IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> კაცობრიობა და სიზმრების ისტორია
tikoroma
post Nov 12 2013, 10:54 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიზმრების ისტორია


უძველესი დროიდან სიზმრებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადამიანის ცხოვრებაში. პირველი ცნობები მის შესახებ ძველ ეგვიპტურ ჩანაწერებში გვხვდება. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ სიზმრის მეშვეობით ღმერთებთან დაკავშირება შეეძლოთ. ისინი სამი ტიპის სიზმარს აღწერდნენ:
1. ღვთიური სიზმრები, რომლებშიც ღმერთები ეცხადებოდნენ და მოითხოვდნენ რაიმეს შესრულებას თაყვანისცემის და ერთგულების ნიშნად. მაგალითად, თუთმოს IV-ს სიზმარში ღმერთი ჰამარკუსი ეჩვენა და აუწყა, რომ თუ მოაგროვებდა ქვიშას სფინქსის გარშემო და ღმერთის ტაძარს აღადგენდა, ფარაონი გახდებოდა.
2. წინასწარმეტყველური სიზმრები - რომლის დროსაც იღებდნენ ინფორმაციებს მომავალი მოვლენების შესახებ, იგებდნენ დაკარგული ობიექტების ადგილ-სამყოფელს, იძენდნენ სამედიცინო ცოდნას და ა.შ.
3. ინფორმაციული სიზმრები _ სიზმარში იღებდნენ ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხის შესახებ. მაგ. ქალღმერთი ჰათორი ეჩვენა ერთ პირს და უთხრა, თუ რომელი ადგილი იქნებოდა საუკეთესო მის დასაკრძალად.
ეგვიპტელთათვის მნიშვნელოვანი იყო სიზმრების განმარტება, ზოგი თავის ცხოვრებას ამ საქმეს უძღვნიდა. ერთ პაპირუსში ვკითხულობთ - მე განვმარტავ სიზმრებს, ღმერთებმა მომცეს ამისი თანხმობა.
ეგვიპტელებს არ ჰყავდათ სიზმრების სამყაროს განმგებელი ერთი რომელიმე ღვთაება. ისიდა, იმჰოტეპი, სეთი, თოთი, სერაპისი, პთა სოტმუ და ამონ-რა - ყოველ მათგანს ჰქონდა სიზმრის ტაძრები და ისინი ღია იყო ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სტატუსისა და სქესისა. მხოლოდ სიზმრის მსურველს აუცილებლად უნდა ერწმუნა ღვთაების გავლენა და ასევე ტაძარში “წმინდად” უნდა მისულიყო, ანუ წინა ღამე უბიწოდ უნდა გაეტარებინა. სიზმრის მხილველი ღმერთებს ძღვენს მიართმევდა, ილოცებდა და მიდიოდა დასაძინებლად. იმ ღამით მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ ნახავდა სიზმარს. მხოლოდ ისიდას ტაძარში იმას შეეძლო შესვლა, ვისაც თავად ქალღმერთი გამოეცხადებოდა სიზმარში და ტაძარში მიიწვევდა.
თავდაპირველად ეგვიპტური სიზმრების ხილვის მეთოდი სამკურნალო თვალსაზრისით გამოიყენებოდა, იღებდნენ სამედიცინო ცოდნას, სწავლობდნენ განსაკურნებელ ლოცვებს ან უშუალოდ ღმერთები განკურნავდნენ ხოლმე. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული ისიდა იყო, მას უწოდებდნენ “ყოველი დაავადების მკურნალს”.
ისიდა
ერთ ეგვიპტურ წიგნში ახსნილია, რომ სიზმარში ნანახი სიმბოლოები საპირისპირო მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, მაგალითად, სასიამოვნო სიზმარი მოსალოდნელ უბედურებას მოასწავებს. აქვე მოთხრობილია ქურუმთა კლასზე, რომელთაც მაგიურ საქმეთა ოსტატებს უწოდებდნენ და რომლებსაც სიზმრების ახსნა შეეძლოთ.
ეგვიპტელების მსგავსად ბერძნებიც განიწმინდებოდნენ, როცა სიზმრის მოვლენას ითხოვდნენ. გარდა ამისა ზღუდავდნენ გარკვეულ საკვებს, მაგ. ალკოჰოლს და ლობიოს. შესაწირავი დამოკიდებული იყო მთხოვნელის მატერიალურ შესაძლებლობებზე.
საბერძნეთში თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ზევსი მოავლენდა სიზმარს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ფუნქცია სხვა ღმერთებსაც მიაწერეს - ათენას, ჰერას, არტემიდეს, ასკლეპიოსსა და პანს. ამ უკანასკნელს “სიზმრების დირიჟორს” უწოდებდნენ. ხოლო ორი ღმერთი - ძილის ღმერთი ჰიპნოსი და მისი შვილი, სიზმრების განმგებელი მორფევსი - მთლიანად ამ სფეროს განაგებდნენ.
მორფეუსი

