IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა
ანანდა...
post Jan 18 2011, 12:38 PM
Post #41


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ეს ის ბავშვებია ვინც 1974 წელს 22 იანვარს, პერუში, კონტაქტი დაამყარეს არამიწიერ ცივილიზაციებთან


გთავაზობთ ამონარიდს ამავე წიგნიდან, მისი გაცნობის შემდეგ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რა სფეროს ეხება ეს თემა

ამბავი, რომელიც წინამდებარე წიგნშია აღწერილი. არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ, ან იზოლირებულ შემთხვევას არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტისა, ასეთი ფაქტები კაცობრიობის მანძილზე ჩვენი აზრით ბევრი იყო, მაგრამ ჩვენი შემთხვევა ალბათ ერთადერთია, რომელმაც კონკრეტული დოკუმენტები და ობიექტური ინფორმაციული საფუძვლები წარმოადგინა. ამ კონკრეტულ შემთხვევას ოთხჯერ დაესწრო ჟურნალისტთა ჯგუფი, საქმის კურსში იყო მას მედიის საშუალებები, სატელევიზიო არხები თუ სხვა კერძო მკვლევარები. წინასწარ მომზადებულ კონტაქტზე დასასწრებად მოწვეული იყო დაინტერესებულ პირთა ჯგუფი.

პირველი ცნობები ჩვენი კონტაქტის შესახებ, რომელიც 1974 წელს შედგა, სადაც რამოდენიმე ადამიანთან ერთად ვინც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა, დამსწრე პირებად მოწვეული იყვნენ ჟურნალისტები და მკვლევარები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ეს ამბავი მსოფლიოს პირველად ესპანეთში გამომავალმა გაზეთმა ”გაზეტა დე ლა ნორტემ” ამცნო. მან ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა ჟურნალისტის ხუან ხოსე ბენიტესის ავტორობით. ბენიტესი, ასევე ავტორია რამოდენიმე წიგნისა “ამო”-ს შესახებ, რომელთა უმრავლესობა ბესტსელერად იქცა, ამ თემაზე დაწერილ სხვა წიგნებთან ერთად, როგორიცაა “ოპერაცია ტროას ცხენი” “ლუციფერის ჯანყი და „წმინდა. იოანეს ანდერძი”.

იხ. http://www.planetabenitez.com/n-biografia.htm

მანამდე, სანამ ამ თემით დაინტერესდებოდა, ხუან ხოსე ბენიტესი ჩვენი ჯგუფის ინიციატივით მიწვეულ იქნა სტუმრადუცხოპლანეტელებთან ჩემს მიერ წინასწარ დაგეგმილ კონტაქტზე, რომელიც ჩილკას უდაბნოში განხორციელდა (ეს უდაბნო პერუს დედაქალაქ ლიმადან 60 კილომეტრზე მდებარეობს) 1974 წლის 7 სექტემბერს.

ამ მოვლენის შემდეგ მოგვიანებით მან გამოსცა თავისი პირველი ნაშრომი ”ამო SOS კაცობრიობას”, ეს წიგნი გამომცემლობა “პლაზა და ჯეინის” მიერ იქნა დასტამბული ბარსელონაში. ეს მისი პირველი ცდა იყო სამწერლო ასპარეზზე. შემდეგ იგი კვლავ ჩამოვიდა პერუში სხვა ჟურნალისტებთან და ფოტოგრაფთან ფერნანდო მუჩიკასთან ერთად. ახალი გამოცდილება და მასალები დააგროვა მომდევნო ნაშრომისთვის, რომელიც ერთი წლის მერე გამოსცა სახელწოდებით ”100 000 კილომეტრი ამოუცნობი ობიექტის-ს კვალდაკვალ”-იგივე გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი. ეს ეგზემპლარი ბრაზილიაშიც გამოიცა.

დღეს დღეობით ამ მოვლენაზე არსებობს საკმაო რაოდენობის მასალა, წიგნი, საგაზეთო სტატია, რადიო და სატელევიზიო გადაცემების საარქივო მასალები. მთლიანობაში მთელი ეს ინფორმაცია, შეეხება როგორც ადრინდელ, ასევე შემდგომ კონტაქტებს და ასევე დღეს არსებულ სიტუაციას.

მსგავსი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან განხორციელდა ჩილეში, 1992 წელს 23 იანვარს 23 საათზე 30 წუთზე, ქალაქ სანტიაგოს მახლობლად. ამ კონტაქტს ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევდა ბატონი როდრიგო ფენ სილვა და მისი ჯგუფი.

კონტაქტს, სტუმრის სტატუსით ესწრებოდა დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი დამოუკიდებელი სტუდია “ტერნოვა,” რომელსაც ჰქონდა საავტორო პროგრამა “თავისუფალი ზონა” და გადაიცემოდა სანტიაგოს ტელევიზიის “მეცხრე არხზე”.
გადაღებული იქნა მასალები, სადაც ჩანდა, ჩვენი კონტაქტი არამიწიერი ცივილიზაციების ხომალდებთან. აქვე აჩვენეს, სიუჟეტი სადაც კომენტარებს, ამავე არხზე მომუშავე ჟურნალისტები და მოწვეული პირები აკეთებდნენ, ის ხალხი ვინც ასევე პირადად ესწრებოდა კონტაქტს. ეს კადრები შენახული და დარეგისტრირებულია, ტელევიზიის არქივში.

ეს მასალები ტელევიზიით “მეცხრე არხმა” 1992 წლის ივლისში გადასცა, ტელე სიუჟეტების პარალელურად ნაჩვენები იყო ჟურნალისტების ინტერვიუები მოვლენის თვითმხილველ ექსპერტებთან, ისინი საკუთარ შთაბეჭდილებებს აღწერდნენ.

კონტაქტი, ჩვენი პროექტის “რამა”-ს ფარგლებში ხორციელდებოდა.

წინამდებარე წიგნი აღწერს, იმ შემთხვევებს, რომელიც წინ უძღვოდა ზემოხსენებულ კონტაქტს, თუ როგორ შეიქმნა პროექტი “რამა”. რა პრობლემები იდგა ჩვენს წინაშე. როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, რა სახეცვლილება განიცადა ჩვენმა ჯგუფმა წლების განმავლობაში.

აქ გადმოცემულია ჩვენი კონტაქტის ფორმები და პირისპირ შეხვედრები უცხოპლანეტელებთან, მათ მიერ გადმოცემული ფანტასტიური ცოდნა, უცხო პლანეტაზე მოგზაურობა. ასევე ის დიდი წინააღმდეგობები, რაც ამ წარმოუდგენელი თავგადასავლის დროს გადაგვხდა თავს, იქნებოდა ეს ობიექტური გარეშე ხელისშემშლელი მიზეზები, თუ ჩვენს შორის წარმოქმნილი ურთიერთ დაპირისპირება და კონფლიქტი.

წიგნში აღწერილი ამბავი, რეალურად მომხდარი სინამდვილეა. იგი ჩვენ შეგვემთხვა ამ გზის დასაწყისში და დღესაც გრძელდება.

წიგნში წარმოდგენილი მოვლენა, იმ უნივერსალური გონის გამოვლინებაა, რომელთანაც კაცობრიობა თავისი განვითარების მანძილზე, უწყვეტ ფარულ კავშირშია.

წიგნში გადმოცემული დიალოგები უცხოპლანეტელებთან ასევე რეალობაა, იგი სინამდვილეში მოხდა. ამ დიალოგების შედეგად მიღებული ინფორმაცია გაანალიზდა და დღევანდელი მკითხველის და საზოგადოების, სულიერებისა და ცნობიერების დონის შესაბამისად გადმოიცა.

ეს წიგნი, ჩემი მორიდებული შენატანია, იმ განსაკუთრებული ცოდნის სამყაროში, რომლის შესწავლაც აუცილებელია, რათა ახალ, ბედნიერ ცხოვრებას ვეზიაროთ!


კარლოს პაზ ველზი (ჩარლი)









Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jan 20 2011, 12:23 PM
Post #42


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამბავმა, რომ ქალაქ პერუში მცხოვრებმა ბავშვებმა კონტაქტი დაამყარეს არამიწიერ არსებებთან-მთელი ქალაქი მოიარა, თავის საკვირაო ნომერში ჟურნალისტმა ჩვენს ნაამბობს თითქმის მთელი გვერდი დაუთმო და სენსაციის სახელწოდებით გამოაქვეყნა, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეცვლილი იყო, რამაც ჩვენი უგუნებობა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უსიამოვნო ფაქტი იყო ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენით ბევრი გაზეთი დაინტერესდა.

მათ შორის იყო ახალი ამბების სატელეგრაფო სააგენტო “აი-ეფ-ე”-ი რომელმაც ჩვენზე თავის ნიუსებში გამოაქვეყნა. ინფორმაცია ევროპაშიც გავიდა, უმეტესად ესპანეთში, კერძოდ: “ხუთმა ახალგაზრდა პერუელმა, რომელიც პერუს საპლანეტაშორისო ინსტიტუტის წევრები არიან კონტაქტი დაამყარეს არამიწიერ ცივილიზაციასთან, ისინი პლანეტა ჰანიმედიდან (იუპიტრის თანამგზავრი) არიან.

კონტაქტის მქონე ჯგუფი ხუთი დღე იმყოფებოდა მთათა სისტემა ანდების ერთერთ მარკახუასის პლატოზე რომელიც ლიმადან 90 კილომეტრზეა დაცილებული და ზღვის დონიდან 4200 მეტრზეა” ამ დროის განმავლობაში ბავშვებმა შეძლეს ფოტოების გადაღება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. ბატონმა პაზ გარსიამ რომელიც პერუს საპლანეტაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელია ისიც შეგვატყობინა რომ უცხოპლანეტელების ბავშვებთან კონტაქტი რვა თვის განმავლობაში გრძელდებოდა!

ამ ამბავმა ბევრი ქვეყანა მოიარა და მრავალი დისკუსია გამოიწვია. მას, ბევრი არ იჯერებდა. თუმცა გამოჩნდა ერთი ადამიანი რომლის ცხოვრებაც შემდგომში ჩვენ შემთხვევას მჭიდროდ დაუკავშირდა. ეს იყო ესპანეთის ახალი ამბების სააგენტო “ეიფ-ს” ახალგაზრდა ჟურნალისტი ხოსე ხუან ბენიტეს ლოპესი. იგი “ლა გაზეტა დე ლა ნორტეში” მუშაობდა კოროსპონდენტად. იგი დაინტერესდა ჩვენი ამბებით.

ხუან ბენიტეს ლოპესი არც ისე დიდი ხანის დაბრუნებული იყო ისრაელიდან, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების თემას იკვლევდა.

იგი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციით დაინტერესებული ადამიანი იყო, თუმცა წინასწარ დაგეგმილ კონტაქტებს იგი სკეპტიკურად უყურებდა, პერუდან წამოსული ცნობები მის წარმოდგენებს არღვევდა. მას შემდეგ, რაც ჩვენზე ინფორმაციამ მსოფლიო მოიარა, “გაზეტა დელა ნორტემ” მას დავალება მისცა, გამგზავრებულიყო პერუში ამ მოვლენის შესახებ ჟურნალისტური კვლევა ჩაეტარებინა. გაერკვია რა მოხდა ლიმაში სინამდვილეში. მოკლედ, მას ეს “პერუს მისტერია” უნდა ამოეხსნა. რას იფიქრებდა ბენიტესი რომ ამ მოგზაურობის შემდეგ მისი ცხოვრება ძირეულად შეიცვლებოდა.












ხუან–ხოსე ბენიტესის კონტაქტი არამიწიერ
ცივილიზაციებთან



ის აზრი რომ პერუს კონტაქტი წინასწარ იყო უცხოპლანეტელების მიერ დაგეგმილი. ბენიტესს, მისწრაფებას უქმნიდა, გამოეკვლია ეს თემა და ინფორმაცია პირველი პირისგან მიეღო. მგზავრობისას, იგი ფიქრობდა სამყაროში არსებულ მრავალ სიცოცხლეზე და ამ გამოცდილების მნიშვნელობაზე. მისი აზრით თუ მოწოდებული ცნობა მართალი აღმოჩნდებოდა მაშინ იგი იქნებოდა პირველი ვინც ამ ინფორმაციას ხელში ჩაიგდებდა, მათი გაზეთი კი გაავრცელებდა.

1974 წლის 26 აგვისტოს ბენიტესი ლიმაში ჩამოვიდა, სადაც ბეჭდური გამომცემლობა “ეიეფ”-ის შეხვდა. შემდეგ ჩვენთან მოვიდა სახლში. კვირა დღე იყო. შინ ოთახში ვისხედით და ჩვენს ამბავზე ვსაუბრობდით.

ბენიტესი სასტუმრო ოთახში შემოვიდა და წარმოგვიდგა, შემდეგ შემოგვიერთდა და ერთი საათის განმავლობაში ყურადღებით ისმენდა ჩვენს საუბარს, იმაზე რაც მარაკახუასი გადაგვხდა თავს. ასევე იმ დავალებას რაც აშტარ შერანმა გადმოგვცა, ის რომ ჩვენი ამბავი უნდა გაგვევრცელებინა მსოფლიოში, ის რომ ხალხს საშუალება მისცემოდა ინფორმაციას იმაზე გასცნობოდა, რომ არსებობს საშუალება და შესაძლებლობა თუ როგორ უნდა მოიქცეს კაცობრიობა რომ მოწინავე და სრულფასოვან განვითარების დონეს მიაღწიოს.

საუბრის დროს ღიად გავუსვი ხაზი რომ უცხოპლანეტელები პირველ რიგში ადამიანთა საზოგადოებაა, ისეთივე როგორც ჩვენი, იმ განსხვავებით, რომ მათ შეძლეს თავის დროზე ჩვენსავით უამრავი პრობლემა გადაელახად, სოციალური ეკონომიკური და ა. შ. მათ შექმნეს მდგრადი პოლიტიკურ ეკონომიკური სისტემა სადაც: საკვების, თავდაცვის, მომსახურების პრობლემები არ არსებობს. ამ საზოგადოებაში კონკურენცია და შეჯიბრი არაა, არც პიროვნების და არც საზოგადოების განვითარების სტიმული, ძალაუფლებისათვის ბრძოლა კი თვით რეალიზაციის საშუალება. ბენიტესზე ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა. საუბრის ბოლოს მან მორიდებულად გვთხოვა, რომ მეორე დღისთვის ისევ გვეწვეოდა და დიქტოფონზე ჩაეწერა ჩვენი საუბარი. ჩვენ რა თქმა უნდა დავთანხმდით. იგი მეორე დღეს, დილით ადრე მოვიდა. ამჯერად იგი ცდილობდა ჩვენი გამოცდილების შესახებ ყველაფერი დეტალურად გაეგო. ამიტომ უამრავ შეკითხვას გვისვამდა. მან პირველი ინტერვიუ მამასთან ჩაწერა. კარლოსმა ჩვენი ინსტიტუტის ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა. აღნიშნა თუ როგორ და როდის დაიწყო ჩვენი შემთხვევა. შემდეგ ბენიტესმა კითხვებით ჩვენც მოგვმართა.

ბენიტესი: რატომ მოხდა ისე რომ თქვენ ხართ ერთადერთი ვისთანაც უცხოპლანეტელებმა კონტაქტი დაამყარეს?

ჩარლი: გიდების ნათქვამიდან გეტყვით, რომ ჩვენი და მათი კონტაქტი, პროექტის ნაწილია, რომელიც ასი წლის წინ იყო ჩაფიქრებული, ამას დაერქვა “რამა პროექტი” და როგორც ახლა ვეძახით “რამა მისია”. თვითონ ეს პროექტი ნაწილია დიდი პროექტისა, რომელსაც ასევე სხვა პლანეტიდან მოსულების აზრით 4300 წელი მიმდინარეობს, ჩვენ არ ვართ ერთადერთი ჯგუფი ვისთანაც ისინი შედიან ურთიერთობაში. არსებობენ სხვებიც. ვინც დედამიწის სხვადასხვა ადგილზე არიან განაწილებულნი. უცხოპლანეტელი გიდებმა სხვებთან ურთიერთობაც სცადეს, ვინც შეიძლება ამ პროექტში გამოსდგომოდათ, მაგრამ, ეს ხალხი დამოკიდებული აღმოჩნდა, პირად, პოლიტიკურ და რელიგიურ ინტერესებზე, ეს ბარიერები მათ მოქმედების საშუალებას არ აძლევდა და შეუძლებელი ხდებოდა მათთან ნებისმიერი დონის ურთიერთობა და აზრთა გაზიარება. იმ იდეებმა რის გადმოცემასაც ჩვენი გიდები აპირებენ უნდა მიგვიყვანოს სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიური და რელიგიურ-ფილოსოფიური ფასეულობების ცვლილებებთან. მათი დედამიწაზე გამოჩენა, დიდ რეაქცია გამოიწვევდა. უცხოპლანეტელებზე საუბარი ჩვენში სერიოზულად არ მიიჩნევა, ამ თემაზე საუბარი საჩოთიროა პოლიტიკურ და რელიგიური წრეებში, ეს უკანასკნელნი ამაზე საუბარს მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად აღიქვამენ. არამიწიერი ცივილიზაციები ფლობენ, საზოგადოებაში არსებულ და საჭირო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელ საშუალებებს, ეკონომიურ სტრუქტურებს, აქვთ ფილოსოფიური წარმოდგენები. ეს ცივილიზაციები ისეთივე ცხოვრებით ცხოვრობენ, როგორც ნებისმიერი განვითარებული და ორგანიზებული ადამიანთა ჯგუფები, ან საზოგადოება. მათი განვითარების დონე რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ამ არსებებთან კონტაქტი იძლევა იმის საშუალებას სრულიად განსხვავებული, ახალი სტრუქტურები ჩამოვაყალიბოთ, მოვახდინოთ ყველა სფეროს რეფორმაცია. ის რომ ჩვენმა განვითარებამ კრახი განიცადა და დედამიწის საზოგადოება ჩიხში შევიდა არც თუ ისე ძნელი დასანახია. ჩვენ მოცემული გვაქვს დავალება, მოვძებნოთ ის ადამიანები, ვინც ამ ახალ რეალობას მიიღებს, დაინახავს და დაგვეხმარება ამის ცხოვრებაში გატარებაში. მაგრამ ეს არ უნდა იყო არამიწიერი ცხოვრების გადმოღება, ან ფორმალური კოპირება, არამედ იგი რეალურად ჩვენში და ჩვენს გარეთ უნდა განხორციელდეს. უნდა შევიცნოთ ჩვენი კოსმიური რაობა და სიცოცხლის საზრისი. ჩვენ ჩვენეული საზოგადოების საუკეთესო მოდელი თვითონ უნდა ავაშენოთ და ეს იქნება საერთო რეზულტატი ჩვენი და სხვა კოსმიური რასების ერთობლივი შრომისა.

ბენიტესი: რამდენი ხანია რაც ეს არსებები დედამიწას სტუმრობენ?

სიქსტო: იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც მათ გადმოგვცეს, მათი პირველი ორი ჯგუფი, პლანეტაზე 250 მილიონი წლის წინათ ჩამოვიდა. ეს ჯგუფები შემდეგ ერთმანეთთან კონფლიქტში მოვიდნენ, რამაც დიდი კატასტროფა გამოიწვია. შემდეგი ჯგუფი 80 მილიონი წლის შემდეგ ჩამოვიდა, ამ ჯგუფის შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ დედამიწაზე, თუმცა მცირე რაოდენობით, რადგან მათი ძირითადი ნაწილი კოსმიური კატაკლიზმის გამო დაიღუპა, ეს მოვლენა დედამიწაზე 65 მილიონი წლის წინათ მოხდა, იგი ციური სხეულის პლანეტაზე ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ის ძალები ვისთანაც ჩვენ კონტაქტში ვართ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კაცობრიობის ევოლუციაზე, მათ მიერ განხორციელებული რამოდენიმე ასეთი კორექციის შედეგად მოხერხდა, კაცობრიობის მიერ აღებული არასწორი კურსის რამდენადმე ცვლილება, ამ საქმეში მათთან ერთად ჩართულები არიან დედამიწაზე მცხოვრები უძველესი რასები, ისინი ერთობლივი ძალებით მოქმედებენ და ელიან იმ დღეს როცა კაცობრიობა შეცვლის სამყაროს ძველ მოდელს და ადამიანი დაუბრკოლებლივ მიიღებს ცნობას, რომ ჩვენს გარდა კოსმოსში ადამიანებით დასახლებული უსასრულო რაოდენობის პლანეტები არსებობენ. ეს ახალი წარმოდგენა საშუალებას მისცემდა ადამიანებს, უფრო ახლო და რაციონალური კონტაქტი დაემყარებინა არამიწიერ ცივილიზაციებთან, მაგრამ კაცობრიობამ მისდა საუბედუროდ ისე შემოსაზღვრა საკუთარი თვალსაწიერი და ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში, რომ მსგავს ურთიერთობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ბენიტესი: ერთი წუთით! თქვენ გინდათ თქვათ, რომ საზოგადოება ვისაც თქვენ ეკონტაქტებით 250 მილიონ წელს ითვლის? ეს შეუძლებელია! მათ ხომ წარმოუდგენლად მაღალი ტექნიკური პროგრესისთვის ექნებათ მიღწეული, რომ არაფერი ვთქვათ მათი განვითარების, სხვა დონეზე, თუნდაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ჩარლი: თქვენ მართალს ბრძანებთ! საქმე იმაშია რომ მათ ვინც პირველებმა მოაღწიეს ჩვენს პლანეტას, მხოლოდ ცოტანი გადარჩნენ ცოცხალნი. იმ საზოგადოებამ ვისთანაც ჩვენ ვართ კონტაქტში, ჩვენსავით ბევრი პრობლემები გადაიტანა. მათაც ჰქონდათ დამანგრეველი პერიოდები, აღორძინებაც და თანაც რამდენჯერმე. ის ცივილიზაციები ვინც ჩვენთან კონტაქტობენ

თავიანთი წინაპრებისგან განსხვავდებიან, ისინი ევოლუციის ახალ სრულიად განსხვავებულ დონეზე იმყოფებიან.

ბენიტესი: რა ზემოქმედება მოახდინეს მათ დედამიწის განვითარებაზე?

ოსკარი: ათასობით წელი ამ ადამიანებმა დიდი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის გენეტიკურ განვითარებაზე, ევოლუციაზე და კულტურაზე. დედამიწაზე სხვადასხვა რასების არსებობა მათი მიზეზით არის გამოწვეული. მათ რომ ასე არ ემოქმედათ, დედამიწაზე სხვა სახის გონიერი არსება იარსებებდა, ასევე განსხვავებული სახის იქნებოდნენ ძუძუმწოვრები და რეპტილიები.

დინოზავრების გადაშენება, დედამიწაზე კერძოდ კარიბის ზღვაში ასტეროიდის ჩავარდნამ გამოიწვია, ეს შემთხვევა 65 მილიონი წლის წინათ მოხდა. დინოზავრები რომ არ დახოცილიყვნენ, აქ დომინირებული არსებები რეპტილიები იქნებოდნენ, და კიდევ “ლურჯი რასა” რომ არ შეექმნათ, შესაძლებელია ადამიანთა რასებიც სხვა სახის ყოფილიყვნენ.

ბენიტესი: თქვენ გულისხმობთ რომ ეს “მთვარის” თუ ასტეროიდის ჩამოვარდნა, უცხოპლანეტელებმა გამოიწვიეს? რას წარმოადგენს “ლურჯი რასა”?

დავითი: ერთი არამიწიერი ჯგუფის მიერ მოხდა დედამიწაზე ელექტრომაგნიტური ველის სახიფათო ცვლილება, შედეგი იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ისინი ელოდნენ, კოსმიურმა კატაკლიზმამ მთელი ეკოსისტემა გაანადგურა. მათ მოასწრეს თავი მიწისქვეშეთისთვის შეეფარებინათ, მაგრამ თან თავისი ტექნოლოგიური საშუალებების წაღება ვერ შეძლეს. დედამიწაზე ციური სხეულის ჩამოვარდნამ უდიდესი მიწისძვრები და მოქცევითი ტალღები შექმნა.

ციური სხეულის დაჯახებამ დედამიწაზე არსებული ვულკანების გააქტიურება გამოიწვია, ჰაერში დიდ რაოდენობით ამოიფრქვა გოგირდი, ამას დაემატა სხვა აირები, რამაც გამოიწვია გადაუღებელი მჟავური წვიმები, საშინელმა კატასტროფამ ცხოველთა სამყარო მცენარეული საფარი გაანადგურა, უმთავრესად ამ მოვლენებმა გამოიწვია დინოზავრების გადაშენება. ეს გიგანტური არსებები დაბინძურებული ჰაერის კლიმატის შეცვლის და საკვები საშუალების უეცარი დაკარგვის გამო მოკლე ხანში გაქრნენ. დედამიწაზე დარჩენილ მოსახლეობას ისღა დარჩენოდათ ამ კატასტროფას მიწისქვეშა სათავსოებში გარიდებოდნენ, ადამიანთა ამ ჯგუფმა ათასწლეულების განმავლობაში მიწისქვეშეთში გააგრძელა ცხოვრება. თუმცა რადიაციულმა გამოსხივებამ, მათ ორგანიზმზე მძიმედ იმოქმედა. მუტაციის შედეგად მათმა გენეტიკურმა სტრუქტურამ ცვლილება განიცადა და ისინი რეპროდუქციის საშუალების გარეშე დარჩნენ, მათი განვითარება უკვე ძალიან რთულდებოდა. გამრავლების უნარის გარეშე ისინი გადაშენების პირას დადგნენ, ამიტომ ეს ხალხი იძულებული გახდა გადარჩენის ალტერნატიული საშუალება მოეძებნა. ამ მიზნით მათ დედამიწის ფაუნაში ისეთი არსება აღმოაჩინეს, რომელსაც მათი გენეტიკა შეეთავსებოდა და მისი გენეტიკური სტრუქტურა სახეცვლილების შედეგად მათთვის მისაღები გახდებოდა. მრავალი წლის ცდების და ექსპერიმენტების შედეგად, ისეთი არსება მოძებნეს ვისაც დადებითი შედეგის მოტანა შეეძლო მათთვის. ამ არსებებს ნერვიულ კვანძებში რომელიც პასუხისმგებელია ტვინის ნეირონების გამრავლებასა და განვითარებაზე თავისი გენები გადაუნერგეს. ამან და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებამ რაღა თქმა უნდა იმოქმედა. მათ მოახერხეს ახალი არსების-პროტო ადამიანის შექმნა. ამ არსებას თავისი საოცარი გენეტიკით დიდი შესაძლებლობები გააჩნდა. მათი ძირითადი დანიშნულება მძიმე სამუშაო შესრულება იყო. ამ ხელოვნურად გამოყვანილ რასას ისინი “ლუჯ რასას” უწოდებდნენ. ამ პერიოდში სხვა პლანეტებიდან მოსულებმა მოახერხეს მუტანტების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება და როგორღაც განახორციელეს თვით რეპროდუქცია, თუმცა შედეგი მაინც არ იყო სახარბიელო. გავიდა დრო ამ არსებებმა შეძლეს თავისი შესაძლებლობების და პირობების გაცნობიერება, ისინი მიხვდნენ რომ მათ არსებობას არანაირი ფასი არ ჰქონდათ და მხოლოდ საექსპერიმენტო დანიშნულებას წარმოადგენდნენ, გადარჩენის ინსტინქტმა მათში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მუტანტების მხრიდან გაჩნდა დესტრუქციული ქცევის საშიშროება, ამიტომ ისინი გაძევებულნი იქნენ მიწისქვეშა ქალაქ გამოქვაბულებიდან.

ბენიტესი: ეს წარმოუდგენელია! ამ შეხედულებას მთელი ანთროპოლოგიური კონცეფციების შეცვლა შეუძლია.

