IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მოჩვენებებთან ბრძოლის ხერხები
Atman
post Aug 27 2010, 07:32 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქ დავდებ მოჩვენებებთან ბრძოლის ვედურ მეთოდებს. ვინც სხვა საშუალებები იცით შემოგვთავაზეთ!




(თარგმანი ამ საიტიდან:
http://www.ruzov.ru/fakt/ghost/ghost.htm )

ვინ ხდებიან მოჩვენებები? აღმოსავლური ტრაქტატები ამბობენ, რომ ისინი, ვინც აშინებენ, ემუქრებიან თავის მასწავლებელს, ან სძულთ იგი, სიკვდილის შემდეგ ხდებიან მოჩვენებები (ბრაჰმა-რაკშასები) და ცხოვრობენ უწყლო და ველურ უდაბნოში. ასევე ვინც აცდუნებს პატიოსან ქალებს. ყველაზე ხშირად ადამიანი მაშინ ხვდება "დუხი" როცა შემთხვევითი და არაბუნებრივი სიკვდილით კვდება. ან თუ მისი სხეული არასწორად იწვება ან არასწორად იმარხება.

ჩვენს დროში სულები ძირითადად თვითმკვლელები ხდებიან. ისინი იძულებულნი არიან ასეთ მდგომარეობაში იყონ, მანამ სანამ ის ვადა არ გავა, რომლის განმავლობაშიც ბუნებრივად უნდა ეცოცხლათ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სიცოცხლე ღმერთისგან მიეცა და თუკი ცხოვრება გაიფუჭა, არ არის თვითმლკვლელობის საბაბი. ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ რეაქციებზე, რაც ჩვენი ამ ცხოვრების, ან წინა ცხოვრებების გამო გვეწვია. კარმის კანონი მაინც გვაიძულებს, რომ მოვიხადოთ დარჩენილი ვადა, მაგრამ ნატიფ სხეულში ვერ გამოვასწორებთ იმ შეცდომებს, რაც უხეში სხეულის ქონისას დავუშვით.

მოჩვენებებს არ უყვართ სისუფთავე. სახლში უნდა ჩავატაროთ გენერალური დალაგება. სველი წესით უნდა გავასუფთავოთ ყველაფერი. განსაკუთრებით დიდი ძალა აქვს ძროხის ნაკელს, რომელიც თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობით უნდა გავხსნათ იმ წყალში, რომლითაც იატაკს, ავეჯს და ნივთებს ვწმენდთ. ეს ერთ-ერთი უძველესი მეთოდია, რომელიც ათასწლეულების მიერაა გამოცდილი.

ასევე ყოველდღიურად უნდა გადავწმინდოთ მტვერი. განსაკუთრებით ხშირად და გულდასმით უნდა გაიწმინდოს ხალიჩა, რომელიც ძალიან იზიდავს ნატიფ არსებებს, თუ არასუფთა მდგომარეობაშია. რაც ყველაზე მთავარია არ შექმნათ ოთახში ისეთი ადგილები, რომლებიც დასუფთავებისთვის მიუწვდომელია. შეიძინეთ ავეჯი ფეხებით და მათ ქვეშ ხშირად გამოასუფთავეთ იატაკი. ნებისმიერი მტვრიანი და დაულაგებელი ადგილი იზიდავს ნატიფ არსებებს და ისინი შესაბამისად გავლენას ახდენენ ჩვენს ცნობიერებაზე.

მოჩვენებებს არ უყვართ შიმშილობა. ჭამის შემდეგ მაშინვე გულდასმით გარეცხეთ ჭურჭელი და დაალაგეთ სამზარეულო. ღამით საჭმელი მაცივარში უნდა შეინახოთ, ან ჰერმეტულად უნდა შეფუთოთ. წესად გქონდეთ, რომ საჭმელი მოამზადოთ მხოლოდ იმდენი, რამდენსაც იმ დღესვე შეჭამთ. ჯანმრთელობის კანონია: დღეს გააკეთეთ? დღესვე შეჭამეთ! მოჩვენებები იკვებებიან საჭმლის ნარჩენებით და როგორც არ უნდა დამალოთ, მაინც ახერხებენ ამას. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს წესი ბავშვთა კვების დროს. რაც არ უნდა დატოვოს ბავშმა, ან თქვენ უნდა შეჭამოთ. ან გადაყაროთ. ყველაზე ხშირად ბავშვები ნატიფი არსებების მსხვერპლნი სწორედ ნარჩენი საკვების გზით ხვდებიან. ბავშვი უნდა ჭამდეს სახლში დამზადებულ საკვებს. არ უნდა ჭამდეს საერთო სასადილოებში. ეს ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნების გამოცდილი აღმოსავლური მეთოდია - ბავშვი უნდა ჭამდეს იმას, რაც მომზადებულია დედის მიერ და თან სიყვარულით. ჭამეთ ერთად, საერთო სუფრაზე. ჭამის დროს უნდა იყოს სასიამოვნო გარემო და ურთიერთობები. მოჩვენებებს არ უყვართ მეგობრობა, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა.

იმისათვის, რომ გარდაცვლილი ნათესავები ნატიფ სხეულში (მოჩვენებად) ცხოვრებისგან იხსნათ, მის ფოტოს უნდა შეთავაზოთ განწმენდილი, ღმერთისადმი მიძღვნილი საჭმელი. საჭმელი ვეგეტარიანული უნდა იყოს და ღმერთის გამოსახულებისადმი უნდა იყოს მიძღვნილი (ტრადიციის და რელიგიის მიხედვით). რა თქმა უნდა ნათესავის სული ამ საჭმელს ფიზიკურ დონეზე არ შეჭამს, მაგრამ ნატიფი ენერგია აუცილებლად მივა მასთან. და დაიმახსოვრეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესთავაზოთ ალკოჰოლი და მოკლული ცხოველის ხორცი (და არც თქვენ უნდა მიიღოთ ესენი გარდაცვლილის სახელზე).

