IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> უძველესი ცივილიზაციები
td.........
post Mar 3 2018, 05:09 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი დიდი თხოვნაა, ამ თემაში არ დადოთ რაიმე განყენებული სტატიები და ისეთი პოსტები, რომელიც თემას არ შეეხება.
ვიმსჯელოთ, ვისაუბროთ, წავიკითხოთ...

უძველესი ცივილიზაციები


ნაწილი I

უძველესი გადმოცემების დეტალური შესწავლისას, მივდივართ დასკვნამდე, რომ კაცობრიობას, უხსოვარ წარსულში ერთი კერა და (მოგვიანებით) კომუნიკაციის ერთი საშუალება ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში მთელ პლანეტაზე გაიშალა. წარმოიშვა სხვადასხვა ენები და წეს-ჩვეულებები. შუმერული გადმოცემები გვამცნობს ღმერთებზე, რომლებმაც პირველ ცივლიზაციებს დაუდეს საფუძველი. საინტერესოა ვინ იყვნენ ეს „ღმერთები“ და არსებობენ თუ არა ისინი რეალურად.
უძველესი ცივილიზაციების პირველ კერად ჰიპერბორეა (ბორეა ძველბერძნულად ჩრდილოეთის ქარს ერქვა) ანუ ჩრდილოეთის მიწა მიიჩნევა. პლინიუს უფროსი (24 – 79 წ.) ჰიპერბორეას „წმინდა მიწად“ და პირველი ადამიანის აკვნად მოიხსენიებს. თეოსოფიური წყაროების მიხედვით აქ ადამიანის პირველ რასას ჩაეყარა საფუძველი. გადმოცემები გვამცნობს, რომ გამყინვარებამდე, ჰიპერბორეის კონტინენტზე (რომლის ნარჩენებსაც დღეს გრენლანდია და შპიცბერგენი წარმოადგენს) ოდესღაც ტროპიკული ჰავა იყო. ჩრდილოეთის კონტინენტთან ასოცირდება მთა მერუ, რომელსაც ვედური პურანებიდან ვიცნობთ. მთა მერუ, დედამიწის ცენტში, შვიდი კონტინენტის შუაში იდგა და ცივილიზაციის პირველი კერის სიმბოლოდ ითვლება.
„მაჰაბჰარატაში“ ვკითხულობთ: „მზე და მთვარე წრეებს უვლიან მთა მერუს ყოველ დღე...“
ძველ ირანულ ზოროასტრულ გადმოცემაში „ავესტა“, აღწერილია არიელების წინაპრების მიწა, სადაც 6 თვე დღე ხოლო შემდეგი 6 თვე ღამე იყო. „იქ ვარსკვლავების, მზის და მთვარის ამოსვლის ნახვა წელიწადში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი და წელიწადი ერთ დღედ მოგეჩვენებათ.“
შუასაუკუნეების უდიდესმა კარტოგრაფმა მერკატორმა (გერარდ ვან კრემერი) 1541 წელს არქტიკა გლობუსზე გადაიტანა, ხოლო 1569 წელს კი მხოლოდ ჩრდ. პოლუსის რუკა შეადგინა. (იხილეთ ატვირთული ფოტო).
ოკულტური ხედვით მიღებულია, რომ მთელი ციკლის მანძილზე, ეწ. პირველი ქვეყანა (იგულისხმება ჩრდ. პოლუსის მიმდებარე ტერიტორია) დარჩება უცვლელი და მხოლოდ სხვა კონტინენტები დაიფარებიან დროთა განმავლობაში ოკეანით და მათ სხვები ჩაანაცვლებენ.
ჰიპერბორეა უხსოვარ წარსულში ჩამოყალიბდა და გამომდინარე აქედან, მისი არსებობა ოფიციალურ სამეცნიერო წყაროებში არ განიხილება.
შორეულ წარსულში, პლანეტას სრუილად სხვა სტრუქტურა გააჩნდა და რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელი დედამიწისგან. უძველესი ინდური გადმოცემების მიხედვით, კოსმიური ევლუცია (რომელშიც ეზოთერიული დოქტრინის თანახმად მზის სისტემის ევოლუცია იგულისხმება) 1,955,884,817 წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდის მანძილზე, მთელი სისტემა, განვითარების საფეხურებს (წრეებს), გადის, რომელსაც კალპა (იგივე ეონი) ეწოდება.
კოსმიური ციკლები რა თქმა უნდა დედამიწაზეც ზემოქმედებენ, რომელიც თავის მხრივ განვითარების ერთი ეტაპიდან მეორეში გადადის და ყოველ ახალ წრეში, სრულიად ახალი სახით თავიდან იბადება. დედამიწაზე, ეონიდან ეონამდე, უწყვეტი ევოლუციური ციკლის მანძილზე წარმოქმნება ადამიანების სხვადასხვა რასები (აქ არ იგულისხმება რასის ის ცნება, რომელიც დღესდღეობით საყოველთაოდ მიღებულია), რომლებიც ერთიმეორეს ანაცვლებენ.



