არსებობს კი დრო?
როდესაც კონკრეტულად ვფიქრობ წარსულზე და მომავალზე საკმაოდ ვიბნევი....
მოგეხსენებათ(ალბათ), რომ სამყარო სამგანზომილებიანია(ესეც ალბათ), პლიუს მეოთხე, დროითი განზომილება...
ნიუტონის კანონების მიხედვით, დრო – სამყაროს უცვლელი სიდიდეა, ის ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე მიედინება და ყველა დამკვირვებლისთვის ერთნაირია. ნიუტონის ამ მოსაზრებას აინშტაინის ფარდობითობის თეორია ეწინააღმდეგება. აქ და მარსზე დრო განსხვავებულად მიედინება. სწრაფად მოძრაობისას, ასევე, მასიური ობიექტის გრავიტაციულ ველში, დრო იცვლება.
"როცა მთელი კაცობრიობა მიაღწევს ბედნიერებას, მაშინ დრო აღარ იარსებებს, რადგან ის უკვე საჭირო აღარ იქნება"- -დოსტოევსკი
რა არის წარსული და რა არის მომავალი? ერთი კანონზომიერება დავიჭირე, რომ ყველაფერი კვეთავს აწმყოს, წარსულიც და მომავალიც რომელიც გვიახლოვდება.... იქნებ არ ასებობს წარსული და მომავალი, იქნებ ყველაფერი ერთიანია უბრალოდ ჩვენ ვერ აღვიქვავთ მას? იქნებ ის რაც 1000 წლის შემდეგ უნდა მოხდეს უკვე მომხდარია?სხვანაირად რომ ვთქვათ წარმოიდგინეთ წიგნის პირველი გვერდი სადაც ნიკა იბადება და წიგნის ბოლო გვერდი სადაც ნიკა კვდება, ანუ წიგნში(დროში) უკვე არის დაბადებაც და სიკვდილიც...
რას დავარქვით დრო? რამდენიმე თვეა ამ კითხვაზე ვცდილობ პასუხი გავიგო, ტოპ მეცნიერების აზრები მოვისმინე სადაც პასუხი არ აქვთ... ერთ რამეზე ყველა თანხმდება, რომ დრო არის გაუგებარი ჩვენი ტვინებისთვის... შენ ცხოვრებას ატარებ და ამას წლებით საზღვრავ მაგრამ რა გაატარე? წლები? აქტები?
2011 წლის მონაცემებით მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 67 წელია. მაშასადამე, დაუთმეთ თქვენი დროის ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობის 4 მეათემემილიონედე ნაწილი სწორედ იმ ფენომენის შესახებ ინფორმაციის მიღებას, რომლის დათმობაც გიწევთ და რომელსაც ადამიანებმა, რატომღაც, რიცხვები მივუჩინეთ გამომსახველად. რიცხვი მე პირადად არაფერს მეუბნება... ბოლოს მინდა გითხრათ რომ ჩემი ღრმა რწმენით დროის ერთიანობა ისეთი ფენომენია რომელშიც თუ არ შეხვედი, ვერ გაიგებ.....
რას ფიქრობთ რა არის დრო? წუთი,წამი,საათი,წელი ეს ჩვენი მოგონილი სიტყვებია, მე არაფერს მეუბნება მნიშვნელოვანს.......იქნებ დრო გაჩერებულია და ჩვენ ვერ ვხვდებით? გაჩერებული ანუ გამთლიანებული? ერთიანი?
დრო ილუზიაა - ალბერტ აინშტაინი. შინაგანი განცდაც იგივეს მეუბნება....
მე რასაც დავაკვირდი, დრო ისევე იზომება როგორც მანძილი. მანზილი - ობიექტებს შორის, სივრცე. დრო - მოქმედებებს შორის მანძილი. ჰოდა რა მერე?
ალბათ იმის თქმა მინდოდა, რომ თუ არ არსებობს მოქმედება, საიდანაც ავითვლით და მოქმედება სადაც ათვლას ვასრულებთ. დროც არ იარსებსბ, ან უძრავი იქნება ;დ
ichi
ყველაფერი ილუზიაა, სიზმარიც ილუზიაა, დროც, ჩვენი სხეულიც- მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ისინი არ არსებობენ - არსებობენ თავიანთი ილუზორული ბუნებით, მაგრამ მაინც არსებობენ...
