Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ ემოციების მართვა

Posted by: teo- Jan 12 2010, 05:09 PM

რატომღაც მგონია რო ყოველთვის არ შემიძლია ჩემი ემოციების კონტროლი და გარკვეულწილად მაკომპლექსებს ეს ყველაფერი და მინდა რაღაც ისეთი ვიპოვო ჩემს თავში რო დამამშვიდებს და ამ მხრივ პრობლემა არ მქონდეს საკუთარ თავთან smile.gif

უკაცრავად თუ თემა არასწორად ან არასწორ განყოფილებაში გავხსენი, უფრო კითხვის დასმა მინდოდა მაგრამ შესაფერისი განყოფილება ვერ ვიპოვე და თემის გახსნა ვამჯობინე, თუ რამეა წაშალეთ smile.gif

Posted by: Shou Jan 12 2010, 07:16 PM

ემოციების მართვა ჩემი გაგებით ჰარმონიულ თანააარსებობას გულისხმობს საკუთარ (და სხვებისsmile.gif) ემოციებთან. როცა ემოციები არ გაბრკოლებენ, შენ არ ცდილობ მათ ჩახშობას და ამით არ კვებავ მათ ნეგატიური ენერგიებით. როცა შენ ძალისხმევა არ გჭირდება გაწონასწორებაზე, როცა ჰარმონია და ბალანსი შენი ბუნებრივი მდგომარეობაა. გავუტიე ეხლა blush.gif მგონი მთავარია არ ჩავახშოთ, შევეცადოთ ვიქცეთ დამკვირვებლებად და ვივარჯიშოთ. იგივე იოგა ძალიან შველის, ასევე მედიტაცია. თუმცა მე პირადად არც ერთი და არც მეორე მიმართულებით დიდი გამოცდილება არ მაქვს და ალბათ არ გამოვდგები მრჩეველად feni.gif

Posted by: Emigranti Jan 12 2010, 07:32 PM

QUOTE(teo- @ Jan 12 2010, 02:09 PM) *
რატომღაც მგონია რო ყოველთვის არ შემიძლია ჩემი ემოციების კონტროლი და გარკვეულწილად მაკომპლექსებს ეს ყველაფერი და მინდა რაღაც ისეთი ვიპოვო ჩემს თავში რო დამამშვიდებს და ამ მხრივ პრობლემა არ მქონდეს საკუთარ თავთან smile.gif
როდესაც მე ძალიან აღელვებული ვარ, ან ისეთი გაბრაზებული, რომ ლამისაა მწყობრიდან გამოვიდე, ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო ჩემი სუნთქვის რიტმზე, რომ ის არ აჩქარდეს, ვცდილობ მშვიდად და ნელა ვისუნთქო და ეს მეხმარება გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში და თავის დაჭერაში. და საბოლოო ჯამში გამოსავლის მოძებნაშიც.

მე იოგით ან ამდაგვარი რამით გატაცებული არ ვარ. ეს უბრალოდ რაღაც პატარა პრაქტიკული ტრიუკი იყო. სხვა არაფერი. ჩვენი ფორუმის იოგები ალბათ უფრო მეტს გეტყვიან ამის შესახებ.

Posted by: tikoroma Jan 12 2010, 08:02 PM

Emigranti
ეჰ 'როდესაც მე ძალიან აღელვებული ვარ, ან ისეთი გაბრაზებული, რომ ლამისაა მწყობრიდან გამოვიდე'... აქ სიტყვა 'ლამის' ზედმეტია... როცა ამ მდგომარეობაში ვარ, მწობრიდანაც გამოვდივარ, საზღვრებიდანაც, ჩარჩოებიდანაც და სულ აქეთ-იქეთ ვეხეთქები dash2.gif


Posted by: sentimennte Jan 12 2010, 11:04 PM

ოოო ეგ კი ნამდვილად არ შემიძლიაა, მიხარია თუ მწყინსს ზედ მაწერია ეგრევეე ემოციებს ვერ ვმალავsmile.gif თუ არ გამოვხატე არ შემიძლია, მაგრამ გაბრაზებით თუ გავბრაზდი და მეწყინაა,მალევე მავიწყდება,ხოლმეsmile.gif აი დადებითი ემოპციები გიყვარდესსს,ზოგჯერ მართლა ისე ავგიზგიზდები ხოლმე, რომ biggrin.gif ერთის მხრივ კი კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ცუდიცაა, ბევრჯერ მქონია ცხოვრებაში შემთხვევა რომ ჩემი დადებითი ემოცია და კეთილგანწყობა არასწორად გაუგიათ ,ეჰ..ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე და ზოგჯერ რომ მელაპარაკებიან კი მინდა რომ გავითვალისწინო,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება მაინც იგივეს ვაკეთებsmile.gif რა ვქნა??
ეგეთი ბოთე ხასიათი მაქვს და biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: david6david Jan 13 2010, 10:53 AM

ემოციების მართვა და თქვენ ვინა ხართ ვინც მარტავს, გონება?

Posted by: teo- Jan 13 2010, 08:19 PM

იცით როგორ არის მე თუ აღელვებული ვარ არ მინდა გამოხატვა არა იმიტომ რომ შეიძლება უსამართლოდ მოვიქცე არამედ იმიტომ რომ ჩემს სათქმელს ბოლომდე ვერ ვამბობ biggrin.gif biggrin.gif გამოვტყდები რამდენიმე წელია არ "ავფეთქებულვარ" biggrin.gif biggrin.gif მაგრამ მაინც არის ამის საშიშროება და ზალიან მიტყდება რააა sad.gif(
მოიტათ ეს მედიტაციები სად ვნახო biggrin.gif ოღონდ ქართულად tongue.gif

Posted by: Shou Jan 14 2010, 10:44 AM

ეგ ძალიან ცუდია, რომ იკავებ. საკუთარ მაგალითზე ვიცი, როცა გგონია რომ მოერიე და ასეთი გაწონასწორებული ხარ და პრინციპში ხშირად "არაადეკვატური" გარკვეულ სიტუაციებთან მიმართებაში, სინამდვილეში ეს ემოციები არსად არ მიდის, შენში გროვდება ჩირქგროვებად და შიგნიდან გწამლავს. გათავისუფლებაა საჭირო, განწმენდა და ყველა ემოციის ზედაპირზე ამოტანა, სხვანაირად იმ სახლს დაემსგავსები ნაგვით რომ ავსებდნენ წლების განმავლობაში და ვერც კარს შეაღებ და ვერც ფანჯარას გამოაღებ. მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითიsmile.gif ჰოლოტროპკის თემაში შედი და გირჩევ სცადო, მსგავსი ემოციებისაგან გასათავისუფლებლად უებარი საშუალებაა "აბი გლუკოზა":)

Posted by: Emigranti Jan 14 2010, 08:01 PM

teo-
თუ შოუმ რაც აღწერა იმაზე საუბრობ, ანუ აი ემოციების დათრგუნვას და გულში ჩაკვლას რაც შეეხება, შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეცდომას ბევრი უშვებს. ამას ადამიანები აკეთებენ ხშირად , რადგან არ ესმით რა არის ამაში ცუდი, და ვერ ხედავენ რამდენად საშიშია ეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ ასევე მათი შვილებისთვისაც.

ასეთი გამოკვლევა ჩატარებულა, მგონი ამერიკაში, სადაც დაადგინეს, რომ უმეტესობა ყველაზე სადისტური და დაუნდობელი მკვლელებისა და მოძალადეებისა, იყვნენ სწორედ ისინი, ვინც წარსულში ყველაზე დამცირებული და ამავე დროს გარეგნულად ყველაზე აუღელვებელი და "ჩუმი" იყო.

ადამიანებმა აუცილებლად უნდა ვისწავლოთ გულახდილობა და შიშის გადალახვა. თუმცა ეს უზარმაზარი თემაა და ალბათ (იმედია) კიდევ მრავალჯერ შევეხებით ამ ფორუმზე.



Posted by: teo- Jan 15 2010, 04:42 AM

ციტატა(Shou @ Jan 14 2010, 10:44 AM) *
ეგ ძალიან ცუდია, რომ იკავებ. საკუთარ მაგალითზე ვიცი, როცა გგონია რომ მოერიე და ასეთი გაწონასწორებული ხარ და პრინციპში ხშირად "არაადეკვატური" გარკვეულ სიტუაციებთან მიმართებაში, სინამდვილეში ეს ემოციები არსად არ მიდის, შენში გროვდება ჩირქგროვებად და შიგნიდან გწამლავს. გათავისუფლებაა საჭირო, განწმენდა და ყველა ემოციის ზედაპირზე ამოტანა, სხვანაირად იმ სახლს დაემსგავსები ნაგვით რომ ავსებდნენ წლების განმავლობაში და ვერც კარს შეაღებ და ვერც ფანჯარას გამოაღებ. მე ვარ ამის ცოცხალი მაგალითიsmile.gif ჰოლოტროპკის თემაში შედი და გირჩევ სცადო, მსგავსი ემოციებისაგან გასათავისუფლებლად უებარი საშუალებაა "აბი გლუკოზა":)

გეთანხმებით 2ვეს, მთლიანობაში ზალიან ბოღმა ადამიანი ვარ და შეცდომას არასოდეს ვივიწყებ biggrin.gif ალბათ ჩემი ბრალიც არის გარკვეულწილად სტრესულ სიტუაციაში ვაიაფეთქების მეშინია და რაღაცას არ ვამბობ ვყლაპავ და ა.შ. თუმცა ვდილობ რათქმაუნდა ვიმუშაო ჩემს თავზე ამმხრივ, დიდი ხანია გარემო არ მქონია ისეთი თავი შემემოწმებინა მაგრამ მაინც მგონია ვერ ვაჯობებდი თავს biggrin.gif სულ ერთი მაგალითიც რომ მქონოდა სიმშვიდე გაანალიზებულად შემენარჩუნებინა ალბათ მერე აღარასოდეს მექნებოდა ამის პრობლემა..
პ.ს. მადლობთ რჩევებისთვის

Posted by: Shou Jan 15 2010, 10:34 AM

teo-

ნუ მოგერიდება, რისი უნდა გეშინოდეს, აარახუნე ქვაბები და მოისროლე ტაფები და იყვირე და რა ვიცი, მოიქეცი ისე როგორც "დადგენილი" და "მიღებული" არაა და თან შენს იმიჯში არ ჯდება drum.gif მოკლედ, ეხლა ალბათ გეჩვენება რომ ცოტას ვაჭარბებ თუმცა ამით დაადგენ რამდენი და რაა შენში დაგროვილი, "აფეთქდი" და დააკვირდი გვერდიდან, ძალიან საინტერესოა და თან სასაცილო, და კიდევ რაც მთავარია მოგეშვება balloon.gif uraaa.gif თუ გინდა წამოგყვები სტადიონზე და ერთად ვიყვიროთ groupwave.gif wink.gif

Posted by: teo- Jan 15 2010, 03:25 PM

Shou

ოხხ რეებს მეუბნები biggrin.gif ეგ არ მინდა ზუსტად.. მე არ მიყვარს ისეთი ხალხი საკუთარ თავს რო კონტროლს ვერ უწევს და მე იოგივე გავაკეთო? tongue.gif crazy.gif skull.gif

Posted by: Shou Jan 15 2010, 03:39 PM

teo-

ვიცი რომ არ გინდაwink.gif rose-178.gif

Posted by: Atman Jan 16 2010, 12:24 PM

შრი შრი რავი შანკარის ლექცია ემოციების და გრძნობების მართვაზე:

http://bin.ge/file/119963/Shri-Shri-Ravi-Kak-obhoditsya-s-chuvstvami.zip.html

Posted by: teo- Jan 16 2010, 07:40 PM

რაენაზეა? ვიწერ smile.gif
ნიკზე მიწერა როგორ უნდა ვერ ვისწავლეე

Posted by: Atman Jan 16 2010, 07:41 PM

teo-

რუსულადაა

Posted by: old_man Jan 19 2010, 04:04 PM

ემოციების მართვას ძაან დიდ ყურადღებას ვუთმობ. რადგან ეს მომენტი არის სულიერი ზრდის მნიშვნელოვანი ასპექტი. თავიდან გამიჭირდა. როგორც კი რამე არასტანდართული, უსიამოვნო სიტუაციის წინაშე ვდგებოდი და ის ის იყო უნდა ჩართულიყო ნეგატიური ემოციური ტალღა, უცებ ვცდილობდი გამეღვიძა და ჩამეხშო ეს ემოცია-სიბრაზე, აგრესია და სხვა. შედეგი მართლა საგრძნობი იყო. ვგრძნობდი რომ ემოციების არჩევით ჩემი თავის პატრონი ვხდებოდი. დადებით ემოციებსაც ასევე ვაკონტროლებდი, რადგან გადაჭარრბებული სიხარული, ბედნიერების განცდა სამყაროში წარმოქნის ე.წ. "იზბიტოჩნი პოტენციალს" იგივე ეგრეგორს, რომელსაც შენ ვერ მართავ და სცენარს ის ირჩევს. ამიტომ უნდა შეგვეძლოს როგორც უარყოფითი ემოციების შეკავება ისე დადებითის ზომერად მიღება. მოკლედ ემოციების კონტროლი თუ შეგიძლია ანუ შეგიძლია ცხოვრებისეული სიტუაციების შენი სცენარით მართვა და ეს ძაან სერიოზული ძალაა.

