Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ დამუხტული წყალი

Posted by: Zet Jan 21 2008, 12:02 AM

თეო, შეგიძლია ორი სიტყვით დაწერო, იმ დღეს შეგროვებულ წყალი როგორ და როდის მოვიხმაროთ... smile.gif

Posted by: TeO Jan 21 2008, 06:02 PM

წელიწადში ორჯერ ბუნება თავად მუხტავს წყალს!

პირველად – იანვარში, 18–დან 19–ზე , ნათლისღებაზე ვაგროვებთ წყალს
00.03 წუთიდან 00.07 წუთამდე – ელ მორიას რჩევით
ან 24 საათიდან დილის 3 საათამდე – ბაიდიუჟინის რეცეპტით.
ეს იქნება მკვდარი წყალი.

ცოცხალ წყალს ვაგროვებთ 24–დან 25 ივნისის ღამეს.
ელ მორიას მიხედვით 00.00–დან 00. 03 წუთამდე,
ხოლო ბაიდიუჟინის მიხედვით 00.00–დან ღმის 3საათამდე.

მოხმარების წესი: სამი დღის განმავლობაში უზმოზე და ძილის წინ ვსვამთ მკვდარი წყლის ერთ ლიტრს.(ერთ დალევაზე გამოდის 1ლ გაყოფილი 6–ზე) ამ დროს ორგანიზმი იწმინდება გათვალვისგან , დაავადებებისგან და ყოველგვარო უარყოფითი ენერგეტიკისაგან. ხოლო შემდგომი სამი დღის განმავლობაში ვსვამთ იგივე რაოდენობით ცოცხალ წყალს და გათავისუფლებული ადგილები ივსება სინათლით, სიცოცხლითა და ჯანმრთელობით.
წარმატებებიwink.gif

Posted by: Zet Jan 21 2008, 06:18 PM

ესეეგი მკვდარ წყალს ჯერ ვინახავთ, სანამ ცოცხალი არ გვექნება ხო? ეგ მაინტერესებს.. თორე მე უკვე დავლიე მკვდარი smile.gif .. ცოტა..

Posted by: TeO Jan 21 2008, 06:21 PM

ყოჩაღ!:) ნუ გეშინია, მეც დავლიე– ცოტა შეიძლება!
მოკლედ ზაფხულამდე ოტდიხაემwink.gif

Posted by: Uma Jan 24 2008, 11:15 AM

აუ, მე კი 1 გრაფინი დავლიე ნელ ნელაsmile.gif

Posted by: TeO Jan 28 2008, 03:53 PM

ეგ არაფერია, რადგან მკვდარ წყალს ყოველდღიურობაში საკმაოდ ბევრს ვსვამთsmile.gif ის არის: დახურულ ბოთლებსა თუ ონკანში...

საჭიროა პერიოდულათ მაინც ორგანიზმის ცოცხალი წყლით ავსება!!!!:) ხალხნო ეცადეთ სვათ წყაროს წყალი!!!! (ზოგჯერ მაინცwink.gif)

Posted by: TeO Jul 8 2008, 02:11 PM

მოკლედ 6–7 ივლისის მიჯნაზე 12.00 – 12.03 დროს მოდის ცოცხალი წყალი!.. ანუ დღეა ასეთი ივანა–კუპალა, ქრისტიანულად იოანე ნათლიმცემლის დღე და ამ დროს ხდება ბუნებაში მისტერია!..
სასურველია აავსოთ ზემოთ მითითებულ დროს წყალი, რაც ძალიან სასარგებლოა ..wink.gif

მოხმარების წესი იხილეთ ზედა პოსტში

Posted by: TeO Jul 17 2008, 02:09 PM

დავიწყე მკვდარი წყლის სმა – 3 დღის განმავლობაში დილას უზმოზზე 1 ჭიქა და საღამოს ძილის წინ კიდევ 1 ჭიქა!
დღეს უკვე მეორე დღეა და მართალი, რომ ვთქვა ვგრძნობ ორგანიზმში ცვლილებას– გრძნობა განსხვავებულია ჩვეულებრივისგან! wink.gif

Posted by: Shou Jul 30 2008, 11:10 AM

ამას წინათ ვნახე ძალიან საინტერესო ფილმი წყალზე. ქვია "вода” ან ”великое таина води". ღირს ყურება, საბოლოო ჯამში იმას ვიგებთ რომ თურმე წყალზე არაფერი ვიცით, მაგრამ ამავე დროს ამ ფილმის მიხედვით გამოდის რომ წყლის ღვინოდ გადაქცევა სავსებით რეალურია, ისევე როგორც წყალზე გავლა ან ის ფაქტი რომ ზღვა ორად გაიყოს და გზა დაგითმოს. წყალი თავად არის სასწაული რომელთან კომუნიკაციაც უნდა ვისწავლოთ, ეს უბრალოდ აუცილებელია თუნდაც იმის გათვალისწინებით რომ ჩვენც ფაქტიურად წყლისგან შევდგებით. (არა მარტო რათქმაუნდა:-)))

Posted by: TeO Jul 30 2008, 12:03 PM

შოუ გეთანხმები და ეს ფილმიც ძალიან მაგარია! ყველას ვაჩვენებ და ამ ფილმის ნახვის შემდეგ აშკარად იცვლება ჩვენი წარმოდგენები და მიდგომაც სხვანაერი ხდება წყლის მიმართ, უფრო გააზრებული!! ამ ფილმის ყურების შემდეგ ჩემი ოჯახი დასალევად წყაროს წყალს ვხმარობთ...
თემაც გახსნილი მაქვს – http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=295&st=0#entry4369

