IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> Neuro-linguistic programming (NLP), მეტა-მოდელი
nutsa
post Apr 9 2011, 05:30 AM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავწერ იმპორმაციას ,ცოტა დიდია , მაგრამ გადახედეთ smile.gif თუ ვუნმეს გაქვტ დამატებითი იმპორმაცია დაპოსტეთ და ა.შ
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 05:30 AM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეტა-მოდელი
(კომპაქტური ვერსია)

მოდელირებიდან კონსტრუირებამდე

მოდელი შეიძლება აღწერდეს, როგორც გარკვეულ შაბლონს(პატტერნს), ასევე პრინციპებს რომელთა დაცვითაც იქმნება ესა თუ ის შაბლონი. ამ შემთხვევაში მიიღება მოდელი-კონსტრუქტორი, რომლის დახმარებითაც შეიძლება, შეიქმნას სხვადასხვა დანიშნულების მოდელები ინჟინრული ხერხით.
მოცემულ მოდელში აღწერილია ვერბალურ შეტყობინებათა ელემენტები და ამ ელემენტებზე ზემოქმედების ხერხები. პირველი მატრიცის სახით მოწოდებულია ”სისწორის” დარღვევის ყველა შესაძლო ვარიანტი. მეორე ცხრილში აღწერილია ამ დარღვევებზე რეაგირების მეთოდები იმისათვის, რომ აღდგეს ”სისწორე”.
ამ მოდელის მიხედვით ზემოქმედების ხერხებია: გამოტოვება(გაქრობა), განზოგადება და ცდომილება.
ეს მეტამოდელის ტრადიციული განაწილებაა, თუმცა გარკვეულწილად იგივე პროცესები მოქმედებენ ნებისმიერი სახის ინფორმაციის დამუშავებისას.
შეტყობინების ელემენტებად წარმოდგენილია: სუბიექტი, პრედიკატი(მოქმედება) და ობიექტი.
მოცემული სქემის(ზემოქმედების მეთოდები ”კონსტრუქციის” ელემენტებზე) მიხედვით შეიძლება, წესების დონეზე შეიქმნას მოდელ-კონსტრუქტორები: შინაგანი ზრდისთვის, პრესუპპოზიციების ასაწყობად, მილტონ-მოდელისთვის.

რუკა არაა ტერიტორია და ა. შ.

”თითოეული ჩვენგანი ქმნის იმ სამყაროს გარკვეულ რეპრეზენტაციას, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ყველა ვაკეთებთ მოდელს ან რუკას, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი მოქმედებების საფუძვლად. სწორედ სამყაროს რეპრეზენტაცია განსაზღვრავს ჩვენ მომავალ გამოცდილებას ნამდვილ სამყაროში: თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენს ამ სამყაროს და როგორ არჩევანს წავაწყდებით ცხოვრებაში”
ჯონ გრინდერი, რიჩარდ ბენდლერი ”მაგიის სტრუქტურა”

Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 05:31 AM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რუკის დონეები

ქვედა დონე არის სენსორული გამოცდილება - ინფორმაცია, რომელმაც გაიარა სენსორული ფილტრი. მასში შედის ის, რასაც ვხედავთ, გვესმის და ვგრძობთ, ანუ სხეულის ტაქტილური და კუნთების შეგრძნებება. ამ დონის შემცველობის რედაქტირება შეუძლებელია გაცნობიერებულად და ბუნებრივ პირობებში. ამ ინფორმაციის მოცულობა დიდია და უკიდურესად დაწვრილებითი, მაგრამ მისი გამოყენება ყოველდღიური ურთიერთობისას მოუხერხებელია. იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როცა ვართ ტრანსში.
უფრო მაღალი დონის რუკა არის სტრუქტურირებული გამოცდილება - შერჩეული, როგორც მეტად მნიშვნელოვანი და უკვე დამუშავებული, ინფორმაცია: არა მარტო ფაქტები, არამედ შეფასებები, წარმოდგენები, მოსაზრებები და სხვა. ეს დონე ხელმისაწვდომია ცვლილებებისთვის და რედაქტირებისთვის. სტრუქტურირებული გამოცდილება, ისაა, რასაც ჩვენ ვიყენებთ ყოველდღე.
გამოცდილების ვერბალური აღწერა არის ზედაპირული დონის რუკა - სტრუქტურირებული გამოცდილების სიტყვებით გადმოცემა.
რუკების ასეთი განლაგება შეიძლება შევადაროთ გარკვეული მოვლენის შესახებ პრეზენტაციის მომზადებას.
• ადგილი, სადაც მიტანილია კონკრეტული აპარატურა(გრძნობის ორგანოები): იქნება ეს ბუნება, ისტორიული ძეგლის მიმდებარე ტერიტორია თუ რაიმე დაწესებულება და ა. შ. არის ტერიტორია
• სხვადასხვა სახის აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც შეგროვდა კონკრეტული აპარატურის მეშვეობით, არის სენსორული გამოცდილება.
• სენსორული გამოცდილების რედაქტირებული ვარიანტი - სხვადასხვა კრიტერიუმებით შეკვეცილი და შეცვლილი თანმიმდევრობის ვიდეო მასალა, სპეც ეფექტებით, ხმოვანი კომენტარით და ა. შ. გაფორმებული საპრეზენტაციო ფილმი, წარმოადგენს სტრუქტურირებულ გამოცდილებას.
• კომენტარი ან მოთხრობა ამ ფილმის შესახებ კი არის გამოცდილების ვერბალური აღწერა