Posted by: ანა Dec 26 2011, 11:05 PM

ხუთი წლს წინ მირჩიეს პირველად "ემოციების მართვა" ისწავლეო, მაგრამ ძალიან რთულია ქალისთვის, გოგოსთვის და მითუმეტეს ჩემთვის. თევზებისთვის, 21 წლის გოგოს რო ემოციების მართვას მოთხოვ..smile.gif))) თუმცა ვსწავლობ, დავფიქრდები თუ გამოადგება აცუილებლად დავიწყებ.

უბრალოდ სივრცე მოქმედებს ადამიანზე, ზოგ სივრცეშ გამდის, სახლში გამგდის, გარეთ ვერა და ა.შ.. მაგრამ მაინც საინტერესოა. არაფერი ზედმეტად არ უნდა გამიხარდეს.. და



old_man

ზოგადა დღეში 25 საათი რომ გაუდმებულ ღიმილს და ბედნიერებას გრძნობ ეგ ცუდია? ეგეც უდან აკონტროლო? sticktongue.gif

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 01:14 AM

ნამდვილად საჭიროა. აფექტური ( ამ შემთხვევაში მე ) ადამიანი წამში ანგრევს თავისივე ნაშრომს , თავის ტავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს. და პირიქით ძალიან ემოციურად შეეცოდება ( იგივე მეს ) და უკიდეგანოდ უღირს ადამიანებთან იწელება საქმე, მეგობრობა. აუცილებელია მართვა ოღონდ მე სიტყვა არ მომწონს. ძალიან "ღარიბი" სიტყვაა. მართვა როგორც აღიარება, გაგება და სწორი გამოყენება . ასე მომწონს.

Posted by: old_man Jan 4 2012, 01:46 PM

რახან ამ თემამ ამოიწია, მეგობრებო მინდა ერთი მცირე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებული ძაან საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ და მაინტერესებს თქვენი აზრი.
ეს ფაქტი ქართულ რეალობაში მოხდა, ბევრს ნანახიც ექნება...
მოკლედ აქ რა ხდება: პირობითად A ემოციებს ვერ აკონტროლებს, ურტყამს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს B-ს.
A-ს თავი დავანებოთ, თავისი გაჭირვება ეყოფა..smile.gif))
მთელი ყურადღება გადაგვაქვს B-კენ და ყურადღებით ვაკვირდებით მის რეაქციებს, ემოციას, გამომეტყველებას, ენერგეტიკას....
და მერე მიტხარით თქვენი აზრი, კერძოდ, როგორ გგონიათ:
1. იყო თუ არა B-ს რეაქცია სპონტანური-მისი ბუნებიდან გამომდინარე, თუ ადრე ნავარჯიშებ-გამომუშავებული და გააზრებული რეაქციით უპასუხა
2. და ზოგადად როგორ შეაფასებდით მას? იყო თუ არა ეს მისი პიროვნული სიძლიერის დემონსტრირება თუ უბრალოდ ყველაზე ოპტიმალური რეაქცია იმ სიტუაციაში და გარემოში
აი ვიდეოც: http://www.youtube.com/watch?v=EAHUIGd82zg

Posted by: Atman Jan 4 2012, 03:38 PM

old_man

მაგარი ვიდეო იყო biggrin.gif

მე მგონი მზად იყო შემოტევისთვის და გათვლილი ჰქონდა თავისი რეაქცია, თუმცა შინაგანი დაძაბულობა მაინც ემჩნევა.

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 03:49 PM

QUOTE(old_man @ Jan 4 2012, 02:46 PM) *
რახან ამ თემამ ამოიწია, მეგობრებო მინდა ერთი მცირე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებული ძაან საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ და მაინტერესებს თქვენი აზრი.
ეს ფაქტი ქართულ რეალობაში მოხდა, ბევრს ნანახიც ექნება...
მოკლედ აქ რა ხდება: პირობითად A ემოციებს ვერ აკონტროლებს, ურტყამს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს B-ს.
A-ს თავი დავანებოთ, თავისი გაჭირვება ეყოფა..smile.gif))
მთელი ყურადღება გადაგვაქვს B-კენ და ყურადღებით ვაკვირდებით მის რეაქციებს, ემოციას, გამომეტყველებას, ენერგეტიკას....
და მერე მიტხარით თქვენი აზრი, კერძოდ, როგორ გგონიათ:
1. იყო თუ არა B-ს რეაქცია სპონტანური-მისი ბუნებიდან გამომდინარე, თუ ადრე ნავარჯიშებ-გამომუშავებული და გააზრებული რეაქციით უპასუხა
2. და ზოგადად როგორ შეაფასებდით მას? იყო თუ არა ეს მისი პიროვნული სიძლიერის დემონსტრირება თუ უბრალოდ ყველაზე ოპტიმალური რეაქცია იმ სიტუაციაში და გარემოში
აი ვიდეოც: http://www.youtube.com/watch?v=EAHUIGd82zg

гни свою линию... ასე მგონია იცოდა ან გრძნობდა რომ მსგავსი რამ მოჰყვებოდა სიტყვებს. არ ვიცი რატომ. ძალიან სწორედ იდგა. მოულოდნელი არ იქნებოდა ეგ ან თუ კი მართლაც იყო მაშინ გამომუშავებული ჰქონდა უკვე მსგავს აგრესიაზე ასეთი რეაქცია. მიიწია მიკოროფნთან იგივე სახით იივენაირად იდგა. არა და წარმოიდგინეთ ვირაცა რომ გეხებათ თავზე რამხელა მუხტია თან ასეთი ზრახვებიტ...

Posted by: old_man Jan 4 2012, 06:18 PM

გასაგებია თქვენი მოსაზრებანი. საყურადღებოა...სხვებმაც გამოთქვით ტქვენი აზრი თუ შეიძლება

QUOTE
არა და წარმოიდგინეთ ვირაცა რომ გეხებათ თავზე რამხელა მუხტია თან ასეთი ზრახვებიტ...

ჰო...პირველად ამ ვიდეოს რომ ვუყურე გაოცებული დავრჩი... ძაან ძნელია ასეთ აგრესიულ ემოციურ შემოტევაზე ისეთი რეაგირება მოახდინო (უფრო სწორად არ მოახდინო და გამტარი იყო) როგორიც B-მ შეძლო... მე ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ ამ კაცს საკუთარ თავზე უმუშავია (ისედაც, მგონია რომ ერკვევა აქაურ რაღაც-რაღაცეებში biggrin.gif) და ასეთი გამომუშავებული რეაქციით ენერგეტიკულ დონეზე ეგრევე დაამარცხა A.

Posted by: Τρισμέγιστος Jan 4 2012, 06:26 PM

QUOTE(old_man @ Jan 4 2012, 02:46 PM) *
რახან ამ თემამ ამოიწია, მეგობრებო მინდა ერთი მცირე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებული ძაან საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ და მაინტერესებს თქვენი აზრი.
ეს ფაქტი ქართულ რეალობაში მოხდა, ბევრს ნანახიც ექნება...
მოკლედ აქ რა ხდება: პირობითად A ემოციებს ვერ აკონტროლებს, ურტყამს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს B-ს.
A-ს თავი დავანებოთ, თავისი გაჭირვება ეყოფა..smile.gif))
მთელი ყურადღება გადაგვაქვს B-კენ და ყურადღებით ვაკვირდებით მის რეაქციებს, ემოციას, გამომეტყველებას, ენერგეტიკას....
და მერე მიტხარით თქვენი აზრი, კერძოდ, როგორ გგონიათ:
1. იყო თუ არა B-ს რეაქცია სპონტანური-მისი ბუნებიდან გამომდინარე, თუ ადრე ნავარჯიშებ-გამომუშავებული და გააზრებული რეაქციით უპასუხა
2. და ზოგადად როგორ შეაფასებდით მას? იყო თუ არა ეს მისი პიროვნული სიძლიერის დემონსტრირება თუ უბრალოდ ყველაზე ოპტიმალური რეაქცია იმ სიტუაციაში და გარემოში
აი ვიდეოც: http://www.youtube.com/watch?v=EAHUIGd82zg


B არ არის "შემთხვევითი" ადამიანი იქ, იმ ტერიტორიაზე (განსხვავებით A-სგან). მას ნასწავლი აქვს ბევრი რამ.
მას უკვე აღარ ჭირდება "იცოდეს რას რა მოჰყვება" რადგან ნებისმიერ მომენტში ის არ გამოდის საკუთარი ველიდან.
ემოციების მართვისათვის არსებობს ცალკე სავარჯიშოები 3 ეტაპად (საბაზო, საშუალო და უმაღლესი), მაგრამ ცალკე მასზე მუშაობა არის არაეფექტური. ზედაპირული ეფექტის მქონეა. საჭიროა აზროვნების კონტემპლაციისა და ნებელობის სავარჯიშოებთან ერთად ვარჯიში.
პეტრეს ნამუშევარი აქვს კომპლექსურად. ეს აშკარად ეტყობა.

Posted by: Lashapoli Jan 4 2012, 06:31 PM

აუ ოლდ შენც მოიყვანე მაგალითი რა ))))

Posted by: old_man Jan 4 2012, 07:05 PM

Τρισμέγιστος

QUOTE
B არ არის "შემთხვევითი" ადამიანი იქ, იმ ტერიტორიაზე (განსხვავებით A-სგან). მას ნასწავლი აქვს ბევრი რამ.
მას უკვე აღარ ჭირდება "იცოდეს რას რა მოჰყვება" რადგან ნებისმიერ მომენტში ის არ გამოდის საკუთარი ველიდან.
ნამდვილად ასე ჩანს Laie_61.gif
QUOTE
ემოციების მართვისათვის არსებობს ცალკე სავარჯიშოები 3 ეტაპად (საბაზო, საშუალო და უმაღლესი), მაგრამ ცალკე მასზე მუშაობა არის არაეფექტური. ზედაპირული ეფექტის მქონეა. საჭიროა აზროვნების კონტემპლაციისა და ნებელობის სავარჯიშოებთან ერთად ვარჯიში.

უფრო კონკრეტულად? თუ იცი და გაქვს სურვილი გაგვიზიარე...
მე ემოციების მართვისთვის ცხოვრებაში სტალკინგის ტექნიკას ვიყენებ გარკვეული წარმატებით, თუმცა სწავლა სიკვდილამდეო...და ახლის ათვისებაზე არასდროს უარს არ ვამბობ...
Lashapoli
QUOTE
აუ ოლდ შენც მოიყვანე მაგალითი რა ))))

რათა კაცო? biggrin.gif მე ამ მაგალითს ემოციების მართვის სამაგიდო სახელმძღვანელოში შევიტანდი biggrin.gif

Posted by: გრიფონი Jan 4 2012, 07:09 PM

ემოციების მხრივ ყველაზე გაწონასწორებული ფლეგმატიკია

Posted by: გრიფონი Jan 4 2012, 07:27 PM

A ემოციებს კი ვერ აკონტროლებს არამედ გამიზნულად აკეთებს aikido.gif

Posted by: Lashapoli Jan 4 2012, 09:00 PM

QUOTE(გრიფონი @ Jan 4 2012, 08:27 PM) *
A ემოციებს კი ვერ აკონტროლებს არამედ გამიზნულად აკეთებს aikido.gif

ხო მართალიხა.. აბა ამ ჩასვრილი პარლამენტარებისგან რა მაგალიტი უნდა აიღო, ყველა მაგათი ქმედების უკან რაღაც პოლიტიკური მიზანი იმალება და არაფერი ადამიანური..

Posted by: old_man Jan 4 2012, 09:53 PM

Lashapoli

QUOTE
აბა ამ ჩასვრილი პარლამენტარებისგან რა მაგალიტი უნდა აიღო, ყველა მაგათი ქმედების უკან რაღაც პოლიტიკური მიზანი იმალება და არაფერი ადამიანური..

ლაშაპოლო ყველასგან შეიძლება რაღაცის სწავლა, უღირსი ადამიანებისგანაც კი...მორალი, პოლიტიკა და პარლამენტარები არ ვიცი მე... biggrin.gif სახელები იმიტომ არ დავწერე და A და B იმიტომ დავარქვი biggrin.gif

და საერთოდ, ნელნელა იმ აზრამდე მივდივარ, რომ ვინც ცხოვრებაში უსამართლოდ, უღირსად მოგვექცა და არ დაგვინდო, წყენით და სიძულვილით არ უნდა გავიხსენოთ. ისე უნდა შევხედოთ როგორც მასწავლებლებს, რადგან მათ საშუალება მოგვცეს საკუთარ ნეგატიურ ემოციებზე გვემუშავა angelchik.gif
აი B ეტყობა ასე იქცეოდა smile.gif)))

Posted by: ანა Jan 4 2012, 09:59 PM

QUOTE
და საერთოდ, ნელნელა იმ აზრამდე მივდივარ, რომ ვინც ცხოვრებაში უსამართლოდ, უღირსად მოგვექცა და არ დაგვინდო, წყენით და სიძულვილით არ უნდა გავიხსენოთ. ისე უნდა შევხედოთ როგორც მასწავლებლებს, რადგან მათ საშუალება მოგვცეს საკუთარ ემოციებზე გვემუშავა
+1
მე მიხარიახოლმე რომ ვხედავ, როგორი არ უდნა ვყო და ღმერთს ამდლობა ვეუბნები მათთვის smile.gif ხშირად ცუდი მაგალითი უფრო გვასწავლის ვიდრე აკრგი

QUOTE

აბა ამ ჩასვრილი პარლამენტარებისგან რა მაგალიტი უნდა აიღო, ყველა მაგათი ქმედების უკან რაღაც პოლიტიკური მიზანი იმალება და არაფერი ადამიანური..