მოჩვენებებს არ უყვართ დაბრკოლებები. ოთახში არის განსაკუთრებული ზონა, რომელსაც მოჩვენებები "საღამოს გასეირნებებისთვის" იყენებენ. ეს არის კედლიდან 10-15 სმ მთელი ოთახის პერიმეტრზე. მათ ძალიან უყვართ ოთახში ფრენა და თუ თქვენი საწოლი მჭიდროდაა კედელთან მიდგმული, ისინი პირდაპირ თქვენს თავზე გადაიფრენენ. ამას მივყავართ კოშმარებამდე, უძილობამდე, თავის ტკივილებამდე და ა.შ. განსაკუთრებით ცუდად აისახება ეს ახალშობილ და მცირეწლოვან ბავშვებზე. ეცადეთ არ დადგათ ბავშვების საწოლი კედელთან ძალიან ახლოს.

მოჩვენებებს არ უყვართ სიგრილე და სუფთა ჰაერი. რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ და თვალყური ადევნეთ, რომ ძალიან არ ცხელოდეს. თუ მოჩვენება ახლახანს გაჩნდა, გარეთ კი ზამთარია, შეგვიძლია გამოვიყენოთ ოთახის "გაყინვის" მეთოდი. ეს მძიმე გამოცდა იქნება მოჩვენებისთვის და ის შესაბამის დასკვნებს გამოიტანს, ღირს თუ არა თქვენს ოთახში ცხოვრება.

მოჩვენებებს არ უყვართ სიმშვიდე და გაწონასწორებულობა, ამიტომ ისინი საცხოვრებლად იყენებენ ისეთ ადგილებს, სადაც ადამიანური ვნებები დუღს. ადამიანების განცდები საუკეთესო საკვებია მოჩვენებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სასაფლაოა (თან არ აქვს მნიშვნელობა ეს სასაფლაო ახალია თუ ძველი, იმიტომ რომ ახალზე უფრო ხშირად ასაფლავებენ, უფრო ხშირად ტირიან და ა.შ.). სკოლა, ან ის ადგილი, რომელიც ადრე იყო სკოლა, შეიცავს დიდ ფსიქოენერგეტიკულ მარაგს ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების განცდებისა. თეატრი - ეს ადამიანური გრძნობების გამოფენაა. ასევე ის ადგილები, სადაც ბრძოლები მოხდა, ან დანაშაულის ადგილები. ასევე ისტორიული ძეგლები და ადგილები, სადაც ხშირად ეწყობა ექსკურსიები. ხანდახან ეკლესიები (განსაკუთრებით მიტოვებული), როგორც ადგილები, სადაც ადამიანური სიცოცხლის დროს მას პირდებოდნენ შველას. სასტუმროები და საავადმყოფოებიც დატვირთულია მხურვალე ემოციებით. ეცადეთ ღამე არ გაათიოთ ასეთ ადგილებში და არ იცხოვროთ ასეთი ადგილების ახლოს.

მოჩვენებებს არ უყვართ უბრალოება. შედიან რა ადამიანის ცნობიერებაში, ისინი შთააგონებენ მას, რომ მოიპოვონ ის ნივთები, რომლისკენაც ცხოვრებაში ჰქონდათ სწრაფვა და მიჯაჭვულობა. ასეთ ადამიანებს უჩნდებათ მანამდე უცნობი და დაუძლეველი სურვილები. ხშირად ასეთი სურვილების მსხვერპლნი ბავშვები ხდებიან, რადგან მათი ცნობიერების "დაპყრობა" უფრო ადვილია. ბავშვის სხეულში შეღწევა უფრო ადვილად მაშინ ხდება, თუ ის ტიტველი დადის. ზრდასრულ ადამიანსაც კი არ უნდა ეძინოს შიშველს, რადგან ეს პირდაპირი გზაა მოჩვენებებისადმი მონობისკენ.

სახიფათო ტანტრული პრაქტიკები. აღმოსავლურ ქვეყნებში არსებობს შავი მაგიის პრაქტიკები, რომლებიც თანამედროვეობაში მედიცინის პრაქტიკების სახით ინიღბებიან. ისინი აკავშირებენ ადამიანს ნატიფი არსებების სამყაროსთან, რომლებიც შეიძლება ძალიან ძლევამოსილნი იყვნენ. ადამიანი შედის მათთან კონტაქტში განსაკუთრებული მანტრების გამეორების დროს და ჰაერში განსაკუთრებული ნიშნების "დახაზვის" დროს. ეს არსებები აძლევენ ადამიანს განსაკუთრებულ ძალებს და შესაძლებლობებს, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა. მაგრამ ყველაფრისთვის გვიწევს საფასურის გადახდა - ჩვენი სხეული მათი სახლი ხდება. ყველაზე სახიფათო კი ისაა, რომ მოჩვენებებს არ მოწონთ სულიერი ცხოვრება და ყველანაირად ცდილობენ რომ ხელი შეუშალონ ადამიანს ამაში. უჩენენ ეჭვებს სიწმინდის, სულიერების და ღმერთის არსებობისადმი. ეს შეუმჩნევლად ხდება, მაგრამ თანდათანობით ადამიანი უნდობელი ხდება ღმერთისადმი და სულიერი ცხოვრებისადმი. და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ალკოჰოლისადმი სულ მცირე სწრაფვაც გქონდეთ ამ დროს - ეს სწრაფვა დაუძლეველ ზომამდე გაიზრდება!

ციტატა: შექსპირი ხშირად წერდა მოჩვენებებზე, - ამბობს სტრიადჰიშა, - მართლა არსებობენ ისინი?