თითოეულ დონეზე ინფორმაცია გადალაგდება, განზოგადდება და იკლებს მოცულობაში. ყურადღება მიაქციეთ - ყოველი მომდევნო დონის რუკა აღწერს წინა დონის რუკას.
ყოველი მომდევნო დონის რუკისთვის წინა დონის რუკა არის ტერიტორია.
უდავოა, რუკა პირველ რიგში, საჭიროა იმისათვის, რომ გაადვილდეს ტერიტორიაზე ორიენტირება. როგორც კი ადამიანი ამას ივიწყებს, წყვეტს რუკის შექმნის პროცესს ქვემოდან ზემოთ და ცდილობს მაღალი დონის რუკის მიხედვით უფრო დაბალი დონეების რედაქტირებას, სწორედ ამ დროს ჩნდება პრობლემები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 05:36 AM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რუკა - არაა ტერიტორია!

სიტყვიერი აღწერა არაა სენსორული გამოცდილება!
შეფასება არაა მოგონება!
მოგონებები მოვლენებზე არაა მოვლენები!


Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 05:36 AM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეტა მდგომარეობები

ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ კარგად დამწიფებული წითელი ვაშლი. ძალიან კარგი! ახლა თქვენ შეძლებთ, განსაზღვროთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ვაშლისადმი. მაგალითად: „მე მინდა შევჭამო ეს ვაშლი“, „მე მისადმი გულგრილი ვარ“, „მე ვაშლზე ფიქრიც კი არ მსიამოვნებს“, ამის შემდეგ თქვენ შეიძლება გარკვეული გრძნობა გაგიჩნდეთ ამ ვაშლისადმი თქვენი დამოკიდებულების მიმართ: „ეს ბუნებრივია, როცა გინდა ვაშლის ჭამა“, „კარგია, რომ მე არ მსიამოვნებს ფიქრი ვაშლზე“, „საკვებისადმი გულგრილი დამოკიდებულება სასარგებლოა“ და ა. შ.
თქვენ შეგიძლიათ, შეაფასოთ რაიმე ნივთი, მაგრამ ამავე დროს შეაფასოთ ამ ნივთთან დაკავშირებული თქვენი შეფასება. მაგალითად: თქვენ შეიძლება, გეშინოდეთ ობობების, მაგრამ ამავე დროს დასცინოთ ამ შიშს და იგრძნოთ სიამაყე იმის გამო, რომ შიშს დასცინით. ან თქვენ შეიძლება გჯეროდეთ, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება და ეს რწმენა შეაფასოთ დადებითად.
ზემოთ მოყვანილ მაგალითები: რწმენის შეფასება დადებითად, საჭმლისადმი გულგრილი დამოკიდებულების სასარგებლობა, სიამაყე დაცინვის გამო და ყველა დანარჩენი არის მეტა-მდგომარეობები. შეფასების შეფასება, მოსაზრება სხვა მოსაზრების შესახებ.
მეტა მდგომარეობა - ესაა მდგომარეობა სხვა მდგომარეობასთან "დაკავშირებით".

