IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ჰიპნო-ტრანსი. "ატლანტიდა"
ano
post Jan 10 2018, 04:32 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენი ფორუმელის kate თემებმა ძალიან დამაინტერესა, და მაგის მიხედვით დავიწყე დამატებითი ინფორმაციის მოძიება,
ვიპოვე ფიპნო-ტრანსით სხვა განზომილებიდან მიღებული ინფორმაცია, საინტერესოდ ჩავთვალე, მომინდა რომ მეთარგმნა და გამეზიარებინა
ჰიპნოზს ატარებს Александр Дуккарт, ჰიპნოზის ქვეშ ერთერთი კლიენტი ანფისა.

https://www.youtube.com/watch?v=8nzWCkfvidc

ატლანტიდა
_ სად იმყოფები მოყევი.
_ ოთახში.
_ შენს ოთახში სადაც ყოველთვის იმყოფები? გამოჩნდა უკვე კარი?
_ კი
_ კარი სადაც შენ უნდა წახვიდე...
_ პირველი კარი ესაა წინა ცხოვრების, შემდეგი კარი არის აკაშას ქრონიკები, შემდეგ მოდის შამბალა, შემდეგი კარია უმაღლესი მე, მეოთხე თუ მეხუთე კარი ესაა დელფინები და ეს კარი რატომღაც წითელია.
_ მასზე აწერია ატლანტიდის ცივილიზაცია?
_ ცივილიზაცია არა, უბრალოდ ატლანტიდა, ყველა კარი თეთრია ის კი რატომღაც წითელია
_ შესაძლებელია ატლანტიდაზე გამგზავრება?
_ რაღაც სარკე გამოჩნდა, სახე უნდა შევიღებოთ როგორც ინდიელებმა და ბუმბული გავიკეთოთ
_ როდესაც ამას გააკეთებთ შეიძლება ვიკითხოთ ეს რატომაა საჭირო?
_ ნელნელა ვხვდები ეს რატომაა საჭირო, იმასაც ვხვდები კარი რატომაა წითელი და შეღებვა ინდიელების მსგავსად, ისინი ამ ცივილიზაციასთან არიან კავშირში, უძველესი ცივილიზაცია, უფრო სწორად ესაა რასა, ეს არაა ცალკე ცივილიზაცია ჩვენ ერთი ცივილიზაცია ვართ, მათ ქვიათ წითელკანიანები და კარი ამიტომ არის წითელი
_ ესეიგი ისინი წითელკანიანები იყვნენ?
_ ჯერ არ ვიცი, მაგრამ შეღებვა დავასრულეთ, თეძოზე სარტყელი, და ბუმბული გავიკეთეთ
_ მაშ მიემგზავრებით? მზად ხარ? სუნთქვა თანაბარი, გულისცემა თანაბარი, შენ ხარ კარგად, გაქვს კარგი დაცვა, იქ არაფერი გემუქრება, მათ იციან რომ ჩვენ უნდა მივიდეთ. მზად ხარ?
_ კი
_ მოყევი რას გრძნობ, რას ხედავ
_ ვხედავ შეგვხვდნენ
_ მას ჩემი ესმის?
_ ის არის მათი მეთაური.
_ შეგიძლია აღწერო რას ხედავ შენს ირგვლივ
_ ვხედავ ის ზის, დაახლოებით 4 მეტრი სიმაღლის ძალიან მაღალია, მინდა რომ მეც მოვიმატო სიმაღლე, რომ არ ვუყურო ქვემოდან ზემოთ.
_ კარგი დავითვლი და დაიწყე, 1,2,3,4,5,6,7,8,9, 1,2,3,4,.....
_ მოიცა რაღაც ვერ გავიგე, შენ ყოველ თვლაზე მე გავიზარდე, მაგრამ ისიც გაიზარდა პარალელურად, აზრი არ აქვს ასეც და ისეც მე ქვემოდან ვუყურებ.
_ კარგი აბა კითხე ისინი ასეთი მაღლები იყვნენ საერთოდ?
_ კი და კიდევ ის რომ მას არ სურს მისი თანაბარი ვიყო.
_ რატომ არ სურს, ჩვენ ამით მას ვამდაბლებთ?
