Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჩენელინგები _ ინსაიდერი.

Posted by: ano Feb 15 2016, 02:18 PM

youtube ზე ვეძებდი ინფორმაციას ქვეცნობიერის შესახებ და შემთხვევით ინსაიდერის აუდიოს წავაწყდი,
საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია, მცირე ნაწილი ვთარგმნე

http://www.insiderrevelations.ru
https://www.youtube.com/watch?v=4GXeraqk-fo


ინსაიდერის გამოცხადება
რაღაც უცნაური მოხდა ფორუმზე godlikeproductions.com რამოდენიმე დღის განმავლობაში რამაც ფორუმელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ვინმემ რომელიც თავს ინსაიდერს უწოდებს, ამტკიცებდა, რომ ის ეკუთვნის, იმ ოჯახის ხაზს, რომელიც მართავს სამყაროს და შეგვპირდა ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას, თავიდან ეს ხუმრობას გავდა, რამოდენიმე კითხვაზე ჩვეულებრივი პასუხი იყო გაცემული, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა.
ნებისმიერი ვინც ერკვევა დიალექტიკაში, იცის, რომ პასუხები (კითხვით ფორმაში) ინსაიდერის მხრიდან მიზანმიმართულად აპროვოცირებდა სხვებს რომ დაესვათ შეკითხვები, რამაც გამოიწვია შემდეგი მოვლენები. ინსაიდერის პირველი შეკითხვა იყო შემდეგი: „თქვენ გგონიათ, რომ გარკვეულ პლანეტაზე ცხოვრობთ? და ნამდვილად ცხოვრობთ თქვენ მასზე?“
ხოლო მომდევნო პასუხები რომლებიც მან გაგვცა უთითებდა მის მიერ ფილოსოფიის, ისტორიის, მეტაფიზიკის, რელიგიის, მაგიის, პოლიტიკის... ღრმა ცოდნას.
ეს პასუხები იყო ძალიან ორიგინალური და კონკრეტული, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა გვაიძულა, რომ დავფიქრებულიყავით.
საოცარია ის რომ ინსაიდერი კითხვებს პასუხობდა ძალიან სწრაფად. კითხვების თემები იყო სხვადასხვა შინაარსის, ხოლო პასუხები ჩნდებოდა წამიერად. ეს როგორ შეიძლება? ინტერნეტიდან კოპირებით? მე გულმოდგინედ შევამოწმე და ვერ ვიპოვე ინტერნეტში იწ წინადადებები, რომლებიც ინსაიდერმა დაწერა. ვიგრძენი რომ უბრალო ადამიანს ასეთი რამ არ შეუძლია.

ინსაიდერის პირველი გამოცხადება (პირველად გამოჩნდა ინგლისურენოვან ფორუმზე 2005 წელს)
__ინსაიდ: _ მე ელიტური ოჯახის წევრი ვარ, რომელიც თქვენ გეჯავრებათ.... დამისვით კითხვები და მე გაგცემთ პასუხებს.
რატომ? იმიტომ რომ შემიძლია.
__ფორუმ: _ რა არის „ელიტური ოჯახი?“
__ინსაიდ: _ ასეთი სახელი გამოიყენება. ოჯახები რომლებიც ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში მართავენ მათ, ვინც არ ეკუთვნით მათ სისხლით.
__ფორუმ: _ რას ფიქრობ პრობლემა "peak oil" (ნავთის მაქსიმალური მიღების მომენტი, რის შემდეგაც მოგების მოცულობა მნიშვნელოვნად ეცემა)
__ინსაიდ: _ გარკვეულ წრეებში ცნობილია, რომ ის გამომუშავდება. დედამიწა მეტ ნავთს აწარმოებს აირისაგან. გინდ დამიჯერეთ გინდ არა ეს ბუნებრივი პროცესი შემდეგი პრინციპით მუშაობს „რაც მეტს იღებთ, მით მეტი ინახება ბალანსის შესანარჩუნებლად“. გამოიკვლიეთ ფუტკრების მეთოდი რითაც ისინი აწარმოებენ თაფლს და მიხვდებით. გარდა ამისა დედამიწაზე ბევრი ადგილია, მდიდარი ბუნებრივი წიაღისეულით, რომელსაც ადამიანის ხელი ჯერ არ შეხებია.
__ფორუმ: _რაა საერთო ელიტური ოჯახის ხაზში?
__ფორუმ: _ გქონია როდესმე სექსი ბავშვთან?
__ინსაიდ: _ გაიგე, რომ გენეალოგიური ხაზი არჩეულ იქნა მმართველობისათვის, ის არ გაჩენილა ჰაერიდან. სულები რომლების ამ ხაზში ევლინებიან, ირჩევიან ღვთაებრივი კანონის მიერ.
მეორე შეკითხვა უჩვენებს, რომ შენ ძალიან ბევრს კითხულობ აიკას (დევიდ აიკი „შეთქმულების თეორიის“ ავტორი), ეს უბრალოდ გამოიყენება როგორც ხელსაწყო. მაგრამ მე გიპასუხებ, არა.
__ფორუმ: _ ბოდიში. მე არავინ მმართავს და არც არასოდეს მმართავდა ვინმე!
__ინსაიდ: _ ძველი ანდაზაა: იდეალური მონა_ ის არის ვინც ამბობს: „მე არ ვარ მონა“. ეს ისეა, როგორც ალკოჰოლიკი, რომელიც ამბობს, რომ ის არ არის ალკოჰოლიკი, ამიტომ ის ყოველთვის დარჩება ალკოჰოლიკად. აზრი გასაგებია?
__ფორუმ: _ სად ხართ ელიტარებო, გონებრივად ავადმყოფ ნათესავებს სად მალავთ, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი ინცესტის შედეგად ჩნდებიან?
__ინსაიდ: _ ეს მითია, რომ ინცესტი ყოველთვის პრობლემას ქმნის. თუ 2 მშობელი ატარებს გენს, რომელიც საუკეთესოა ხარისხით, ვიდრე დანარჩენების...
__ფორუმ: _ რატომ დაუშვთ, რომ ჩვენ გავმრავლებულიყავით კურდღლებივით, თუკი ზედმეტი მოსახლეობა თქვენთვის საფრთხეს წარმოადგენს?
__ინსაიდ: _ 1. ჩვენ არ დაგვიშვია ეს. თქვენ იმაზე მეტი ძალაუფლება გაქვთ, ვიდრე გგონიათ.
2. გადავსებული მოსახლეობა ჩვენ ხელს არ გვიშლის.. ესეც მითია.
__ფორუმ: _ რას ფიქრობს „ელიტარული ოჯახის“ წარმომადგენელი godlikeproductions.com ფორუმზე
__ინსაიდ: _ რაც მეტადაა ადამიანები დაყოფილი, მით უფრო იოლი სამართავი არიან. თუ მათ გავხდით თავდაჯერებულს იმით, რომ მათ ხელში უჭირავთ ხმალი (იარაღი), რითაც მათი აზრით ისინი ხდებიან ძლიერები და შეუძლიათ იბრძოლონ „ბნელ ძალებთან“, მაშინ როდესაც ეს უბრალოდ კბილსაჩიჩქნია.
ფრთხილად უნდა იყო იმასთან ვისაც ამ ხმალს აძლევ ტრინიტი. იცი, რომ არა მხოლოდ წარმოთქმა არამედ სიტყვის დაწერაც კი გამოსცემს გამოსხივებას, და ეს პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს?
თქვენ გგონიათ რომ იბრძვით გარკვეულ მხარეს. მაგრამ მე გეტყვით, რომ აქ დაწერილი სიტყვების უმრავლესობა თქვენს მხარეს არ ეხმარება.
__ფორუმ: _ რა რელიგიური მიმდინარეობის ხართ?
__ინსაიდ: _ რელიგიები „ჩვენი“ შექმნილია.
ის რელიგიები რომლებიც ახლა პოპულარულია, სრული კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. კონკრეტულად ამის შესახებ ვერ მოგიყვებით, მაგრამ ქრისტიანობა, იუდაიზმი, ისლამი, ბუდიზმი, ოდნავ ცრუ გზაზე არიან. არსებობს ჭეშმარიტების გული, მაგრამ ის იყვინთება გაუკუღმართებულობის ზღვაში... თქვენთვის, რომ აარჩიოთ, გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენს რწმენას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს დაკავშირებულია რთულ ღვთაებრივ კანონთან.
__ფორუმ: _ რას იტყვით მსოფლიო ეკონომიკის შესახებ?
__ინსაიდ: _ შეთქმულების თეორეტიკოსები იმაში არიან მართალი, რომ ეკონომიკა ეყრდნობა ფულს, რომელიც არ არსებობს, ის არც იყო და არც იარსებებს. ის ვინც ფლობს ბანკებს, ასევე ფლობენ მასობრივ კომუნიკაციებს და პოლიტიკას, ასე რომ თქვენ იჯერებთ იმას რაც მათ ჭირდებათ.
__ფორუმ: _ როდის მოხდება თავთავის და ღვარძლის გადარჩევა? თუ თქვენ გსურთ რომ მოიშოროთ თავთავი და დაიტოვოთ ჩენჩო, როგორც მონები? ნებისმიერ შემთხვევაში ეს როდის მოხდება? დავიღალე ცრუ წინასწარმეტყველებებით, გთხოვთ იყავით გულწრფელი ამჯერად.
__ინსაიდ: _ 100% ით დარწმუნებული ვარ სამყაროს დასასრული არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ისეთი როგორც ყველას წარმოუდგენია. სამყაროს აღსასრული, როგორც თქვენ გიხსნიან სხვადასხვა წყაროები, სინამდვილეში არასოდეს ყოფილა ნაგულისხმევი ამ ადგილისათვის.
დადგება დრო როდესაც ყველა იქნება განთავისუფლებული, მაგრამ ეს არ არის მასობრივი მოვლენა, უფრო ინდივიდუალურია.... იმუშავეთ საკუთარ თავზე.
__ფორუმ: _ საინტერესოა ელიტა რატომ არ ხელმძღვანელობს? უფრო იმას გავს, რომ ისინი პარაზიტობენ საზოგადოებაზე.
__ინსაიდ: _ თევზები ოკეანეში ვერ ხედავენ, რომ ჩიტები ცაში დაფრინავენ.
__ფორუმ: _ მიგიღია შენ ან შენს ოჯახს მონაწილეობა ოკულტურ რიტუალში, თუ კი როგორია მისი ხასიათი?
__ინსაიდ: _ რიტუალს აქვს დანიშნულება, რაც უმრავლესობისათვის გაუგებარია. რიტუალი ემსახურება უმაღლეს არსებებთან კავშირს, რომლებიც ამ ყოფის გეგმას ხელმძღვანელობენ.
ჩვენ ჩვენს სამუშაოს ვაკეთებთ.
__ფორუმ: _ უნდა გითხრათ, რომ თქვენმა ღვთაებრივმა კანონმა კარგად «იხმარეთ» ეს პლანეტა და მისი მოსახლეობა!
__ინსაიდ: _ შენი ტიპის მორწმუნეები ვერ ხვდებიან, რომ ეს თქვენ თვითონ გააკეთეთ და არავინ აკეთებს ამას თქვენს გარდა.
სხვათაშორის, რაც ახლა დაწერე, ამით გაიხანგრძლივე დედამიწაზე ყოფნა კიდევ ერთი დაბადებით... ვიზიარებ მწუხარებას.