"დიახ, და ისინი მუდამ უსიამოვნებებს გვაყენებენ. - ისეთი თავდაჯერებულობით ამბობს სვამიჯი, რომ მგონია აქვე ჩამიქროლებენ, - ადამიანები, რომლებიც თავს იკლავენ, მოჩვენებები ხდებიან. ეს საშინელი მდგომარეობაა. ისინი ხშირად ეძებენ სხეულებს, რომ ჩასახლდნენ მასში, და ხანდახან მთვრალი ადამიანის სხეულში სახლდებიან. და ხანდახან ლოთებიც ხდებიან მოჩვენებები. ეს საშინლად მტანჯველი მდგომარეობაა, რადგან მათ სხეული უნდათ. და თუ ადამიანი ძალიანაა მიჯაჭვული რაიმე სახლზე ან ადგილზე, ის იქ იდებს ბინას მოჩვენების სახით. მაგრამ არსებობს ძალიან ჭეშმარიტი მეთოდი მათ წინააღმდეგ: იმღერეთ ჰარე კრშნა მაჰა-მანტრა. მოჩვენება ვერ გაჩერდება იქ, სადაც ღმერთის წმინდა სახელებს გალობენ."

მოჩვენებებს არ უყვართ ასკეტიზმი, , თვითკონტროლი, მორალი და წესიერება. ისინი ყველანაირად ცდილობენ რომ სექსუალური სიამოვნებებისკენ უბიძგონ ადამიანს. როგორც წესი ადამიანი ვერ ჩერდება, თავიდან თვითონ ეფლობა სექსუალური სიამოვნებების მორევში, მერე სხვასაც უბიძგებს, მერე ამ ურთიერთობების მახინჯ ფორმებს ეძებს, მერე ძალადობა სიამოვნებს და ა.შ.

დაიმახსოვრეთ: მოჩვენებების შემოტევა თვალებიდან იწყება: თავიდან გვინდება შიშველი სხეულის ყურება. მოჩვენებებს ძალიან უყვართ სექსი და ცდილობენ ყველა შიშველ არსებასთან შევიდნენ კონტაქტში. წესი მარტივია: არასოდეს გავშიშვლდეთ ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ავიცილებთ საკუთარ სხეულზე მოჩვენებების ნატიფ თავდასხმებს. და არ გჯეროდეთ უკონტაქტო მასაჟის, ესაა ნატიფი სახე სექსუალური კონტაქტისა.

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ ბავშვის ჩასახვის დროს. მზის ჩასვლის დრო "ყველაზე არასასურველია ბავშვის ჩასახვისთვის, რამეთუ ამ დროს დედამიწაზე დახეტიალობენ შიშისმომგვრელი მოჩვენებები და მოჩვენებათა მბრძანებლის უცვლელი თანამგზავრები." (შრიმად-ბჰაგავატამი 3.14.23)

"მოჩვენებებს წართმეული აქვთ უხეში მატერიალური სხეული მათ მიერ ჩადენილი მძიმე ცოდვების გამო... უჩვეულოდ მწყალობელი მოჩვენებების მიმართ, უფალი შივაზრუნავს იმაზე, რომ მიუხედავად მათზე არსებული წყევლისა, მათ მიიღონ ფიზიკური სხეული. ის ათავსებს მათ იმ ქალის საშვილოსნოში, რომლებიც შედიან სქესობრივ კონტაქტში, არ აქცევენ რა ყურადღებას დროს და გარემოებას. (შრიმად-ბჰაგავატამი 3.14.24. კომენტარები).

იმის შეგრძნება, რომ მოჩვენება გვიახლოვდება, ადვილია. როგორც წესი ამ დროს გვაჟრჟოლებს და სიცივეს ვგრძნობთ სხეულში. ამ დროს სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ ეს ადგილი.

მოჩვენებებს არ უყვართ ზარის ხმები. ამის გამო აღმოსავლეთში ყველგან ჟღერს სხვადასხვაგვარი ზარების ხმები. ამ ბგერას ნატიფი ბუნება აქვს და ჩვენი სამყაროს ძალიან ნატიფ სფეროებში აღწევს, ანადგურებს და აძევებს რა სხვადასხვაგვარ უწმინდურებას. რაც უფრო დაბალი ტონისაა ზარის ბგერა, უფრო სერიოზულ მოჩვენებებს დევნის იგი. მოჩვენებებით შეპყრობილ ადამიანზე ზარების ხმა გამაღიზიანებლად მოქმედებს.

მათ არ უყვართ ასევე თითების გატკაცუნების, ტაშის და კედელზე კაკუნის ხმა.

არ უყვართ ცეცხლი (განსაკუთრებით სანთლის და ერბოს ცეცხლი).

გახსოვდეთ, რომ სკანდალები ოჯახში (მაგალითად ცოლსა და ქმარს შორის) დღესასწაულია მოჩვენებებისთვის. ისინი უფრო მეტად "დაგქოქავენ" და კამათის გამწვავებისკენ გიბიძგებენ. კაცი მუშტებს შეკრავს, ქალი ჭურჭელს დაამტვრევს და თუ არ გაჩერდებით, ერთ-ერთი შეიძლება სულების სრული კონტროლის ქვეშ მოექცეს და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას, კრიმინალის ჩათვლით. ამის შემდეგ არც კი დაიჯერებს ციხეში იმას, რასაც თავის ნამოქმედარზე მოუყვებიან.

ამ ზემოქმედებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილია ბავშვების ჯგუფი, ხულიგნობისას ისინი სულების გავლენის ქვეშ ექცევიან და დანაშაულებებს სჩადიან. მათ შეიძლება აწვალონ ცხოველები, სუსტი ბავშვები, მოხუცები... როგორც წესი სულები აკონტროლებენ დაჯგუფების ლიდერს. ლიდერი კიმიიღებს რა გარკვეულ ძალას ადვილად უბიძგებს დანარჩენ წევრებს ხულიგნობისკენ. თუ ამას თან ახლავს ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ასეთი ბანდის გაჩერება თითქმის შეუძლებელია.

