IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ქართულ ეგვიპტური ცივილიზაციის კავშირები
ano
post Jan 7 2016, 04:30 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლახანს ვეძებდი ინტერნეტში თუ არის ქართულად რაიმე საინტერესო ვიდეოები თქო და რამოდენიმე მართლაც კარგია
ახლა ამით დავიწყებ

ბრილის გათხრების შესახებ (რაჭა)


ჩემთვის საინტერესო ნაწყვეტი 4:25 წამიდან
კიდევ 1 საინტერესო პარალელი ეგვიპტეში მზის კულტის მთავარი ცენტრი იყო ჰელიოპოლისი, მზის ქალაქი ეგვიპტურად ონი, მოგეხსენებათ ონი რაჭაშიც მდებარეობს და ბრილის გათხრები გვიჩვენებს რომ სხვა თვალით შევხედოთ მის ეტიმოლოგიას, აღსანიშნავია, რომ ონის მახლობლად რიონის ერთ ერთ შენაკადს ხაკაურა ეწოდება რაც სესოტრისის ეგვიპტურ სახელს ზუსტად იმეორებს, ეგვიპტური დაქართველური სამყაროს კავშირებს კიდევ უფრო ამყარებს ვიაჩესლავ ივანოვი ცნობილი ლინგვისტი, აკადემიკოსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი. ძველეგვიპტური და პროტოქართული ლინგვისტური შედარების საფუძველზე იგი მივიდა დასკვნამდე რომ 2 უმთავრესი ეგვიპტური ღმერთი რომელიც ეგვიპტეში უცხოდ ითვლებოდა არის ქართული სამყაროდან შესული ესენი არიან თოთო და ოსირისი. თოთი ითვლებოდა უცხო ქვეყნის მბრძანებლად და ძველი ეგვიპტის ინტელექტუალური ცხოვრების შემქმნელად, ის მართავდა დროს, შექმნა დამწერლობა და ანგარიში, თოთის ასტროლოგიური სახეა მთვარე.
ძველეგვიპტურად: თოთი
ძველქართულად: თთუე (თვე), თუთა, მთვარე.
მეორე არაეგვიპტური ღმერთია ოსირისი ისიდას მეუღლე, რომელმაც ეგვიპტეში ცხოვრებისას ადამიანები გადააჩვია ველურ ცხოვრებას და კაციჭამიობას, ასწავლა ხვნათესვა, ვენახის გაშენება, პურის გამოცხობა, ლუდისა და ღვინის დაყენება ასევე სპილენძისა დაოქროს მოპოვება დამუშავება, მან ასწავლა ადამიანებს მკურნალობა, ქალაქების მშენებლობა და დაუწესა ღმერთების თაყვანისცემა.
ოსირისის გამოსახულება ცაზე ორიონია (ისე ახლა შევამჩნიე ორი+ონი ც ქართული სიტყვების კომბინაციაა)
როგორც ივანოვი ვარაუდობს ეგვიპტეში მოვიდნენ პროტოქართველები და თან მოიტანეს კულტურისა და სახელმწიფოებრიობის საფუძვლები....

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 7 2016, 08:39 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰეროდოტე (ძვ.წ.V ს.)
ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვით მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ისე ვიტყოდი. დ რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათ მიაჩნიათ, რომ კოლხები არიან სესოსტრისის ლაშქრიდან, ხოლო თვით მეც ასე მეჩვენებოდა, რადგან [კოლხები] არიან შავგვრემანები და ხუჭუჭთმიანები (მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები, მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად [ამას მოწმობს ის], რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელები არიან, რომლებიც იმტავითვე მისდევენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონ ეთანხმებიან, მათ ეგვიპტელთაგან ისწავლეს, ხოლო სირიელები, რომლებიც მდინარე თერმოდონტთან და პართენიოსთან ცხოვრობენ, და მაკრონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს ეს ეხლახან. ესენი არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც წინადაცვეთას ახდენენ, და ჩანს, რომ ესენი ეგვიპტელების მსგავსად აკეთებენ ამას. ხოლო ეგვპტელთა და ეთიოპელთა შესახებ არ შემიძლია ვთქვა, თუ რომელმა ისწავლა [ამ ორს შორის] მეორისგაან, რაღაცა ძალიან ძველი ჩანს [ორივეგან]. ხოლო იმისს დიდ საბუთად, რომ [ხალხმა] ეს ეგვიპტელთაგან ისწავლა მათთან შერევის საფუძველზე, მეჩვენება შემდეგი: ფინიკიელთაგან ისინი, რომლეიც ელადაში ცხოვრობენ, ეგვიპტელებს აღარ ბაძავენ სარცხვინელ საქმეებში და შვილების წინადაცვეთას აღარ ეწევიან.
კიდევ სხვა რამეც შეიძლება, რომ კოლხები შესახებ ვთქვა მათი ეგვიპტელებთან მსგავსების შესახებ; მხოლოდ ესენი და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთისა. ხოლო კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურ სელს.
(თ.ყაუხჩიშვილი ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1960)


