IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> კონტრკულტურის წარმომადგენლები, (ძველად და ახლა)
narilla
post Aug 22 2012, 11:23 AM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ ფორუმელებო!

ჩემს პირველ თემას ვხსნი ამით... helllo.gif

დასაწყისისთვის აღვნიშნავ, რო ეს საკითხი დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში და ვცდილობდი, რაც შეიძლება საფუძვლიანად გავრკვეულიყავი მასში, შედეგად კი გაკვეულ დასკვნებამდე მივედი და რაც მთავარია, ბევრი ისეთი დეტალი გამოიკვეთა, რომლებმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რო "ყველაფერი ახალი, მართლაც რომ, კარგად დავიწყებული ძველია".

საინტერესო ისაა, რო მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა სიტყვა "კონტრკულტურა", როცა არ იცნობდა ამ ტერმინს არც ანტიკური სამყარო, არსებობენ კონტრკულტურის წარმომადგენლები. შეცდომა იქნებოდა, კონტრკულტურა მხოლოდ თანამედროვეობის კუთვნილებად შეგვერაცხა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი, სწორედ, XX საუკუნის 60-იანი წლების დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდული მოძრაობების _ ბიტნიკებისა და ჰიპების _ აღმნიშვნელად გამოიყენეს პირველად. კონტრკულტურის გაცილებით უფრო ძველ წარმომადგენლებს მაინც ვხვდებით ძველბერძნულ კულტურაში, კერძოდ კი ბერძნული ფილოსოფიის წარმომადგენელთა შორის.

მაინც რა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ტერმინი კონტრკულტურა გავავრცელოთ უფრო ძველ ეპოქებზე?
ამის თქმის საშუალებას გვაძლებს თვითონ კონტრკულტურის, როგორც კულტურული ფენომენის არსი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: კონტრკულტურას წარმოშობს დაპირისპირება დომინანტ კულტურასა და ცალკეული ინდივიდის მსოფლმხედველობას შორის. ოღონდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს წინააღმდეგობა ჩნდება არა პოლიტიკურ, არა ეკომომიკურ და სოციალურ საფუძველზე, არამედ სულიერ ნიადაგზე. ხოლო ამგვარ სულიერ შეუთავსებლობას გაბატონებულ კულტურასა და ადამიანთა ცალკეულ ჯგუფს შორის (ჩემი ვარაუდით), წესით (?) ყოველთვის უნდა ჰქონდა ადგილი, ყოველ ეპოქაში........

ვინ იყვნენ კონტრკულტურის ანტიკური წარმომადგენლები?

წარმოვიდგინოთ ძვ. წ. IV საუკუნე, საბერძნეთი........ სოკრატემ თავისი კვალი დატოვა ბერძნულ ფილოსოფიაში. ამ დროს კი წარმოიშვა ერთ-ერთი ე.წ. სოკრატული სკოლა კინიკების სახელწოდებით, რაც ასევე გამოითქმის, როგორც ცინიკოსები. კინიკური სკოლა, ანუ იგივე ცინიკური სკოლა ძვ. წ. 380 წელს დააარსა ანტისთენემ. ის იზიარებდა და თავის მხრივ, ავითარება სოკრატეს მოძღვრებას, კერძოდ კი მის მოძღვრებას ეთიკის დარგში.

სწორედ კინიკოსების/ცინიკოსების სახელწოდებიდან მომდინარეობს სიტყვა ცინიზმი _ უპატივცემულო დამოკიდებულება საყოველთაოდ (უმრავლესობის მიერ) მიღებული ნორმებისადმი.