ახლა წარმოვვიდგინე რომ დრო არ არსებობდეს, მაშინ არ იარსებებს, მანძილი, პლანეტები....
ყველაფერი ართად იქნება, მანძილი და დრო არის დამყოფი,
მაგიტომ არის რომ ის ხალხი იძახის აქ და ახლა, მერე დრო ქრება, დროს ბადებს ტვინი რომელიც სულ მოძრაობს და ვერ ჩერდება,
ახლა თან წერ ან კითხულობ და შესაძლოა ამავდროულად რაღაცაზეც ფიქრობდე, ფიქრები მოძრაობენ წინ და უკან...
ხან წარსულს იხსენებ ხან მომავალზე ჯავრობ, ხან რაღაცას მისტირი ან ნანობ, ყველაფერი არის დაუსრულებელი, დალექილი ქვეცნობიერში,
იმ ქვეცნობიერის დაწმენდის შემდეგ შედარებით მშვიდდება ადამიანი, თუ ბოლომდე მოხდა გაწმენდა მაშინ ცნობიერს უახლოვდება ქვეცნობიერი,
ჯერ ალბათ უნდა მოხდეს ქვეცნობიერის გაწმენდა და სწავლა ყველა საქმის ბოლომდე დამთავრების რომ არ დარჩეს ქვეცნობიერში როგორც დაუსრულებელი რომელიც დაელოდება დროს როდესაც დაასრულებენ,
რაც შეეხება სიზმრებს იქ ასე თუ ისე იწმინდება,
ეს ისე რაც გავიხსენე ჩემი სიტყვებით, რომ დროის გაქრობის ვარიანტი არის აქ და ახლა ყოფნა, ამისთვის ყველამ რაღაც მეთოდები მოიგონა, თუ გინდათ იესოს სიტყვებიც: "ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავიო"
დღეს რომ ბოლომდე გააკეთებ დღეის გასაკეთებელს ხვალინდელზე ფიქრის დროც არ გექნება, ხვალინდელი თავად მიხედავს თავის თავს...
რატომ არ ხდება უცებ? ანუ ხომ ვიცით მაგრამ მერე რა? მაინც არაფერი იცვლება! იმიტომ რომ ქვეცნობიერში ბევრი დაგროვდა მოუგვარებელი საქმეები, გეგმები... თითქოს მოჯადოებულ წრეზე ბრუნავ,
როდესაც იმის იქეთ აკეთებ ვიდრე შეგიძლია მერე თითქოს რაღაც იბადება, მანამდე ერთიდაიგივე წრეზე ბრუნავ, დაბადებიდან დაბერებამდე, არაფერი იცვლება როცა უბრალოდ დინებას მიყვები იგივე მეორდება, ალბათ ასე 1 დან 7 წლამდე პერიოდი, 7 დან 12 წლამდე, 13 დან 16 მდე, 17 დან 23 მდე, 23 დან 27 მდე ...და ისევ იგივე რაც იყო ოღონდ უკვე ასაკი გაქვს მომატებული
არაფერი არ იცვლება თუ თვითონ არ შეიცვალე, შეცვლა ხდება როცა იმაზე მეტს აკეთებ ნებისყოფის იქეთ უკვე ყელში რო გაქ ამოსული იმის იქეთ როგადალახავ, იმ რაღაცას აგროვებ, მაგრამ გაფანტვაც ხდება როცა შეცდომებს უშვებ,
პირად დაკვირვებას ვწერ, უბრალოდ დრო რო გადის გამოცდილება გაქ და აანალიზებ, თუ რამე მისწავლია დიდი სტრესის მერე მისწავლია, გამოცდასავითაა რო გადალახო,
თემას ძან რო არ გავცდე ეს გურჯიევი:
"რაც უფრო კონცენტრირებული ხართ, მით უფრო ჩქარა მიდის დრო. საათი შესაძლოა გავიდეს შეუმჩნევლად, იმიტომ რომ როდესაც კონცენტრირებული ხართ, თქვენ ნაკლები ასოციაციები გაქვთ, ნაკლები აზრები, გრძნობები და დრო მოკლე გვეჩვენება.