ციტატა: "ადამიანურ არსებათა შორის გვხვდებიან ისეთები, რომლებიც ცხოვრობენ ჭუჭყში და იკვებებიან ამაზრზენი საკვებით. მათი ყოველდღიური საჭმელი ხორცია, ხოლო საყვარელი სასმელი სისხლი (перебродившая кровь). ამ არსებების სათავეში დგანან იაქშები, რაქშასები, ბჰუტები და პიშაჩები. ყველანი ისინი უმეცრების გუნაში (ტამა-გუნაში) იმყოფებიან და რუდრას ძალაუფლების ქვეშ არიან. რუდრა - ეს უფალი შივას განსხეულებაა, რომელიც უმეცრების მატერიალურ გუნას განაგებს. შივას ზოგჯერ ბჰუტანტჰას უწოდებენ, რაც ნიშნავს - მოჩვენებების მბრძანებელს. რუდრა გმოვიდა რისხვის სახით ბრაჰმას მესამე თვალიდან, როდესაც ბრაჰმა ოთხ კუმარს გაუბრაზდა (კომენტარი "შრიმად-ბჰაგავატამთან").

მოჩვენებებს არ უყვართ სულიერება, სიწმინდე და სათნოება. მათ ურჩევნიათ შავი მაგია, წყევლა, გათვალვა, ჯადოები და ა.შ. მაგრამ ყველამ, ვინც ასეთ არსებებთან დაკავშირებას ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ მათ ელით ჯერ დამოკიდებულება მათზე, მერე კი მონობა. განსაკუთრებით თუ ისინი ისეთ ძლიერ სულებთან კონტაქტზე გასვლას გადაწყვეტენ, როგორებიცაა "ბჰუტა-რაჯი" და "ბრაჰმა-რაკშასი". ყველაფერზე სრულად მოგიწევთ პასუხისგება. თავიდან დაგენგრევათ ოჯახი. გახსოვდეთ - მაგია და ოჯახი შეუთავსებელი ცნებებია. შემდეგ დაკარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია და ა.შ.) და ბოლოს ჭკუიდან შეიშლებით.

ღმერთის რწმენას ყველაფერი შეუძლია მისცეს ადამიანს, რაც მას სჭირდება, მაგრამ ადამიანი ფიქრობს, რომ თავად იცის რა სჭირდება და რა რაოდენობით. ამას მიყავს იგი მოჩვენებებთან გარიგებისკენ. განსაკუთრებით დაავადებულია ამით თანამედროვე არატრადიციული მედიცინა, რომლებიც წმინდანების სასწაულმოქმედი მკურნალობის თვისებათა იმიტირებას ახდენენ. მაგრამ გახსოვდეთ: თუ მკურნალობის მეთოდში არაა სულიერება, რომელიც შედგება ლოცვითი პრაქტიკისგან, წმინდა წერილების და ტრაქტატების კითხსგან და სუფთა ცხოვრებისგან - ეს მეთოდი ალბათ ბნელ ძალებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები ასე პოპულარულია, მათში ხშირად შეიმჩნევა არასუფთა მეთოდები, რომლებიც სულების მიმართ თაყვანისცემასთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით ეს ეხება სისტემებს, რომლებიც სწრაფ თვითგანკურნებას გვპირდებიან, დაკავშირებულს ფსევდო-ღვთაებრივი არხებიდან ენერგიების გახსნასთან. ღვთაებრივი ენერგია ლოცვაში და სისუფთავეშია.

ნაწყვეტი შრილა პრაპჰუპადას დღიურიდან: "საუბარი წავიდა მოჩვენებებზე და პრაპჰუპადამ ლოკანტ მალიკის სახლის შესახებ კალკუტაში, სადაც მოჩვენება ბინადრობდა. როცა პრაპჰუპადამ ლაკნაუში იქირავა სახლი, იქაც მოჩვენება იყო. "მე არ მეშინია მოჩვენებების - თქვა პრაპჰუპადამ, - ისინი არ არიან ჩემთვის საშიში. ინგლისშიც ბევრია მოჩვენება. როგორც წესი ისინი ავი სულები არიან. ხანდახან მკვლელობასაც კი სჩადიან. მათი დანახვა ტუალეტებშიც შეიძლება. თუ გარდაცვლილ ნათესავებს ან წინაპრებს პინდუს (განწმენდილ, ანუ ღმერთისადმი შეთავაზებულ საჭმელს) შევთავაზებთ, მათი განთავისუფლებაც კი შეგვიძლია მოჩვენების სხეულისგან. ადრე მაიპურში მუსულმანების მოჩვენებები ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ დატოვეს იქაურობა, რადგან "ჰარე-კრიშნას" გამეორება დავიწყეთ იქ."

მანტრები ძალიან ბევრნაირი არსებობს. არის მანტრები (ე.წ. ტანტრული მანტრები), რომლებითაც იმ სამყაროს კონკრეტულ არსებებთან დაკავშირება შეიძლება. ე.წ. შელოცვები და მაგიური ფორმულებია ამ მანტრებში.

ხოლო თავდასაცავადაც უამრავი მანტრა არსებობს, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ღმერთის წმინდა სახელებს შეიცავენ. არაა აუცილებელი მხოლოდ მაჰა მანტრა იყოს. და რა თქმა უნდა იგივე ითქმის ლოცვებზე, რომლებსაც უდიდესი ძალა აქვთ. მე პირადად ყველაფერს მაჰა მანტრას ვამჯობინებ. თუმცა ეს რწმენის და გემოვნების ამბავია.

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ნარასიმჰა კავაჩა. ქართულად დავდე და მერე სანსკრიტულ ფორმულასაც დავდებ თუ გნებავთ.