ჩარლი: პირიქით ამას უფრო რაციონალურად შეუძლია ახსნას დინოზავრების გადაშენების მიზეზი და შეუძლია პასუხი გასცეს იმ კითხვებს რომელზე პასუხებსაც ჯერ კიდევ ვერ პოულობენ ანთროპოლოგები. პირველი ჰომინიდის გამოჩენა სხვა სამი ჯგუფის ჰომინიდთან ერთად მოხდა. ეს ჰომინიდი სხვა გამართულად მოსიარულე არსებებთან ერთად ცხოვრობდა. არც ისე რთულია მათი განვითარების ხის გამოკვლევა, მაგრამ ძალიან ძნელია იმის ახსნა თუ როგორ მოხდა ახალი არსებების გაჩენა ასე მცირე დროში. საინტერესოა რომ ეს არსებები დედამიწის მხოლოდ ერთ რეგიონში სახლობდნენ, ტანზანიაში, ეთიოპიაში, უგანდაში, კენიაში. აფრიკა ეს კაცობრიობის ანთროპოლოგიური აკვანია. სხვა არცერთ მხარეში არ მომხდარა, ჰომინიდების ერთდროული გამოჩენა. ბიბლიური ცნობები, სადაც აღწერილია სამოთხე. ადამი და ევას საცხოვრებელი, ის ადგილია რომელიც გადმოცემით არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა, აფრიკასა და კენიასთან, წარმოუდგენელი დამთხვევაა?

ბენიტესი: რაც შეეხება რელიგიებს, ბიბლიას, სახარებას? უცხოპლანეტელებმა მათზეც იმოქმედეს?

ჩარლი: რელიგიები ცნობიერების განვითარებისთანავე წარმოიქმნნენ დედამიწაზე, მაშინ როდესაც ადამიანს გაუჩნდა შეკითხვები, რეალობის მიმართ, თუ რა იყო, სინამდვილის წარმოქმნის მიზეზი. იმ დროს როცა პირველყოფილი ადამიანი გამოქვაბულის კედელზე ნახატს ხატავდა, მაშინ უკვე გასაგები გახდა მისთვის, რომ ამ შემთხვევაში როგორ მან შექმნა ნახატი, ასევე ყველა არსება და სამყაროც, რაღაცა ძალის მიერაა შექმნილი. რელიგია დიდი ნაბიჯია, უნივერსალური ცნობიერებისაკენ, მაგრამ რელიგიებზე არ უნდა ვიყოთ ფანტასტიკურად დამოკიდებული. როგორც უკვე გითხრით დედამიწაზე არსებულ ლეგენდებში და მითებში, ბევრი შემთხვევაა აღწერილი როცა ადამიანებთან კონტაქტში არამიწიერი არსებები შედიოდნენ. ყველა ამ შემთხვევამ კვალი დაამჩნია მათ კულტურებს. ხალხს ეგონათ რომ მათთან კონტაქტში ანგელოზები, ღმერთები, ის ძალები იყვნენ ვინც მათი ლოცვა შეისმინა. ჩვენი წარსული უამრავი გამოუცნობი ფაქტით და რებუსებით არის სავსე. ეს ყველაფერი უკავშირდება დედამიწაზე უცხო ცივილიზაციების ყოფნას, სამწუხაროდ მათი არსებობა ადამიანთა განუვითარებლობამ ეშმაკებისა და ღმერთების მათ ცხოვრებაში ჩარევად განიხილა. რელიგიები რომელიც დღეს გვაქვს, რეალობის დამახინჯებული გადმოცემაა, ეს კი სინამდვილის აღქმას ხელს უშლის. რელიგიის მსახურთათვის იგი საუკეთესო საშუალებაა, რათა ჭეშმარიტება სიცრუის საბურველში გაახვიონ, თავიანთი არსებობა გაიხანგრძლივონ და გაუცნობიერებელ მასაზე ბატონობა შეინარჩუნონ.

როცა გალაქტიკურმა ფედერაციამ პლანეტაზე წესრიგის დამყარება გადაწყვიტა, ამ პროცესში სხვა ადამიანებიც იყვნენ ჩართულნი, რა თქმა უნდა ვისაც სურვილი ჰქონდა მათთან თანამშრომლობისა.

ბენიტესმა, ინტერვიუ კიდევ ოცდაათი კაცისგან აიღო, იმათგან ვინც აქტიურად მონაწილეობდა კონტაქტში. მისი კითხვები მიმართული იყო ამ არსებების წარმომავლობაზე, საიდან მოვიდნენ, როგორ გამოიყურებოდნენ გარეგნულად, რანაირი ხომალდები ჰქონდათ, ეძინათ თუ არა, რითი იკვებებოდნენ, რას წარმოადგენს მათი საზოგადოება, რა რწმენა აქვთ ღმერთზე და რა გზავნილი აქვთ კაცობრიობისადმი.

ამ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან იგი ჩვენმა შემდეგმა პასუხმა ააღელვა: დედამიწას საშინელი ხიფათი დაატყდება თავს. ეს მათ იციან და ცდილობენ დაგვეხმარონ, ამ სიტყვებმა ააფორიაქა ჟურნალისტი.

ჩარლი: როგორც აღვნიშნე მათ დედამიწის ბედი აწუხებთ, ის თუ როგორ უარყოფითად ვმოქმედებთ ბუნებაზე, გვითხრეს რომ პლანეტა ამისთვის “სამაგიეროს გადაგვიხდის” ეს “სამაგიერო” ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირება იქნება. ბევრი სხვა ხიფათის გვემუქრება. უცხოპლანეტელებმა გადაწყვეტილად ამაზეც გვითხრეს. ეს ხიფათებია. ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი კონფლიქტები. მათი აზრით ჩვენი სამყარო ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრახს გადაიტანს. ეკონომიური განვითარების დონე დაეცემა, ამას უმთავრესად ნედლეულის უკმარისობა გამოიწვევს, ენერგეტიკული ბალანსისთვის საჭირო წიაღისეული, თანდათან უფრო მცირე და ძნელი მოსაპოვებელი გახდება, ამავე დროს კონკურენციის გამო ტექნოლოგიების გაუმჯობესებისაკენ სწრაფვა, გაზრდის უმუშევრობას. ამ გზაზე მსოფლიო ბევრ ერს გაწირავს! უმთავრესად მათ, ვინც სამუშაოს შენარჩუნების მიზნით ამ ტექნოლოგიების შექმნას შეეწინააღმდეგება. კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, აუცილებელი გახდება ინდუსტრიული სტრუქტურების გაუმჯობესება, ეს უმუშევართა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. იდეოლოგიური პლურალიზმის სახის შექმნის მიზნით დაშვებული მრავალ პარტიულობა, მხოლოდ ერთი ჯგუფის პირადი მიზნების მიღწევის საშუალებად და ტრამპლინად იქცევა. ეს პლურალიზმი ბუტაფორიად და მოტყუების წყაროდ, გაბატონებული სისტემის გამყარების საშუალებად იქცევა. პოლიტიკური ჯგუფები კარგად გამოიყენებენ ცნობილ პრინციპს “დაყავი და იბატონე”.

იმის მაგივრად რომ მათ აინტერესებდეთ ადამიანის მძიმე ყოფა, და ამ პრობლემის გადაჭრისთვის ზრუნავდნენ, სინამდვილეში ამ პრობლემებს თვითონ ქმნიან და მათ გადაჭრასაც ისინი უწევენ წინააღმდეგობას. მათი ვითომ ხალხის ბედით დაინტერესება მოჩვენებითობა და დემაგოგიაა. იგი შენიღბვაა ჭეშმარიტი მიზნისა, მათ სინამდვილეში ეს ქცევა პირადი ინტერესების დაკმაყოფილებასა და სოციალურ კიბეზე აღმასვლისთვის სჭირდებათ.

მომავალში მოხდება კომუნისტური პოლიტიკური ბლოკის სრული კრახი, რასაც წარმოებისთვის საჭირო ორგანიზაციების არასაკმარისი რაოდენობა. წარმოებული დოვლათის ხარისხს და ავტონომიური მრეწველობის უგულებელყოფა, პროფესიონალი კონტინგენტის არასათანადო მომზადება, მიღებული პროდუქციის შეუსაბამო განაწილება ამ ქვეყნებს სოციალურ დეგრადაციამდე მიიყვანს.

კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში მაცხოვრებელ ხალხს მძიმე მდგომარეობა ფაქტი ევროპული ქვეყნებისკენ გასაქცევად უბიძგებს, იქ სადაც ქვეყნები სტაბილური ეკონომიკით და სიმდიდრით გამოირჩევიან. ხალხის მასის ერთ ადგილზე ევროპაში მოგროვება გამოიწვევს ამ ქვეყნებში სამუშაო ადგილების ხელოვნურ ზრდას. პერიფერიებიდან ქალაქისკენ ხალხთა მასების შესვლით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ქალაქის მოსახლეობა. მოსახლეობის სიჭარბე შეამცირებს მათ თავდაცვისუნარიანობას.

ეთნიკური სიჭრელის ზრდის გამო რიგ ევროპულ ქვეყნებში თავს იჩენს რასიზმი, ნეონაციზმი და ფაშიზმი. ეთნიკური სურათის ცვლილების ძირითადი მიზეზი იქნება, სოციალურად დაბალი, ეკონომიურად სუსტი და არასტაბილური ქვეყნებიდან, არაბების, აფრიკელების და ლათინო ამერიკელების მიგრაცია, მდიდარ, ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებში. ამასთან ერთად არაბული სამყარო, რომელიც თავს ყოველთვის დასავლური ქვეყნების მხრიდან დაჩაგრულად თვლიდა თავს და ამ ქვეყნების მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი, საჭირო დროს დაელოდება, განსაზღვრულ ეტაპზე, თავისი გავლენის და სიძლიერით მოდუნებულ ამ ქვეყნებს დიდ დარტყმას მიაყენებს. ეს აგრესია მათში წლობით დაგროვილი ჩაგვრისა და კოლონიალიზმის პერიოდში მიღებული დამცირებისთვის საპასუხო რეაქცია იქნება, მთელი მსოფლიო შეძრწუნდება მათი შურისძიების ფორმებით.

დედამიწის ცივილიზაცია, გაერთანების მაგივრად უკიდურესი ინდივიდუალიზმისა და გამოცალკევების გზას დაადგება. ამას თან მოჰყვება ადამიანთა შორის გაუცხოება, იზოლაცია და ჩაკეტილობა. ამ მძიმე რეალობის ავტორი თვით ადამიანი იქნება, იგი თვითონ შეუწყობს ხელს ასეთი რეალობის შექმნას, იმის გამო რომ იგი ჭეშმარიტებას უგულებელყოფას მის სრულ იგნორირებას მოახდენს. ამის გარდა ამ მძიმე შედეგებისგან მიღებულ უარყოფით ნაყოფს იგი თავს აარიდებს და ეცდება საკუთარი მძიმე ყოფა, როგორმე თავის მოტყუებით გაამართლოს. ასეთ არჩევანს და ცხოვრებას, თავის ფასი ექნება. ნათქვამია “ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო”. ადამიანი ამის გამო დაისჯება, იგი საკუთარი თავის ჯალათი გახდება. ბიბლია ამბობს “თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილს,” კაცობრიობა, რასაც დასთესს, იმას მოიმკის! გაუტანლობა, სისასტიკე, უხეშობა, უსამართლობა და თვითნებობა იქნება მათი უგუნურების რეზულტატი.

ხოლო ის ვინც გააცნობიერებს რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია სიყვარული, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე და ის რომ ამ სირთულეების მიუხედავად უნდა ეცადო ააშენო ალტერნატიული ადგილი და შექმნა ჯგუფი ისეთი ადამიანებისა, ვისაც სურს თავი გაითავისუფლოს ასეთი ბედისგან, შეძლებენ ამ ქაოსის გამოვლას.

ბენიტესი: ეს ყველაფერი როდის მოხდება?

ჩარლი: ძნელი სათქმელია, იმ მონაცემებიდან გამომდინარე რაც გვაქვს, ამ პროცესის თავიდან ბოლომდე განვითარებისთვის საშუალოდ ოცდაათი ორმოცი წელი იქნება საჭირო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, სადღაც ოცდაექვსი წელი დარჩა ათასწლეულის ბოლომდე და შემდეგი ათწლეული ალბათ გადამწყვეტი იქნება მომავალი კაცობრიობისათვის.

ბენიტესი გაოგნდა, რაც გასაგები იყო, ის ინფორმაცია რა მან მიიღო ფანტასტიკური იყო. იგი ადამიანის დედამიწაზე გაჩენას და განვითარებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღწერდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი შეეჩვია, ყოველდღიურობას, სიღარიბეს, ათასგვარ სიძნელეს, ძალადობას და ეს ყველაფერი მათი მხრიდან იგნორირებული იყო, თითქოს ეს მათ არ ეხებათ. სხვის მძიმე მდგომარეობით ისინი თავს არც კი იწუხებენ, იმას, რომ მსოფლიოში დიდ გაჭირვებაა და ბევრი ადამიანი იტანჯება, ყურადღება არ მიაქციონ. ისინი ფიქრობენ რომ ასეთი რამ შეძლება მხოლოდ სხვას და არა მას შეემთხვას, ეს იმიტომ სჭირდებათ რომ მათი მძიმე ყოფა ამან კიდე უფრო არ დაამძიმოს, უფრო დიდი სევდა და ტკივილი არ გაუჩინოს, არ დათრგუნოს. ამის გამო მათი მომავლის პროგნოზი პესიმისტური და უიმედოა. ძნელი იყო ჩვენი საუბარი მათ მოესმინათ და კიდე მეტი უიმედობა არ გასჩენოდათ. ბენიტესმაც პატიოსნად და გასაგებად გვითხრა, რომ იგი ამ ინფორმაციას სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა მიუხედავად ამისა იგი ცდილობდა სერიოზულად მისდგომოდა ჩვენს ყოველ პასუხს.

ამ საუბრებში ჩვენ ძალიან დელიკატურ იესოს თემას შევეხეთ. ეს თემა ბენიტესში განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავდა. მან გვკითხა, მოგვცეს თუ არა უცხოპლანეტელებმა ამ პიროვნების შესახებ რაიმე ინფორმაცია?

- დიახ! ჩვენ ვკითხეთ მათ იესოზე და პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა! მათი გადმოცემული ცოდნის მიხედვით იესოს დაბადება დიდი პროექტის ერთი ნაწილი იყო, ეს პროექტი კაცობრიობის მომავალს ეხება. იგი არ იყო ასპროცენტიანი დედამიწელი, მასში დიდი ნაწილი ასე 75 პროცენტი არამიწიერი იყო. იესო ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით ჩაისახა. პიროვნება, ვინც ასეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა კაცობრიობის განვითარებაზე, სინამდვილეში სულ სხვა მიზნით იყო მოსული, მას წილად ხვდა ფანტასტიკური ამოცანის შესრულება, რომლის აზრიც მცირედმა თუ გაიგო. მთელი მისი სწავლება დამახინჯდა და დღესდღეობით გაბატონებული სისტემის კერძო ინტერესებს ემსახურება.

იესოს ქრისტიანობის გავრცელება არც უცდია, ეს მოციქულმა პავლემ განახორციელა. იგი თავიდან იუდეველი სავლე იყო, რომელმაც “გარდასახვა” დამასკოს გზაზე მიიღო.

სავლე ქრისტიანებს ებრძოდა და სდევნიდა, მის კისერზე იყო მოციქულ სტეფანეს მკვლელობაც. დამასკოს გზაზე მგზავრობისას მან მზის მძიმე დარტყმა მიიღო. ამ მდგომარეობაში მყოფს მხსნელად დამასკოს ქრისტიანული დაჯგუფების მეთაური ანანია მოევლინა, მან სავლე გადაარჩინა და უთხრა რომ იგი სიკვდილისგან იესომ იხსნა და ცოდვები მიუტევა. ამის გაგონების მერე, სავლეს, მოციქული სტეფანეს მკვლელობის შემდეგ გაჩენილი დანაშაულის განცდა მოეხსნა. დამასკოს გზაზე განცდილი მოვლენის შემდეგ, მან დაიწყო სახარების ქადაგება, რათა ამ საქციელით გამოესყიდა ჩადენილი ცოდვები. პავლე იესოს არ იცნობდა და არც არაფერი მოესმინა მისი სწავლებიდან, თავის ქადაგებაში, იგი ანანიას მიერ მიწოდებულ ცოდნას ეყრდნობოდა. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე, იგი მხოლოდ ერთხელ, იერუსალიმში შეხვდა მოციქულ პეტრეს.

მოციქული პავლე, ისრაელში იმ საკითხის გასარკვევად ჩავიდა, არა ქრისტიან არა ებრაელებს წინადაცვეთა უნდა მიეღოთ თუ არა.. ქრონიკები გვიამბობენ რომ პავლესა და პეტრეს შორის შეხვედრისას ცხარე კამათი გაიმართა. მოციქულმა პეტრემ აუკრძალა მას იესოს სახელით ქადაგებას, რამეთუ იგი არასოდეს არ შეხვედროდა იესოს და ისიც არ მოუწონა, რომ მან მაცხოვრის ნამდვილი სახელი, ბერძნულ მითოლოგიაში გავრცელებული სახელით “ქრისტეთი” ან იესო ქრისტეთი შეცვალა. მას ამ სახელით არცერთი მოციქული არ მოიხსენიებდა, ისინი მას უბრალოდ მიმართავდნენ, ”რაბი”-რაც მოძღვარს ნიშნავს ებრაულად. გარდა ამისა პეტრე თვლიდა, რომ ქრისტიანობა, მხოლოდ ებრაელთა შორის უნდა დარჩენილიყო, პავლე კი სწავლების გავრცელებას პალესტინის გარეთაც ცდილობდა.

ამ შეხვედრის შემდეგ პავლე გაურბოდა პირველ მოციქულებს და საბოლოოდ გამოეყო კიდეც მათ. მისი ქადაგება უკვე განსხვავდებოდა საწყისი სწავლებისაგან.

ასე და ამგვარად იესოს სწავლებამ და მისმა სახემ ლათინურენოვან ქვეყნებს იმ ადამიანის საშუალებით მიაღწია, ვინც არასოდეს არ შეხვედრია იესოს და არ მოუსმენია მისი სიტყვა, ვინც შეცვალა მისი სახელი და მისი მოძღვრება თავისებურად გადააკეთა.

იესო, რომელსაც დღეს მსოფლიო ქრისტეს სახელით იცნობს-ეს პავლეს მიერ შექმნილი იესოს ფიგურაა და არა ნამდვილი. იესომ 2000 წლის წინ აღუთქვა ხალხს, რომ იგი დაბრუნდებოდა. მართლაც იგი აღასრულებს მოცემულ პირობას და ბოლო დღეებში მოვა, ეს მოხდება, მაშინ როცა წმინდა წერილის გახსნის დრო დადგება, ეს პიროვნება დაბრუნდება რათა აღასრულოს თავისი მისია. თქვენ უნდა გაიგოთ, რომ იგი არ მომკვდარა და ელოდება თავისი დროის მოსვლას. იესომ დაგვიტოვა თავისი მიმართვა, რომელიც რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ჩანაწერებშია კოდირებული. ინფორმაცია უმთავრესად მომავალს ეხება. იგი იმ დროს გამოჩნდა, როდესაც მისი საქციელი ყველაზე დიდ ზემოქმედებას მოახდენდა ხალხზე და იმ ადგილას სადაც მას ყველაზე უკეთესად შეეძლო ემოქმედა მთელ მსოფლიოზე, თუმცა მისი ზემოქმედება მხოლოდ რომის იმპერიის ფარგლებში დარჩა. ჩვენთვის იესო არც მოხეტიალე მქადაგებელია და არც ღმერთი, იგი თავისი მისიის ამსრულებლად გამოგზავნილია, იმ მისიისა რომელშიც ამჟამად ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას. დრო მოვიდა და უნდა ჩავიხედოთ წმინდა წერილში.

ბენიტესი: თუ იესო მეტ წილად არამიწიერი არსება იყო, აცნობიერებდა თუ არა იგი ამას?

ჩარლი: აბსოლუტურად! ახალი აღქმის ტექსტების უმრავლესობა, მის ცხოვრებას იმ მომენტიდან აღწერს, როცა იგი უკვე თავის ქადაგებას იწყებდა. მისი ადრინდელი ცხოვრების შესახებ, რაც მისი ოჯახის წევრებს ეხება, მხოლოდ ორ მოციქულს, ლუკას და ზედაპირულად მხოლოდ მათესაა აქვს გადმოცემული. იესოს ბავშვობა, საერთოდ საიდუმლოებითაა მოცული. თუმცა ამაზე ხშირად მოხსენიებულია ზოგიერთ აპოკრიფულ სახარებაში. თითქმის ყველა ეს ტექსტი ქრისტეს აქეთ 200-400 წლებში დაიწერა. ამ წერილებში აბსურდული შეცდომებია დაშვებული, რაც შეეხება, იუდეველთა რელიგიას და ადგილობრივ ტრადიციებს, თუ ელემენტარულ დეტალურ ანალიზს გავუკეთებთ ახალი აღქმაში უფრო მეტ სულელურ შეცდომებს აღმოაჩენთ, არა მარტო ისტორიულ ასპექტში, არამედ თითონ მოციქულთა წიგნებშიც. ხომ გახსოვთ, რომ ყველაზე ახალგაზრდა მოციქული იყო იოანე, რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა და ვისაც ყველზე ნათელი წარმოდგენები უნდა ჰქონოდა იქ მიმდინარე მოვლენებზე. იესოს ისტორიას თუ, მათეს მარკოზის და ლუკას მიხედვით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ იესომ პირველ მოციქულებად აირჩია პეტრე და ანდრია, ამ შემთხვევას იოანე სხვანაირად აღწერს, იგი წინა სამი სახარებისგან მთლიანად განსხვავდება. მოციქულები სამი წლის განმავლობაში იესოსთან ერთად იყვნენ და წარმოუდგენელია ამ დროის განმავლობაში მათ ერთმანეთთან ამა თუ იმ საკითხზე ურთიერთობა და აზრის გაცვლა გამოცვლა არ ჰქონოდათ. სხვა მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ მარკოზი თავის სახარებაში მოგვითხრობს იესოს რვა იგავზე, მათე ოცზე, ლუკას ოცდაშვიდი იგავი აქვს, იოანეს კი იესოს ყველაზე ახლობელ და საყვარელ მოწაფეს არცერთი. რატომ? ასევე გაუგებრობაა 12 მოციქულის სახელების ირგვლივ, ცნობილი აპოკრიფული ენოქის ტექსტი ახსენებს “რჩეულს” რომელიც დედამიწაზე უნდა გამოეგზავნათ, ეს ნიშნავს, რომ ღმერთს წარღვნამდე უკვე მოძებნილი ჰყავდა რჩეული. მაგრამ წარღვნის მერე რა უნდა გაეკეთებინა რჩეულს დედამიწაზე, სრულიად გაუგებარია, რა მისია უნდა ჰქონოდა მას? ამის გასარკვევად დიდი კვლევებია ჩასატარებელი, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთ რამეში, იესო ცოცხალია და იგი დაბრუნდება, არა როგორც ღმერთი, არამედ როგორც ძე კაცისა, იმის საჩვენებლად, თუ როგორი უნდა გახდეს ადამიანი.

ჩვენმა პასუხებმა ბენიტესი გააღიზიანა. ის ფაქტი, რომ ბავშვებმა მისი თანდასწრებით ახლი ხედვა აღწერეს, რომელიც მათი უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შემდეგ ჰქონდათ მიღებული, რაღაც გაუგონარ შეშლილობას ჰგავდა. მის გონებაში ის აზრიც გაჩნდა, ხომ არ იყო ეს მის საწინააღმდეგოდ მოწყობილი შეთქმულება. თუმცა იგი არ იყო იმის შემძლე რომ ეს ინფორმაცია როგორმე უარეყო.

პირველ სექტემბერს ბენიტესმა დოქტორი კანბერა მოინახულა, ორი დღის მერე ისევ მოვიდა ჩვენთან, რათა დაგვმშვიდობებოდა, წასვლის წინ მან გვითხრა: ის რაც თქვენგან მოვისმინე, საოცარი და ამაღელვებელი იყო, რამდენიმე საათში ესპანეთში უნდა დავბრუნდე და ჩემს გამომცემელს შევატყობინებ რაც აქ მოვისმინე თქვენგან, რაც თქვენ მომითხრეთ ფანტასტიკური და შოკის მომგვრელია, იგი ღრმა ანალიზს, რეალობის სერიოზულ გადახედვას მოითხოვს და ისიც მნიშვნელოვანია, რომ ასე ამ ინფორმაციას არავინ არ დაგიჯერებს. დღემდე მე არ გამაჩნია ამ მოვლენის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, გარდა თქვენი ისტორიისა, მაგრამ იცოდეთ მსოფლიოზე გავლენა რომ მოახდინოთ, მარტო ისტორია არ კმარა. რაიმე ხელმოსაჭიდი საბუთი მჭირდება რომელსაც ჩემს გამომცემელს ვაჩვენებ.

თუ უცხოპლანეტელები თვლიან, რომ მე როგორც ჟურნალისტს, რაიმე სარგებლობის მოტანა შემიძლია, იქნება შეძლონ ჩემთან ფიზიკური შეხვედრა. თუ თქვენთვის ეს შესაძლებელია და ადვილად მისაღწევია, მეც შევძლებ თქვენთან ერთად წამოსვლას!

მისმა სიტყვებმა ჩაგვაფიქრა, და ცოტა არ იყოს შეგვაშინა, რადგან ამ მოვლენით ჩვენი მხრიდან მსოფლიოს გამოწვევა უნდა მომხდარიყო. ამ მომენტზე ადრეც გვიფიქრია და აი ეს დროც დადგა!

მე მტკიცედ ვუპასუხე: არჩევანის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია, თუ თქვენ თვლით რომ საჭიროა დამადასტურებელი ფაქტების არსებობა, ნუ გეშინიათ, ამისთვის ჩვენ გიდებს უნდა მოვეთათბიროთ, ისინი გვეტყვიან შესაძლებელია თუ არა ასეთი შეხვედრის მომზადება, კონკრეტულ ადგილს და დროსაც ისინი მოგვითითებენ. აქამდე ასეთ შეხვედრებს ისინი გეგმავდნენ. ჩვენ უცხოპლანეტელებს დაუკავშირდებით და თქვენს თხოვნას გადავცემთ, ვეცდებით რომ პასუხი რაც შეიძლება მალე მოგაწოდოთ. ჟურნალისტს არაფერი არ უთქვამს, დაგვემშვიდობა ავტომობილში ჩაჯდა და სასტუმროში გაემგზავრა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jan 28 2011, 11:50 AM
Post #43


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



(ნაწყვეტი წიგნიდან)




მას შემდეგ, რაც ადამიანმა ვარსკვლავებზე დაკვირვება დაიწყო და კალენდარი შექმნა, კაცობრიობამ ახალ ეპოქაში შეაბიჯა. სამყაროს კვლევისას ბევრი კონკრეტული აზრი გაჩნდა. უმეტეს მნიშვნელოვან კითხვას ისტორიის განმავლობაში პასუხი გაეცა, მაგრამ მათ შორის უმნიშვნელოვანესი რიგი კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომლის ირგვლივაც პოლემიკა ჯერ კიდევ გრძელდება, კოსმოსში სხვა ინტელექტუალური არსებების ყოფნას ეხება. დღეს ისევ აქტუალურია შეკითხვა, არსებობს თუ არა კოსმოსში ადამიანებით დასახლებული პლანეტები? თუ ეს მხოლოდ ფანტასტიკური რომანებისთვისაა მოგონილი?

მეცნიერების ისეთი დარგები, როგორიცაა ფიზიკა, და ასტრონომია, ამ თემის ირგვლივ საუბარს გაურბიან, ასევე ნეგატიურად უყურებს ამ საკითხს რელიგია. საერთო ჯამში ორივე მეცნიერებაც და რელიგიაც კატეგორიულად უარყოფს კოსმოსში სხვა დასახლებული პლანეტების არსებობას.

მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ეს თემა ყოველთვის წარმოჩნდება ხოლმე რიგი მეცნიერული გამოკვლევების დროს, ფაქტია, რომ არსებობენ მეცნიერები, ვინც გამონაკლისს წარმოადგენს და ამ საკითხს სერიოზულად უყურებს.