Posted by: Shou Jul 30 2008, 12:22 PM

ეხლა ვნახე შენი გახსნილი თემა ამ ფილმზე. სამწუხაროა მანამდე რომ ვერ წავიკითხე და უფრო ადრე ვერ ვუყურე. მე განიყინ წყალზე გადავედი, წყაროს წყალი მხოლოდ აგარაკზე და ბოთლებში ჩამოსხმულს ისედაც დიდად ვერც ვენდობი და არც მსიამოვნებს (ანუ ალმაცერად ვუყურებ:-)). ეხლა მივხვდი რატომ ვერ ვსვამდი ხოლმე ონკანის წყალს ბავშვობიდან, აგრეთვე ვერ ვსვავდი წყალს გარკვეულ ადგილებში (მაგალითად ჭის წყალს დასავლეთში ერთ-ერთ დაბაში), რატომ მეჩვენებოდა სულ რაღაც არასასიამოვნო გემო და სუნი. ამიტომ იყო რომ წყლის ნაცვლად ვსვავდი ჩაის, კომპოტს, მინერალურ წყალს, ლიმონათს და ყოველგვარ საზიზღრობას, მაგრამ იმ წყლის დალევა მაინც არ შემეძლო. ამ ფილმის შემდეგ სულ სიყვარულს ვუხსნი წყალს როცა ჭიქაში ვასხავ:-)))

სხვათა შორის ერთერთი საუკეთესო წყალი რაც კი ოდესმე დამილევია ან გამომიყენებია ნუნისშია. იქ წყალი მართლაც რაღაც საოცრებაა. ისე ურიგო არ იქნება ეზოთერიკებმა ერთხელ ლაშქრობა მოაწყონ ნუნისის ტყეში:-))

Posted by: ირმა Jul 30 2008, 12:54 PM

მენატრება ქართული წყლის გემო.

Posted by: TeO Jul 30 2008, 02:00 PM

წყალი მართლა სასწაულია!!!
ისე ყველაფერი ინდივიდუალურია, მე მაგალითად რაც წყაროს წყალზე გადავედი ონკანისას ვეღარ ვსვამ! და ლიმონათებსა და პეპსი–კოლებზე ლაპარაკი ზედმეტია– მათ საერთოდ ვეღარ ვეკარები!! smile.gif)

კარგია ბევრმა ნახოს ეს ფილმი და შეეცვალოს წყლის მიმართ ხედვა! (მე ვისაც მივწვდი ყველას ვაყურებინე wink.gif )
ნუნისში სალაშქროდ წასვლაზე მეეჭვება, მაგრამ არ გამოვრიცხავ wink.gif მადლობა შოუ smile.gif

Posted by: Shou Jul 30 2008, 03:14 PM

პირიქით მადლობა,

ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ის რასაც შენ აკეთებ. განსაკუთრებით კი ის ფაქტი მხიბლავს ქართულად რომ თარგმნი ხოლმე ცნობილ გამონათქვამებს, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ხო, ეს ნამდვილად ინდივიდუალურია ალბათ, ონკანის წყალს ვერ ვსვავდი და ლიმონათს გეახლებოდით:-)) თუმცა მუდმივი წყურვილი მქონდა რაღაც ისეთის რაც არც ონკანში მოდიოდა და არც მაღაზიებში იყიდებოდა:-))))

Posted by: TeO Jul 30 2008, 03:45 PM

და ახლა, უვე ნამდვილად შეგიძლია წყალს ესაუბრო (აზრობრივად) და ჩაუთქვა შენთვის სასარგებლო და სასიამოვნო, რომ გახდეს wink.gif ეს უეჭველია!

ერთი ამბავი ვიცი ახლობელი ადამიანისგან, აქ არ დამიწერია, მოკლედ მისი დიდედა ძალიან წმინდა ქალი იყო და კომუნისტების დროს საგიჟეში ჩასვეს (არ შწირდებოდათ ეგეთები), ხოდა შემდეგ სულიერად, როცა ვერ გატეხეს აიღეს და ექთნის დახმარებით სასმელ წყალში შხამი ჩაუსხეს.. იმ ქალმა მედდას უთხრა –უფალმა შეგინდოსო და გადასახა წყალს ჯვარი და ილოცა, მერე დალია და არაფერი მოუვიდა! (აშკარად პრასვიტლიონნი იყო) და მერე მედდა ატირებული ჩაუვარდა ფეხებში და პატიებას სთხოვდა, დამაძალეს არ მინდოდაო...

აქედან ისეთივე დასკვნა, იმ ადამიანმა თავისი სისუფთავისა და წრფელი ლოცვის დახმარებით წყალში გაანეიტრალა შხამი! smile.gif
ვიცი, რომ ამ ისტორიის რეალობაში ეჭვი არ შეგეპარებათ smile.gif

Posted by: Shou Jul 30 2008, 04:28 PM

არა, ნამდვილად არ მეპარება. აი, კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ სინათლე (ისევე როგორც სიბნელე სხვათა შორის:-))) როგორი გადამდებია. იმ ადამიანმა არა მარტო თავისი სხეული იხსნა არამედ მეორე ადამიანის სულიც. დარწმუნებული ვარ ის ექთანი ამ ამბის შემდეგ დაბრმავებული ვეღარ იქნებოდა.

Posted by: TeO Jul 30 2008, 04:36 PM

ხო, მართალია..