_ ის ასეთი ამაყია. ის ზის ფეხებ გადაჯვარედინებული ლოტოსის სტილში, მარცხენა ხელში უჭირავს ძალიან დიდი ჩიბუხი, ეს არის მშვიდობის ჩიბუხი ამბობს ის და ზურგით მიეყრდნო პირამიდას, მაგრამ ეს არ არის ეგვიპტის მსგავსი პირამიდა.
_ როგორ ჯობია ვისაუბროთ მასში შეხვალთ თუ ასე გავაგრძელოთ? (განმარტება: ზოგი ჰიპნოტრანსის დროს ინფორმატორი იყენებს შუამავლის სხეულს ინფორმაციის გადასაცემათ, ანუ ცნობიერება შედის სხეულში)
_ რახან თვითონ მოვიდა ასე ვისაუბროთ
_ კარგი. პირამიდები როგორია?
_ პირამიდები რომლებიც აქაა, ჰგავს მაგალითად ჩილეს, პერუს, ინდიელების, მაიას ასკეტების პირამიდებს, ანუ მახვილი წვერის გარეშე.
_ გვითხარით ინდიელები რომლებიც აქ ცხოვრობენ, ისინი თქვენი შთამომავლები არიან?
_ ის გენი წავიდა აღარაა, მაგრამ რაღაც ცოდნა არის.
_ თქვენი სიმაღლე რასთანაა დაკავშირებული?
_ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მაშინ გახსნილი იყო (звёздные врата) ვარსკვლავური კარიბჭე, იყვნენ სხვა ცივილიზაციები, რომლებიც თავს დაესხნენ, იყო ომი, ეს ზომები იყო იმისათვის რომ გვებრძოლა, და დაგვეცვა თავი.
_ გქონდათ რაიმე მაღალი ტექნოლოგიები, მაგალითად რომ შევადაროთ ჩვენსას.
_ გვქონდა ფიზიკური ძალაც და ტექნოლოგიაც, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც გვქონდა ესაა მაგია.
_ შეგეძლოთ მოგზაურობა სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა განზომილებაში ან პლანეტაზე?
_ არა. არა იმიტომ რომ არ შეეძლოთ, არ შეიძლებოდა, ისინი აქ სხვას არ უშვებდნენ და თვითონაც არსად არ მიდიოდნენ
_ რამდენი ათასი წლის წინ იყავით დედამიწაზე, თქვენი ცივილიზაცია აღარ არის?
_ 60 ათასი წლის წინ (ასე თქვა მგონი)
_ აგრძელებს თხრობას: მაჩვენებენ, რომ ეს იყო ძლიერი დარტყმა გარედან, იყო ბრძოლა და ისინი იყვნენ უძლიერესი მაგები, აბსოლიტური, ანუ ისინი იყვნენ არა უბრალოდ მაგი ექსტრასენსები, ანუ ისინი იყვნენ არსებები, რომლების ერთი ფეხით იყვნენ სხვა განზომილებაში, მათ შეეძლოთ (пространство) სივრცის მართვა, შეექმნათ სივრცეში რაღაც სფერო, რაღაც ელვისებური ბურთის მსგავსი ხელებს შორის, შეეძლოთ ეს მუხტი შემოეტრიალებინათ და გაეშვათ სივრცეში. ეს იყო ბრძოლა, თავდასხმა გარედან, იყო ძლიერი დარტყმა ატლანტიდაზე, როდესაც ეს დარტყმა მიდიოდა მათ უკვე იცოდნენ, რომ ეს დარტყმა კონტინენტს გაანადგურებდა, ყველა მაგი შეიკრიბა და გაუშვეს ერთი დიდი დარტყმა. აი ახლა მაჩვენებს რატომ იყო 3 მთვარე, დიახ, დიახ, და ორი მთვარე უბრალოდ გაიფანტა პატარა ნაწილებად, და მათ ეს ბირთვი (სფერო) გაუშვეს არა მტრის მიმართულებით, ეს ყველაფერი მიდიოდა იმ ვარსკვლავური კარიბჭისაკენ, დღეისათვის ეს ვარსკვლავური კარიბჭე დაკეტილია ის დალუქეს.