მეცნიერულ ტექნიკურმა პროგრესმა, ადამიანის ცხოვრება შეცვალა. კაცობრიობა დაეუფლა საავიაციო ტექნიკას, შეიქმნა თვითმფრინავი, გამოიგონეს რადარები, სამეცნიერო თუ სამხედრო ორგანიზაციებმა ჰაერში მოძრავ, საფრენ აპარატებზე რადარებით დაკვირვების დროს, მანამდე უცნობი საფრენი აპარატები შეამჩნიეს. ამ მოვლენის გარკვეული სიხშირით ფიქსაციის გამო, მეცნიერები იძულებული გახდნენ დედამიწის საჰაერო სივრცეში მოძრავი ამოუცნობი ობიექტებისთვის, ახსნა მოეძებნათ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, საავიაციო რადარების ეკრანზე ამ ობიექტების გამოჩენის სიხშირე კიდევ უფრო გაიზარდა. ამოუცნობი ობიექტები ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს მებრძოლი, ორივე ავიაციის მხრიდან იქნა შემჩნეული. იმათი ყოველი გამოჩენა პანიკასა და შიშს თესდა სამხედრო ნაწილებში, რადგან დაპირისპირებული ძალები, მათი სახით, მტრის მიერ შექმნილ, ახალ საიდუმლო იარაღს, ბომბდამშენს, ან ავია გამანადგურებელს ხედავდა.

ომის დასასრულს, რამდენიმე საინტერესო დოკუმენტი იქნა აღმოჩენილი, სადაც აღწერილია რადარების მიერ დაფიქსირებული ამოუცნობი საფრენი აპარატები. აღნიშნულია, რომ მათი ფრენის სიჩქარე და მანევრირება წარმოუდგენლად განსხვავდებოდა მანამდე არსებულისგან. ამ ფაქტმა საგონებელში ჩააგდო, სამხედროები, პილოტები და ინჟინერ-ტექნიკოსები. სამხედრო ექსპერტების მიერ ეს უცნაური ობიექტები კვალიფიცირებული იქნა, როგორც მოწინააღმდეგე მხრის მიერ შექმნილი ზე საიდუმლო იარაღი.

1944 წლის 24 ივნისს, სამოქალაქო პილოტმა კენეტ არნოლდმა, რომელიც ვაშინგტონში კერძო მისიით მიფრინავდა, მთის მასივების მიმართულებით მოძრავი, უცნობი საფრენი აპარატი შენიშნა. გარკვეული დროის ფრენისას, მან დაინახა, რომ თვითმფრინავის მარჯვენა მხარეს, დისკოს ფორმის კიდევ ცხრა ობიექტი მოძრაობდა. ისინი ახლოს მდებარე ვულკანისკენ გადაადგილდებოდნენ. პილოტმა შემდგომში აღწერა, რომ ისინი ზომით დაახლოებით თვითმფრინავი “ც-54” ზომის იქნებოდნენ. მან ამ უცნაურ დისკოებს “მფრინავი თეფშები” უწოდა. მისი შეფასებით ეს აპარატები 2800 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ.
არნოლდის ასეთი უპასუხისმგებლო შეფასება და სახელდება “მფრინავი თეფში”, დღესაც ხმარებაშია. ამ სახელით ხდება უცნობი აპარატების იდენტიფიცირება.

მალევე 1948 წლის 7 იანვარს 11:15 წუთზე. საომარმა ბაზამ რომელიც მედისონვილში (კენტუკის შტატი) იყო განთავსებული, ავიაციის ბაზას “ბბს გუდმან”-ს შეატყობინა, რომ ოვალური ფორმის საფრენი აპარატი (20 მეტრის დიამეტრის ზომის) ფორტი “ენოქის”-ის მიმართულებით მოძრაობდა.

აშშ-ს შეიარაღებული ძალების საავიაციო ხაზის მეთვალყურემ 13:45 წუთზე ამ ობიექტის მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა მოითხოვა, აპარატის მოძრაობას ხმელეთიდან ჭოგრითაც აკვირდებოდნენ. საავიაციო ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა ჰიქსმა რადიოგრამით ბრძანება გასცა, მან უცნობი აპარატის მიმართულებით, სამი ბომბდამშენის “ფ-51”-ის გაგზავნა და ობიექტის აყვანა მოითხოვა.

ბომბდამშენების ჯგუფს თომას მანცელი მეთაურობდა. ობიექტი 14:45 წუთზე დაფიქსირდა, გაიცა საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება. ორმა თვითმფრინავმა ოპერატორს გადმოსცა, რომ საწვავის დახარჯვის გამო იძულებული გახდა დაშვებულიყო.

მესამე ავიაგამანადგურებელი, რომელსაც ახალგაზრდა კაპიტანი თომას მენცელი მართავდა, არ დაეშვა. მან შეტყობინება გაუგზავნა ბაზას, რომ იგი ეცდებოდა უფრო ახლოს მისულიყო ამოუცნობ ობიექტთან, რათა მისი იდენტიფიკაცია უკეთესად მოეხდინა. 500 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა მენცელმა, რომელიც 5000 მეტრის სიმაღლეზე იყო ასული, ბაზას შეატყობინა, რომ ეს იყო დიდი ზომის მეტალისებური ობიექტი, რომელიც მაღლა მიიწევდა, იგი უკვე 6000 მეტრზე მაღლა იყო ასული და ნელ-ნელა უფრო უმატებდა აღმასვლას. პილოტმა გადმოსცა რადიოსიგნალი, რომ იგი წყვეტდა დევნას, რადგან ჟანგბადის მარაგი უთავდებოდა. ეს მისი უკანასკნელი გზავნილი იყო. 16:00 წუთზე “ფ-51” რადარებიდან გაქრა.

საბოლოო ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა. ავია ექსპერტები კილომეტრის რადიუსში ეძებდნენ აპარატის ნამსხვრევებს. სამხედროების მცდელობამ დაღუპული პილოტის გვამი ეპოვათ, უშედეგოდ ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ საძიებელი სამუშაოები რამდენიმე დღეს გაგრძელდა მაშველებმა ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს.

ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, აშშ-ს საომარმა ძალებმა 1950 წელს პროექტი “სოუსერ” (თეფში) შეიმუშავეს, რომლის დანიშნულება უცნობი საფრენი აპარატებთან ( ე.წ. “მფრინავ თეფშებთან”) დაკავშირებული ინფორმაციის შეკრება და ფაქტების ფიქსაცია იყო. პროექტის პასუხისმგებელ პირად დევიდ ფორესტალი დაინიშნა. ეს პიროვნება თავდაცვის სამინისტროში მდივნად მუშაობდა. (იგი შემდეგ საიდუმლო ვითარებაში უკვალოდ გაუჩინარდა.)

პირველი პროექტის წარუმატებლობის გამო, ერთ წელიწადში 1951 წელს შემუშავდა, შეიქმნა მორიგი პროექტი სახელწოდებით -“ბლუ ბოოქს” (ლუჯი წიგნი), პროექტზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ჯო ედუარდ სისელტა. რომელიც ამ პოსტზე 1953 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.

1969 წელს 17 დეკემბერს, საჰაერო ჯგუფების კვლევის კომიტეტმა, რომელიც ქალაქ დეაციანში (ოჰაიოს შტატი) მდებარეობდა, პროექტი სახელწოდებით “ლურჯი წიგნი დახურულად გამოაცხადა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამოუცნობი ობიექტების ფენომენის მკვლევარის ედუარდ კონდომის მიერ დაიდო დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო: “მოვლენის ირგვლივ წარმოდგენილი მასალების მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ აღნიშნულ მომენტში საქმე გვქონდა, მხოლოდ ილუზიასთან და არა რეალურ ფაქტებთან და რომ არანაირი ე.წ. “მფრინავი თეფშები” არ არსებობენ”.

თუმცა არც ისე მარტივად იყო საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. თავდაპირველი პროექტი სინამდვილეში იმის გამო შეწყდა, რომ ედუარდ ფონ რაპლეტმა კონფიდენციალური წერილი მიიღო ცენტრიდან, სადაც ეწერა, რომ კვლევის ფორმატი უნდა შეცვლილიყო და მას საიდუმლო ხასიათი უნდა მიეღო, კვლევის შედეგებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არ უნდა გაეჟონა, რადგან ასეთი ცნობა ხიფათის შემცველი იყო.

ამერიკის თავდაცვის და უსაფრთხოების სამსახური მსგავს გამოცდილებას უკვე ფლობდა. იგი 1938 წლის 30 ოქტომბერს მოხდა, მაშინ როცა რადიოში ცნობილი ფანტასტის ჰერბერტ უელსის ნაწარმოების “სამყაროთა ომის” რადიო დადგმის ტრანსლაცია მიმდინარეობდა, ათობით ამერიკელი გულის შეტევით დაიღუპა. ამ ტრაგედიის ინსპირატორად დასახელდა ვინმე ორსონ ველზლი, ჟურნალისტი ვინც ეს თემა რადიოდადგმაში გაათამაშა.

ამ სფეროს გასაიდუმლოებაში, საბოლოო და გადამწყვეტი ნაბიჯი 1953 წლის 12 იანვარს გადაიდგა. პენტაგონში შედგა საიდუმლო შეკრება, რომელზეც მიწვეული იყვნენ ამერიკელი ექსპერტები და მეცნიერები, შეხვედრა ცნობილი იყო სახელწოდებით “დიდი ჟიური”.

სხდომა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის პროფესორს, დოქტორ აზიექს რობერტსონს მიჰყავდა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ბერკლის უნივერსიტეტის, ლორენცის სახელობის ლაბორატორიის პროფესორი, ლუის ალვარესი, 1968 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ფიზიკის დარგში. პროფესორები ტორნსინგტონიდან: ლლოიდ. ვ.ტერენესი, სამუელ გოლდსმიტი, ბრიგადის გენერალი ჰარლანდი, ბატონები, მარშალ ჰედვილი და რაფაელ კლარკი ცენტრალური სადაზვერვო განყოფილებიდან და ასევე “ცრუ”ს მეცნიერ მრჩეველი, პროფესორი ალენ ჰაინეკი.

შეკრების შემდეგ “დიდმა ჟიურიმ” და მთავარმა კომიტეტმა აშშ-ს საჰაერო ძალების მაღალ ჩინოსნებთან ერთად შემდეგი დასკვნა მოამზადა:

1. ყველა ის შეტყობინება, რაც უკავშირდება ე.წ “მფრინავ თეფშებს” შეგვიძლია ბუნებრივ გამოვლინებად ჩავთვალოთ.
2. აღნიშნული თემის ირგვლივ არსებული მწირი ინფორმაციის გამო, საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.
3. ე.წ. “მფრინავი თეფშები” სინამდვილეში არსებობენ! შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ისინი არამიწიერი ტექნოლოგიებით შექმნილ საფრენ აპარატებს წარმოადგენენ.

ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მთავარი კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა დოუელ ფორესტმა, რომელიც სპეციალურად სწავლობდა ამოუცნობი საფრენი აპარატების მანევრირებას, წარმოადგინა დასკვნა, სადაც იგი აღნიშნავდა: ეჭვგარეშეა, რომ ეს უცნობი ობიექტები არამიწიერი ტექნოლოგიების გამოყენებით უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილი. მომდევნო დამამტკიცებელი შეხვედრისთვის უნდა მომზადებულიყო დამატებითი ინფორმაცია, რის შემდეგაც კომიტეტის მიერ საბოლოო დასკვნა უნდა დადებულიყო. ამ დოკუმენტში მოვლენის მიმართ ქვეყნის პოლიტიკური დამოკიდებულება უნდა განსაზღვრულიყო, მაგრამ აქ საქმეში (“ცრუ”)- ცენტრალური სადაზვერვო განყოფილება ჩაერია, მათ კატეგორიულად მოითხოვეს, რომ შემდეგი სხდომისთვის ნებისმიერი ახალი ინფორმაცია საიდუმლო გრიფით შემოსულიყო. სამხედრო, სახმელეთო და საჰაერო ბაზებს, ამ მიმართულებით ყველა ინფორმაცია უნდა ჩაეხშოთ, ისე რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ამაზე ვერაფერი შეეტყოთ. მათი მხრიდან ასეთი კატეგორიული მოთხოვნა, იმ მოტივით გამართლდა, რომ ამ დროს მსოფლიოში კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკებს შორის დაპირისპირება იყო, მიმდინარეობდა ე.წ. “ცივი ომი”.

თუმცა ამავე პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, კერძოდ 1947 წელს როზუელის უდაბნოში ჩამოვარდნილი ამოუცნობი ობიექტის შესახებ. სადაც იუწყებოდნენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებში მოსამსახურე სამხედრომ ჩამოვარდნილი “ამოუცნობი მფრინავი ობიექტის” ნამსხვრევები აღმოაჩინა.

ავარია როზუელის უდაბნოში მოხდა (ნიუ მექსიკოს შტატი) ამ მოვლენის გამოძიება “ფბრ”-ს წარმომადგენელმა ჯეიმს მარკელმა და გენერალმა რანკმა დაიწყეს. ჟურნალისტების მიეწოდათ ინფორმაცია, რომ სინამდვილეში საქმე ეხებოდა საჰაერო ზონდის ჩამოვარდნის შედეგად ადგილზე გაფანტულ ნამსხვრევებს, რომელიც შეცდომით ავარიის შედეგად ჩამოვარდნილ ამოუცნობ მფრინავ ობიექტად ჩათვალეს.

ამ მოვლენის დაფიქსირების შემდეგ, ავიაგამანადგურებელი ბომბდამშენი ვ-29, საიდუმლო მისიით გაფრინდა როზუელის მიმართულებით, მას თან ახლდა საჰაერო ესკორტი, რომლის დახმარებითაც თითქოს, მათ შემთხვევის ადგილიდან დამსხვრეული აპარატის ნაწილები და დაღუპული პილოტების გვამები გადაიტანეს.

1980 წელს ამერიკაში გამოვიდა კინოფილმი სახელწოდებით “ანგარ-18” რომლის სცენარიც ამ მოვლენების მიხედვით იყო დაწერილი. ფილმის სიუჟეტი, ეხება ამერიკაში მიმდინარე მოვლენას სადაც ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს სახელმწიფოსთვის ხიფათის შემცველი ინფორმაციის ნეიტრალიზებას, იმ ცნობის გაბათილებას, რაც ამოუცნობ ობიექტებს ეხებოდა.

ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ უკავშირდება ეს თემა მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკების პოლიტიკურ მანიპულაციებს, რაც საზოგადოებრივი აზრის ამ მოვლენების მიმართ დადებით თუ უარყოფით განწყობის შექმნაში გამოიხატება. ჩემი აზრით, ასეთივე მოვლენასთან უნდა გვქონოდა საქმე, როზუელის ფენომენის შემთხვევაში.

ამ დახურულ თემასთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ მასმედიაში მაინც გაჟონა, კერძოდ, ტელევიზიით ნაჩვენები იქნა წერილები. სადაც აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალები შეტყობინებას უგზავნის უმაღლეს მთავარსარდლობას. ეს ტექსტი “ფბრ-ს იმ დროინდელ ხელმძღვანელ ედგარ სომერსს უკავშირდება, მასალების მიხედვით იგი მთავარსარდლობისგან ეკიპაჟის დაღუპული წევრების ჩვენებას მოითხოვს, რაზეც მას უარს ეუბნებიან.

“ამოუცნობი მფრინავი ობიექტების” ირგვლივ მსჯელობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ზოგიერთი მკვლევარი და მეცნიერი თვლიდა, რომ ინფორმაცია “ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ შესახებ უწყვეტად გასდევდა კაცობრიობის განვითარების ისტორიას და რომ ეს არ იყო დროში შეზღუდული მოვლენა, ამ თემაზე სტატიები გამოაქვეყნეს არქეოლოგებმა, ანთროპოლოგებმა, ზოგიერთი ავტორი როგორებიც არიან, პეტრო კოლეზიმო, ერიხ ფონ დენიკენი, სერჟო ციცენი, ლუი პანვალესი, ჟაკ ბერჟე და მათ შორის “ნასას” კონსულტანტი ზახარია სიჩინი, საჭიროდ თვლიდნენ, რომ საზოგადოებისთვის აუცილებლად უნდა წარმოედგინათ არქეოლოგიური აღმოჩენებით დაფიქსირებული საერთო სურათი, რომელიც ამოუცნობ საფრენ აპარატებს შეეხებოდა. საჯარო უნდა გამხდარიყო ინფორმაცია ამოუცნობი საფრენი ხომალდების შესახებ, რომელიც იტყობინებოდა რომ ცნობები იდუმალი ობიექტების შესახებ, დიდი ხანია არსებობდა მატიანეებში და პოპულარულ წიგნებში, რომ მოვლენას, რომელმაც ასეთი წინააღმდეგობა შექმნა თანამედროვე მეცნიერებში, ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს.

გაბატონებული სისტემის მხრიდან, არამიწიერი ცივილიზაციების ფენომენის დაფარულ რეჟიმში დატოვება და მოვლენის მიმართ ასეთი მიდგომის გამართლების ერთერთი ვერსია შემდეგში მდგომარეობს: დღევანდელი მსოფლიო მზად არაა იმისთვის, რომ იმ თემის ირგვლივ არსებული, უტყუარი ინფორმაცია მიიღოს! ოფიციოზი თვლის, რომ ამ ფაქტების გახმაურებით მსოფლიო შოკირებული დარჩება.

დღეს არსებობენ ჯგუფები, ვინც ამოუცნობი ობიექტების წარმოშობის მიზეზებს არკვევს, ეძებს იმ დამადასტურებელ ფაქტებს, რაც მათი აზრით საბოლოო და ქმედითი იქნება. რაც არ უნდა გასაკვირი იყო მიუხედავად ამისა, გვაქვს გაურკვეველი სიტუაცია, როცა მოვლენის უამრავი თვითმხილველი არსებობს, მაგრამ რატომღაც, არავის არ გააჩნია მათი სინამდვილის დამადასტურებელი, უტყუარი ფაქტი.

გაბატონებული სისტემის მხრიდან, რაიმე მცდელობა ამ გაურკვევლობაში სიცხადის შეტანისა არ დაიკვირვება, უფრო მეტიც, ამის საპირისპიროდ, ოფიციოზის მიერ მიმდინარეობს ამ თემით მანიპულაცია და მსგავსი შემთხვევების ფილტრაცია. საინფორმაციო საშუალებებით გასულ ნიუსებში, ხშირად ჩნდება ინფორმაცია, სადაც იკვეთება ცენზურა და მოვლენის მიმართ ქმედითი თავდაცვითი ბერკეტების არსებობა.

ამ დამცავი მექანიზმების ამამოქმედებელთა მიზანია, მუდმივ კონტროლში ჰყავდეთ მასობრივი მედიის საშუალებები, რომ მათთვის მიუღებელმა ინფორმაციამ სადმე არ გაჟონოს.

თანამედროვე სახელმწიფოების მთავრობის სახით უახლეს ისტორიაში ვლინდება, პოლიტიკური და ეკონომიური ბერკეტების გამოყენებით ძალაუფლების მქონე ელიტის ზეგავლენა სოციუმზე და მისი სპეციფიკური მართვა, რაც უმთავრესად მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, ამ მეთოდით ხდება ადამიანებზე ღია, თუ ფარული მანიპულირება.

ასე და ამგვარად, ჩვენ და სხვებმაც, ვიცით მხოლოდ ის, რასაც ზემდგომი, მმართველი ძალები ჩათვლიან საჭიროდ, რომ უნდა ვიცოდეთ.

ისტორიული გამოცდილება, ამ პოზიციას უფრო გვიმტკიცებს. ყოველი ინფორმაცია, ცოდნა რომელიც უთანხმოებას წარმოქმნის სისტემასთან და არგუმენტებს ქმნის ჭეშმარიტების სასარგებლოდ, ან იძლევა შანსს, სისტემის მიერ დაკანონებული წესების რეფორმირებისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არსებული ცენზურის მიერ იბლოკება და იგი ხალხს არ მიეწოდება.

ასე, რომ ის ინფორმაცია, რაც გაბატონებულ სისტემას დაემუქრება, მუდმივად დამალული იქნება ხალხთა გონებისთვის. მას-მედიის საშუალებებით კი უმეტესად იმის პროპაგანდა და გადაცემა მოხდება, რაც სისტემის სიძლიერეს განამტკიცებს, მასის მართვას გააუმჯობესებს და გააადვილებს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ზემოთ აღნიშნული ამერიკული (და არა მხოლოდ ამერიკული) პროექტები სინამდვილეში ამოუცნობი ობიექტების არსებობის დადგენას და მათ შესახებ არსებული სიმართლის ხალხისთვის გაცნობას არ ემსახურებოდა!

ამ ჯგუფებს, რომელიც სპეცსამსახურების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, ევალებოდათ აღმოჩენილი ხომალდების წარმოშობისა და ტექნიკური მახასიათებლების გაგება. სამხედრო ექსპერტებს უნდა მოეხდინათ ამ აპარატების იდენტიფიკაცია, გაერკვიათ იყო თუ არა ეს ხომალდი სინამდვილეში მტრული ქვეყნის მიერ შექმნილი ახალი იარაღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა რომ ამოუცნობი ობიექტები არამიწიერი ცივილიზაციის მიერაა შექმნილი ეს ხალხისთვის დაემალათ, ან დეზინფორმაცია გაევრცელებინათ.

სამხედრო ძალებმა თავიანთ ჯგუფებში გაავრცელეს ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იმ შემთხვევაში თუ შეიტყობდნენ, რომ ვინმე მსგავსი ფენომენის მოწმე გახდა.

საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა დაკავშირდებოდნენ ამ პირს და მისთვის უნდა შთაეგონებინათ, (ან უკიდურეს შემთხვევაში დაეშინებინათ), რომ მომხდარი მოვლენის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ქვეყნის მიერ წარმოებულ პოლიტიკას და სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

ის იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები, რაც შეიძლება დედამიწაზე “დაუპატიჟებელი სტუმრების” გამოჩენამ გამოიწვიოს, ძალიან აფრთხობს და აფორიაქებს გაბატონებულ ძალებს. ეთნიკურ, რასობრივ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ ჯგუფებად დაყოფილ სახელმწიფოებს და ისეთ მსოფლიოს, როგორიც ჩვენია, არამიწიერი ცივილიზაციების გამოცხადება, რევოლუციად მოევლინება. მათ ხომ არანაირად არ აწყობთ, იმ ძალის გამოჩენა, რომელიც შესწორებას შეიტანს მართვის დომინირებულ ფორმაში. ცვლილებებს მოახდენს არსებულ მძიმე რეალობაზე. გააბათილებს, იმ ცრუ იდეებს, რაც გაბატონებულმა სისტემამ ხალხს თავზე მოახვია და გამოასწორებს გარემოს, სადაც მმართველი ელიტის მიერ გაბითურებული ადამიანებია მოქცეული.

გასაგებია, რომ პრივილეგირებულ და ქვეყნის სათავეში მოქცეულ ძალებს არ სურთ ხელში ჩაგდებული ძალაუფლების დაკარგვა, ისინი თუნდაც იმისთვის არ გაირჯებიან, რომ ეს მოქმედება შეიძლება კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს. ამ დომინირებულ სისტემას აწყობს, რომ ქვეყანაში გაუგებრობა, გაურკვევლობა და სიბნელე შენარჩუნდეს, რადგან ასეთ ვითარებაში მყოფი ხალხი, ოფიციოზის მიმართ უპრეტენზიო და უმოქმედო დარჩება, დაიჯერებს ათას სიცრუეს და ადვილად დაემორჩილება გაბატონებული სისტემის კაპრიზებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებია, სწორედ იმის მიზეზი, თუ რატომაა უცხო ცივილიზაციების თემა დღეს ასე ბუნდოვანი და გაურკვეველი. ჩვენს სინამდვილეში ცხადია არავის არ აწყობს იმის აღიარება, რომ ჩვენი პატარა სამყაროს მიღმა სხვა არამიწიერი ცივილიზაციები არსებობენ. რომელთა რწმენას, ეთიკას და ჭეშმარიტების გაგებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და რომლის მიხედვითაც ვცხოვრობთ.

მსოფლიოში ცნობილი პირები, ვინც ამ სფეროს იკვლევს და მასალებს აგროვებს, წესით და რიგით სხვებთან შედარებით უფრო გასაგებ და მკაფიო პოზიციას უნდა იკავებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ არც ისინი არიან გარეშე ძალების მანიპულაციისგან თავისუფალი, მეტ-ნაკლებ დეზინფორმაციას ისინიც ავრცელებენ.

უკეთეს შემთხვევაში ეს ადამიანები, ამ სფეროში საკუთარი თეორიების გამყარებას ცდილობენ როცა აღიარებენ დედამიწის გარეთ სიცოცხლის არსებობას.

საოცარი ისაა, რომ მიუხედავად ამისა არცერთი მათგანი არ აცხადებს, რომ აუცილებელია მათთან კონტაქტზე გასვლა.

უმეტესობა, უცხოპლანეტელების არსებობას ბელეტრისტიკის სფეროს მიაკუთვნებს. მათთვის ეს ეს უფრო გართობის ან ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებელი საგანია.

ზოგიერთი მკვლევარი როცა თავის აღმოჩენაზე ან უცხო ცივილიზაციებთან ურთიერთობის შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე, ინფორმაციას ავრცელებს, სინამდვილეში ამ ფანტასტიკურ ამბავზე საუბრით პირადი პოპულარობის გაზრდას და ამ თემით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

საზოგადოების განწყობა ამ მოვლენის ირგვლივ საკმაოდ ნეგატიურია, ნებისმიერი პირი მსგავსი ინფორმაციის გაგებისთანავე მზადაა აგრესიულად დაგესხას თავს.

ასეთი პიროვნებების სახით სოციუმში წარმოჩნდებიან ე.წ. “თანამედროვე ინკვიზიტორები”,ვისაც “წმინდა ძალისგან” თითქოსდა მიღებული აქვს ვალდებულება, წინ აღუდგეს ამ უწმინდურებას და დაიცვას ხალხი ასეთი საცდუნებლისგან.

აქვე მინდა ვთქვა, რომ არსებობს ადამიანთა, ძალიან მცირე ნაწილი, ვინც პატიოსნად ცდილობს საქმის ვითარებაში გარკვევას, ცდილობს როგორმე გაარღვიოს და გააბათილოს გაბატონებული სისტემის მიერ ამ თემის ირგვლივ შექმნილი სტერეოტიპები და გამოააშკარაოს მათი მაქინაციები. მაგრამ საუბედუროდ, ამ ბარიერების გადალახვა და იმ სიცრუის საფარველის ჩამოხსნა, რაც დღემდე აქვს ამ თემას ჩამოფარებული ძალიან რთულია. მათი მცდელობა, რა თქმა უნდა პატივისცემის ღირსია, მაგრამ ეს კონტინგენტი, მიუხედავად იმისა, რომ უკეთეს პოზიციებზე დგას, მაინც აკლიათ იმის რწმენა, რომ ადრე თუ გვიან მათი საქმიანობა წარმატებით დაგვირგვინდება. ეს ხალხი აწყობს ექსპედიციებს, აგროვებს მასალებს, აფიქსირებს ფენომენის დამადასტურებელ ფაქტებს, თვითმხილველებთან ინტერვიუებს იწერს ფირზე, აკეთებს მოხსენებებს სხვადასხვა შეკრებაზე, თუ სემინარებზე, თან ამის პარალელურად იგი ცნობილი მკვლევარის სტატუსსაც იძენს. მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ ეს კონტინგენტიც აუცილებელ ცენზურას ემორჩილება, რომელიც გაბატონებული სისტემის ეგოცენტრული ინტერესების დასაცავადაა, ღიად თუ ფარულად ამოქმედებული. დასანანია, რომ მათი პოზიციები და დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ, არამყარია. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, იმას, რომ კონკრეტული მკვლევარები, ჯერ კიდევ შორს დგანან იმ დონიდან, რაც მართლა მიზანმიმართულ და კეთილსინდისიერ კვლევას სჭირდება.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მათზე, ვინც ამ სფეროს კარგად იყენებს პირადი გამორჩენისთვის. ეს ორგანიზაციები თუ კერძო პირები, ამ სფეროს ტრადიციულ ჩარჩოებში აქცევენ და მას როგორც ერთ-ერთ მეცნიერულ მსოფლმხედველობას ისე ასაღებენ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თავიანთი პირადი ინტერესების სასარგებლოდ, ეს ადამიანები ხალხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან. ეს ჯგუფები დაკავშირებულნი არიან გარკვეულ საიდუმლო სამსახურებთან, რომელთა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ არამიწიერი ცივილიზაციების მხრიდან მიღებული ცოდნით, მათი მაღალი ტექნოლოგიების ხელში ჩაგდებით, ან მეცნიერული შესწავლით ხალხის მასაზე მანიპულირება მოახდინონ. ზოგიერთი იმასაც კი ბედავს, რომ თავს ისეთ კონტაქტიორად ასაღებს, ვინც თითქოს ხელში ჩაიგდო “ახალი ტექნიკური საშუალება” და ცდილობს იგი რომელიმე კერძო, ან სახელმწიფო ინსტიტუტებს მიჰყიდოს.