Posted by: blanca Jul 30 2008, 05:58 PM

არსებობს იმ ფილმის ლინკი რომ დადოთ? ძალიან მაინტერესებს smile.gif

Posted by: TeO Jul 30 2008, 06:00 PM

მე ძალიან მინდოდა დამედო ლინკი და ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე sad.gif იქნებ სხვამ იცის.. smile.gif

Posted by: TeO Dec 1 2008, 11:15 PM

წყალი (ანუ თემავ ამოყვინთე ) biggrin.gif

Posted by: ირმა Dec 2 2008, 09:36 PM

QUOTE(Tea @ 2nd December 2008 - 12:15 AM) *
წყალი (ანუ თემავ ამოყვინთე )

biggrin.gif მართალი ხარ თეო.
წყალი მაგნიტური თვისებების მატარებელია და ასევე სიცოცხლის მომცემია biggrin.gif

გამიგია სხვადასხვა ძველი ჩვეულებები, რომელიც წყალთან არის დაკავშირებული. მაგ: როცა ცუდ სიზმარს ნახავ, ადექი და არ თქვა სიზმარი. აიღე ერთი ჭიქა წყალი და გადაღვარე, მგონი უკეთესია უთხრა წყალს შენი სიზმარი და გადაღვარო. გადაღვრისას თქვი სამჯერ,–„წყალო შენ წაიღე ჩემი ცუდი სიზმარი“.

Posted by: Shou Dec 3 2008, 12:35 PM

დედაჩემი კი ყოველთვის მეუბნებოდა ცუდი სიზამარი გამდინარე წყალს მოუყევიო.

Posted by: ირმა Dec 7 2008, 11:00 PM

ხო ახლა გეტყვით კიდევ რა გამიგია წყალზე. ერთისგან გავიგე ღამე საწოლთან ერთი ჭიქა წყალი დაიდგითო და დილით ეს წყალი დალიეთო. მხოლოდ არ უნდა დალიოთ ყლუპ ყლუპად, რადგან როგორც კი ცოტა მოაკლდება ჭიქას, მაშინვე წყალი თვისებას იცვლისო. მრავალი წლის შემდეგ კი მითხრა სხვამ, ასევე ღრმად ჩახედულმა ამ საკითხებში,– წყალი კი არ უნდა დალიო არამედ ისე უნდა გადაღვარო, რომ არ შეგეხოს და არავის შეეხოსო. ორივე წყარო ინფორმაციისა საკმაოდ ნაკითხი ამ საკითხში პიროვნებებისაგან არის, მაგრამ არ დაგიმალავთ და ცოტა დავიბენი, როგორც ჩანს რომელიღაცა წყარო არ არის სწორი. ერთი ვიცი წყალი მაგნიტური თვისებების მატარებელია და ღამით ნამდვილად იღებს რაღაც ინფორმაციას შენი ორგანიზმიდან. თუ ვინმემ რამე იცით გამომეხმაუროს, წყალს დიდი ძალა აქვს კარგი იქნება მისი სწორად გამოყენება. ისე მე რატომღაც მგონია რომ მეორეა მართალი, ე.ი. დილით წყლის გადაღვრა. არვიცი wacko.gif

Posted by: blanca Dec 7 2008, 11:55 PM

ღამით ჭიქით წყალი ყოველთვის მიდგას საწოლთან. მწყურდება ხოლმე და თუ არ დამეზარა ვსვამ. მხოლოდ ერტ ყლუპს biggrin.gif
დილითაც მოვსვამ ხოლმე ერთ ყლუპს. რადგან მწყურია.
საერთოდ ბევრ წყალს ვსვამ, მაგრამ როცა ვსვამ მხოლოდ ერტ ყლუპს. არ ვიცი რატო biggrin.gif

Posted by: გაგა Dec 8 2008, 11:11 PM

ზემოთ წყალზე ბევრი რამეა ჩამოთვლილი. ერთი -ორს მეც დავამატებ:

მოკლედ იაპონელმა მეცნიერმა მასარუ ემოტომ დაამტკიცა, რომ წყალს შეუძლია განიცადოს ცვლილებები, მასზე ზემოქმედებით - მოკლედ სხვადასხვა სიტუაციებში ყინავდა წყალს და კრისტალების ფორმებს აკვირდებოდა. მაგალითად თუ წყალს ასმენინებს მოცარტის მუსიკას და გაყინვის შემდეგ სიმეტრიული კრისტალი გამოდის, "მეტალის" მოსმენის შემდეგ კი უშნო და ასიმეტრიული კრისტალი მიიღებოდა.

ჰო ეს ისე, უბრალოდ გამახსენდა და დსავწერე

p.s.
ისე კი ჰომეოპატია რა არის?,მაინც ვერ გავიგე, ჩემთვის მაინც რაღაც შამანობის დონეზეა ეს ყველაფერი. tongue.gif

Posted by: blanca Dec 9 2008, 12:16 AM

როგორც ვიცი ჰომეოპათია მცენარეული და ორგანული ნივთიერებებით მკურნალობაა

* *
წყლის დაკრისტალებაზე ნანახი მაქვს ფილმი ადრე. აუ რა ქვია ესეთ წყალს ვერ ვიხსენებ, ნაკურთხი წყალი? ეკლესიაში რომ აქვთ ხოლმე. იმის კრისტალები სხვანაირია. წყალს ესმის ესე იგი

აზზე ხართ რამდენი რამეა დაფარული რაც არ ვიცით?