Posted by: ano Feb 23 2016, 10:00 AM

25/09/2005

რაღაც კითხვებს უსვამენ და ეს აღარ პასუხობს მერე ისევ უმეორებენ ერთი და იგივეს: ბილ გეითსი შენზე მაგარი თუ არისო, არაბი ხარ თუ სადაურიო, ნატაშა ვინ არისო, დედოფალ ელიზაბეტზე რას იტყვიო, ... ინსაიდერი ეუბნება ჩამოაყალიბეთ წესიარად რაც გაინტერესებთ და სისულელეებზე არ ვპასუხობო, ხოლო თუ გაინტერესებთ ცნობილი სახეების შესახებ ისინი ელიტარულ ოჯახს არ ეკუთვნიანო. ხოლო ჩემს რასას მნიშვნელობა არ აქვს, ეს არაფერს ნიშნავს.

__ფორუმ: _ როგორ მუშაობს ვიზუალიზაცია?
__ინსაიდ: _ ის მუშაობს ყველასთვის. საჭიროა განსაზღვრულ დონეზე ასვლა პირად განვითარებაში. ეს ნიშნავს ცხოვრობდე მკაცრი წესებით ყველაფერთან მიმართებაში, რასაც აკეთებ ცხოვრებაში, წვრილმანებშიც კი. ადამიანთა უმეტესობას არ გააჩნია არც დისციპლინა, არც თავშეკავება, რომ ამ დონეს მიაღწიოს. ზოგიერთები აქ ამტკიცებენ, რომ ეს შეუძლიათ, მაგრამ მე ვიცი სავარაუდოდ, მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მაქვს მათი ცხოვრების შესახებ, ისინი ძალიან შორს არიან ამისგან, ვიდრე მათ გონიათ.
„ვიზუალიზაცია“ მუშაობს, იმიტომ რომ ეს__ არსებითი საშუალებაა რომ შექმნა ამ მატერიალურ სამყაროში.
სამყარო__ცოცხალი არსია, რომელიც იყენებს თავის გონებას, რომ შექმნას, მის მიერ შექმნილს, შეუძლია ფლობდეს ასეთივე ძალას.

__ფორუმ: _ ვინ იყენებს აიკას? (დევიდ აიკი „შეთქმულების თეორიის“ ავტორი) და რატომ?
__ ინსაიდ: _ აიკმა იცის სიმართლის არსი და ცდილობს მის გადმოცემას.
თუმცა ის ვერ ხვდება, რომ სინამდვილეში ეს მის წინააღმდეგ მუშაობს.
რეპტილიური ხაზის შესახებ ინფორმაცია მას მიაწოდა „ოჯახის“ ადამიანმა. 7-8 თვის განმავლობაში მას ბომბავდნენ „მსხვერპლით“, რომლებმაც დაინახეს ტრანსფორმაციები, სატნური რიტუალები და ა.შ. ასე რომ მას არ შეეძლო არ დაეჯერებია ეს. ზოგჯერ „თვითმხილველებს“ უგზავნიდნენ დღეში რამოდენიმეჯერ. სხვებს აიკის მსგავსად (ასეთები იმაზე მეტია ვიდრე თქვენ გგონიათ) კვებავდნენ მსგავსი ისტორიებით.
მე ნამდვილად არა ვარ რეპტილია.

__ფორუმ: _ გამარჯობა ინსაიდერ!
თქვენ ღვთაებრივი საძმოს წევრი ხართ? თქვენ _“მე“ ხართ? ის ხართ ვინც მართავს მატრიცას?
ცნობისმოყვარე გონებას სურს იცოდეს, მოვლენებით დაბნეული ვარ. თქვენ ამბობთ რომ ჩვენ გვძულხართ, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გძულდეს ღვთაებრივი სამყაროს წარმომადგენელი არსება! შემდეგ თქვენ წარმოადგენთ „ელიტური ოჯახის ხაზს“ დედამიწაზე, მაგრამ რა ვუყოთ სულების სამყაროს? ისევ დავიბენი. შეგიძლიათ ახსნათ? უბრალოდ რას წარმოადგენს ელიტა, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ გვძულს, და რომელმაც როგორც ჩანს იცის ყველა „საიდუმლოებები“?
__ინსაიდ: _თქვენ დაბნეული ხართ იმის გამო, რომ სხვა ვერსიები მიიღეთ როგორც „სიმართლე“ და გეგონათ რომ გქონდათ სამყაროს ერთიანი სურათი, მაგრამ რაც მე ვთქვი, გააქარწყლა მაგის დიდი ნაწილი.
„ოჯახთან“ დაკავშირებით არსებობს რაღაც გაუგებრობები... და აქ დასმული შეკითხვები ამას ადასტურებს. მაგრამ ამას აქვს მიზეზი, და ეს ემსახურება გარკვეულ მიზანს.
ჩვენ ამ სამყაროთი იმაზე მეტად არ ვმანიპულირებთ ვიდრე დაშვებულია ღვთაებრივი კანონით. ჩვენ გაძლევთ ინსტრუმენტებს, ხოლო თუ როგორ გამოიყენებთ მათ ეს თქვენი საქმეა. ინსტრუმენტი შესაძლოა გამოიყენო ბოროტად, მაგრამ არავინ გაიძულებთ მათ ასეთ გამოყენებას... თქვენ თავად ირჩევთ. ამიტომ იმის სეძულება ვინც ინსტრუმენტები მოგაწოდათ, და რომელსაც საკუთარი ნებით იყენებთ, რომ „შესცოდოთ“, ეს იგივეა რომ შენიღბოთ საკუთარი კვალი.
თქვენ იმას იღებთ რაც დაიმსახურეთ. ასე მუშაობს ეს სამყარო.
ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, იმავეს აკეთებთ თქვენც.
არის ძველი ანდაზა.. რომელიც არ წერია საჯარო წერილებში: ეშმაკმა არ იცის, რომ ის ეშმაკია_ის ფიქრობს, რომ ის ღმერთია.
ალბათ. სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს რომ ხალხი ეთაყვანება „ბოროტებას“, და ფიქრობენ, რომ „კეთილს“
ემსახურებიან.