--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 3 2018, 06:43 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძველი ცივილიზაციები
ნაწილი II

პირველ წრეში (განვითარების პირველ ეტაპზე), როდესაც დედამიწას არც ფორმა და ფერი ჰქონდა და არც მყარ ობიექტს წარმოადგენდა, პირველი ელემენტის წარმოქმნა მოხდა, რომელიც დღევანდელ დღეს, მთელ სისტემაში ცეცხლის სახით არსებობს.

დედამიწის ევოლუციის საწყისი სტადიები, გეოლოგიური და ატმოსფერული პროცესების სისწრაფით გამოირჩეოდა. ღერძის დახრის კუთხის და პოლუსების ცვლა ახალგაზრდა დედამიწაზე, ძალიან სწრფად მიმდინარეობდა. პლანეტის გარსი ამ დროს, მუდმივად მოძრავი შხამიანი გაზების და სითხის ერთობლიობას წარმოადგენდა. სწორედ ამ „ამღვრეულ წყლებში“ მოხდა ევოლუციის ძალების (ფოჰატი) მიერ ცოცხალი ორგანიზმების („სიცოცხლის ნაპერწკალი“ ) ინფორმაციული მატრიცების დანერგვა.
ნატიფი მცენარეული სამყაროს პარალელურად, დედამიწაზე პირველი რასა, „თვითდაბადებულები“ წარმოიშვა, რომელიც იგივე ფოჰატის ინფორმაციული მატრიცის მეშვეობით გაჩნდა.

„პირველი წრის ადამიანი სხეულის არმქონე, გონიერებას მოკლებულ ზე-სულიერ არსებას წარმოადგენდა“.

სამკუთხა ფორმის, გიგანტური, ცივი პლაზმური არსებები, ბიბლიური აღწერის ანგელოზებს და ქერუბიმებს წააგავდნენ. ისინი, გარემოებიდან გამომდინარე, მუდმივად იცვლიდნენ გარეგნულ თვისებებს და დღევანდელი გაგებით არაცნობიერ ძილბურანში იმყოფებოდნენ, რომელი მდგომარეობის თანამედროვე ხედვით აღწერა, ფაქტიურად შეუძლებელია.
ასობით მილიონი წლის ევოლუციამ „ანგელოზისმსგავსები“, სფეროსებურ ცხელ პლაზმურ ორგანიზმებად გარდაქმნა და დედამიწაზე მეორე რასა – „შემდგომდაბადებულები“ წარმოიქმნა, რომლებიც არსებობის ასევე პრიმიტიულ ფორმას წარმოადგენდნენ და ელემენტარული გამოყოფის მეთოდით მრავლდებოდნენ.
მეორე რასა, რომელიც რამოდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ მესამე რასად გარდაიქმნება, ასევე უგონო მდგომარეობაში მცხოვრებ "ნახევრად ცხოველებს" წარმოადგენდა და მხოლოდ მოგვიანებით გახდა მათი ცნობიერ მდგომარეობაში ტრანსფორმაცია შესაძლებელი. ეს პერიოდი ევოლუციის გარდამტეხი ფაზაა, როდესაც მესამე რასა სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ქვე-რასად დაიყო და დროთა განმავლობაში პირველი ადამიანის მსგავსი ორგანიზმი ჩამოყალიბდა.
დროთა განმავლობაში დედამიწაზე წარმოიშვა მესამე, გიგანტური კონტინენტი ლ ე მ უ რ ი ა, რომელმაც ადამიანის მესამე რასას დაუდო საფუძველი.