დრო სუბიექტურია; ის იზომება ასოციაციებით. როდესაც თქვენ ზიხართ არაკონცენტრირებულად, დრო დიდი გეჩვენებათ. ჩვენს მიღმა დრო არ არსებობს, დრო არსებობს ჩვენთვის როგორც შინაგანი განცდები."
რაც მეტს ვფიქრობ დროზე, მით უფრო მგონია რომ არ არსებობს დრო.
ichi
კარგი, თუ არ არსებობს დააგვიანე სამსახურში
არ დაბერდე
არ გაიზარდო
წარმატებები
დრო არსებობს ჩვენს სამყაროსი და განზომილებაში, შეიძლება ილუზიად აღიქვა, რადგან არის მომენტები როცა ხდება დროის შენელება ან დაჩქარება.. ან ეს ჩვენი აღქმაა უბრალოდ.. მე კი მგონია დრო არის ჩვენი კოორდინატი ამ სამყაროს რუკაზე.. მეტი არაფერი. ამიტომაც ვბერდებიტ, ან გვაგვიანდება ან , ან , ან...სხვაგან დრო მოქცეულია 1 წერტილში და ყველა დრო ერთად არსებობს, ზოგან კიდევ უფრო სხვანაირადაა.. ამ მოცემულობასი კი ჩვენი კოორდინატის ნამსაზღვრელია დრო.
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.
ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
აქაც დავაკოპირებ, მემგონი დროსთან კავშირშია
მახსოვს ადრე ვნახე სადღაც ვიდეო ძალიან მარტივი მაგრამ თვალსაჩინო ექსპერიმენტი ჩაატარეს, 2 მოხალისე სხვადასხვა ოთახში შეიყვანეს სადაც საათი არიყო, ერთს კარტოფილის გათლა დაავალეს ხოლო მეორე ბილიარდს თამაშობდა და ეთობოდა, ნახევარსაათში ორივეს ჰკითხეს რადრო გავიდა თქვენიაზრითო და ვინცერთობოდა 15-20 წუთიო და ვინც კარტოფილს თლიდა 45-50 წუთიო.
ესარის იმის დამტკიცება რომ დრო ინდივიდუალურია იმისდამიხედვით ჩვენ მასზე ვფიქრობთ თუ არა, იმიტომრომ მე კომპიუტერთან თამაშისდროს 2 საათს ისე გავიყვან როგორც 15-20 წუთს იმიტომ რომ არვფიქრობ მასზე თამაშისდროს ხოლო დედაჩემისთვის 3-4 საათი გავა მისწარმოდგენაში, მაგრამ სინამდვილეში დრო ერთი ციკლია, დრო არის მოვლენების ცვლილების საზომი ერთეული და მეტი არაფერი ის ჩვენტვინშია და ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ გავზომავთ ამათუ იმ მოვლენის ცვლილებას (მაგალითად ყვავილის ზრდას ან წვეთის ციდან მიწამდე დაშვებას)
001010110100 კარგი იყო
რას იტყვით იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც პირველყოფილ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, ე.წ. წინარეისტორიულ პერიოდში და მთლიანად მითოსურ მსოფლმხედველობას ატარებდნენ, მათთვის დრო უბრალოდ არ არსებობდა.
საინტერესოა როდის მოხდა ის გარდატეხა, რასაც დროის გააზრება და ისტორიის ათვლა, ასევ ვთქვათ, წელთაღრიცხვის შემოღება მოჰყვა?
ამ საკითხზე როცა ვფიქრობ, მახსენდებიან შუმერთა მეფეები, რომლებიც თავიანთი გამეფების წელს აწესებდნენ ახალი წელთაღრიცხვის ათვლის წლად და ასე იქცეოდა ყოველი მომდევნო მეფე, ასევე ჰქონდათ რომელიმე მნიშვნელოვანი თარიღის ათვლის წერტილად გამოცხადების ტრადიცია.