ესაძე შენი ძმაკაცია ხო? ეგ იხსენიებ ეტყობა ხშირად პრეზიდენტს და პარლამენტარებს აგრესიით

Posted by: Lashapoli Jan 4 2012, 10:31 PM

QUOTE(old_man @ Jan 4 2012, 10:53 PM) *
Lashapoli

ლაშაპოლო ყველასგან შეიძლება რაღაცის სწავლა, უღირსი ადამიანებისგანაც კი...მორალი, პოლიტიკა და პარლამენტარები არ ვიცი მე... biggrin.gif სახელები იმიტომ არ დავწერე და A და B იმიტომ დავარქვი biggrin.gif

და საერთოდ, ნელნელა იმ აზრამდე მივდივარ, რომ ვინც ცხოვრებაში უსამართლოდ, უღირსად მოგვექცა და არ დაგვინდო, წყენით და სიძულვილით არ უნდა გავიხსენოთ. ისე უნდა შევხედოთ როგორც მასწავლებლებს, რადგან მათ საშუალება მოგვცეს საკუთარ ნეგატიურ ემოციებზე გვემუშავა angelchik.gif
აი B ეტყობა ასე იქცეოდა smile.gif)))

კი ეგრეა ეგ, მარა მე ხო იცი მაინც ჩემი სპეციფიკიდან გამომდინარე ვთქვი ამათზე )))
ისე მართლა ბ-რაც შეეხება, ვიცი მე მაგის ამბები და პირიქით შეიძლება გულში იმასაც ფიქრობდა ამის ყვირილი ჩემს წისქვილზე ასხავს წყალსო და ა-ც კაი აფირისტია. ნუ იტოკში ორივე კამერებზე და ხალხზე მუშაობს ამ შემთვევაში და მაგიტომაც გითხარი არ არის ემოციების მართვისთვის კარგი მაგალითითქო. კარგი არ არის არ ნიშნავს რო ცუდია, ყველა თემაზე შეიძლება რაიმეს მსჯელობა, მარა ამ შემთვხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ემოციების მართვის როგორც ადამიანის განვითარების ერთ-ერთ კრიტერიუმზე და მაგიტომ ეს ინციდენტი ცოტა ვერ მოდის ჩემთან მაგის მაგალითად და თU რატომ ეგ ზემოთ ვთქვი smile.gif)

Posted by: td......... Jan 4 2012, 10:44 PM

ნამდვილად არ არის კარგი მაგალითი, ზოგადად ის ადამიანები და სიტუაცია წინასწარ განპირობებულია მსგავსი ინტრიგნული ქმედებებისკენ. ამიტომ ბ-მაც მშვენივრად იცოდა რა რეაქცია ექნებოდა ა-ს , და ა-ც ისე მოიქცა რომ ეს ბევრს დაენახა..

Posted by: old_man Jan 4 2012, 11:24 PM

Lashapoli
რავქნა სხვა მაგალითი არ გამახსენდა. ნუ ვიდეო უფრო თვალსაჩინო იყო biggrin.gif
თქვენც შეგიძლიათ რამე მაგალიტები მოიყვანოთ. თქვენი ცხოვრებიდან ან სხვისი smile.gif)
თორემ მარტო ეს თეორიები...
პრაქტიკა პრაქტიკა მეგობრებო biggrin.gif
აბნეული მქონდა თავი ამ წიგნებით - ზელანდი, ოშო, კასტანედა... სანამ პრაქტიკაში არ დავიწყე წაკითხულის რეალიზაცია და გამოცდა მანამდე რაღაც მეგონა თავი ...
(ახლაც არ მგონია. არ შეიმჩნიოთ biggrin.gif )

Posted by: Lashapoli Jan 5 2012, 02:46 AM

QUOTE(old_man @ Jan 5 2012, 12:24 AM) *
Lashapoli
რავქნა სხვა მაგალითი არ გამახსენდა. ნუ ვიდეო უფრო თვალსაჩინო იყო biggrin.gif
თქვენც შეგიძლიათ რამე მაგალიტები მოიყვანოთ. თქვენი ცხოვრებიდან ან სხვისი smile.gif)
თორემ მარტო ეს თეორიები...
პრაქტიკა პრაქტიკა მეგობრებო biggrin.gif
აბნეული მქონდა თავი ამ წიგნებით - ზელანდი, ოშო, კასტანედა... სანამ პრაქტიკაში არ დავიწყე წაკითხულის რეალიზაცია და გამოცდა მანამდე რაღაც მეგონა თავი ...
(ახლაც არ მგონია. არ შეიმჩნიოთ biggrin.gif )

კაი ბებერო ნუ გამიბრაზდები smile.gif
ცემი პრაქტიკიდან იმისმოყვანა შემიძლია, ადრე დავწერე მარა ეხლაც გავიმეორებ, რომ ცემს ემოციურ სამყაროს იმის მიხედვით ვაკონტროლებ თU როგორ იქცევიან ჩემს გარშემომმყოფი ადამიანები ცემთან მიმართებაში, მშობლები, მეგობრები.. ანუ ჩემი ნებისმიერი ემოციური ცვლილება, თუნდაც ეს არ იყოს გამომჟღავნებული იმ წუთასვე აისახება იმ ადამიანების ქცევებში ჩემთან მიმართებაში და ეს კარგად მაქვა ესევთქვათ დამუღამებული.. უფრო მეტად ოჯახის წევრებში

Posted by: kate Jan 5 2012, 09:08 AM

old_man
B ნაღდად ისედაც გაწონასწორებული პიროვნებაა და კარგად მართავს ემოციებს, არა მგონია აზროვნების კონტემპელაციისა და ნებელობის სავრჯიშოებით smile.gif მიეღწია ამისათვის, თან ასეთ თავდასხმებისთვისაც ფციქოლოგიურად მზად იქნებოდა ზოგადად მაინც.
ისე, ერთი კითხვა კი გამიჩნდა Τρισμέγιστος ის მიმართ, თუ სხვას შეგიძლია ასწავლო როგორ მართოს ემოციები ყველა სიტუაციაში, როგორ ხდება, რომ საკუთარი ემოციების მართვა გიჭირს ამ ვირტუალურ სივრცეში?

Posted by: old_man Jan 5 2012, 03:12 PM

კიდე ერთი შემთხვევა მინდა განვიხილოთ, ისევ პოლიტიკიდან და შეგეშვებით. biggrin.gif პოლიტიკაში დაკვირვების ბევრი საინტერესო ობიექტი გვხვდება და ამიტომ. მაგრამ უბრალო ემოციების ვერკონტროლი არ მომყავს, დაკვირვების საინტერესო ობიექტებს ვეძებ (ის წინა B მაინც ძაან საყურადღებო ეგზემპლარად მეჩვნება biggrin.gif )
კაი გადავიდეთ შემდეგ შემტხვევაზე....
აქ ახლა რა ხდება: A და B კამათობენ. A ვეღარ აკონტროლებს ემოციებს, იწყებს ჩხუბს და B-ც პასუხობს...
ცოტა ხანი B-ს მოვეშვათ და ყურადღება A-ზე გავამახვილოთ...
A-ს მონაწილეობით ბევრი შემთხვევა ყოფილა, აქ ისე არ ჩანს, მაგრამ ენერგეტიკულად ძლიერი მგონია, იმიტომ რომ ე.წ. "ტოჩკა სბორკი" აქვს განსხვავებული, ანუ ჩვენი მატრიცის კანონებით არ მოქმედებს და თავისი სცენარები აქვს. ძაან ბევრი არაორდინალური სიტუაცია შეუქმნია და გამარჯვებული გამოსულა biggrin.gif და კიდე მგონია რომ ემოციებს კი აფრქვევს, მაგრამ არ განიცდის და არ ზარალდება, ანუ წინა შემთხვევის A-სგან ამით განსხვავდება.
აბა თქვენ რას ფიქრობთ ....და კიდე B-ს რეაქციაზე რას იტყვით?
http://www.youtube.com/watch?v=_aeijcg6Umo

Posted by: გრიფონი Jan 5 2012, 03:39 PM

ნუ რავიცი, ბატონი A გათავხედებული კაცია რადგან მწვანე შუქი აქ ანტებული თავის (პატრონებისგან) და ამიტომაც იქცევა ასეე, იცის რომ პასუხს მაინც არაფერზე
მოკითხავენ, და მეორე ასე შეიძლება იმიტომ მოიქვა რომ დებატებში ვერ არჯობა B-ს და ამიტომაც მოიქცა ასე ჩაშალა გაადაცემა

Posted by: td......... Jan 5 2012, 04:10 PM

A კარგი აქტორია, ყველა სიტუაცია სადაც იმყოფება, იქცევა ხოლმე სცენად და ის თამაშობს. ალბათ ის გულწრფელი თითქმის არასდროს არ არის, თავის თავთანაც კი.smile.gif B-ს რაც შეეხება, ის ბევრად სუსტი ტიპია ფსიქოლოგიურად,ვიდრე A. ამიტომაც აყვა და ვერაფერი აზრიანი ვერ გააკეთა. A არაჩვეულებრივი მსახიობია. თანაც კარგად ფლობს თავს.

Posted by: free man Jan 5 2012, 06:49 PM

საერთოდ , ემოციების მართვა როგორ შეიძლება, უემოციო ადამიანი იგივე რობოტია, შეიძლება მხოლოდ ჩვენი აფექტები შევამციროდ

Posted by: old_man Jan 5 2012, 08:00 PM

free man

QUOTE
საერთოდ , ემოციების მართვა როგორ შეიძლება, უემოციო ადამიანი იგივე რობოტია, შეიძლება მხოლოდ ჩვენი აფექტები შევამციროდ

მშვენივრად შეიძლება..
ემოციების მართვით არა, ჩახშობით კი გახდები რობოტი...
ხოლო მათი მართვით (განსაკუთრებით ნეგატიური ემოციების) შენი თავის ხელმწიფე გახდები
აბა დაფიქრდი, როცა სიბრაზე წამოგივა რამეზე ან ვინმეზე, სანამ შემოვა შენში და დაგეუფლება, მანამდე რომ დაინახავ, აღარ მოუშვებ (ან გაატარებ) და თუ ისწავლი მერე კარგად, აღარც გაგეკარება ახლოს...
და რას მიაღწევ ამით?
ნეგატიური ემოციებით გემღვრევა სული და ფუჭად კარგავ ენერგიას რომელიც სიყვარულს უნდა მოხმარებოდა

სიყვარულს რაც შეეხება, თუ ადამიანი განიცდის უპირობო, ყოვლისმომცველ სიყვარულს ანუ გულის ჩაკრა აქვს გახსნილი, მას არც ნეგატიურ ემოციებზე მუშაობა უნდა, იმიტომ რომ არც იცის რა ხილია, მას ყველა და ყველაფერი უყვარს...

Posted by: old_man Feb 19 2012, 07:48 PM

ძაან საყურადღებო ლექციაა. ლაზარევი ნეგატიური ემოციების და მათი ზიანის შესახებ:
http://www.youtube.com/watch?v=_Vfk0upstAU

Posted by: old_man Feb 19 2012, 08:33 PM

ეს თემა მინდა განვავითაროთ...
მოკლედ თუ გეზარებათ ნახვა, ლაზარევი აქ საუბრობს შემდეგ ყველაზე ნეგატიურ ემოციებზე: სიძულვილი (ненависть), წყენა(обида), განკითხვა(осуждение), ზიზღი?(презрение).
ყველაზე საშიშია თუ რამდენად ღრმად ჩადის ეს ემოციები სულშიო.
სიძულვილის დროს დიდი ნეგატიური ენერგია გამოიყოფა მაგრამ მალე გადის და სულში ღრმად არ აღწევს.
უფრო საშიშია ისეთი ნეგატიური ემოციები, რომლებიც ხშირად მეორდება, მაგალითად წყენა.
წყენაზე უფრო ნეაგატიური ეფექტი აქვს განკითხვას. ამით ქვეცნობიერად სხვა ადამიანს განადგურებას უსურვებ. მას სიძულვილთან შედარებით ნაკლები ენერგია მიაქვს, მაგრამ ხშირად მეორდება და ქვეცნობიერში ღრმად იბეჭდება. განკითხვაზე უფრო საშიშად მიიჩნევს რუსულად უფრო კარგად გამოხატავს презрение, რადგან ეს არისო თვითგანადგურების პროგრამა...
საბოლოო ჯამში ამ ემოციების ეფექტი აისახება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ჩემთვის ძაან პრობლემაა წყენა და განკითხვა და ვგრძნობ ამ ემოციებით გამოწვეულ უარყოფით გავლენას ჩემს ცხოვრებაზე. დამკვირვებლობით სულ უფრო და უფრო მიმცირდება მაგრამ მაინც ვერ დამიძლევია ბოლომდე...ძველი წყენები რომ ამომიტივტივდება ვებრძვი და ვებრძვი. ვხედავ როგორ მიმღვრევს სულს russian_ru.gif
რას ფიქრობთ ამ ემოციებზე
და მათ გავლენაზე ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და რა იცით საერთოდ ამის შესახებ?

Posted by: tikoroma Feb 19 2012, 08:38 PM

old_man

ციტატა
რას ფიქრობთ ამ ემოციებზე
და მათ გავლენაზე ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და რა იცით საერთოდ ამის შესახებ?

დამანგრეველია ნამდვილად... მეც საკუთარი გამოცდილებით ვამბობ smile.gif
მეც ვებრძვი, მაგრამ ზოგჯერ სანამ დამკვირვებელი გამოჩნდება, უკვე საზიზღარი რამეები მაქვს ნათქვამი ან ჩადენილი dash2.gif

Posted by: Qocho Feb 20 2012, 12:02 AM

ციტატა(old_man @ 19th February 2012 - 08:33 PM) *
რას ფიქრობთ ამ ემოციებზე
და მათ გავლენაზე ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და რა იცით საერთოდ ამის შესახებ?