მოჩვენებებს არ უყვართ სიფხიზლე. ალკოჰოლი წარმოადგენს მოჩვენებების საყვარელ საკვებს. ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით მთიან ადგილებში, სულებისადმი თაყვანისცემის ერთ-ერთ სახეს სპირტიანი სასმელების მოფრქვევა წარმოადგენს. როდესაც მთიან "პერევალებს" გადიან, ალკოჰოლის რამდენიმე წვეთს აწვეთებენ, რომ მოიმადლიერონ ამ ადგილის სულები. ალკოჰოლიზმი ყველაზე მარტივი მეთოდია სხვა რეალობის დანახვისა. მაგრამ საეჭვოა, რომ მოგეწონოთ ამ რეალობის წარმომადგენლები მათი დანახვისას. მაღალ სამყაროებში ასე ადვილად ვერ მოხვდები... ადამიანი წყლისგან შედგება და აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით იგი უნდა განიწმინდოს განსაკუთრებული, წმინდა წყლით. ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივად წმინდა წყალია განგა.

მეცნიერება ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ გვასწავლის, რომ დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც მთლიანად უნდა განვიბანოთ. რაც უფრო ცივია წყალი, მით უფრო არაკომფორტულად იგრძნობს თავს მოჩვენება თქვენს სხეულში. განსაკუთრებით არ მოწონს მას, როცა ადამიანი მთლიანად იფარება ცივი წყლით. ეს მეტოდი მალე ანთავისუფლებს ადამიანს ცუდი გავლენისგან. თუ განბანვის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია თავზე რამდენიმე წვეთი წყალი დავიპკუროთ.

მოჩვენებებს არ უყვართ ვეგეტარიანელობა და "კუნჟუტი". სისუფთავე კვებაში გამოიხატება მოკლული ცხოველების არ მიღებით, რაც წარმოადგენს კონცეპტუალურ პირობას ადამიანის სულიერი განვითარებისათვის. ყველა ცოცხალი ორგანიზმი ღმერთის შვილია, და ნაკლებად მოსალოდნელია წყალობა მივიღოთ მისგან ძლიერი შვილების მიერ სუსტების მოკვლით. ეს რელიგიის საკითხიც არაა. ესაა ცხოვრების ადამიანური სახის საკითხი. ჩვენ შეგვიძლია თავი ვიმართლოთ, მაგრამ მოკლულ ცხოველთა სულები არ მოგვცემენ წყნარად ცხოვრების საშუალებას. ისინი დაგველოდებიან სიკვდილის მომენტამდე, რათა ჩვენთან ერთად "განიხილონ" ჩვენი ქცევის საკითხები. ხოლო კუნჟუტი "ღვთაებრივ ოფლად" ითვლება და მისი გამოყენება საჭმელში გვიცავს სულების ზემოქმედებისგან (დღე-ღამის ბნელ დროს მისი მიღევბა არ ვარგა). ტერფების დაზელა კუნჟუტის ზეთით განაპირობებს მშვიდ ძილს. განსაკუთრებით სასარგებლოა იგი ხანშიშესულებისთვის, ავადმყოფებისთვის და ფიზიკურად სუსტებისთვის. თუ თქვენი ნათესავი ავად გახდა, ის ადვილად გამოჯანმრთელდება, თუკი შესწირავს კუნჟუტს კარგ ადამიანებს.

ციტატა: კალკუტაში არის მრავალი ხორცის მაღაზია, სადაც ღვთაება კალის მურტი დგას. და ადამიანები, რომლებიც ხორცით იკვებებიან, თვლიან, რომ ცუდს არ სჩადიან იმით, რომ ამ მაღაზიებში ხორცს ყიდულობენ, რადგან იმედი აქვთ, რომ ეს ხორცი უკვე გასინჯა ღვთაება კალიმ. მათ არ იციან, რომ არის რა ერთგული ცოლი შივასი, კალი არ ეკარება ხორცს. ღმერთის ისეთი დიდი ერთგული, როგორიცაა უფალი შივა, მხოლოდ ვეგეტარიანული საკვებით იკვებება, ხოლო კალი ნარჩენებით იკვებება მისი სუფრიდან. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ ის ხორცს და თევზს ჭამდეს. მსგავს შეთავაზებებს კალის მსახურები: ბჰუტები, პიშაჩები და რაკშასები ღებულობენ. ხოლო ისინი, ვინც ღვთაება კალის პრასადით იკვებებიან (იგულისხმება ხორცი და თევზი), სინამდვილეში ბჰუტების და პიშაჩების ნარჩენებით იკვებებიან და არა ღვთაება კალისა.

მოჩვენებებს არ უყვართ ლოცვები. ნებისმიერი ლოცვა, რომელიც თქვენს სულიერ ტრადიციას შეესაბამება, დაგეხმარებათ სწრაფად განთავისუფლდეთ ნატიფი არსებების ზეგავლენისგან. აღმოსავლეთში ამ მიზნით მანტრები გამოიყენება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანტრაა - "რამა". გაიმეორეთ იგი რამდენჯერმე ხმამაღლა, როდესაც იგრძნობთ შიშს ან სხვა რაიმე ფსიქიკურ ზეწოლას (ჩვევების ან სამყაროს აღქმის შეცვლას).

არსებობს განსაკუთრებული ნაწარმოებები, რომლებიც იკითხება როგორც ლოცვა. ერთ-ერთი ასეთია "შრიმად-ბჰაგავატამი". აღმოსავლეთის ისტორიაში აღწერილია, რომ ამ ნაწარმოებუის წაკითხვა სულებით შეპყრობილისთვის 7 დღეში ანთავისუფლებს მას. პირველად ეს მეთოდი გამოიყენა გოკარნამ თავისი ძმის, დჰუნდჰუკარის დასახმარებლად. დჰუნდჰუკარიმ მოჩვენების სხეული მიიღო. გოკარნამ ყველა მეთოდი სცადა, მაგრამ ვერაფერმა ვერ უშველა. უშველა მხოლოდ "შრიმად-ბჰაგავატამის" 7 დღიანმა კითხვამ. დჰუნდჰუკარიმ მიიღო სარუპია-მუკტი, სულიერი სხეული. იგი გამოვიდა მოჩვენების სხეულიდან და თავისი პირვანდელი სულიერი ფორმა მიიღო. თავად სულიერი სამყაროდან მოფრინდა ხომალდი და შიგნით მიიწვიეს იგი. გოკარნას გაუკვირდა: "ამდენი ადამიანი ზის აქ! რატომ მიგყავთ მხოლოდ ერთი ადამიანი?" ღვთაებრივმა არსებებმა უპასუხეს: "დიახ, ყველა უსმენდა, მაგრამ მხოლოდ ერთი განსჯიდა (размышлял)!" ჩვენ რა ვქნათ? იკითხა გოკარნამ. "კიდევ მოაწყვეთ 7 დღიანი კითხვა, ოღონდ უსმინეთ როგორც საჭიროა." - უპასუხეს ხომალდიდან.