გიგანტური ლემურიის კონტინენტზე მობინადრე ველური „ვიწროთავიანი“ რასის პარალელურად არსებობას განაგრძობდა პლაზმური უსქესო სასიცოცხლო ფორმა, რომელიც ჩრდილოეთში, ჰიპერბორეის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და როგორც მითებიდან და არქაული გადმოცემები გვაუწყებს, პრიმიტიულად მცხოვრები ლემურიელების განვითარებაზე ზრუნავდა. როგორც „საიდუმლო დოქტრინიდან“ ვიგებთ, ინდოეთის და წყნარ ოკეანეში განლაგებულ გიგანტური ლემურიის არსებობას 18 მილიონი წლის წინ დაედო სათავე.
ლემურია ერთ დიდ კონტიტენტს წარმოადგენდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შენელდა დედამიწის ბრუნვის სისწრაფე და კატასტროფების შედეგად კონტინენტის ნაწილებად დახლეჩა მოხდა.
ეს იყო პირველი კონტინენტი, სადაც ფიზიკურ პლანზე არსებული ადამიანი ცხოვრობდა. ლემურიელებამდე არსებული ეთერული სხეულები დროთა განმავლობაში მკვრივდებოდა და ადამიანისმაგვარ ფორმებს ღებულობდა. პროცესი ხანრძლივი იყო და რამდენიმე მილიონი წელი დასჭირდა, ვიდრე გამართული და მოაზროვნე არსება ჩამოყალიბდა. მესამე რასაც, როგორც მისი წინამორბედები, ასევე შვიდ ქვე-რასად იყოფოდა და მომავალი ადამიანი ევოლუციის ყველა ციკლს გადიოდა. მხოლოდ მესამე და მეოთხე ქვე-რასის წარმომადგენლებს შეიძლება ადამიანისმაგვარი ვუწოდოთ. პირველი ლემურიელები დაახლ. 18 მეტრის სიმაღლის გიგანტები იყვნენ, მაგრამ მათი ზომა ყოველ ქვე-რასის ჩამოყალიბებასთან ერთად მცირდებოდა და საბოლოოდ 6 მეტრს მიაღწია. პარალელურად ყალიბდებოდა მეოთხე რასა - ატლანტები, რომლებიც მესამე რასის უკანასკნელ პერიოდში, მუდმივ ბრძოლებს აწარმოებდნენ ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად. ეს გადმოცემები სხვადასხვა სახით არის დღევანდელ დღემდე მოსული. "ღმერთების ბრძოლა", ბრძოლები, სადაც გიგანტები და ადამიანები ფიგურირებენ და სხვა მრავალი, უხვად გვხვდება სხვადასხვა კულტურების მითოლოგიაში. ეს იყო მესამე და მეოთხე რასების გიგანტების ერა დედამიწაზე.
ლემურიელების პერიოდში შენდებოდა კოლოსალური სიდიდის კლდოვანი ქალაქები და სხვა გიგანტური ნაგებობები, რომლებიც დღესაც მრავლად შემორჩა დდამიწაზე, მაგრამ მათ წარმომავლობაზე ოფიციალური ისტორია არაფერს ამბობს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ხელოვნურ კვალს გიგანტურ მეგალითებზე, რომლებსაც ციმბირში, ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში და სხვა ადგილებზე ვხვდებით. ოკულტური წყაროების მიხედვით, ლემურია დაახლოებით 700 000 წლის წინ განადგურდა, გადარჩენილი ლემურიელები კი სხვა კონტინენტებზე გადასახლდნენ. ასევე ლემურიელებს მიაწერენ აღდგომის კუნძულის ცნობილ ქანდაკებებს. მეოთხე რასის ეპოქის დასრულების შემდეგ, შემდეგი რასები სწრაფი ტემპით იკლებდნენ ზომაში. როგორც ცნობილია, პირველი ატლანტები სწორედ ლემურიის კონტინენტზე გაჩნდნენ და შემდეგ მოხდა მათი გადასახლება.
ლემურო-ატლანტების ყავისფერი, ყვითელი, წითელი და შავი რასები სხვადასხვა კონტინენტებზე დაიქსაქსნენ და მომავალ ქვე რასებს დაუდეს საფუძველი.

<blockquote class="imgur-embed-pub" lang="en" data-id="a/O9cCa"><a href="//imgur.com/O9cCa"></a></blockquote><script async src="//s.imgur.com/min/embed.js" charset="utf-8"></script>


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 3 2018, 06:49 PM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უძველესი ცივილიზაციები
(ნაწილი III)