თავიდან შეფასება '' თვითგანადგურების პროგრამა'' ცოტა გადამეტებულად მომეჩვენა, მაგრამ დავრწმუნდი რომ რეალობა მართლა ასეთია... თითოეული მათგანი, მართლაც კლავს...
სიფხიზლეა ყველა პრობლემის წამალი smile.gif
წყენის პრობლემა გადავლახე მაგრამ, აი მომენტალური შინაგანი გაბრაზება და უკმაყოფილება მთავარი პრობლემაა ჩემთვის, და ყოველთვის მაშინ ვუშვებ ამ შეცდომას როცა ფხიზელი არა ვარ.
(სმაილიკის შერჩევა მინდოდა, მაგრამ ფხიზელის და დამკვირვებლის შესაბამისი ვერ ავარჩიე. ეზოთერულ ფორუმს კი უნდა ქონდეს ერთი ესეთი biggrin.gif )


Posted by: old_man Feb 25 2012, 11:59 PM

QUOTE
სიფხიზლეა ყველა პრობლემის წამალი

ჰო დამკვირვებლობა კარგი ეფექტური მეთოდია რაც მუშაობს, ნეგატიური ემოციების დასაძლევად.
სხვა მეთოდები? მეორე მეთოდი მგონია უპირობო სიყვარულის გამომუშავება
ცხოვრებაში რამდენიმე ასეთი ადამიანი შემხვედრია. მაგრამ მათ რომ ვაკვირდებოდი, ეს არ იყო შეძენილი მდგომარეობა. ასეთები დაიბადნენ. ალბათ წინა ინკარნაციებში გამოიმუშავეს.... და მისი გამომუშავება დამკვირვებელის გაღვიძებაზე ძნელია ალბათ.
ანუ როგორია ასეთი ადამიანი... ძაან სათნო, წყენას გულში არ იდებს, ცუდს არავიზე არ ამბობს, იშვიათად ბრაზდება, თუ ბრაზდება ზედაპირულად. მისკენ მიმართულ ნეგატიურ ენერგიას სიყვარულად გარდაქმნის. დამკვირვებლისგან რითი განსხვავდება ასეთი ადამიანი? დამკვირვებელი მაინც ცდილობს ნეგატიური ემოციები მექანიკურად მართოს. უპირობო სიყვარულის დროს ბუნებრივად ხდება გარესამყაროს ნეგატიური ენერგიის გაფილტვრა. უფრო სწორად ამ ენერგიებს ვერც აღიქვამს ნეგატიურად.
ატმანმა რომელიღაც თემაში ახსენა რომ უპირობო სიყვარულის გამოხატულება ყველაზე მეტად დედის სიყვარულია შვილისადმიო.
რომ დაფიქრდე მართლა ასეა. ვთქვათ შვილი მკვლელი, ლოთი, ჩაშვებული ადამიანი მოკლედ...sad.gif დედას კი ისევე უყვარს და იღებს ისეთს როგორიც არის..

Posted by: David27 Feb 26 2012, 10:08 AM

old_man

QUOTE
უპირობო სიყვარულის გამოხატულება ყველაზე მეტად დედის სიყვარულია შვილისადმიო.
QUOTE
რომ დაფიქრდე მართლა ასეა. ვთქვათ შვილი მკვლელი, ლოთი, ჩაშვებული ადამიანი მოკლედ... დედას კი ისევე უყვარს და იღებს ისეთს როგორიც არის..

კი, მასეა.. smile.gif
მართლაც რომ დამანგრეველი და დამამიწებელია ის პროცესები, რაზეც ზემოთ ისაუბრე..

Posted by: tikoroma Feb 26 2012, 12:25 PM

old_man

ციტატა
სხვა მეთოდები? მეორე მეთოდი მგონია უპირობო სიყვარულის გამომუშავება
ცხოვრებაში რამდენიმე ასეთი ადამიანი შემხვედრია. მაგრამ მათ რომ ვაკვირდებოდი, ეს არ იყო შეძენილი მდგომარეობა. ასეთები დაიბადნენ. ალბათ წინა ინკარნაციებში გამოიმუშავეს.... და მისი გამომუშავება დამკვირვებელის გაღვიძებაზე ძნელია ალბათ.
ანუ როგორია ასეთი ადამიანი... ძაან სათნო, წყენას გულში არ იდებს, ცუდს არავიზე არ ამბობს, იშვიათად ბრაზდება, თუ ბრაზდება ზედაპირულად. მისკენ მიმართულ ნეგატიურ ენერგიას სიყვარულად გარდაქმნის. დამკვირვებლისგან რითი განსხვავდება ასეთი ადამიანი? დამკვირვებელი მაინც ცდილობს ნეგატიური ემოციები მექანიკურად მართოს. უპირობო სიყვარულის დროს ბუნებრივად ხდება გარესამყაროს ნეგატიური ენერგიის გაფილტვრა. უფრო სწორად ამ ენერგიებს ვერც აღიქვამს ნეგატიურად.
ატმანმა რომელიღაც თემაში ახსენა რომ უპირობო სიყვარულის გამოხატულება ყველაზე მეტად დედის სიყვარულია შვილისადმიო.
რომ დაფიქრდე მართლა ასეა. ვთქვათ შვილი მკვლელი, ლოთი, ჩაშვებული ადამიანი მოკლედ... დედას კი ისევე უყვარს და იღებს ისეთს როგორიც არის..

მეც დავაკვირდი და შემშურებია იმ ადამიანების ბუნებრივები რომ არიან.. ბედნიერები არიან.
მეც ვატორმუზებ ხოლმე უარყოფით ემოციებს, მაგრამ უპირობო სიყვარულში კი არა საერთოდ სიყვარულშიც ვერ გადამიზრდია. რაკი სიძულვის ნაკლებად ვგრძნობ ეგეც დიდი წარმატება მგონია ჩემთვის..
გაგეცინება და ოლმეკის სიყვარულის გაგზავნის მეთოდით დავიწყე თავიდან smile.gif და შედეგიც მქონდა smile.gif

Posted by: X-Man Feb 26 2012, 01:13 PM

ემოციების მართვა შეიძლება ბრძოლით, გონებით, ნებელობით.

Posted by: old_man Feb 26 2012, 01:16 PM

QUOTE
გაგეცინება და ოლმეკის სიყვარულის გაგზავნის მეთოდით დავიწყე თავიდან და შედეგიც მქონდა

არ გამეცინება biggrin.gif მიცდია და მუშაობს ეგ პრაქტიკა..
ოლმეკს უწერია ნებისმიერ დროს სადაც გინდათ - ქუჩაში, ტრანსპორტში აკეთეთ, კი ვაკეთებდი და შედეგსაც ვხედავდ., ვგრძნობდი რომ ძაან დიდი დადებითი ვიბრაციული ძალა აქვს სიყვარულის გამომუშავებას და გაგზავნას... ბედნიერებით მავსებდა. მაგრამ აბა კონფლიქტურ სიტუაციებში სცადე, ეგაა ძნელია. თორემ უცხო ადამიანებს და მეგობრებს უგზავნე რამდენიც გინდა ))
მაგალითად...........აი...ვთქვათ სამსახურში კოლეგამ დაკარგა მნიშვნელოვანი საბუთი და დირექტორთან ურცხვად გაბრალებს შენ (მქონია ეგეთი შემთხვევა). შეიძლება ნეგატიური ემოციები გააკონტროლო, მაგრამ გაუგზავნი ასეთ ადამიანს სიყვარულს? შეძლებ? ჰოდა თუ გაუგზავნი იქნები მაგარი მაშინ biggrin.gif
გახდები ეგრევე მე-7 სიმკვრივის სული და შეწყვეტ დედამიწაზე ინკარნირებას lol.gif

Posted by: tikoroma Feb 26 2012, 01:46 PM

old_man

ციტატა
ჰოდა თუ გაუგზავნი იქნები მაგარი მაშინ
გახდები ეგრევე მე-7 სიმკვრივის სული და შეწყვეტ დედამიწაზე ინკარნირებას

შეიძლება უკვე ვარ და არ ვიცი biggrin.gif იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომელთა სახელის ხსენებაზე და დანახვაზე კანკალი მეწყებოდა, ისე მძულდა, თავს ვერანაირად ვაკონტროლებდი და ისტერიკებს ვაწყობდი ხოლმე, ჰოდა მათ ვუგზავნიდი და ლოცვაში მოხსენიებაც დავიწყე. მართალია არ მიყვარს და დანახვაც არ მინდა მათი, მაგრამ კონტროლს აღარ ვკარგავ და თუ ვერ ვხედავ მათ, იმასაც კი ვფიქრობ შევურიგდები-მეთქი.

Posted by: old_man Feb 26 2012, 02:03 PM

tikoroma

QUOTE
შეიძლება უკვე ვარ და არ ვიცი იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომელთა სახელის ხსენებაზე და დანახვაზე კანკალი მეწყებოდა, ისე მძულდა, თავს ვერანაირად ვაკონტროლებდი და ისტერიკებს ვაწყობდი ხოლმე, ჰოდა მათ ვუგზავნიდი და ლოცვაში მოხსენიებაც დავიწყე. მართალია არ მიყვარს და დანახვაც არ მინდა მათი, მაგრამ კონტროლს აღარ ვკარგავ და თუ ვერ ვხედავ მათ, იმასაც კი ვფიქრობ შევურიგდები-მეთქი.

ეგეც დიდი წარმატებაა რა თქმა უნდა smile.gif
ოლმეკიც წერდა ჩამოწერეთ ყველა იმ ადამიანის სახელი ვინც გაწყენინათ, უსამართლოდ მოგექცათ და სიყვარული გაუგზავნეთო...
პრინციპში ადრე თუ გვიან ბევრ წყენას გადახარშავ დრო მკურნალიას პრინციპით და თუ შეძელი სიყვარულსაც გაუგზავნი...
მაგრამ მე ვამბობდი კონფლიქტის მომენტში რომ უსამართლოდ გექცევიან, იმ მომენტში შეძლებ სიყვარულის გაგზავნას? smile.gif)
ეს მეჩვენება ძაან ძნელად ...

Posted by: tikoroma Feb 26 2012, 02:43 PM

ეგ რომ გაიზარო თავიდანვე კონფლიქტიც აღარ შედგება smile.gif კონფლიქტის განმავლობაში თუ გამოჩნდა დამკვირვებელი კონფლიქტს ვწყვეტ და სიყვარულის გაგზავნა სხვა თუ არაფერი მამშვიდებს მაინც ამ დროს.

Posted by: old_man Feb 26 2012, 05:52 PM

მე ისეთ წყენას და გაბრაზებას არ ვგულისხმობდი ვიღაც რაღაცას რომ გეტყვის და გული მოგივა და გაბრაზდები.. წყენას გულში რომ ჩაიდებ..
ეგენი ცვიტოჩკი biggrin.gif
მე ვამბობ აი რომ დაგაბრალებენ ისეთ რამეს რაც არ გაგიკეთებია და საქმეს რომ გაგიფუჭებენ
ან მოგიგონებენ ისეთ რამეს რაც სხვების თვალში სახელს გაგიტეხს

აი ასეთ ადამიანს უპასუხო სიყვარულით და წყენა არ ჩაიდო გულში ეს მგონია ძნელი.

Posted by: kate Feb 26 2012, 06:49 PM

QUOTE(old_man @ Feb 26 2012, 10:04 AM) *
მარა პრინციპში აქ შეიძლება უკვე კარმული კანონზომიერება შემოდის. ახლა მივხდი ამას, სანამ კიდევ ერთ პოსტს გავაშანშალებდი. ))) სამყარო გიგზავნის იმას, რაც იმ დროსაა შენთვის საჭირო.
და თუ ამას გავიაზრებთ და მივიღებთ, ნეგატიური ემოციებიც აღარ გვექნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში l_sunny.gif

კიდევ ერთი დადასტურება, რომ ყველფრის პასუხს და ყველაფრის ცოდნას თვითონ ვატარებთ, მთავარია მიგნება ვისწავლოთ, სწორედ ამ მეთოდით გადასცემენ აღმოსავლელი გურუები სიბრძნეს მოსწავლეებს, არასოდეს არ აძლევენ პირდაპირ და დაღეჭილ პასუხებს, საკუთარ თავის სმენას და პასუხების სწორად მოძებნას ასწავლიან.

საკუთარ თავში ჩაძიებასაც ცოდნა უნდა, თორემ აგერ laira ს გონიას საკუთარი გულიდან წერს, არადა რა უცბად დაემსგავსა ბერძნულნიკიანს smile.gif

Posted by: tikoroma Feb 26 2012, 11:27 PM

old_man

ციტატა
მარა პრინციპში აქ შეიძლება უკვე კარმული კანონზომიერება შემოდის. ახლა მივხდი ამას, სანამ კიდევ ერთ პოსტს გავაშანშალებდი. ))) სამყარო გიგზავნის იმას, რაც იმ დროსაა შენთვის საჭირო.
და თუ ამას გავიაზრებთ და მივიღებთ, ნეგატიური ემოციებიც აღარ გვექნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში

მადლობა სამყაროს, სულაც არ მჭირდება ის, რაც გამომიგზავნა biggrin.gif
თუ მაინც მოვახრხე და ერთად უკონფლიქტოდ ვიცხოვრეთ, დიდი მიღწევა იქნება ჩემგან..
როცა უცხოა ადამიანი და იშვიათAდ ხედავ გაცილებით იოლია მიტევება, ვიდრე ყოველდღიურად შენს თვალწინ რომ არის და შენი ცხოვრების ნაწილს იკავებს.