ჩვენს დროში ცნობილი წმინდანი ბჰაკტივენოდა თჰაკური (შრილა პრაპჰუპადას გურუს გურუს გურუ) ქალაქ ჩამპარანში გადავიდა საცხოვრებლად. აქ უზარმაზარ ბანიანის ხეში სახლობდა ბრაჰმა-დაიტია (მოჩვენების ერთ-ერთი სახე), რომელსაც უამრავი დაცემული სულის ადამიანი ეთაყვანებოდა. ერთხელ ბჰაკტივენოდა თჰაკურთან მივიდა ქალიშვილის მამა, ცნობილი თავისი განსწავლულობით, რომელიც შეწირულობებს აგროვებდა. ბჰაკტივენოდამ მაშინვე დააჯინა ამ ხის ქვეშ და დააწყებინე შრიმად-ბჰაგავატამის კითხვა. ერთი თვის შემდეგ, როდესაც ბჰაგავატამის კითხვა დამთავრდა, ხე ხმაურით წაიქცა და მოჩვენებამ სამუდამოდ დატოვა ის ადგილი. ქალაქის ყველა მცხოვრები, გარდა უწმინდურებისა, რომლებიც ხეს ეთაყვანებოდნენ, მადლობას უხდიდა ბჰაკტივენოდას გაწეული დახმარებისათვის.

ვედური ტრაქტატების მიხედვით, არსებობს ნატიფი არსებების მრავალი სახე, რომლებიც ერთმანეთისგან შემდეგი ნიშნებით გამოირჩევიან:

არსებობენ ძლიერი ბრაჰმა-რაკშასები საშინელი თვალებით, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში შავი მაგიით იყვნენ დაკავებულნი და თავისი ცოდვილი ცხოვრებით მოკვდნენ. ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ მათ წინააღმდეგ მანტრის გამოყენებაც კი არ ჭრის. ისინი სიცილით გაიმეორებენ მანტრას თქვენთან ერთად.

პრამათჰასები არ არიან საშიშები, აი ვიტალასები კი სასაფლაოებზე ცხოვრობენ. "ასულიერებენ" გვამებს (ზომბები) და ქმნიან შიშის ატმოსფეროს სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ. ალქაჯებს - შიკინებს და დაკინებს, რომლებიც მოჩვენებებად იქცნენ სხვების წყევლის გამო, აქვთ გულისგამყინავი ხმა.

ხალხში ცნობილია პრეტასები ("დამავოები"), რომლებიც აწუხებენ საკუთარ ნათესავებს, ცეკვავენ სახურავზე და ეთამაშებიან მათ, რადგანაც მათგან საკმარისი ზრუნვა და ყურადღება ვერ მიიღეს. მათგან განთავისუფლება შეიძლება განწმენდილი საჭმლის მირთმევით.

გუჰიაკასები მალავენ ნივთებს და გვეჩვენება, რომ ისინი ადგილზე არ არიან, შემდეგ კი კვლავ ჩნდებიან. ცხოვრებაში ესენი იყვნენ ქურდები და ეს თვისება მოჩვენებად ყოფნის დროსაც შეინარჩუნეს.

არსებობენ მოგზაური ბჰუტასები, რომლებიც ერთ ადგილზე არ ბინადრობენ. დურმანასები საწყალობლად ტირიან და კვნესიან საღამოობით.

არსებობენ მოჩვენებები, რომლებიც ქალებზე ძალადობენ. (როგორები არიან ისინი და რას აკეთებენ შეგნებულად არ დავწერ, იმიტომ რომ ქვეცნობიერ შიშს დატოვებს ქალბატონებში).

ალქაჯები, სახელად საკუბუსები ეროტიულ სიზმარს იწვევენ მამაკაცებში და სპერმას პარავენ, რაც ძალიან ძლიერს ხდის მათ.

რეკომენდებულია, რომ ღამის ასეთი შეტევის დროს რაც შეიძლება ხმამაღლა გავიმეოროთ "ჰარე კრიშნა" მაჰა-მანტრა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 27 2010, 07:33 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა













--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Aug 27 2010, 08:30 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
კარგია... l_book.gif

QUOTE(atman @ 27th August 2010 - 08:32 PM) *
არსებობენ მოჩვენებები, რომლებიც ქალებზე ძალადობენ. (როგორები არიან ისინი და რას აკეთებენ შეგნებულად არ დავწერ, იმიტომ რომ ქვეცნობიერ შიშს დატოვებს ქალბატონებში).

ახლა რა ვქნა რომ დამაინტერესე biggrin.gif
QUOTE(atman @ 27th August 2010 - 08:32 PM) *
"ჰარე კრიშნა" მაჰა-მანტრა.

ისე კარგი იქნებოდა ერთი თემა გვქონდეს ყველა მანტრებით... რას იტყვი?