„შენ ვერ ხვდები სინამდვილეში, რას წარმოადგენს ეს სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“

(პს: ზედა ანდაზაზე დონ ხუანი გამახსენდა ის ადამიანებს შავ მაგებს ეძახდა, ამ სამყაროს კი ადამიანების მიერ შექმნილს.. ერთნაირები ერთად თავმოყრილი და ამყარებენ ამ "მატერიას", ის სულ ცდილობდა ამ მოჯადოებული სამყაროდან გამოეყვანა კასტანედა, რომ რეალობა დაენახვევია მისთვის...)


Posted by: old_man Feb 23 2016, 09:45 PM

ერთი თვის წინ გადავაწყდი და მოვუსმიე აუდიო ვერსიას,
ღირს მოსმენად
კარგად არის გადმოცემული

Posted by: Existence Feb 24 2016, 01:18 AM

ano

საინტერესოა, არ იგრძნობა სიყალბე , გამიკვირდა, მადლობა რო თარგმნე.

Posted by: earth Feb 24 2016, 09:37 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 15th February 2016 - 03:18 PM) *
სხვათაშორის, რაც ახლა დაწერე, ამით გაიხანგრძლივე დედამიწაზე ყოფნა კიდევ ერთი დაბადებით... ვიზიარებ მწუხარებას.

biggrin.gif მაგარია smile.gif

საინტერესოა ano , მადლობა რომ თარგმნე.

Posted by: Existence Feb 25 2016, 03:04 AM

მოგვიანებით აუდიოს მოვუსმინე (ნაწილს) და ხშირ შემთხვევაში სრულ ოკულტურ უმეცრებას ამჟღავნებს მაგ იესოსა და ქრისტეზე საუბრისას და აშ

Posted by: earth Feb 25 2016, 08:01 AM

ეჰ, რა უნდა დაიჯეროს კაცმა დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში...

Posted by: ano Feb 26 2016, 01:42 PM

QUOTE(Existence @ Feb 24 2016, 01:18 AM) *
ano

საინტერესოა, არ იგრძნობა სიყალბე , გამიკვირდა, მადლობა რო თარგმნე.


რა გაგიკვირდა?

QUOTE(Existence @ Feb 25 2016, 03:04 AM) *
მოგვიანებით აუდიოს მოვუსმინე (ნაწილს) და ხშირ შემთხვევაში სრულ ოკულტურ უმეცრებას ამჟღავნებს მაგ იესოსა და ქრისტეზე საუბრისას და აშ


ზოგადად რას, ამანაც აურია?

QUOTE(earth @ Feb 25 2016, 08:01 AM) *
ეჰ, რა უნდა დაიჯეროს კაცმა დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში...


ეს ინსაიდერი ამბობს რომ ყველა მიმდინარეობა არის არეული და მცდარი, მგონი ასე ამბობს ცოდნა ვერ შეინახესო.
იესოზე თქვა რომ სხვა ეპოქაში იყო სხვა სახელი ერქვაო, სხვა ტერიტორიაზეო და მისი ნამდვილი სწავლება დღეს არ შემონახულაო.
იესო არის ადამიანი დღესაც ხელმძღვანელობს დედამიწაზე რაღაც სულიერ პლანზეო.

სხვებთან შედარებით ცოდნა შეინახეს ამერიკელმა ინდიელებმაო.

გურჯიევზე კითხეს და ამან უთხრა 21 საუკუნისთვის, მისი მეთოდები არაადეკვატურიაო.

Ваше мнение о Гурджиеве и его учении?
Учение Гурджиева устарело, и более не адекватно реальности в 21 веке.

Существует ли текст, где официально и подробно изложен "Единый Божественный Закон", и как с ним ознакомиться? Скрижаль Гермеса содержит основные Божественные Принципы, они абстрактны.
В словах Божественный Закон непередаваем, его ощущение можно приобрести только через озарение.

ჭეშმარიტებას შეიცავს ჰერმესის ფილები, რომელიც არის აბსტრაქტულიო. (მგონი ასე თქვა ვერ გავიგე) თუ ეს ფორუმელმა კითხა
და ამან უთხრა ღვთის კანონის დაწერა შეუძლებელიაო, მხოლოდ მისი შეგრძნებაა შესაძლებელი გამონათებებითო..



Posted by: tikoroma Feb 26 2016, 02:52 PM

ჰაჰ მაგარი კაცია

Posted by: tikoroma Feb 26 2016, 02:52 PM

ჰეი, მონებო, გამარჯობათ. გინა ცოტა ჩაი დაგისხათ, ამ დილით რაღაც კარგ ხასიათზე ვარ biggrin.gif
დამევასა

Posted by: earth Feb 26 2016, 04:27 PM

ისე ეს ფრაზა დამრჩება, ალბათ ამის მერე ჩემი ფრაზა იქნება, მომეწონა მაგრად: ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, კიდევ დაიბადებით დედამიწაზე biggrin.gif

Posted by: ano Mar 26 2016, 08:17 AM

ვაგრძელებ თარგმანს....

„შენ ვერ ხვდები სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“

__ფორუმ:_ რა მიზეზით მივიდა თქვენი ხალხი ამ პლანეტაზე?
__ინსაიდ:_ იმავე მიზეზით რითაც თქვენ.
__ფორუმ:_ვინ იცნობს რომელიმე „ელიტურ ოჯახს“ რომ შეიჯავროს?
__ინსაიდ:_ერთხელ და საბოლოოდ რომ ავხსნა...ბუში არ ეკუთვნის ელიტურ ოჯახს... ისინი თქვენი მოდგმის ხალხია, რომლებსაც სურთ, რომ იყვნენ ღვთაებრივები.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ: ის ვისი სახელი და სახეც ცნობილია_ერთმნიშვნელოვნად არ ეკუთვნიან ელიტურ ოჯახს. ისინი არ არიან კომპოზიტორები და დირიჟორები. ისინი უბრალოდ უკრავენ ფლეიტაზე, ისე როგორც ეუბნებიან.
ბუში, კლინტონი, შარონი, არაფატი, ჰიტლერი, დალაი-ლამა, მანდელი, ბლერი, გორი, ჩავეზი, განდი, ლენონი, დილანი, აინშტაინი, მიქელანჯელო, რომის პაპი, ცეზარი, არისტოტელე, ჰეროდოტე, ეხნატონი, ყველანი ესენი თამაშობდნენ და თამაშობენ თავის როლს ისე როგორც ეუბნებოდნენ და ეუბნებიან.
ის ადამიანები რომელთაც სწყურიათ აღიარება და პატივისცემაა ეკუთვნიან თქვენს მოდგმას, ვერ მოხვდებიან იმ ადამიანებთან ნავში რომელსაც მე ვეკუთვნი.


