Saturn Moons, Saturn Moon Names, Existed Information |
Saturn Moons, Saturn Moon Names, Existed Information |
Jun 24 2009, 06:41 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჯერ კიდევ გუშინ მეგონა სატურნის გარშემო 32 მთვარე მოძრაობსთქო. თურმე ნუ იტყვით და უკვე 53 მთვარეა აღმოჩენილი. უკანასკნელი - აეგაეონი - ამა წლის 5 მაისს აღმოუჩენიათ და სახელი ასხელიანი, შეიარაღებული გიგანტის საპატივცემულოდ დაურქმევიათ.
წარმოიდგინეთ 53 (ნუ ჯერჯერობით რაც ჩვენ ვიცით) მთვარე პლანეტის გარშემო მოძრაობს, მთვარეები სხვადასხვა ზომისაა, ზოგი სატურნის რგოლებს შორის მოძრაობს და ზოგიც მოშორებით, თანაც ზოგიერთი მათგანი პლანეტის მოძრაობის ტრაექტორიის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ელიფსისებურად, როგორც ამბობენ. ზოგიერთი მთვარის ზედაპირი გლუვია და მყარი, ზოგის კი ფორიანი სხეულებია ყინულით დაფარული, ზოგს სხვადასხვა ზომის კრატერები აქვთ, ზოგს მთები და ველები, ზოგი ტექტონურად აქტიურია. ზოგიერთი სატურნის მთვარე მილიარდობით წლის წინათ შეიქმნა, ზოგიც რაღაც უფრო დიდი სხეულების დაშლის შედეგად წარმოიქმნა. ზოგს კი, მაგალითად რეას თავისი ოდნავ შესამჩნევი (აქედან რა თქმა უნდა) რგოლრბი აქვს. ტიტანი და ენსელადუსი (სატურნის 2 მთვარე) უფრო ვარსკვლავებს მოგვაგონებენ. ტიტანი თავისი სქელი ატმოსფეროთი, ღრუბლებით, მის ზედპირზე მიმობნეული დიუნებით, თხევადი მეთანის მდინარეებით და ტბებით ძალიან მოგვაგონებს გაყინულ დედამიწას მისი განვითარების ადრეულ სტადიაში. ენსელადუსის ყინულის დაფარული ზედპირის ქვეშ გეოლოგიური აქტივობები შეინიშნება თურმე სადაც მარტივი ორგანული ნაერთები და წყალია, ეს კი პოტენციურად საცხოვრებელ გარემოს ქმნის. წინა საუკუნეში სატურნის მხოლოდ 18 მთვარის არსებობის შესახებ იცოდნენ, ყველა დანარჩენის აღმოჩენა მხოლოდ ამ საუკუნეში გახდა შესაძლებელი და ეს პროცესი ისევ გრძელდება. არსებობენ ეგრეთ წოდებული სატურნის მთვარეებზე მონადირეები. დედამიწის ტელესკოპებიდან საკმაოდ ძნელია მათი აღმოჩენა და დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. ერთმანეთს ადარებენ კოსმოსის სხვადასხვა დროს გადაღებულ სურათებს და რადგან ამ მანძილეზე შეუძლებელია ციური სხეულების (ამ შემთხვევასი სატურნის მთვარეების) ერთმანეთთან მიმართბეში მოძრაობაში დაჭერა, ამიტომ ნებისმიერ ცვლილებას ხედში, სავარაუდოდ ახალი მთვარის დაფიქსირება მოყვება ხოლმე. ახალ აღმოჩენილ მთვარეს დროებით ანიჭებენ პირობით სახელს S (სატურნის საპატივცემულოდ), აღმოჩენის წელს და სატელიტის ნომერს (S1, S2) და გადასცემენ საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს. ეს კავშირი 1919 წელს შეიქმნა და მის მიერ შექმნილი პლანეტარული სისტემების ნომენკლატურისათვის სამუშაო ჯგუფი იგონებს სახელს ახლად აღმოჩენილი ციური სხეულებისათვის. სახელები ძირითადად ბერძნული და რომაული მითოლოგიიდან არის. სატურნის მთვარეების შემთხვევაში თავდაპირველად აღმოჩენილებს სატურნის ძმებისა და დების, ტიტანების სახელები დაარქვეს (პირველი მთვარე, ტიტანი 1655 წელს აღმოაჩინეს). ბოლო წლებში აღმოჩენილ მთვარეებს კი სხვადსხვა მითოლოგიური ღმერთებისა და ქალღმერთების სახელები ჰქვიათ. შედარებით ვრცელი ინფორმაცია არსებობს სატურნის მხოლოდ 18 მთვარეზე, დანარჩენების შესახებ ძირითადად ვიცით სახელები და აღმოჩენის თარიღი. შევეცდები ნელნელა მოგაწოდოთ ამ თემაზე არსებული ინფორმაცია. |
|
|
Feb 4 2013, 12:28 AM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 813 Joined: 18-January 12 From: Mirkwood Member No.: 6,696 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მართლა ძალიან ლამაზი პლანეტაა და აი 53 მთვარე რომ იქნება საოცრებააა
ნაირილია სად ხარ, წამოდი წავიდეთ, ჩვნე ხო გვიყვარს მთვარეები და აი 53 გვექნება ^_^ |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 07:01 AM |