ბერძნებს სჯეროდათ, რომ ღმერთებს შეეძლოთ სასჯელის სახით ცრუ სიზმრებიც გამოეგზავნათ მათთვის. ერთ-ერთი ცნობილი ცრუ სიზმარი ზევსმა მოუვლინა მეფე აგამემნოს ტროას ომის დროს, როცა მან აქილევსის ტყვე ქალი მიისაკუთრა. სიზმარში აგამემნონს თავისი სანდო მრჩეველი ეჩვენა და უთხრა, რომ ტროაზე შეტევა გამარჯვებას მოუტანდა. მეფე სიზმრის რჩევას მიჰყვა, მაგრამ დამარცხდა. ზევსს სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული.
ბერძნებს სჯეროდათ ნეგატიური სიზმრების ახდენისა, ამის თავიდან ასაცილებლად ისინი განიბანებოდნენ ცივი წყლით, უამბობდნენ სიზმრებს მზეს ან მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს, რომ დაეცვათ უსიამოვნებებისაგან.
ცნობილია, რომ ჰიპოკრატე იყენებდა პაციენტების სიზმრებს დიაგნოზის დასმის დროს. მას სჯეროდა, რომ ზოგი სიზმარი ღვთაებრივადაა შთაგონებული და გამოხატავს რომელიმე შინაგანი ორგანოს მდგომარეობას.
არტემიდორუსი იყო პირველი, ვინც ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, სიზმრის ახსნისთვის მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის ვინაობას, საქმიანობას, დაბადების თარიღს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას. თვლიდა, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით სიზმრების უფრო ზუსტი ახსნა შეეძლო


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 12 2013, 10:59 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რომში სიზმრებით წინასწარმეტყველებას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ იმპერატორმა ავგუსტუსმა ბრძანება გასცა, თუ ვინმე სიზმარს ნახავდა რომში, სახალხოდ ბაზრის მოედანზე უნდა მოეყოლა, რათა ქვეყნისთვის სასიკეთო წინასწარმეტყველება არ მიჩქმალულიყო. უცხოელი ღმერთების მიღებამდე, რომაელებს სიზმრების განმგებელი ორი ღმერთი ჰყავდათ: ქალღმერთი ფაუნა, მოგვიანებით ბონა დეად წოდებული, მას თაყვანს სცემდნენ ქალები, რომლებსაც წინასწარმეტყველურ სიზმრებს უგზავნიდა. ასევე მისი ძმა, ან ქმარი – ფავნუსი სიზმრებს მამაკაცებს მოუვლენდა, მასვე სთხოვდნენ მოსავლის დალოცვას. როცა რომში ბერძნული და ეგვიპტური ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს, ისიდა და სერაპისი ძალიან პოპულარული გახდა. სიზმრებით წინასწარმეტყველება და მათი ინტერპრეტაცია რომში ქრისტიანობის მიღებამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ ყველაფერი წარმართული აიკრძალა.
ბონა დეა
ქრისტიანობა არ აღიარებს სიზმრებს, თუმცა ბიბლია შეიცავს რამდენიმე ეპიზოდს ღვთისგან ჩაგონებული სიზმრების შესახებ და გვიამბობს ადამიანებზე, ვისაც მათი ახსნა შეეძლოთ. ფაქტიურად, ებრაელები ორივე მოვლენას აღიარებდნენ – სიზმრსაც და ხილვასაც.
დაბადების წიგნში მოთხრობილია იოსების ისტორია, რომელიც ძმებმა გაყიდეს, როცა უამბო სიზმარი, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს მზე, მთვარე და 11 ვარსკვლავი. შემდეგ მან თავი დააღწია საპყრობილეს, როცა ფარაონის სიზმრის ახსნა შეძლო. მიუხედავად ამ ისტორიებისა, მთელს ქრისტიანულ სამყაროში ითვლება, რომ სიზმრებს ეშმაკი განაგებს. იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ ხალხი არაა პასუხისმგებელი თავის სიზმრებზე, თუმცა უნდა მოინანიონ ისინი. მარტინ ლუთერ კინგს მიაჩნდა, რომ სიზმრები ეშმაკისაა, რომ ღვთის სიტყვას მხოლოდ ეკლესია გვაუწყებს და სიზმარს არაფერი აქვს საერთო მასთან.
მეთვრამეტე საუკუნიდან ევროპელებიც დაინტერესდნენ სიზმრებით. მრავალი წიგნი გამოქვეყნდა ამ თემაზე, მრავალფეროვანი ფანტასტიკური დასახელებებით, მაგალითად იყო ასეთი: "სამეფო სიზმრების წიგნი", "ძველ ეგვიპტელ მკითხავთა უკანასკნელი შთამომავალი და სამი გრძნეული ჯადოქარი".
პირველი ამერიკული სიზმრის სიმბოლოთა ლექსიკონი გამოვიდა 1767 წელს ბოსტონში, მას ცოდნის ახალი წიგნი ეწოდა. მაშინ ბევრს მხოლოდ ორი წიგნი ჰქონდა ოჯახში – ბიბლია და სიზმრების ლექსიკონი.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 12 2013, 11:05 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩრდილო ამერიკელ ინდიელთა ტომები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სიზმრებს. მათი მეშვეობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს იღებდნენ ღმერთებისგან ან წინაპართა სულებისგან. სიზმრად ნანახის საფუძველზე შეიქმნა მრავალი სარიტუალო სიმღერა, ცეკვა და ინსტრუმენტი, ასევე მრავალფეროვანი სამკურნალო საშუალებები. ისინი იყენებდნენ სიზმრებს სულიერ ძალებთან დასაკავშირებლად. ხშირ შემთხვევაში შუამავლის როლს ტომის შამანი ან ბებიაქალი ასრულებდა.
ცალკეულ ტომებს საკუთარი წარმოდგენები ჰქონდათ სიზმრების შესახებ. ნავახოს ხალხს მიაჩნდა, რომ მხოლოდ პოზიტიური ან ნეგატიური სიზმრები არსებობს, ხოლო ოჯიბვას ტომელები განიხილავდნენ კარგ, ცუდ, ლამაზ, ავის მომასწავებელ, უიღბლო, მტკივნეულ და შერეულ სიზმრებს. იროკეზებს სჯეროდათ, რომ სიზმრები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რეალური ცხოვრება, ხოლო მარიკოპას ხალხის აზრით, ცხოვრებაში რაიმე წარმატებას იმიტომ მიაღწიეს, რომ ეს უკვე მოხდა სიზმარში. ჩეროკის ტომის ინდიელი თუ სიზმარში ნახავდა რომ ჩხრიალა გველმა ვინმე დაკბინა, ამ ადამიანს ისე ექცეოდნენ, თითქოს რეალურად დაეგესლოს გველს.
ინდიელი ბავშვები სრულწლოვანების ასაკამდე დიდ დროს უთმობდნენ სიზმრის პრაქტიკას. მათი მიზანი იყო, გამოეწვიათ სიზმრები, რომლებშიც სულიერ ძალას მოიპოვებდნენ. ამაში მონაწილეობას იღებდნენ ბიჭებიც და გოგონებიც, თუმცა გოგონები წყვეტდნენ პრაქტიკას სქესობრივი მომწიფების შემდეგ, რადგან მთავარი მიზანი – შვილის გაჩენის შესაძლებლობა, უკვე მიღწეული იყო.
ყველაზე ცნობილი სიზმრის-ინსპირირებული წარმოდგენა იყო სულების ცეკვა, რომელიც 1890 წლიდან გავრცელდა. წინასწარმეტყველი ვავოკი ამტკიცებდა, რომ ეს ცეკვა მას წინაპართა სულებმა ასწავლეს, რომ იგი ააღორძინებდა ინდიელთა ტომებს, განდევნიდა თეთრკანიანებს და ინდიელთა მიწაზე ბიზონებს დააბრუნებდა. ის უარყოფდა ძალადობას, მოუწოდებდა ინდიელებს ომის გზა მიეტოვებინათ და ბედნიერი ცხოვრებისთვის მომზადებულიყვნენ. საზეიმო ცეკვა სწრაფად გავრცელდა ინდიელთა ტომებს შორის. ისტორიკოსი ჯეიმს მონი წერს, რომ სარიტუალო ცეკვა, რომელსაც ის შეესწრო, 125 ადამიანმა დაიწყო და დასასრულისკენ ეს რიცხვი გაორმაგდა. ბევრ მათგანს სჯეროდა, რომ ცეკვის შედეგად შეიმოსებოდა მაგიური პერანგით, რომელიც დაიცავდა თეთრკანიანთა ტყვიისაგან.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 12 2013, 11:42 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სენოის სიზმრების მართვის პრაქტიკა
სენოის ტომი მალაიზიის მთიანეთის აბორიგენი მოსახლეობაა. ისინი ოდითგანვე იცნობდნენ გაცნობიერებული სიზმრების ფენომენს და იყენებდნენ მას პრაქტიკაში. სენოელები ხასიათდებიან, როგორც სიკეთით სავსე, მშვიდობისმოყვარე ადამიანები, მათში არ არის ფსიქიკური დაავადებების ან ძალადობის შემთხვევები. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სიზმრების მართვა ეხმარებათ იყვნენ ყველაზე ჯანმრთელი და ბედნიერი ხალხი მთელს მსოფლიოში.