__ფორუმ:_რას იზამდი შენ რომ იყო „თამაშის უფროსი“? (მთავარი მოთამაშე)
ეს შეკითხვა განკუთვნილია თქვენი მდგომარეობის ადამიანისათვის.
ჩემი პასუხია: „გადავარჩინო რაც შეიძლება მეტი.“
საინტერესოა თქვენ როგორ უპასუხებდით?
__რაც შეეება თამაშის მართვას,
როგორ უნდა გაიგოს ვინმემ, რომ მას მართვენ? ვინმემ უთხრა? შეხედეთ თუ „მასტერი“ სინამდვილეში მასტერი არ არის, მაგრამ ისე მოქმედებს რომ თითქოს არის, ის დაუშვებს შეცდმებს, მას ექნება ყალბი აზრები და შესაბამისი მოქმედებები. ხალხი დაიწყებს მის მოსმენას და მიიღებს ამ ყალბ მოსაზრებებს ცხოვრების წესის შესახებ... ის გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე ერთ „ოჯახს“ შეუძლია გააკეთოს. რატომ იქმნებიან თქვენთვის „ლიდერები“, რომლებიც მართავენ „თავის თამაშს“. იესო ნაზარეთელი __ მშვენიერი მაგალითია. ის იყო შექმნილი. ამ ადამიანს ბევრი მიმდევარი ჰყავს, და ისინი კლავდნენ მისი სახელით და დღემდე ასე აგრძელებენ. იესო ნაზარეთელი არ იყო თამაშის უფროსი (მთავარი მოთამაშე). ის იყო თამაშში გამოყენებული მარიონეტი, და დღემდე მუშაობს თქვენს სფეროში გეგმის მიხედვით.
თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ რომ ბევრს შველით, როგორც ის ფიქრობდა, მაგრამ ნამდვილად ასეა ეს?
როგორ ვუპასუხებდი „რას ვიზამდი თამაშის უფროსი რომ ვიყო?“
დავსვამდი მატს.

(მეც მატს დავსვამდი: ძან ყელში მაქვს ამოსული.......)

Posted by: earth Mar 26 2016, 05:32 PM

ano
ანო ძალიან საინტერესოა,–რომელი ქვეყნის ფორუმიდან თარგმნი ამას?

Posted by: ano Mar 27 2016, 07:37 AM

QUOTE(earth @ Mar 26 2016, 05:32 PM) *
ano
ანო ძალიან საინტერესოა,–რომელი ქვეყნის ფორუმიდან თარგმნი ამას?


ინსაიდერი 2005 წელს გამოჩნდა ინგლისურენოვან ფორუმზე და პასუხობდა ფორუმელების შეკითხვებს,
შემდეგ 2008 წელს გამოჩნდა რუსულენოვან ფორუმზე,
მერე რომელ წელს აღარ მახსოვს ისევ ინგლისურენოვან ფორუმზე ოღონდ ამჯერრად სხვა ინსაიდერი, ანუ იმ ოჯახის წევრი ვინც ფლობს ინფორმაციას,
ამ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ცოდნა და ყველა თავის მიმართულებაში ერკვევა
რომელიც 2005 წელს გამოჩნდა მან თქვა რომ დედამიწაზე მმართველობას დაიწყებდა 2013 წელს, ანუ ის უკვე მმართველი გახდა აქვს კონკრეტული გეგმა, მე ბოლომდე ჯერ არ წამიკითხავს ეს ტექსტი, და პოლიტიკური მოვლენები რაც მან 2005 წელს დააანონსა ბევრი რამე მოხდა,
უკრაინაზეც თქვა რომ ის 2 ნაწილად გაიყოფა, და საქართველოც ახსენა მოკლედ რომ აქ ამერიკამ გამოიყენა ინფორმაციული იარაღი რაშიც ძლიერები არიან ამერიკა და ისრაელი,

ბევრი ინფორმაციაა იმ აუდიოში ყველა არ არის, იქ ნაწყვეტია.
სრული ტექსტი რუსულად აქ არის

http://www.insiderrevelations.ru

ვიცი ახლა არის ინფორმაციული აჯაფსანდალი, ზღვა ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში, ყველა მხრიდან ადამიანის ტვინში სხვადასხვა ინფორმაციები შედის, მაგის 2 % იმახსოვრებს,
და საერთოდ ვეღარ იგებს ვერარაფერს

ესეც მორიგი ინფორმაციაა

მაგრამ რატომღაც დიდი სურვილი და მოთოვნილება მაქვს ეს ვთარგმნო და აქ დავდო,
თუნდაც მცირე ნაწილი

ვისაც არ გეზარებათ კითხვა მორიგი ტრაქტატების ყოჩაღ... bf_nonew.gif

Posted by: ano Mar 27 2016, 07:39 AM

ცოტა კიდე ვთარგმნე..

__ფორუმ:_ დედამიწა_საპყრობილეა?
__ინსაიდ:_ დიახ და უარესიც.
ვინც ასე არ ფიქრობს თავს ვერასოდეს დააღწევს.

__ფორუმ:_რატომ, ნუ რატომ ის ვინც თავს ელიტური ოჯახის წევრად მიიჩნევს, ხარჯავს დროს, ან ენდობა ყველანაირ ნარჩენებს, (რასაც შეიცავს godlikeproductions.com)?
„ელიტური ოჯახი“_ არ არის რობოტი, რომლებიც ერთნაირად მოქმედებენ. ვიზეც ფიქრობთ რომ თქვენ გმართავენ, თქვენ გეშლებათ სხვაში.

(გამოვტოვე საუბარია დედამიწის მოსახლეობის შემცირებას შიდსით და ბიოს გამოყენებით აპირებთო, და ეს ეუბნება მართლა რო გვინდოდეს მსგავსი რამ ამას უკვე გავაკეთებდითო, და ბევრი რამე თავისთავად ხდებაო,)

__ფორუმ: _ ფიქრობთ რომ ეს ბრძოლა ორ ეტაპად იყოფა. ახლა და შემდეგ ეთერულ პლანზე. ხოლო 1000 წლის წინ ასტრალურ პლანზე, როდესაც ყველა ადამიანმა დატოვა ფიზიკური სხეული და გადავიდნენ გაცილებით მაღალ დონეზე. და ასე ყველაფერი იწყება ხელახლა ახალი მოთამაშეებთ.
__ნსაიდ: - თქვენ რამოდენიმე გაგება გეშლებათ.
არის მხოლოდ ერთი შეპყრობა (схватка, შეკრება, შეგროვება) და ის ხდება ახლა, ამ პლანეტაზე, პირად პლანზე... ანუ თქვენს შიგნით ხდება. არ არსებობს მტერი, რომელსაც შესალოა მიაყენოთ ზიანი, საკუთარი თავის გარდა, თუ ვინმეზე იერიშის მიტანით დაკავდებით, თქვენ დახარჯავთ ძვირფას ენერგიას და წააგებთ.
მაგრამ თუ თქვენ გაიმარჯვებთ მეტი აღარანაირი ომი აღარ იქნება.

Posted by: tikoroma Mar 27 2016, 03:29 PM

მე მომწონს რასაც ამბობს.
თუნდაც ეს: არის მხოლოდ ერთი შეპყრობა (схватка, შეკრება, შეგროვება) და ის ხდება ახლა, ამ პლანეტაზე, პირად პლანზე... ანუ თქვენს შიგნით ხდება. არ არსებობს მტერი, რომელსაც შესალოა მიაყენოთ ზიანი, საკუთარი თავის გარდა, თუ ვინმეზე იერიშის მიტანით დაკავდებით, თქვენ დახარჯავთ ძვირფას ენერგიას და წააგებთ.
მაგრამ თუ თქვენ გაიმარჯვებთ მეტი აღარანაირი ომი აღარ იქნება."

წინა ნაწყვეტიდანაც ამოვიღე საყვარელი ფრაზა.მაგ.ეს: __ფორუმ: _ უნდა გითხრათ, რომ თქვენმა ღვთაებრივმა კანონმა კარგად «იხმარეთ» ეს პლანეტა და მისი მოსახლეობა!
__ინსაიდ: _ შენი ტიპის მორწმუნეები ვერ ხვდებიან, რომ ეს თქვენ თვითონ გააკეთეთ და არავინ აკეთებს ამას თქვენს გარდა.
სხვათაშორის, რაც ახლა დაწერე, ამით გაიხანგრძლივე დედამიწაზე ყოფნა კიდევ ერთი დაბადებით... ვიზიარებ მწუხარებას.