გასაგებია, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში არსებული საიდუმლო ორგანიზაციების მიზანია რომ უცხოპლანეტელთა ზე ახალი ტექნოლოგიების დაუფლებით, აიმაღლონ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დონე, ხელში ჩაიგდონ უახლესი იარაღი, შეიძინონ ის ძალა, რაც მათ ქვეყანას სხვებთან შედარებით აშკარა სამხედრო უპირატესობას მიანიჭებს.

ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში ასეთი სამარცხვინო პოზიციების მქონეთ, რას უნდა ველოდოთ? განა მხოლოდ ტექნიკური პროგრესია იგი, რაც გარე ცივილიზაციებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ? ჩვენ კი სამაგიეროდ რას ვთავაზობთ მათ? მივაღწიეთ კი ჩვენ სიმწიფის იმ დონეს, რომ გავიგოთ და მივიღოთ ის, რაც მათ სურთ გადმოგვცენ?




Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Feb 7 2011, 11:56 AM
Post #44


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გთავაზობთ ჰუმანოიდების გარეგნობის ამსახველ ილუსტრაციებს ხუან ხოსე ბენიტესის წიგნიდან "ამო. სოს. კაცობრიობას" ილუსტრაციების ავტორია კარლოს რობერტო პაზ ველზი

Go to the top of the page
 
+Quote Post
cerBERus
post Feb 8 2011, 04:36 AM
Post #45


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 232
Joined: 28-November 09
From: ASGARD
Member No.: 6,083

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ შეგიძლია დადე ეგ წიგნი ძალიან მაინტერესებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Feb 9 2011, 12:07 PM
Post #46


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა












ეს წიგნი ესპანურად მაქვს "შემიძლია რამდენიმე თავი გადავთარგმნო, თუ გსურთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Legatus
post Feb 9 2011, 10:13 PM
Post #47


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 46
Joined: 5-November 10
Member No.: 6,299

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი, თუ ძალიან არ შეწუხდებით. smile.gif ძალიან საინტერესოა. smile.gif

წიგნი სხვა ენაზე რუსულად ან ინგლისურად არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Feb 10 2011, 02:06 PM
Post #48


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს წიგნი, არც ინგლისურად და არც რუსულად არსად არ დევს, ჩემი მწირი ესპანურით რამეს მოვახერხებ.

მანამდე ისევ ეს ნახეთ

. . . აგვისტოს დადგომამ ახალი მნიშვნელოვანი გამოცდილებები მოიტანა, ზეციური ხომალდები ჩვენს შორიახლოს ზეცაში გამოჩნდნენ მართალია მათ ახლო კონტაქტი არ უცდიათ, მაგრამ დღე ისე არ გავიდოდა, რომ რომელიმე ჩვენგანს ცაში მათი მოძრაობა არ შეემჩნია. ერთი ხომალდი იმ ადგილზეც დავინახეთ სადაც ჩვენი პირველი შეხვედრა მოხდა.

მალე ჩემმა ძმამ მიიღო შეტყობინება, ჯგუფური კონტაქტის მომზადების შესახებ. იგი 3 აგვისტოს შაბათს უნდა შემდგარიყო ჩილკას დიუნებში. შეხვედრისთვის ხუთი ადამიანი შეირჩა.

მოწვევამ გაგვახარა. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის შესახებ არავისთვის არ გვეთქვა. თუ ვინმე გვკითხავდა, ვეტყოდით, რომ ეს ჩვენი ჩვეულებრივი გასეირნება იყო ქალაქგარეთ. ვფიქრობდით რომ ამ კონტაქტს სხვა სახე ექნებოდა, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმა ვერ ვხვდებოდით. შეიძლება სხვა სამყაროში გადასვლა მომხდარიყო როგორც ადრე, ან უშუალო პირისპირ შეხვედრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერად ჩვენი ურთიერთობის სახე შეიცვლებოდა, მაგრამ როგორ და რა მიზნით ეს არ ვიცოდით.

შაბათი დღეც დადგა, ჩვენი ჯგუფი დათქმულ ადგილას, დიუნებში მდებარე ე.წ. “მაინას შახტის” მიმართულებით გაემართა. იქ მისულები წრეზე დავსხედით და უცხოპლანეტელების გამოჩენას მოთმინებით დავუწყეთ ლოდინი. გიდების მხრიდან ახალი ინსტრუქციის მიღებას ვუცდიდით.

მიტომ, ზეცაში ორი მანათობელი ობიექტი შეამჩნია და მათკენ მიგვითითა. ეს ობიექტები შახტის თავზე გაჩერდნენ. თითქოს რაღაცა ძალამ გვიბიძგაო მათ დანახვაზე ფეხზე წამოვხტით და ხომალდებს მივაშტერდით. რამდენიმე წუთში ჩემმა ძმამ ოქსალქისგან ინსტრუქცია მიიღო, რომლის მიხედვით ეს ადგილი უნდა დაგვეტოვებინა და სხვადასხვა მიმართულებით უნდა წავსულიყავით, მითითების თანახმად სიქსტოს და მიტოს ცალკე, პაკოსაც და ხუანსაც ცალკე, მარტო მხოლოდ მე უნდა მემოძრავა.

ინსტრუქციის მიხედვით დავწყვილდით და ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ, მღელვარების მიუხედავად ვიმედოვნებდი, რომ საშიში და ცუდი არაფერი გველოდა. ეს გრძნობა ძალას გვმატებდა.

მე ძველი გზით წავედი იმ მიმართულებით, რომელმაც ქსენდრასთან მიმიყვანა და რომლის საშუალებითაც პლანეტა „ილუმენზე“ მოვხვდი.

დანიშნულების ადგილისაკენ. ოდნავ დაძაბული მივაბიჯებდი. გორაკს მივუახლოვდი ზევით ავედი და ძირს გადავიხედე, აქედან კარგად მოჩანდა ჩემი მეგობრების მოძრაობა, მიუხედავად იმასა რომ უკვე დაღამებული იყო მათ მიერ ანთებული ფარნის შუქი მაინც შესამჩნევი იყო ფანრები ციცინათელებვით ციმციმებდნენ

როგორც იქნა მთის მწვერვალს მივაღწიე, ზუსტად იმ ადგილას გავჩერდი სადაც გოდარმა სივრცითი კარები გახსნა. სულის მოსათქმელად ჩამოვჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე. ღამის ცაზე ხომალდები ისევ მოჩანდნენ. მოულოდნელად ერთი მათგანი ჩემი ძმის მიმართულებით გადაადგილდა მეორე კი ჩემგან ორი კილომეტრის მოშორებით მიწაზე დაეშვა.

ეს საფრენი აპარატი, ჩემს მიერ აქამდე ნანახ ხომალდებისგან განსხვავდებოდა მას უცნაური ფორმა ჰქონდა. რამდენიმე სეგმენტად დაყოფილ ზედაპირს, კონუსისებრი საფუძველი ჰქონდა, ერთი შეხედვით იგი უზარმაზარ ზარს მოგაგონებდათ. ორი დიდი რგოლი ერთმანეთზე იყო დამაგრებული, ცენტრში კი ცილინდრის ფორმის კოშკისებური კორპუსი იყო.

ხომალდს რამდენიმე განათებული ილუმინატორი და ასევე განათებული თაღი ჰქონდა. მიწაზე დაშვებისას, დიდი ცილინდრის ფორმის კორპუსს შედარებით მომცრო ზომის ცილინდრი გამოეყო და გიროსკოპული მოძრაობით მიწაზე გადაადგილდა. თავიდან იგი ამ ხომალდიდან ჩამოშვებული მოდული მეგონა, თუმცა როცა ის მოახლოვდა მივხვდი რომ ეს ლიფტის მსგავსი მოწყობილობა იყო.

ხომალდი უხმოდ ლივლივებდა ჰაერში, ხომალდიდან ძირს პლატფორმა იყო ჩამოშვებული, აპარატს აშკარად ეტყობოდა გარე განათება, კორპუსზე ანთებული ნათურები ათასფერად ციმციმებდნენ, ობიექტი ხმას არ გამოსცემდა. გული დამწყდა რომ ამ გრანდიოზულ სანახაობას ჩემი მეგობრები არ ესწრებოდნენ.

გონებაში გოდარის ხმა ჩამესმა, რომელიც ხომალდთან მიახლოვებას მთხოვდა. შევყოყმანდი, მარტო ვიყავი და ცოტა არ იყოს მეშინოდა, როგორც იქნა ხომალდისკენ გავემართე.

ობიექტს რომ მივუახლოვდი ფეხები დამიმძიმდა და ნაბიჯების გადადგმა გამიძნელდა, ხომალდის გამოსახულება გაბუნდოვანდა; დაღლილობამ მთლიანად მომიცვა, დიდი ძალისხმევით როგორც იქნა ხომალდიდან ჩამოშვებულ ლიფტის ფორმის ცილინდრს მივაღწიე, ლიფტის კარი გაიღო, მივიღე ბრძანება, რომ შიგ შევსულიყავი, დაღლილობის მიუხედავად თავს ძალა დავატანე და სათავსოში შევედი; შემდეგ რა მოხდა აღარ მახსოვს. უცაბედად გონება დავკარგე.

ამ დროს სიქსტო და მიტოც მფრინავ ობიექტს წააწყდნენ, რომელიც გორაკის უკან დაეშვა, შორიდანაც კარგად მოსჩანდა მისი ფორმები, იგი 60 მეტრზე დიდი ზომის და ოვალური ფორმისა იყო. უცბად მათ წინ საიდანღაც ორი ჰუმანოიდი გაჩნდა. ისინი სიმაღლით ორ მეტრამდე იქნებოდნენ, ტანთ მოთხილამურის ფორმის მსგავსი კომბინეზონები ემოსათ, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვათ ხოლო წელზე ფართო სარტყელი ერტყათ. ქერა, თითქმის თეთრი თმა მხრებამდე ჰქონდათ დაშვებული. ჩემი მეგობრები უძრავად იდგნენ და ამ სიურპრიზს გაკვირვებული უცქერდნენ.

ერთმა მათგანმა გაშლილი ხელი მაღლა აღმართა. ეს ჟესტი იმას ნიშნავდა, რომ საშიშია აქ არაფერი იყო. სიქსტომ და მიტომ ტელეპატიური გზით მიიღეს შეტყობინება, რომ შემდეგი შეხვედრის ადგილი უნდა შეცვლილიყო, ამისთვის უფრო შორს მდებარე ტერიტორია უნდა აგვერჩია, რადგან ჩვენსა და მათ შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყებოდა. მათი აზრით, უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ჩვენს ჯგუფს ენახა ის საიდუმლო ადგილი, რომელიც კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ დაფარული იყო. ჯგუფი უნდა გასცნობოდა ისტორიას, რომელსაც ადამიანის ეგოისტური მოტივებით გამოწვეული დამახინჯება და გამრუდება არ განუცდია, არ დამჩნევია დოგმების, პირადი ინტერესებისთვის ბრძოლისა და სხვა უარყოფითი ზეგავლენის კვალი, ისტორიას, რომელიც ემყარება რეალურ ფაქტებს, კაცობრიობის წარმატებასა და წარუმატებლობას, “ზეციდან მოსული ღმერთების” ვიზიტებს და მათი სწავლების მნიშვნელობას.

ამ ცოდნის შესხებ, ჯერ არავინ იცის. მისი მდებარეობა ათასწლეულების განმავლობაში საიდუმლოს წარმოადგენდა. ეს ადგილი საიმედოდაა დაცული, ჰუმანოიდების მიერ დანიშნული ადამიანებით, რომლებიც “დაკარგული ჭეშმარიტების“ მცველებად იწოდებიან.

უცხოპლანეტელებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი ახალი შეხვედრა მარკოხუასის მაღლობზე შედგებოდა, ცენტრალური ანდების ტერიტორიაზე, ლიმას მახლობელ მიდამოებში. მათი აზრით, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ჩვენი მომავალი მოღვაწეობისათვის, იგი ჩვენი კომუნიკაციის დონეს აამაღლებდა და მოწოდებულ ცოდნას უფრო დეტალურს გახდიდა.

თავდაპირველი შეხვედრები “მაინის შახტაში” იმიტომ ხდებოდა, რომ ეს ტერიტორია, წყნარი ოკეანის ფსკერზე მდებარე კოსმიური ხომალდების ბაზასთან ახლოს მდებარეობდა. კიდევ ის, რომ საწყის ეტაპზე ჩვენთვის ასე სჯობდა.
სიქსტოს და მიტოს უცხოპლანეტელებმა უთხრეს, რომ ობიექტური მიზეზების გამო ისინი მათ ხომალდზე ვერ მოხვდებოდნენ, ამის საშუალება მომავალში აუცილებლად მიეცემოდათ.

უცხოპლანეტელებმა ისაც აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეცნობიერში მათ ის ინფორმაცია ჩადეს, რაც საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ცნობიერებას მიაღწევდა. ამ სიტყვები დამთავრების შემდეგ ისინი ბიჭებს დაემშვიდობნენ და უკან ხომალდში შევიდნენ.

სიქსტო და მიტო უძრავად იდგნენ და უცქერდნენ, როგორ მოწყდა ხომალდი დედამიწას და ზეცაში გაფრინდა. რამდენიმე წუთში ყველაფერი დამთავრდა. “ღამეული რანდევუს” შემდეგ ორივე უკან, ბანკში დაბრუნდა.

თანდათან გონზე მოვედი და დავიწყე იმის გახსენება, თუ რა გადამხდა თავს. კოსმიური ხომალდი გამახსენდა ისიც მახსოვდა რომ ჰიპნოზურ ტრანსში ჩავვარდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ხომალდი ჩემს მოძრაობას აკონტროლებდა. შემდეგ კი მასში აღმოვჩნდი. მივხვდი რომ ეს ობიექტი ჩემზე ზემოქმედებას ახდენდა მაგრამ როგორ და რა საშუალებით ვერ გამეგო. ხოლო ის თუ რა მოხდა იქ ხომალდში ჩემი შესვლის შემდეგ ვეღარ გავიხსენე. გონებაში წამიერად გამიელვა ადამიანის ფიგურამ, რომელსაც იქ შევხვდი. ეს იყო მაღალი, ღია წაბლისფერი, თითქმის ქერათმიანი, საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი, სულში ჩამწვდომი ლურჯი თვალებით და ელეგანტური წვერ-ულვაშით. მისი გარეგნობა საიდანღაც მეცნობოდა. იგი ძალიან ჰგავდა აპუზე ნანახ სკულპტურას. რატომ მოვხვდი ამ ხომალდში? რეალურად რა გადამხდა თავს ჩემთვის გაურკვეველი დარჩა.

რა ვიცოდი მაშინ, რომ სინამდვილეს იმაზე, რაც იქ მოხდა ერთი წლის შემდეგ გავიგებდი.

ცოტა ხანში თავი უკეთესად ვიგრძენი და შეხვედრის ადგილისკენ გავემგზავრე.

ადგილზე მისულს ჩემმა ძმამ დიდი ენთუზიაზმით მომიყვა უცხოპლანეტელების შეტყობინება. პაკოც და ხუანიც აღელვებული იყვნენ, მათაც განაცხადეს, რომ ძალიან ახლოს იხილეს კოსმიური ხომალდი. მე ჩემი გამოცდილება მოვუყევი, ის თუ როგორ დავკარგე გონება და ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფი როგორ მოვხვდი ხომალდში, აღმოჩნდა რომ პაკოსაც და ხუანსაც მსგავსი მდგომარეობა ჰქონიათ მაშინ, როცა მათთან კონტაქტში უცხოპლანეტელთა ჰოლოგრამული პროექცია შევიდა. ერთმანეთს ღამეული შთაბეჭდილებები გავუზიარეთ და გადავწყვიტეთ ახალი შეხვედრისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. საბედნიეროდ არდადეგები იწყებოდა და ამ შეხვედრის მოსაწყობად მეტი დრო გვექნებოდა.

სიქსტომ ოქსალქისგან მიიღო შეტყობინება, რომ შეხვედრა 19 აგვისტოს შაბათს უნდა შემდგარიყო და ეს შეხვედრა რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა. ამ სპეციალურად დაგეგმილ შეხვედრაზე ყველა ჩვენგანი ვერ წავიდოდა, გიდების ინსტრუქციის თანახმად აქ ის წევრები უნდა წასულიყვნენ ვინც პირველ შეხვედრას ესწრებოდა, ეს ალბათ ჩვენი სწავლების ახალი ეტაპი და ამავე დროს საბოლოო გამოცდა იქნებოდა. ჩვენ ხომ უცხოპლანეტელები შესახებ ბევრი ოფიციალური ინფორმაციით ვიყავით გაჭუჭყიანებული. ვფიქრობდი რომ ამ შეხვედრის შემდეგ თვისობრივად განსხვავებული ეტაპი დაიწყებოდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. რომ ჩვენთვის ბევრი საიდუმლო ცოდნა გაიხსნებოდა თუმცა მაინც ძნელი იყო წინასწარ იმის თქმა, თუ რა გველოდა მომავალში.


შემდეგი კონტაქტისას ოქსალქთან სიქსტომ დააზუსტა შეხვედრის დრო და ადგილი, იგი უნდა მომხდარიყო 1974 წელს 19 აგვისტოს შაბათ დღეს, ლიმადან 90 კილომეტრით დაშორებით მთიან პლატოზე. ცენტრალური ანდების მახლობლად ზღვის დონიდან 4200 მეტრის სიმაღლეზე.

ამ ადგილს ადგილობრივ დიალექტზე „მარაკოხუასი“ ერქვა რაც ორსართულიან სახლს ნიშნავს.



ინკების ცივილიზაციის პერიოდში აქ “მასმას” ტომები სახლობდნენ. ეს ადგილი, პირველად ხულიო ცელიომ მოიხსენია თავის ნაშრომში. ესპანელი მკვლევარი დონ პედრო სესა დელ ლეონესი, თავის ნაწარმოებში აღნიშნავდა, რომ აქ მოსახლე ინდიელებში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, მთებში დიდი გამოქვაბული იყო სადაც თეთრი, ქერათმიანი ადამიანი ცხოვრობდა. ამ პიროვნებას ისინი „ადგილის მცველს“ ან „მთის სულს“ ეძახდნენ.

მარაკოხუასის პლატო ცნობილი გახდა პერუელი არქეოლოგის დანიელ რუსოს ნაშრომებშიც მათში ადგილობრივი ტომების კულტურა. რუსოს აზრით იგი ყველაზე ძველი იყო ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა შორის.

ეს კულტურები ისევე როგორც ინკების ტომები უეცრად გაქრნენ ამ ადგილებიდან. მეცნიერი ამ თემით მას შემდეგ დაინტერესება, როცა 1952 წლის 16 თებერვალს ენრიკე დემერტემ რომელიც ამ კულტურებს იკვლევდა მარაკოხუასის პლატოზე გადაღებული ფანტასტიკური ფოტოები მოიტანა მასთან სახლში.

ფოტოსურათებზე გამოსახული იყო კლდეში გამოკვეთილი გიგანტური სკულპტურები. ქვაში გამოკვეთილ ფიგურებს იქაური ტომები “პეცა გადას” ეძახდნენ, რაც ადგილობრივ დიალექტზე თავის გამოსახულებას. ან სხვანაირად “ინკის” თავს ნიშნავდა.

რუსომ ამ ადგილებში სხვა ისტორიამდელი კულტურის ნაშთებიც აღმოაჩინა, ეს იყო მანამდე უცნობი კლდეში ნაკვეთი გამოსახულებები. აქედან რუსო გაემგავრა “სანტა ეულალიას” ველების ტერიტორიის გამოსაკვლევად. ამ ვეებერთელა მინდვრებზე რომელსაც მასმას მიწას ეძახიან, გადმოცემის მიხედვით “ჰუამგას” ტომის ინდიელები ცხოვრობდნენ.. ამ ადგილებში რუსომ უზარმაზარი სკულპტურული კლდე აღმოაჩინა, აქვე იპოვნაა უძველესი ქალაქის ნაშთებიც. ხელოვნური ჯებირები და არხები რომლიც ალბათ წვიმის წყლის დასაგროვებლად გამოიყენებოდა, ქალაქს იყო რთული სარწყავი სისტემა გააჩნდა, ისეთივე როგორიც ინკების ტომის მცხოვრებლებს ჰქონდათ. აქვე აღმოჩნდა ციხე კოშკები, საკულტო და სარიტუალო ნაგებობები.
ქალაქის გარშემო კლდეებზე დიდი რაოდენობით კლდეში გამოკვეთილი ქანდაკებები ჩანდა. რუსომ შეამჩნია, რომ მათი განლაგება არ იყო შემთხვევითი, ერთი სკულპტურა უკანა ფეხებზე შემდგარი ბეჰემოთი, ჰგავდა ქალღმერთ სუერისს, რომელიც ეგვიპტური ღმერთების პანთეონის ერთიერთ ქალღმერთად იწოდებოდა და მასაც ასევე ბეჰემოთის ფორმით გამოსახავდნენ. რუსო ამ გამოსახულების ხილვამ დააფიქრა, სად ეგვიპტე და სად სამხრეთ ამერიკა? რა საერთო უნდა ჰქონოდა ერთმანეთთან ეგვიპტის კულტურას და “მასმას” ტომებს? მაშინ ამ კითხვაზე რუსომ პასუხი ვერ მოძებნა.

ერთ ღამეს, როცა იგი ამ ფიგურებს აკვირდებოდა, შეამჩნია, რომ მათგან გაჩენილი ჩრდილები უცნაურ ერთ საერთო ანსამბლს, ახალ მოცემულობას ქმნიდა, ფიგურებმა თავისი პირვანდელი სახე ჩრდილებში იცვალეს და მთვარის შუქზე აცეკვდნენ.

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა ამ ტომების დიდი კულტურისა და განვითარების დონეზე მიუთითებდა, მაგრამ რამ გამოიწვია მათი უეცარი გაქრობა? ეს კითხვა მეცნიერს უპასუხოდ დარჩა.

მეცნიერი, მარკახუასში 1960 წლამდე დარჩა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან კვლევა შეწყვიტა. რუსო ვარაუდობდა რომ ამ ძველი კულტურების გაქრობა დიდმა ბუნებრივმა კატასტროფამ, კერძოდ კი ვულკანის საშინელმა ამოფრქვევამ გამოიწვია, ამოფრქვეულმა ლავამ და თეთრი ფერის თიხის ქანებმა, ეს ერთგვაროვანი 300 მეტრის სიგრძის ველი წარმოქმნა. ხოლო დანარჩენმა მასამ კი კლდოვანი წარმონაქმნები. დანიელ რუსო მიხვდა, რომ კლდოვანი ქანდაკების ფერის სიმუქე მისი შემადგენლობის ცვლილებით იყო განპირობებული. კლდოვანმა ქანმა მუქი ფერი რომ მიიღოს 10 000 წელია საჭირო. რუსოს აზრით ალბათ ამდენი ხნის უნდა ყოფილიყო ეს ქანდაკებები.

თავისი გამოკვლევების შესახებ რუსომ დაწერა წიგნი “ფანტასტიკური აღმოჩენის ისტორია” სადაც იგი დაწვრილებით აღწერს თავისი აღმოჩენების შესახებ. იგი თვლიდა, რომ მარაკოხუასის პლატოზე არსებული ცივილიზაციის ნაშთები უძველესია სამხრეთ ამერიკის ცივილიზაციათა შორის და შესაძლებელია ამ კულტურებს კავშირი აქვთ ეგვიპტურ კულტურასთან.

ამ ცოდნამ, კიდევ უფრო მკაფიო წარმოდგენა შემიქმნა იმ ადგილის შესახებ სადაც შეხვედრა იყო დანიშნული. მიღებული ინფორმაცია ისეთივე საიდუმლოებით მოცული და ფანტასტიკური იყო, როგორც ჩვენი თავგადასავალი.
მომდევნო დღეც მძიმე გამოდგა ჩვენთვის. უნდა გადაგვეწყვიტა ჩვენი ჯგუფიდან ვინ უნდა გამგზავრებულიყო გიდებთან შესახვედრად. ამის თაობაზე ჰუმანოიდებთან გვქონდა კონსულტაცია, გვინდოდა რომ ამ თემაზე განსაზღვრული ინფორმაცია მათგან მიგვეღო.

გიდების დახმარებით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ ვინ მიიღებდა ამ საბოლოო ექსპედიციაში მონაწილეობას. ბოლოს და ბოლოს, დამღლელი ანალიზისა და განხილვის შემდეგ შევთანხმდით, რომ ედუარდო, პაკო, ოსკარი, დავითი, სიქსტო და მე პლატოზე უნდა წავსულიყავით. ხუანი, მიტო, კოგუი და კიდევ რამოდენიმე ლიმაში უნდა დარჩენილიყვნენ.

გადაწყდა, დანიშნულების ადგილისკენ, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები „ღმერთების ამბიონს“ ეძახდნენ, ექვსნი უნდა წავსულიყავით.

გარდა ამისა, გიდებისგან დამატებით მივიღეთ ახალი გზავნილი, რომელიც იტყობინებოდა რომ გზაში შეხვედრის ადგილის ზუსტ კოორდინატებს, იქაური გლეხები მიგვასწავლიდნენ. სხვა სუბიექტებთან ურთიერთობისთვის თავი უნდა აგვერიდებინა, რათა გზაში რაიმე მოულოდნელი სიურპრიზი არ შეგვხვედროდა ..

ჩვენი არჩეული მარშრუტი კორდილიერებისკენ მიმავალ გზაზე იწყებოდა. იგი რთული და ძნელად გადასალახი იყო, ვიწრო გზა წრეს უვლიდა მთას და მისი მწვერვალისკენ ადიოდა. ამ გზით მთის მწვერვალამდე, მხოლოდ სპეციალური ფართო საბურავიანი მანქანა თუ მოახერხებდა ასვლას.

19 აგვისტოს 8 საათზე, ედუარდო ჩვენს სახლთან თავისი ძველი “შევროლეთი” მოვიდა. გამსვლელი ჯგუფი, უკვე მზად იყო.

ჯგუფში შედიოდნენ, პაკო, დავითი, ედუარდო, ოსკარი და მე. დანარჩენი წევრები, ისინი ვინც ლიმაში რჩებოდა ჩვენს გასაცილებლად მოვიდნენ.

მათი საუბრიდან ჩანდა, რომ ისინიც მოუთმენლად ელოდნენ ამ შეხვედრის შედეგებს, ყველა გვამხნევებდა და მხარს გვიჭერდა ჩვენი მიღწევა იმავდროულად, ხომ მათიც იქნებოდა. ამ განწყობას ჩვენც დიდი სიხარულით ვიზიარებდით. ყველას ესმოდა, რომ ეს არა მარტო ჩვენ ექვსს არამედ მთელ ჯგუფს ეხებოდა.

გვამხნევებდა ის აზრი, რომ ჩვენს ერთწლიან ძალისხმევას და შრომას უქმად არ ჩაუვლია, საერთო ძალებით მივაღწიეთ იმას, რომ ეს შეხვედრა შედგა.

ბიჭებმა წარმატებული და მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვეს.

„ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ ამ დევიზით დავცილდით ერთმანეთს.

ჩვენი პატარა ჯგუფი, ახალი თავგადასავლების საძებნელად გაეშურა.

მიუხედავად დიდი ენთუზიაზმისა საკმაოდ დაძაბული, ოდნავ ეიფორიაში ვიყავით. ერთი რამის კი ნამდვილად გვჯეროდა, იმისა, რომ როგორც არ უნდა დამთავრებულიყო ეს შეხვედრა, იგი, მაინც დიდ გავლენას მოახდენდა ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე.