ხო, სადღაც წავიკითხე წყალს მიაქვს როგორც ცუდი ისე კარგი. ანუ ცუდ სიზმარს ხომ უყვებით და მიაქვს, შხაპში რომ ხართ თუ მღერით ის დადებითი მუხტიც მიაქვს
მოკლედ ბევრი რამ ცრურწმენად გვეჩვენება სანამ ახსნით არ დადასტურდება
თუ წყლის კრისტალები ფორმას იცვლიან მუსიკის გაგებისას იქნებ ჩვენი სიმღერისასაც რაღაც ხდება და შემადგენლობა ისე ეცვლება რომ ჩვენთვის ცუდია

თუმცა ... biggrin.gif
დღეს შხაპში წყალს იმდენი ცუდი ნივთიერება და შხამი მოყვება, ცუდია თუ გაფილტრული წყლით არ ბანაობთ

Posted by: blanca Dec 9 2008, 12:19 AM

შამანობის დონეზე კიარა ყველაზე რესპექტაბელურ ორგანული საჭმელების მაღაზიაში იყიდება ჰომეოპათური წამლები wink.gif

Posted by: TeO Jan 18 2009, 08:54 PM

QUOTE(Tea @ 21st January 2008 - 07:02 PM) *
წელიწადში ორჯერ ბუნება თავად მუხტავს წყალს!

პირველად – იანვარში, 18–დან 19–ზე , ნათლისღებაზე ვაგროვებთ წყალს
00.03 წუთიდან 00.07 წუთამდე – ელ მორიას რჩევით
ან 24 საათიდან დილის 3 საათამდე – ბაიდიუჟინის რეცეპტით.
ეს იქნება მკვდარი წყალი.


შეხსენების მიზნით მომყავს ჩემივე ციტატა, რადგან დღეს ღამეა ზუსტად მკვდარი წყლის ასავსებადო wink.gif

Posted by: adamiani Mar 6 2009, 03:36 AM

ირმა

QUOTE(ირინი @ 7th December 2008 - 11:00 PM) *
ორივე წყარო ინფორმაციისა საკმაოდ ნაკითხი ამ საკითხში პიროვნებებისაგან არის, მაგრამ არ დაგიმალავთ და ცოტა დავიბენი, როგორც ჩანს რომელიღაცა წყარო არ არის სწორი. ერთი ვიცი წყალი მაგნიტური თვისებების მატარებელია და ღამით ნამდვილად იღებს რაღაც ინფორმაციას შენი ორგანიზმიდან.

არავითარ შემთხვევაში ღამით დადგმული წყალი არ დალიო, განსაკუთრებით თუ ჭიქაში იყო და თუ მთვარის შუქი მოხვდა. საერთოდ არ გინდა არც დალევა არც გადაღვრა. უბრალოდ, როცა გაიღვიძებ პირველ რიგში ჯერ ხელები დაიბანე და მერე სახე. სანამ ხელებს არ დაიბან, არაფერს შეეხო -განსაკუთრებით თვალებს არ შეეხო.
ეს რაღაც ტრადიცია კი არ არის უაზრო - აუცილებლობაა და კაბალაშიც უძველესი დროიდან ცნობილია და ჰერმეტიკაშიც.

Posted by: blanca Mar 9 2009, 06:50 PM

ღამით თუ მომწყურდა რა ვქნა? რა წერია კაბალაში მაინტერესებს. ძალიან საინტერესო რამე თქვი. იქნებ უფრო მეტი გვითხრა?

Posted by: adamiani Mar 10 2009, 03:12 AM

blanca
საერთოდ ცუდია, თუ გეღვიძება, თუნდაც წყურვილის გამო -ეტყობა ან დღის განმავლობაში იღებ არასაკმარისად წყალს ან გვიანი ვახშამის ბრალია. მზის ჩასვლის შემდეგ უმჯობესია არაფერი ვჭამოთ, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი სინათლეზეა აწყობილი და მომნელებელი სისტემაც ამის და მიხედვით უფრო კარგად მუშაობს, სანამ მზე ჩასულა. ვახშამი გვიან (ტკბილი, ცხიმიანი, ან მარილიანი) იწვევს ღამით წყურვილს.
თუ მაინცდამაინც ღამით წყალს დალევ, სჯობს დახურული, გაუმჭვირვალი ჭურჭელიდან და სჯობს დღის განმავლობაში ეს წყალი დამუხტო პოზიტიური აზრ-ხატებებით (ჯობია მხოლოდ ერთი მუხტი ანუ მაგალითად ძალა, ან სიმშვიდე ან სიწმნიდე, ბევრის წარმოდგენით სუსტდება ჩვენი კონცენტრაციაც და დამუხტვის ძალაც).
საერთოდ, ღამე ძილისთვისაა და ამ დროს მოშორებული ხარ შენს ფიზიკურ და ეთერულ სხეულებსს- მათი რეგენერაცია იერარქიების საქმეა, შენი საქმეა მათ ხელი არ შეუშალო სხეულში ჩამობრუნებით და რაღაც აქტიურობებით, მაგალითად წყლის სმით.


Posted by: blanca Mar 10 2009, 07:25 PM

თვალებს რატომ არ უნდა შეეხო?
ჰერმეტიკა რაარის?

მადლობა საინტერესო ინფორმაციისტვის

Posted by: adamiani Mar 11 2009, 07:52 PM

blanca

QUOTE(blanca @ 10th March 2009 - 07:25 PM) *
თვალებს რატომ არ უნდა შეეხო?