დავიღალე იმის მოსმენით, რომ ყველას ვიღაც სდვნის, ატყებს, მართავს, ღალატობს... გადახედეთ ფეისბუქის სტატუსებს. რა კარგები, სათუთები არიან თვითონ და როგორ ექცევიან სხვები. smile.gif ტყუილია ყველაფერი. smile.gif

Posted by: ano Mar 30 2016, 08:05 AM

__ფორუმ:__თქვენ თქვით რომ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები სამუშაოდ. შეგიძლია გვიამბოთ მათ შესახებ? რომ ჩვენ შევძლოთ განთავისუფლება? თქვენ აღიარეთ, რომ ჩვენ ვიმყოფებთ პლანეტა საპყრობილეში. მე აქამდე შეგრძნება მქონდა რომ ეს იყო ზოოპარკი, სადაც ჩვენზე ახდენენ დაკვირვებებს და შეგვისწავლიან. მაგრამ თუ ჩვენ საპყრობილეში ვართ, ესეიგი ჩვენ არანაირი ნების თავისუფლება არ გაგვაჩნია.
ასეა?
__ინსაიდ:__ ინსტრუმენტები თქვენს ხელთაა, თქვენს ირგვლივ, ყველგან... შეიძლება ითქვას, ისინი იმყოფება თქვენში. თქვენი მოვალეობაა აღმოაჩინოთ ისინი თქვენივე თავისთვის, და შემდეგ როგორც გინდათ ისე გამოიყენეთ...მაგრამ ყოველთვის იფიქრეთ შედეგებზე.
პატიმრებს ჯერ კიდევ შეუძლიათ გადაწყვიტონ, თუ როგორ გამოიყენებენ ინსტრუმენტებს ციხეში, რომელიც მიეცათ, თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ როგორ ისეირნონ, ისაუბრონ, იფიქრონ...
თქვენ გაქვთ ნების თავისუფლება, ამიტომაც იტანჯებით და გეშინიათ საკუთარი ტანჯვის.
__ფორუმ:__რატომ მეძლევა საშუალება, ხელსაწყო, ციხიდან გასასვლელედ? ეს რაღაც შეუსაბამოდ მეჩვენება თავად საპყრობილის დანიშნულების მიმართ.
ეს არალოგიკურია? ნუთუ თქვენ გჭირდებათ რევოლუცია?
თქვენ ამბობთ რომ ომი ხდება შინაგანად და არა გარეთ, მაგრამ მეჩვენება, ხელისუფლებას სურს რომ სხვაგვარად ვიფიქროთ_რა საჭიროა ჩვენთვის თავგზის არევა? რისი მიღწევისკენ გვაკავებენ ისინი? თავისუფლებისკენ?
მართლაც ყოველი დღე მახსენებს ჩემს ტანჯვას.
__ინსაიდ:__ჩვენ ნეიტრალურები ვართ და უბრალოდ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, რომელიც რაღაც კუთხით გამოიყურება როგორც ნეგატიური. მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, ჩვენ უბრალოდ ვავრცელებთ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ განსათავისუფლებლად, ან თუ გსურთ დარჩეთ მონებათ არჩევანი თქვენზეა.
ღვთაებრივი კანონი შეიცავს მიზანს თქვენთვის, და ეს მიზანი არ იმყოფება ამ პლანეტაზე. დაამტკიცეთ, რომ თქვენ ისევ ღირსი ხართ იყოთ თავისუფლები.
თავგზის არევა_ეს საერთო პროცესის ნაწილია. ეს თითქმის ნიშნავს იცოდე ვინ არის და ვინ არ არის. ის ვინც მხარს უჭერს ნებისმიერ ცნობილ ინდივიდს, წააგებს.
__ფორუმ:__როგორია თქვენი ინტერპრეტაცია ღვთაებრივი კანონის შესახებ და როგორ მივაღწიო მშვიდობას საკუთარ თავთან?
__ინსაიდ: __ გაიგეთ ვინ ხართ, გაიგეთ სადა ხართ, __ ეს არის 2 უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ. ეს არის თქვენი მოვალეობა, რომ გაარკვიოთ ეს ყოველივე. თუკი ვინმე მოგცემთ სწორ პასუხს, ამასთქვენთვის არანაირი ფასეულობა არ ექნება, რადგან ის თქვენს მიერ არ იქნება მიღებული, როგორც საკუთარი, თქვენ თავად უნდა იპოვოთ პასუხები.
თუ ამ შეკითხვებზე პასუხს იპოვით, ამით დიდ სამუშაოს შეასრულებთ საკუთარი თავის მიმართ, ამის შემდეგ თქვენი მოვალეობა იქნება იცხოვროთ ღვთაებრივი კანონის შესაბამისად, რომელიც ამ ეტაპის შემდეგ გაგეხსნებათ.

Posted by: tikoroma Apr 1 2016, 01:05 PM

ჰკითხონ ერთი, ვინც მაგას ვერ შეძლებს და მოკვდება ამ ღვთაებრივი კანონის აღმოჩენის გარეშე, რა ელის?

Posted by: earth Apr 1 2016, 10:26 PM

სამწუხაროდ ისევ დაიბადება დედამიწაზე. და თუ ამ ცხოვრებაში ქართველი იყო და ვერ შეძლო, მერე თუ აფრიკაში დაიბადა ნახავ როგორ უფრო რთული იქნება ყველაფერი. ხოდა (ახლა ინსაიდერის მაგივრად გპასუხობ tongue.gif )ამიტომაც არ დაკარგოთ დრო, მადლობა ვთქვათ რაც გვაქვს, რადგან არსებობენ უარესი მდგომარეობები. აი ასე biggrin.gif

Posted by: ano Apr 8 2016, 03:12 AM

QUOTE(tikoroma @ Apr 1 2016, 01:05 PM) *
ჰკითხონ ერთი, ვინც მაგას ვერ შეძლებს და მოკვდება ამ ღვთაებრივი კანონის აღმოჩენის გარეშე, რა ელის?



QUOTE(earth @ Apr 1 2016, 10:26 PM) *
სამწუხაროდ ისევ დაიბადება დედამიწაზე.


rolleyes.gif

ხოო ესე ამბობს, და რაც ნაკლები იქნება დაბადების ციკლი ჯობია, საბოლოო მიზანი ინკარნაციიდან გასვლაა,
იქ დაბრუნება, რასაც ისედაც ყველა ამბობს


Posted by: ichi Apr 15 2016, 11:11 PM

QUOTE(*ANO* @ 30th March 2016 - 08:05 AM) *
__ინსაიდ: __ გაიგეთ ვინ ხართ, გაიგეთ სადა ხართ, __ ეს არის 2 უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოთ. ეს არის თქვენი მოვალეობა, რომ გაარკვიოთ ეს ყოველივე. თუკი ვინმე მოგცემთ სწორ პასუხს, ამასთქვენთვის არანაირი ფასეულობა არ ექნება, რადგან ის თქვენს მიერ არ იქნება მიღებული, როგორც საკუთარი, თქვენ თავად უნდა იპოვოთ პასუხები.

ვეთანხმები ამას, მაგრამ მგონია ბევრი ფიქრობს ასე და რაიმე საოცრებას ვერ ვხედავ ამ პასუხში. რაიმე მიდგომა ან 'პრაქტიკა' რომ დაეწერა უფრო საინტერესო იქნებოდა.
ano
როცა გეძლება გააგრძელე საკმაოდ საინტერესოა.