Go to the top of the page
 
+Quote Post
Legatus
post Feb 10 2011, 07:29 PM
Post #49


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 46
Joined: 5-November 10
Member No.: 6,299

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი მადლობა, smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Feb 11 2011, 01:59 PM
Post #50


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერ მხოლოდ ეს გადავთარგმნე და ცალკე თემას გავხსნი თუ შევძელი. . .თარგმნა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და თანაც ასეთი მნიშვნელოვანი თემის


"ამო“ სოს კაცობრიობას
(ნაწყვეტები)


. . .ჩემი ურთიერთობა ძმებ პაზ ველზებთან არაორდინალური იყო, ეს ადამიანები აცხადებდნენ, რომ კონტაქტში იყვნენ არამიწიერ არსებებთან. მათ გარდა იყო სხვ ჯგუფი ადამიანებისა ასე ორმოც კაცამდე ვინც იგივეს ადასტურებდა. მათ შორის იყვნენ სტუდნტები, ინჟინერები, სახელმწიფო მოხელეები. მათი განცხადებით ისინი წარმოადგენდნენ საკონტაქტო ჯგუფს.

საკონტაქტო საშუალება იყო ფსიქოგრაფია(ავტომატური წერა) „იპიარი“–ს წევრები ამისთვის ჩვეულებრივ ქაღალდს და საწერ კალამს, ან ფანქარს იყენებდნენ.

როგორც პროფესიონალი ჟურნალისტი, მე არაფრის დამტკიცებას არ ვცდილობ, მხოლოდ მსურს გადმოვცე ის ატმოსფერო, რაც პერუს „საპლანეტაშორისო ინსტიტუტში“იპიარ“–ში სუფევდა. .

ფსიქოგრაფიის ტექნიკას ამ ჯგუფის რამდენიმე წევრი ფლობდა. ისინი კონტაქტში შედიოდნენ კოსმიურ გიდებთან, (მასწავლებლებთან) და მათგან ღებულობდნენ ინფორმაციას.

მე რა თქმა უნდა ვნახე ეს ჩანაწერები. ისინი მართლაც ქაღალდზე შესრულებული ტექსტები იყო. ასოები ბეჭდური იყო და მათი გარჩევა ადვილად შეიძლებოდა.

ორი კვირის განმავლობაში საშულება მქონდა ასეთ უამრავ ჩანაწერებს გავცნობოდი.
მსურდა უკეთესად გამეგო, თუ რას წარმოადგენდა ე.წ. ტელეპატიური კომუნიკაციის ტექნიკა. ჯგუფის წევრებმა ეს მარტივად ამიხსნეს, კომუნიკაცია იწყება შინაგანი ხმით, რომელიც წარმოიშვება ადამიანის ტვინში, ხოლო ჩვენ კი ამ ხმას ვაფიქსირებთ. შედეგად ვიღებთ ტექსტებს, ეს ჩანაწერი აუცილებელია იმისთვის, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ დაგვავიწყდეს.. .

ტექსტების უმეტესობა ფილოსოფიური ხასიათის იყო. მათში გადმოცემული იყო უამრავი პასუხი „იპიარ“–ს წევრთა მიერ დასმულ სხვადასხვა თემატიკის კითხვაზე. ყველა წევრი, კითხვას დამოუკიდებლად სვამდა და საოცარი ის იყო, რომ ერთიდაიგივე კითხვაზე თითოეულ წევრთან იდენტური პასუხები მოდიოდა.

ვეცდები ჩემი წიგნის საშუალებით მკითხველს შეძლებისდაგვარად ნათელი წარმოდგენა შეუქმნა იმაზე თუ რასთან მქონდა სინამდვილეში საქმე.

სასტუმროში ყავას შევექცეოდი და ვფიქრობდი სიქსტო და კარლოს პაზ ველზების ნაამბობზე, . .სამყაროს შეცნობა ძალზედ რთულია და ის ხომ უამრავი საიდუმლოებითაა სავსე. .

ძმები პაზ ველზების აზრით მათი მისია ის იყო, რომ მსოფლიოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ.

პირველი რაც ყველაზე მნისვნელოვანი იყო ჩემთვის, უნდა გამეგო თუ ვინ იყვნენ ის არსებები ვიასც „იპიარ“–ის წევრები "გიდებს"–მასწავლებლებს ეძახდნენ

„გიდი“ იგივე კოსმიური მასწავლებელია, ეს ის პიროვნებაა ვინც ინფორმაციას გვაწვდის, ფსიქოგრაფიული მეთოდით, მათთან ასევე გვქონდა ფიზიკური შეხვედრა“, აღნიშნეს ჯგუფის წევრებმა.

გიდები რამოდენიმე იყო, მათ ჰქონდათ პირობითი სახელები: „გოდარი“ „ასტარი“ ‘ქულბა“ „ზორაქი’’ „ქსანქსა’’ და სხვა.

კითხვაზე, თუ რატომ შემოვიდნენ ეს არსებები კონტაქტში? პასუხი იყო გამაოგნებელი, ეს არსებები ცდილობენ აგვაცილონ მოსალოდნელი კატასტროფა, რომელიც შესაძლებელია დედამიწის ცივილაციას დაატყდეს თავს.

ეს არის უცხოპლანეტელების და მთელი გალაქტიკური საძმოს მისია–‘’მისია რამა“ რომელიც უკვე ასი წელია ხორციელდება მათი ხელით.

„მისია რამა“, „გალაქტიკური საძმო“ ეს სახლები ვერანაირად ვერ ჯდებოდა ჩემს გონებაში, „დედამიწის გადარჩენა“, რა იდო ამ სიტყვებში სინამდვილეში ? როგორ აპირებდნენ უცხოპლანეტელები ამ ბავშვების მეშვეობით დედამიწის გადარჩენას? ეს კითხვები ამომიტივტივდა თავში...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Feb 14 2011, 02:12 PM
Post #51


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე, პაკო და ოსკარი წინ მოვთავსდით სიქსტო, დავითი და ედუარდო კი უკან. მიუხედავად ასეთი არაკომფორტული მდგომარეობისა დაღლილებს მალე ჩაგვეძინა. ძილში რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ შემაკრთო, გამოვიღვიძე და ფანჯრიდან გარეთ გავიხედე. უკუნი სიბნელე იდგა, თითქოს საშიში არაფერი იყო. უცბად მანქანის მიმართულებით მოძრავი მოყვითალო ფერის სინათლე შევამჩნიე. დავაკვირდი, მინდოდა გამეგო თუ რა იყო ეს. თავიდან მეგონა, რომ უცნობი პირები ფარნით ხელში ჩვენსკენ მოიწევდნენ. რადგან არ ვიცოდი ვინ იყვნენ ეს სუბიექტები და რა განზრახვით მოდიოდნენ, ამიტომ მეგობრები გავაღვიძე ყველა ფანჯრებს მივცვივდით.

გარეთ ისევ ის იდუმალებით მოცული ნათება ჩანდა. იგი თანდათან ორმოცდაათი მეტრის მანძილზე მოგვიახლოვდა, ცოტა ხანში კიდევ უფრო ახლოს მოვიდა მანქანასთან. ჩვენდა გასაკვირად ამ სინათლეს, თან არანაირი წყარო არ ახლდა უხმაუროდ დაცურავდა სივრცეში, გაიწელებოდა და მთის ერთი წვეროდან მეორეზე ისე გადაინაცვლებდა თითქოს ხიდზე გადადისო.

გადავწყვიტე მანქანიდან გადავსულიყავი და ახლოდან მენახა თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს, მაგრამ მეგობრებმა კატეგორიულად ამიკრძალეს ამის გაკეთება.

შუქი, ავტომობილთან კიდევ უფრო ახლოს, ხუთი მეტრის მანძილზე მოვიდა. ნათება მაღალი დონის არამიწიერი ტექნოლოგიებით უნდა ყოფილიყო გამოსხივებული. ჰაერში შუქი ისე თამაშობდა, როგორც ანარეკლი. თანდათან ის დაგვშორდა, გადაკვეთა ხრამი და ჩვენს თვალწინ გაქრა.

ეს სანახაობა ერთი საათი გრძელდებოდა. ყველა განცვიფრებული უცქერდა ამ მოვლენას, დაძინება აღარ გვინდოდა, თუმცა დაღლილობამ ისევ თავისი ქნა და ჩაგვეძინა.

რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, ისევ უცნაურმა შეგრძნებამ გამომაღვიძა. თავი ცუდად ვიგრძენი ცოტა არ იყოს შემეშინდა, გარეთ გავიხედე და ჩვენსკენ მომავალი ორი, მუქი ფიგურა დავინახე. ვიფიქრე, რომ უცხო პირები ჩვენზე თავდასხმას აპირებდნენ. დასახმარებლად ბიჭები გავაღვიძე. შეშფოთებული ვიყავი არ ვიცოდი ეს არსებები რას დააპირებდნენ.

გარეგნულად თითქოს ჰუმანოიდებს ჰგავდნენ, მაგრამ მათგან განსხვავებით რაღაც არაბუნებრივი ფორმის თავები ჰქონდათ. მალე მათ კიდევ ორი მათგანი დაემატა. ისინი ახლოს მოვიდნენ და ჩვენს თვალწინ უცნაური ცეკვის მაგვარი მოძრაობა დაიწყეს.

ძალიან შევშინდით და საშველად ჩვენს გიდებს მოვუხმეთ. მათგან გამოგზავნილმა ინფორმაციამაც არ დააყოვნა, აღმოჩნდა რომ ეს არსებები მათ მიერ შექმნილი და ჩვენი ტესტირებისთვის სხვა განზომილებიდან იყო გამოგზავნილი. რაც შეეხება შუქს, იგი „კანეპა“ ყოფილა, რომელიც ასევე ჩვენი ტესტირებისთვის იქნა გიდების მხრიდან ამოქმედებული.

კანეპა“ ერთგვარი მნათი სათვალთვალო მოწყობილობაა, რომლის გამოყენებით შორი მანძილზე მყოფი გიდები კარგად ხედავდნენ ჩვენს ადგილსამყოფელს.

ის, რაც ვნახეთ, ჩვენთვის გამაოგნებელი იყო. ადრე რომ ვინმეს ეთქვა მსგავსი მოვლენის შესახებ არც კი დავიჯერებდი. ჩვენს მონაყოლსაც არავინ არ ჩათვლიდა რეალობად, მამაც კი არ დამიჯერებდა ამას.

ერთ საათში, ეს არსებები ისე გაქრნენ, თითქოს ჰაერში გაიფანტნენო. მეგონა, რომ აქ დამთავრდა ყველაფერი და ახლა კი დავიძინებთ მეთქი, მაგრამ, წუთიც არ იყო გასული, რომ უცნაური სფეროსებური სინათლე ამოცურდა ხრამიდან.

ეს სფეროსებური სინათლეს დიამეტრი რამდენიმე მეტრი იყო. კანეპას იგი არ ჰგავდა. ეს სფეროც თავისით მოძრაობდა. იგი ჩვენს წინ გზაზე დაცურავდა. როცა იგი მანქანას საკმაოდ მოუახლოვდა, ფანარი ავანთე და მისი შუქი სფეროსკენ მივმართე. სფერო ამოძრავდა და გვერდზე გადაადგილდა, ისევ ვცადე, სფერომაც იგივე მანევრი გაიმეორა, კიდევ და სფერომაც ისევ ზურგი შემაქცია. ფანრიდან გამოცემულ სინათლეს ეს სფერო გაურბოდა.

ამასობაში ინათა კიდეც, გათენებისთანავე სფერომ ხილვადობა დაკარგა და სივრცეში გაუჩინარდა. იმ ადგილზე სადაც ცოტა ხნის წინ მნათი ბურთი დაცურავდა არაფერი აღარ ჩანდა, ჩემს წინ მხოლოდ დიდი მთა წამომართულიყო.

განთიადი დადგა. გლეხები მინდორში სამუშაოდ მიეშურებოდნენ. ჩიტების ჟღურტულმა ახალი დღის დადგომა გვამცნო. ეს მძიმე და კოშმარული ღამე როგორც იქნა დასრულდა.

პონჩოები ჩავიცვით და მანქანიდან გადმოვედით, ცოტა ფეხი გავშალეთ, თან ერთმანეთს ღამით მომხდარ ამბებს და მიღებულ შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. ღარიბული საუზმე მოვამზადეთ და წავიხემსეთ. ვჭამდით და თან ღამის შეხვედრებზე ვაგრძელებდით საუბარს.
დოქტორ რუსოს მიერ აგებულ თავშესაფარში მოვთავსდით. იგი რა თქმა უნდა არ იყო ხუთ ვარსკვლავიანი ოტელი. მაგრამ ჩვენთვის რუსოს ქოხი ყველა სასტუმროზე ძვირად ფასობდა.

საჭმელი და წყალი გავინაწილეთ და იქაურობა როგორც შეგვეძლო მოვაწესრიგეთ, საძილე ტომრები გავშალეთ და ზურგჩანთებიდან ნივთები ამოვალაგეთ. მზე მალე ჩავიდა. გადავწყვიტე ცხელი საჭმელი მომემზადებინა, რადგან ვიცოდი რომ ტემპერატურა მკვეთრად დაიწევდა და გასახურებლად ცხელი სუპი ჩვენთვის მისწრება იყო.

ეს პატრა ნაგებობა პლატოს ძირში მდებარეობდა მისგან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით ცნობილი “პეცა კასტა”-ანუ ინკის თავის გამოსახულების მქონე მთის შვერილი იდგა. ირგვლივ განსაცვიფრებელი გარემო იყო. ვუცქერდით თუ როგორ ეფარებოდა მზის დისკო ჰორიზონტის ხაზს.

კორდლიერების მთიანი პლატო ზღვის დონიდან 4200 მეტრზე მდებარეობდა, სანაპიროდან, კი 90 კილომეტრით იყო დაშორებული. ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი ადგილი იყო. ათასფერად აჭრელებული ღრუბლები მთის წვეროზე გაშოტილიყვნენ, სამარისებურ სიჩუმეს, მხოლოდ კლდეებს შორის მოხეტიალე ქარის ქროლვა და ჩვენი სუნთქვის ხმა არღვევდა.

უცხო, უმანკო, ხელშეუხებელი ბუნების წიაღში ვიმყოფებოდით, იქაურობა სამოთხეს ჰგავდა. ისეთი განცდა გვქონდა თითქოს ცის თაღს ვეხებოდით.

ცივილიზაციისგან მოწყვეტილი, მარტოდმარტო მთებში ჩაკარგულ წალკოტში ვისხედით. საოცარი სანახაობა იყო, მაღლა აღმართულ მთის წვეროებს ფირუზისფერი ცის ვეებერთელა თაღი ეკავათ, თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს დედამიწის ცენტრში, სამყაროს ყველაზე მშვიდ და მშობლიურ ადგილას ვიმყოფებოდით. მადლობას ვწირავდი გამჩენს, რომ საშუალება მოგვცა ამ ენითაუწერელი სილამაზისთვის გვეყურებინა და ასე ბედნიერად გვეგრძნო თავი.

მანამდე მოწყობილ პიკნიკებზე, მზარეულის მოვალეობას მე ვასრულებდი. ახლაც მე დამავალეს საჭმლის მომზადება, დიდი დრო არ დამჭირებია კერძი მალე მოვამზადე, ბიჭებს დავუძახე, რომ სუფრა გაშლილი იყო.

უმალვე ყველა ჩემს წინ გაჩნდა. საკვებს ისე დააცხრნენ როგორც სვავები. სამწუხაროდ ცივ ამინდში სუპი უცბად გაცივდა და გახურების საშუალებად აღარ გამოგვადგა.

შეგრილებულ სუპს, პურის ნაჭერი მივაყოლეთ. სულ ეს იყო ჩვენი ბანკეტი. ჭამის დროს თან ვსაუბრობდით, იმაზე, თუ რაოდენ მძიმე გზა გამოვიარეთ და როგორ გაგვიჭირდა აქ ამოსვლა. ჩვენი გიდები ს შეფასების ტესტის მიხედვით, 10 ბალი განაღდებული გვქონდა. ასე საუბარში და ხუმრობაში, განვლილი ხიფათიდან შემორჩენილი დაძაბულობა მთლიანად გადავლახეთ.

უეცრად დავითმა ლაპარაკი ყვირილით შეგვაწყვეტინა და ცისკენ მიგვითითა. ლუმინესენცირებული ობიექტი ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მოძრაობდა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს თანამგზავრი იყო, მაგრამ ობიექტის სინათლემ და მისმა ზიგზაგისებურმა მოძრაობამ, ჩვენი ეჭვები გაფანტა. ობიექტი მალე მოგვიახლოვდა.

ეს იყო დისკოს ფორმის ხომალდი, გვერდითი განათებებით. იგი ჩვენგან ასიოდე მეტრის მოშორებით ცაში გაჩერდა რითაც მან საშუალება მოგვცა მისთვის ახლო მანძილიდან გვეცქირა. ძალიან მომხიბლავი სანახაობა იყო. ობიექტი ერთხანს ასე გაუნძრევლად იყო და მასზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევდა, მერე ამოძრავდა და ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით გაფრინდა.

ხომალდის გამოჩენამ ძალა შეგვმატა, ამან ასევე დაგვიდასტურა, რომ ჯგუფი დანიშნულების ადგილზე იყო და რომ ყველაფერი უცხოპლანეტელების მხრიდან კონტროლდებოდა.

ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ გიდებთან კომუნიკაციის თავი არ გვქონდა. დაძინება აუცილებელი იყო ჩვენთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ იმ დღეს აღარაფერი აღარ დაგვეგეგმა. ვხვდებოდით რომ მომდევნო დღე მძიმე იქნებოდა, ბევრი ადგილი გვქონდა სანახავი, პირადად მე გადაწყვეტილი მქონდა აქაური ბუნების ხედები ფირზე გადამეტანა.

ჯერ მხოლოდ რამოდენიმე მთის სოფლის გადაღება მოვახერხე. საბედნიეროდ ჩემი კამერა ედუარდოს მოჰქონდა, მე რომ რომ მქონოდა ზურგჩანთაში, კლდეზე ჩავარდნისას ის დამტვრევას ვერ გადაურჩებოდა..

ქოხის იატაკზე პოლიეთილენის ჭილობი გავშალეთ, საძილე ტომრებში ჩავძვერით და დასაძინებლად მოვეწყვეთ. რამდენიმე წუთში უკვე ღრმა ძილში ვიყავით. შუაღამისას უცნაურმა ხმამ გამომაღვიძა, მივაყურადე, ხმაური გარედან ისმოდა, თითქოს გარეთ დაწყობილ ნაგვით სავსე პარკებს, რომელიღაც ცხოველი ქექავდა.

ეს ვერსია დამაჯერებელი მეჩვენა. მე კარებთან ახლოს მეძინა და ყველაფერი უკეთ მესმოდა, ხმაური ძაღლისას ჰგავდა, ალბათ ის გადაყრილ ნაგავში საჭმელს ეძებდა..
( საჭმლის ნარჩენები პოლიეთილენის პარკებში ჩავყარეთ და ქარს რომ არ მიმოეფანტა კარებთან ერთმანეთზე დავდეთ. თუმცა ცხოველს მათი გაფუჭება ადვილად შეეძლო).

მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მეძინებოდა, თანაც სხეული ჯერაც მტკიოდა, მაინც გადავწყვიტე აბეზარი ცხოველი იქიდან გამეგდო და ნაგვის პარკები უსაფრთხო ადგილზე გადამეტანა. საძილე ტომრიდან გამოვძვერი. საშინლად ციოდა, ყინვა სულ ძვალ-რბილში ატანდა. როგორც იქნა ჩემს პონჩოს მივაგენი და ჩავიცვი, თავზე კი შალის ნაქსოვი ქუდი დავიხურე, ვხვდებოდი რომ გარეთ უფრო მეტი სიცივე მელოდა. ჩემმა მოძრაობამ და ფანრის შუქმა, ბიჭებიც გააღვიძა. მკითხეს თუ რა ხდებოდა, როცა მათ ავუხსენი საქმის ვითარება, არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ, ისევ ძილს მისცეს თავი.

ძველ, ხის კართან მივედი და ფრთხილად გამოვაღე. გარეთ ხმა შეიცვალა, თითქოს რომელიღაც არსება, იქვე ახლოს მიწას თხრიდა. წარმოვიდგინე, რომ პარკები უკვე დახეული, ნაგავი კი მიმოფანტული იქნებოდა. საშინლად გავღიზიანდი, რადგან იქაურობა, ისევ ჩემი მოსაწესრიგებელი იქნებოდა. სხვა რა გზა მქონდა, გადავწყვიტე ამ საქმისთვის თვითონ მიმეხედა.

კარი ბოლომდე გამოვაღე და იმ მხარეს საიდანაც ხმაური ისმოდა ფანარი მივანათე, ვფრთხილობდი, ამ ღამიანად ნებისმიერი მხეცი საშიში იყო. უცებ ხმაური შეწყდა და ყველაფერი ჩაწყნარდა. ნელი ნაბიჯით იქით გავემართე, სადაც ნაგვით სავსე პარკები მეგულებოდა. ჩემდა გასაკვირად ნაგავი ხელუხლებელი დამხვდა.

გაკვირვებასთან ერთად სიცივემ ამიტანა. უცნაურად მეჩვენა ეს ამბავი, გაუგებარი რამ ხდებოდა ჩვენს თავს. ბავშვებს საშველად ვუხმე, ისინიც შეშინებული წამოხტნენ და ჩემსკენ გამოცვივდნენ. მოულოდნელად ჩვენს წინ ცეცხლის ალი გაჩნდა, იგი ღია ფერის შუქს გამოსცემდა, თან ჰაერში მსუბუქად მოძრაობდა. თავიდან ყველას გვეგონა, რომ ეს ჩვენი ნაცნობი გლეხი მოდიოდა ჩირაღდნით ხელში და სახელით მივმართეთ. მაგრამ ამაოდ.

ცეცხლი ჩვენი მიმართულებით აგრძელებდა მოძრაობას. ფარანი ამ ადგილისაკენ მივანათეთ, გვაინტერესებდა თუ რა იყო ეს. ცეცხლის გამომწვევი წყარო არსად ჩანდა. ამის დანახვამ კიდევ უფრო შეგვაშინა. ცოტა ხანში ცეცხლთა უცნაური ფორმის მოძრავი ღრუბლის ქულა გამოჩნდა. უკან თავშესაფრისაკენ დავიხიეთ. ცხოველის ხმა და ღმუილი ისევ გამეორდა, ისეთი შემზარავი და აგრესიული ხმა იყო, რომ შიშისაგან ქოხში შევცვივდით და კარი ჩავკეტეთ.

შესასვლელში დავდექით. კარი ხელით გვეჭირა და რაც ძალი და ღონე გვქონდა ვაწვებოდით. უცნობი მასიური არსება კარს გარედან აწყდებოდა და შიგნით შემოჭრას ლამობდა. ძალიან შეგვეშინდა. თავდასხმა ისევ განმეორდა, შემდეგ ეს არსება კარს მოსცილდა და ქოხის კედლებს, ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან ეჯახებოდა.

უეცრად შემოტევა შეწყდა და ყველაფერი ჩაწყნარდა. ერთი საათი მაინც დაგვჭირდა იმისთვის, რომ სული მოგვეთქვა და დაგვეძინა.

მზის ამოსვლისთანავე გამოგვეღვიძა. წამოვდექით, კართან დაწყობილი ბარგი გამოვაჩოჩეთ, გარეთ გამოვედით და განცვიფრებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ. კარის გარეთა ნაწილი მთელ სიგრძეზე, რაღაც არსებას დაეკაწრა.

ნაკაწრი, დიდი მხეცის, დათვის, ან მთის ლომის დატოვებულს ჰგავდა, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ვიცოდით, რომ კორდილიერებზე არც ერთი ცხოვრობდა და არც მეორე.

ნეტავ რა უნდა მომხდარიყო გუშინ? ვიღაცას ეს კვალი ნამდვილად უნდა დაეტოვებინა, მაგრამ რას? ან ვის? აი ეს იყო საკითხავი.

დილიდან მთელი ჯგუფი ამაზე ვიმტვრევდით თავს. სასაუზმოდ გავემზადეთ. ჩვენი საჭმელი უმი ხორბლის, რძის, ნაჭერი პურის, თაფლისა და ცოტაოდენი ხილისგან შედგებოდა. ექვსი ადამიანის დასანაყრებლად, რა თქმა უნდა ეს ძალიან ცოტა იყო, მაგრამ გარემო სადაც ჩვენ ვიყავით, ისეთი ლამაზი იყო, რომ ღარიბული სუფრაც საკმარისი იყო ჩვენთვის. ბუნების საოცარი პეიზაჟები, სულიერ ძალას გვმატებდა.

ქოხის მახლობლად ოცდახუთ მეტრიანი ინკის თავის გამოსახულებიანი კლდე იყო სხვა გამოსახულებებთან ერთად, იგი საოცარ ეგზოტიკურ ანსამბლს ქმნიდა.

საუზმობას მალე მოვრჩით და გადავწყვიტეთ გიდებთან კომუნიკაცია განგვეახლებინა, გვინდოდა გაგვეგო, რა მოხდა სინამდვილეში წინა ღამეს. ერთი საათის მეცადინეობა დაგვჭირდა რომ შეტყობინება მიგვეღო, გაირკვა რომ ყველა ანომალური მოვლენა, მათ მიერ გამოგზავნილი ტესტის ნაწილი იყო. მათი აზრით ტესტირება აუცილებელი იყო ჩვენთვის, რათა თითოეულ ჩვენგანს გამოცდილება მიეღო, საკუთარ თავში გარკვეულიყო, საერთო საქმის მიმართ განესაზღვრა თავისი დამოკიდებულება განესაზღვრა, გაეძლიერებინა, საკუთარი თავის რწმენა, გამოემუშავებინა ნებისყოფა და საფრთხის პირობებში გადაწყვეტილების უნარი.

მსგავსი “თავდასხმები” და “პროვაკაციები” ის აუცილებელი ბარიერები იყო, ისინი ჩვენი წვრთნისთვის საჭირო ეფექტური საშუალებას წარმოადგენდნენ.

ამ ხერხით მიღებული გამოცდილება და მომავალშიც ძალიან გამოგვადგებოდა. (მაშინ საიდან უნდა გვცოდნოდა რომ ეს ვარჯიშები რაოდენ საჭირო იქნებოდა ჩვენთვის, რომ ასე მართალი იქნებოდნენ გიდები). ამ ინფორმაციით დამშვიდებულებმა ქოხი დავტოვეთ, გარეთ გამოვედით და შემოგარენის დათვალიერება გადავწყვიტეთ.

ირგვლივ საოცარი ლანდშაფტი იყო, წრეზე რუხი და მოწითალო ფერის უზარმაზარი კლდეები აღმართულიყო, მათი სილუეტები უღრუბლო ცის ფონზე მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა, ჩვენი ნაბიჯებისა და სუნთქვის ხმას, ქარის ქროლვაც უერთდებოდა. ვეებერთელა სკულპტურები თითქმის ყველგან მოჩანდა, მზის სხივების მიერ წარმოქმნილი შუქ–ჩრდილები მითიურ გარემოს ქმნიდა, კლდის ყოველ დეტალში საკვირველი ფორმები ჩნდებოდა.

იქვე მდებარე მთების მიმართულებით გავეშურეთ. მთათა ანსამბლის სრულად ხილვა გვქონდა გადაწყვეტილი. ჩუმად მივდიოდით, ყველა ფიქრებს მისცემოდა, ჩვენს გონებაში წარსულის ხატები ცოცხლდებოდა. მაგრამ ამ ფიქრების ზეგავლენა მომავალი რევოლუციური მოვლენის ფონზე ბათილდებოდა.

ჩვენს წინაშე უძველესი ხანა იყო. ძველი კულტურის ნაშთები, რომელის შემქმნელი ტომები გაურკვეველი მიზეზების გამო უეცრად გაქრნენ. თუმცა არც ჩვენ გველოდა უკეთესი მომავალი, რადგან ჩვენი აზრებისა და გაგების გამო ბევრი ადამიანი მტრად მოგვეკიდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მცხოვრებ და დაღუპულ ტომებთან ათასწლეულები გვაშორებდა ჩვენ ერთიანი ვიყავით იმაში, რომ ორთავეს გვაინტერესებდა სიცოცხლის საზრისი გვინდოდა გაგვეგო ისი თუ როგორ უნდა გვეარსება სამყაროსთან ჰარმონიაში.

ახალმა აზრებმა მოიცვა ჩვენი გონება.