ხელებზე ბევრი სიბინძურე გროვდება დღისითაც და ღამითაც. მართალია ღამით ჩვენი სხეული რეგენერიდრდება და იწმინდება, მაგრამ ჩვენი ასტრალური განცდები"ილექება" ხელებზე და თუ დილით თვალებს შეეხე, ეს ნალექი გადადის თვალებზე, რაც სულიერ მზერას ბინდავს და აბინძურებს. თვალი კი უნდა გქონდეს ყოველთვის ნათელი.
QUOTE(blanca @ 10th March 2009 - 07:25 PM) *
ჰერმეტიკა რაარის?

ამაზე ზალიან ბევრი ინფორმაციაა ნეტში და იქნებ მოიძიო, დრო არ მყოფნის, თორემ დავწერდი.


Posted by: ირმა Mar 11 2009, 10:59 PM

QUOTE(sethis modgma @ 6th March 2009 - 04:36 AM) *
საერთოდ არ გინდა არც დალევა არც გადაღვრა

ესე გავიგე ამ წყლით დავიბანო ხელები?


ღამით წყალს ადრე არასოდეს არ ვსვამდი. ამ ბოლო დროს გამიჩნდა ჩვევა. თუ წყალი მიდგას საწოლთან,– არ მწყურდება, თუ დამავიწყდა ვკვდები წყურვილით. ასე რომ ეს ბოლო ერთი წელია რაც წყალი მიდგას სულ გვერდით. ღამე ჭამა არ მიხდება, უმეტესად ვერიდები. ისე ძალიან მაინტერესებს ყველაფერი წყლის შესახებ. ვიცი რომ წყალში უზარმაზარი ძალა და საიდუმლო იმალება.

მადლობთ გამოხმაურებისათვის. smile.gif

Posted by: adamiani Mar 12 2009, 12:07 AM

ირმა

QUOTE(ირინი @ 11th March 2009 - 10:59 PM) *
ესე გავიგე ამ წყლით დავიბანო ხელები?

არა, -ეს არ მითქვამს, პირიქით ხელების დაბანა უმჯობესია გამდინარე წყლით, რათა ყველანაირი ჭუჭყი გაიტანოს. წყლის ელემნტი გადასცემს მას მიწის ელემენტს- რომელსაც აქვს ჭუჭყის გარდაქმნის უნარი.
QUOTE(ირინი @ 11th March 2009 - 10:59 PM) *
თუ წყალი მიდგას საწოლთან,– არ მწყურდება, თუ დამავიწყდა ვკვდები წყურვილით.

ვერ გეტყვი რა მიზეზია- ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, თუ დააკვირდები ალბათ შენ თვითონ იპოვი მიზეზს- უბრალოდ ლოგიკური განსჯის გზით. ასეთი წყალი უმჯობესია გადაღვარო გაღვიძების შემდეგ.

Posted by: blanca Mar 12 2009, 12:32 AM

QUOTE(ირმა @ Mar 11 2009, 11:59 PM) *
ესე გავიგე ამ წყლით დავიბანო ხელები?
ღამით წყალს ადრე არასოდეს არ ვსვამდი. ამ ბოლო დროს გამიჩნდა ჩვევა. თუ წყალი მიდგას საწოლთან,– არ მწყურდება, თუ დამავიწყდა ვკვდები წყურვილით. ასე რომ ეს ბოლო ერთი წელია რაც წყალი მიდგას სულ გვერდით. ღამე ჭამა არ მიხდება, უმეტესად ვერიდები. ისე ძალიან მაინტერესებს ყველაფერი წყლის შესახებ. ვიცი რომ წყალში უზარმაზარი ძალა და საიდუმლო იმალება.

მადლობთ გამოხმაურებისათვის. smile.gif


მეც ასე ვარ. თუ დამავიწყდა ვკვდები წყურვილით. თუ არ დამავიწყდა ვკვდები წყურვილით მაგრამ დალევა მეზარება მაგრამ კმაყოფილი ვარ რომ როცა მინდა მაშინ შემიძლია დავლიო biggrin.gif ასე რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტია

Posted by: ირმა Mar 12 2009, 01:22 AM

მადლობა adamiani
smile.gif

Posted by: ირმა Apr 14 2009, 10:05 PM

adamiani
აღარ მიდგას წყალი საწოლთან ამ ბოლო დროს და არც მწყურდება მეტად. თითქოს მართლა რაღაც ფსიქოლოგიური იყო. მადლობა.
მგონი რაღაც არასწორი იყო მართლა ამდენი ხანი ამას რომ ვაკეთებდი.

Posted by: adamiani Apr 15 2009, 02:14 AM

ირმა
ძალიან კარგი. მიხარია.

Posted by: tikoroma May 20 2009, 11:02 PM

საინტერესოა http://pen-and-notes.blogspot.com/2009/04/blog-post_1463.html

Posted by: ირმა May 21 2009, 10:31 PM

QUOTE(tikoroma @ May 21 2009, 12:02 AM) *
საინტერესოა http://pen-and-notes.blogspot.com/2009/04/blog-post_1463.html

ძალიან საინტერესოა:

ლაბორატორიაში მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა, იმისათვის, რომ დაედგინათ, რომელ სიტყვას შეუძლია ყველაზე ძლიერ ”განწმიდოს” წყალი. საბოლოო ჯამში მიაკვლიეს ოპტიმალურ ვარიანტს. ასეთი ”ჯადოსნური სიტყვა” ორია: ”მიყვარხარ” და ”მადლიერი ვარ”.