Posted by: ichi Apr 16 2016, 11:44 AM

15. Есть всего одна схватка, и она идёт сейчас, на этой планете, на личном уровне… т. е. только внутри вас. Нет врага, которого можно атаковать, кроме себя. Если Вы будете заняты атакой кого-то другого, Вы растратите драгоценную энергию, и проиграете!
16. Познать себя, познать, где Вы есть, есть два наиболее важных вопроса, на которые следует ответить. Это Ваша задача — понять всё это. По сути, если кто-то даст Вам правильный ответ, он не будет ничего значить для Вас, так как всё в нём сказанное не будет применимо к Вам так, как оно было бы Вашим, найди Вы сами этот ответ.
17. Никто не обидел меня, люди обижают себя сами.
18. потребляемое влияет на них так, что они этого не замечаютВы не сводитесь к тому, что едите, но то, что вы едите, управляет вашим восприятием самих себя, и реакциями вашего тела. Вы наносите вред самим себе из-за собственного невежества и лени


Posted by: Zet Aug 15 2016, 09:31 PM

ძაან მაგარია

Posted by: ano Dec 23 2017, 05:08 PM

ვაგრძელებ თარგმანს თანმიმდევრულად, რაღაც მომენტები მოკლედ ვთარგმნე აქ

25/09/2005
ინსაიდერი
ეკითხებიან შავ არისტოკრატიაზე, ეს მათ არსებობას ადასტურებს, მაგრამ მათთან კავშირი არა აქვს, შავი არისტოკრატია სხვა საქმეს აკეთებს მაგრამ მათი გუნდი არც ისე ძლიერია რომ მიზანი განახორციელონ. ზოგადად ახსენებს იესო ქრისტეს, რომ ფაქტები მის შესახებ არის შეცვლილი და დამახინჯებული.
ასევე საუბრობს ღვთის კანონის შესახებ რომელიც განაგებს კარმას, ის გაცილებით ფართე და მკაცრია ვიდრე ადამიანს გონია. მაგალითად ვინც იტანჯება და ნელნელა კვდება ისეთი დაავადებით რასაც კიბო ქვია მან ეს დაიმსახურა, და ეს ადამიანი ექვემდებარება გამოსწორებას, ეს მისივე კეთილდღეობსთვისაა. სასტიკად ჟღერს? მაგრამ ასეთია საგანთა წესრიგი. (შემოკლებული თარგმანი)
То, что это выглядит негативно в нашем мире, может выглядеть по иному, если обозреть картину в целом. Когда говорят о реинкарнации (перевоплощении в нечто противоположное вашей прежней жизни), то здесь не существует универсального закона, который устанавливал бы, что должно в итоге произойти. Реинкарнация существует, но если вы выполнили свою задачу, то реинкарнации нет, нет необходимости проходить все уровни жизни на Земле, поскольку это прохождение, в основном бесцельно. Гарднер относится к тем людям, которые хотят славы и признания людьми, он и получает это в обмен на некоторые услуги (распространяя дезинформацию, пересыпанную фактами, которые служат наживкой для людей). Он прошел посвящение на некоторых уровнях, но оно не столь глубоко, как кто-то может подумать (включая его самого), хотя он достаточно умен. Он является членом, по крайней мере, шести «обществ» (впрочем, три из них тесно связаны между собой и могут считаться одним, поэтому можно говорить, по крайней мере, о четырех), но эти общества имеют ровно столько силы/власти, сколько вы, люди, им даете. Люди, подобные Айку, способствуют усилению этих обществ, не осознавая этого. Я говорю серьёзно.
Не потому ли это происходит, что христиане учат, что человек должен подчиняться Богу, который свят? Иначе говоря, Он тот, кто может судить, что такое хорошо и что такое плохо?

Posted by: ano Dec 23 2017, 05:12 PM

_ ინსაიდ: _ პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ქრისტიანობა ადამიანისაგან _ იესო ნაზარეველი_ ქმნის კერპს, რაც უმსგავსობაა (ამ სიტყვის ბიბლიური გაგებით). ქრისტიენები ასწავლიან იმას რა სწავლებაც მიაცათ იმათგან ვისაც ისინი ეწინააღმდეგებიან. იმის თქმაც კი შემიძლია ვინ იყო ის ოთხი პიროვნება ვინც დაწერა ძველი აღთქმა და მისი შექმნის ზუსტი თარიღიც, იგივე ეხება თქვენს ახალ აღთქმასაც, რომელიც შეიქმნა ექვსი პიროვნების მიერ.
_ ფორუმ: _ რატომ გადაწყვიტეთ რომ ეხლა ისაუბროთ?
_ ინსაიდ: _ ზოგიერთ ჩვენგანს აქვს ამის დავალება, განსაზღვრული ჩარჩოებში. როგორ ფიქრობთ წარსულში როგორ იქმნებოდა რაღაც გარკვეული ცოდნები? რაღაც გამართლებით? შემთხვევით?
_ ფორუმ: _ რა არის ღვთაებრივი კანონი რომლის შესახებაც საუბრობთ?
_ ინსაიდ: _ „ღვთაებრივ კანონს“ აქვს მიზანი თქვენთვის, და ეს მიზანი არ არის ამ პლანეტაზე, დაამტკიცეთ, რომ ისევ იმსახურებთ თავისუფლებას.
ღვთაებრივი კანონი არის უმაღლესი არსების ნების გამოხატულება, რომელიც არა მხოლოდ ქმნის ყოველივეს ამ სამყაროში, ამასთანავე, ინახავს, კხებავს, აბალანსებს, ავსებს ენერგიით და ანახლებს, ის ასევე განაგებს სხვა სამყაროებს, იმ სამყაროს ჩათვლით რომელსაც თქვენ თავიდანვე ეკუთვნით
_ ფორუმ: _ რატომ მანიპულირებთ ამ სამყაროთი?
_ ინსაიდ: _ ამ შეკითხვაზე უკვე მრავალჯერ გავეცი პასუხი, ეს ჩვენი მოვალეობაა.
_ ფორუმ: _ ხართ თუ არა ადამიანი?
_ ინსაიდ: _ მეც თქვენს მსგავსად ადამიანის ფორმით ვარსებობ.
_ ფორუმ: _ ვიცი და ვგრძნობ რომ ამ ცხოვრე მაქვს რაღაც მიზანი... მაგრამ ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ, ჩენს მისიაზო რომ აღარაფერი ვთავა. როგორ მიიღება ეს ცოდნა მძიმე შრომით? თუ ის შემთხვევით მოდის?
_ ინსაიდ: _ ამ შეკითხვას წინა პოსტშიც ვუპასუხე, მოკლედ თქვენი მოვალეობაა „შეიძინოთ ის“ თვითდისციპლინა, თავშეკავება,( Умеренность) მიგიყვანთ სწორ ადგილას, საიდანაც ყველაფერი იწყება. მანამდე კი უნდა გაიგოთ ვინ ხართ თქვენ და რა არის ეს ადგილი (სადაც ადამიანთა უმეტესობა სცდებიან გზას) თქვენი ფიქრები ხდებიან მცდარი რასაც მცდარ გზაზე მიყავხართ.
_ ფორუმ: _ თქვენ იცით თქვენი ცხოვრების მიზანი?თუ კი როგორ გაიგეთ ამის შესახებ?
_ ინსაიდ: _ კი. ეს საგანი დეტალურად ვინმეს მიერ შეუძლებელია რომ გადმოგეცეთ, ამას შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოეღო, შესაძლებელია რაღაც გარკვეულ წერტილამდე მიგიყვანოღ მაგრამ მაგის შემდეგ ყველაფერს თავად უნდა მიაღწიოთ.
_ ფორუმ: _ როგორ პლანეტაზე ვცხოვრობთ, რა არის პლანეტა დედამიწა?
_ფორუმ: _ რა შეგიძლიათ გვითხრათ მუჰამედის შესახებ? (დიდებულ იქნას სახელი მისი)
_ინსაიდ: _ იმის მიხედვით თუ როგორ წარმოთქვამ მის სახელს, ვფიქრობ _ მუსულმანი ხარ. ადამიანებზე თაყვანისცენა, როგორი ფორმაც არ უნდა ჰქონდეს მას, ის იყო ამ პლანეტის ნაწილი, მათგან კუმირის შექმნა და განდიდება _ ეს არის „ცოდვა“. თქვენ ის უმაღლეს არსებამდე განადიდეთ. ადამიანი გაფუჭებულია სანამ ამ პლანეტაზე იმყოფება... ყველა და ნებისმიერი ადამიანი. „სიკვდილი“ არ ცვლის წინა პიროვნებას, ინდივიდს. განდიდება და ლოცვები შესაძლებელია აღევლინოს მხოლოდ სრულყოფილი არსებისადმი.
მუჰამედი ისევე როგორს იესო, მოსე, აბრაამი, ბუდა, იყვნენ ადამიანები. რომელთა შესახებაც ფიქრობენ რომ ფლობდნენ ცოდნას, რომ თითქოს ისინი იყვნენ „თამაშის ოსტატები“, ძალიან იოლია დააჯერო ადამიანები რომ ისინი იყვნენ ცხებულნი და ფლობდნენ ჭეშმარიტებას... და შემდეგ ფიქრობდნენ რომ მათი მოვალეობაა _ გააღვიძონ სხვები. ის გამოყენებულ იქნა და მისი მეკვიდრეობა დღემდე გამოიყენება იმისათვის, რომ დაყონ ადამიანები, სხვა რელიგიების, იდეოლოგიის, ფილოსოფიის მსგავსად. მისი ორი დამხმარე იყო ელიტური ოჯახის მსახური, ისევე როგორც მისი ერთერთი მეუღლე (ელიტური ოჯახის მსახურები იყვნენ ასევე იესოს, ბუდას, მოსეს, და მსგავსთა ჯგუფებში)
მისი გარდაცვალების შემდეგ ამ სამმა ისე გააკეთა, რომ მისი მიმდევრები დაიყვნენ, და ეს იყო მთავარი, რის წინააღმდეგაც იყო მუჰამედი. ამიტომ მუსულმანი რომელიც ფიქრობს, რომ არსებობს ისლამის ცალკე მიმართულება ფაქტიურად ეწინააღმდეგება საკუთარ წინასწარმეტყველს. ყურანი შეიცავს ჭეშმარიტების მარცვალს, მაგრამ ეს ჭეშმარიტება იყვინთება უამრავ დამახინჯებაში, იგივე ითქმის სხვა „წმინდა წერილებზეც“.