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 9 2016, 08:13 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[quote name='tikoroma' date='Jan 7 2016, 08:39 PM' post='112642']

ზემოთ მოყვანილი ტექსტი არის ამავე ფილმის ფრაგმენტშიც
15:20 წთ დან: ისტორიის მამად წოდებული ჰეროდიტე საინტერესო ცნობას გვაწვდის... და მისი ვარაუდი
თუმცა ის ამბობს რომ ეგვიპტელები აქ დარჩნენ მაშინ როცა ზემოთ პირველ ვიდეოში საუბარია რომ პირიქით ქართველები წავიდნენ ეგვიპტეში, ასე რომ ქართველები ეგვიპტელები არიან საეჭვოა ანუ გაუგებარია ჩემთვის,
უფრო ლოგიკურია ჩემი აზრით იმის თქმა რომ ქართველები არიან იქეთ წასულები და შერეუკები და ასევე აქ დარჩენილი ეგვიპტელები შეერიენ ქართველებს.




10:00 წთ დან
ადრეულ ხანაში ყველეფერი ასტრონომიასთან იყო დაკავშირებული, ხვამლის მთა უკვე შევადარეთ გველეშაპს რომელიც ოქროს საწმისს დარაჯობდა



ასტრონომიულ ცოდნასთან კავშირს კი ეს ხელსაწყო სექსტანსი მოგვანიშნებს რომლითაც, ასტროლოგიური გამოთვლები წარმოებდა, ხვამლის ტავზე შემორჩენილი ნანგრევები გვაფიქრებიებს, რომ საქმე უძველეს ობსერვატორიასთან გვაქვს, სადაც ქურუმები ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ, მისი რეკონსტრუქცია სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდა



საინტერესოა, რომ გარე გალავანის მოხაზულობა ზუსტად იმეორებს ცაზე ირმის ნახტომის თვალით ხილულ ფორმას,



ცნობილია რომ ქურუმები ირმის ნახტომს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ, შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ ირმის ნხტომი ჩვენი გალაქტიკაა, ასტრონომების მიერ დადგენილია, რომ ის სპირალური ფორმისაა,



და მის 1-1 მკლავში რომელსაც ორიონის მკლავი ეწოდება, განთავსებულია ჩვენი მზის სისტემა.
ხვამლის მთაზე მიჯაჭვულ პრომეთესთან კიდევ 1 ძველ ბერძნული მითია დაკავშირებული, ეს არის ძროხათქცეული იოს ისტორია, მისი ამბავი მოთხრობილია ესქილეს პოემაში მიჯაჭვული პრომეთე, და ოიდიუსის მეტამორფოზებში, მითის მიხედვით ზევსმა იო შეიყვარა შემდეგ კი ძროხად აქცია, რათა თავისი ცოლის ჰერასაგან დაეფარა, ჰერა მიხვდა ყველაფერს და ზევსს მისი ჩუქება სთხოვა, დარაჯად კი 100 თვალა არგუსი მიუჩინა რომელიც შემდეგ ჰერმესმა ზევსის დავალებით მოკლა და იო გაანთავისუფლა, ჰერამ იოს ახალი განსაცდელი მოუვლინა კრაზანას სახით, კრაზანა ქვეყნიდან ქვეყანაში მიერეკებოდა დატანჯულ იოს, იო იმ კლდესთან მივიდა რომელზეც მიჯჭვული იყო ტიტანი პრომეთე და რჩევა სთხოვა, პრომეთემ უწინასწარმეტყველა, რომ მის ტანჯვას ბოლო ეგვიპტეში მოეღებოდა და იოც ეგვიპტისაკენ გაეშურა, ნილოსის პირას იოს ზევსმა უწინდებური სახე დაუბრუნა, ეგვიპტეში მას ეყოლა შვილი ეპაფე, ისტორიიდან ცნობილია, რომ ეს არის პირველი მეფე გაერთიანებული ეგვიპტისა ნემესი იგივე ნარმერი


Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 9 2016, 08:51 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ბოლო ინფორმაცია არ ვიცოდი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 10 2016, 02:45 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეგონა რომ ეს ფილმი იცოდი rolleyes.gif

ახლა გავაგრძელებ ტექსტს იმავე ფილმიდან,
გაერთიანებული ეგვიპტის პირველმა მეფე ნარმერმა დააარსა ქალაქი მემფისი
ეგვიპტეში იოს შეესაბამება ხათხორი, ეგვიპტურ მითოლოგიაში ცის, სიყვარულის, ქალურობის და სილამაზის ქაღმერთი, რომელიც თავდაპირველად მზის ღმერთის რას ქალიშვილად ითვლებოდა, უძველეს ცივილიზაციაში მას პატივს სცემდნენ, როგორც ციურ ძროხას, რომელმაც შობა მზე. ახალი სამეფოს პერიოდიდან ხათხორისა და ისიდას კულტი ერთმანეთს შეერწყა რის შედეგაც ისიდა თავზე ძროხის რქებში ცარგული მზის დისკოთი გამოისახებოდა