მოდით ხშირად ვიხმაროთ ეს სიტყვები l_sunny.gif kiss1.gif

Posted by: მზეონა Jun 11 2011, 09:15 AM

QUOTE(ირმა @ May 21 2009, 11:31 PM) *
ძალიან საინტერესოა:

ლაბორატორიაში მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა, იმისათვის, რომ დაედგინათ, რომელ სიტყვას შეუძლია ყველაზე ძლიერ ”განწმიდოს” წყალი. საბოლოო ჯამში მიაკვლიეს ოპტიმალურ ვარიანტს. ასეთი ”ჯადოსნური სიტყვა” ორია: ”მიყვარხარ” და ”მადლიერი ვარ”.

მოდით ხშირად ვიხმაროთ ეს სიტყვები l_sunny.gif kiss1.gif

bigarmhug.gif l_martini.gif შიგნით წყაროს ცოცხალი წყალი ასხია wink.gif biggrin.gif

სასიამოვნოა დავიწყებული თემის გადახედვა - ახალი დავიწყებული ძველია ))

Posted by: natuka Jun 11 2011, 12:48 PM

მიყვარხართ. მადლობა ფორუმელებო. curtsey.gif gul.gif

Posted by: Emigranti Jun 11 2011, 04:33 PM

QUOTE(ირმა @ May 21 2009, 10:31 PM) *
ძალიან საინტერესოა:

ლაბორატორიაში მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა, იმისათვის, რომ დაედგინათ, რომელ სიტყვას შეუძლია ყველაზე ძლიერ ”განწმიდოს” წყალი. საბოლოო ჯამში მიაკვლიეს ოპტიმალურ ვარიანტს. ასეთი ”ჯადოსნური სიტყვა” ორია: ”მიყვარხარ” და ”მადლიერი ვარ”.

მოდით ხშირად ვიხმაროთ ეს სიტყვები l_sunny.gif kiss1.gif
ძალიან საინტერესეოა. მაგაზე ერთი რამ გამახსენდა.

ამას წინათ ტატიანა მიკუშინას ბულგარეთის ლექციას ვუსმენდი ( http://www.youtube.com/watch?v=hmL1p7vxOIs ), სადაც ის თეთრ საძმოზე და ამაღლებულ მეუფეებზე საუბრობდა და იქ ასეთი საინტერესო რამ ახსენა, რომ ამაღლებული მეუფეები გვირჩვენ, რომ მედიტაციისას ჯობია მადლიერების გრძნობაზე ვკონცენტრირდეთ ვიდრე სიყვარულზეო. მიზეზი ისაა, რომ ის რაც უმეტესობა ადამიანებისთვის სიყვარულად წარმოიდგინება, სინამდვილეში შორსაა ღვთაებრივი სიყვარულისგანო.

Posted by: მზეონა Jul 18 2011, 02:31 PM

Доктор Емото провел эксперимент, помещая две надписи на бутылках с водой, на одной «Спасибо», на другой «Ты глухой». Вода сформировала красивые кристаллы в емкости с надписью «Спасибо», это доказывает, что «Спасибо» одержало верх над «Ты глухой». Таким образом, добрые слова сильнее злых. astronomer2.gif

Здоровая, чистая энергия, накопленная в воде,
способна исцелять как физические, так и душевные болезни.

l_martini.gif :წყალი:

Posted by: ჯი-ნია-ნი Nov 23 2011, 03:36 PM

აქ ახსენეთ ფილმი,მაქვს ლინკი და შეგიძლიათ უყუროთ..
http://1kino.com/documental/6331-velikaja-tajjna-vody.html
მეც მირჩიეს ყურება,იმიტომ რომ 4 წელი ან ცოტა მეტი იქნება წყალს ვერ ვსვამ,როგორც კი ვიბან სახე მიჭრელდება და ა.შ
თუმცა მაინც არ მიმდის გული რომ დავლიო წყალი..

Posted by: old_man Nov 23 2011, 04:37 PM

ჯი-ნია-ნი
აქ შეიჭყიტე? smile.gif
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=295&st=0

Posted by: ჯი-ნია-ნი Nov 23 2011, 04:38 PM

QUOTE(old_man @ Nov 23 2011, 04:37 PM) *
ჯი-ნია-ნი
აქ შ��”იჭყიტ��”? smile.gif
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=295&st=0

აი,შევიჭყიტე უკვე smile.gif)

Posted by: td......... Nov 23 2011, 05:55 PM

ჯი-ნია-ნი
აბა რას სვამ და როგორ ბანაობ?

Posted by: ჯი-ნია-ნი Nov 23 2011, 07:15 PM

QUOTE(td......... @ Nov 23 2011, 05:55 PM) *
ჯი-ნია-ნი
აბა რას სვამ და როგორ ბანაობ?

წვენებს,ჩაის..
ბანაობით ვბანაობ,სხვა რა გზა მაქვს..

Posted by: td......... Nov 23 2011, 08:56 PM

ჯი-ნია-ნი
საინტერესოა, მიზეზი იცი რატომ ხდება ასე?

Posted by: ჯი-ნია-ნი Nov 23 2011, 09:12 PM

QUOTE(td......... @ Nov 23 2011, 08:56 PM) *
ჯი-ნია-ნი
საინტერესოა, მიზეზი იცი რატომ ხდება ასე?