Posted by: old_man Feb 27 2012, 12:31 AM

QUOTE
მადლობა სამყაროს, სულაც არ მჭირდება ის, რაც გამომიგზავნა
ის სამყარო რეალურად შენ ხარ smile.gif) თუ ეს კარმულია...

მარა გარჩევაა ძნელი. ძაან რთულია ამ კარმულ კვანძებში გარკვევა...

QUOTE
როცა უცხოა ადამიანი და იშვიათAდ ხედავ გაცილებით იოლია მიტევება, ვიდრე ყოველდღიურად შენს თვალწინ რომ არის და შენი ცხოვრების ნაწილს იკავებს.

ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ემოციების სამართავად ისე კარგი პრაქტიკაა. უკეთეს ვერ ინატრებ smile.gif)
ეგრეა რა, სული ეგეთ პირობებში ვითარდება... სამაგიეროდ წარმატებით რომ დაამთავრებს ამ გაძლიერებულ სკოლა-ინტერნატს, ექნება წითელი დიპლომი და წავა და ჩააბარებს სადმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ან სულაც საკუთარ სკოლას გახსნის biggrin.gif

Posted by: tikoroma Feb 27 2012, 11:38 AM

old_man

ციტატა
ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ემოციების სამართავად ისე კარგი პრაქტიკაა. უკეთეს ვერ ინატრებ )
ეგრეა რა, სული ეგეთ პირობებში ვითარდება... სამაგიეროდ წარმატებით რომ დაამთავრებს ამ გაძლიერებულ სკოლა-ინტერნატს, ექნება წითელი დიპლომი და წავა და ჩააბარებს სადმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ან სულაც საკუთარ სკოლას გახსნის

რა ხდება იცი, სინამდვილეში რატომ უნდა მიშლიდეს ნერვებს ვინ რას აკეთებს და ვინ რას ამბობს, ეს გვიან გავიაზრე.
დიდი ხანი იმაზე ფიქრით ვიყავი დაკავებული, თუ როგორ გადავუხდიდი სამაგიეროს ვიღაც-ვიღაცეებს და ეს დამოკიდებულება იმიტომაც შევიცვალე, რომ არ მინდოდა ჩემი განწყობა მაგ ხალხზე ყოფილიყო დამოკიდებული. ჩემი გაღიზიანებაც იმან გამოიწვია, რომ სულ ვიღაცის სიტყვა ან რაღაც ქმედება მაქეზებდა მათ წინააღმდეგ. ამიტომ საჭიროა ნებისყოფა რომ არ ჩაგვითრიოს სხვისმა ნეგატიურმა განწყობებმა ჩვენც. ეს რომ მივხვდი ჯერ ვინც მაქეზებდა ის დავიკიდე და მერე ვის მიმართაც აგრესიას ვგრძნობდი, იმათ შეყვარებს ვცდილობ. ნუ შეყვარება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ბოლოს რა იქნება არავინ იცის biggrin.gif
კარმის გამოა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ბევრი გაკვეთილი მაქვს ცხოვრებიდან მიღებული და ყოველთვის ჯერ ცუდად ვიქცეოდი და მერე ვუფიქრდებოდი smile.gif აწი კი ვცდილობ ემოციების შეზღუდვას და იმედია დანარჩენ გაკვეთილებში აღარ ჩავიჭრები

Posted by: earth Feb 27 2012, 05:42 PM

old_man

QUOTE(old_man @ 26th February 2012 - 06:52 PM) *
მე ისეთ წყენას და გაბრაზებას არ ვგულისხმობდი ვიღაც რაღაცას რომ გეტყვის და გული მოგივა და გაბრაზდები.. წყენას გულში რომ ჩაიდებ..
ეგენი ცვიტოჩკი
მე ვამბობ აი რომ დაგაბრალებენ ისეთ რამეს რაც არ გაგიკეთებია და საქმეს რომ გაგიფუჭებენ
ან მოგიგონებენ ისეთ რამეს რაც სხვების თვალში სახელს გაგიტეხს

აი ასეთ ადამიანს უპასუხო სიყვარულით და წყენა არ ჩაიდო გულში ეს მგონია ძნელი.

--------------------

მართლა ძნელია მაგ დროს სიყვარული გაუგზავნო, მაგრამ ვფიქრობ შენ რომ მასეთი ამბავი გადაგხდა შემთხვევითი არაა. შემთხვევითი არაფერია. ეს ცხოვრება გაკვეთილია და საფეხურ-საფეხურით მივიწევთ წინ. ალბათ სიყვარულის გაგზავნა ისწავლე მოყვარესათვის, ისეთი ადამიანისათვის, რომელმაც უბრალოდ გაგაბრაზა, ხოდა ახლა შემდეგი საფეხურია დასაძლევი,–გაუგზავნე სიყვარული ისეთ ადამიანს, ვინც ცდილობს რომ გაგანადგუროს. ჰმ... არაა ადვილი, მაგრამ არაა მიუღწევადი და ასევე ეს მიღწევა არაა ბოლო საფეხური, ცხოვრებას ბევრი გამოცდა აქვს ჯერ კიდევ smile.gif

Posted by: woodlandelven Mar 2 2012, 10:56 PM

როდესაც ემოციას მართავ მაშინ როდესაც ვიღაცამ რამე დაგიშავა და არ გინდა იგივე ნაირად უპასუხო რა თქმა უნდა კარგია ოღონს ეს გულში არ უნდა დაგროვდეს ბოღმის სახით. მაგრამ რაც მთავარია ამაზე მნიშვნელოვნად ვთვლი საკუთარ თავზე წამოსული უარყოფითი ემოციების დათრგუნვას და გაქრობას, ეგ უფრო დიდ ზიანს გვაყენებს ჩემი აზრით, თან ძალიან დიდს. ამის გადალახვის შემდეგ გარემოც ნაკლებად ნეგატიურია გამოცდილებიდან ვამბობ. რაც უფრო მეტად ეჯიკავები, ლანძღავ განიხილავ საკუთარ თავს მით უფრო უარესი გემართება.

მე მახასიათებდა ესეთი რამ. ვთქვათ ვუპასუხე ისევე როგორც მომექნცნენ ხომ, გავა რაღაც დრო, ვთქვათ 10 წუთი და სულ გული მქონდა დაწყვეტილი რომ რატომ გავაკეთე ეს, მეცოდებოდა ის ადამიანი, ვამართლებდი სხვადასხვა მიზეზებით, პრობლემების ქონით და მაგრად ვსაყვედურობდი ჩემს თავს. და ეს 10-15 ჯერ მეტ ზიანს მაყენებდა ვიდრე ის რაც იმ ადამიანმა დამიშავა.

ეს მაწუხებდა სულ და სადღაც 14 წლისამ 2 გამოსავალი ვიპოვე. დავაკვირდი ჩემს თავს მივხვდი რომ ეს ჩემ თავზე ჩხუბის ამბები სადღაც 4-5 დღეში მივლიდა და მერე აღარც მახსენდებოდა (თუმცა ენერგიულად მფიტავდა) ამიტომ დასაწყისშივე ვიცოდი რომ 4-5 დღეში ასე აღარ ვიქნებოდი და მაშინვე კარგად ვხდებოდი და მეორე - რა თქმა უდნა შევამცირე საპასუხო რეაქციები. ვცდილობდი ნაკლებად მიმებრუნებინა ის რაც დამიშავეს. ხოდა ამ 2-მა ფაქტორმა გამოიწვია ის რომ აღარც არაფერზე მეშლება ნერვები და არც არავინ ცდილობს ამას biggrin.gif (თუმცა ადრეც არ იყო ხშირად).

და კიდევ ერთი რჩევა ისევ ჩემი გამოცდილებიდან, ძალიან მოქმედებს ტელევიზია და ინტერნეტი - სულ ძებნაში ვიყავი სიახლეების და ნახევარი ცუდი იყო, მერე ამის გამო სულ ცუდ ამბებს მიგდებდა და ემატებოდა და ემატებოდა, ამიტომ ერთ დღეს გადავწყვიტე და მის მერე ნაგვით აღარ ვიტენი ტვინს. ვთქვათ მოხდა ისე რომ ვუყურებ ტელევიზორს და იწყება გადაცემა რაღაც უაზრო და საშინელი განხილვებით ეხლა უბრალოდ ავდგები და გამოვრთავ ადრე კიდე ვუყურებდი ხოლმე გამწარებული, ნერვები მეშლებოდა მეთქი რა უაზრობები ხდება და რავიცი რა biggrin.gif biggrin.gif რამხელა პოსტი გამომივიდა


Posted by: tikoroma Mar 3 2012, 01:16 PM

woodlandelven

ციტატა
ეს მაწუხებდა სულ და სადღაც 14 წლისამ 2 გამოსავალი ვიპოვე. დავაკვირდი ჩემს თავს მივხვდი რომ ეს ჩემ თავზე ჩხუბის ამბები სადღაც 4-5 დღეში მივლიდა და მერე აღარც მახსენდებოდა (თუმცა ენერგიულად მფიტავდა) ამიტომ დასაწყისშივე ვიცოდი რომ 4-5 დღეში ასე აღარ ვიქნებოდი და მაშინვე კარგად ვხდებოდი და მეორე - რა თქმა უდნა შევამცირე საპასუხო რეაქციები. ვცდილობდი ნაკლებად მიმებრუნებინა ის რაც დამიშავეს. ხოდა ამ 2-მა ფაქტორმა გამოიწვია ის რომ აღარც არაფერზე მეშლება ნერვები და არც არავინ ცდილობს ამას (თუმცა ადრეც არ იყო ხშირად).

ეს ახლაც მჭირს. ხშირად დარწმუნებული ვარ რომ მართალი ვარ, მაგრამ მაინც განვიცდი ჩემს საქციელს. ვთქვათ უხეშობას ვინმეს მიმართ. საერთოდ ბევრი კომპლექსი მქონდა ბავშვობაში და თუ რამეს ჩემი აზრით არასწორად გავაკეთებდი, მერე დიდხანს მტანჯავდა სირცხვილი. ამიტომ ვისწავლე მომენტალურად დამევიწყებინა ის შემთხვევები, რის გამოც სირცხვილს ან გაღიზიანებას განვიცდიდი. საკუთარი სიმშვიდისთვის ეს კარგი გამოსავალია, მაგრამ რაღაც გაორებული ვარ. მინდა მონანიების ცნება და სულიერი სიმშვიდის ეს აუცილებელი მეთოდები შევათანხმო ერთმანეთთან. smile.gif ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი smile.gif

Posted by: old_man Mar 3 2012, 10:27 PM

tikoroma

QUOTE
ამიტომ ვისწავლე მომენტალურად დამევიწყებინა ის შემთხვევები, რის გამოც სირცხვილს ან გაღიზიანებას განვიცდიდი. საკუთარი სიმშვიდისთვის ეს კარგი გამოსავალია, მაგრამ რაღაც გაორებული ვარ. მინდა მონანიების ცნება და სულიერი სიმშვიდის ეს აუცილებელი მეთოდები შევათანხმო ერთმანეთთან. ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი

ჩემს გამოცდილებას გეტყვი იქნებ გამოგადგეს.
დავიწყება დროებით გააქრობს ნეგატიურ ემოციებს მაგრამ ქვეცნობიერში ხომ დალექილია და ამოტივტივდება როცა იქნება და არ მოგასვენებს. ვერ დამშვიდდები.
ამიტომ იმდენჯერ უნდა ატრიალო ის სიტუაციები გონებაში სანამ იმ ნეგატიურ გრძნობებს ბოლომდე არ ჩაკლავ, დაწვამ და მოსპობ სამუდამოდ smile.gif)
მაგრამ ჯერ შენთვის გამოსადგე მეთოდს უნდა მიაგნო. აი ჩემთვის ეს მეთოდი იყო იმის გაფიქრება რომ უსასრულო სამყაროების და გალაქტიკების მასშტაბებით ეს ჩემი ემოციები სასაცილოა. ან იმის გააზრება რომ ეს ყველაფერი თამაშია, ილუზიაა, გაკვეთილია... ან რამე ეგეთი
მონანიება კარგია, მაგრამ თუ მოინანიე და ეს სინანულის გრძნობა ვერ მოიშორე ჩათვალე რომ კიდევ უფრო დიდ ნეგატიურ ემოციურ ბარგს იკიდებ. იმიტომ რომ სინანულით დანაშაულის გრძნობა გიჩნდება. თუ მოინანიე და აპატიე თავს და აღარ გაიხსენე ეს იდეალურია. მაგრამ თვითონ სინანულის ეგრეგორი ისეთია რომ მაზოხისტად გაქცევს. ამიტომ თუ მონანიებას შეცვლი "შეცდომის დანახვად და გამოსწორებად", ეს უკვე ოპტიმისტური ვიბრაციების მატარებელი ტერმინია ))

Posted by: tikoroma Mar 3 2012, 10:30 PM

old_man
გმადლობ.
ვეცდები ახალი კუთხით მივუდგე smile.gif

Posted by: რეალისტი Mar 20 2012, 12:44 AM

მოგესალმებით !
ვისაც აინტერესებს ფსიქოლოგია გაერთედ. ეს ნამდვილად დღეისათვის აქტუალურია. მითუმეტეს იმის რომ მე მძულს პოლიტიკა.
www.aura-help.ge/node/127
http://www.radikal.ru

Posted by: Lashapoli Mar 20 2012, 04:50 AM

ინწირესო, წავიკითხავ აუცილებლად.. smile.gif

Posted by: Lashapoli Mar 20 2012, 05:04 AM

რეალისტი... პირველ რიგში, როგორ ბრძანდებით?? smile.gif
ეხლა კითხვებზე გადავალ..
საიდან დაადგინეთ ამათი აურა?? (არმითხრათ ჩემთან იყო ორივე მოსული და აპარატში გავატარეო ) biggrin.gif
ისე ეს რაც წავიკითხე, ასტროლოგიურ ზოგად შეფასებასთან ახლოსაა, რაც შეიძლება რო ადამიანზე გაკეთდეს.