კინიკების მამამთავრის ანტისთენეს იდეას წარმოადგენდა სულის სიმდიდრე. მისი მოძღვრების თანახმად, ამ სულიერი სიმდიდრის შესაძენადაც არსებობს ერთადერთი გზა _ ესაა გაფუჭებული ცხოვრებიდან გაქცევა. კულტურამ, ფიქრობდა ის, დაღუპა ადამიანები, გახრწმა ისინი..... ზევსმა დასაჯა ადამიანებისთვის "ცეცხლის მომტანი" პრომეთე არა მისი კაცთმოყვარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ მან ადამიანებში კულტურა და მასთან ერთად ხრწნაც შეიტანა. ქალაქური (პოლისური) ცხოვრება არის ადამიანის მანკიერი ბუნების გამოვლენის ასპარეზი. სად უნდა ვეძიოთ ხსნა? მხოლოდ ბუნებაში, იქ, სადაც შეიქმნა და უნდა კიდეც იცხოვროს მის წიაღში. ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანი ხსნას ჰპოვეს სწორედ ბუნებაში, ანუ პირველყოფილ მდგომარეობაში, მხეცობაში. მაგრამ მხეცობის იმ გაგებაში, რომ მხეცი ჯანმრთელია, გამძლეა, არ არის ბოროტი, ცრუ, უსამართლო და ა.შ. არ არის ისეთი, როგორც ქალაქში მცხოვრები ადამიანი. კულტურული ადამიანისა და პირველყოფილი ადამიანი დაპირისპირების საფუძველზე ანტისთენე ასკვნიდა, რომ ადამიანის თავისუფლება ცხოველური მდგომარეობით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრიმიტიული ყოფით მიიღწევა. საზოგადოებრივი ადამიანის მოთხოვნილებების უარყოფა აღადგენს პირველყოფილი ცხოველური თავისუფლების ნამდვილ სიამოვნებას, იმ სიამოვნებას, რომელსაც ყოველი ადამიანი ესწრაფვის. ავიღოთ ღატაკი, ის თვითკმაყოფილია და თავისუფალი ყოველგვარი სურვილის მონობისაგან. აქედან კი მივდივართ "სიღარიბის ფილოსოფიის" ანტიკურ გაგებამდე.


ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა... "სიღარიბის ფილოსოფია" _ ამ ტერმინს პირველად შევხვდი ფილოსოფიის შესწავლისას. მაგრამ ამაზე ბევრი არც არაფერია დაწერილი. ამდენად, მომიწევს ჩემით განვმარტო რას ნიშნავს ის. "სიღარიბის ფილოსოფია" დამახასიათებელია ინდური კულტურისთვის. ბევრისგან მომისმებია მსგავსი ფრაზა: "ასეთი დიდი სულიერი კულტურის ქვეყანაა ინდოეთი და მისი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სრულ სიღარიბეში ცხოვრობსო" და ა.შ. და მართლაც, ინდური კულტურის შემადგენელი ნაწილია ეს "სიღარიბის ფილოსოფია" _ უმეტესობას ინდოეთში არ აქვს სახლი, არ აქვს მატერიალური კეთილდღეობა, არ აქვს არც სულიერი წინსვლის მაჩვენებელი რაიმე ნიშანი (?). მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ამგვარ ყოფაში რჩებიან. ამის ასახსნელად, მრავალი ფაქტორის გათვალისწინება მოგვიწევდა... მაგრამ ამჯერად მხოლოდ პარალელების გავლებას დავჯერდები სხვა კულტურებთან...

ერთია ინდოეთი და მისი "სიღარიბის ფილოსოფია", თუმცა არის კიდევ სხვა კულტურებიც, სადაც მსგავს რამეს შევხვდი. ერთ-ერთია სწორედ ცინიკოსების სკოლა და მისი ფილოსოფიური მრწამნი, თავისებული მსოფლხედვა.


ანტისთენე და მისი მიმდევრები (თუმცა ზოგიერთი არა) გაურბოდნენ საზოგადოებას, საზოგადოების შეცვლის მაგივრად გარედან ინდიფერენტული დამოკიდებულებით კმაყოფილდებოდნენ. ცინიკოსების ამგვარი პროტესტი მაშინდელი კულტურული ცხოვრებისადმი, საბოლოო ჯამში, უნაყოფო იყო.

კინიკოსების სკოლის მეორე წარმომადგენელი დიოგენე სინოპელი კი, ანტისთენესაგან განსხვავებით, უკიდურესად გამოხატავდა პროტესტს. იმიტომაც ითვლება ის პრაქტიკული ცინიზმის მამად. იგი ბინის ნაცვლად ცხოვრობდა კასრში.