ყოველივე ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ იმ კითხვას რომ მივუბრუნდე, როდის გაჩნდა პირველად პირველყოფილი ადამიანისთვის "დროის" ცნება, როდის შეიძინა მან თავისი დატვირთვა?
ამაზე პასუხს მითოსურ მსოფლმხედველობაში ეძიებენ, რადგან ეს იყო ყველაზე ძველი აზროვნების ფორმა, რომელიც ადამიანმა თავისი განვიტარების საწყის ეტაპზე გაიარა. მისი თავისებურება კი ისაა, რომ ამგვარი მსოფლმხედველობის ადამიანი სამყაროს აღიქვამდა მთლიანობაში, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სამყაროებს შორის ყოველგვარი ზღვარის გავლების გარეშე, მისთვის რეალობა ერთდროულად წარსულიც, აწმყოც და მომავალიც იყო, ყველაზე მთავარი, რასაც გამოყოფენ მითოსურ მსოფლმხედველობაში, ესაა სიკვდილის ფენომენის არარსებობა. ხოლო მას მერე, რაც ადამიანმა გაიაზრა სიკვდილი, არა როგორც მარადიული კვლავდაბრუნებისა და სიცოხლის გაგრძელების ფენომენი, არამედ, როგორც სიცოცხლის დასასრული, მაშინ მივიდა დროის გააგრებამდეც.
https://semioticsjournal.wordpress.com/2010/08/11/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-_-%E2%80%9E%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98/
ichi აი ეს ვიპოვე ინტერნეტში, ძირითადად ფილოსოფიური და სემიოტიკური ასპექტებითაა განხილული. იმედია, თქვენს ინტერესსაც დააკმაყოფილებს.
კაბალისტი არის ვინმე ფორუმზე? მაინტერესებს რას ფიქრობენ დროზე.
https://www.youtube.com/watch?v=gjgAd4pR6yI ესეც საინტერესოა
მე მაინც ვფიქრობ, რომ სანამ ერ კიდევ ვართ მისი გავლენის ქვეშ - მისი უარყოფა უაზრობაა.
შემიძლია ვამტკიცოთ, რომ არ არსებობს.
მეც ვამტკიცებ, რომ წარსული არ არსებობს.
გუშინ რაღაც მოხდა, მოხდა და მორჩა. ეს მარტო გონებაში არსებობს
ასევეა სიზმარი. ჩემთვის განსხვავება არაა სიზმარში გამოვცდი რაიმეს თუ ცხადში. შეგრძნება ორივეგან რეალურია, ორივე დროებითი მოვლენაა და მხოლოდ ჩემს გონებაში დარჩება.
tikoroma
ის რასაც ჩვენ ვეძახიტ დროს, რეალურად არის უმცირესი ნაწილაკების, ანუ კვარკების მოძრაობა არაფერში, ანუ ვაკუუმში. ატომის 90% ცარიელია.
ანუ, ახლა ჩვენ უნდა განვსაზღვროთ w_ს, დამკვირვებლის დამოკიდებულება კვარკების მიმართ. კვარკი აღინიშნება q_თი. ამ შემთხვევაში w კვლავ მეტობაშია, რადგან მხოლოდ დაკვირვების პირობებში შეიძლება კვარკების არსებობაში შემოყვანა. ანუ w>q, w მეტია q_ზე. ანუ აქედან გამომდინარეობს, რომ ყველაფერი რაც არის, (ანუ ყველაფერი არის კვარკების ერთობლიობა) დამოკიდებულია დამკვირვებელზე და ზუსტად იგივე პრინციპით, ის არის ილუზორული, კონცეპტუალური, მხოლოდ დამკვირვებელზე ზემოქმედების შედეგად ეძლევა ეგზისტენციალიზმის შესაძლებლობა, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რადგან დამკვირვებელზე ზემოქმედებს, ამიტომ ის მას საკუთარი გავლენის ქვეშ აქცევს, არამედ დამკვირვებელი მასზე კვარკების მიერ მომხდარი ზემოქმედების დაკვირვებით აძლევს კვარკებს არსებობის უფლებას. რომ არ იყოს ზემოქმედება, კვარკები არ იარსებებდნენ. მაგრამ რომ არსებობენ ეს პირობითია, ანუ ილუზორული.