ლემურიის განადგურების შემდეგ, გადაჩენილი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისგან, მეოთხე, ატლანტური რასა ჩამოყალიბდა და სათავე დაედო ყველასთვის ცნობილ ლეგენდარულ ატლანტიდას, რომელიც სავარაუდოდ ატლანტის ოკეანეში იმყოფებოდა.
ატლანტიდა ორ სახელმწიფოდ იყო გაყოფილი, რასაც ჰერმეს თოთის „ზურმუხტის ფილებშიც“ ვკითხულობთ. ტექნოლოგიურად უმაღლეს დონეზე განვითარებულ კონტინენტზე, სხვადასხვა ზომის და კანის ფერის ატლანტები ცხოვრობდნენ. დაახლოებით 11 000 წლის წინ, ატლანტიდა, დიდი კონტინენტის უკანასკნელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც უკვე კუნძლის სახით იყო შემორჩენილი.
პირველი ცნობები ატლანტიდის შესახებ, პლატონმა დატოვა. ატლანტიდა საკმაოდ მოკლედ „ტიმეოსშია“ ნახსენები, ხოლო შედარებით ვრცლად „კრიტიასში“. პლატონმა, ლეგენდარული კუნძულის შესახებ ეგვიპტელი ქურუმისგან შეიტყო. ამ გადმოცემის თამახმად, კუნძული ატლანტის ოკეანეში, გიბრალტარის პირდაპირ მდებარეობდა.
როგორც გადმოცემებიდან ვიგებთ, ატლანტები მშენებლობის უზადო ტექნიკას ფლობდნენ. მოგვიანებით, როდესაც დეტალურად განვიხილავთ მეგალითურ ნაგებობებს და ატლანტების კვალს სხვადასხვა ცივილიზაციებში, ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდებით.
კუნძულს მრგვალი ფორმა ჰქონდა და გარშემორტყმუილი იყო არხებით, რაც საზღვაო ფლოტს, მეტი მანევრირების საშუალებას აძლევდა და ქალაქი მაქსიმალურად დაცული იყო. მართალია ატლანტები მეტად განვითარებულ ცივილიზაციას წარმოადგენდნენ, მაგრამ გარემო ტერიტორიები დასახლებული იყო ველური, მტრულად განწყობილი ტომებით.
აღსანიშნავია, რომ დახლოებით 10 000 წლის წინ, ატლანტებმა, დღევანდელი ეგვიპტის ტერიტორიაზე დააარსეს სახელმწიფოები, ადგილობრივი ველურ მოსახლეობა აზიარეს კულტურას, დიდ ცოდნას და საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარეს მომდევნო რასების მეცნიერებას და რელიგიებს.
ასევე აღსანიშნავია რომ ეგვიპტეში ცივილიზაციის დაარსებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ატლანტიდაში შიგა ომები მიმდინარეობდა, რამაც სახელმწიფო ორ ნაწილად გახლიჩა. ეს პერიოდი მითოლოგიაში „ღმერთების ბრძოლების“ სახელით არის შეტანილი.
ატლანტების უმთავრეს იარაღს ამ პერიოდისთვის მაგია წარმოადგენდა. ეს იყო ხელოვნება, რომელიც მათ უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს. დაპირისპირებამ შავ და თეთრ მაგებს შორის წარღვნამდელ პერიოდში პიკს მიაღწია რითაც ატლანტი იეროფანტების ორი კლანი წარმოშვა.
შემდეგ იყო დაახლ. 11 000 წლის წინანდელი ცნობილი კატასტროფა, რის შედეგადაც კუნძული დაიტბორა, წყლის დონემ საგრძნობლად აიწია და გადარჩენა ძალიან მცირერიცხვოვანმა ჯგუფებმა მოახერხეს. განადგურდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ხოლო გადარჩენილებმა, როგორც ავღნიშნეთ, სხვადასხვა ტერიტორიებზე (მაგალითად ეგვიპტეში) წარმოქმნილ ცივილიზაციებს დაუდეს სათავე.
ფაქტია, რომ გიგანტებს მსოფლიოს ყველა ცივილიზაციის გადმოცემებში ვხვდებით და განსხვავება მხოლოდ სახელწოდებებშია. ინდური დანავები და დაიტები, ასევე რაქსაშები ცეილონზე, ბერძნული ტიტანები, ეგვიპტური გმირი კოლოსები, ქალდეური იზდუბარები (ნიმროდი), ებრაული ემიმები და აშ. ასევე ძველქართულქართულ და სლავურ ეპოსში, სკანდინავიურ და კელტურ მითოლოგიაშიც ვხვდებით ცნობებს გოლიათებზე. ასევე უხვად ცნობებს ვხვდებით ამერიკის კონტინენტზე არსებული ცივილიზაციების ქრონიკებშიც. ამ ტერიტორიებზე საკმაო რაოდენობის გიგანტური ფეხის ანაბეჭდი, დიდი ზომის ძვლები და სამარხებია აღმოჩენილი, რაც გოლიათების არსებობას ადასტურებს. სამწუხაროდ ოფიციალური ისტორია და ანთროპოლოგია ამ ფაქტებს უარყობს და მათ მითიურ და ფანტასტიკის სფეროს გამონაგონს მიაწერს.
გიგანტური სამარხები აღმოჩენილია ასევე საქართველოს ტერიტორიაზეც, კერძოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სადაც ეწ. ციკლოპური ნასახლარები და დიდი ზომის მეგალითები დღესაც ადგილზეა. მრავალი უტყუარი ფაქტის გათვალისწინებით, დღესდღეობით რთული ხდება ამ აღმოჩენების დამალვა, მაგრამ მაინც ხდება მათი მიჩქმალვა და სწორი გზიდან შეგნებულად გადახვევა. ოფიციალური ანალიზების თანახმად, ნაპოვნი 3 მეტრის სიგრძის გოლიათის ძვლები, ადამიანისაა და გამორიცხულია ის სხვა არსებას ეკუთვნოდეს. ნაწილობრივ მართალია, რადგან ატლანტები, ადამიანის მეოთხე რასას წარმოადგენდნენ და აგებულება თანამედროვე ადამიანის ჰქონდათ, მხოლოდ ზომებში იყო განსხვავება. მხოლოდ მოგვიანებით მოხდა ატლანტების უკანასკნელი ქვე-რასების წარმოქმნა და ნელ ნელა მათი მეხუთე, არიულ რასაში გადასვლა, რაზეცმომდევნო პოსტებში გვექნება საუბარი.