დიოგენე ოჯახის, საერთოდ, ოჯახური მემკვიდრეობის არსებობის წინააღმდეგი იყო, ემხრობოდა თავისუფალ სიყვარულს, "საერთო ცოლებისა" და შვილების ყოლას. ოჯახი, მისი აზრით, ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს _ ეს კი ყოვლად დაუშვებელია. თავისუფლება საზოგადოებისაგან დაშორებაში, ქვეყნისაგან დამოუკიდებლად ცხოვრებაში მდგომარეობდა, რაც კინიკოსების მიზანს წარმოადგენდა.
ცნობილია, რომ როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მთავარსარდლად გამოაცხადეს, მასთან ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ, რათა მიელოცათ. დიოგენე სინოპელი კი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მომხდარ ამბებს. მაშინ ალექსანდრე თავად ეახლა მას და ამ დროს გაიმართა მათ შორის ცნობილი დიალოგი, რომელიც ცინიზმის უდავო გამოხატულებად ითვლება.

მაგრამ, საბოლოოდ, მათ აღიარეს, რომ ამგვარი "გაქცევა" შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ დროებითი აქტი და პროტესტის გამოხატვა არსებული წყობის წინააღმდეგ. ცინიკოსები იბრძოდნენ იმისათვის, რომ მოხსნილიყო განსხვავება წოდებათა და ერთა შორის, სქესის პრივილეგიები და სხვ.

მეტს აღარ გავარგძელებ, რადგან კონტრკულტურის თანამედროვე წარმომადგენლები თავადაც იცით. თანამედროვე კონტრკულტურული მოძრაობები უკვე XX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა, ბიტნიკებისა და ჰიპების სახით. ისინი ნამდვილად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, როგრც ყოფით, ისე მსოფლმხედველობრივ საკითხებში......

ახლა კი მსურს თქვენგანაც მოვისმინო მოსაზრებები ყოველივე ამასთან დაკავშირებით.

არის თუ არა კონკრტულტურა ყოველ დროში და ყოველ ეპოქაში? _ აი ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად, როგორ ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით...

რა წარმოშობს მას? მარტო დაპირისპირების არსებობა გაბატონებულ კულტურასა და ცალკეული ინდივიდისა, თუ კოლექტივის მსოფლმხედველობას შორის? თუ პროტესტის გრძნობა? გაუცხოება? თუ რა?.....


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
matashi
post Aug 28 2012, 03:44 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,343
Joined: 6-August 12
From: tbilisi
Member No.: 6,867

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნარილ როგორც ყოველთვის გრამატიკულად გამართული და დახვეწილი თემები გაქვს ასევე საინტერესო მაგრამ ამ საკითხში რამოდენიმე პასუხის გაცემა შეიძლება ასე რომ თავს შევიკავებდი.ასე გააგრზელე არ მოგვაკლო ცხელ-ცხელი ტემებიsmile.gif))


--------------------
Я всегда буду помнить тех, кто помог мне подняться в трудную минуту, но я так же никогда не забуду тех, кто помог мне упасть.
შესაძლოა სასტიკია,მაგრამ სიმართლე!
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Aug 28 2012, 06:51 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(matashi @ Aug 28 2012, 03:44 PM) *
ნარილ როგორც ყოველთვის გრამატიკულად გამართული და დახვეწილი თემები გაქვს ასევე საინტერესო მაგრამ ამ საკითხში რამოდენიმე პასუხის გაცემა შეიძლება ასე რომ თავს შევიკავებდი.ასე გააგრზელე არ მოგვაკლო ცხელ-ცხელი ტემებიsmile.gif))


მადლობა მატაში! biggrin.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Sep 24 2012, 09:54 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კონტრკულტურის იმ წარმომადგენლებზე მინდოდა მცირედი ინრორმაცია დამედო, რომელიც დღესაც არსებობენ... ჰიპები.

ფაქტია, წარუშლელი კვალი დატოვეს XX საუკუნის 60-იან წლებში, გავლენა კი მომდევნო საუკუნეებზეც გავრცელდა, რადგან ჰიპების მოძრაობა ვუდსტოკის კონცერტით არ დამთავრებულა.

