Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ ადამიანების უხილავი კვანძებით

Posted by: lukito Jan 1 2014, 10:03 PM

პირველ რიგში გილოცავთ ყველას ახალ წელს. და 1 შეკითხვა მაქვს.
ამ დღეებში რომ იყო რუსთავი2-ზე მკვლელობის სიუჟეტი თუ გახსოვთ. ეს ბიჭი იყო ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთად გავიზარდეთ. სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა დედამისი ხშირად დაადგებოდა ხოლმე მძინარეს და ეუბნებოდა "შენ რომ მომიკვდე რა მეშველებაო". ნუ ეს ალბათ გასაგებია დედა ყველაზე ახლო ადამიანი, მაგრამ საქმე ჩემშია. რომ გარდაიცვალა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მოულოდნელი არ იყო ეს სიკვდილი და მომზადებული დავხვდი, მანამდეც მქონდა შეგრძნება რომ მოკვდება, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. გარდაცვალების დღეს მთელი დღე დეჟავუები მემართებოდა, ყველა სიტუაციაში წინასწარ ვიცოდი ვინ რას იტყოდა და რას გააკეთებდა. მერე საღამოს მარტო რომ დავრჩი გამოველაპარაკე. არ ვიცი როგორ რანაირად, მაგრამ ისე ველაპარაკე როგორც ჩემს წინ მდგომ, ცოცხალ ადამიანს. ბოლოს ვკითხე, ხომ მინახულებთქო ხანდახან და მერე აზრზე რომ მოვედი არ მჯეროდა საკუთარი თავის რომ მას ველაპარაკე... არვიცი მოკლედ რას შეიძლება ეს მივაწერო იქნებ თქვენ მითხრათ. იქნებ, უბრალოდ იმაშიცაა საქმე რომ ძალიან მაგრად მიყვარდა და ერთად თითქმის დიდი დრო გვაქვს გატარებული + ამას ბავშვობაში 2ვე ერთდროულად მოვიწამლეთ და მოგვაბრუნეს იმ ქვეყნიდან, შეიძლება ესეც იყოს კავშირში

Posted by: ano Jan 1 2014, 10:55 PM

არ მიყურებია სამწუხაროდ ძალიან დავინტერესდი რა დროს იყო რა გადაცემა იყო გადავახვევ და ვუყურებ ...
დანარჩენი არ ვიცი რა ვთქვა ვწუხვარ, ალბათ ეს ბედისწერა იყო .
სხვები უფრო გეტყვიან ალბათ ეს რა ფენომენია მე არ ვიცი rolleyes.gif

მეც გილოცავ ახალ წელს


Posted by: Mr JeimsA Jan 2 2014, 12:41 PM

QUOTE
დედამისი ხშირად დაადგებოდა ხოლმე მძინარეს და ეუბნებოდა "შენ რომ მომიკვდე რა მეშველებაო".

ყველაფერი მაგ სიტყვების ბრალია

Posted by: earth Jan 2 2014, 05:33 PM

lukito

QUOTE
"შენ რომ მომიკვდე რა მეშველებაო".

არც მე მინახია გადაცემა. რატომ ეუბნებოდა დედამისი ასეთ სიტყვებს? რა უცნაური მიმართვაა ბავშვისათვის. რამე ავადმყოფი იყო თუ რა?
ისე სიტყვას რომ უზარმაზარი ძალა აქვს მაგას როდის გაიგებენ მშობლები?! რამდენი მშობელია, რომლებიც მთელი დღე სწყევლიან თავიანთ შვილებს sad.gif

Posted by: lukito Jan 3 2014, 01:07 AM

ამას, სამწუხაროდ მეც ვხვდები, რომ ამ ბიჭის სიცოცხლე სულ ასე ნეგატიურად, სასიკვდილო განცდით იყო სავსე. ძალიან უყვარდა დედას ერთადერთი შვილი და არვიცი ალბათ 10დან 6 სიტყვა "ჯინი" იყო, მისი სახელი. 15 წუთი არ გავიდოდა ისე, რომ არ დაერეკა სად ხარო ეკითხა. მოკლედ მე ის ვერ გავიგე საიდან ასეთი სიგნალები დედასთან, რომ შეიძლება ის მომკვდარიყო. ადრეც, ერთი 5-6 წლის წინ მეგობრებმა გაიკაიფეს ჯინი მოკვდაო, ქვეყანა შეიყარა, გაირკვა რომ "ხუმრობა" იყო. ალბათ მაგაშიც იყო რაღაც გადამწყვეტი. ან იმ ხალხს საიდან მოუვიდა ესეთი მარაზმატიული ხუმრობის აზრი... მოკლედ ძალიან დატვირთული იყო სიკვდილით ამ ბიჭის სიცოცხლე, ალბათ მოგროვდა ეს ნეგატივი და თავისი ქნა...

პ.ს. სრულად ჯანმრთელი იყო.

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=28-12-2013+21%3A01

Posted by: earth Jan 3 2014, 10:18 AM

sad.gif სამწუხაროა, რადგან მართლაც მთავარი მკვლელი ამ ბიჭისა სიტყვაა.

Posted by: stalini Jan 4 2014, 07:57 PM

სამწუხაროა, რადგან მართლაც მთავარი მკვლელი ამ ბიჭისა სიტყვაა.




ეგ მართალია.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)