Posted by: old_man Dec 23 2017, 10:16 PM

QUOTE(*ANO* @ 23rd December 2017 - 05:12 PM) *
_ ფორუმ: _ ვიცი და ვგრძნობ რომ ამ ცხოვრე მაქვს რაღაც მიზანი... მაგრამ ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ, ჩენს მისიაზო რომ აღარაფერი ვთავა. როგორ მიიღება ეს ცოდნა მძიმე შრომით? თუ ის შემთხვევით მოდის?
_ ინსაიდ: _ ამ შეკითხვას წინა პოსტშიც ვუპასუხე, მოკლედ თქვენი მოვალეობაა „შეიძინოთ ის“ თვითდისციპლინა, თავშეკავება,( Умеренность) მიგიყვანთ სწორ ადგილას, საიდანაც ყველაფერი იწყება. მანამდე კი უნდა გაიგოთ ვინ ხართ თქვენ და რა არის ეს ადგილი (სადაც ადამიანთა უმეტესობა სცდებიან გზას) თქვენი ფიქრები ხდებიან მცდარი რასაც მცდარ გზაზე მიყავხართ.

გავიგოთ ვინ ვართ... გავიღვიძოთ... გავიხსენოთ... ამისკენ მიზანმიმართული სწრაფვა. გამოღვიძების გზაზე ინტუიტიურად გრძნობ რაღაცეებს, რაღაცეებს ხვდები, შემდეგ ისევ უიმედობა გიპყრობს რომ შეიძლება ცხოვრება ისე გავიდეს, ისე ჩაგითრის ყოველდღიურმა რუტინამ რომ იქნებ ვერც გაიხსენო.
როცა ქალაქში ხალხი ირევა, მოდის ზღვა მასა, უყურებ და ფიქრობ რამდენმა იცის აქედან ვინ არის. შეიძლება ერთმა ან ორმა. ან არცერთმა.

Posted by: earth Dec 24 2017, 08:00 AM

მაგიტომაც ვიბადებით ისევ და ისევ უსასრულოდ, თითქოს ამ ციკლში ვართ ჩაკეტილები, არა ვართ საკმარისად ჩვენ თავში დარწმუნებულები და გვიპყრობს უიმედობა, მერე ამით უკან მივდივართ და ასე გრძელდება.
რაც შეეხება მთლიან საზოგადოებას, მხოლოდ რამდენმე ადამიანია, რომ ეძებს, უმრავლესობა არც არაფერს ფიქრობს((((

Posted by: ano Dec 25 2017, 01:13 AM

ციტატა(old_man @ Dec 23 2017, 10:16 PM) *
გავიგოთ ვინ ვართ... გავიღვიძოთ... გავიხსენოთ... ამისკენ მიზანმიმართული სწრაფვა. გამოღვიძების გზაზე ინტუიტიურად გრძნობ რაღაცეებს, რაღაცეებს ხვდები, შემდეგ ისევ უიმედობა გიპყრობს რომ შეიძლება ცხოვრება ისე გავიდეს, ისე ჩაგითრის ყოველდღიურმა რუტინამ რომ იქნებ ვერც გაიხსენო.
როცა ქალაქში ხალხი ირევა, მოდის ზღვა მასა, უყურებ და ფიქრობ რამდენმა იცის აქედან ვინ არის. შეიძლება ერთმა ან ორმა. ან არცერთმა.


მეც რომ ვუყურებ ხოლმე ხალხს, გავიფიქრებ ხოლმე, ნეტავ ვინმეს თუ უფიქრია ვინ არის, სად არის რატო არის, რატო წვალობს რა მიზანი აქვს, ...

და როგორ გვითრევს ეს უაზრო წუთისოფელი თავისი ყოველდღიური რუტინით და პრობლემებით,
რომ დრო არ გრჩება ადამიანს დაფიქრდე ვინ ხარ? რატო ხარ?...

Posted by: ano Apr 14 2020, 06:59 PM

იეჰოვა ღმერთზე იყო ამ ინსაიდერში რაღაც საუბარი იმის თარგმნა მინდოდა და ვეღარ მოვაბი თავი, მოკლედ რომ ვთქვა ის არის ამ მატერიალური სამყაროს შემოქმედი, დროის და სივრცის გამგებელი,

და კიდევ სხვა ჩენელინგებიდან როგორც გავარკვიე იგივე ალაჰი,
რომელიც იყო ასევე ებრაელი ხალხის ღმერთი,
ილუმინატთა ყოვლისმხედველი თვალი, დიდი არქიტექტორი.

რომელიც ითხოვს სისხლიან მსხვერპლშეწირვებს ოფიციალურად, ცხოველების სახით, ხოლო კულისებში მას ადამიანებსაც წირავენ,
იესო მოვიდა ამ სისტემის დასანგრევად, მაგრამ ისიც სისხლით შესწირეს ებრაელებმა თავიანთ ღმერთს,
და დღეს ამ სისხლიან მსხვერპლშეწირვას აღნიშნავენ თითქოს იესოსთვის პატივის მისაგებად,

Posted by: old_man Apr 14 2020, 07:41 PM

ano
მე ერთი რამე მაინტერესებს,
ძველი აღთქმის ღმერთი და იეჰოვა ერთი და იგივეა? ქრისტე მამად რომ მოიხსენიებს?
საერთოდ ძველი აღთქმის ღმერთი დემონს უფრო ჰგავს. მსხვერპლთშეწირვას (სისხლის, ტანჯვის ენერგიას) დემონები ითხოვენ. ან რაში სჭირდება ე.წ. ღმერთს თავისი შექმნილის ტანჯვით სიკვდილი?
ეზოთერული სწავლებით ქრისტე მზის ლოგოსი, მზის სულია, რა კავშირი აქვს მას იეჰოვასთან და ვინ არის საერთოდ ეს იეჰოვა?

Posted by: tikoroma Apr 14 2020, 08:35 PM

ოლდ ქრისტიანობა ლამაზი სიტყვებია მხოლოდ
და რაც თეოლოგიაში წერია სისათუთე და სინაზე, მასეთი რამე გინახავს ცხოვრებაში?
არც ძველად არ იყო
ჩვეულებრივი მაფიოზები იყვნენ ყოველთვის

Posted by: ano Apr 15 2020, 05:09 PM

ციტატა(old_man @ Apr 14 2020, 08:41 PM) *
ano
მე ერთი რამე მაინტერესებს,
ძველი აღთქმის ღმერთი და იეჰოვა ერთი და იგივეა? ქრისტე მამად რომ მოიხსენიებს?
საერთოდ ძველი აღთქმის ღმერთი დემონს უფრო ჰგავს. მსხვერპლთშეწირვას (სისხლის, ტანჯვის ენერგიას) დემონები ითხოვენ. ან რაში სჭირდება ე.წ. ღმერთს თავისი შექმნილის ტანჯვით სიკვდილი?
ეზოთერული სწავლებით ქრისტე მზის ლოგოსი, მზის სულია, რა კავშირი აქვს მას იეჰოვასთან და ვინ არის საერთოდ ეს იეჰოვა?