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 27 2010, 08:36 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა

რაც ნაკლები იცი ნაკლებად მოიზიდავ. მითუმეტეს ღამე მოჩვენებებზე ლაპარაკი არ შეიძლება, ეგრევე იზიდავ wink.gif

მანტრებზე მემგონი არაა საჭირო ახალი თემის გახსნა. მაჰა მანტრა ყველას უდრის ერთად smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Aug 27 2010, 09:45 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 27th August 2010 - 09:36 PM) *
მითუმეტეს ღამე მოჩვენებებზე ლაპარაკი არ შეიძლება, ეგრევე იზიდავ

ხო ეგ 100%-ია.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Simulated
post Aug 29 2010, 10:41 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 716
Joined: 4-October 09
Member No.: 6,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაღაც ვერ :/ ანუ არმჯერა ზემოთმოყვანილი ტექსტის სიმართლე : )) არც მათი წარმოშობის და მითუმეტეს ბრძოლის ხერხების ))
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Sep 1 2010, 04:03 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძირითადად მოჩვენებები ხდებიან ორ შემტხვევაში: 1) როდესაც სიკვდილი დადგა მოულოდნელად და სული ვერ აცნობიერებს რომ მან დატოვა ფიზიკური სხეული. ასეთი ადამიანები როგორც წესი დაბალგანვითარებულები იყვნენ და ამასთან ათეისტებიც, მათთვის წარმოუდგენელია არსებობა ფიზკური სხეულის გარეშე. 2) როდესაც სული აცნობიერებს რომ მოკვდა მაგრამ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობის გამო ვერ ტოვებს მისთვის ძვირფას ადგილს. ეს ემოცია შეიძლება იყოს როგორც ადამიანების ისე მატერიალური საგნების მიმართ. მაგალითად ერთი მდიდარი ადამიანის სული ვერა და ვერ ტოვებდა ინგლისში ტავის სახლს. იგი სიღარიბეში და ძაან დიდ გაჭირვებაში გაიზარდა შემდეგ გამდიდრდა და სიგიჟემდე ამაყობდა და უყვარდა თავისი ფული და ყველაფერი რაც ამ ფულით შეიძინა.
ჩნდება კითხვა: როდემდე გრძელდება სულების ხეტიალი ფიზიკურ სამყაროში? ხომ როდესმე უნდა დამთავრდეს ეს? როგორც წესი, ადამიანის ხელმძღვანელი გიდი არ ერევა მოჩვენების არჩევანში იმიტომ რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო დედამიწაზე დარჩენილიყო. იგი აცდის რომ თავად გაერკვას ყველაფერში და მიხვდეს რომ აქ მისი ადგილი აღარაა. მაგრამ თუ საუკუნეების მანძილზე გაგრძელდა ეს, უკვე ერევა და რჩევებით, შთაგონებით აიძულებს დედამიწა დატოვოს და სულიერი სიმშვიდე დაუბრუნოს


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Sep 4 2010, 01:58 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თბილისში ვიცი ერთი ადგილი სადაც მოჩვენება ცხოვრობს უკვე მეორე საუკუნეა...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 4 2010, 09:53 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოჩვენებები უწყინარი ხალხი მეგონა unsure.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Simulated
post Sep 5 2010, 01:42 AM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 716
Joined: 4-October 09
Member No.: 6,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Sep 4 2010, 01:58 PM) *
თბილისში ვიცი ერთი ადგილი სადაც მოჩვენება ცხოვრობს უკვე მეორე საუკუნეა...

სად?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Sep 5 2010, 11:47 AM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Simulated

საიდუმლოა. მერე ხალხი მიაცკდება და შეიძლება გაანერვიულონ, და უწყინარი არსებიდან ბოროტ მოჩვენებათ იქცეს.. თავის სახლს პატრონობს...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 5 2010, 12:11 PM
Post #12


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........

მერე მიაწვდინოს ვინმემ ხმა. თუ წმინდა წერილს წაუკითხავენ რომელიმეს, ან სახარებას, ან ბჰაგავად გიტას, ან უბრალოდ ილოცებენ, ოღონდ არა იმ მოტივით, რომ გააგდონ, არამედ იმისთვსი რომ დაეხმარონ. თუ თვითონ მოჩვენებაც, გონებაში გაიმეორებს მაგალითად მაჰა მანტრას, განთავისუფლდება თანდათან.

თუ ბოროტი მოჩვენება არაა გიტას წაკითხვა ან მაჰა მანტრა გაანთავისუფლებს. თუ ბოროტია, უბრალოდ გააგდებს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Sep 5 2010, 11:04 PM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ბოროტი არაა ნამდვილად და ეხლა იმ შენობაში მყოფთ პირიქით ეხმარება რარაცეების აღმოჩენაში, ვიცი რომ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება თვითონაც დამშვიდდება , მე მაქვს იდეა გავაკეთო მისი თოჯინა, ეს რეალური ადამიანის სულია, გვაქვს მისი სურათებიც და ასეთი იდეა დამებადა, არ ვიცი რამდენად სწორია , ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე მაქვს, თუმცა ვიცი როგორიც იქნება, იმ ადამიანს მივამსგავსებ, ასე მგონია ტავის დროზე როცა იმ ადგილის დატოვება მოუწევს უფრო მშვიდად იქნება და უფრო მარტივად შეელევა თავის სახლს როდესაც ეცოდინება რომ იქ მისი პატარა ასლი რჩება.. smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 6 2010, 03:31 AM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 6th September 2010 - 12:04 AM) *
ბოროტი არაა ნამდვილად და ეხლა იმ შენობაში მყოფთ პირიქით ეხმარება რარაცეების აღმოჩენაში, ვიცი რომ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება თვითონაც დამშვიდდება , მე მაქვს იდეა გავაკეთო მისი თოჯინა, ეს რეალური ადამიანის სულია, გვაქვს მისი სურათებიც და ასეთი იდეა დამებადა, არ ვიცი რამდენად სწორია , ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე მაქვს, თუმცა ვიცი როგორიც იქნება, იმ ადამიანს მივამსგავსებ, ასე მგონია ტავის დროზე როცა იმ ადგილის დატოვება მოუწევს უფრო მშვიდად იქნება და უფრო მარტივად შეელევა თავის სახლს როდესაც ეცოდინება რომ იქ მისი პატარა ასლი რჩება..