სენოი სიზმრებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ყოველ დილით ოჯახში ერთობლივად განიხილავენ ღამით ნანახს. პატარებს ასწავლიან, როგორ მოიშორონ კოშმარები და გახადონ სიზმარი სასიამოვნო და ფერადოვანი. თინეიჯერობის ასაკიდან ისინი აღარც ხედავენ კოშმარებს.

სენოი ასწავლის, რომ სიზმარში საშიშროებას არ უნდა გაექცე, არამედ უნდა დაუპირისპირდე და დაამარცხო ის. მაგალითად, თუ ბავშვი ხედავს, რომ თავს ვეფხვი დაესხა, მშობლები აქეზებენ მასთან საბრძოლველად, უხსნიან რომ "სიზმრის ვეფხვი" მას ვერაფერს ავნებს და მეორედ მასთან შეხვედრისას უნდა შეებრძოლოს. თუ ბავშვი სუსტია და არ სჯერა, რომ ვეფხვს მოერევა, შეუძლია დასახმარებალდ "სიზმრის მეგობარი" მოიხმოს. ასევე შეიძლება ყველა პრობლემის დაძლევა, მთავარია გახსოვდეს რომ სიზმრის მართვა შეგიძლია: თუ ცეცხლში დაწვა გემუქრება, გამოიყენე წყალი, თუ კლდიდან გადმოვარდი - აფრინდი და ნარნარად დაეშვი მიწაზე.

სიზმრის პერსონაჟები, ძირითადად, ჩვენი გონების მიერ იქმნება, ამიტომ მათთან დამეგობრება იოლად შეგვიძლია. რაც მეტი "სიზმრის მეგობარი" გვეყოლება, მით უკეთესი. თუ მაინც არის ვინმე მტრულად განწყობილი, მას უნდა შევებრძოლოთ, როცა დავამარცხებთ, იგი სამუდამოდ წავა ჩვენი სიზმრებიდან.