Posted by: old_man Mar 20 2012, 02:49 PM

Lashapoli

QUOTE
საიდან დაადგინეთ ამათი აურა?? (არმითხრათ ჩემთან იყო ორივე მოსული და აპარატში გავატარეო )

არაა გამორიცხული. )) ბატონ რეალისტთან ბევრი ცნობილი სახე მისულა. Laie_61.gif

ისე მიშას და ივანიშვილის ემოციებს რაც შეეხება. მიშამ ცოტა ისწავლა ემოციების მართვა, აი ბიძინა უფრო გაწონასწორებული ჩანს. მაგრამ დრო გვიჩვენებს...

Posted by: td......... Mar 21 2012, 07:13 PM

old_man
მიშამ რა ისწავლა არ ვიცი, მაგრამ გიჟი რომ არის არც მალავს, აი ბიძინა კი საგულდაგულოდ ცდილობს ამის შენიღბვას, მაგრამ არ გამოსდის.. ისევ ის ჯობდა მეცენატად დარჩენილიყო...biggrin.gifbiggrin.gif



რაც შეეხება ემოციების მართვას, მინდა გითხრათ ჩემი ყოველდღიური საქმიანობა და ის ადგილი სადაც მიწევს ყოფნა დიდი სკოლა და საინტერესო აღმოჩენების ადგილი აღმოჩნდა.smile.gif როგორ არ ვეცადე ემოციების მართვა, იგნორირება, სინანული, გამართლება და ბოლოს ასეთი რამ დავინახე... ყველაფერი რაც ხდებოდა ჩემი სამყაროს ანარეკლი იყო.. ზოგჯერ ეს აბსურდი შეიძლება გვეგონოს, ან სენსაცია, მაგრამ ასეა... ხოდა ეხლა ამას ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ჩემთვის. რაც მთავარია ძალიან ვერთობი ხოლმე.. და მეტად ვუღიმი საკუთარ თAვს..smile.gif

Posted by: td......... Mar 28 2012, 07:17 PM

tikoroma
გებრძვიან...smile.gif

Posted by: tikoroma Mar 28 2012, 09:56 PM

td.........

ციტატა
გებრძვიან...

ვინ? biggrin.gif

Posted by: tikoroma Mar 29 2012, 04:38 PM

td.........
მიპასუხე რა biggrin.gif

Posted by: td......... Mar 29 2012, 06:36 PM

ციტატა(tikoroma @ Mar 29 2012, 04:38 PM) *
td.........
მიპასუხე რა biggrin.gif


პატარა ცრუ თიკორომები..smile.gif))

Posted by: tikoroma Mar 29 2012, 07:37 PM

რაღა პატარა, მჯობნიან smile.gif

Posted by: td......... Mar 30 2012, 06:53 PM

tikoroma



biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 02:06 AM

სამურაის კოდექსში წერია რომ უნდა ისწავლო "ფიქრების და სხეულის კონტროლი". ანუ ემოციებისაც, ანუ ესაა ადამიანის ერთ-ერთი პირველი ვარჯიში, სანამ ამას არ სიწავლის, ვერაფერს გააკეთებს ასამაროსთვსი ადეკვატურად
მაგრამ:
სანამ რაღაცის კონტროლზე მუშაობას დაიწყებ, უნდა გამომჟღავნო ბოლომდე და გაიცნო შენი თავი
რასაც არ იცნობ და რაც იცი, იმის შეკავებას აზრი არ აქვს. ეგ ჩაკეტვაა.. როგორც ვუყურებ ჯერ ადამიანებს თავის თავის გაცნობის ეშინიათ და თავის თავთან იკეტებიან, არადა უნდა გაიცნო.

Posted by: gio.geoo Nov 10 2012, 02:11 AM

anima mundi
ემოციების კონტროლი რას მოგცემს?

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 02:14 AM

gio.geoo

სხვა ადამიანებს არაფერს დავუშავებ და ჩემ თავს მივცემ უფლებას უფრო ფართოდ შეიცნოს სამყარო. და უფრო მეტ აწმყოში იცხოროს ნამდვილი ცხოვრებით.. smile.gif უფრო მეტ დროის დაუთმობს გზას და გზაზე შემხვედრს ყველაფერსაც ადეკვადურად დაინახავს როგორიც არის ის.. და არა ტავისიდამახინჯებული აღქმით რაც ემოციების უკონტროლობის გამო ემართებახოლმე.

Posted by: teo- Nov 10 2012, 02:17 AM

ემოციების მართვა მომცემს ცხოვრებაში იმას რომ უკეთესად ვიტყვი ჩემს სათქმელს და უკეთესად მოვაგვარებ პრობლემას ვიდრე ავფეთქდები და თქვენი დედათქო)))ვიცი რო რაღაც ვარჯიშები არსებობსსსს

Posted by: gio.geoo Nov 10 2012, 02:18 AM

anima mundi
როდესაც ადამიანს ბუნებრივად მოდის რაიმე გრძნობა და შემდგომ მისი ხელოვნურად შეცვლა სხვა გრძნობაზე კარგ არაფერს მოიტანს..

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 02:30 AM

gio.geoo

QUOTE
ბუნებრივად


ბუნებრივს რას ეძახი? მე ფსიქლოგიურად ვხსნი ჩემს ზოგიერთ გამოვლინებას რაც ბუნებრივი კი არა, გარემოდან ბავშობაშ მირებული სტერსებიდან გამომდინარეა, რასაც ეხლა ვგრძნობხოლმე და ამას ვგრძნობ.
შეცვლას არ ვამბობ, არც შებოჭვას.. პირიქთ, ყელაფერი უნდა ნახო რაც გიჩნდება და მისცე საშუალება გამომჟღავნდეს. ერთხელ არარ გააძლიერებ იმ ეოციის დროს გაჩენილი ფიქებით, მეორედ უკვე ფიქრი გაქრება და დააკვირდები. მესამედ უკვე დაკვრივების დროს გაგეცინება. მეოთხედ უკვე როცა ისევ მოგივა გაბრაზება განა ჩაანაცვლებ, სხვა ფორმას მოუძებნი იმ ენერგიის მოშორებას სხეულიდან. ამას ქვია კონტროლი და ბუნებრიობაა. უბრალოდ გამოხატვის ფორმებია სხვა.

Posted by: earth Nov 10 2012, 09:25 AM

gio.geoo

QUOTE
anima mundi ემოციების კონტროლი რას მოგცემს?

პირველი გეტყვი არასწორმა ემოციებმა რა შეიძლება მოიტანოს, არ ჩამოგითვლი იმ უამრავ შემთხვევას, როცა არასწორად მართვადი ემოციებით უამრავი დანაშაული ხდება, მარტო გეტყვი, რომ ადამიანი რაც ასაკს იმატებს არასწორად მართვადი ემოციები მასში იწვევს ნელა-ნელა ჯანმრთელობის გაუარესობასა და მომავალში მძიმე ავადმყოფობას.

ემოციების მართვა პირველ რიგში სხეულის ჯანმრთელობაა. მახინჯ სხეულში მახინჯი სულიაო ხომ გაგიგონიათ, მე ამას ასე ვიტყოდი ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია. მგონი ამ ფორუმზე არ არის საჭირო ავხსნათ რატომ გვინდა ჯანმრთელი სული wink.gif


Posted by: marissa Nov 10 2012, 01:43 PM

QUOTE(anima mundi @ Nov 10 2012, 02:30 AM) *
gio.geoo
ბუნებრივს რას ეძახი? მე ფსიქლოგიურად ვხსნი ჩემს ზოგიერთ გამოვლინებას რაც ბუნებრივი კი არა, გარემოდან ბავშობაშ მირებული სტერსებიდან გამომდინარეა, რასაც ეხლა ვგრძნობხოლმე და ამას ვგრძნობ.
შეცვლას არ ვამბობ, არც შებოჭვას.. პირიქთ, ყელაფერი უნდა ნახო რაც გიჩნდება და მისცე საშუალება გამომჟღავნდეს. ერთხელ არარ გააძლიერებ იმ ეოციის დროს გაჩენილი ფიქებით, მეორედ უკვე ფიქრი გაქრება და დააკვირდები. მესამედ უკვე დაკვრივების დროს გაგეცინება. მეოთხედ უკვე როცა ისევ მოგივა გაბრაზება განა ჩაანაცვლებ, სხვა ფორმას მოუძებნი იმ ენერგიის მოშორებას სხეულიდან. ამას ქვია კონტროლი და ბუნებრიობაა. უბრალოდ გამოხატვის ფორმებია სხვა.

კარგად აღწერე მაგრამ შესასრულებლად ძნელი მგონია,ძალიან მინდა ყოველთვის შემეძლოს ემოციების კონტროლი ჯერჯერობით არაფერი გამომდის ,ცუდია როცა ადამიანი ზედმეტად ემოციურია ეს ჯანმრეთელობასაც ვნებს,გარშემომყოფებსაც და სერთოდ ყველაფერს

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 02:49 PM

marissa

ჩემი გამოცდილებით ეგრეა და არ ვიცი სხვისთვის კარგია თუ ცუდი.ვფიქრობ მრავარია ეს "ცუდია" მოვიშოროთ, ყველა ადამიანი პროცესშია, თვითშეცნობის პროცესში.. და არ უნდა შევაფასოთ კონრეტული შეფასებით. ესეც მოქმედებს ტვინზე და შესაბამისად ჩვენზე
smile.gif

QUOTE
ცუდია როცა ადამიანი ზედმეტად ემოციურია
უემოციო ადამიანი გაცილებით ცუდია ვფიქრობ, ის ვინც ვერ გამოხატავს. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში წარმოუდგენელია და მყავს ერთ-ერთი უახლოესი მეგოაბრი ასეთი. ათწლეულების განმავლობაში ვფიქრობდი რომ არ ვუყვარ რადგან არასოდეს უგრძნობინებია და არც კი ჩამხუტებია.. მაინც ჩვენთვის გვაქვს "საზღვრები" და სახელების დარქმევა ,როდესაც ეზოტერულ ფორუმზე ხარ და ასე განიხილავ არასწორია.. უბრალოდ ყველა ინდვიდუალურად პროცესშია. მთავარია გულწრფელები ვიყოთ.


earth
gio.geoo

QUOTE
ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია


ბრუს ლის აქვს ამაზე ბევრი და კარაგდ დაწერილი.. არ ვიცი როგორ გადმოვცე. მაგრამ ეგ ადამიანი ჩემთვის ჯნმრთელობის და სხეულის და გონების მართვის იდეალური მაგალითია smile.gif უბრალოდ კუნთიანი ტიპი არ იყო.. უდიდესი სულიერი გამცოდილება ქონდა და ფიზიკური თვითკონტროლის ბევრი ვარჯIშები გავლილი. რომ თავის თავი მიეღო შედეგად

Posted by: marissa Nov 10 2012, 03:25 PM

anima mundi
მე მაგალითად ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი რომ რაც შეიძლება ნაკლებად ემოციური ან საერთოდ უემოციო ვყოფილიყავი,თავის დროზე ბევრი პრობლემა შემექმნა ზედმეტი ემოციურობის გამო ამიტომ ჩავთვალე რომ უემოციოდ ცხივრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა არ ვიცი ეს რამდენად სწორი იყო მაგრამ ამ ბოოლო დროს შეიცვალა ეს და ისევ ძველ ანუ ძალიან ემოციურობის მდგომარეობას დავუბრუნდი, მგონი საჭიროა რაღაც ოქროს შუალედის პოვნა huh.gif მე უკიდურესობაში ვვარდები

Posted by: Dondariable Nov 10 2012, 04:14 PM

marissa
უემოციო ნამდვილად არ უნდა იყო, სამყარო იმითაა ლამაზი, რომ ემოციები არსებობს.
ოღონდ მართლა ოქროს შუალედი უნდა იპოვო.

მეც ძალიან ემოციური ვარ, ძალიან მიხარია, ძალიან მომწონს და ა.შ.
ზოგჯერ ეს მღლის და პრობლემებს მიქმნის.