არ ვიცი..
ერთმა ვედებში საკმაოდ განსწავლულმა ადამიანმა მითხრა,რომ შეიძლება წინა ცხოვრებაში ზღვაში ჩაიძირე და ამის ბრალიაო..
ექიმებმა ახსნა ვერ მოუძებნეს..
მგონი ის დროა ვენდო იმ ადამიანს : )

Posted by: nibiru3013 Nov 24 2011, 12:54 AM

ციტატა(Tea @ 21st January 2008 - 06:02 PM) *
წელიწადში ორჯერ ბუნება თავად მუხტავს წყალს!

პირველად – იანვარში, 18–დან 19–ზე , ნათლისღებაზე ვაგროვებთ წყალს
00.03 წუთიდან 00.07 წუთამდე – ელ მორიას რჩევით
ან 24 საათიდან დილის 3 საათამდე – ბაიდიუჟინის რეცეპტით.
ეს იქნება მკვდარი წყალი.

ცოცხალ წყალს ვაგროვებთ 24–დან 25 ივნისის ღამეს.
ელ მორიას მიხედვით 00.00–დან 00. 03 წუთამდე,
ხოლო ბაიდიუჟინის მიხედვით 00.00–დან ღმის 3საათამდე.

სად აგროვებთ ამ წყალს ონკანში? თბილისთან ახლოს ბევრი წყაროა რომელიც პირდაპირ მიწიდან გამოდის და იმის აღება უკეთესი იქნება.

Posted by: tikoroma Nov 26 2011, 01:04 PM

ჯი-ნია-ნი
ერთმა ვედებში საკმაოდ განსწავლულმა ადამიანმა მითხრა,რომ შეიძლება წინა ცხოვრებაში ზღვაში ჩაიძირე და ამის ბრალიაო..
მე სანამ ლიმონათში არ ჩავიხრჩვები ვერ შევეშვები ალბათ ამ შაქარ-წყალს laugh.gif

Posted by: vano kazbegi Nov 26 2011, 01:51 PM

4 დღეა დავინტერესდი და ექსპერიმენტი ვცადე-დამუხტულ წყალი ( არ ვიცი როგორია ) მაგრამ შედარება, გავაკეთე.
ავიღე ონკანიდან წყალი - ბიოდენები, არ მაქვს მაგრამ არ გამომივიდა.
ავიღე გამოხდილი წყალი - ჩემი ბიოდენებისგან ვამჩნევდი რომ, რაღას უცნაურად ამოძრავებდა ნაპერწკლები და ფერებს იცვლიდა ელვისებურად. ვიდრე ონკანიდან .
ეკლესიის მიერ ნაკურთხი წყალი- სულ სხვაა და არ გავ იმ ორისგან-გამოხდილი და ონკანიდან აღებული წყალს.
ეკლესიური ნაკურთხი წყალზე ჩანდა-მოელვარე ნაპერწკლები და ფერადოვანი ცისფერი მოვერსხლო ფერებში.
რომელია დამუხტული არ ვიცი იმ სამისგან.

Posted by: gio.geoo Nov 26 2011, 02:58 PM

vano kazbegi
ბიოდენები არ არსებობს ვიღაცის მოგონილია არსებობს ერთი ენერგია "ჩი" რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია უბრალოდ ცოტაოდენი ვარჯიში უნდა. წყლის დამუხტვა თუ გინდა მარცხენა ხელში დაიჭირე ცოტახანი და ეგაა smile.gif მარცხენა გასცემს ენერგიას მარჯვენა იღებს ქალებში პირიქით.

Posted by: td......... Nov 26 2011, 03:02 PM

gio.geoo
ცაციებში?

Posted by: vano kazbegi Nov 26 2011, 03:07 PM

QUOTE(gio.geoo @ Nov 26 2011, 02:58 PM) *
vano kazbegi
ბიოდენები არ არსებობს ვიღაცის მოგონილია არსებობს ერთი ენერგია "ჩი" რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია უბრალოდ ცოტაოდენი ვარჯიში უნდა. წყლის დამუხტვა თუ გინდა მარცხენა ხელში დაიჭირე ცოტახანი და ეგაა smile.gif მარცხენა გასცემს ენერგიას მარჯვენა იღებს ქალებში პირიქით.

გავაკეთე ესეც და უბრალოდ წყალმა ნელნელა სიმწვანეში გადადიოდა-მაგრამ დამუხტული როგორია ეს არ ვიცი. თუ სიმწვანეში გადასულია წყალი - დამხტულია?!
20 წუთი გავაკეთე .
წყალი კი კრანიდან ავიღე.

Posted by: gio.geoo Nov 26 2011, 03:17 PM

vano kazbegi
ეხლავე აგიხსნი ცივი წყალი ფერი აქვს შავი მე რგორც ვუყურებ პირველად წყალს არის შავი ნებისმიერი ფერთა ცვლა უკვე დამუხტვაა smile.gif არ ვიცი შეგიძლია თუ არა მაგრამ რამე არხი დაიჭირო ნაკადებიდან აირჩიო რომელიმე ან სივცე გააპო ყველაზე ადვილია და სუფთა ენერგია მოდის. smile.gif ან ყველაზე ადვილი წინ დაიდე და ვიზუალიზაციით რაიმე ფერის ენერგია წარმოიდგინე და ნელ ნელა როგორც წყალი ისე ჩაასხი ლურჯს გირჩევ ყველაზე მაღალი დონის ენერგიაა

Posted by: ანა Nov 29 2011, 03:46 AM

QUOTE
ერთი ამბავი ვიცი ახლობელი ადამიანისგან, აქ არ დამიწერია, მოკლედ მისი დიდედა ძალიან წმინდა ქალი იყო და კომუნისტების დროს საგიჟეში ჩასვეს (არ შწირდებოდათ ეგეთები), ხოდა შემდეგ სულიერად, როცა ვერ გატეხეს აიღეს და ექთნის დახმარებით სასმელ წყალში შხამი ჩაუსხეს.. იმ ქალმა მედდას უთხრა –უფალმა შეგინდოსო და გადასახა წყალს ჯვარი და ილოცა, მერე დალია და არაფერი მოუვიდა! (აშკარად პრასვიტლიონნი იყო) და მერე მედდა ატირებული ჩაუვარდა ფეხებში და პატიებას სთხოვდა, დამაძალეს არ მინდოდაო...