სენოი ბავშვობიდან სწავლობს, როგორ ისიამოვნოს სიზმრებში: იფრინოს, იმოგზაუროს, გააკეთოს აღმოჩენები და თუნდაც მოკვდეს სიზმარში, მას შეუძლია დაბრუნდეს უკან უკეთესი და უფრო ძლიერი სხეულით.

ყველაზე სასურველი, რაც შეიძლება გაცნობიერებულ სიზმარში მოხდეს, ესაა "სიზმრის საჩუქრის" მიღება, რაშიც შემოქმედებითი ნიჭი იგულისხმება. სენოი გადმოსცემს თავის სიზმრებს ფერწერით, ჩუქურთმებით ან მუსიკით.

სენოის ტომის მამაკაცი. 1932 წ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 12 2013, 11:46 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




"ფრანგი მედდას სიზმარი", ილუსტრაცია წიგნისა "სიზმრების ინტერპრეტაცია". ავტორი სანდორ ფერენზი
biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
drabavik
post Nov 13 2013, 09:30 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა, ძველ ეგვიპტემდე თუ იყო დანერგილი სიზმრებისადმი დამოკიდებულების პრაქტიკა?

პირადად ჩემ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ რეალობას საკმაოდ ჩაჭიდებული ადამიანი ვარ, მაგრამ მქონია გამოცდილება, რომ ისეთი სიზმარი მინახავს 1:1 ში დამთხვევია რეალობას (ჩემი ძალიან ახლო მეგობრის დაპატიმრება, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონია კრიმინალთან და დამესიზმრა თითქოს პოლიცია ეძებდა და ერთად გავრბოდით, რუსეთ-საქართველოს ომის წინ დამესიზმრა, თითქოს ვდვ-ს ფორმა მეცვა და რუსულ ქვედანაყოფში ვიყავი, შემდეგ რუსებმა ამომიცნეს და მომსდევდნენ და ა.შ.), რომ შეუძლებელია სიზმრების გენიალურობაში ეჭვი შემეპაროს.

მიუხედავად და ამ ფაქტებისა, მაინც ვარწმუნებდი თავს, გარეკილი ხომ არ მაქვს-მეთქი და ვცდილობდი უგულებელმეყო ეს ყველაფერი, რამოდენიმე წლის წინ, საერთოდ არანაირი შეხება არ მქონდა აღნიშნულ თემატიკასთან ("მისტიკას" რასაც უწოდებენ) დაკავშირებით, სამსახურიდან გამომდინარე არც ფილმებს/სერიალებს არ ვუყურებდი და არც რაიმე ლიტერატურას ვკითხულობდი, მაგრამ მახსოვს სიზმარი, თითქოს რამოდენიმე უცხო ადამიანთან ერთად რომელიღაც მთაში გამოქვაბულში მოვხვდი, რომელიც უფრო "სულთანების სასახლეებს" წააგავდა შიგნიდან, 1200 ნაბიჯი მახსოვს რატომღაც და კედელზე "გასაღებს" ვეძებდით, რადგან თითქოს ნატვიფრ, მოქარგულ და მოხატულ კედლებში ვეძებდით "გასაღებს", რომელიც მიგვიყვანდა გაუჩინარებულ ადამიანებთან. თითქოს შემთხვევით ვიპოვეთ ეს "გასაღები" და კედელმა მოძრაობა დაიწყო, უზარამაზარი კედელი დაიძრა, რომლის შიგნითა მხრიდანაც უცნაური სინათლე გამოდიოდა, მაგრამ როცა შევედით, თითქოს იგივე განათება იყო და ორი მხრიდან კიბეები, ჩვენი მხრიდან ჩამავალი ცენტრში დიდი მოედნისკენ და იქითა მხრიდან ამომავალი. უეცრად რაღაც არსება გამოხტა, რომელიც ადამიანს წააგავდა, მაგრამ საკმაოდ პრიმიტიულად, უხამსოდ, უფრო სწორად კი "მონსტრულად" გამოიყურებოდა, თითქმის შიშველი სხეული ჰქონდა, მხოლოდ ქვედა ტანს უფარავდა პატარა კაბა, სასაცილოა ამას რომ ვწერ, მაგრამ მაინც... თავზე მელოტი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთგან ჰქონდა "კიკინასავით' თმა შეკრული, პრიმიტიული, აგრესიული მზერა და გამოზნექილი ქვედა ყბა, ფიზიკურად ძლიერი აღნაგობა, მაგრამ!!! მხოლოდ ერთი დეტალი იყო, თითქოს ერთ-ერთი ხელი შეზრდილი ჰქონდა მკერდზე და ზემოდან კანის აპკიც კი ჩანდა, მახსოვს ძლივს მუნჯურად ლუღლუღებდა და გვემუქრებოდა, რომ ამოგვხოცავდა ყველას, ჩვენკენ რომ გამოეშურა დანა მოვიშველიე და შეზრდილ ხელზე კანის აპკში ჩავარტყი და ამოვუსერე მთლიანად, რომ ხელი განთავისუფლებოდა, მოკლედ ვიცი დებილობაა, მაგრამ თითქოს ბრძოლა შეწყდა, გაუხარდა, რომ მეორე ხელი გაუნთავისუფლდა და გაგვატარა კიბის მეორე მხარეს. კიბის იქითა მხარეს, ყველაზე საოცარი და ლამაზი რამ იყო, რაც კი ოდესმე ცხოვრებაში მინახავს... ბავშვობაში ალბად ყველას გქონდათ პრიზმები, სადაც სხვადასხვა ფერებში მოზაიკურ ფიგურებს ვაწყობდით, მოკლედ თითქოს ამ მთის გულში რაღაცგვარი კოსმოსური პლატფორმა იყო მოთავსებული, თითქოს მატარებლის ბაქანი, რომელიც სადღაც სიცარიელეში, შავ უსასრულობაში ეკიდა, რატომღაც კოსმოსის განცდა გამიჩნდა, ხოლო ბაქანთან ზემოხსენებული პრიზმის ფერებში გამჭირვალე კრისტალური სამკუთხა პრიზმისებრი ნაგებობა იდგა ჰორიზონტალურად, თითქოს ხომალდი იყო... მოკლედ, როგორც მივხვდით, ეს მთის გული, რაღაც პორტალის მგავსი რამ იყო, რომელიც მთელი მსოფლიოს სხვადახვა წერტილებთან ერთგვარი სისტემით იყო დაკავშირებული, რომ გავიღვიძე ვივარაუდე, რომ "გატყორცნა" მთის მწვერვალიდან ხდებოდა...