ხათხორის ძირითადი ტაძარი იყო ქალაქი დენტერა, სწორედ აქ არის ცნობილი ზოდიაქო,



რომლის საიდუმლოს ასახსნელად მსოფლიოს მრავალი მეცნიერი მუშაობს და უამრავი თეორიები და ვარაუდებია გამოთქმული, ამჯერად ამ ზოდიაქოს ჩვენ იოს ისტორიის დასათარიღებლად გამოვიყენებთ,
თითო ზოდიაქოს ასტრონომიული ეპოქა 2160 წელია, მზის გზის ხანგრძლივობა 1 ზოდიაქოში



მუხლებზე დაჩოქილი ქალის ფიგურა იზიდაა, თუ ზოდიაქოს ცენტრიდან დავუშვებთ ხაზს, იგი ხარის ზოდიაქოში გაივლის და დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3200 – 3300 წლებს გვაჩვენებს.
ეგვიპტის ისტორიიდან ცნობილია, რომ პირველი ფარაონი მენესი ეგვიპტეში გამეფდა ძვ.წ აღრიცხვის 3239 წელს, ზოდიაქო კი მართლაც ამ პერიოდს ადასტურებს, ეგვიპტის ისტორიის გვიანდელ პერიოდში ისიდას აიგივებდნენ სხვა ერების სიყვარულისა და სილამაის ქალღმერთებთან, მაგალითად შუმერულ ინანასთან და მესოპოტამიურ იშთართან




Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 10 2016, 02:51 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფარაონ ხეოფსის სტელა გვამცნობს რომ სფინქსი იზიდას საკუთრება იყო



ნინევიაში იშთარის კარიბჭეზე თეთრი ძროხები და ლომებია გამოსახული, ასევე ფაფრიანი ძუ ლომია ინანას იპოსტაზეც



გავიხსენოთ კოლხური თეთრი მონეტა ფაფრიანი ძუ ლომით ერთ მხარეს და მეორე მხარეს კი დაჩოქილი ძრიხის ფიგურა



თუ მას ზოდიაქოზე გამოსახულ ისიდას შევადარებთ საოცარ მსგავსებას აღმოვაჩენთ, გარდა გარეგნული მსგავსებისა მთავარი მაინც შინაარსობრივი მსგავსებაა,



ყველაფერ აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ რომ კოლხურ თეთრზე გამოსახულია იო იგივე ხათხორი, იგივე იზიდა, ამას ადასტურებს მეორე მხარეს გამოსახული ფაფრიანი ძუ ლომი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 27 2016, 03:44 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



-ეგვიპტური და ქართველური სამყაროს კავშირებს, კიდევ უფრო ამყარებს- ვიაჩესლავ ივანოვი . ცნობილი ლინგვისტი , აკადემიკოსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგოურ მეცნიერბათა დოქტორი . ეგვიპტური და პროტოქართული ენების შედარებითი ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე , იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ორი უმთავრესი ეგვიპტური ღმერთი, რომელიც ეგვიპტეში უხოდ ითვლებოდა არის ქართველური სამყაროდან შესული: ესენია თოთი და ოსირისი
თოთი ითვლებოდა უცხო ქვეყნის მბრძანებლდ და მთელი ეგვიპტის ინტელექტუალური ცხოვრების შემქმნელათ. ის მართავდა დროს, შექმნა დამწერლობა
და ანგარიში. თოთის ასტრონომიული სახეა მთვარე.
ეგვიპტურათ თოთი .
ქართულათ -თთუე(თვე),თუთა,მთვარე.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Dec 30 2017, 12:52 AM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტოტზე ვიცოდი ტოტია ყველაფერი ტოტმა დაარსე მთელი ეგვიპტე და ააშენა პირამიდები ასწავლა ხვნატესვა მწერლობა მოკლედ ყველაფერი იმ ღმერთების პანტეონიც და ტაყვანი. მაგრამ საინტერესოა საქართველოში რატომ არ დაარსა ეს ყველაფერი ჩვენტან არაფერი შემორჩენიი პლიუს ეკლესიამ ბევრი რამე გაანადგურა ალბათ. ისე ბიძაჩემმა მომიყვა რომ ძმაკაცი ყავდა არქეოლოგი და ეგვიპტური მუმია აღმოაჩინეს აქ საქართველოში გათხრების დროს და დაიკიდეს თურმე სადრაც მიაგდეს იმიტო რო ამ გათხრებს სხვა მიზანი ქონდა საერთოდ ესე შვებიან თურმე თუ ისეთი რამე აღმოაჩინეს რაც ამ გათხრების მიზანი არ იყო იკიდებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 01:57 PM