ჩვენ ბუნების მშვენებას ვუცქერდით, ჯერ ისევ სუფთა და უმანკო ჰაერს ვსუნთქავდით. ისეთი განცდა გვქონდა, რომ საცაა ცას ხელით შევწვდებოდით. ეს საკმაოდ უსაფრთხო ადგილი იყო, ირგვლივ ჩუმი და სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა. განსაცვიფრებელი შეგრძნება გვქონდა თითქოს ამ სამყაროს შემადგენელ ელემენტებად ვიქეცით. მთელი დღე იქაურობას ვიკვლევდით და პატარა აღმოჩენებიც გავაკეთეთ ეს კლდეში გამოკვეთილი ცხოველების, ჰიპოპოტამის, მთის ლომის, ჩალმიანი კაცის, ბაყაყის, მლოცველის ფიგურები იყო, ასე მთელი დღე მიილია.

მზის ჩასვლის წინ, ცა ნარინჯისფრად შეფერადდა, ეს ფონი ლამაზად ეხამებოდა უღრუბლო მუქ ლურჯ ზეცას. თითქოს ნარინჯისფერი და ლურჯიფერები, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში, თუ ვის დარჩებოდა ცის თაღი.

აქა-იქ პირველი ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ, შორს მოჩანდა, თუ როგორ ხარბად ყლაპავდა უკიდეგანო ზღვის ჰორიზონტი შესანიშნავი მზის წითელ დისკოს.

ამ გრანდიოზული სურათის შემხედვარემთ თავი არარაობად ვიგრძენით, ასეთი დაისი მსოფლიოში ალბათ არავის ექნებოდა ნანახი. ღამის ცაზე ჩვენს მეგზურებად მხოლოდ ვარსკვლავებიღა დარჩნენ. ურიცხვი ვარსკვლავი, თეთრ, ბრწყინვალე მანტიას ქსოვდა ზეცაზე.

ის–ის სავახშმოდ დაჯდომას ვაპირებდით, რომ დავითმა ცისკენ მიგვითითა ჩვენს ზევით კოსმოსური ხომალდი მოჩანდა, ეს იყო სფერო, რომელიც საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავდა. იგი სხვა ხომალდებთან შედარებით მცირე ზომისა ჩანდა, ასე 9-10 მეტრის დიამეტრის იქნებოდა. ხომალდი, ჯერ წრფივად მოძრაობდა ჩვენი მიმართულებით შემდეგ მკვეთრად მოუხვია და მთების მიმართულებით გაფრინდა.

რამდენიმე ხანში, მსგავსი ფორმისა და ზომის ობიექტი ისევ გამოჩნდა ოღონდ მოპირდაპირე მხრიდან, ეს უკვე დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ჩვენთან მოახლოვება არც უცდია.

ხომალდების ხილვამ გაგვახარა და გაგვამხნევა კიდეც, ვიგრძენით რომ ჩვენი გიდები იქვე ახლოს იმყოფებოდნენ. ოთახში დავბრუნდით ნივთების ზურგჩანთებიდან ამოლაგება დავიწყეთ, გვინდოდა იქაურობა საძილედ მოგვეწყო. ამჯერად საჭმლის ნარჩენებით სავსე პარკები ნადირთაგან მიუწვდომელ უხიფათო ადგილას დავმალეთ, ვიმედოვნებდით რომ ასე ძილს არავინ არ დაგვიფრთხობდა.

გიდების ინფორმაციის მიხედვით, ჩვენი ტესტირების ძირითადი ფაზა წინა ღამეს დამთავრდა და ვფიქრობდით რომ მათი მხრიდან რაიმე ახალი გამოცდა აღარ იქნებოდა, (თუ ჩვენ არ გამოვიწვევდით რაიმეს ხელოვნურად).

შთაბეჭდილებით გადაღლილებმა გადავწყვიტეთ ადრიანად დაგვეძინა. ყოველი შემთხვევისათვის, კართან, მაინც დავდეთ მძიმე ზურგჩანთები და ტვირთის ნაწილი. პონჩოები მოვიცვით ტანზე და საძილე ტომრებში ჩავძვერით, იმწამსვე ჩაგვეძინა.

საუბედუროდ თუ საბედნიეროდ იმ ღამესაც არ გვეწერა ძილი.

შუაღამისას გამომეღვიძა, ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ ქოხში კი არა ღია ცის ქვეშ ვიყავი. სიქსტო, პაკო, დავითი, ოსკარი და მეც გარეთ ვიწექით. გამოღვიძებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ, გაოცებულებს არაფრის თქმის თავი არ გვქონდა, კიდევ უფრო იმან გაგვაკვირვა ჩვენს წინ გამოქვაბული დავინახეთ. ედუარდო ჩვენთან აღარ იყო.

ერთმანეთს დაბნეული ვუცქერდით, ვერ გაგვეგო თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს. ალბათ აქ ჩვენ ქსენდრას საშუალებით გადმოგვიყვანეს გავიფიქრე მე. გამოქვაბულის შესასვლელიდან მომწვანო ლუმინესენცირებული შუქი გამოდიოდა. ვერ მივხვდით ეს მარკახუასის მთები იყო, თუ რაიმე სხვა ადგილი.

ალბათ ეს ჩვენი გამოცდის კიდევ ერთი ნაწილია ასე ჩავთვალეთ ყველამ, გამოქვაბულისკენ გავემართეთ და შესასვლელში ფრთხილად შევიხედეთ. მომწვანო ნათება, გამოქვაბულის სიღრმიდან გამოდიოდა. შიგნით შევედით, თითქოს უთვალავი ციცინათელა ერთად მოგროვილიყო გამოქვაბულის ჭერზე და ანათებდა.

წინ კლდეში გამოკვეთილი ქვის დერეფანი გამოჩნდა. გზას ფრთხილად გავუყევით და მალე ვეებერთელა დარბაზში აღმოვჩნდით. დარბაზის ჭერი საკმაოდ მაღალი, ალბათ ასე ექვს მეტრამდე იქნებოდა. კედლის ორივე მხარეს უშველებელი ქვაში გამოკვეთილი თაროები, ერთმანეთის პარალელურად სიმაღლეზე იყო ჩამწკრივებული. ეს შენობა რაღაცით მიწისქვეშა საწყობს წააგავდა. თაროებზე სიმეტრიულად განთავსებული ოთხკუთხა ბლოკები ეწყო. მივუახლოვდი და შევამჩნიე, რომ ეს ბლოკები კი არა, ძალიან თხელი, ოქროსფერი, ერთმანეთზე დაწყობილი ლითონის ფირფიტები იყო. თითოეული ზომით 40 სანტიმეტრის სიგრძის და 20 სანტიმეტრი სიგანის იქნებოდა. მათზე მკაფიოდ ჩანდა იეროგლიფები, იდეოგრამები, ზოგან გრავიურები.

გამჭვირვალე კრისტალები, მხოლოდ პირველ ფურცლებს ჰქონდა მიმაგრებული. თითოეული ალბათ კილოგრამს იწონიდა. აქ მოთავსებული ყოველი ფირფიტა ერთნაირი იყო ფორმითაც და მასალითაც. მათ შორის სხვაობა მათ გაფორმებაში და შიგ დაფიქსირებულ ინფორმაციაში იქნებოდა. ამ თაროებზე ათასობით ასეთი ფირფიტა იყო შენახული, მაგრამ ვის მიერ და რა მიზნით? ჩემთვის გაურკვეველი იყო.

მოულოდნელად ჩვენს წინ უცნაური მორთულობის მქონე ეგზოტიკური ადამიანი გაჩნდა. იგი გარეგნულად შუა საუკუნეების დროინდელი “მრგვალი მაგიდის” რაინდს ჰგავდა, (ლეგენდარული მეფე არტურის თანამედროვე მებრძოლს. რაღაცით მითიურ ჯადოქარ მერილინის გმირსაც მოგაგონებდათ).

მისმა გამოჩენამ აგვაფორიაქა. ეტყობა უცხომაც შეამჩნია ჩვენი მღელვარება და უძრავად იდგა და ხმას არ იღებდა. ასე მდუმარედ ვიდექით, რა გვექნა არ ვიცოდით.

უცნობ მოხუცს, ტანთ ტილოს მსგავსი ქსოვილისგან შეკერილი ტოგა ეცვა. მისი სამოსი ფართო დაშვებული გრძელი სახელოებით და განიერი სარტყლით კიმონოს მოგაგონებდათ. ფეხზე ძველი რომაელების დროინდელი ტყავის სანდლების მსგავსი ფეხსაცმელები ეცვა. (კათოლიკე ბერები რომ ატარებდნენ, ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში).

მის გამოჩენისთანავე ჰაერში, ყვავილების ნაზი სურნელი დადგა, ყურში უცნაური ხმა ჩაგვესმოდა, ისეთი კონდიციონერი რომ გამოსცემს ხოლმე მუშაობისას.

მოხუცი უხმოდ გვიმზერდა. ათი წუთი მაინც გავიდა, ამ ხნის განმავლობაში მას არანაირი ჟესტი არ გამოუხატია და ბგერა არ გამოუცია.

ამ ადამიანს, სულში ჩამწვდომი, საოცრად ცოცხალი და სანდომიანი გამოხედვა ჰქონდა. გრძელი თეთრი თმები და შევერცხლილი ასევე თეთრი წვერი. ეს გარეგნული ნიშნები უცნაურ კონტრასტს ქმნიდა მისი ათლეტური სხეულის ფონზე.

ეს სურათი იმას ჰგავდა, ბავშვებთან სანტა კლაუსი, რომ გაჩნდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენს სტუმარს თავზე ჩაჩი არ ეხურა და ტკბილეულით სავსე ხურჯინი არ ეკავა ხელში.

კიმონოს გრძელი და ფართო სახელოები მის ხელებს ვერ ფარავდნენ საოცრად ნატიფი ხელის მტევნები და გრძელი დახვეწილი თითები ჰქონდა. მთლიანობაში ეს არსება სრულიად შეესაბამებოდა ჩვეულებრივი ადამიანის სტანდარტებს, აშკარად ჩანდა, რომ იგი უცხოპლანეტელი არ უნდა ყოფილიყო.

უეცრად მოხუცმა სიჩუმე დაარღვია. მისი ხმა გრგვინვასავით გაისმა გამოქვაბულის კედლებში: “ნუ გეშინიათ! მე აქ იმიტომ ვარ რომ თქვენ ამ მოგზაურობაში დაგეხმაროთ. მე იოაკიმე მქვია, ამ ადგილის მცველი ვარ!”

მისმა ხმამ და სიტყვებმა დაგვზაფრა, ჩვენში ჯერ კიდევ დარჩენილი სიმამაცე თითქმის გააქრო. მაგრამ ეს დაძაბულობა თანდათანობით უჩვეულო განცდამ შეცვალა და რომელიღაც უცნობი კუნჭული გახსნა ჩვენს სულში. ეს იყო ერთმანეთში არეული, შიში, მოწიწება, ცნობისმოყვარეობა და კიდევ რაღაც უჩვეულო და თან ამავე დროს ნაცნობი გრძნობა. მოხუცთან შეხვედრამ ისეთ ემოცია დაბადა ჩვენში, თითქოს დიდი ხნის უნახავი მეგობარი დაგვიბრუნდა, ადამიანი რომელსაც უკვე ვიცნობდით და დიდი ხანია ველოდით. გუმანით ვხვდებოდი, რომ მასთან შეხვედრას ახალი თავგადასავალი უნდა მოჰყოლოდა, ყოველ შემთხვევაში ამის პირველი ნიშნები უკვე სახეზე იყო.


Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Mar 11 2011, 01:54 PM
Post #52


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აგვისტოს დადგომამ ახალი მნიშვნელოვანი გამოცდილებები მოიტანა, ხომალდები ჩვენს შორიახლოს ზეცაში გამოჩნდნენ მართალია მათ ახლო კონტაქტი არ უცდიათ, მაგრამ დღე ისე არ გავიდოდა, რომ რომელიმე ჩვენგანს ცაში მათი მოძრაობა არ შეემჩნია. ერთი ხომალდი იმ ადგილზეც დავინახეთ სადაც ჩვენი პირველი შეხვედრა მოხდა.

მალე ჩემმა ძმამ მიიღო შეტყობინება, ჯგუფური კონტაქტის მომზადების შესახებ. იგი 3 აგვისტოს შაბათს უნდა შემდგარიყო ჩილკას დიუნებში. შეხვედრისთვის ხუთი ადამიანი შეირჩა.

მოწვევამ გაგვახარა. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის შესახებ არავისთვის არ გვეთქვა. თუ ვინმე გვკითხავდა, ვეტყოდით, რომ ეს ჩვენი ჩვეულებრივი გასეირნება იყო ქალაქგარეთ. ვფიქრობდით რომ ამ კონტაქტს სხვა სახე ექნებოდა, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმა ვერ ვხვდებოდით. შეიძლება სხვა სამყაროში გადასვლა მომხდარიყო როგორც ადრე, ან უშუალო პირისპირ შეხვედრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერად ჩვენი ურთიერთობის სახე შეიცვლებოდა, მაგრამ როგორ და რა მიზნით ეს არ ვიცოდით.

შაბათი დღეც დადგა, ჩვენი ჯგუფი დათქმულ ადგილას, დიუნებში მდებარე ე.წ. “მაინას შახტის” მიმართულებით გაემართა. იქ მისულები წრეზე დავსხედით და უცხოპლანეტელების გამოჩენას მოთმინებით დავუწყეთ ლოდინი. გიდების მხრიდან ახალი ინსტრუქციის მიღებას ვუცდიდით.

მიტომ, ზეცაში ორი მანათობელი ობიექტი შეამჩნია და მათკენ მიგვითითა. ეს ობიექტები შახტის თავზე გაჩერდნენ. თითქოს რაღაცა ძალამ გვიბიძგაო მათ დანახვაზე ფეხზე წამოვხტით და ხომალდებს მივაშტერდით. რამდენიმე წუთში ჩემმა ძმამ ოქსალქისგან ინსტრუქცია მიიღო, რომლის მიხედვით ეს ადგილი უნდა დაგვეტოვებინა და სხვადასხვა მიმართულებით უნდა წავსულიყავით, მითითების თანახმად სიქსტოს და მიტოს ცალკე, პაკოსაც და ხუანსაც ცალკე, მარტო მხოლოდ მე უნდა მემოძრავა.

ინსტრუქციის მიხედვით დავწყვილდით და ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ, მღელვარების მიუხედავად ვიმედოვნებდი, რომ საშიში და ცუდი არაფერი გველოდა. ეს გრძნობა ძალას გვმატებდა.

მე ძველი გზით წავედი იმ მიმართულებით, რომელმაც ქსენდრასთან მიმიყვანა და რომლის საშუალებითაც პლანეტა „ილუმენზე“ მოვხვდი.

დანიშნულების ადგილისაკენ. ოდნავ დაძაბული მივაბიჯებდი. გორაკს მივუახლოვდი ზევით ავედი და ძირს გადავიხედე, აქედან კარგად მოჩანდა ჩემი მეგობრების მოძრაობა, მიუხედავად იმასა რომ უკვე დაღამებული იყო მათ მიერ ანთებული ფარნის შუქი მაინც შესამჩნევი იყო ფანრები ციცინათელებვით ციმციმებდნენ

როგორც იქნა მთის მწვერვალს მივაღწიე, ზუსტად იმ ადგილას გავჩერდი სადაც გოდარმა სივრცითი კარები გახსნა. სულის მოსათქმელად ჩამოვჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე. ღამის ცაზე ხომალდები ისევ მოჩანდნენ. მოულოდნელად ერთი მათგანი ჩემი ძმის მიმართულებით გადაადგილდა მეორე კი ჩემგან ორი კილომეტრის მოშორებით მიწაზე დაეშვა.

ეს საფრენი აპარატი, ჩემს მიერ აქამდე ნანახ ხომალდებისგან განსხვავდებოდა მას უცნაური ფორმა ჰქონდა. რამდენიმე სეგმენტად დაყოფილ ზედაპირს, კონუსისებრი საფუძველი ჰქონდა, ერთი შეხედვით იგი უზარმაზარ ზარს მოგაგონებდათ. ორი დიდი რგოლი ერთმანეთზე იყო დამაგრებული, ცენტრში კი ცილინდრის ფორმის კოშკისებური კორპუსი იყო.

ხომალდს რამდენიმე განათებული ილუმინატორი და ასევე განათებული თაღი ჰქონდა. მიწაზე დაშვებისას, დიდი ცილინდრის ფორმის კორპუსს შედარებით მომცრო ზომის ცილინდრი გამოეყო და გიროსკოპული მოძრაობით მიწაზე გადაადგილდა. თავიდან იგი ამ ხომალდიდან ჩამოშვებული მოდული მეგონა, თუმცა როცა ის მოახლოვდა მივხვდი რომ ეს ლიფტის მსგავსი მოწყობილობა იყო.

ხომალდი უხმოდ ლივლივებდა ჰაერში, ხომალდიდან ძირს პლატფორმა იყო ჩამოშვებული, აპარატს აშკარად ეტყობოდა გარე განათება, კორპუსზე ანთებული ნათურები ათასფერად ციმციმებდნენ, ობიექტი ხმას არ გამოსცემდა. გული დამწყდა რომ ამ გრანდიოზულ სანახაობას ჩემი მეგობრები არ ესწრებოდნენ.

გონებაში გოდარის ხმა ჩამესმა, რომელიც ხომალდთან მიახლოვებას მთხოვდა. შევყოყმანდი, მარტო ვიყავი და ცოტა არ იყოს მეშინოდა, როგორც იქნა ხომალდისკენ გავემართე.

ობიექტს რომ მივუახლოვდი ფეხები დამიმძიმდა და ნაბიჯების გადადგმა გამიძნელდა, ხომალდის გამოსახულება გაბუნდოვანდა; დაღლილობამ მთლიანად მომიცვა, დიდი ძალისხმევით როგორც იქნა ხომალდიდან ჩამოშვებულ ლიფტის ფორმის ცილინდრს მივაღწიე, ლიფტის კარი გაიღო, მივიღე ბრძანება, რომ შიგ შევსულიყავი, დაღლილობის მიუხედავად თავს ძალა დავატანე და სათავსოში შევედი; შემდეგ რა მოხდა აღარ მახსოვს. უცაბედად გონება დავკარგე.

ამ დროს სიქსტო და მიტოც მფრინავ ობიექტს წააწყდნენ, რომელიც გორაკის უკან დაეშვა, შორიდანაც კარგად მოსჩანდა მისი ფორმები, იგი 60 მეტრზე დიდი ზომის და ოვალური ფორმისა იყო. უცბად მათ წინ საიდანღაც ორი ჰუმანოიდი გაჩნდა. ისინი სიმაღლით ორ მეტრამდე იქნებოდნენ, ტანთ მოთხილამურის ფორმის მსგავსი კომბინეზონები ემოსათ, მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვათ ხოლო წელზე ფართო სარტყელი ერტყათ. ქერა, თითქმის თეთრი თმა მხრებამდე ჰქონდათ დაშვებული. ჩემი მეგობრები უძრავად იდგნენ და ამ სიურპრიზს გაკვირვებული უცქერდნენ.

ერთმა მათგანმა გაშლილი ხელი მაღლა აღმართა. ეს ჟესტი იმას ნიშნავდა, რომ საშიშია აქ არაფერი იყო. სიქსტომ და მიტომ ტელეპატიური გზით მიიღეს შეტყობინება, რომ შემდეგი შეხვედრის ადგილი უნდა შეცვლილიყო, ამისთვის უფრო შორს მდებარე ტერიტორია უნდა აგვერჩია, რადგან ჩვენსა და მათ შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყებოდა. მათი აზრით, უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ჩვენს ჯგუფს ენახა ის საიდუმლო ადგილი, რომელიც კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ დაფარული იყო. ჯგუფი უნდა გასცნობოდა ისტორიას, რომელსაც ადამიანის ეგოისტური მოტივებით გამოწვეული დამახინჯება და გამრუდება არ განუცდია, არ დამჩნევია დოგმების, პირადი ინტერესებისთვის ბრძოლისა და სხვა უარყოფითი ზეგავლენის კვალი, ისტორიას, რომელიც ემყარება რეალურ ფაქტებს, კაცობრიობის წარმატებასა და წარუმატებლობას, “ზეციდან მოსული ღმერთების” ვიზიტებს და მათი სწავლების მნიშვნელობას.

ამ ცოდნის შესხებ, ჯერ არავინ იცის. მისი მდებარეობა ათასწლეულების განმავლობაში საიდუმლოს წარმოადგენდა. ეს ადგილი საიმედოდაა დაცული, ჰუმანოიდების მიერ დანიშნული ადამიანებით, რომლებიც “დაკარგული ჭეშმარიტების“ მცველებად იწოდებიან.

უცხოპლანეტელებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი ახალი შეხვედრა მარკოხუასის მაღლობზე შედგებოდა, ცენტრალური ანდების ტერიტორიაზე, ლიმას მახლობელ მიდამოებში. მათი აზრით, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ჩვენი მომავალი მოღვაწეობისათვის, იგი ჩვენი კომუნიკაციის დონეს აამაღლებდა და მოწოდებულ ცოდნას უფრო დეტალურს გახდიდა.

თავდაპირველი შეხვედრები “მაინის შახტაში” იმიტომ ხდებოდა, რომ ეს ტერიტორია, წყნარი ოკეანის ფსკერზე მდებარე კოსმიური ხომალდების ბაზასთან ახლოს მდებარეობდა. კიდევ ის, რომ საწყის ეტაპზე ჩვენთვის ასე სჯობდა.

სიქსტოს და მიტოს უცხოპლანეტელებმა უთხრეს, რომ ობიექტური მიზეზების გამო ისინი მათ ხომალდზე ვერ მოხვდებოდნენ, ამის საშუალება მომავალში აუცილებლად მიეცემოდათ.

უცხოპლანეტელებმა ისაც აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეცნობიერში მათ ის ინფორმაცია ჩადეს, რაც საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ცნობიერებას მიაღწევდა. ამ სიტყვები დამთავრების შემდეგ ისინი ბიჭებს დაემშვიდობნენ და უკან ხომალდში შევიდნენ.

სიქსტო და მიტო უძრავად იდგნენ და უცქერდნენ, როგორ მოწყდა ხომალდი დედამიწას და ზეცაში გაფრინდა. რამდენიმე წუთში ყველაფერი დამთავრდა. “ღამეული რანდევუს” შემდეგ ორივე უკან, ბანკში დაბრუნდა.

თანდათან გონზე მოვედი და დავიწყე იმის გახსენება, თუ რა გადამხდა თავს. კოსმიური ხომალდი გამახსენდა ისიც მახსოვდა რომ ჰიპნოზურ ტრანსში ჩავვარდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ხომალდი ჩემს მოძრაობას აკონტროლებდა. შემდეგ კი მასში აღმოვჩნდი. მივხვდი რომ ეს ობიექტი ჩემზე ზემოქმედებას ახდენდა მაგრამ როგორ და რა საშუალებით ვერ გამეგო. ხოლო ის თუ რა მოხდა იქ ხომალდში ჩემი შესვლის შემდეგ ვეღარ გავიხსენე. გონებაში წამიერად გამიელვა ადამიანის ფიგურამ, რომელსაც იქ შევხვდი. ეს იყო მაღალი, ღია წაბლისფერი, თითქმის ქერათმიანი, საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი, სულში ჩამწვდომი ლურჯი თვალებით და ელეგანტური წვერ-ულვაშით. მისი გარეგნობა საიდანღაც მეცნობოდა. იგი ძალიან ჰგავდა აპუზე ნანახ სკულპტურას. რატომ მოვხვდი ამ ხომალდში? რეალურად რა გადამხდა თავს ჩემთვის გაურკვეველი დარჩა.

რა ვიცოდი მაშინ, რომ სინამდვილეს იმაზე, რაც იქ მოხდა ერთი წლის შემდეგ გავიგებდი.

ცოტა ხანში თავი უკეთესად ვიგრძენი და შეხვედრის ადგილისკენ გავემგზავრე.

ადგილზე მისულს ჩემმა ძმამ დიდი ენთუზიაზმით მომიყვა უცხოპლანეტელების შეტყობინება. პაკოც და ხუანიც აღელვებული იყვნენ, მათაც განაცხადეს, რომ ძალიან ახლოს იხილეს კოსმიური ხომალდი. მე ჩემი გამოცდილება მოვუყევი, ის თუ როგორ დავკარგე გონება და ჰიპნოზურ მდგომარეობაში მყოფი როგორ მოვხვდი ხომალდში, აღმოჩნდა რომ პაკოსაც და ხუანსაც მსგავსი მდგომარეობა ჰქონიათ მაშინ, როცა მათთან კონტაქტში უცხოპლანეტელთა ჰოლოგრამული პროექცია შევიდა. ერთმანეთს ღამეული შთაბეჭდილებები გავუზიარეთ და გადავწყვიტეთ ახალი შეხვედრისთვის კარგად მოვმზადებულიყავით. საბედნიეროდ არდადეგები იწყებოდა და ამ შეხვედრის მოსაწყობად მეტი დრო გვექნებოდა.

სიქსტომ ოქსალქისგან მიიღო შეტყობინება, რომ შეხვედრა 19 აგვისტოს შაბათს უნდა შემდგარიყო და ეს შეხვედრა რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა. ამ სპეციალურად დაგეგმილ შეხვედრაზე ყველა ჩვენგანი ვერ წავიდოდა, გიდების ინსტრუქციის თანახმად აქ ის წევრები უნდა წასულიყვნენ ვინც პირველ შეხვედრას ესწრებოდა, ეს ალბათ ჩვენი სწავლების ახალი ეტაპი და ამავე დროს საბოლოო გამოცდა იქნებოდა. ჩვენ ხომ უცხოპლანეტელები შესახებ ბევრი ოფიციალური ინფორმაციით ვიყავით გაჭუჭყიანებული. ვფიქრობდი რომ ამ შეხვედრის შემდეგ თვისობრივად განსხვავებული ეტაპი დაიწყებოდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. რომ ჩვენთვის ბევრი საიდუმლო ცოდნა გაიხსნებოდა თუმცა მაინც ძნელი იყო წინასწარ იმის თქმა, თუ რა გველოდა მომავალში.


ოქსალქთან შემდეგი კონტაქტისას სიქსტომ დააზუსტა შეხვედრის დრო და ადგილი, იგი 1974 წელს 19 აგვისტოს, შაბათ დღეს, ლიმადან 90 კილომეტრით დაშორებით მთიან პლატოზე უნდა მომხდარიყო. ცენტრალური ანდების მახლობლად ზღვის დონიდან 4200 მეტრის სიმაღლეზე.

ამ ადგილს ადგილობრივ დიალექტზე „მარაკოხუასი“ ერქვა რაც ორსართულიან სახლს ნიშნავს.

ინკების ცივილიზაციის პერიოდში აქ “მასმას” ტომები სახლობდნენ. ეს ადგილი, პირველად ხულიო ცელიომ მოიხსენია თავის ნაშრომში. ესპანელი მკვლევარი დონ პედრო სესა დელ ლეონესი, თავის ნაწარმოებში აღნიშნავდა, რომ აქ მოსახლე ინდიელებში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, მთებში დიდი გამოქვაბული იყო სადაც თეთრი, ქერათმიანი ადამიანი ცხოვრობდა. ამ პიროვნებას ისინი „ადგილის მცველს“ ან „მთის სულს“ ეძახდნენ.

მარაკოხუასის პლატო ცნობილი გახდა პერუელი არქეოლოგის დანიელ რუსოს ნაშრომებშიც მათში ადგილობრივი ტომების კულტურა. რუსოს აზრით იგი ყველაზე ძველი იყო ამერიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა შორის.

ეს კულტურები ისევე როგორც ინკების ტომები უეცრად გაქრნენ ამ ადგილებიდან. მეცნიერი ამ თემით მას შემდეგ დაინტერესება, როცა 1952 წლის 16 თებერვალს ენრიკე დემერტემ რომელიც ამ კულტურებს იკვლევდა მარაკოხუასის პლატოზე გადაღებული ფანტასტიკური ფოტოები მოიტანა მასთან სახლში.

ფოტოსურათებზე გამოსახული იყო კლდეში გამოკვეთილი გიგანტური სკულპტურები. ქვაში გამოკვეთილ ფიგურებს იქაური ტომები “პეცა გადას” ეძახდნენ, რაც ადგილობრივ დიალექტზე თავის გამოსახულებას. ან სხვანაირად “ინკის” თავს ნიშნავდა.