მე მგონი მაინც ზემოთნათქვამი მეთოდი ჯობია. ის სულია და არა სხეული (რომლის ფორმაც თოჯინასაც ექნება) შესაბამისად მაგით ილუზიას ვერ გაექცევა.

კიდევ კარგი ვარიანტია თუ ღმერთისადმი შეთავაზებულ საჭმელს (ოღონდ ვეგეტარიანულს) მის სურათს შეთავაზებენ ხოლმე. ამითაც განიწმინდება.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Sep 6 2010, 11:23 AM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ვეტყვი...smile.gif))


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Simulated
post Sep 8 2010, 10:18 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 716
Joined: 4-October 09
Member No.: 6,040

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა ფორმის კონტაქტი მყარდება ამ კონკრეტულ მოჩვენებასთან? ანუ ინფორმაცია რასახით მოდის/?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Sep 8 2010, 11:51 PM
Post #17


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Simulated
ესმით მისი გადაადგილების ხმა და უეცარი აღმოცენები ხდება თვითონ შენობის შიგნით, თითქოს ვირაც გაიძულებს რარაცას შეხედო, რარაც დაინახო.. ანუ ვერ ვხსნი ეხლა სწორად.. ვიზუალურადაც ნახა 2 ადამიანმა..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
eka_li
post Sep 11 2010, 03:01 PM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 18-December 09
Member No.: 6,095

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
შარშან, სამსახურის გამო მომიწია მთელი წელი ერთ მივარდნილ სოფელში ცხოვრება, სადაც ვცხოვრობდი მიტოვებული სასაფლაოს მაზობლად, ამავე სასაფლაოს ეზოში იყო ეკლესიის თუ სალოცავის ნანგრევი, ისიც თითკმის განადგარუბული, ამოუხსნელი შიშები მთელი ბავშვობიდან მტანჯავდა მაგრამ იქ უკვე ამოუცნობიც არ იყო. რეალურ დონეზე კინაგამ გამაგიჯა რაგაც ძალამ, ხან სასმელ წყალში ცამლის აბები მხვედებოდა ჩაყრილი, ბავშვი სახლში არ იყო ეს რომ ეკნა? ხან პურის ნამცეცბი იყო მიმობნეული მაგიდაზე, ხან შაქარი... ვერ ვთქვი, იქ გიჟად ჩამთვლიდნენ ან ეშმაკეულად... ტანჯვით გავატარე ის ერთი წელი, ხო ფეხის ხმები მესმოდა... მერე გამოვიკითხე დიასახლისის კმრის სიკვდილის ამბავი, დამაინტერესა და ტურმე უცნაურად მოუკლავს ტავი, თყეში წავიდა და მგლებს შეაჭმევინა თავიო, ან თავი ჩამოიხრჩო და მერე შეჭამეს მგლებმაო. ყოველშემთხვევაში ზველებიც ვერ იპოვეს... 10 წელია გასული და კიდევ არ აქვთ სასაფლაო... რატომღაც მგონია რომ იმ კაცის სული იყო ის რამაც მე აზრიდან კინაღამ გადამიყვანა... ტან სახლსჰი რომ შევიდოდი იმ წუთიდან ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას... ახლა საკმაოდ შორს ვარ იმ სახლიდან, აქედან რომ წავუკითხო წმინდა წერილი დაეხმარება? როგორ ფიქრობ? მანძილი და დრო საკმაოდ პირობითი მცნებებეია ისეთივე როგორიც ადამიანის სახელი და გვარი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Sep 11 2010, 04:48 PM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eka_li

მანძილს აზრი არა აქვს, მთავარია წარმოიდგინო, ან უკეთესია ფოტო თუ გექნება. თვითმკვლელთა სულების უმეტესობას ეგრე ემართება ხოლმე. პირველ ეტაპზე კარგი იქნება თუ სუფთა წესით გაკეთებულ ვეგეტარიანულ საჭმელს ღმერთს შესთავაზებ (იმ ფორმით როგორც შენთვისაა მისაღები) მერე კი მის ფოტოსთან დადებ, ან აზრობრივად შესთავაზებ მას. ეს ძალიან დაეხმარება და ნდობას გაუჩენს შენდამი, მერე კი შეგიძლია წმინდა წერილიც წაუკითხო დიდი თუ არა მცირე ეფექტი მაინც ექნება. ეს შენს სულიერ ძალაზე და განწყობაზეცაა დამოკიდებული. ისე კი მინდა გითხრა, თუკი შენ გაძლიერდები სულიერად და ღმერთის სიყვარულს გააძლიერებ, ღმერთი დაინახავს შენს შინაგან სურვილს (რომ სხვებს დაეხმარო) და შენთან ერთად მასაც დაეხმარება.

კარგია ასეთი განწყობა რომ გაქვს. მოჩვენებებთან "ბრძოლისას" ისინი მტრებად კი არ უნდა აღვიქვათ, თანაგრძნობით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა არიან ისეთი დემონური სულებიც, რომლებთანაც ასეთი თანაგრძნობითი დამოკიდებულებაც სახიფათოა, თუმცა ეგეთს არ ჰგავს შენს მიერ მოყვანილი მაგალითი.

მთავარია რომ შენი ყურადღების კონცენტრაცია მაგ პიროვნებაზე არ იყოს აქცენტირებული, არამედ ღმერთზე. "გადაირჩინე თავი და შენს გარშემო ათასები გადარჩებიან" smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 11 2010, 05:39 PM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთმა ქალმა მაჩვენა ეს სურათი. ბორჯომშია გადაღებული. მანქანის უკანა სავარძელზე სახე დაინახეს



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 07:21 PM