მოკლედ, ეს სიზმარი რატომღაც დამამახსოვრდა. განსაკუთრებით კი, 1200 ნაბიჯი, 1200 მეტრი, საერთოდ ციფრი 1200...

დიდი ბოდიშით, ალბად დაგღალეთ ამ ისტორიით, მაგრამ ყველაზე უცნაური ჩემთვის ის იყო, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ (ზუსტად არ მახსოვს,, სრულიად შემთხვევით მაილ.რუ-ზე ფოსტის შემოწმებისას ახალი ამბები სადაც ჩანს ვკითხულობ, რომ თურმე აღმოჩენილ მიწისქვეშა ქალაქების ქსელში ერთ-ერთ გამოქვაბულში მკვლევარებმა გაიარეს ზუსტად 1200 მეტრი და წააწყდნენ 60 სანტიმეტრიან ქვის კარებს...

მოკლედ სიზმრები ძალიან უცნაური, იდუმალი და საინტერესო მოვლენაა ჩვენს ცხვორებაში და ღმერთმა გვიმრალოს კარგი სიზმრები!


--------------------
Все вокруг гандоны, а я -- воздушный шарик.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 13 2013, 11:40 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



drabavik
ნებისმიერი ჭეშმარიტი "სიზმრებზე მონადირე" ინატრებდა მსგავს სიზმარს! თან რა მხატვრულად აღწერე. ძლივს მოვწყდი ბეჭდების მბრძანებელს და კიდე ეს მინდოდა?! biggrin.gif biggrin.gif

მე ბევრ ნიშანს ვპოულობ სიზმრებში, თუნდაც ასე პირდაპირ არ ხდებოდეს.
და ჩემი დაკვირვებით და ბევრის თქმითაც, ნამდვილად მხოლოდ ის არსებობს რაც ჩვენთვის არსებობს, რისი არსებობაც ან გვწამს ან ვიცით. და ყველაფერს მხოლოდ იმდენი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 15 2013, 08:51 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





"სიზმარმჭერი" ამერიკელი ინდიელების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ტრადიციაა. მისი ფორმა დაკავშირებულია ინდიელთა წარმოდგენებთან წრის შესახებ, რომელსაც ძალისა და ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამის საფუძველზე მათ მრავალი სიმბოლო შექმნეს, ერთ-ერთი მათგანია "სიზმარმჭერიც". მისი დანიშნულება "პატრონის" ძილის დაცვა და მისთვის სიზმრების "შერჩევაა".
ინდიელებს სჯერათ, რომ ღამით ჰაერი ნეგატიური და სასიამოვნო სიზმრებით ივსება. რაც მეტი "სიზმრის დამჭერი" ჰკიდია სასთუმალთან, მით უფრო ნაკლები კოშმარი და ნეგატივი შეერევა ადამიანის სიზმრებს. პოზიტიურმა სიზმრებმა კარგად იციან გზა - ისინი გაძვრებიან ნაქსოვის ცენტრში დატოვებულ ხვრელში და ბუმბულებს ჩაყვებიან მძინარისაკენ, ხოლო ცუდმა სიზმრებმა არ იციან გზა, აბლაბუდაში იხლართებიან და განთიადზე, მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე იღუპებიან.



პირველი "სიზმარმჭერი" შეიქმნა ოჯიბვეს ტომის მიერ და მისი ძალებისადმი რწმენა უძველესი დროიდან გამჯდარია მათში. ახალშობილის სასთუმალთან აუცილებლად ჰკიდებენ ბებია-ბაბუის მიერ მოქსოვილ "სიზმარმჭერს", რომელიც ჩვილის უშფოთველი ძილისა და ლამაზი სიზმრების გარანტიაა.

ტარდიციულ "სიზმარმჭერს" წკეპლებისგან ქსოვენ, მასალად წითელ ტირიფს, ვაზს, ან ტირიფის ოჯახის სხვა მცენარეებს იყენებენ. ნორჩ წნელებს შეაერთებენ ცენტრში, შემდეგ კი მათზე ახვევდნენ "ქსელს" რკალად ან სპირალურად, აბლაბუდის მსგავსად. ბოლოს კი ნატურალური ბუმბულით და ნახევრად ძვირფასი ქვებით ამკობდნენ. ერთი ძვირფასი ქვა თითო ბადისათვის, რადგან სიცოცხლის ქსელსაც ერთი შემოქმედი ჰყავს. "სიზმარმჭერის" ცენტრალური ხვრელი წარმოადგენს შემოქმედ წერტილს, რომლისგანაც ყველაფერი იქმნება.