ნელნელა გავაგრძელებ თარგმნას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 10 2018, 06:47 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 10th January 2018 - 05:32 PM) *
ნელნელა გავაგრძელებ თარგმნას

საინტერესოა...
თუმცა ეს უფრო ინდიელებს მაგონებს, რატომღაც მგონია ატლანტიდა არ იყო ასეთი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 10 2018, 07:23 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აუ როგორ არ მჯერა ამ ჩენელინგების ყველა რაღაც სისულელეს როგორ ბჟუტურებს რას მაგონებს იცით? ჩენელინგები ძალიან გავს სულის გამოძახებებს აი ასოებით ეგრე იძახებენ ვიღაცა პატარა ელემენტალი გამოხტება აბა მართლა დემონი ხო არ ჩამოვა და რაღაცეებს იწვალებს იბჟუტურებს და წავა მერე. მომიყვანეთ ეგ ტიპი ვერ დამაჰიპნოზებს სიაფანტები არიან. რა გარანტია მაქვს რომ მის სხეულში ან მის სხეულ გარეთ მყოფი რაღაც არსება რომელიც მართავს ადამიანებს არ უყვება რაღაც ყალბ ისტორიებს და არ ანახებს ამ ყველაფერს??

რამდენი ჩენელინგია ყველა უცხოპლანეტელებს ელაპარაკება მაგრამ რატომღაც ვერ მოახერხეს რაიმე ტექნოლოგიის შექმნა ან გადმოღება მათგან =) თუ საომარი ტექნოლოგიას არ გვაძლევენ იმიტომ რომ არ ხართო მზადო მაშინ ჯანმრთელობის მხრიდან ! განსაკურნად არა არ მომხდარა ეგეთი რაღაცა იმიტო რო რაღაც სულები და დემონები მაიმუნობენ ეს დებილები კიდე უჯერებენ =))
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 11 2018, 12:32 AM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა რელიგიის მიმართულებით ხარ, რა არის მაშ მართებული
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 11 2018, 12:35 AM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(earth @ Jan 10 2018, 06:47 PM) *
ano

საინტერესოა...
თუმცა ეს უფრო ინდიელებს მაგონებს, რატომღაც მგონია ატლანტიდა არ იყო ასეთი.


დღევანდელი ინდიელები ესენი არ არიან, ის გენი აღარაა, ისინი სხვა განზომილებაში გადავიდნენ,

ეს არის უბრალოდ თარგმანი, და გონებაში გაფილტვრა შედარებისათვის
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 11 2018, 12:37 AM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
QUOTE(*ANO* @ 11th January 2018 - 12:32 AM) *

არანაირი რელიგიის მიმართულებით არ ვარ =)) ობიექტურობის მიმართულებით ვარ და კი აცუცურაკებენ ეგ არსებები კონტაკტორებს და ჩენელინგს ვინც აკეთებს იმათ და იავიცი =)) სამი მთვარე რო იყო ეგ უკვე საინტერესო აღარ არის =)) გავიარეთ ვიცით ბატონო =)) სისულელეა 99% ნამდვილი კონტაკტიორი ძალიან ძალიან იშვიათია =)) და იმასაც ეგრე ებოდიალებიან ალბათ თორე ცრუ და გრუს ეყოლებათ ნამდვილი კონტაკტიორები აქ ვინ გაგიჩერებს ნამდვილ კონტაკტიორს =d
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 11 2018, 12:41 AM
Post #7