--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 3 2018, 06:53 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძველი ცივილიზაციები (ნაწილი IV)
ლემურიული ქვერასები

ერთ საინტერესო ეპიზოდს შევეხოთ, რომელიც თეოსოფიურ წყაროებზეა აგებული. კერძოდ საუბარია მესამე რასის ევოლუციურ პროცესზე, რომელიც პირველ ფიზიკურ პლანზე არსებულ ადამიანისმაგვართა რასას წარმოადგენდა და საფუძელი ლემურიის უდიდეს ცივილიზაციას ჩაუყარა.
როგორც წინა პოსტებიდან გავიგეთ, ოდესღაც, ადგილზე სადაც დღესდღეობით დედამიწა მდებარეობს, მოხდა ჯერ პლანეტის არამატერიალურ პლანზე წარმოქმნა, შემდეგ დროთაგანმავლობაში გამკვრივება და მასში ინფორმაციული ნაწილაკების ჩანერგვა (სხვათაშორის ამ თემას განიხილავს შვედი ნობელის პრემიის ლაურეატის თეორია „პანსპერმია“).
დროთა განმავლობაში, როდესაც ადამიანისმაგვარი არსებების („თვითდაბადებულების“) სხეულები მკვრივდებოდა, ეწ. მთვარის მეუფეების მიერ (რომლებსაც წყაროები ასევე შვიდ მეუფედ ან ბარჰიშადებად მოიხსენიებს) ხდებოდა დედამიწაზე მთვარის ცნობიერების შემოტანა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანისმაგვართა სხეულებში ხდებოდა გარეცნობიერების განსხეულება, რადგან სხვანაირად ეს არსებები ნახევრად ცხოველებს წარმოადგენდნენ და საკმაო გზა ჰქონდათ მოაზროვნე არსებამდე გასავლელი.
ძალიან საინტერესოა ლემურიული მეორე და მესამე ქვე რასის გამრავლების პრინციპი. ოფლისმაგვარი გარსი მკვრივდებოდა, შემოეკვრებოდა გარშემო და ხდებოდა როგორც კვერცხის ნაჭუჭი, სადაც ხდებოდა გამოყოფა, ცალკე ორგანიზმის წარმოქმნა და უკვე მესამე რასაში, ჩნდება სქესი - კერძოდ ჰერმაფროდიტი. ეს იყო ორსქესიანთა წარმოშობა და სწორედ ამაზე მეტყველებს ჩემს მიერ წინა პოსტებში მოყვანილი ციტატები ძველი აღთქმიდან - „დედაკაცად და მამაკაცად შექმნა...“. ასევე გავიხსენოთ, რომ ათენა ზევსის თავიდან გაჩნდა. ბერძ. მითოლოგიის ეს ნაწილიც სწორედ საკუთარი თავიდან, მეორე არსების წარმოშობაზე მიუთითებს.
ამ პერიოდში დედამიწაზე იბადებოდა გიგანტური ორგანიზმები. გრავიტაციის ნაკლებობა და ჰაერში ჟანგბადის ბევრად მეტი შემცველობა, გიგანტურ არსებებს წარმოშობდა.
ლემურიული მესამე ქვე-რასით იწყება ფაქტიურად განვითარებული ცივილიზაციების წარმოშობა და სწორედ ამ პერიოდიდან შენდებოდა კლდის გიგანტური ტაძრები და სხვა შენობები. ეს იყო ეწ. ღვთაებრივი ჰერმაფროდიტების ხანა.
ევოლუცია ძალიან ნელი ტემპებით ვითარდებოდა, რადგან ფიზიკური სხეულის ჩამოყალიბებას მრავალი ათასი წელი დასჭირდა. პერიოდულად კვლავ ხდებოდა ცნობიერების ხელოვნურად შემოყვანა და ხდებოდა შემდეგ ქვე-რასებში გადასვლა. ამ პერიოდში წარმოიშა სწორედ მიოცენის პერიოდის ადამიანისმაგვარი მაიმუნი, რადგან ხდებოდა გადარჩევა და სახეობების გაყოფა.
მეოთხე ქვე-რასის პერიოდში ხდებოდა ცნობიერების მასიური შემოტანა, რადგან ლემურიელების რიცხვი საგრძნობლად იზრდებოდა, რამაც როგორც გადარჩევა და შემდეგი ქვე-რასის ჩამოყალბება, ასევე დიდი ქაოსი გამოიწვია. ეს გამოიწვია გამიზნულად ინკარნირენული მონადების პარალელურად, დაბალვიბრაციული მონადების შემოსვლამ. ეს არის ეპიზოდი, რომელიც სხვადასხვა წყაროებში „ცოდვაში დაცემით“ ან „ანგელოზების ღმერთის წინააღმდეგ ამხედრებით“ არის ცნობილი. მართლაც, განსხეულებულთა გარკვეულმა რაოდენობამ უარი განაცხადა ველური რასების დახმარებაზე და დედამიწაზე დამოუკიდებელ გზას გაჰყვა, ასევე დაბალვიბრაციული მონადების განსხეულებამ გამოიწვია სისხლისღვრა და ზოოფილია.
მეხუთე ქვე რასის ლემურიელები ყველაზე მეტად წააგავდნენ ადამიანს. ამ პერიოდში მოხდა მშენებლობის დახვეწა და სხვადასხვა სახის ცხოველების მოშინაურება.
მეშვიდე ქვე-რასის ადამიანები, უმაღლეს დონეზე ფლობდნენ მშენებლობის ეწ. ციკლოპურ სტილს.
მათ შექმნეს პირველი ცივილიზაცია, რომელიც იყო ატლანტიდის საფუძველი. წარმოქმნილი ატლანტების პირველი ქვე-რასა ქორწინებით კავშირში შედიოდა მეშვიდე ქვე-რასის ლემურიელებთან, მაგრამ შთამომავლობა უკვე უმეტესწილად ატლანტურ გენის მატარებელი იყო. გარეგნულად ამერიკელ ინდიელებს წააგავდნენ, მაგრამ ლემურიული მოლურჯო ფერი დაკრავდათ.
ე.ბლავატსკაია ლემურიელების ერთ ერთ ციკლოპური სტილის ქალაქს აღწერს როგორც გიგანტური ლავის ბლოკებისგან აშენებულს.
მილიონობით წლის მანძილზე ხდებოდა გარემო პირობებთან შეგუება და ყოველი მომდევნო ქვე-რასის ზომაში შემცირება. ლემურიული ნიშნები შემორჩა ავსტალიელ აბორიგენებში, ბუშმენებსა და ზოგიერთ ინდურ ტომებში.
აღანიშნავია ის ფაქტი, რომ ლემურიის კონტინენტზე არსებობდა ეზოთერიული სკოლები სადაც ფიზიკური სამყაროს სხვადასხვა კანონები და საგნები ისწავლებოდა.
................................................................................
..........