"სიზმარმჭერის" დასამზადებლად საჭიროა ტირიფის წნელი რკალისთვის და მოსართავები - ბუმბული, მძივები, მიმართულების მაჩვენებელი ისარი ან სხვა მსგავსი. ზომა, რკალის დიამეტრი განსაზღვრული არ არის. ბადე, ძირითადად, ობობას ქსელის მსგავსად იქსოვება, ცენტრში ხვრელის დატოვება აუცილებელია. სასურველია "სიზმარმჭერის" ისეთ ადგილას დაკიდება, რომ დილით მზის პირველი სხივები მას ეცემოდეს.




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 16 2013, 02:07 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოჯიბვეს ტომისგან "სიზმარმჭერის" დამზადების ხელოვნება სხვა ტომებშიც გავრცელდა. ჩეროკის და ლაკოტას ტომის ხალხი მას საკუთარი დიზანით ამზადებენ და ახალი ლეგენდებიც მოუგონეს.

ოჯიბვას ლეგენდები:
1. მოხუცი ქალის სამყოფელში ობობამ დაიდო ბინა და ქსელის გაბმა დაიწყო. ქალი თვალყურს ადევნებდა მის საქმიანობას. ერთ დღეს შვილიშვილმაც შენიშნა ობობა და მისი მოკვლა სცადა, მაგრამ ბებიამ არ დაანება და სთხოვა, არაფერი ევნო მისთვის. როცა შვილიშვილი წავიდა, ობობამ მადლობა გადაუხადა ქალბატონს და სანაცვლოდ შესთავაზა, რომ მასსა და მთვარეს შორის გაჰკიდებდა დამცავ ქსელს, რომელიც ცუდ განზრახვებს მახეში გააბამდა და მას ვეღარ მისწვდებოდა.



2. სხვა თქმულებით, ასიბიკააში (ობობა-ქალი) ზრუნავდა თავის ხალხზე, ვინც შვილებად მიაჩნდა. როდესაც ოჯიბვეს ხალხი ჩრდილო ამერიკის ოთხივე კუთხით გაიფანტა, ასიბიკააში ამ მძიმე დროს მოგზაურობდა ყველა ჩვილთან და აკვანთან ერთად. მას შემდეგ ბებიებმა დაიწყეს ჯადოსნური ქსელის ქსოვა ტირიფის წნელების გამოყენებით.
წრიული ფორმის "სიზმარმჭერი" ასახავს მზის მოგზაურობას ცარგვალზე. ზოგი "სიზმარმჭერის" ქსელზე მიბმული რვა წვერი სიმბოლოა ობობა-ქალის რვა ფეხისა. ცენტრში მიმაგრებული ბუმბულები მის სუნთქვას წარმოადგენს.

3. ძველ დროში ანიშინაბეს (ოჯიბვეს) ხალხი ძლიერ იტანჯებოდნენ კოშმარებით. უხუცესები და ცდილობდნენ ამ პრობლემის მოგვარებას თუმცა ვერაფერს შველოდნენ. უამრავი ადამიანი შეიკრიბა საბჭოზე, რომლის დროსაც უფროს ბელადს ხილვა ჰქონდა - მან ნახა აბლაბუდას რკალი, მორთული მძივებითა და ბუმბულებით. ტოტემმა აუხსნა, რომ ეს ქსელი შეაკავებდა კოშმარებს, ხოლო ნათელ სიზმრებს გზას გაუხსნიდა. მას შემდეგ დაიწყეს "სიზმარმჭერების" შექმნა და უსიამოვნო სიზმრებს თავი დააღწიეს.


ლაკოტას ლეგენდები:
1. ლაკოტას ლიდერი, რომელსაც სულიერი ხედვის მიღება სურდა, მაღალ მთაზე უდიდეს ბრძენ მასწავლებელს - იკტომს შეხვდა. იკტომი მას ობობას სახით ეჩვენა. მან აიღო ტირიფის რგოლი და შიგნით ბადე ამოაქსოვა. იკტომმა განუცხადა ლაკოტას ლიდერს, რომ არსებობდნენ ბნელი და ნათელი ძალები, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ ადამიანის სიზმრებში. "სიზმარმჭერი" გზას გაუხსნის ნათელ ძალას, ხოლო ბნელ ძალებს შეაკავებს და დაწვავს. იკტომმა ურჩია მას "სიზმარმჭრები" დაემზადებინა თავისი ხალხისთვის, ის მიიზიდავს პოზიტიურ სიზმრებს, სხვაგვარად ღამის ქარი გაფანტავდა მათ.