კი ერთი და იგივეა ნებისმიერ ებრაელს ჰკითხე ან ინტერნეტშიც თავისუფლად ნახავ მაგათი ღმერთი იაჰვეა, მაგრამ ამ სახელს ძალიან იშვიათად წარმოთქვამენ მათთვის ეს წმინდათა წმინდაა,
ხოლო რაც შეეხება იესო რომელ ღმერთს მიმართავდა ვერ გავიგე, ერთ გნოსტიციზმში ჩახედული პირს ვკითხე და პირდაპირ არ მიპასუხა, თავად გამოიკვლიეო, მაგრამ ეს დღემდე ვერ გავარკვიე,
ხოლო გნოსტიკოსებიც ამ სამყაროს შემქმნელად იაჰვეს თვლიან, ამაზე ბევრი მომენტია სახარებაში რაც ამას მიანიშნებს, მოკლედ ერთერთი მომენტი რაც ახლა გამახსენდა იესო რო ეუბნება ადამიანებს მამათქვენის (ანუ თქვენს შემქმნელს) ჰგავხართო, შურისმაძიებლები, ეგოისტები, პატივმოყვარენი...

მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გავერკვიე ამ საკითხში

Posted by: old_man Apr 16 2020, 11:48 AM

ano

QUOTE(*ANO* @ 15th April 2020 - 05:09 PM) *
კი ერთი და იგივეა ნებისმიერ ებრაელს ჰკითხე ან ინტერნეტშიც თავისუფლად ნახავ მაგათი ღმერთი იაჰვეა, მაგრამ ამ სახელს ძალიან იშვიათად წარმოთქვამენ მათთვის ეს წმინდათა წმინდაა,
ხოლო რაც შეეხება იესო რომელ ღმერთს მიმართავდა ვერ გავიგე, ერთ გნოსტიციზმში ჩახედული პირს ვკითხე და პირდაპირ არ მიპასუხა, თავად გამოიკვლიეო, მაგრამ ეს დღემდე ვერ გავარკვიე,
ხოლო გნოსტიკოსებიც ამ სამყაროს შემქმნელად იაჰვეს თვლიან, ამაზე ბევრი მომენტია სახარებაში რაც ამას მიანიშნებს, მოკლედ ერთერთი მომენტი რაც ახლა გამახსენდა იესო რო ეუბნება ადამიანებს მამათქვენის (ანუ თქვენს შემქმნელს) ჰგავხართო, შურისმაძიებლები, ეგოისტები, პატივმოყვარენი...

მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გავერკვიე ამ საკითხში

უბრალოდ ქრისტეს ცნობიერება ვერანაირად ვერ ეთავსება იმ ფაქტს რომ ძველი აღთქმის ღმერთი მისი "მამაა". ამაზე ე.წ. მორწმუნეებისგან ასეთი პასუხი მომისმენია, აბა რაო, ღმერთი არა მარტო კეთილი და მოწყალე არამედ მრისხანეც არის, შე ცოდვილოო. აქ მრისხანებაზე არ არის ლაპარაკი, მაგ. ღმერთი ითხოვს თურმე წადი ფრინველებს ჯერ ფრთები დაუმტვრიე მერე შემომწირე და მსგავსი სადისტობები. აღარ ჩამოვთვლი, კარგი საშინელებათა ფილმი გამოვიდოდა. ) მეორე არგუმენტი ის არის, რომ ეს მანამდე იყოო, სანამ ქრისტე მოვიდოდაო, ქრისტემ შეცვალაო. კაი იყო მანამდე, მაგრამ უცებ გადაიქცა ეს მამა ღმერთი ჰარმონიულ არსებად? თვითონაც გონზე არ არიან. მე მგონია, რომ ის ღმერთი, რომელიც ძველ აღთქმაშია, ეს არის დემონური სულიერი არსება, რომელიც წარმოდგენილია უზენაეს შემქნელად და ხალხი ეთაყვანებოდა. ამას ადასტურებს სწორედ სისხლიანი მსხვერპლთშეწირვები. არაა გამორიცხული, რომ სინამდვილეში სატანა იყოს ძველი აღთქმის ღმერთი, რადგან ახალი აღთქმაში ის მოხსენებულია, როგორც "ამა ქვეყნის მბრძანებელი".
უფრო ეზოთერულად რომ წავიდეთ, ეს შეიძლება იყოს რეპტილოიდური არსება, რომელსაც დიდი გავლენა აქვს დედამიწაზე. თვითონაც დედამიწაც ამ ეტაპზე არის მტაცებლური ბუნების. ბუნებაში ბაქტერიებიდან დაწყებული ცხოველებით დამთავრებული ყველა ერთმანეთს ჭამს და ადამიანშიც იგივეა, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ცდილობს სხვაზე ზეგავლენა მოიპოვოს რათა მორჩილებაში ჰყავდეს. აქაურობა სავსეა ტანჯვით და ტკივილით. ეს არის რომელიღაც ცივილიზაციის და მათი არსებების ბუნებრივი გარემო. ცოტაა ჰარმონიული და შემოქმედებითი ძალების არსებები, რომლებიც არსებობენ სიყვარულის და ურთიერთგაგების პრინციპებზე.
და ამგვარად მიდის ბრძოლა დედამიწისა და ადამიანების სულებისთვის სხვადასხვა ძალას შორის. ასე ვხედავ მე.

Posted by: ano Apr 16 2020, 06:29 PM

ნამდვილად ჩახლართული სიტუაციაა, მაგრამ შეიძლება ჩვენი გონებისათვის არის გაუგებარი, რადგან ტვინი სინქრონულად არ მუშაობს და ამ უმაღლეს ჭეშმარიტებას ვერ ვხვდებით,

ის არის ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული...
შავი და თეთრი, კეთილი და ბოროტი,

ამიტომ იძახიან ეს არის ჭადრაკის თამაში თეთრებს და შავებს შორის, თუმცა ეს ორი ერთია.

Posted by: ano Apr 16 2020, 06:41 PM

ანასტასია მას წონასწორულ ძალებს ეძახდა, ბალანსისათვის, ისინი ემორჩილებიან ერთ კანონს და ამის მიხედვით მოქმედებენ,

კიდევ სხვა მაგალითი ამ მოვლენის ასახსნელად:
თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ადამიანი, სრულყოფილი უცოდველი, მოკლედ უცოდველი კრავი, მოვიდა წონასწორული ძალა და თქვა სადა აქვს ამ ადამიანს ნების თავისუფლება? როცა მან არ იცის არაფერი თეთრის გარდა, მას არ აქვს არჩევნის თავისუფლება, და კანონის თანახმად ის იყო მართალი, ამიტომ შემოვიდა პირველი ცოდვა და არჩევნის თავისუფლება...

Posted by: td......... Apr 18 2020, 05:56 PM

რაც დრო გადის და რაღაცეებში მეტ უნფოს ვაგროვებ, ვრწმუნდები, რომ ქრისტე კარგად ფლობდა კაბალას და იყო კაბალისტი. სახარებას რომ გადახედოთ დაკვირვებით უამრავი დებულებაა ამ სწავლებიდან, რომლის მთავარი მიმართულებაა ადამიანის ეგოიზმზე ამაღლება და ახალი სამყაროს შექმნა.... რაც შეეხება იაჰვეს, ამასაც აქვს თავის გამართლება, თორის უამრავი ტექსტი შეიცავს მეტაფორულ ინფოს, მაგრამ მას პირდაპირ იგებენ და შესაბამისად ასრულებენ კიდეც. თავად იაჰვეს სახის ასექმნას მრავალი საუკუნე და სხვადასხვა ცივილიზაციის და ერის გამოცდილების შეატვისება დასჭირდა... ის რომ შემოქმედი , ერთი ძალა, რომელიც თავის თავში სრულიად მთელ სამყაროს აერთიანებს და ამასთანავე უსასრულოა და დაუსაბამო ყველა რელიგიასა და სწავლებაში ვხვდებით, მრავალღმერთიან რელიგიებშიც კი...
ქრისტე მწიგნობრებს სხვა მამობაზე მითითებით ეუბნებოდა , რომ ისინი ცოდვის და სიცრუის შვილები არიან და არა შემოქმედის , რომლის შვილადაც თავს თვლიდა...

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)