ინფორმაციის მოცულობის შემცირების მეთოდები

არსებობს ინფორმაციის შეკუმშვის რამდენიმე მეთოდი: გამოკლება, განზოგადება და ცდომილება
თუ თქვენ კითხულობთ ახლა ამ სტატიას, თქვენ არ გესმით კომპიუტერის ზუზუნი და არ აქცევთ ყურადღებას შეგრძნებებს თქვენს მარცხენა ფეხში. იგივენაირად თუ თქვენ გაცნობიერებულად დაიწყეთ მარჯვენა ფეხის შეგრძნება, მაშინ სავარაუდოა, რომ შეწყვიტეთ კითხვა. ზედმეტი ინფორმაციის გამოკლება, ესაა რუკის შედგენის პირველი მეთოდი.
გარდა ამისა ჩვენ შეგვიძლია განზოგადება. შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე მოვლენას ან მახასიათებელ თვისებას და გამოვიტანოთ საერთო დასკვნა - სახლში კომპიუტერი ზუზუნებს, კომპიუტერი სამსახურშიც ზუზუნებს, ყველა კომპიუტერი ზუზუნებს.
და ბოლოს. ცდომილება - თქვენ შეგიძლიათ უყუროთ სმაილს ohmy.gif) და დაინახოთ სახე. თუმცა როცა მიხვალთ სარკესთან და შეხედავთ საკუთარ თავს, თქვენ არ დაინახავთ შავ წერტილებს, რგოლს და რკალს თეთრ ფონზე.
ეს სამი მეთოდი გვეხმარება, ისე შევამციროთ ინფორმაცია, რომ მისი გამოყენება რაც შეიძლება მოსახერხებელი იყოს
სიღრმის და ზედაპირის სტრუქტურები

”რა პროცესების მეშვეობითაც ამცირებენ ადამიანები საკუთარ წარმოდგენას სამყაროს შესახებ, იგივენაირად ამცირებენ ისინი თავიანთი სამყაროს რეპრეზენტაციას, მისი გამოთქმისას.
ჯ. გრინდერი რ. ბენდლერი. ”მაგიის სტრუქტურა”

განვიხილოთ ორი მთავარი ტერმინი: სიღრმის და ზედაპირის სტრუქტურები. მაიკლ ჰოლის მიხედვით: “იმის სრული შინაგანი რეპრეზენტაცია(შეგრძნება), რის შეტყობინებასაც ვცდილობთ, არის “სიღრმის სტრუქტურა”. სიღრმის სტრუქტურის დიდი ნაწილი გაუცნობერებელია – მისი გარკვეული ნაწილი იმყოფება სიტყვებით აღწერის შესაძლებლობის ზღვარს მიღმა”. ჩვენ მიერ გამოთქმულ სიტყვებს და წინადადებებს ეწოდება “ზედაპირის სტრუქტურა”.
ლაპარაკისას ჩვენ კიდევ ერთხელ ვამცირებთ ინფორმაციას, რადგან ენის მეშვეობით შეუძლებელია სრულად გადმოიცეს ჩვენი შინაგანი შეგრძნებები. ზედაპირის სტრუქტურა წარმოადგენს სიღრმის სტრუქტურის აღწერას, ანუ არის მისი “რუკა”. სიღრმის სტრუქტურის აღწერა, ხანდახან “შემცირების” პროცესში ისე იცვლის სახეს, რომ შეიძლება ძლიერ გაურკვევლობაში შეიყვანოს სხვა ადამიანები და თვითონ მოსაუბრეც.

Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 05:37 AM
Post #6


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეტა-მოდელი

მეტა-მოდელი შეიძლება ეწოდოს ნებისმიერ მოდელს, რომელიც სხვა მოდელს აღწერს. მოცემულ შემთხვევაში განიხილება ენის მეტა-მოდელი მის აღსანაშინავად კი გამოყენებული იქნება აბბრევიატურა მმ.

ენის მეტამოდელი(მმ) შეიცავს:

• “გამართული” ლინგვისტური სტრუქტურის აღწერას;
• მეტა მოდელის დარღვევის კრიტერიუმებს;
• დარღვევებზე რეაგირების ვარიანტებს.


მეტა მოდელის დარღვევები

მეტამოდელი იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა არის სემანტიკურად გამართული წინადადება. შესაბამისად როცა ადამიანი საუბრისას ამ წესებს არღვევს, მაშინ საქმე გვაქვს მეტა-მოდელის სემანტიკური სისწორის დარღვევასთან. ამას მოკლედ ვუწოდოთ მეტა-მოდელის დარღვევა.

მეტა-მოდელის გამოყენება.