2. დიდი ხნის წინათ, როცა სიტყვა ბგერა იყო, ლაკოტას ტომის სულიერ წინამძღვარს უმაღლეს მწვერვალზე ხილვა ჰქონდა. მას იკტომი, ბრძენი მასწავლებელი და მკვლევარი, ობობას სახით ეჩვენა. იკტომი მას საიდუმლო ენაზე ელაპარაკებოდა. ობობა-იკტომმა აიღო უხუცესის ტირიფის რკალი და ბუმბულები, ცხენის ძუა, მძივები და დაიწყო ბადის ქსოვა. ის ესაუბრებოდა უხუცესს ცხოვრების ციკლის შესახებ, როგორ გავივლით ჩვილობის, მოზარდობის ასაკს სრულწოვანებამდე და ა.შ. და ბოლოს, როცა ვბერდებით, ჩვენ კვლავ ჩვილივით უმწეონი ვხვდებით და სხვების ზრუნვას ვსაჭიროებთ, ამით ცხოვრების ციკლიც სრულდება. ამ დროის განმავლობაში, - განაგრძობდა იკტომი საუბარს და თან ბადეს ქსოვდა, - ჩვენს ცხოვრებაში მრავალი ძალა არსებობს, ზოგი კეთილი, ზოგიც ბოროტი. თუ თქვენ მოუსმენთ კეთილ ძალებს, ისინი სწორი მიმართულებით გატარებენ; ხოლო თუ მოუსმენთ ბოროტ ძალებს, ისინი მცდარ გზაზე გაგიყვანენ და დაიღუპებით. ასე რომ, ამ ძალებს შეუძლიათ დაგეხმარონ ან ხელი შეგიშალონ ბუნებრივ ჰარმონიაში.
როცა იკტომი ქსოვას მორჩა, ბადე უხუცესს გაუწოდა და უთხრა: ბადე შუაში ხვრელით თქვენი წარმატებული ცხოვრების საწინდარია. ბადის გამოყენება დაეხმარება თქვენ ხალხს მიზნების მიღწევაში, ნათელი იდეების, ოცნებების, ხედვების ასრულებაში. თუ კი დიდი სულის რწმენა გექნებათ, ბადე გაატარებს ნათელ იდეებს, ბოროტ ზრახვებს კი მახეში გააბამს და დაღუპავს.

უხუცესმა თავისი ხილვა ხალხს გაანდო და მას შემდეგ ინდიელები საწოლებთან "სიზმარმჭერებს" ჰკიდებენ და თავიანთი მომავლის გასაცრელად.
ნათქვამია, რომ სიზმრების დამჭერს ხელში მომავლის ბედი უჭირავს..

ეს ბუნებრივი სიზმარმჭერი


ესეც ბუნებრივია პრინციპში biggrin.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 16 2013, 04:00 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წავალთ-წამოვალთ და ისევ მთვარესთან მივდივართ biggrin.gif
უნდა გავფრინდე ერთხელ, ახლოდან დავათვალიერო. თან ისეთი მნიშნება მქონდა სიზმარში - ვიღაცამ დამანახა დიდი სავსე მთვარე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციეო-მითხრა. მთელი დედამიწა შემომატარა და აქცენტი მაინც მთვარეზე გააკეთა.
გაიგე ახლა იმიტომ ვნახე ეს რომ მე მივანიჭე მნიშვნელობა მთვარის ღმერთებს, თქმულებებს და გადმოცემებს, თუ იმიტომ მითხრა რომ მართლა მნიშვნელოვანია ეს თემა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
drabavik
post Dec 15 2013, 06:28 AM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 20
Joined: 26-August 09
Member No.: 6,018

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
დიდი მადლობა სასარგებლო ინფორმაციისთვის და თბილი სიტყვებისთვის, უბრალოდ ვცდილობდი ოდნავ გასაგებად ამეღწერა ის რაც მაშინ "ვნახე და განვიცადე".

ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ სიზმრების მრავალფეროვნებაში, მაშინ, როცა უზომოდ კარგ სასიამოვნო სიზმარს ვნახულობ, დეტალები მავიწყდება.
მაგალითად თუ არ ვცდები გუშინწინ კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი (ქართველი აშკარად არ იყო) მითხრეს, ვისთანაც რაღაც ან ვიღაც უნდა მენახა, გავიღვიძე - მახსოვდა, მაგრამ როცა ჩაწერა მომაფიქრდა უკვე ამოშლილი მქონდა მეხსიერებიდან.

წუხელ უაზრო კოშმარებს გადავრჩი, უბრალოდ ვიმალებოდი აფხაზებისგან და რუსებიგან smile.gif და დედაჩემის ნატვრა იყო ბაბუაჩემის საფლავზე ასვლა და დალაგება, ასე რომ მშობლიურ აფხაზეთში ვიყავი, სოხუმის ცენტრიდან კელასურამდე ფეხით გავედი და მივხვდი, რომ გზა შემეშალა, მართალია სიბნელე იყო, ნისლი, მაგრამ ძალიან თბილი გრძნობა დამრჩა, ბაბუაჩემის საფლავის პოვნა მინდოდა, უბრალოდ ვერ მივაღწიე იქამდე, გამომეღვიძა.


--------------------
Все вокруг гандоны, а я -- воздушный шарик.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 15 2013, 03:12 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



drabavik
წუხელ ალბათ მშობლიური ადგილების და წარსულის მონატრების დღე იყო biggrin.gif მეც ჩემი ბებია-ბაბუის სოფელში მივდიოდი ფეხით, გზა დამებნა მთებში და ვხეტიალობდი უაზროდ biggrin.gif

რაც შეეხება სიზმრების დავიწყებას, ხშირ შემთხვევაში სიუჟეტი არცაა მნიშვნელოვანი. ის რასაც სიზმარში ვისწავლით მაინც ჩვენში რჩება და როცა დაგჭირდება ცნობიერების ზედაპირზე ამოვა, არ აქვს მნიშვნელობა იცოდე რომ ეს ინფორმაცია, რჩევა იქნება თუ ცნობა რაიმეს შესახებ, როდის რომელი სიზმრიდან მიიღე.
მქონდა შემთხვევა როცა თვეების განმავლობაში რაღაცეებს მასწავლიდნენ სიზმარშI და ვერ ვიმახსოვრებდი რას მეუბნებოდნენ.
თუმცა რაღაც დროის განმავლობაში ისეთ თემებზე დავიწყე საუბარი, ფიქრი და ანალიზი, რაზეც არც წამიკითხავს რეალობაში და არც ცოდნა მქონდა.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalini
post Dec 19 2013, 10:40 PM
Post #13