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 04:43 PM

marissa

ემოციები კი არ უნდა გააქრო. უბრალოდ გამოხატვის ფორმა უნდა იპოვო სამყაროსთან ჰარმონიული... და ნუ შენ თავში ის პრობლემები უნდა ნახო რაც ბრაზს, შურს, ეჭვს,აგესიას და მსგავს რამეებს თუ იწვევს. ეს უნდა გააკონტროლო და გამოიკვლიო საიდან მოდიან. უფრო ხშირად გაუცნობიერებლად დაგროვილი სტრესებიდან smile.gif ანუ უარყოფითი არ უნდა გამოხატო, თორემ გააქრი ემოციები არასწორია. ჩაიკტეტები და უარესი დაგემართება.. სიყვარულის ემოციის გაკონტროლება ან სხვა ენერგიების თვითმკვლელობაა smile.gif))))))))

Posted by: sky Nov 15 2012, 01:56 PM

ეხლა თუ ახლა რას გეტყვით იცით??
ზოგმა კი და ზოგმა არა tongue.gif
მე მიყვარს ეს ემოციები და რაც უფრო ისეთი, მოულოდნელი, იგივ ღრმად ბუნებრივია (ახალი ცნებაა biggrin.gif) მით უფრო მეტი სიხარული, ანუ სიცოცხლის განცდა მოაქვს..
პრინციპში განვითარების ამ ეტაპზე (მე რა ვიცი რომელ ეტაპზე, ყველამ თავისას შეადაროს) მენანება ემოციების კონტროლი (აქვე ვაღიარებ იმასაც, რომ ეს სინანული შეიძლება თავის მართლების საშუალებაც იყოს... ანუ რომ ვერ biggrin.gif, მარა რომ არც?? smile.gif)))
ანუ, ასე თავპირისმტვრევით ნუ მოიშორებთ (ვერ შეძლებთ, მარა ხო იწვალებთ), ტყუილად ნუ ეწვალებით რა ამის თქმა მინდა (მარა არ დამიჯეროთ biggrin.gif)
ყოველდღიურ ქმედებებში ძირითადად ხო ემოციები გრჩებათ?
ანუ ემოციების გამო აკეთებთ გინდა იმას და გინდა ამას
და რას ერჩით ვერ გავიგე
კიდევ ვიმეორებ ამ ეტაპზე biggrin.gif

Laie_61.gif
პ.ს. არა და წეღან ვფიქრობდი, როგორ არ ეზარება ამ ხალხს ამდენი მსჯელობამეთქი lol.gif

Posted by: td......... Nov 15 2012, 09:20 PM

ლოლbiggrin.gif

Posted by: sentimennte Nov 15 2012, 10:26 PM

sky

ციტატა
ეხლა თუ ახლა რას გეტყვით იცით??
ზოგმა კი და ზოგმა არა
მე მიყვარს ეს ემოციები და რაც უფრო ისეთი, მოულოდნელი, იგივ ღრმად ბუნებრივია (ახალი ცნებაა ) მით უფრო მეტი სიხარული, ანუ სიცოცხლის განცდა მოაქვს..
პრინციპში განვითარების ამ ეტაპზე (მე რა ვიცი რომელ ეტაპზე, ყველამ თავისას შეადაროს) მენანება ემოციების კონტროლი (აქვე ვაღიარებ იმასაც, რომ ეს სინანული შეიძლება თავის მართლების საშუალებაც იყოს... ანუ რომ ვერ , მარა რომ არც?? )))
ანუ, ასე თავპირისმტვრევით ნუ მოიშორებთ (ვერ შეძლებთ, მარა ხო იწვალებთ), ტყუილად ნუ ეწვალებით რა ამის თქმა მინდა (მარა არ დამიჯეროთ )
ყოველდღიურ ქმედებებში ძირითადად ხო ემოციები გრჩებათ?
ანუ ემოციების გამო აკეთებთ გინდა იმას და გინდა ამას
და რას ერჩით ვერ გავიგე
კიდევ ვიმეორებ ამ ეტაპზე


პ.ს. არა და წეღან ვფიქრობდი, როგორ არ ეზარება ამ ხალხს ამდენი მსჯელობამეთქი

ვგიჟდები შენს 'მსჯელობებზე ":D biggrin.gif

Posted by: anima mundi Nov 26 2012, 03:47 AM

სიყვარულის გარდა ყველაფერი სისულელეა

Posted by: td......... Nov 26 2012, 11:31 PM

სულელი, ადამიანი, რომელიც მუდამ რაღაცას ელის...

Posted by: Plasmodium Nov 28 2012, 12:28 AM

ემოციის მართვა, აზრის მართვით იწყება.

Posted by: anima mundi Dec 4 2012, 01:55 PM

გული მტკივა. მხოლოდ მარცხნივ როა ის არა.. შუაში, მკერდს შორის ცენტრშიდ ა ცრემლებს ისე ვაღვარღვარებ მგონია მოვკვდები
მართლა ეგრე ვგრძნობ სხეულით მაგრამ ფიქრს მაინც არ გადავთქვამ და დავაკვირდები თავს ბოლომდე smile.gif

რამდენჯერმე ამ აზრმა ისევ ტკივილი და ცრემლები მომიტანა, სხეულის უჯრებით კვდომა დავიწყე მეგონა biggrin.gif მერე გადავთქვი. ეხლა საბოლოოოდ უნდა შევეგუო და დავაკვირდე.
რა აზრისაც ყველა მეტად გეშIნიათ ის უნდა მიიღოთ და დააკვირდეთ ამ დროს ემოციებს
დღეს კიდევ ათჯერ მაინც გავიმეორებ სანამ ძალას არ დაკარგავს ან რაღაცნაირად არ ფოქრმირდება. ცრემლებს და ტკივილს რომ იწვევს ეს ვფიქრობ კარგია და ვაკვირდები

Posted by: kindatma Dec 4 2012, 03:14 PM

ანა.ყველაფერი რაც არსებობს ერთიანი გონების თუ ღმერთის თუ ვსელეენნაიას შემადგენელი ნაწილია კიდე ერთხელ /რაც არ უნდა იყოს/
ნუ გააჩნია სიყვარულს რას ეძახი )

Posted by: anima mundi Dec 4 2012, 03:23 PM

უბრალოდ ვიწყენხოლმე და ერთადერთი რაც მართლა მართობს, სიკვდილის პირამდე მისული ემოციებია.. სიყვარულს რასაც ვეძახი ის ვიცი რომ ჯერ არ მინახავს დედამიწაზე smile.gif

ზემო პოსტს რაც შეეხება უკვე შევეგუე იმ აზრს, ეხლა აზრებს მოვIძიებ რომელიც ყოველად მიურებელია და იმათ შევიგუებ

Posted by: kindatma Dec 4 2012, 09:02 PM

და ცუდი არზრებია? ხო გავიგე რაც არ მოგწონს.მაგრამ მაინც მგონია რომ შეგუება უფრო უხეში და იძულებითი ფორმაა.უბრალოდ რომ მიიღო როგორიც არის და ვსიო?გაუშვა იარსებოს,დარწმუნებული იყავი რომ ეგ ნეგატივი უკვე გამოგადგა სადღაც და კიდე გამოგადგება!

Posted by: anima mundi Dec 5 2012, 02:03 AM

kindatma

უნდა მიიღო ყველაფერი მადლიერებით.
და ეგო მიაჩნიო ისე იაზროვნო როგორც შენ გინდა, მე უკვე ძალიან ძალიან კარგად ვარ smile.gif ენრგია არ დამიხარჯავს, მხოლოდ რამდენიმე წუთი დავაკვრდი ტავს.. აი საერთოდ რაც წარმოუდგენელია უნდა წარმოიდგინო და ტვინს ანთავისუფლებ ბლოკებისგან რაც ვრცელდება მერე ყველლა რამის აღქმაზეც
smile.gif
რაც ამ ცხოვრებაში დაბადებიდან რმწენით გაქვს რომ "არ" შეიძლება როგორც მინიმუმ. წამდი კვირას აშრამში

Posted by: tikoroma Feb 16 2013, 02:18 PM

old_man

ციტატა
დავიწყება დროებით გააქრობს ნეგატიურ ემოციებს მაგრამ ქვეცნობიერში ხომ დალექილია და ამოტივტივდება როცა იქნება და არ მოგასვენებს. ვერ დამშვიდდები.
ამიტომ იმდენჯერ უნდა ატრიალო ის სიტუაციები გონებაში სანამ იმ ნეგატიურ გრძნობებს ბოლომდე არ ჩაკლავ, დაწვამ და მოსპობ სამუდამოდ smile.gif)

ახლა უფრო ვხვდები თურმე რას გულისხმობდი მაშინ biggrin.gif
ანუ ეს შეიძLება ჩაითვალოდ ქვეცნობიერიდან პროგრამის წაშლის მცდელობად?
ერთი დიდი პროგრამა აღმოვაჩინე ჩემს თავში biggrin.gif, რომელიც ბადებს უდიდეს აგრესიას და ყველა ჩემი ბოროტების სათავე მაგაშია ვატყობ - ეგ რომ ამოქმედდება მე მე აღარ ვარ, იმიტომ რომ მთელ გონებას და ყველა ნერვს იკავებს - გაბრაზება და აგრესია. მოკლედ რომ ვუწოდო - ესაა დამცირების შიში ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერად მოქმედებს ჩემზე როცა ვთვლი რომ შეურცხაყოფილი ვარ, ან არ მაფასებენ, შეიძლება დამცინონ, უმწეო ვარ - თიტქოს უბრალო კომპლექსია, მარა ისეთ აგრესიას ბადებს (ან აგრესიას ან სირცხვილს და თვითგანადგურებას) მასეთი სიძLიერით არც ერთი გრძნობა არ გამაჩნია.
ყველაზე რეალური მიზეზი მაგის ის იქნება რომ საკუთარი თავი არ მიყვარს, ამას მივხვდი, მაგრამ როდის დაიბადა და როგორ ვებრძოლო, თუ წავშალო, გადავქექე მთელი ბავშვობა და რამე რეალური მიზეზი ვერ ვნახე რომ ან დამცირება ან რამე მსგავსი ტრავმა გადამეტანოს.
huh.gif

Posted by: old_man Feb 16 2013, 03:57 PM

tikoroma

QUOTE
ანუ ეს შეიძLება ჩაითვალოდ ქვეცნობიერიდან პროგრამის წაშლის მცდელობად?

კი სამუდამოდ წაშლის. ამ ცხოვრებაში და შემდეგშიც. რადგან ვერდაშლილი, დაგროვილი ნეგატიური ემოციები იგივენაირ სიტუაციებს შექმნიან შემდეგ ცხოვრებაშიც wink.gif

Posted by: tikoroma Feb 16 2013, 04:03 PM

ხო მაგრამ, სათავეს რომ ვერ ვპოულობ, რა ვქნა? biggrin.gif
ჰიპნოზი მინდა, ჰოლოტროპული ან რაღაც მედიტაციები, რო გავიხსენო ყველაფერი biggrin.gif
ტდ-ს მედიტაცია მაგარია, ამოყარა რაღაცეები, მაგრამ ამ მტავარ მონსტრს ვერ მოვუძებნე გასაღები sad.gif

Posted by: td......... Feb 16 2013, 06:33 PM

tikoroma
თიკო მედიტაციას თუ აკეთებ , რომ გადადიხარ დააკვირდი, რაღაც მინიშნება იქნება აუცილებლად, უბრალოდ, ნასტროიკის დროს ეგ სურვილი გააჟღერე, რისი პოვნაც გინდა.. მაგაზე განეწყვე და დაინაავ აუცილებლად. რამე მინიშნება იქნება თუ პირდაპირ ვერ ნახე.. მიაქციე დეტალებს ყურადღება. ცოტა მოთმინება და ნახავ..

Posted by: tikoroma Feb 16 2013, 07:25 PM

კი 2-ჯერ გავაკეთე და სხვა რაღაცეები ამოაგდო, ამასთან ვერ დავაკავშირე. ახლა მასე ვიზამ, როგორც მირჩიე. დრო და დრო დავწერ ხოლმე შედეგებს, რჩევები მჭირდება :*

Posted by: td......... Feb 16 2013, 10:03 PM

tikoroma
smile.gif ხო დაწერე

Posted by: tikoroma Jun 21 2015, 09:54 PM

არსებობს ემოციები,რომელსაც სხვები იწვევენ ჩვენში, ადამიანები ან მოვლენები - გახარებენ, გაბრაზებენ და ა.შ. ამათი მართვა ადვილია, რადგან შეგვიძლია ამ გრძნობების ობიექტებზე ვიმოქმედოთ. მაგ. ადრე ვამბობდი, რომ ვინც მეზიზღებოდა, იმას ვუგზავნიდი სიყვარულს და ლოცვაში ვიხსენიებდი და მისდამი ჩემი დამოკიდებულება შევცვალე ცოტათი. ყოველ შემთხვევაში, ჩემს განწყობაზე აღარ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მაგ კონკრეტულ ადამიანს.

მაგრამ ძიებისას უფრო მნიშვნელოვანი ემოციები აღმოვაჩინე - ისინი ობიექტის გარეშე არსებობს, სხვა კი არ იწვევს, უკვე არსებობს და საბაბს ელის რომ გამოვლინდეს. არ ვიცი მათ როგორ უნდა ვებრძოლო. შეიძლება არ გამოვავლინო, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება, ის იქ იქნება ისევ- ჩემში. სადღაც გულს ოდნავ ქვემოთ ზის, მუცლის არესთან - არ ვიცი თუ ჩაკრებს აქვს ემოციებთან კავშირი, შეიძლება ჩაკრაზე მუშაობამ უშველოს რამე.

ეს არის შიშის გრძნობა - ვაღიარებ, რომ ეს არსებობს ჩემში. საერთოდ არ ეშინია გონებას, არ მეშინია ხოლმე არც ფილმების, ან საშიში სიტუაციების წარმოდგენისას, ან სიბნელის, ან ღამე მარტო სიარულის. პირიქით ასეთ რამეებზე ფიქრი მართობს და რეალურად ძნელად თუ შემეშინდება რაიმესი. ამიტომ არასდროს მიფიქრია რომ შიშის გრძნობა მქონდა. ყველაზე ძლიერად ეს გრძნობა გამომიცდია მხოლოდ სიზმარში.