მათი მოწოდებები და ცხოვრების წესი ბევრს იზიდავდა, ნაწილი იზიარებდა და უერთდებოდა მათ... და დღეს, ძველი ჰიპები დინოზავრებს დაემსგავსნენ, ან ტიბეტს მიაშურეს, ან ინდოეთს შეაფარეს თავი და ამით დასრულდა მათი გზა. თუმცა ამით არ ამოუწურავთ ბოლომდე თავი.

ახალი ჰიპები კვლავ ქმნიან თავიანთ კომუნებს. ეს ინფორმცია იმიტომ მოვაყოლე, რომ არის ერთი ჯგუფი ჰიპების, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მოგზაურობს, არ ერიდებიან არც იმას, რა პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყნის შიგნით, ცხელ წერტილში იქნებიან თუ სად... ამას წინათ საქართველოშიც იყვნენ. ეს კი ჩანაწერი, რომელიც ასახავს მათი ყოფის ერთ მონაკვეთს. ესაა ცისარტყელას ოჯახის ერთ-ერთი გაჩერება ჩვენთან...

http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/111972/


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Sep 24 2012, 09:59 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰიპები მაგრად მიყვარს! ადრე ვიცნობდი ქართველ "ჰიპებს".

მითუმეტეს უფრო საინტერესო თემაა ჩემთვის იმის გამო, რომ დასავლურ ქვეყნებში კრიშნა პირველებმა ჰიპებმა მიიღეს! smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=_J1i0ezuEjk


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Sep 25 2012, 12:32 AM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atm@n @ Sep 24 2012, 09:59 PM) *
ჰიპები მაგრად მიყვარს! ადრე ვიცნობდი ქართველ "ჰიპებს".

მითუმეტეს უფრო საინტერესო თემაა ჩემთვის იმის გამო, რომ დასავლურ ქვეყნებში კრიშნა პირველებმა ჰიპებმა მიიღეს! smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=_J1i0ezuEjk


ოჰ ატმან, ატმან smile.gif ბრჭყალებში... biggrin.gif

ბუდიზმი და კრიშნაიზმი _ ეს ორი აღმოსავლური რამ განსაკუთრებით აინტერესებდათ თავდაპირველ ჰიპებს!


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
sadmar30
post Nov 30 2013, 10:51 AM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 30-November 13
Member No.: 7,213

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ნარილ როგორც ყოველთვის გრამატიკულად გამართული და დახვეწილი თემები გაქვს ასევე საინტერესო მაგრამ ამ საკითხში რამოდენიმე პასუხის გაცემა შეიძლება ასე რომ თავს შევიკავებდი.ასე გააგრზელე არ მოგვაკლო ცხელ-ცხელი ტემებიsmile.gif)


--------------------
Pass4sure www.pass4-sure.us
Braindumps http://www.brain-dump.co/
cissp practice exam cissp practice exam
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Nov 30 2013, 11:05 PM
Post #8


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კონტრკულტურა, პროტესტი და გაუცხოების ფენომენი


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
shemoixede ge...
post Dec 3 2013, 10:29 PM
Post #9


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 293
Joined: 8-September 13
Member No.: 7,177

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




kontrkultura dominanturi kultura..bitnikobidam-hipobamde da piriqit...
chemi azrit mat yvelam amocua tavianti dro!
Atm@n
Jer es erti es krishnas migeba-armigeba imdenad sasacilo da afsurdulia ro zustad mag logikit sheidzleba itqvas rom hipebma volteric da dekartec "miiges"...biggrin.gif an iqneb ubralod LSD miiges sachiroze cotati meti! biggrin.gif da meore hipebi me vici saertosacxovreblebshi da ara korpusebian binebshshi!!! Faqtia Mati umetesoba gamosuli iyo lordebis da hercogebis ojaxebidan romeltac mobezrdat es fufuneba anu dedas utynavdnen "liustrebs da shubebs" lol.gif hipebi icmevdnen bardzayebtan daxeul chuchyian jinsebs da dges icmeven chuchyis"fer" jinsebs biggrin.gif biggrin.gif ai es aris sxvaoba! anu hipoba iqca hipsterobad. igive arqeopteriqsobad lol.gif lol.gif lol.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:34 AM