(ეს ძალიან მოკლედ გადმოცემული ტექსტია. მოთხოვნაა მარტივ პოსტებზე. წინა პოსტებზე ამბობდნენ ძალიან რთული ენით არის დაწერილიო, ამიტომ შევცვალე. აქ ძალიან ბევრი დეტალია გამოტოვებული. გამრავლება, სხეულის ფორმების ცვლილებები, მთვარის მეუფეების ამბები და მრავალი სხვა. ვინმეს რამე კონკრეტული თუ დააინტერესებთ, დაწერეთ კომენტარებში და შევეცდები განვავრცო. რა თქმა უნდა მათ ეხებათ, ვინც ამას ახლა კითხულობს. არის მკითხველი, რომელსაც ადრე აქვს ეს ყველაფერი წაკითხული და მათთვის აქ სამწუხაროდ არაფერია ახალი).


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Mar 3 2018, 06:54 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძველი ცივილიზაციები (ნაწილი V)

მესამე რასა, „ორმაგები“ იგივე ანდროგინები (ორსქესიანი არსებები) - მათი გამრავლება და სქესების გაყოფა.
....

გონიერებით, მესამე რასა, განვითარების მეორე ნახევრამდე არ განსხვავდებოდა წინამორბედი ორისგან. სწორედ ამ პერიოდში ხდება ადამიანი სულიერი არსება, იგივე დჰიანი.
ამ პოსტში ყურადღება გამრავლების მეთოდებზე შევაჩეროთ, რომელიც პირველი რასების წარმოქმნიდან დღემდე ჩვენთვის ცნობილია:

1. გამოყოფის მეთოდით გამრავლება.
a) პროტოპლაზმის ორად გაყოფა, რომელიც მონერას ან ამებას სახელით არის ცნობილი.
b) უჯრედის ბირთვის ორ ბირთვად გაყოფა. ამ დროს გამოყოფილი ნაწილი ან ქსოვილის შიგნით ვითარდებოდა ან არღვევდა მას და დამოუკიდებელ არსებად ყალიბდებოდა. (პირველი რასისთვის დამახასიათებელი)
2. ვეგეტატიური მეთოდი
ძირითადი ქსოვილის ზედაპირის მცირე ნაწილი გამოიბურცებოდა და საბოლოოდ შორდებოდა ორგანიზმს, რის შემდეგაც ძირითადი ორგანიზმის ზომას აღწევდა; ამგვარად მრავლდება ზოგიერთი მცენარის სახეობა, მაგალითად ზღვის ანემონები. (ახასიათებდა მეორე რასას)
3. სპორებით გამრავლება
ერთეული უჯრედი გამოეყოფოდა მწარმოებელი ორგანიზმიდან, ვითარდებოდა და საბოლოოდ ავლენდა ამ უკანასკნელის მახასიათებელ თვისებებს.
4. შუალედური ჰერმაფტოდიტიზმი
ინდივიდს, ორივე სახის სასქესო ორანო გააჩნდა. (ახასიათებდა მეორე რასას და მესამე რასის პირველ ქვე-რასებს)
5. დღევანდელი სახის სქესობრივი გზით გამრავლება
(ახალსიათებდა მესამე რასის უკანასკნელ ქვე-რასებს და გრძელდება მეხუთე რასამდე).

„წვეთები მკვრივდებოდა და მრგვალდებოდა. მზე ათბობდა მათ, ხოლო მთვარე აგრილებდა და აძლევდა ფორმას. ნიავი კვებავდა და ამწიფებდა.“
დედამიწის ხუთივე ძირითად რასას შორის ყველაზე იდუმალი, საინტერესო და ამოუცნობი სწორედ მესამე, იგივე ლემურიული რასაა. ეს არის პერიოდი, როდესაც საბოლოოდ ყალიბდება ფიზიკური სხეული, მანამდე სხეულის შემადგენელი თხევადი ნივთიერებები და აირები იკლებს ორგანიზმში, ჩნდება შედარებით მკვრივი ჩონჩხი (ლემურიელებს ძვლოვანი სტრუქტურა თავიდანვე ქონდათ უბრალოდ ისეთი პლასტიური, როგორიც ახალდაბადებულ ბავშვს) და სხეული იძენს გამრავლების ფუნქციებს.