"წარსული შენს სხეულში არსებობს" დღეს ვფიქრობდი ამ ფრაზაზე. როგორ შეიძლება შენს სხეულში არსებობდეს წარსული მთლიანად?
და მომავლის წინასწარმეტყველება როგორ ხდება? მეც ბევრჯერ მცოდნია წინასწარ რა მხოდება, ბოლოს მეგობარმაც მომიყვა დედამისს უთხრეს ერთი კვირით ადრე რაღაც მოვლენაზე.. ანუ მომავალი ხომ სულ იცვლება, სამყრაოს კანონზომიერებით მომავალი განსაზღვრულია? და მერე ჩვენ ვცლითხოლმე? ანუ ერთი მთლიანობაა? თუ არადა აბა როგორ ვხედავ მომავალს? ანუ მე მაგალიტად, როგორ ვხედავხოლმე მომავალ მოვლენებს? :| ზოგჯერ მგონია ჩემივე მეს ცნობიერებაა, ანუ მომავალი მეს, ან იმის რაც დროის მიღმაა და ყველაფერს გვერდიდან ხედავს, იმ მეს ვუკავშირდები. თუმცა აქ რაღაც ერთიანობა უნდა იყოს, ყველაფრის კავშირი, მომავალი რეალობა უკვე შექმნილია? და ჩვენ კანოზომიერების ფარგლებში ვცვლით, სამყაროს ცენტრთან მიმართებაში ჩვენი ტრაექტორიის ცვლილების მიხედვით
რომ არარსებობდეს არარსებულზე არ ვისაუბრებდით. საერთოდ კარგად მესმის, რასაც ამბობთ და ხსნით და პრინციპში გეთანხმებით, მაგრამ "არარსებობს" ის სიტყვა არაა რა
ესეთი პრაქტიკა:
ახლა იფიქრე ძილი წინ დაძინებაზე, და იფიქრე რომ სანამ დაიძინებ გაგხსენდება დღე როცა ამ პოსტს კითხულობდი. ძილის დროც ხომ დადგება და იმ მომენტში გააცნობიერე შენი თავი, ეხლანდელ გაცნობიერებულს შეადარე და რას იგრძნობ დააკვირდი
რასაც ვიგონებთ ის არსებობს, ჩვენს პირად რეალობას თვითონ ვქმნით, შოკი მქნდა ცოტა ხნის წინ რომ გავაცნობეირე, როგორ შევქმენი ჩემი გულისცემის აჩქარება და შიში, ძველი აზრებიტდა ის მომენტი რომ დადგა შედეგი მივიღე.. ნუ საკუთარ თავზე დაკვირვებაა ყველაფერი მაინც, ყველაფრის შესწავლის საკითხი უბრალოდ ახლა ვფიქრობ რომ, ისედაც სულ არსებობს ყველაფერი, რადგან მომავალი ვიცითხოლმე, ე.ი ის მომავალი უკვე არსებობს ამ რეალობაში, შეიქმნება, გასაგებია რომ ვქმნით ყოველ დღე ვცვლით, მაგრამ ეს მომენტი, დაბადებიდან როგორ ხდება მზა შვიდი მილიარდი ადამიანის მრავალი ალტერნატიური რეალობა გაუგებარია ჩემთვის. მაშინ უნდა ვაღიაროთ ღმერთის არსებობა, რომლის გამოვლინება ვართ და რომლის ფიქრითაც შევიქმენით და იქმნება ყვეაფერი და ჩვენ როგორც ღმერთის გამოვლინებას გვაქვს იგივე ძალა :|
ღმერთის ფიქრები ხანგრძლივია და მოწესრიგებული
ჩემი ფიქრებით შექმნილი სამყარო მანამ იცვლება კარდინალურად, სანამ ჩამოყალიბებდა
ესეც თუ კატაკლიზმად აღიქმება მათთვის (ჩემი ფიქრების პერსონაჟებისთვის)
მაშინ მე მათთვის სასტიკი ღმერთი ვყოფილვარ
შენი თავი წარმოიდგინე, რომ დაიშალო უამრავ პატარა ნაწილაკად და გაუშვა შენგან, ისინი ხომ ყველა შენი გამოლინება და ნაწილია.. ყველა შენი გამოხატველია, ცუდი და კარგი შენთვის არ არსებობს. მათ აქვთყველას უნარი შექმნან მატერია თავის ფიქრით. ისევე როგორც შენ შექმენი და ახლა დაშლილი ხარ მილიარდ ნაწილაკად. ადამიანი ხომ ბრმაა და სიბრმავიდან როგორ იწყებს სწავლას რომ ისევ ღმერთი ცნობიერებას დაუბრუნებს, ასეთი რომ მილიარდობით იყოს და ყველაშია ჩადებული კანოზომიერება, ყველა ცვლის ტავის რეალობას თავის არცევანიტ და ფიქრებით. ანუ სამყარო სულ იდეალურია, მხოლოდ შენი რეალობა იცვლება.. თუმცა კანონზომიერება იგრძნობა ყველაფერში.