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 6-August 13
Member No.: 7,157

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰო ეს მთელი ფილოსოფიაა tikoroma ყოჩაღ გიშრომია ეტყობა რომ პრაგმატულად შეხედე ყოველივე ამას კარგია რომ ასეთი მონდომებული ხარ ვაფასებ ყოველივეს ფორუმისთვის მართლაც საჭირო კაცი ხარ ბოდიშით რომ ხოტბას ვასხავ ამ ადამიანს მაგრამ ნაშრომი რომ არ აღმენიშნა არ შეიძლებოდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
JUST PROGRESS
post Dec 22 2013, 03:49 AM
Post #14


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 10
Joined: 18-June 11
Member No.: 6,490

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ise saintereso kanonzomierebis danaxva sheidzleba - yvela civilizacia vinc am fenomens ragac sulier , gvtaebriv-mistiur samyarostan akavshirebda, gaqra an ganadgurda (romaelebi, egviptelebi, dzveli saberdzneti ...)
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalini
post Dec 22 2013, 11:18 AM
Post #15


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 6-August 13
Member No.: 7,157

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰო ეგეც საფიქრალია და მთავარი ატლანტიდა არ დაგავიწყდეს მასში სამყაროს ცოდნაა დამალულიო ამბობენ კიდევ შამბალის მთა რომელშიც პარანორმალური მოვლენები ხდება .
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 22 2013, 07:04 PM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




JUST PROGRESS
ციტატა
ise saintereso kanonzomierebis danaxva sheidzleba - yvela civilizacia vinc am fenomens ragac sulier , gvtaebriv-mistiur samyarostan akavshirebda, gaqra an ganadgurda (romaelebi, egviptelebi, dzveli saberdzneti ...)


მაგათი განადგურება სიზმრებს ნაკლებად უკავშირდება, ჩემი აზრით smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
JUST PROGRESS
post Dec 25 2013, 02:31 AM
Post #17


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 10
Joined: 18-June 11
Member No.: 6,490

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



stalini
tikoroma

კი, შამბალაც უნდა აღვნიშნოთ და ატლანტიდაც smile.gif მე აი რამ დამაინტერესა - რა კავშირშია სიზმრები და კაცობრიობის ისტორია როგორც ასეთი? აქვთ თუ არა სიზმრებს ისტორია? მართლა უცნაურია ცოტა არ იყოს...

გამახსენდა დოკუმნეტური ფილმი "ფაზა", სადაც ამბობენ ასეთ რამეს: ადამიანის ცნობიერება ისტორიის მანძილზე თანდათანობით ვითარდებოდა და იკავებდა მისი ღვიძილის დროს, მერე კი გაფართოვდა, არ ეყო ადგილი და გადაინაცვლა ძილის მდგომარეობაზეც! ...

http://www.youtube.com/watch?v=9ccwvj3s7WI

ამაზე რა აზრის ხართ, რამე კანონზომიერება არსებობს სიზმრებსა და ჩვენს რეალურ ისტორიას შორის? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 25 2013, 08:50 PM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



JUST PROGRESS
ეს ფილმი არ ვიცი.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
daliela
post Jan 27 2014, 01:34 PM
Post #19


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 119
Joined: 11-October 10
Member No.: 6,289

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გუშინ ვნახე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სიზმარი რომელიც ოდესმე მინახავს
ძალიან ნათელი და რეალური

გიზის პირამიდაზე რომელიც მთლიანად ბზინავდა ოქროსფრად
შუაში იჯდა ბავშვი ასე 8-10 წლის და ტიროდა იმაზე, თუ რატომ არ ახსოვდა თავისი წინა ინკარნაციები
ეს ამიხსნა კაცმა რომელიც გვერდით მედგა და ამ პირამიდას გავყურებდით
კიდევ ვიღაცეები იყვნენ ჩვენთან ერთად ოღონდ არ მახსოვს.. მგონი სხეულებიც არ ჰქონდათ მაგრამ ვიცი რომ მარტო მე და ეს კაცი არ ვიდექით
მქონდა არაჩვეულებრივი დაცულობის,სტაბილურობის შეგრძნება
და კიდევ იმის რომ ვსწავლობდი

wub.gif wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
God is God
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 27 2014, 09:53 PM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



daliela
ციტატა
გიზის პირამიდაზე რომელიც მთლიანად ბზინავდა ოქროსფრად
შუაში იჯდა ბავშვი ასე 8-10 წლის და ტიროდა იმაზე, თუ რატომ არ ახსოვდა თავისი წინა ინკარნაციები
ეს ამიხსნა კაცმა რომელიც გვერდით მედგა და ამ პირამიდას გავყურებდით
კიდევ ვიღაცეები იყვნენ ჩვენთან ერთად ოღონდ არ მახსოვს.. მგონი სხეულებიც არ ჰქონდათ მაგრამ ვიცი რომ მარტო მე და ეს კაცი არ ვიდექით
მქონდა არაჩვეულებრივი დაცულობის,სტაბილურობის შეგრძნება
და კიდევ იმის რომ ვსწავლობდი


მიყვარს ასეთი სიზმრები <3


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 03:01 AM