Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ დახმარების ოთახი _ მოჩვენებები?

Posted by: Lilou May 14 2020, 07:35 PM

გამარჯობა, იმედია შეძლებთ ამიხსნათ რა ხდება და როგორ მოვიქცე.
რამოდენიმე დღის წინ ვნახე სიზმარი, რომელიც თითქოს გამოცხადებას უფრო გავდა
- ჩემს საწლოთან იდგა ქალი, როელმაც მითხრა - ეგ ჯვარი მოიხსენიო, ვკითხე რატომ თქო და მეშინია ანათებსო- ჯვარს რომ დავხედე ყვითლად ანათებდა- აქ წყდება სიზმარე და გაღვიძების მაგივრად თითქოს ჩამეძინა... ამ ყველაფერს არ მივაქციე ყურადღება სანამ გუშინ ღამით არ გამომეღვიძა , უმიზეზოდ თითქოს ვიღაცამ გამაღვიძა და თვალები რომ გავახილე ჩემს საწოლთან იდგა უცხო ქალი რომელიც მიღიმოდა- თვალებს ვერ დავუჯერე ალბათ მძინავს და მეჩვენება თქო- თუმცა ახლა რომ ვფიქრობ ასეთი რეალური არაფერი მინახავს - მოკლედ არ ვიცი სიზმარია თუ რა ხდება , იქნებ ვინმემ იცოდეს და მირჩიოთ რა გავაკეთო. მადლობა !!!

Posted by: elli May 14 2020, 09:15 PM

Lilou
მსგავსი ამბებით მოვხვდი ამ ფორუმზე ტიტუუ, რამდენი წლის წინ...

Posted by: ano May 14 2020, 09:20 PM

სიზმრების თემაში ჯობდა დაგეპოსტა
ჩემი აზრით არ უნდა შეგეშინდეს, და ზედმეტი ენერგია არ მისცე შენი შიშით, შეინარჩუნე ფსიქიკური წონასწორობა,
რადგან მართლმადიდებელი ხარ მოძღვარიც მოგცემს რჩევას.
თუ შიშის ემოციას გაძლევს არ ეკონტაქტო მოჩვენებებს და არ გააძლიერო

Posted by: old_man May 14 2020, 09:44 PM

Lilou
ასე ძნელია რამის რჩევა. ძაან ფრაგმენტული ინფორმაციია.
შენი ცხოვრებიდან რამე მოვლენას ხომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს, რელიგიურ ან რამე სხვას.
დააკვირდი
თუ კიდევ გამოჩნდა, შეეცადე კონტაქტი დაამყარო და რომ გამოფხიზლდები ჩაიწერე ეგრევე რომ არ დაგავიწყდეს

Posted by: td......... May 19 2020, 11:37 AM

Lilou
მგონია, სპონტანური ასტრალური გასვლა გქონდა..

Posted by: Mechanical Sheep May 30 2020, 03:00 PM

td.........
მეც მასე ვფიქრობ. საინტერესოა რამ გამოიწვია ან ვინ. მიზეზი ან ბავშვია ან ვინმე ისეთი ვინც იხედება. ვიღაცამ აშკარად დაგაკავშირა ან მინიმუმ შესძლებლობა მოგცა მდგომარეობის ან სურვილის სახით. და თუ მის სურვილს ამხელა გავლენა ექნებოდა ამიტომ ვამბობ ან ბავშვია ან ისეთი ვინც იხედებათქო. იხედებიან ისინი ვინც აი ქალები რომ არიან, შეიძლება არც გამოააშკარავონ როგორებიც არიან მაგრამ ყოველთვის რომ იგრძნობა მათგან რაღაცნაირი ზემოქმედება, რათმქაუნდა ნეგატიური. აი ზუსტად ისეთივე ენერგიის მქონე ქალები დაახლებით როგორიც შენ სიზმარში ნახე. ქალი იმიტომ რომ კაცები იშვიათად არიან და არმგონია ეგეთებთან ურთიერთობა გქონდეს. რისი გაკეთება შეგიძლია. არაფერი, უბრალოდ მოდუნდი და შენი საქმის კეთება გააგრძელე. დააკვირდი თუ რამე საინტერეოსს გაიგებ გაიაზრე ან თუ რამეს უკავშირდება უბრალოდ დააკვირდი. საფრთხისშემცველი არაა თუ ვინმე შენს გარემოდან არ მოქმედებს. თუ სხვა მოქმედებს მაინც სიმშვიდეს და გაწონასწორებულობას გირჩევ მაგრამ მაინც დააკვირდი შენს გარშემო ვინმე არის თუ არა ისეთი ვინც გიახლოვდება და თან ცბიერია. შენ გრძნობ რომ გეაფერისტება მაგრამ თან შენდაუნებურად ისე ხდება რომ ძალიან ახლოს მოდის შენთან და იმას აკეთებს აი რბილად რომვ თქვათ რაც თვითონ უნდა რომ გააკეთოს შენთან. შეიძლება არაარის კეთილისმსურველი და რაღაც მიზნები აქვს ნუ რთული სათქმელია ისე რომ არ ვიცით ვინ ხარ Lilou და როგორია შენი გარემო. ამის განსხვავებული უფრო ღრმა თემებიც შეგვიძლია განვიხილოთ მაგრამ არამგონია საჭირო იყოს. თუ ეგეთ ვინმეს იპოვი შენს გარემოში უბრალოდ მოიშორე და კიარ დააიგნორო მისი სურვილები არამედ აკრძალე მისი ნებისმიერი სურვილის დემონსტრაცია რომელიც შენ გეხება და გიკავშირდება. მერე გამოჩნდება რა როგორაა და დალაგდები.

Posted by: jarmen Jun 5 2020, 02:51 AM

QUOTE(Lilou @ May 14 2020, 07:35 PM) *
გამარჯობა, იმედია შეძლებთ ამიხსნათ რა ხდება და როგორ მოვიქცე.
რამოდენიმე დღის წინ ვნახე სიზმარი, რომელიც თითქოს გამოცხადებას უფრო გავდა
- ჩემს საწლოთან იდგა ქალი, როელმაც მითხრა - ეგ ჯვარი მოიხსენიო, ვკითხე რატომ თქო და მეშინია ანათებსო- ჯვარს რომ დავხედე ყვითლად ანათებდა- აქ წყდება სიზმარე და გაღვიძების მაგივრად თითქოს ჩამეძინა... ამ ყველაფერს არ მივაქციე ყურადღება სანამ გუშინ ღამით არ გამომეღვიძა , უმიზეზოდ თითქოს ვიღაცამ გამაღვიძა და თვალები რომ გავახილე ჩემს საწოლთან იდგა უცხო ქალი რომელიც მიღიმოდა- თვალებს ვერ დავუჯერე ალბათ მძინავს და მეჩვენება თქო- თუმცა ახლა რომ ვფიქრობ ასეთი რეალური არაფერი მინახავს - მოკლედ არ ვიცი სიზმარია თუ რა ხდება , იქნებ ვინმემ იცოდეს და მირჩიოთ რა გავაკეთო. მადლობა !!!


გამარჯობა.
ნაცნობი სიტუაციაა, აქ ალბათ სანამ რჩევის მიცემაზე გადავა ადამიანი ისაა გასარკვევი, რისი გაკეთება შეგიძლიათ, ამ კუთხით გაქვთ რაიმე უნაარი ან გამოცდილება ან მცოდნე ახლობელი თუ გყავთ?
რაც საკეთებელია პარალელურად ნებისმიერ ეტაპზე, სიტუაციის ანალიზია და ეს შეიძლება.
მადლობა ^^

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)