif


მაშაყირებთ, თუ სიმართლეს იძახით?

თუ მართალა დაგესიზმრათ, იქნებ დეტალები გაიხსენოთ. იქ რა თქმა უნდა შეიძლება ბევრი რამ სიმბოლური ხასიათი იყოს, რომელიც სინამდვილეში სხვა რამეს ნიშნავს. აი მაგალითად ხორბლის წრეები ხომ გაგიგიათ. მას მეოთხე სიმკვრივის კეთოლმოსურნე უცხოპლანეტელები ხატავენ (მაგრამ არა ზეტები). მათი შინაარსი უფრო სიმბოლურია, ვიდრე პირდაპირი გაგებით ნათქვამი. მაგრამ ეს მაინც არის გარკვეული ინფორმაცია. ზეტებს შეუძლიათ მათი შინაარსის განმარტვა. ადრე ამას ხშირად აკეთებდნენ კიდევაც.

ჰოდა, თქვენ ნუ მოგერიდებათ, მოყევით. ჩვენ შევეცდებით ავხსათ. თუ ჩვენ ვერ განვმარტეთ, შეგვიძლია ქალბატონ ლიდერს ვკითხოთ. აი აქ წერია სად და როგორ: http://www.zetatalk.com/index/glp-arch.htm იგი ყოველ შაბათს, ამერიკის ცენტრალური დროით 18:30 -ზე (საქართველოსთვის +8 საათი), ჩატს მართავს, სადაც მკითხველების შეკითხვებს პასუხობს. თუ პასუხი თვითონ არ იცის ზეტებს ეკითხება.

საუკეთესო სურვილებით

wink.gif


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post

35 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 07:00 PM