თუ მიზნად დავისახავთ მაქსიმალურად ზუსტად გავიგოთ კლიენტის რუკა, მაშინ მეტამოდელი იმუშავებს, როგორც ინფორმაციის შეგროვების მოდელი. მეტა-მოდელის ცოდნა გვეხმარება, რუკის აღწერისას შემჩნეულ იქნას შედარებით მნიშვნელოვანი დარღვევები, დაისვას კითხვები, რომელთა დახმარებითაც კლიენტი შეძლებს სიტყვებით უფრო ზუსტად აღწეროს საკუთარი სიღრმის სტრუქტურა, ჟესტების და ინტონაციების დაუხმარებლად.
როცა კლიენტს უჭირს იმის ახსნა, თუ რაში მდგომარეობს მისი პრობლემა, სიტყვის მარაგის სიმცირე ყოველთვის არაა ამის მიზეზი. კლიენტის სიღრმის სტრუქტურა შეიძლება იყოს ძალიან ღარიბი. ასეთ შემთხვევაში კლიენტი, ეყრდნობა რა სტრუქტურირებულ გამოცდილებას(მის ზედა ფენას), რომელსაც იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ის ვერ გაგვცემს პასუხს მეტა-მოდელის ბევრ კითხვაზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მან გამოცდილების სენსორულ დონეს უნდა მიმართოს. თუ კლიენტისთვის ხელმისაწვდომია მეხსიერებაში არსებული სენსორული გამოცდილება, მაშინ მას საშუალება ეძლევა იგი გადააფასოს და რუკა შესაბამისად გადააკეთოს, გახადოს რა იგი უფრო ეფექტური.
თუ ჩვენ გვესმის ცვლილება კლიენტის მეტყველებაში, ეს იმაზე მიანიშნებს რომ შეიცვალა არა მარტო ზედაპირული სტრუქტურა, არამედ სიღრმის სტრუქტურაც. თუმცა არ ღირს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, მოვახდინეთ თუ არა ცვლილება კლიენტის სიღრმის სტრუქტურაში, რადგან ზედაპირული სტრუქტურის მიხედვით არ შეიძლება ზუსტად იცოდე, როგორი სიღრმის სტურქტურა დგას მის უკან. ამის მიუხედავად ზედაპირულ სტრუქტურაში შეუძლებელია გარკვეული ცვლილებები, თანმხლები ცვლილებების გარეშე სიღრმის სტრუქტურაში. ფორმულირების შეცვლით დიდია ალბათობია, რომ ოპერატორი კლიენტის რუკასაც ცვლის. თუ შეტანილი ცვლილებები არასაკმარისია – ამ შემთხვევისთვის არსებობს NLP-ს სხვა მეთოდები.
ჯამში შეძლება ვთქვათ, რომ მეტა მოდელი არის ინფორმაციის შეგროვების მოდელი.
თუ ჩვენ კლიენტის რუკის შეცვლას ვისახავთ მიზნად, მაშინ შეიძლება მეტა მოდელი გამოყენებულ იქნას, როგორც თერაპევტული ინტერვენცია. ასეთ შემთხვევაში სიღრმის სტრუქტურები, რომლებიც სიტუაციას აღწერენ, შეიცვლება ხოლო ზედაპირული სტრუქტურის “სისწორე” მეტა მოდელის პოზიციიდან იქნება მათი სრულფასოვნების ინდიკატორი.

Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 05:41 AM
Post #7


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ მე მთარგმნელს და წყაროს მივუთიტებთ თქვენ კი მითხარით განვაგრძო თუ არ. ?? მოდერს ან ვიმეს ეხლა დავაკვირდი რომ ცოტა დიდი პოსტები გამოვა და არ ვიცი როგრ დავდო ბიბლიოტეკშI russian_ru.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 9 2011, 12:08 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ინწირესნო, განაგრძე...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 03:52 PM
Post #9


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეტა-მოდელის კლასიკური აღწერა.

ფრენკ პიულსიკის და ბაირონ ლუისის მიხედვით არსებობს მეტა მოდელის დარღვევის 8(12) ხერხი, ანდრეი პლიგინს და ალექსანდრე გერასიმოვს აქვს 6 ხერხი
სამწუხაროდ, რიჩარდ ბენდლერს და ჯონ გრინდერს მეტა მოდელის აღწერა აკურატულად აქვთ გაბნეული „მაგიის სტრუქტურის“ პირველი ტომის შემცველობაში. მეტა-მოდელის პირველი აღწერა მისაღები ცხრილის სახით პირველად გააკეთა რობერტ დილტსმა 1975 წელს
მაიკლ ჰოლი კიდე უფრო აფართოვებს მეტა-მოდელს და უმატებს 9 ახალ პუნქტს. რეზულტატში მიიღება დაახლოვებით 22 პატტერნი.
ბიზნესის და მართვის სფეროში გამოყენების მიზნით გრინდერის და მაკმასტერის მიერ შემუშავდა სიზუსტის მოდელი. მეტა მოდელისგან დატოვეს 5 პუნქტი (რეფერენტული ინდექსები, გაურკვეველი ზმნები, ერთიანობის კვანტორები, შედარება ნაგულისხმევთან, მოდალური ოპერატორები) და დაამატეს რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი.
მოცემულ ცხრილში გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ავტორის ზოგიერთი პატტერნი ემთხვევა მხოლოდ ნაწილობრივ. მაგალითად, როგორც დილტსის გაურკვეველი რეფერენტული ინდექსები და გამოტოვებები - ნაცვალსახელები პლიგინს და გერასიმოვს










Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 9 2011, 04:09 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ველი ცხრილს....


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 04:11 PM
Post #11


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცხირებლს მოგვიანებით დავდებ , .. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 04:11 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოდელი SPO.