ჰო და დრო ნაწილია ამ რეალობის, თუმცა შინაგან მეში არის ცნობეირება სადაც დრო არ არის და ვინც იქ აღწევს, მათთვის დრო აღარ არის.. აი რაც გითხარი ეგ პრაქტიკა ჩემთვის კარგი იყო, ახლა წარმოვიდგენ ოც წუთში როგორ ვქნები მეგობართან, და იქ ყოფნისას გავხისენებ ამას რომ ვწერდი და გავაცნობეირებ გზაში დროს. მოკლედ ვეძიებდეთ და ვიპოვით ყველაფერს
tikoroma
David Monny
ჰო, როცა დროის არსს განვსაზღვრავთ შეიძლება ვთქვათ რომ ილუზორულია და ყველაფერი დანარჩენიც.
tikoroma
ichi
ბოლოს კასტანედას გავეცანი და აქაც იგივე რაც სხვა სწავლებებში თუ მისტიკოსებთან საუბრობს აწმყოთი ცხოვრების უზარმაზარ მნიშვნელობაზე. რომელი ერთI დავწერო, გურჯიევი-კრიშნამურტი-მერაბ მამარდაშვილი-კასტანედა-ოშო და ა.შ. დრო არ არსებობს და იმდენად გვაქვს ტვინი დაჩლუნგებული და ჩარჩოში ჩასმული ვერ ვხვდებით ამას ბოლომდე.
ჩემი პირადი აზრია რავიცი შეიძლება დამეთანხმოთ , დრო ეს ინფორმაციის ცვლილებაა ანუ სამყაროს ინფორმაციის ცვლას აღიქვამს ადამიანი დროის ფენომენად. თან ადამიანიც ამ სამყაროს საერთო ინფორმაციის ცვლილებას ექვემდებარება . ანუ დრო ეს მხოლოდ მატერიის ,ინფორმაციის(იგივე ფორმის) ცვლილებაა და ის თანაბრად იცვლება სამყაროში და არანაირ აჩქარებას არ ექნება აზრი დროის ცვლილების მხრივ ანუ მე ნიუტონს და არისტოტლეს ვემხრობი და მიმაჩნია რომ ინფორმაციიია მთავარი წამყვანი მექანიზმი სამყაროში ყველა კუთხით.
ფაქტობრივად მე ვიძახი რომ დროს ქმნის ინფრომაციის ცვლილება და არა პირიქით
ichi
001010110100
ნებისმიერი თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ფრიად საინტერესო საკითხია.
ჩემთვის პირადად, დრო ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტალური რესურსია, თუ არა ერთადერთი.
ფაქტობრივად, თავისი არსით, ის ზოგად ენერგიის ჰომოგენურია, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე ეძლება ადამინს, ჩვენ კი, მას შეძლებისდაგვარად, სურვილისამებრ, ხან გაცნობიერებულად, ხან კი – გაუცნობიერებლივ ვიყენებთ.