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მასე ყველგან არის რაღაც ხარვეზები, მე გეკითხები იქნებდა ჭეშმარიტება იცი და მიუთუთე სწორი გზა
ანუ მეთოდი,
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Jan 11 2018, 12:45 AM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano
რა მეთოდი უნდა მივუთითო იმიტომ არის დაფარული ადამიანის წინა ცხოვრება რომ არ შეიძლება მისი ამოღება მორჩა წერტილი =)) წარმოიდგინე ადამიანს ყველა თავისი ცხოვრება რომ ახსოვდეს რა მოუვა მის ფსიქიკას თუ მაღალ დონეზე არ არის სულიერად. მასეთმა ჰიპნოზმა შეიძლება ნეგატიური შედეგები იქონიოს ადამიანზე. სულიერი პრაქტიკის შედეგად როცა ადამიანი მზად არის თვითონ იხსენბა ეგ ინფორმაცია =)) და ადამიანს არ ავნებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 11 2018, 12:58 AM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი გასაგებია,
ეხლა ტელეფონით ვარ და თლა კარგად ვერ ვწერ,
გეტყობა ბევრი რამ გაქვს ანუ თავადაც ბევრ ინფორმაციას ხარ გაცნობილი,

ეს არის ჰიპნოზით მიღებული ინფორმაცია, და არა ის რომ ჰიპნოზი ყველამ გააკეთოს
ისე არც ეგაა ურიგო რომ სცადოს ადამიანმა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 19 2018, 05:14 PM
Post #10