ხშირად დამწყები ინჟინერი უშვებს სტანდარტულ შეცდომას, მიიჩნევს რა მეტამოდელის შეკითხვებს სტანდარტული შეკითხვების კრებულად, რომელიც დროდადრო უნდა დაუსვას კლიენტს. ისწავლე შეკითხვები და დაუსვი რამდენიც გინდა! ასეთი მიდგომის შედეგად ბუნებრივია დამწყებ ინჟინერს უჩნდება კითხვა: რატომ უნდა გამოვიყენო ისინი? ერთიც, ზოგიერთი კლიენტი არაადეკვატურად რეაგირებს ასეთ შეკითხვებზე, ბრაზობს და ურთიერთობის გაგრძელების სურვილი უქრება. მეორე რატომ დავისწავლო 13(9, 6) დარღვევის ტიპი, როცა ადამიანის შესახებ ისედაც ყველაფერი გასაგებია. და მესამე მეტა-მოდელის ზოგიერთი პატტერნი ერთმანეთს კვეთს, ამასთან საჭიროა იმის ცოდნა, თუ რაზე მოვახდინოთ რეაგირება. დაკვირვების მიხედვით ცნობილია, რომ დამწყები ინჟინრები რეალურად იყენებენ მხოლოდ 3-5 პატერნს. ალბათ, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ. ან იქნებ საკუთარი მმ-ს დარღვევას ისინი ნორმად მიიჩნევენ?
კლასიკურ ვარიანტში შეკითხვები წარმოადგენენ დარღვევაზე რეაქციას, ანუ რეაქციას მმ-ს დარღვევებზე. ასეთი ფორმულირების მიხედვით მმ-ით მუშაობა პროცედურულადაა გაწერილი (თუ გესმის..., კითხე..., და გაიგებ, რას გულისხმობს კლიენტი). რეზულტატში ინჟინერის ქცევა გავს პავლოვის ძაღლების ქცევას, მაგალითად ფრაზაზე “ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ.” კონტექსტის და შინაარსის გაუთვალისწინებლად დაუყოვნებლივ უნდა დაისვას კითხვა “ვისთან ვართ ვალდებული?”
რა მოხდება, რომ ვცადოთ შებრუნებული პროცესი –
შევთავაზოთ კლიენტს ალტერნატიული გამონათქვამი “გამართული” ლინგვისტური ფორმით, რომელიც მისი მმ-ს შესაბამისი იქნება?

მმ-ს სისწორის დარღვევა

მმ-ს დარღვევათა სახეები.

ინფორმაციის შეკუმშვისას შეიძლება, დაირღვეს მეტამოდელის სემანტიკური სისწორე. ამ დროს საქმე გვექნება
გამოტოვებასთან X, შემთხვევა, როცა გარკვეული ელემენტი აკლია (ანუ ადგილი ცარიელია)
განზოგადებასთან &, შემთხვევა, როცა ელემენტი მიუთითებს მთელ კლასზე გამონაკლისის გარეშე.
ცდომილებასთან ~ , როცა არასაკმარისია ინფორმაცია ელემენტზე, იმისთვის, რომ იგი გაირკვეს ერთმნიშვნელოვნად სრულად.
შესაბამისად შებრუნებული პროცესებია
გამოტოვების – დაკარგული ინფორმაციის აღდგენა;
განზოგადების – გამონაკლისის ძებნა;
ცდომილების – დაკონკრეტება.

Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 04:11 PM
Post #13


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოდელი SPO.

ხშირად დამწყები ინჟინერი უშვებს სტანდარტულ შეცდომას, მიიჩნევს რა მეტამოდელის შეკითხვებს სტანდარტული შეკითხვების კრებულად, რომელიც დროდადრო უნდა დაუსვას კლიენტს. ისწავლე შეკითხვები და დაუსვი რამდენიც გინდა! ასეთი მიდგომის შედეგად ბუნებრივია დამწყებ ინჟინერს უჩნდება კითხვა: რატომ უნდა გამოვიყენო ისინი? ერთიც, ზოგიერთი კლიენტი არაადეკვატურად რეაგირებს ასეთ შეკითხვებზე, ბრაზობს და ურთიერთობის გაგრძელების სურვილი უქრება. მეორე რატომ დავისწავლო 13(9, 6) დარღვევის ტიპი, როცა ადამიანის შესახებ ისედაც ყველაფერი გასაგებია. და მესამე მეტა-მოდელის ზოგიერთი პატტერნი ერთმანეთს კვეთს, ამასთან საჭიროა იმის ცოდნა, თუ რაზე მოვახდინოთ რეაგირება. დაკვირვების მიხედვით ცნობილია, რომ დამწყები ინჟინრები რეალურად იყენებენ მხოლოდ 3-5 პატერნს. ალბათ, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ. ან იქნებ საკუთარი მმ-ს დარღვევას ისინი ნორმად მიიჩნევენ?
კლასიკურ ვარიანტში შეკითხვები წარმოადგენენ დარღვევაზე რეაქციას, ანუ რეაქციას მმ-ს დარღვევებზე. ასეთი ფორმულირების მიხედვით მმ-ით მუშაობა პროცედურულადაა გაწერილი (თუ გესმის..., კითხე..., და გაიგებ, რას გულისხმობს კლიენტი). რეზულტატში ინჟინერის ქცევა გავს პავლოვის ძაღლების ქცევას, მაგალითად ფრაზაზე “ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ.” კონტექსტის და შინაარსის გაუთვალისწინებლად დაუყოვნებლივ უნდა დაისვას კითხვა “ვისთან ვართ ვალდებული?”
რა მოხდება, რომ ვცადოთ შებრუნებული პროცესი –
შევთავაზოთ კლიენტს ალტერნატიული გამონათქვამი “გამართული” ლინგვისტური ფორმით, რომელიც მისი მმ-ს შესაბამისი იქნება?