რუსომ ამ ადგილებში სხვა ისტორიამდელი კულტურის ნაშთებიც აღმოაჩინა, ეს იყო მანამდე უცნობი კლდეში ნაკვეთი გამოსახულებები. აქედან რუსო გაემგავრა “სანტა ეულალიას” ველების ტერიტორიის გამოსაკვლევად. ამ ვეებერთელა მინდვრებზე რომელსაც მასმას მიწას ეძახიან, გადმოცემის მიხედვით “ჰუამგას” ტომის ინდიელები ცხოვრობდნენ.. ამ ადგილებში რუსომ უზარმაზარი სკულპტურული კლდე აღმოაჩინა, აქვე იპოვნა უძველესი ქალაქის ნაშთებიც. ხელოვნური ჯებირები და არხები, რომლიც ალბათ წვიმის წყლის დასაგროვებლად გამოიყენებოდა, ქალაქს იყო რთული სარწყავი სისტემა გააჩნდა, ისეთივე როგორიც ინკების ტომის მცხოვრებლებს ჰქონდათ. აქვე აღმოჩნდა ციხე კოშკები, საკულტო და სარიტუალო ნაგებობები.
ქალაქის გარშემო კლდეებზე დიდი რაოდენობით კლდეში გამოკვეთილი ქანდაკებები ჩანდა. რუსომ შეამჩნია, რომ მათი განლაგება არ იყო შემთხვევითი, ერთი სკულპტურა უკანა ფეხებზე შემდგარი ბეჰემოთი, ჰგავდა ქალღმერთ სუერისს, რომელიც ეგვიპტური ღმერთების პანთეონის ერთ–ერთ ქალღმერთად იწოდებოდა და მასაც ასევე ბეჰემოთის ფორმით გამოსახავდნენ. რუსო ამ გამოსახულების ხილვამ დააფიქრა, სად ეგვიპტე და სად სამხრეთ ამერიკა? რა საერთო უნდა ჰქონოდა ერთმანეთთან ეგვიპტის კულტურას და “მასმას” ტომებს? მაშინ ამ კითხვაზე რუსომ პასუხი ვერ მოძებნა.

ერთ ღამეს, როცა იგი ამ ფიგურებს აკვირდებოდა, შეამჩნია, რომ მათგან გაჩენილი ჩრდილები უცნაურ ერთ საერთო ანსამბლს, ახალ მოცემულობას ქმნიდა, ფიგურებმა თავისი პირვანდელი სახე ჩრდილებში იცვალეს და მთვარის შუქზე აცეკვდნენ.

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა ამ ტომების დიდი კულტურისა და განვითარების დონეზე მიუთითებდა, მაგრამ რამ გამოიწვია მათი უეცარი გაქრობა? ეს კითხვა მეცნიერს უპასუხოდ დარჩა.

მეცნიერი, მარკახუასში 1960 წლამდე დარჩა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან კვლევა შეწყვიტა. რუსო ვარაუდობდა რომ ამ ძველი კულტურების გაქრობა დიდმა ბუნებრივმა კატასტროფამ, კერძოდ კი ვულკანის საშინელმა ამოფრქვევამ გამოიწვია, ამოფრქვეულმა ლავამ და თეთრი ფერის თიხის ქანებმა, ეს ერთგვაროვანი 300 მეტრის სიგრძის ველი წარმოქმნა. ხოლო დანარჩენმა მასამ კი კლდოვანი წარმონაქმნები. დანიელ რუსო მიხვდა, რომ კლდოვანი ქანდაკების ფერის სიმუქე მისი შემადგენლობის ცვლილებით იყო განპირობებული. კლდოვანმა ქანმა მუქი ფერი რომ მიიღოს 10 000 წელია საჭირო. რუსოს აზრით ალბათ ამდენი ხნის უნდა ყოფილიყო ეს ქანდაკებები.

თავისი გამოკვლევების შესახებ რუსომ დაწერა წიგნი “ფანტასტიკური აღმოჩენის ისტორია” სადაც იგი დაწვრილებით აღწერს თავისი აღმოჩენების შესახებ. იგი თვლიდა, რომ მარაკოხუასის პლატოზე არსებული ცივილიზაციის ნაშთები უძველესია სამხრეთ ამერიკის ცივილიზაციათა შორის და შესაძლებელია ამ კულტურებს კავშირი აქვთ ეგვიპტურ კულტურასთან.

ამ ცოდნამ, კიდევ უფრო მკაფიო წარმოდგენა შემიქმნა იმ ადგილის შესახებ სადაც შეხვედრა იყო დანიშნული. მიღებული ინფორმაცია ისეთივე საიდუმლოებით მოცული და ფანტასტიკური იყო, როგორც ჩვენი თავგადასავალი.

მომდევნო დღეც მძიმე გამოდგა ჩვენთვის. უნდა გადაგვეწყვიტა ჩვენი ჯგუფიდან ვინ უნდა გამგზავრებულიყო გიდებთან შესახვედრად. ამის თაობაზე ჰუმანოიდებთან გვქონდა კონსულტაცია, გვინდოდა რომ ამ თემაზე განსაზღვრული ინფორმაცია მათგან მიგვეღო.

გიდების დახმარებით უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ ვინ მიიღებდა ამ საბოლოო ექსპედიციაში მონაწილეობას. ბოლოს და ბოლოს, დამღლელი ანალიზისა და განხილვის შემდეგ შევთანხმდით, რომ ედუარდო, პაკო, ოსკარი, დავითი, სიქსტო და მე პლატოზე უნდა წავსულიყავით. ხუანი, მიტო, კოგუი და კიდევ რამოდენიმე ლიმაში უნდა დარჩენილიყვნენ.

გადაწყდა, დანიშნულების ადგილისკენ, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები „ღმერთების ამბიონს“ ეძახდნენ, ექვსნი უნდა წავსულიყავით.

გარდა ამისა, გიდებისგან დამატებით მივიღეთ ახალი გზავნილი, რომელიც იტყობინებოდა რომ გზაში შეხვედრის ადგილის ზუსტ კოორდინატებს, იქაური გლეხები მიგვასწავლიდნენ. სხვა სუბიექტებთან ურთიერთობისთვის თავი უნდა აგვერიდებინა, რათა გზაში რაიმე მოულოდნელი სიურპრიზი არ შეგვხვედროდა ..
ჩვენი არჩეული მარშრუტი კორდილიერებისკენ მიმავალ გზაზე იწყებოდა. იგი რთული და ძნელად გადასალახი იყო, ვიწრო გზა წრეს უვლიდა მთას და მისი მწვერვალისკენ ადიოდა. ამ გზით მთის მწვერვალამდე, მხოლოდ სპეციალური ფართო საბურავიანი მანქანა თუ მოახერხებდა ასვლას.

19 აგვისტოს 8 საათზე, ედუარდო ჩვენს სახლთან თავისი ძველი “შევროლეთი” მოვიდა. გამსვლელი ჯგუფი, უკვე მზად იყო.

ჯგუფში შედიოდნენ, პაკო, დავითი, ედუარდო, ოსკარი და მე. დანარჩენი წევრები, ისინი ვინც ლიმაში რჩებოდა ჩვენს გასაცილებლად მოვიდნენ.

მათი საუბრიდან ჩანდა, რომ ისინიც მოუთმენლად ელოდნენ ამ შეხვედრის შედეგებს, ყველა გვამხნევებდა და მხარს გვიჭერდა ჩვენი მიღწევა იმავდროულად, ხომ მათიც იქნებოდა. ამ განწყობას ჩვენც დიდი სიხარულით ვიზიარებდით. ყველას ესმოდა, რომ ეს არა მარტო ჩვენ ექვსს არამედ მთელ ჯგუფს ეხებოდა.

გვამხნევებდა ის აზრი, რომ ჩვენს ერთწლიან ძალისხმევას და შრომას უქმად არ ჩაუვლია, საერთო ძალებით მივაღწიეთ იმას, რომ ეს შეხვედრა შედგა.

ბიჭებმა წარმატებული და მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვეს.

„ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ ამ დევიზით დავცილდით ერთმანეთს.

ჩვენი პატარა ჯგუფი, ახალი თავგადასავლების საძებნელად გაეშურა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Mar 18 2011, 11:43 AM
Post #53


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



. . . .რაც შეეხება დედამიწაზე მცხოვრებ “რჩეულ ადამიანებს” და დედამიწაზე, მხსნელის ან მესიის გამოჩენას. ეს პროექტი დიდი ხანია საერთო ძალებით მზადდებოდა. მესიის გამოჩენას ელოდნენ არ მარტო ებრაელები, არამედ დედამიწაზე მცხოვრები სხვა ერებიც, მათ რელიგიებში არსებობს ჩანაწერები სადაც აღნიშულია, რომ ღმერთს ხალხისთვის მიცემული ჰქონდა პირობა, რომ კაცობრიობას მხსნელს მოუვლენდა.

სინამდვილეში პროექტის მიზანი ის იყო, რომ მხსნელის როლი თვითონ ადამიანს უნდა შეესრულებინა, ასეთი სუბიექტი რა თქმა უნდა თავისი ადამიანური მონაცემებით და შესაძლებლობებით გამორჩეული უნდა ყოფილიყო. მისი სახით, ხალხი უკეთესად იხილავდა, თუ განვითარების რა დონეს შეძლება მიაღწიოს ჩვეულებრივმა ადამიანმა, თუ იგი ცხოვრებაში უმაღლესი პრინციპებით იხელმძღვანელებს.

კაცობრიობისთვის დიდი პრობლემა იყო მრავალ ღმერთიანობის იდეის დაძლევა. პოლითეისტური მსოფლმხედველობა, ათეულობით ღმერთის არსებობის დაჯერება, ადამიანში ნეგატიური პროცესების წარმოქმნას უწყობდა ხელს. ამ მსოფლმხედველობის მიხედვით, ღმერთები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ ომობდნენ და უამრავ ღმერთისთვის უკადრის საქციელს სჩადიოდნენ.

მსგავსი წარმოდგენები ადამიანებს შორის უთანხმოებას, მტრობას და შუღლს თესავდა. ასეთი მახინჯი იდეა, რომ დაგვემარცხებინა, საჭირო გახდა შესაბამისი დროის და ადგილის შერჩევა.

პროექტის გასახორციელებლად შეირჩა ხალხთა ჯგუფი და კონკრეტული ოჯახები. ერთდროულად ავამოქმედეთ რამდენიმე ექსპერიმენტალური პროექტი, სხვადასხვა ერებიდან და ოჯახებიდან, ამოვარჩიეთ საუკეთესო ვარიანტები.

პირველი მნიშვნელოვანი პროექტი შუმერში დაიწყო, თუმცა იგი პირველსავე ეტაპზე კონტროლიდან გამოვიდა, შუმერები დროთა განმავლობაში თავიანთ წარმოდგენაში მრავალი ღმერთის ჩართვას იწყებდნენ.

ასეთი სინამდვილის გათვალისწინებით უკეთესად მივიჩნიეთ ისეთი ხალხთა ჯგუფის, ერის, პიროვნების მოძებნა, ვისაც უკვე ჩანასახოვანი საფუძველი გააჩნდა მონოთეიზმისა, ამ შემთხვევაში ალტერნატიული ინფორმაციის მიღება მის წარმოდგენებს ძლიერ არ შეარყევდა და მომავალშიც ამავე წარმოდგენების ერთგული დარჩებოდა და პიროვნებას ჩვენი მიწოდებული ცოდნით თავისი რელიგიური რწმენის დიამეტრალურად შეცვლა არ მოუხდებოდა.

ამ მიზნით, ისევ შუმერთა შორის შევარჩიეთ “თორი” და მისი ოჯახი. თორს დავუკავშირდით და ვურჩიეთ დაეტოვებინა “ური”-შუმერის დედაქალაქი. მას ჩვენი თავი ღმერთის წარგზავნილებად წარმოვუდგინეთ.

ასეთივე ვარიანტი განვახორციელეთ ისრაელშიც, სადაც დავეკონტაქტეთ აბრაამის ცოლს სარას. ჩვენი ვარაუდით, თუ ყველაფერი ისე მოხდებოდა როგორც გვინდოდა, ამ ხალხში დამკვიდრებული ახალი იდეები სხვა ერებზეც იმოქმედებდა, ინფორმაცია გავრცელდებოდა და ნაყოფიერ ნიადაგს შექმნიდა მონოთეისტური რწმენის განსამტკიცებლად. ყოველივე ამის შემდეგ კი უნდა განხორციელებულიყო მომდევნო პროექტი, ხალხში „რჩეულის“ გამოჩენა. ასეთი პიროვნების მოღვაწეობა გარემოში, სადაც უკვე ერთი ღმერთის რწმენა იყო, უფრო წარმატებული იქნებოდა

ამისთვის ჩვენ რამდენიმე პიროვნება შევარჩიეთ, ეს აუცილებელი იყო რათა ჩაფიქრებული პროექტი წარმატებით დასრულებულიყო. რჩეულთა შორის იყო სამუელის დედა, მან თავისი ცხოვრებით დიდი როლი ითამაშა ისტორიულ ცვლილებებში.

მსგავსი ვარიანტები სხვადასხვა კულტურებში პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა, მიღებული შედეგები ანალიზდებოდა და შესაბამისი დასკვნები კეთდებოდა.

რაც ეხება იმ პერსონას, რომლის სკულპტურული გამოსახულება პლანეტა აპუზე იხილეთ. ფაქტია, რომ თქვენ ამ ადამიანის იდენტიფიცირება მოახერხეთ. ამ პიროვნების მოღვაწეობა ერთ–ერთი პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ეს პროექტი ჯერ არ დამთავრებულა და რადგან სხვა რჩეულებისგან განსხვავებით ეს ადამიანი არ მომკვდარა, იგი ცოცხალია და ელოდება თავისი გამოჩენის დროს.

ამ სუბიექტს უნდა გადმოეცა, და ეჩვენებინა ის, რომ შესაძლებელია ადამიანის გარდასახვა, ცნობიერების გამოცვლა.

მას არაფერი არ თავისი ცხოვრების შესახებ. იგი მხოლოდ აღწერდა იმას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი. მან დედამიწაზე დატოვა იგავებში და შარადებში ჩაწერილი ინფორმაცია. ამ ფორმით თქვენს მოსახლეობას დღესაც ეძლევა საშუალება, წაიკითხოს და ამოიცნოს მათში დამალული პასუხები. მისი სიცოცხლე და მოღვაწეობა იყო რუქა. ხოლო სიტყვები, ამ რუქაზე დატანილი ნიშნები და ამოცანები. ეს რუქა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც თვალი და ყური აქვს, რადგან მხოლოდ ისინი დაინახავენ და შეისმენენ.

დღესაც, 2000 წლის შემდეგ იგივე პრობლემები გვაქვს, თუმცა ღრმად ფესვგამდგარი, ფაქტია რომ საუკუნეების მანძილზე არსებული პოლითეიზმის ბარიერი გადაილახა. ამჯერად პრობლემა მრავალ ღმერთიანობა კი არა, მრავალ სულიანობაა. პოლითეიზმის ნაცვლად გაჩნდა პოლისპირიტიზმი. ეს სამწუხარო რეალობა ჩვენსა და დედამიწელებს შორის კომუნიკაციას ხელს უშლის. ასევე ხელს გვიშლის თქვენში გავრცელებული პოპულარული ეზოთერული სწავლებები.

რელიგიურმა მოძღვრებებმა მნიშვნელოვნად დაამახინჯეს ჩვენი გადმოცემული ცნობები და ამიტომაც ხართ თქვენ ჩვენთან რომ ეს შეცდომები გამოასწოროდ.

კეთილი! სათქმელი უკვე გითხარით. მათ გარდა კიდევ ბევრი თქვენთვის საჭირო ინფორმაცია არსებობს, მაგრამ იგი გარკვეული დროის შემდეგ თქვენ თვითონ უნდა აღმოაჩინოთ.

ყოველ ნაყოფს თავისი სიმწიფის პერიოდი აქვს. ასევეა ადამიანიც. არცერთ ინდივიდს თავზე არ უნდა მოახვიო, ის რაც მასში თანდათან ბუნებრივად უნდა განვითარდეს.

დროა უკან დაბრუნდეთ. მალე გათენდება. ჩვენ ისევ შევხვდებით. ეს მოხდება მაშინ, როცა თეთრად მოსილი ადამიანისგან წიგნი მოგეწოდებათ და იგი დაგეხმარებათ განვითარებაში, ეს იქნება ნიშანი რომელიც დამალულია მოწოდებული ინფორმაციის ქვეტექსტში. ყოველთვის კარგად დააკვირდით მათ ვინც თქვენს გვერდზე იქნება.

ამ სიტყვების დამთავრებისთანავე იოაკიმე შებრუნდა და გამოქვაბულის სიღრმისკენ გაემართა. შუქმა ციმციმი დაიწყო, და უეცრად ჩაქრა თითქოს სადღაც მოკლე ჩართვა მოხდაო. ირგვლივ უკუნი სიბნელე ჩამოწვა.

ცოტა ხანში, უცნაური და მძიმე შეგრძნება გაგვიჩნდა, მძლავრი ჰაერის ტალღა თავისკენ გვითრევდა, წინააღმდეგობის გაწევა ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. ჰაერის მასამ სადღაც გაგვაქანა და ისევ უკან თავშესაფარში აღმოვჩნდით. ყველას ერთდროულად გამოგვეღვიძა. გონს მოსულებმა ერთმანეთს იოაკიმეს შესახებ მოუყევით. გამოქვაბულზე და მოხუცის შესახებ ყველას ერთი და იგივე გვახსოვდა. დავმშვიდდით. იოაკიმეს ნაამბობი და გამოქვაბულში მომხდარის შესახებ ყველა დეტალი გაგვახსენდა, ის თუ რას ვსაუბრობდით, როგორი სიტუაცია დაგვხვდა იქ, ისიც გვახსოვდა, რომ გამოქვაბულში ედუარდოს გარდა ყველა ვიყავით.

მას შემდეგ რაც შთაბეჭდილებებმა იკლო და დავწყნარდით, ირგვლივ მიმოვიხედეთ და შევამჩნიეთ, რომ ქოხის კარი ღია იყო, ხოლო ჩვენს მიერ კართან მოგროვილი ბარგი მოშორებით ელაგა.

ვის უნდა გაეკეთებინა ეს? განცვიფრებული და დაბნეული ვიყავით. რა მოხდა ჩვენს თავს? რა იყო ეს სიზმარი? ქსენდრა? ასტრალური მოგზაურობა? თუ კიდევ სხვა რამ?

ამ ფენომენის ახსნა ჩვენ არ შეგვეძლო. მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენ ისევ ძველ ადგილზე, „მარაკოხუასის პლატოზე“ დოქტორ რუსოს მიერ აშენებულ ქოხში ვიყავით.

მაგრამ როგორ გადავადგილდით სივრცეში კორდილიერების მთაზე? ეს იყო საკითხავი. ყველაფერი ალბათ კარგად იყო დაგეგმილი და ორგანიზებული უცხოპლანეტელების მიერ, ის კი არა–ედუარდოს ჩვენს რიგებში არ ყოფნაც არ აღმოჩნდა შემთხვევითი მოვლენა. რაც შემდგომში დადასტურდა, იმით რომ ოჯახური პირობების გამო, იგი ჯგუფს ჩამოშორდა და ჩვენთან თანამშრომლობა ვეღარ გააგრძელა.

იმავე დღეს ლიმაში უნდა დავბრუნებულიყავით, ამიტომ გადავწყვიტე, წასვლამდე ბუნების პეიზაჟებისთვის ფოტოები გადამეღო. ბარგი შევკარით და გასამგზავრებლად მოვემზადე. შუადღისთვის უკვე გზას უნდა გავდგომოდით.

მე ცოტა ხნით ჯგუფი დავტოვე და კამერით ხელში მთებისკენ წავედი. ერთ–ერთი გორაკისკენ გავწიე. აქედან, ქვევით დარჩენილი სოფლის საინტერესო ხედი იშლებოდა. კამერა მოვიმარჯვე და წმინდა პეტრეს სახელობის ტაძრისკენ მივმართე.

ედუარდო მთის ძირში დავტოვე, რომ ამ ფონზე გამოჩენილიყო. კამერით დავაფიქსირე ეს კადრი, შევარდენის კამარა ცაზე, აკვედუკები, ვეებერთელა მთის მასივები, იმ წუთას ისევ გამოქვაბულში ნანახი ადამიანი მედგა თვალწინ.

უცბად კამერის ობიექტივში უზარმაზარი საფრენი აპარატი გამოჩნდა, იგი ხრამის თავზე ნელა მოძრაობდა. კამერა ძირს დავაგდე და ჯგუფისკენ გავიქეცი თან რაც ძალი და ღონე მქონდა ვყვიროდი, რომ ბიჭების ყურადღება როგორმე ობიექტისაკენ მიმექცია.

ედუარდოსაც ვუხმობდი, იგი პლატოს ძირას იყო, რადგან ჰაერის სიმცირის გამო მას სიმაღლეზე ამოსვლა უჭირდა. (იგი ხომ ჩვენ შორის ყველაზე უფროსი 40 წლამდე იყო.)

გზა გავაგრძელე, როგორც კი “მასმას” კლდოვან კონსტრუქციებს მივაღწიე, ხომალდი მოახლოვდა. იგი უჩვეულო, ლენტისებური ფორმის იყო, ზედ აღმართული თაღით. ხომალდის ერთი ნაწილი ვერცხლისფერი იყო, ნახევარი კი რუხი.

25-30 მეტრის დიამეტრის ობიექტი უხმაუროდ მოძრაობდა. უცნობ საფრენ აპარატს და მის მანევრებს შეშინებული და განცვიფრებული ვუცქერდი, მე ხომ კოსმიურ ხომალდს დღის შუქზე პირველად ვხედავდი.

სამწუხაროდ, ამ სანახაობას ჩემი მეგობრები ვერ დაესწრნენ.

ხომალდმა მოძრაობა შეწყვიტა, დაბლა ჩამოეშვა და განსაზღვრული მდებარეობა მიიღო. საფრენი აპარატის კორპუსზე ლუქი გაიღო და ადამიანი გადმოვიდა. იგი მაღალი იყო, სწორი სახის ნაკვთებით.. გრძელი ქერა თმა უკან კეფისკენ ჰქონდა გადავარცხნილი, ხოლო ტანთ ცნობილი უცხოპლანეტელების კომბინეზონი ემოსა.

იგი ნელი ნაბიჯით ჩემსკენ გამოემართა, ხელი აღმართა და მტევანი გაშალა. ტელეპატიურად მივიღე შეტყობინება:

”მე ვარ აშტარ შერანი, ნუ გეშინია! მე მოვედი შენთან და შენს მეგობრებთან, რათა გაცნობოთ, ის რაც თქვენ უნდა გააკეთოთ..

როცა შინ დაბრუნდებით. თქვენთვის საინფორმაციო საშუალებები გაიხსნება და მოგეცემათ საშუალება ყველას შეატყობინოთ, რაც აქ მარაკოხუასის პლატოზე იხილეთ და გაიგონეთ.

ჩვენ ხელს შეგიწყობთ ამ საქმის აღსრულებაში. ეს დახმარება იქამდე გასტანს რამდენიც საჭიროა კაცობრიობის სასარგებლოდ განხორციელებული პატიოსანი და ღირსეული საქმისთვის.

ნუ შედრკებით! დაბრუნდით უკან თქვენს საზოგადოებაში და მთელს მსოფლიოს აცნობეთ, ის რაც ამ თვეების განმავლობაში თავს გადაგხდათ.

დღეის შემდეგ, თქვენი სამყაროსთვის გამოღვიძების ახალი ეტაპი იწყება. დაიმახსოვრეთ, ჩვენ იქამდე ვიქნებით თქვენს გვერდით, ვიდრე თქვენი ჯგუფი სამყაროს უნივერსალური პრინციპების ერთგული დარჩება.

ყველანაირ დახმარებას გაგიწევთ იმისთვის, რომ მსოფლიოს ხალხს დაანახოთ ის გზა, რომელიც მათ, საკუთარი ხელით შექმნილი კოშმარიდან გამოიყვანს.“

ამ სიტყვების დამთავრების შემდეგ აშტარ შერანი ხომალდში დაბრუნდა, ლუქი ავტომატურად დაიხურა და ობიექტი დიდი სისწრაფით სივრცეში გაუჩინარდა. განცვიფრებული ვიდექი, ამ შეხვედრისთვის მზად არ ვიყავი, არც კი მეგონა რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო

ამ ფანტასტიკურმა მოვლენამ პარადოქსალურ მდგომარეობაში ჩამაგდო, ვერ გამეგო ის რაც ვნახე, სიზმარი იყო, თუ ცხადი.

ჯგუფში დავბრუნდი და ბიჭებს ყველაფერი მოუყევი. ჩემი გონება სავსე იყო ეჭვებით და შიშით. აღმოჩნდა რომ აშტარ შერანის მოწოდებული დავალების შესასრულებლა არცერთი ჩვენგანი არ იყო მზად.

ყველა ხვდებოდა იმას რომ ჩვენი ამბის გაცხადება საკმაოდ რთული იქნებოდა. იმან რაც ამ ბოლო დღეს მოხდა ყველა ჩააფიქრა. გადაღებები დავასრულეთ, აქ დამთავრდა ჩვენი მოგზაურობაც.

მიუხედავად იმისა რომ მომხდარით აღტაცებულნი ვიყავითისიც გაცნობიერებული გვქონდა თუ რა მძიმე საქმე გველოდა მომავალში, ჩვენ ხომ წინ, უამრავი პრობლემებით სავსე რეალობა დაგვიხვდებოდა, თავისი გამოცდებითა და სიცრუით, ცივი და სკეპტიკურად განწყობილი, შეუბრალებელი, დესტრუქციული გარემო.

სამყარო, რომელიც არაფერს არ გპატიობს, სადზოგადოება, რომელსაც არანაირად არ სურს შეცვლა და დაინტერესებულია, მ
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Mar 18 2011, 11:43 AM
Post #54


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაინტერესებულია, მხოლოდ მარტივი საქმიანობით, პრობლემების ადვილად, მინიმალური ძალისხმევით გადაჭრით. მსგავსი საზოგადოების წევრები მზად არიან ყველა ჯვარს აცვან, ვინც მათ ინტერესებს და შეხედულებებს არ დაეთანხმება, ისინი მზად არიან სასიკვდილოდ გაწირონ ყოველი ვინც ვერ დააკმაყოფილებს მათ მოთმენელ მოთხოვნებს. მიუხედავად ამდენი სიძნელისა, ვიმედოვნებდით რომ დროში ყველა საჭირო ცოდნას მივღებდით, რადგან დღეის შემდეგ მხოლოდ დრო იყო ჩვენი ძირითადი მასწავლებელი.

იმასაც ვხვდებოდით რომ ჩვენი მოღვაწეობა ახლა იწყებოდა.. შინისაკენ გზაზე რამოდენიმე გაუთვალისწინებელი შეფერხება გვქონდა საწვავის ნაკლებობამაც შეგვიშალა ხელი, თუმცა ეს პრობლემა მალე გადავჭერით.

რამდენიმე საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ უკვე შინ ვიყავით. სახლში მოულოდნელი სიურპრიზი დაგვხვდა, წინა კვირას ჩვენს ინსტიტუტში გაზეთ „ელ კომერციო“–დან ჟურნალისტები მისულან. მამამ მოუთხრო ჩვენი შემთხვევის და ასევე ჩვენი მოგზაურობის შესახებ მარაკახუასში. ამ მონაყოლმა მათში დიდი ინტერესი აღძრა და ამ ჯერად ისინი ჩვენთან სახლში იყვნენ სტუმრად.

სახლში შესვლისთანავე, მამამ ჟურნალისტს ჩვენი თავი წარუდგინა, ესენი ჩემი შვილები არიან რომლებიც ეს წუთია უცხოპლანეტელებთან შეხვედრიდან დაბრუნდნენ.

ამა სიტყვებმა რა თქმა უნდა დააინტერესა კორესპონდენტი და შეკითხვები დაგვაყარა, ჩვენც მოუყევით ნანახისა და განცდილის შესახებ.