მაგრამ არის ზოგჯერ მომენტი, როცა ეს შიში ვლინდება ჩემში რაიმე გამომწვევი მიზეზის გარეშე. ამ დროს პანიკა მეუფლება, მართალია ვიაზრებ მალე, რომ სისულელეა რაიმეს მეშინოდე უმიზეზოდ და ნორმალურ მდგომარეობას ვუბრუნდები, მაგრამ ის შიში არსად მიდის, ბრუნდება უკან ჩემში და იმავე ადგილს იკავებს, სადაც გამოვლენამდე იყო შეყუჟული.

არ ვიცი ეს შიში საიდანაა და როგორ ვმართო, ან გავაქრო.
ეს ორნია მოკლედ - შავი და ბლანტი - ესაა შიში
- ცხელი ორთქლის მსგავსი - ესაა აგრესია.
ორივე ერთი და იგივე ადგილიდან ვრცელდება, სადღაც მუცლის ზონიდან ამოდის და გულ მკერდის არეს იკავებს biggrin.gif შიში გაციებს და გწურავს, აგრესია გათბობს და სულის შეხუთვას იწვევს biggrin.gif

Posted by: ichi Jun 21 2015, 10:48 PM

შიში სიყვარულის და ჰარმონიის მთავარი მტერია, რისი გეშინია? ხვალ შეიძლება არ იყო...... შიში ილუზიაა და არაბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანის ჩემი აზრით.

Posted by: tikoroma Jun 21 2015, 10:51 PM

ichi
ხო აი, კონკრეტული რამის მიმართ არ მაქვს და მეგონა საერთოდ არაფრის შემეშინდებოდა. მაგრამ რო ვაკვირდები ხშირად გამომხტარა ეს გრძნობა უმიზეზოდ და ავუფორიაქებივარ. ვერ ვხვდები რა აძლევს მიზეზს.

Posted by: earth Jun 21 2015, 11:07 PM

მართლაც შიში არასასიამოვნო და უარყოფითი შეგრძნებაა. არ უნდა დაგვიპყროს, მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრვი შეგრძნეებაა.
ზუსტად დღეს ვკითხულობდი რონდა მპერნის „გმირს“ და ზუსტად იმ ადგილზე ვარ, სადაც შიშზე საუბრობს, რა სასწაული დამთხვევაა თიკო შენი პოსტი, რადგან ჩამაფიქრა რონდა მპერნმა დღეს. თან ჯერ მთლიანად არ ჩამიკითხია. ის შიშს ორ ნაწილად ყოფს, ფსიქოლოგიურს და ბუნებრივს. ამბობს შიში ცუდად არ მივიღოთო, რადგან თავდაცვააო... ჩავიკითხავ მერე კიდე რას წერს.

Posted by: tikoroma Jun 21 2015, 11:09 PM

earth
ჰოო, თავდაცვის იდეა კარგი იყო.

Posted by: ichi Jun 22 2015, 09:23 AM

მგელი თუ დაინახე და გაიქეცი ეს ბუნებრივი შიშია, მაგრამ ხვალინდელი დღის, საზოგადოების, ხალხი რას იტყვის და ა.შ. შიში მგონია ილუზიად, ეს ბუნებრივი ნამდვილად არ არის და ადამიანს ბედნიერებაში სერიოზულად უშლის ხელს.

Posted by: Plasmodium Jun 22 2015, 04:38 PM

არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, აუხსნელ შიშთან და აფორიაქებასთან გასამკლავებლად: თვალებში ვუყურებთ შიშს, ნელა ვიხევთ უკან და ვეუბნებით - წადი წააადი! სერიოზულად კი, ჩემი დაკვირვებით, ამ და ბევრ სხვა შემთხვევაში, ერთადერთი შიში რაც ხალხს ცხოვრებას ურთულებს, ფარმაკოფობიაა secret.gif

Posted by: tikoroma Jun 22 2015, 04:45 PM

Plasmodium
წამლებს არ ვიღებ, ძალიან იშვიათად. თუ ეგაა ფარმაკოფობია? biggrin.gif

Posted by: Plasmodium Jun 22 2015, 07:11 PM

tikoroma

QUOTE
წამლებს არ ვიღებ

მერე, მოგწონს შენი საქციელი? smile.gif არ გიფიქრია, რომ შეიძლება სულაც ფიზიოლოგიურ დონეზე გამოიმუშავებ შენს გაუცნობიერებელ შფოთვას და შიშებს. რომელიღაც ნივთიერების ნაკლებობით ან რაიმე სახის დისბალანსით ტვინში, ფსიქიური წინაპირობების გარეშე?

ისე, დამაფიქრებელია, რომ არსებობს გენეტიკური დაავადება, ურბახ-ვიტის სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება შიშის სრული არარსებობა huh.gif

Posted by: tikoroma Jun 22 2015, 07:46 PM

Plasmodium
დაიცა რა biggrin.gif

Posted by: Plasmodium Jun 22 2015, 08:13 PM

ზუსტად
"დაიცა რამ" მოგვიყვანა დღემდე ქართველები
ამან შეგვანარჩუნებინა ჩვენი მეობა და თვითმყოფადობა
"დაიცა რამ" და "ასემც გიქნიამ" biggrin.gif

Posted by: earth Jun 22 2015, 08:56 PM

„ფარმაკოფობია“ laugh.gif
რას არ მოიგონებენ ეს ფირმები, რომლებთაც მსოფლიო ხელში უჭირავთ, რომ შემოგაყიდონ წამლები?!

Posted by: tikoroma Jun 23 2015, 06:02 PM

Plasmodium
შეიძლება წამლებზე და ექიმთან სიარულზე საუბარი მხოლოდ მაშინ, როცა შესწავლილი ექნებათ ადამიანის ფსიქიკა, ემოციები, მათი შესაზლებლობები, წარმომავლობა და მართვა
ამ ეტაპზე ვისთან უნდა მიხვიდე და რა მედიკამენტი უნდა მიიღო აბა? ან რას ნიშნავს იყო ჯანმრთელი ფსიქიურად? ამის სტერეოტიპი არსებობს?
სიყავრული ავადმყოფობაა, შიშის არქონა ავადმყოფობაა biggrin.gif კიდე?
კომპიუტერი შეიძლება იყოს სტანდარტული და ამა თუ იმ მომაცემებით შეიზლება მიეკუთვნებოდეს რაღაც სტანდარტს, თუ შეიძლება შეუცვალო მონაცემები და სხვა მოდელად გადააკეთო და ა.შ.
ადმაიანი? შესაძლოა ადამიანის გადაწყობაც შეიძლებოდეს ასე და მოდელების მიხედვით დახარისხებაც, მაგრამ რადგან ჩვენ არ შეგვიქმნია, არ აგვიწყვია და ვერ ვერკვევით მის მონაცემებში, მკურნალობაც აბსურდია biggrin.gif განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ-ემოციური ჩარევა

Posted by: Plasmodium Jun 23 2015, 10:18 PM

tikoroma

QUOTE
შეიძლება წამლებზე და ექიმთან სიარულზე საუბარი მხოლოდ მაშინ, როცა შესწავლილი ექნებათ ადამიანის ფსიქიკა, ემოციები, მათი შესაზლებლობები, წარმომავლობა და მართვა
ბოლომდე შესწავლილი არის რამე სამყაროში? კითხვა უნდა დაისვას ასე: არსებობს თუ არა ცოდნა კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად?
QUOTE
ამ ეტაპზე ვისთან უნდა მიხვიდე და რა მედიკამენტი უნდა მიიღო აბა? ან რას ნიშნავს იყო ჯანმრთელი ფსიქიურად? ამის სტერეოტიპი არსებობს?

ფსიქიური ჯანმრთელობა და მისი სტანდარტი რა შუაშია ამ შემთხვევაში შიზოფრენიკი ხარ? smile.gif კონკრეტული პრობლემის მოხსნაზეა საუბარი. შიში, ტკივილი, შფოთვა, სტრესი, დეპრესია და ა.შ. თუ ვინმეს ეს ყველაფერი არ აწუხებს და საკუთარი ინდივიდუალობის ატრიბუტად მიიჩნევს, იყოს ასე და იტანჯოს რა პრობლემაა smile.gif
QUOTE
ჩვენ არ შეგვიქმნია, არ აგვიწყვია და ვერ ვერკვევით მის მონაცემებში, მკურნალობაც აბსურდია biggrin.gif განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ-ემოციური ჩარევა

ჩარევა ნებისმიერ შემთხვევაში ხდება. გარემო, ფიზიოლოგიური პროცესები, ორგანიზმში შემავალი ნივთიერებების ბალანსი, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ-ემოციურ მდგომარეობაზე. შიშის გამოწვევა/გაქრობაც შეიძლება გარედან ზემოქმედებით, სიხარულისაც სექსუალური აღგზნების და ბევრი რამის. თუ კი ამდენ შემთხვევით ფაქტორზე ვართ დამოკიდებული რა პრობლემაა რომ მიზანმიმართულად ჩავერიოთ, პოზიტიური გავლენა გავზარდოთ, ნეგატიური შევასუსტოთ? rolleyes.gif

Posted by: tikoroma Jun 23 2015, 10:28 PM

Plasmodium
მე არ მომწონს მედიკამენტური ჩარევა - შენ ამას ფარმაკოფობია უწოდე - ეს ტერმინი უკვე ნეგატიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ არ მომწონს მედიკამენტური ჩარევა. ახლა ამბობ რა პრობლემაა, ნუ ჩაერევიო
ჰოდა ასე smile.gif

Posted by: Plasmodium Jun 23 2015, 11:13 PM

tikoroma

პრობლემა დანარჩენი სამყაროსთვის არ არის თორემ ფარმაკოფობი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შარშია biggrin.gif

საინტერესოა შოკოლადის ან წიწაკის ჭამას თუ აფასებთ ძალადობის აქტად rolleyes.gif

Posted by: tikoroma Jun 23 2015, 11:31 PM

ვერ გავიგე

Posted by: Plasmodium Jun 24 2015, 07:02 AM

ენდორფინს შეუძლია ადამიანის ემოციური მდგომარეობის შეცვლა. ბლოკავს მტკივნეულ შეგრძნებებს და იწვევს ბედნიერების განცდას. დაახლოებით ისევე მოქმედებს ტვინზე როგორიც ანტიდეპრესანტი. ჰოდა ეს ჩარევა არ არის? რა განსხვავებაა საკვების სახით მიიღებ რაიმე ნივთიერებას თუ აბის, მართლა არ მესმის.

Posted by: ანნა Jun 24 2015, 10:49 AM

შიშის გადალახვისგან გამოწვეული სიხარული განვიცადე ცოტა ხნის წინ, ანუ დიდი ხნის შენახული არაცნობიერი შიში გამოვავლინე და მატერიალური მოქმედებით გაცნობეირებულად გადავლახე smile.gif ხო და იმის მერე ერთი შრით უფრო ბედნიერი ვარ სულ..
იმდენნაირია ემოციები, ძირითადა ფიქრებისგან იქმნება, ფიქრებით იპროგრამებ თავს და მერე განიციდ, თუმცა სხვა ადამიანების ენერგიების შეგრძნებისას კიდევ სხვა რამეები იგრძნობა. აი ვიღაცის ენერგია მომწონს და მისი ჩემთან კავშირისას სიამოვნებას ვგრნობ, ეს ემოციები სულ სხვადასხვანაირია, ანუ ყველა ადამიანს სხვადასხვა ენრგია მოაქვს და შენ უბრალოდ ყველა არქმევ "სიხარულს" ან "სასიმოვნოს", არადა სხვადასხვანაირია ყველაფერი რასაც განიცდი

Posted by: Plasmodium Jun 24 2015, 11:32 AM

QUOTE
იმდენნაირია ემოციები, ძირითადა ფიქრებისგან იქმნება, ფიქრებით იპროგრამებ თავს და მერე განიციდ

ფიქრის გარეშე ვერცერთი ემოცია დიდხანს რომ ვერ ძლებს ფაქტია. რაღაც დროის შემდეგ სულ ერთ მდგომარეობაში ხარ.

Posted by: ანნა Jun 24 2015, 01:53 PM

არსებობს ფიქრის მიღმა ემოციური მდგოამრეობებიც, ენერგეტიკის შეგრძნებაც ხომ ემოციაში გადადის.. ფიქრი ბრუნდებახოლმე თორემ მდგაომრებები იცვლება. სულ ერთში არაა ჩემთვის, შენი მეს პირად მდგაომრეობაში ხარ, რაღაც ვიბრაციაა სიხშირეზე, ბოლო ნახევარ წელზე მეტია მე სულ კარგად ვარ მაგალითად და მიხარია ყველაფერი და გავცემ ამ სიხარულს რომელიც ფიქრის გარეშე სულაა.. იცვლება მდგაომრეობები სულ, არ იცვლება თუ შენს თავში შინაგანი მიზსკენ ნაბიჯებს არ გადაგამ. ერთი წლის წინ სულ სხვა მდგაომრეობები მქონდა და ეხლა როგორც ვარ ვერც ვიოცნებებდი თუ არსებობდა ასეთი სიმშვიდე და შინაგანი სიხარულით სისავსე.
სულ ცვლი, თუმცა ემოციები და ფიქრები გადაჯაჭვულია და უფრო ღრმა შრეზე კიდევ სხვანირი გრძნობებია.
ან რამეს შენთვითონ არ შეცვლი რომელიმე პრაქტიკით, მედიტაციით ან თუნდაც ყოველდღიურ პრაქტიკაში რაღაც მოქმედებით.

სექტემბერში "ემოციების მართვზე" უნდა ვილაპარაკო ერთ გადაცემაშიდა ვეძებ ახლა ლექციებს და წიგნებს ამის შესახებ smile.gif იმ დონემდე რომ თავდ აკონტროლოს ადამინმა და იარჩიოს რა განიცადოს

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)