ლემურიელებმა ყველა ცნობილი გამრავლების გზა გაიარეს დაწყებული გერმაციით, დამთავრებული ამფიგონიითა და სხვა გზებით.
გამრავლების გზებიდან ერთ ერთი ყველაზე საინტერესო, ანდროგინების კვერცხიდან დაბადებაა:
“დასაწყისში თითქმის უსქესო რასა, ორსქესიანი, ანუ ანდროგინული გახდა. გარდაქმნას მრავალი თაობა დასჭირდა. საწყისი პრიმიტიული უჯრედი, რომელიც მშობლიდგან წარმოიქმნებოდა, ორსქესიან არსებად ყალიბდებოდა, ხოლო შემდეგ იგივე უჯრედი, რომელიც კვერცხუჯრედად იქცა, უკვე ერთსქესიან ემბრიონად იქცეოდა…დანამდვილებით შეიძლება ითქვას ის, რომ მესამე რასის წარმომადგენლები დაყოფას დაბადებამდე, კვერცხისმაგვარ გარსში ახდენდნენ და იბადებოდნენ მამრობით ან მდედრობით ინდივიდებად. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი გეოლოგიური პროცესი მეორეს ცვლიდა, ქვე-რასებმა სხვადასხვა თვისებების შეძენასთან ერთად დაკარგეს მანამდე არსებული და მეოთხე ქვე-რასის ბოლოს ადამიანმა დაკარგა გარსიდან დაბადებისთანავე სიარულის შესაძლებლობა.” (ე. ბლავაცკაია “საიდუმლო დოქტრინა”)
მოგვიანებით მოხდა სქესობრივი დაყოფა და წარმოიქმნა სასქესო ორგანოები, რომლებიც დაბადებამდე ფორმირდებოდა. ამ პერიოდში ცნობიერება სამმაგი ინვოლუციურია და წარმოადგენს ატმა-ბუდჰი-მანასს. პარალელურად დედამიწაზე წარმოიქმნა გიგანტური ზომების ფლორა-ფაუნა, გამომდინარე აქედან მესამე ქვე-რასა გოლიათებად იბადებოდა. საუბარია დინოზავრების ეპოქაზე სადაც მხოლოდ მოზრდილი ზომის არსებებისთვის იყო შესაძლებელი გადარჩენა.
„ქალის და მამაკაცის ფორმები…ბევრად ძველი, ერთი ძირითადიფორმისგან წარმოიშვა. მაშინ როდესაც ადამიანი არ წარმოადგენდაარც მდედრობითს და არც მამრობით სქესს…
ადამიანის სხეული ამ დროს რბილი პლასტიური მატერიისგანშედგებოდა, ამავდროულად დედამიწაც რბილ, პლასტიურ ფორმაშიიმყოფებოდა. გვიანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ის ბევრადთხევად მდგომარეობაში იყო.
ამ პერიოდში, მატერიაში გარდასახვისას, ადამიანის სული ბევრადადვილად ახერხებდა მასთან შეგუებას, ვიდრე მოგვიანებით. სულისმიერ ქალური ან მამაკაცური ფორმის მიღება, გამომდინარეობს მიწიერიბუნების მიერ მასზე ზემოქმედებიდან, რომელიც აიძულებს მას მიიღოსერთ ერთი ფორმა. ვიდრე მატერია ჯერ კიდევ არ იმყოფებოდაგამყარებულ მდგომარეობაში, სული სხულს თავისი კანონების მიხედვითმართავდა – აქცევდა საკუთარი არსის ანარეკლად. მაგრამ როდესაცმატერიამ ბევრად მკვრივი ფორმა მიიღო, სული იძულებული იყოდამორჩილებოდა კანონებს, რომელიც გარე, მიწიერი ბუნებიდანგამომდინარეობდა. ვიდრე სულს ჯერ კიდევ გააჩნდა მატერიაზეძალაუფლება, ის არ იყოფოდა ქალურ ან მამაკაცურ ფორმებად, არამედ აძლევდა სხეულს ორივე სქესს ერთდროულად, რადგან სულიითავსებს როგორც ქალურს, ასევე მამაკაცურ საწყისსაც…მისიმამაკაცური საწყისი წარმოადგენს ცნებას, რომელსაც ნება ეწოდება, ხოლო ქალურს – წარმოდგენა .“(რ. შტაინერი „აკაშას ქრონიკებიდან“).