მმ-ს სისწორის დარღვევა

მმ-ს დარღვევათა სახეები.

ინფორმაციის შეკუმშვისას შეიძლება, დაირღვეს მეტამოდელის სემანტიკური სისწორე. ამ დროს საქმე გვექნება
გამოტოვებასთან X, შემთხვევა, როცა გარკვეული ელემენტი აკლია (ანუ ადგილი ცარიელია)
განზოგადებასთან &, შემთხვევა, როცა ელემენტი მიუთითებს მთელ კლასზე გამონაკლისის გარეშე.
ცდომილებასთან ~ , როცა არასაკმარისია ინფორმაცია ელემენტზე, იმისთვის, რომ იგი გაირკვეს ერთმნიშვნელოვნად სრულად.
შესაბამისად შებრუნებული პროცესებია
გამოტოვების – დაკარგული ინფორმაციის აღდგენა;
განზოგადების – გამონაკლისის ძებნა;
ცდომილების – დაკონკრეტება.

Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 04:11 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამოტოვებული ინფორმაციის აღდგენა

როცა, კლიენტის შეტყობინებას ინფორმაციის რაღაც ნაწილი აშკარად აკლია, ოპერატორმა უნდა აღადგინოს იგი. მაგალითად: გამოარკვიოს ვინ მოახდინა მოქმედება, ან ვისკენ იყო მოქმედება მიმართული.

- ფანჯარა გატყდა
- ვინ გააკეთა ეს?

- მზადაა!
- რა არის მზად?

- მე მაღაზიაში მივდივარ
- ფეხით მიდახარ თუ მანქანით?










გამონაკლისის ძებნა

როცა ადამიანის ლაპარაკიდან გამომდინარე “არ არსებობს გამონაკლისი წესიდან”, საჭიროა შემოწმდეს ასეა თუ არა ეს ნადვილად.
მოცემულ წესს შეიძლება მართლაც არ ჰქონდეს გამონაკლისი, მაგალითად:

- მე არ მყავს ნათესავები, საერთოდ.
- არც ბიძაშვილი არც ბიძაშვილის შვილი?
- არა, მე ვარ უკანასკნელი ჩემ გვარში. რევოლუცია, ომი....

გამონაკლისის მოძებნა შეიძლება სხვადასხვა ხერხით.
ოპერატორს თვითონ შეუძლია შესთავაზოს ადამიანს გამონაკლისები:

- როცა გძინავთ, მაშინაც თქვენს სამსახურზე ფიქრობთ?

მას შეუძლია შესთავაზოს კლიენტს - მან თვითონ, დამოუკიდებლად მოძებნოს გამონაკლისები:

- თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ სიტუაცია, როცა ეს ასე არ იყო?

მას შეუძლია გადაამეტოს განზოგადება სიტყვებით, ჟესტებით და ინტონაციებით იმისთვის, რომ საწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვიოს კლიენტში:

- ყველაფერი ძალიან, გამოუსწორებლად ცუდაადაა?!!!

და ა. შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 04:13 PM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კონკრეტიზაცია

კონკრეტიზაცია როგორც სიტყვის მნიშვნელობის დაზუსტება.

სიტყვებს ან ფრაზას მოცემულ კონტექსტში შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე აზრობრივი მნიშვნელობა. ოპერატორმა უნდა იცოდეს, რომელს გულისხმობს კლიენტი და არ შეუთავსოს მათ მნიშვნელობა სპონტანურად, საკუთარი რუკიდან .
მაგალითად, “არ შემიძლია” შეიძლება ნიშნავდეს:
ფიზიკური შესაძლებლობების არქონას
უნარის არქონას;
მორალურ აკრძალვას;
სურვილის არქონას;
რწმენას, რომ მას არ აქვს უფლება;
შიშს.