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



_ ამის გამო თქვენი ცივილიზაცია დაიღუპა?
_ არა ამ მუხტისაგან. ჩვენ ძლიერი დარტყმა მოგვაყენა მტერმა, რომელთაც სურთ დედამიწის დაპყრობა.
_რა კონფლიქტი გქონდათ?
_მათ არა ჩვენი არამედ პლანეტა დედამიწის დაპყრობა სურდათ. (ერთი წუთი სურათს მაჩვენებენ).
იყო ცივილიზაცია, რომელიც თავს დაესხა დედამიწას, მათ საკუთარი პლანეტა დაკარგეს და ახალი პლანეტის ძიებაში მათ იპოვეს დედამიწა, დედამიწაზე არის ბევრი ძვირფასი რამ რაც ამ ცივილიზაციის სიცოცხლისათვის აუცივლებელია.
ვინც იმ ვარსკვლავურ კარში შემოსვლა მოასწრო, მოახერხეს დარტყმის მოყენება, ჩვენმა მაგებმა მოახერხეს რომ ეს კარი დაეხურათ, მაგრამ ვინც მოასწრო ხომალდით აქ შემოსვლა აქ დარჩნენ, თქვენ მათ ეძახით ილუმინატებს, ისინი იყენებენ დედამიწის რესურსებს, მოიპოვებენ ბრილიანტებს, ოქროს...
_ შესაძლოა თუ არა რომ კონტაქტი უფრო სრულყოფილი გახდეს, რომ მან უკეთ შეძლოს თქვენი გაგება (ფსიქოლოგი თხოვს ატლანტს გოგოსთვის გასაგებ ენაზე კონტაქტს) რა გავაკეთოთ იქნებ გვირჩიოთ
_ მან ახლა ამოიღო ქისა და მიწაზე დააბნია ძვლები, ამ ძვლებზე რაღაც არის ამოტვიფრული, რუნების მსგავსი რაღაც ნიშნები, მეუბნება აირჩიე რომელიც გინდაო.
_ ასე უკეთ შეძლებ მის გაგებას?
_ მე ავიღე, ხელისგულებში ძლიერი წვა ვიგრძენი, და თავი გახდა როგორც ზარი, ანუ ყველა სიტყვას ძალიან ხმამაღლა აღვიქვამ, ეს კავშირი ასეც უნდა იყოს.
_ მადლობა უთხარი მას.
_ ვაგრძელებ, ის ამბობს რომ თქვენ ცდებით, როდესაც ფიქრობთ რომ ატლანტებმა მოიკლეს თავი, ის ცივილიზაცია, რომელიც აქ იყო განვითარებული, ჩვენ ყოველთვის ყველაზე კარგები ვიყავით, ყოველთვის ვიყავით ამაყები ყველას ზემოდან ველაპარაკებოდით (იგულისხმება მათ გარდა ყველა). მაშინ როდესაც იყო ომები ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებდა რომ ვინმე დაზარალდებოდა. ასე თუ შევხედავთ კი ვიყავით აგრესიულები, ცუდები, მაგრამ საქმე იმაშია რომ პლანეტას ვიცავდით. როცა შენთან მტრები მოდიან და შენ სახლს იცავ, იქ ვეღარ დაიწყებ იმის ყურებას, დაიმალები, გაიქცევი თუ რას იზამ, იმ დროს ჩვენი მიზანი იყო დარტყმები აგვეცილებინა, და თავი დაგვეცვა.
_ თქვენთან სხვა რასები თუ ცხოვრობდნენ? ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ მაშინ?
_ სლავები იყვნენ მაშინ კი, ის ამბობს, რომ თქვენ იცით ის, ეს იყო ჰიპერბორეა, ისინი იყვნენ ეპიცენტრში, მაგრამ ეს არ იყო სპეციალურად, უბრალოდ რომელ ნაწილშიც მიდიოდა საომარი მოქმედებები იქ ხალხი ზარალდებოდა. ისინი სიმაღლეში იყვნენ 2-2,5 მეტრი, ანუ ჩვენზე ბევრად უფრო ნაკლები.
_ ახლა ადამიანები პოულობენ დიდი ზომის ჩონჩხებს და ეს არის თუ არა თქვენი ცივილიზაციის? 4, 5, 7 მეტრამდე ადამიანის ფორმის ჩონჩხებია ნაპოვნი.
_ ის რასაც ახლა თხრით ესაა არაფერი, აჩრდილი, ანუ უნდა იფიქროთ სულზე, ისინი არასოდეს კვდებიან. და მას სურს დაასრულოს რასაც ყვებოდა.
_ ის ცივილიზაცია რომელიც თავს დაესხა, რაღაც ნაწილი დარჩა აქ როდესაც დალუქეს ვარსკვლავთშორისი კარი, და მათი ბაზა როგორც მაჩვენებს არის მარსზე, და დროთა განმავლობაში მათ ისწავლეს, ადამიანის სახით განსხეულება, როგორც ქამელეონებმა.
და ის ამბობს რომ დაიღუპა მხოლოდ ჩვენი კონტინენტი, ხოლო ჩვენი ცნობიერების ნაწილი, ანუ ჩვენი რასის ცნობიერების დიდი ნაწილი წავიდა სხვა განზომილებაში.
მაგრამ ბევრი მაგის ცნობიერება, სწორედ ის ვინც იყო მაგი, ისევ განსხეურდებიან დედამიწაზე, და ახლა მიჩვენებს დედამიწას, მთელს პლანეტაზე არიან ადამიანები, ანუ ეს ბიოლოგიური კოსტიუმი, ფიზიკური სხეული, რომელშიც ცნობიერება სული კი არ არის ეს არის იმ ატლანტი მაგების ცნობიერება, ის ამბობს, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
_ ანუ ისინი აქ მოდიან რომ ეს რეპტილოიდები დაამარცხონ?
_ ხო რაღაც ასეა, არა მხოლოდ რომ დაიცვან, და იბრძოლონ მათთან, ამ მაგებს იმავე ცნობიერებით უსასრულოდ განსხეულება არ შეუძლიათ, როდესაც ისინი ბავშვად იბადებიან, მათი მეხსიერება წაშლილია და მათთვის ყოველ ახალ ჯერზე სულ უფრო რთულია რომ აღიდგინონ მთელი ცოდნა. ის ახლა მიჩვენებს ტაროს დასტას, ამ კარტში არის ცოდნა. ანუ ეს მაგები ხვდებიან, რომ ყოველი ახალი დაბადება სულ უფრო რთულდება, და იმისათვის, რომ სწრაფად აღიდგინონ ცოდნა, გზად ხვდებათ პატარ პატარა მინიშნებები, პატარა „შპარგალკები“ და ეს ტროს კარტი არის განსაზღვრული საზის „შპარგალკა“, ნელნელა უბრუნდებათ ცნობიერება და ასე 25 წლისთვის უკვე აღდგენილი აქვთ მეხსიერება და როდესაც ისინი აცნობიერებენ, რომ მუდმივად არ შეუძლიათ დაიბადნონ, მათ ახლა სჭირდებათ, რომ ადამიანებმა, ან თუნდაც ადამიანთა მცირე ნაწილმა, ნუ რა თქმა უნდა მათ დონემდე გავიზარდოთ ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია ამ ჩვენს სამ განზომილებიან სამყაროში, გადაეცით ეს ცოდნა,
კარგი იქნება რომ ხალხმა გაიღვიძოს და დაეხმარონ მათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Mar 3 2018, 02:26 AM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano

მადლობა ანო. ძალიან საინტერესოა შედარებებისთვის. კიდევ აქვს გაგრძელება?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 6 2018, 02:26 PM
Post #12


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაგრძელება კიდევ აქვს, იმედია შევძლებ, ტექნიკურად ხარვეზი აქვს აუდიოჩანაწერს არის რთულად მოსასმენი, დიალოგის ხმები ერთმანეთს ედება, და ზოგ სიტყვას ვერ ვარჩევ, რაც ვთარგმნე დავდებ.

_ახლა მაჩვენებს გლობუსს და მასზე კონცენტრირებულ ამ ინკარნინებულ მაგებს, აი მაგალითად რუსეთი, ისრაელი, ჩრდილოეთ ამერიკა, ჩილე, პერუ, უფრო ამ ტერიტორიებზე არიან ისინი, მათ თაობიდან თაობას გადაეცემა ცოდნა.
_სლავების შესახებ რას იტყვით?
_ხომ გითხრით უკვე, რომ ერთად ცხოვრობდნენ, როდესაც ახლანდელი კაცობრიობა დასახლდა ისინი აქ უკვე იყვნენ, ეს რასა ეს ჰიპერბორეა არის უძველესი რასა.
_ძველი გადმოცემის თანახმად ასეთი ინფორმაცია არის რომ, სლავებმაც დააყენეს (застали თუ достали ზუსტად ვერ გავიგე ეს სიტყვა) ეს სამი თანამგზავრი დედამიწას მთვარე, ლელია, და ფაქტორი (ბოლო ორი ვერ გავიგე კარგად ლელია თუ ვრემია, და ფაქტორი, ამ სახელებში დარწმუნებული არ ვარ)
_შეგიძლიათ გვითხრათ სინამდვილეში რა ერქვა ამ სამ თანამგზავრს?
_არა არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ გვისმენენ არა მხოლოდ ადამიანები არამედ ქამელეონებიც. როდესაც შენ იცი ობიექტის სახელი შენ შეგიძლია ზემოქმედება მოახდინო მასზე, თქვენ კი დაგრჩეთ კიდევ ერთი თანამგზავრი მთვარე. ეს ხომ მაგიაა და ჩემი რჩევაა თქვენდამი, გთხოვთ შეისწავლეთ მაგია. გახდით მაგები, დაიცავით პლანეტა და საკუთარი თავი, ნუ დანებდებით. ბევრი თქვენგანი სიტყვა მაგიის გაგებაზე იჭმუჭნება, მაგრამ ვერ ხვდებით რომ ყველაფერი მაგიაა, ბავშვის ჩასახვაც კი მაგიაა, ეს უკვე მაგიური რიტუალია რომელსაც თქვენ ატარებთ.
_ყველა ადამიანს შეუძლია ის რასაც სიტყვა მაგია გულისხმობს?
_ეს კიდევ იმაზეცაა დამოკიდებული, რომ არავის სჯერა საკუთარი ძალის, რომ გქონდეს საკუთარი თავის რწმენა რომ ამას შეძლებ. კი ვიღაც ექსტრასენს შეუძლია მე კი ვერ შევძლებ და წავალ ლუდს დავლევ იძახით, ამიტომაც გვიყურებენ ატლანტები ასე ზემოდან, ათასობით წელი გავიდა და ოდნავაც ვერ მივუახლოვდით, ის იმედგაცრუებულია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:16 AM