რამდენიმე დღეში ახლმა ამბავმა, რომ პერუში მცხოვრებმა ბავშვებმა კონტაქტი დაამყარეს არამიწიერ არსებებთან-მთელი ქალაქი მოიარა, გაზეთმა „ელ კომერციომ“ თავის საკვირაო ნომერში ჩვენს ნაამბობს თითქმის მთელი გვერდი დაუთმო და სენსაციის სახელწოდებით გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა რომ სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეცვლილი იყო, რაც უსიამოვნო ფაქტი იყო, მაინც კმაყოფილი ვიყავით რადგან ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენით ბევრი სხვა გაზეთიც დაინტერესდა.

მათ შორის იყო ახალი ამბების სააგენტო “აი-ეფ-ე”-ი რომელიც ევროპაში უმეტესად ესპანეთში, გამოდიოდა. მან ჩვენს შესახებ თავის ნიუსებში ასეთი წერილი გამოაქვეყნა: “ხუთმა ახალგაზრდა პერუელმა, რომელიც პერუს საპლანეტაშორისო ინსტიტუტის წევრები არიან, კონტაქტი დაამყარეს არამიწიერ ცივილიზაციებთან, რომლებიც პლანეტა ჰანიმედიდან (იუპიტრის თანამგზავრი) არიან.

კონტაქტში მონაწილე ჯგუფი ხუთი დღე იმყოფებოდა ანდებში, კერძოდ მთათა სისტემის ერთ–ერთ „მარკოხუასის“ პლატოზე. ეს ეგზოტკური ადგილი ლიმადან 90 კმ მაძილზე მდებარეობს. პლატო ზღვის დონიდან 4200 მეტრის სიმაღლეზეა, ბავშვებმა შეძლეს უცხოპლანეტელთა ხომალდებისთვის ფოტოების გადაღება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.

ბატონმა პაზ გარსიამ, რომელიც პერუს საპლანეტაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელია გვითხრა რომ უცხოპლანეტელების ბავშვებთან კონტაქტი რვა თვის განმავლობაში გრძელდებოდა!“

ამ ამბავმა ბევრი ქვეყანა მოიარა და მრავალი დისკუსია გამოიწვია. შემთხვევას, ბევრი არ იჯერებდა. თუმცა გამოჩნდა ერთი ადამიანი რომლის ცხოვრებაც შემდგომში მჭიდროდ დაუკავშირდა უცხოპლანეტელებთან ურთიერთობის თემატიკას. ეს იყო ესპანეთის ახალი ამბების სააგენტო “ეიფ“-ს ახალგაზრდა ჟურნალისტი ხოსე ხუან ბენიტეს ლოპესი. იგი “ლა გაზეტა დე ლა ნორტეში” მუშაობდა კორესპონდენტად.

ხუან ბენიტეს ლოპესი არც ისე დიდი ხნის დაბრუნებული იყო ისრაელიდან, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების თემას იკვლევდა.

ლოპესი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ინფორმაციით დაინტერესებული ჟურნალისტი იყო, უცხოპლანეტელებთან წინასწარ დაგეგმილ კონტაქტებს იგი სკეპტიკურად უყურებდა, პერუდან მიღებული ცნობები, კი სწორედ ასეთი ტიპის ურთიერთობაზე იუწყებოდა, ეს კი მის წარმოდგენებს მთლიანად არღვევდა.

მას შემდეგ, რაც „პერუს შემთხვევაზე“ ინფორმაციამ მსოფლიო მოიარა, “გაზეტა დელა ნორტემ” ხუან ბენიტესს დავალება მისცა, გამგზავრებულიყო პერუში და ამ მოვლენის შესახებ ჟურნალისტური კვლევა ჩაეტარებინა, გამოერკვია რა მოხდა ლიმაში სინამდვილეში. მოკლედ ყველა ღონე ეხმარა და ეს “პერუს მისტერია” ამოეხსნა.

რას იფიქრებდა მაშინ ხუან ხოსე ბენიტესი, რომ ამ მოგზაურობის შემდეგ მისი ცხოვრება ძირეულად შეიცვლებოდა.

. . .ის აზრი რომ პერუს კონტაქტი წინასწარ იყო უცხოპლანეტელების მიერ დაგეგმილი. ჟურნალისტ ხუან ბენიტესს, ინტერესს უღვივებდა გამოეკვლია ეს თემა და ინფორმაცია პირველი პირისგან მიეღო. ლიმას მიმართულებით მგზავრობისას, იგი სამყაროში არსებულ სიცოცხლის მრავალფეროვნებაზე კოსმოსში არსებული სხვა ინტელექტუალურ სიცოცხლეზე ფიქრობდა, აცნობიერებდა რა ამ შეხვედრის მნიშვნელოვნებას იმედოვნებდა რომ იმ შემთხვევაში თუ მოწოდებული ცნობა მართალი აღმოჩნდებოდა, მას ექნებოდა ექსკლუზიური უფლება ამ ინფორმაციის მედიის საშუალებით გავრცელებაზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Mar 24 2011, 02:28 PM
Post #55


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





გაზეთი სადაც გამოქვეყნდა ინფორმაცია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Mar 30 2011, 11:48 AM
Post #56


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბენიტესი ორი დღის მერე ჩვენთან დასამშვიდობებლად მოვიდა, წასვლის წინ მან გვითხრა: ის რაც თქვენგან მოვისმინე, საოცარი და ამაღელვებელია. ესპანეთში უნდა დავბრუნდე და ჩემს გამომცემელს შევატყობინო თქვენი ნათქვამი.

ეს ყველაფერი ფანტასტიური და შოკის მომგვრელია, იგი ღრმა და სერიოზულ ანალიზს მოითხოვს.

თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ სახის ინფორმაციას არავინ დაიჯერებს, მე არ გამაჩნია მოვლენის დამადასტურებელი არანაირი საბუთი, გარდა ნაამბობისა.

იცოდეთ მსოფლიოზე გავლენის მოსახდენად, მარტო მშრალი ინფორმაცია არ კმარა. მონაყოლის ნამდვილობის დამადასტურებელი ხელმოსაჭიდი საბუთია საჭირო, რომელსაც ესპანეთში ჩასვლისას ჩემს გამომცემელს ვაჩვენებ.


თუ უცხოპლანეტელები თვლიან, რომ მე როგორც ჟურნალისტს, რაიმე სარგებლობის მოტანა შემიძლია, იქნება მოახერხონ ჩემთან ფიზიკური შეხვედრა. თუ მსგავსი კონტაქტი თქვენთვის ადვილად მისაღწევია, იქნება მეც დავესწრო ასეთ ახალ შეხვედრას!

ჟურნალისტის სიტყვებმა ჩაგვაფიქრა, და ცოტა არ იყოს შეგვაშინა, რადგან მოვლენების ასე განვიტერბით ჩვენი მხრიდან მსოფლიოს გამოწვევა უნდა მომხდარიყო. ამ მომენტზე ადრეც გვიფიქრია და აი ეს დროც დადგა!

მე მტკიცედ ვუპასუხე: არჩევანის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია, თუ თქვენ თვლით რომ ამბის დამაჯერებლობისთვის დამადასტურებელი ფაქტების არსებობაა აუცილებელი, ჩვენ უკან არ ვიხევთ. თუმცა ჯერ ჩვენს გიდებს უნდა მოვეთათბიროთ, ისინი გვეტყვიან შესაძლებელია თუ არა ასეთი შეხვედრის მომზადება, კონკრეტულ ადგილს და დროსაც ისინი მოგვითითებენ. მათ თქვენს თხოვნას გადავცემთ და ვეცდებით რომ პასუხი რაც შეიძლება მალე მოგაწოდოთ.

ბენიტესს პასუხად არაფერი არ უთქვამს, დაგვემშვიდობა ავტომობილში ჩაჯდა და სასტუმროში გაემგზავრა.

მე და სიქსტომ ერთმანეთს გადავხედეთ. ვხვდებოდით რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საიდანაც გაირკვეოდა მიმდინარე კონტაქტის სინამდვილე.

მთელი ღამე ბენიტესის შემოთავაზებაზე ვფიქრობდი.. გადავწყვიტე უცხოპლანეტელებთან კონტაქტზე გავსულიყავი. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ეს ის მომენტი იყო რასაც ჩვენი გიდები ელოდნენ და თვეების განმავლობაში გვამზადებდნენ. მიუხედავად იმისა რომ ხარისხიან კავშირში და შედეგში დარწმუნებული არ ვიყავი. კონტაქტის დამყარება დავიწყე, ღრმად ვსუნთქავდი, მერე ოდნავ მოვდუნდი და უეცრად მივიღე შეტყობინება:

–”დიახ ქულბა ვარ”

–შაბათს კონტაქტი შესაძლებელია?

–დიახ! შაბათს 7 რიცხვში, იგივე ადგილზე, კონტაქტი შედგება საღამოს 9 საათზე.

ადამიანები: ედუარდო, მიტო, სიქსტო, კარლოსი, ხოსე ხუან ბენიტესი, ბერტა, ლილიანი, ანა მარია, პაკო და სხვები არანაკლებ სამი ადამიანისა.

ამჯერად ჩემს მეორე გიდს, ქულბას დაუკავშირდი, რომელიც იშვიათად გამოდიოდა კონტაქტზე. უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ ჩემთან ურთიერთობა პირად გიდს გოდარს დაემყარებინა. ამ კონტაქტმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ასე ადვილად უცხოპლანეტელებისგან ინფორმაცია არასოდეს მიმიღია. რვეულის ფურცელზე ჩაწერილი შეტყობინებით ხელში ჩემს ძმასთან მივედი. როცა სიქსტომ ეს გზავნილი დაინახა, აღელვებულმა მკითხა, მიფიქრია თუ არა იმაზე, რომ ეს ჩანაწერი შეიძლება ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო და არა სინამდვილე? მეც ყოყმანით ვუპასუხე, რომ ეს გზავნილი ჩვეული ფორმით არ მიმიღია და აქედან გამომდინარე შეუძლებელი იქნებოდა იგი ჩემი ფანტაზია ყოფილიყო.


სიქსტო განერვიულდა და ამ შეხვედრაზე წამოსვლაზე უარი განაცხადა, მისი აზრით ეს წარუმატებელი კონტაქტი იქნებოდა.

დავღონდი და თავი შეუძლოდ ვიგრძენი, უცხოპლანეტელებთან შეხვედრაზე იმ ადამიანის დასწრება ვინც ამისთვის მოუმზადებელია მართლაც სარისკო საქმე იყო. ამას შეიძლება რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოჰყოლოდა,

ნებისმიერი წარუმატებლობა კი ჩვენს მოღვაწეობას დიდ ზიანს მიაყენებდა. იმ შემტხვევაში, თუ ბენიტესი კონტაქტის შესახებ რაიმე დამამტკიცებელ საბუთს არ მიიღებდა, იგი მთელ მსოფლიოს შეატყობინებდა, რომ პერუში მომხდარი მოვლენები, მხოლოდ თაღლითობა და მასობრივი ფსიქოზის გამოვლინება იყო და სხვა არაფერი.

ამის წარმოდგენაც, კი ძალიან მაშინებდა, ამიტომ გადავწყვიტე რჩევა მამაჩემისთვის მეკითხა. როცა კარლოსმა საქმის ვითარება შეიტყო, თვითონაც აღელდა და მითხრა, რომ ჩემს თავზე დიდი პასუხისმგებლობას ვიღებდი, ისაც აღნიშნა რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მის პიროვნებას ჩრდილი მიადგებოდა და ინსტიტუტს რეპუტაცია შეელახებოდა. მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო შემაშფოთა და ჩემი შიში გაზარდა. მხარდაჭერას არსაიდან არ ვგრძნობდი. ჩვენი ჯგუფიდან ჩემს გარდა არცერთი ცდილობდა კონტაქტზე გასვლას, არავის არ უნდოდა ასეთი საპასუხისმგებლო მისია საკუთარ თავზე აეღო.

ჯგუფის წევრები იმასაც კი მთავაზობდნენ, რომ ბენიტესისათვის უარი მეთქვა შეხვედრაზე და თავი აგვერიდებიანა რაიმე არასასურველი შედეგისგან. ასე მოქცევით, ხომ უცხოპლანეტელი გიდებისთვის მიცემულ პირობას ვარღვევდით და ჩვენ ვალდებულებას ვღალატობდით.

სახლიდან გამოვედი და იქვე ახლოს მდებარე პარკისკენ გავემართე. იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ეს საუკეთესო ადგილი იყო იმისთვის რომ ყველასგან განმარტოვებულს ჩემს მდგომარეობაზე მეფიქრა. მალე დაღამდა კიდეც. ზღვის მიმართულებით დავიწყე ცქერა. ტალღების ხმაურმა ჩემზე დადებითად იმოქმედა, დავმშვიდდი და მოვდუნდი, ჩვენსა და გიდებს შორის მომხდარი შეხვედრები და საუბრები გამახსენდა.

მოულოდნელად ქულბას იქ ყოფნა ვიგრძენი:

ქულბა ვარ! „დამშვიდდი ჩარლი! რწმენა იქონიე, ჩვენ ვიცით თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენას საერთო საქმისთვის. ამიტომ ამ შემთხვევას ხელიდან არ გავუშვებთ, ნუ განიცდი იმას რომ სენი ახლობლები არ არიან შენს ძალებში დარწმუნებულნი. იმის დრო დადგა, რომ გამომზეურდეს, ის რაც მოხდა. ჩვენ შენს გვერდით ვართ!

მეც ტელეპატიურად ვუპასუხე: თუ მე ამას გავაკეთებ, მაშინ მთელი ჯგუფი, ძმა და მამა იფიქრებენ, რომ მე ამას პირადი დაინტერესების მიზნით ჩავდიოვარ. ჩემს მცდელობას ხელს არავინ არ შეუწყობს მე თუ ამაზე წავალ, წარუმატებელი შედეგი ჩემი ბრალი იქნება. ეს ქმედება განხილული იქნება, როგორც ცალმხრივი და ეგოისტური გადაწყვეტილება, იგი ყველას შეურაცხყოფას მიაყენებს.

ქულბა ისევ თავისას მეუბნებოდა: ნუ ღელავ, ჩვენ შენთან ვართ! დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ თქვენი ჯგუფი ამ მიზნამდე მისულიყო, ჩვენი კეთილი განზრახვის შესახებ უკვე საკმარისად გითხარით. ახლა ჯერი თქვენზეა, უკან არ უნდა დაიხიოთ. მთელი სამყაროს მომავალი თქვენს ხელთაა, დაიხსომეთ რომ მარტონი აღარა ხართ და არც არასოდეს იქნებით. იფიქრეთ იაზროვნეთ და გვენდეთ. ნახვამდის! ქულბასთან საუბარმა გამამხნევა და მივხვდი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ტავს მარტოსულად აღარ ვიგრძნობდი.

უკვე არანაირი ეჭვი არ მქონდა, ჩემსა და უცხოპლანეტელებს შორის წარმართული ურთიერთობაზე. შინ დავბრუნდი და ბენიტესს დავურეკე. იგი სასტუმროში არ დამიხვდა და შეტყობინება დავუტოვე, რომ რაც შეიძლება მალე დაერეკა ჩემთან. მეორე დღეს ყველამ შეიტყო ჩემი გადაწყვეტილება, ყველამ თანხმობა განაცხადა ანა მარიას გარდა. ასევე მოვიწვიე ერნესტო აისა და ტიბერიო პედრო ლეონე, ორივემ უარი მითხრა წამოსვლაზე. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მთელი მსოფლიოს დანაშაული მე მაწვა მხრებზე, ყველას ბევრი შენიშვნა და კრიტიკა მივიღე, რადიკალურიც და მკვეთრიც, მიწოდეს უპასუხისმგებლო, პატივმოყვარე, უგუნური. თითქოს რაიმე ინფექციური დაავადება მქონდა, ისინიც კი ვინც ადრე ჩემთან მეგობრობდა ახლოს არ მეკარებოდნენ.

მს შემდეგ რაც ბენიტესმა ჩემი გზავნილი მიიღო, რომ მისი წინადადება მიღებული იქნა და თარიღი დანიშნული, იმავე დღეს შემომეხმიანა და ჩემი სახლისკენ გამოეშურა.

ქულბასთან ჩაწერილი ფსიქოგრაფია

Go to the top of the page
 
+Quote Post
Legatus
post Apr 4 2011, 11:23 PM
Post #57


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 46
Joined: 5-November 10
Member No.: 6,299

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა... დიდი მადლობა, smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 5 2011, 11:37 AM
Post #58


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Legatus @ Apr 4 2011, 11:23 PM) *
ანანდა... დიდი მადლობა, smile.gif

მადლობა თქვენ ყველას ფორუმელებო!


. . .ჟურნალისტი მოსვლისთანავე გავაფრთხილე: ჩვენთვის არ არის მთავარი თქვენ ამას დაიჯერებთ თუ არა, შვიდ სექტემბრამდე. უნდა მოიცადოთ, ზუსტად არ ვიცით რასთან გვექნება საქმე, მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ადგილი ექნება ფიზიკურ შეხვედრას და თქვენ უკვე გექნებათ დამამტკიცებელი საბუთი. დანიშნულების ადგილამდე გრძელი გზა გვექნება გასასვლელი მითითებულ ტერიტორიაზე 16 საათზე უნდა მივიდეთ.

შვიდი სექტემბერი ჩემი დაბადების დღეა! მაშინ მოემზადეთ საჩუქრისთვის, რომელსაც თქვენ არასოდეს არ დაივიწყებთ– მივუგე მე..

მეტი დამაჯერებლობისთვის ხუან–ხოსეს, ჩემს მიერ გაკეთებული ჩანაწერიც ვაჩვენე, სადაც კონტაქტის დროს მიღებული ტექსტი ეწერა. ჩანაწერს ქულბას პროფილიც მივახატე, მაგრამ გარდა იმისა, რომ შეხვედრის დღე მის დაბადების დღეს ემთხვეოდა, ბენიტესზე ზეგავლენა არაფერს არ მოუხდენია.

იგი დამემშვიდობა და დამპირდა, რომ 7 სექტემბრის შუადღისას ჩემთან იქნებოდა. ამის შემდეგ ჟურნალისტი აღარ გამოჩენილა, როგორც შემდეგში გაირკვა, იგი შეგნებულად ერიდებოდა ჩვენთან მოსვლას. რათა ჯგუფის მხრიდან რაიმე ზეგავლენის ქვეშ არ მოხვედრილიყო.

ჩემთვის ისიც ცნობილი გახდა, რომ ამ შეხვედრას ერნესტოსთან და ტიბერიოსთან განიხილავდა, ეს ის ხალხი იყო ვინც მიწვევა არ მიიღო და სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს ყველა მცდელობას.

სიქსტოს კიდევ ერთხელ ვთხოვე შეხვედრა წამოსვლა, მაგრამ, იგი ისევ უარზე იყო. არ სურდა რეპუტაცია შელახოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა უცხოპლანეტელებთან კონტაქტისას ერთად არ ვიქნებოდით, ჩვენს შორის თითქოს რაღაც ძაფი გაწყდა. ამის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს დამოუკიდებლად უნდა ემოქმედა. მოგვიანებით გავიგე რაშიც იყო საქმე. გუმანით მანამდეც ვგრძნობდი რომ რაღაც არ ვიცოდი და ინფორმაცია მაკლდა.

1974 წლის 7 სექტემბერს 15 :10 წუთზე ბენიტესი ტაქსით მოვიდა ჩვენთან, უკვე მოსულები იყვნენ: დიასახლისი ბერტა, საერთაშორისო ხაზების ბორტგამცილებლი ლილიანი, ასევე ადრე მოვიდნენ: ედუარდო, პაკო, მიტო და დავითი.

ჩვენი საქმის ახალი ფაზის დასაწყებად და ახალი თავგადასავლისთვის ყველანი მზად იყვნენ.

ექსპედიცია შეიძლება, ან ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება, ანდა ამ შეხვედრების დასასრულის დასაწყისი გამომდგარიყო. როცა ყველამ თავი მოიყარა, ისევ ვთხოვე სიქსტოს წამოსულიყო, მაგრამ მან ჩემთან ყველანაირ დიალოგზე უარი განაცხადა.

განაწყენებულმა, მათ ვინც არ მოდიოდა “ნახვამდის” ვუთხარი.

მანქანებში ჩავსხედით და გზას გავუდექით. პერუს ზღვისპირეთში ამ დროს საკმაოდ ციოდა, ბენიტესი კი მხოლოდ ჯინსით, საზაფხულო პერანგით და თხელი სვიტერით იყო წამოსული, თან ზურგით მძიმე კამერასაც მოათრევდა. მალე იგი თავის შეცდომას მიხვდა მაგრამ გვიან იყო, უკვე გზაში ვიყავით.

ბენიტესი უხასიათოდ იყო, იმის გამო რომ იძულებული გახდა დაბადების დღეზე სადღაც უდაბნოში ეხეტიალა და ღამე ცივ ამინდში ღია ცის ქვეშ გაეთია. მანქანით “როუდ პან– ამერიკანას” ტრასაზე საათნახევარი უნდა გვევლო. გზაში ხუან–ხოსე, ედუარდოსთან საუბრით ირთობოდა თავს. ეკითხებოდა, თუ რას უნდა დავლოდებოდით, ან რა შეიძლება მომხდარიყო. ედუარდომ დასმულ შეკითხვებს პირდაპირ და დამაჯერებლად უპასუხა, „ყველაფერი კარგად იქნება! რადგან გიდებმა აღგვითქვეს შეხვედრა, ისინი სიტყვას არასოდეს არ გადადიან“. ჟურნალისტმა ამის გაგონების მერე ედუარდოს დაკითხვა შეწყვიტა.

დანიშნულ ადგილს მივუახლოვდით, ავტომობილმა გზიდან გადაუხვია და ჩილკას უდაბნოსკენ წავედა. უკვე 18 საათი იქნებოდა. უდაბნოსთან მივედით, ავტომანქანა გავაჩერეთ და გზა ფეხით გავნაგრძეთ. ხალვათად ჩაცმულმა ჟურნალისტმა უფრო ძალუმად იგრძნო ამ მიდამოს მკაცრი ბუნება. ბენიტესმა კამერა ავტომობილში დატოვა, რადგან არაფერ სახეიროს ნახვას აქ არ ელოდა. ერთადერთი აღმოჩენა მისთვის უდაბნოს ხილვა იყო. ირგვლივ მხოლოდ გადამწვარი და ხრიოკი მიწა მოჩანდა, ამ მიდამოში იგი თავს უგზოუკვლოდ დაკარგულად გრძნობდა. სახეში ცივი ქარი უბერავდა, ჩამავალი მზე კი კანს სწვავდა.

ბენიტესმა ედუარდოს ჰკითხა, თუ რატომ ავირჩიეთ შეხვედრისთვის მაინცდამაინც ეს ადგილი? ედუარდომ მიუგო: ეს კონკრეტული ადგილი ჩარლის მიერ ერთ-ერთი პირველი კონტაქტის შემდეგ ავირჩიეთ. ეს მიდამოები ახლოა იმ მარშრუტთან, რომელსაც ზეციური ხომალდები ასრულებენ, მაშინ როცა ქვეყნის სამხრეთით არსებული წყალქვეშა ბაზისაკენ მიფრინავენ.

უცხოპლანეტელებმა აგვიხსნეს, რომ ეს საუკეთესო ადგილია მათთვის და ჩვენთვისაც. ამ მიდამოში კონტაქტი უსაფრთხოა, რადგან იგი შორსაა ცივილიზაციისგან და რაიმე მოულოდნელი საფრთხისგან თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, მაგალითად ცნობისმოყვარე ადამიანების, ან სხვა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან.

მალე ჩამობნელდა და ირგვლივ სქელი ნისლი ჩამოწვა. ფანრები ჩავრთეთ და გზას ასე მივიკვლევდით, გარშემო, მხოლოდ ქვის ღორღი, კლდე და ხრიოკი მიწა მოჩანდა. შეციებული ბენიტესი მოუთმენლად ელოდა ექსპედიციის დასასრულს, იგი უკვე აღარ მალავდა უკმაყოფილებას იმაზე, რომ შეთქმულების მსხვერპლი გახდა, წამდაუწუმ საათს დასცქეროდა და კითხულობდა, თუ რა დროს უნდა დავბრუნებულიყავით უკან. „იქამდე ვივლით, სანამ “მინეს დიუნებს” არ მივაღწევთ, ეს ადგილი ჩვენი შეხვედრისთვის წინასწარაა მომზადებული უპასუხა მას პაკომ. მას შემდეგ ბენიტესს ხმა აღარ ამოუღია. ნახევარ საათში “მინეს” მივაღწიეთ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 12 2011, 04:46 PM
Post #59


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჟურნალისტმა მისვლისთანავე გამაღიზიანებლად იკითხა: კეთილი, ხომ მოვედით, ახლა რა უნდა გავაკეთოთ აქ?”

- უნდა დავიცადოთ, მოვძებნით საჭირო ადგილს დავსხდებით და უცხოპლანეტელების ინსტრუქციას დაველოდებით, უპასუხა ედუარდომ.

ცივი ღამე იყო, სიცივით შეწუხებული ბენიტესი ადგილზე ხტუნავდა რომ როგორმე გამთბარიყო. დაბლა ჩამოსული ღრუბლები ვარსკვლავების დანახვის საშუალებას არ გვაძლევდნენ და ეს ფაქტი ძალიან მაღელვებდა. მე პაკომ და ედუარდომ კომუნიკაცია დავიწყეთ, მოვიდა შეტყობინება, რომ გიდები ათის თხუთმეტ წუთზე გამოჩნდებოდნენ. ამის შესახებ ყველას შევატყობინე. გამომშრალ კლდეზე ჩამომსხდარნი ათას რამეზე ვსაუბრობდით, ჟურნალისტი კი განზე იდგა და გასათბობად ერთ ადგილზე ხტუნავდა, მისი აზრით სისულელე იყო ამ გიჟური იდეის დაჯერება და უდაბნოში წამოსვლა. ცუდი ამინდის გამო მეც ხასიათი წამიხდა, მაგრამ ექსპედიციის შეწყვეტა არც კი მიფიქრია. იქ მყოფ ადამიანებს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, ნეტა რას იზამდნენ ისინი თუ ეს კონტაქტი არ განხორციელდებოდა? ან როგორ ვიგრძნობდი თავს ამ შემთხვევაში თავს?

დრო უსასრულოდ გაიწელა. კუპრივით შავი ღამე ცაზე რაიმეს შემჩნევის საშუალებას არ გვაძლევდა. შეხვედრის დრო ახლოვდებოდა. მაჯისცემა ამიჩქარდა, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, შეშფოთებულს გული დამძიმებული მქონდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Apr 18 2011, 02:13 PM
Post #60


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბენიტესის უკმაყოფილობა ყოველ წუთს იზრდებოდა, იგი უკვე აშკარად გამოხატავდა თავის გაღიზიანებას, რომ მას უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა იმაში რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო და მას ხალხი ასულელებდა. მის ამ პროტესტს ჯგუფის წევრები არ ვიმჩნევდით და ერთმანეთში ვსაუბრობდით, უმთავრესად ჩილეში განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე.

ამ საუბარში ვიყავით, რომ უცაბედად ლილიანმა შეჰყვირა, ყველამ მზერა ცისკენ მივმართეთ, ზუსტად ათის თხუთმეტი წუთი იყო. ბენიტესიც მოგვიახლოვდა, იქ მაღლა ღრუბლების სქელი ფენის მიღმა რაღაცამ გაანათა, მალე ობიექტიც გამოჩნდა, სფეროსებური დისკო ნელა გამოცურდა ღრუბლებიდან, ხომალდს ირგვლივ ინტენსიური ნათება ერტყა, მომაჯადოებელი სანახაობა იყო, ყველა მდუმარედ უცქერდა ამ სურათს.

სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა, აღტაცებისგან ცრემლები ვერ შევიკავე, ემოციებმა მთლიანად ამიტანა, ჩვენმა ლოდინმა შედეგი გამოიღო. ობიექტი ჩვენგან 200-300 მეტრით იყო დაშორებული, ის რაც ხდებოდა, რა თქმა უნდა ჩემი სიმამაცის დამსახურება იყო, უცხოპლანეტელებმა შემისრულეს თხოვნა და იმაზეც აღარ მეპარებოდა ეჭვი, რომ მარტო არასოდეს არ ვიქნებოდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:34 PM