დაკონკრეტება როგორც კლასის დაზუსტება

მოქმედებებთან დაკავშირებით, სიტყვა ”კლასის” გამოყენება არაა მთლად კორექტული, მაგრამ კონკრეტიზაციის პრინციპები ობიექტებისთვის და მოქმედებებისთვის ერთია.
იმისათვის, რომ ჩვენი წარმოდგენა მოცემულ კლასზე, უფრო ზუსტად შევუთავსოთ სხვა ადამიანის წარმოდგენას, ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ, როგორი დამოკიდებულებების და წარმოდგენების რიგი დგას კლასის გაგების მიღმა; კლასზე მიკუთვნების კრიტერიუმები.

- ჩემი და მტანჯველია.
- რას ნიშნავს “მტანჯველი”?
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ის მტანჯველია? კონკრეტულად ვის ტანჯავს ის და როგორ?

კონკრეტიზაცია, როგორც ინდექსის დაზუსტება

ოპერატორმა უნდა მიიღოს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაზეა საუბარი კონკრეტულად. როცა ადამიანი საუბრობს სკამზე იმისთვის, რომ ერთმნიშვნელოვნად გავიგოთ თუ რომელ სკამს ეხება კონკრეტულად საუბარი, ჩვენ დაგვჭირდება ინფორმაციის დაზუსტება

- ეს იყო ძველი, გამხმარი, ფეხმოტეხილი სკამი, რომელიც სასტუმრო ოთახში, ფანჯრის პირდაპირ, კედელთან, იდგა, რომ არ წაქცეულიყო.

სკამის ყველა ეს მახასიათებელი ”ძველი, გამხმარი, ფეხმოტეხილი, რომელიც სასტუმრო ოთახში, ფანჯრის პირდაპირ, კედელთან, იდგა” მმ-ს კლასიკური აღწერისას იწოდება რეფერენტულ ინდექსებად. (თვითონ “სკამი” არის რეფერენტი).
ქცევის აღწერისას საჭიროა გავარკვიოთ: კონკრეტულად რას აკეთებს სუბიექტი, როგორ, სად, როდის, რა თანმიმდევრობით და ა. შ.
შეუძლებელია კონკრეტიზაციის საზღვრებზე საუბარი. აღწერ რა, უფრო და უფრო ახალ დეტალებს, დაკონკრეტება შეიძლება დაუსრულებლად. ოპერატორი აგროვებს ინფორმაციის იმ რაოდენობას, რამდენიც მას ადვილად აფიქრებინებს, რომ მისი წარმოდგენა მოცემულ საგანზე მაქსიმალურად ახლოა კლიენტის წარმოდგენასთან.

Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 04:13 PM
Post #16


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მინიმალური შეტყობინების “გამართული” სტრუქტურა

ჩვენ ვთვლით, რომ არსებობს გადაცემული ინფორმაციის მინიმალური “ბლოკი” - მინიმალური შეტყობინება.
ნებისმიერი შეტყობინება შეიძლება წარმოდგენილ იქნას რიგი “მინიმალური შეტყობინებების” მეშვეობით.
“სრული” მინიმალური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

სუბიექტზე – S – Subject;
ქცევაზე – P – Predicat;
ობიექტზე – O – Object.

ტერმინი “ქცევა”გრამატიკული ტერმინის, “პრედიკატის” ნაცვლად აქ იმიტომ გამოიყენება, რომ ჩვეულებრივ NLP-ში “პრედიკატად” მიიჩნევენ იმ სიტყვებს, რომლებიც მიუთითებენ აღქმის არხზე.

სუბიექტი(S) – მთავარი მოქმედი პირი, პასუხობს კითხვაზე: “ვინ აკეთებს?” მას შეესაბამება რეფერენტული ინდექსები.

მოქმედება(P) – პროცესი, დამოკიდებულება. პასუხობს კითხვაზე: “რას აკეთებს?”. შეესაბამება მოქმედების მახასიათებლები (კონტექსტის მიხედვით):
სად აკეთებენ ამას;
როდის იწყებენ და როდის ამთავრებენ;
საით(მოძრაობს, მიდის, მიფრინავს);
რამდენად სწრაფად ან რამდენად ნელა კეთდება ეს;
რამდენ ხანს აკეთებენ ამას
და ა. შ.