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post May 18 2018, 05:57 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქართული ვიდეო

ვერ ვდებ სხვანაირად

https://www.youtube.com/watch?v=8jpOmpgVUKQ...eature=youtu.be



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Dec 2 2018, 08:12 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც გაიგეთ მსოფლიოში პირველად ჩინელმა მეცნიერებმა ადამიანის გენეტიკის მოდიფიკაცია მოახდინეს და ტყუპებს ჩაუსვეს შიდსის საწინააღმდეგო გენები.
ასევე დასავლელი მეცნიერები მუშაობენ ადამიანში ცხოველების გენები ჩასვან
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 3 2018, 05:38 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
ციტატა(starscream @ 2nd December 2018 - 08:12 PM) *
ასევე დასავლელი მეცნიერები მუშაობენ ადამიანში ცხოველების გენები ჩასვან

ისედაც ცხოველი არაა?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Dec 3 2018, 08:12 PM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გენმოდიფიკაცია შუმერებიდან ვიცი,
ყველა ადამიანი გენმოდიფიცირებულია, დნმ შეცვლილია, მესამე თვალი, იგივე გირჩი ჯირკვალი ხელოვნურად გათიშული
ადამიანების იოლად მართვის მიზნით
დნმ ში ჩაგვიმატეს რეპტილოიდური გენი, რომელიც ჩვენ ემოციებს ცხოველურს არამართვადს ხდის,
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 8 2018, 05:18 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გვაქვს იდეა, რომ შუმერების და ეგვიპტის ისტორია გადაწერილია
ასე რომ არ ვიცით რომე წყაროს ვენდოთ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 8 2018, 05:20 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უფრო სწორად, ცნობები შუმერებისა და ეგვიპტის კულტურაზე
პირველი წყაროები მათ შესახებ გაავრცელეს ბერძნებმა
ისინი არიან ავტორები ასევე მითების და გადმოცემების კოლხეთზე
ბევრი რამ არ დასტურდება მათი მონათხრობიდან, ან ახსნა არ აქვს
და ასე ჩნდება ეჭვები


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 03:53 PM