აქედან ისეთივე დასკვნა, იმ ადამიანმა თავისი სისუფთავისა და წრფელი ლოცვის დახმარებით წყალში გაანეიტრალა შხამი!


smile.gif

Posted by: ანა Nov 29 2011, 03:50 AM

QUOTE
მოკლედ სხვადასხვა სიტუაციებში ყინავდა წყალს და კრისტალების ფორმებს აკვირდებოდა. მაგალითად თუ წყალს ასმენინებს მოცარტის მუსიკას და გაყინვის შემდეგ სიმეტრიული კრისტალი გამოდის, "მეტალის" მოსმენის შემდეგ კი უშნო და ასიმეტრიული კრისტალი მიიღებოდა.


ნუ მე ცუდ სიზმრებს ვუყვები.

"გზაზე ერთი კაცი მიდოდა" გამახსენდა.. ზღვასთან რომ მეგობრობდა, მეთევზე. კარგი იყო smile.gif მმ.. მე წყალი არ მაწყნარებს, მაგიჟებს, მოკლედ არ ვიციი, ადამიანის სუნთქვას და წყლის დინებას შემიძლია ვუყურო საუკუნო და კონცენტრაცია გდამდის რაღაცაში, არ ვიცი რაში smile.gif მოკლედ წყალზე თუ დაწერთ მეტს კარგს იზამთ

Posted by: JENNY. Jan 14 2012, 11:44 PM

თემას მინდა დავუბრუნდე და ერთი შეკითხვა მაქვს, ანუ ნათლისღებაზე რომ ავავსებ წყალს ივნისამდე შევინახო ეს წყალი უნდა ხო???? სანამ ცოცხალ წყალს არ ავიღებ! მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში არ გაფუჭდება ეს წყალიიიი????

Posted by: Ever Jan 18 2013, 10:23 AM

QUOTE
წელიწადში ორჯერ ბუნება თავად მუხტავს წყალს!პირველად – იანვარში, 18–დან 19–ზე , ნათლისღებაზე ვაგროვებთ წყალს 00.03 წუთიდან 00.07 წუთამდე – ელ მორიას რჩევით ან 24 საათიდან დილის 3 საათამდე – ბაიდიუჟინის რეცეპტით. ეს იქნება მკვდარი წყალი.ცოცხალ წყალს ვაგროვებთ 24–დან 25 ივნისის ღამეს. ელ მორიას მიხედვით 00.00–დან 00. 03 წუთამდე, ხოლო ბაიდიუჟინის მიხედვით 00.00–დან ღმის 3საათამდე.მოხმარების წესი: სამი დღის განმავლობაში უზმოზე და ძილის წინ ვსვამთ მკვდარი წყლის ერთ ლიტრს.(ერთ დალევაზე გამოდის 1ლ გაყოფილი 6–ზე) ამ დროს ორგანიზმი იწმინდება გათვალვისგან , დაავადებებისგან და ყოველგვარო უარყოფითი ენერგეტიკისაგან. ხოლო შემდგომი სამი დღის განმავლობაში ვსვამთ იგივე რაოდენობით ცოცხალ წყალს და გათავისუფლებული ადგილები ივსება სინათლით, სიცოცხლითა და ჯანმრთელობით.წარმატებები


ხომ არ გავაკეთოთ? smile.gif


Posted by: td......... Jan 18 2013, 10:28 AM

ფაქტიურად 6 თვის ნაგროვები წყალი გამოიყენება? biggrin.gif მე ვიცი რომ ნათლისღებაზე, 18-19 იანვარი სწორედ რომ ცოცხალი წყალია. რომ დააგროვო მტელი წელი არ ფუწდება. გამოცდილი მაქვს. ასევეა ნაკურთხი წყალიც. ბებიაჩემის ნაქონი ნაკურთხი წყალი მქონდა წლების განმავლობაში და ახალაგროვებულივით იყო. არადა ბებია გარდაიცვალა 3 წლის რომ ვიყავი და წყალი სადღაც 16-17 წლამდე მქონდა. smile.gif მერე გამითავდა. biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: tikoroma Sep 16 2016, 12:49 PM

http://www.orthodoxtheology.ge/panteismi-inteligenciistvis/
კრიტიკული სტატია ემეტოს გამოკვლევების შესახებ. იმაზე, რომ დიქრი წყლის სტრუქტურაზე ახდენს გავლენას

Posted by: INVICTUS Oct 23 2017, 03:53 PM

ნაკურთხი წყალი, რომ არ ფუჭდება ვიცი რადგან მაქვს, მაგრამ მასე დიდი ხნით დაგროვებული წყალი არ მაქვს ანალოგიური რომ ვამტკიცო.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)