ობიექტი(O) – ნივთი ან პიროვნება, რომელზეც/რაზეც მოქმედებაა მიმართული.
მას შეესაბამება რეფერენტული ინდექსები.
ობიექტის სახით შეიძლება წარმოდგენილი იყოს თვითონ სუბიექტი; - მე ვივარცხნიდი (ვუკეთებდი ჩემ თავს)
იმ შემთხვევაში, როცა ქცევა გარდაუვალი ზმნით გამოიხატება და აღწერს არა შემფასებლურ (მეტა-) მდგომარეობას, მინიმალურ შეტყობინებაში ობიექტის არყოფნა შეიძლება არ ჩაითვალოს მეტა-მოდელის სისწორის დარღვევად. მაგალითად “მე მეძინა”
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 04:14 PM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



“რთული” შეტყობინებები

ერთ რთულ შეტყობინებაში შეიძლება იყოს რამდენიმე შეტყობინება:
“მე ვძულვარ, რადგან მინდა მოვყვე მთელი სიმართლე”

S P Ox
მე ვძულვარ ---------

რადგან

S P O
მე მინდა მოვყვე მთელი სიმართლეს

„ის ვინც ვიტრინასთან იდგა შემობრუნდა და ტროტოართან მდგარი მანქანა შეათვალიერა“

S P O
SPO SPO
ის ვინც ვიტრინასთან იდგა შემობრუნდა, შეათვალიერა ტროტუართან მდგარი მანქანა

ბოლო მაგალითში ქვეწყობილი წინადადებები, რომლებიც სუბიექტს და ობიექტს ხსნიან, არიან რთულშემადგენლიანი რეფერენტული ინდექსები.
რთული წინადადებები წარმოქმნებიან დაკავშირების გზით.
დაკავშირება – ესაა წარმოდგენა თითქოს მოვლენები ერთმანეთზეა დამოკიდებული.
არის მოვლენებს შორის კავშირი თუ არა, ამის თქმა ერთმნიშვნელოვნად ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ უბრალოდ იმას ვაკვირდებით, რაც ხდება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც კავშირი არის, მაგალითად: კალიბრირება - ტიპირური კავშირი. ჩვენ ვაკეთებთ ვარაუდს, რომ “აი ეს” გარეგნული ნიშნები შეესაბამება “აი ამ” მდგომარეობას.

კავშირი შეიძლება აიგოს “მიზეზ-შედეგობრივი” პრინციპის მიხედვით: A-ს მივყავართB-მდე (A=>B): ან კომპლექსური ექვივალენტის პრინციპით A იგივეა რაც B (A=B).

“მიზეზ-შედეგი” – როცა ითვლება, რომ ერთი მოვლენა არის მეორის მიზეზი [...]=>[...]

- მიშიკომ დღეს დაიგვიანა - იმიტომ რომ ეძინა
- თუ სიცივეში უქუდოდ ივლი, გაცივდები.

კომპლექსური ექვივალენტობა – როცა ითვლება, რომ A და B – ერთიდაიგივეა [...]=[...]

- სამსახურში დაგვიანება, კორპორატიული ეთიკის დარღვევაა.

სახეებად დაყოფის გარეშე, უბრალო კავშირის არსებობას ჩვენ აღვნიშნავთ ”+”-ით [...]+[...]

Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 9 2011, 04:15 PM
Post #18


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




მმ-ს სისწორის აღდგენა მინიმალურ შეტყობინებაში

მინიმალურ შეტყობინებაში მმ-ს დარღვევები უფრო თვალსაჩინოა და აღწერისთვის ადვილი. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ “გამართული” მინიმალური შეტყობინების პარამეტრები და თუ წინადადება არ შეესაბამება ამ პარამეტრებს საქმე გვექნება “მმ-ს დარღვევასთან”.

მმ-ს ტიპიური რეაქციები დარღვევებზე მინიმალურ შეტყობინებაში.

X & ~
S
სუბიექტი ვინ აკეთებს ამას არის ვინმე ვინც ამას არ აკეთებს? სახელდობრ ვინ აკეთებს ამას?
P
მოქმედება/მოქმედების მახასიათებლები რას აკეთებს ის?
რა მოსდის მას? ყოველთვის/ყველგან ხდება ეს? როგორ ხდება ეს კონკრეტულად?
სად და როდის აკეთებენ ამას?
O
ობიექტი ვის/რას უკეთებენ ამას? ყველას ემართება/უკეთებენ ამას? კონკრეტულად ვისკენ/რისკენაა მიმართული ქცევა?

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 10 2011, 06:40 PM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა გიშრომიაა, ჩავუჯდები ახლა...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
nutsa
post Apr 10 2011, 06:42 PM
Post #20


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 450
Joined: 28-December 09
Member No.: 6,104

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არაა დასრულებული ახალი თემა დავდე მარტივი და გასაგები პრაკტიკებითურთ . kiss1.gif biggrin.gif laugh.gif იმას ჩAუჯექი
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 03:08 AM