დამეთანხმებით, ადამიანის გონება ბევრი რამით არის გაპირობებული, მათ შორის, დროული სივრცეებით, რომელიც მიჰყოლებით, ერთი მეორის გამორიცხვით – გრადაციულად იჩენს ხოლმე თავს. აწყო ეს რეალობაა, რომლითაც ჩვენი გონება, ჩვეულებისამებრ, ყველაზე ნაკლებად არის დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივ აწყმოში იმყოფება, ეს ლოგიკურიც კი არის, რაკი ადამიანის გონება, თავისი ბუნებით, მიდრეკილია ილუზიისკენ. მაშასადამე, მას ხშირ შემთხვევაში, წარსულით, ანუ ნახევრად ილუზიით ანაცვლებს ხოლმე – ნახევრად იმიტომ, რომ ერთ დროს, მართლაც, რეალური იყო, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულმა მომენტმა განვლო, ჩაირა, მიიღო ნახევრული სახე, – ან კი, სრული ილუზიით – მომავლით, – რომელიც კაცმა არ იცის, დადგება თუ არა, ვინაიდან და რადგანაც 1 წუთის შემდგომ, ნებისმიერი რამ არის მოსალოდნელი, თუგინდ ისეთი რამ, რასაც ამჟამინდელ გადმოსახედიდან, ყველაზე მეტად გამოვრიცხავთ. ასე რომ, სადაც არ ძალგვიძს 1 წუთის შემდგომი ეტაპის განსაზღვრა, იქ ნებისმიერ დროულ ერთეულზე იმავე ითქმის.
თუმცა, თავის მხრივ, ყოველივე დროული სივრცე მეტ-ნაკლებად გონებისათვის საჭიროა. წარსული, მიუხედავად თავისი ნახევრულობისა, ჩვენ ემპირიულობას შეიცავს, რომლის გარეშეც, ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდება, ანდა სულაც შეუძლბელი იქნებოდა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის გონება, ამ მხრივ, ყოველ 24 საათის განმავლობაში, „სუფთავდება“, ისევე, როგორც თქვენ ასუფთავებთ ხოლმე კომპიტიურეს დროდადრო არასაჭირო მასალებისგან და თვალნათლივ მიხვდებით, ვფიქრობ, რაზეც მაქვს საუბარი. იმავე ითქმის მომავალზე – შესაძლოა, სულაც ვერ მივაღწიო B წერტილამდე მომავალში, ბევრმა რაღაცამ შემიშალოს ხელი, ბოლოს და ბოლოს, გარდავიცვალო, თუმცა დღეს იმით ვარ დაკავებული, რაც, B წერტილზე მისვლის დროს, დამჭირდება.
ახლა რაც შეეხეება დროულ აღქმას, ეს მეტად ეგზისტენციალური საკითხია, ვინ რამდენად, როგორ აღიქვამს დროს. ვიღაცისთვის, ჩვეულებრივ, მალე გადის, ვიღაცისთვის – ნაკლებად, ვიღაცისთვის კი – მაქსიმალურად დაახლოებულად რეალურ დროულ ერთეულთან – ეს, რაც ვთქვი, იყო ზოგადი სახე, ხოლო კონკრეტულს შემთხვევაში, შესაძლოა, კონტრასტს გადავაწყდეთ, მეტიც, ეს გარდაუვვალიც კია, ვითარც გონებრივი შესაძლებლობა, რომელიც, ერთ კონკრეტულ ადამიანის შემთხვევაში, სხვდასხვააა სხვადასხვა დროს.
ზოგადი ფორმულირება კი ამგვარია – იქიდან გამომდინარე, რაოდენც ხარ მოცული იმით, რითიც ხართ დაკავებული, მით მეტად გადის დრო, არ არის უცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც სიამოვნების ფრაგმენტულობაზე გადიოდეს.
თუმცა, სამწუხაროდ, ეს ფორმულა მეტწილად ადამიანთა არამართებულ გზაზე გადის. მაგალითად, ისეთი რამით დაკავებაზე, რაც მეტად ესკაპიზმური სახისაა.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)