IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ვედური ფილოსოფია, საბაზისო კურსი
Atman
post May 24 2011, 04:48 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



“შესავალი”

რა არის ვედური ფილოსოფიის მიზანი? რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას?

ვედური ფილოსოფიის მიზანია – გააშუქოს გზა, რომელსაც თუკი გავყვებით, ტანჯვისგან განვთავისუფლდებით. ამიტომ ვედური ტრადიცია არასოდეს არ თვლიდა ფილოსოფიას კაბინეტის მოაზროვნეების ხვედრად, რომელთა მსჯელობაც დაცილებულია რეალურ ცხოვრებას. ფილოსოფია, ვედების თანახმად, უნდა მიგვიყვანოს პრაქტიკულ შედეგამდე – ტანჯვისგან განთავისუფლებამდე.

თავად სიტყვა ფილოსოფია სიტყვასიტყვით ითარგმნება ბერძნულიდან როგორც “სიბრძნის სიყვარული”. სიტყვა სიბრძნის ერთ-ერთი მნიშვნელობაა ესააა – თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.

თეორიის შესწავლის შემდეგ მოსწავლე მის პრაქტიკაში გამოყენებას ცდილობს და ამგვარად გამოცდილებას იძენს. ამასთან ცოდნა, რომელიც თავდაპირველად წიგნისეული და მისი ცხოვრებისგან დაცილებული იყო, თანდათანობით ცნობიერების სიღრმეში აღწევს. ცოდნის ათვისება ნიშნავს მის მიღებას საკუთარ გონებაში და პრაქტიკულ ცხოვრებაში მისით ხელმძღვანელობას. ასეთი ცოდნა ადამიანის მსოფლმხედველობის ნაწილი ხდება, ისევე როგორც გადამუშავებული საკვები ჩვენი სხეულის ნაწილი.
რა ნაწილებისგან შედგება ვედური ფილოსოფია?

ვედურ ფილოსოფიაში არსებობს ცოდნის 4 განყოფილება:

1. პრამანა (გნოსეოლოგია) - “აღქმის (შესწავლის) მეთოდი”.

2. სამბანდჰა-გიანა (ონტოლოგია) - “სწავლება ყოფიერების შესახებ”.

3. აბჰიდეია-გიანა (ეთიკა) - “ცოდნა პრაქტიკის შესახებ, რმელსაც ცხოვრების სრულყოფამდე მივყავართ”.

4. პრაიოჯანა-გიანა (მეტაფიზიკა) - “ცოდნა ცხოვრების უმაღლესი სრულყოფილების შესახებ”.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვედური ფილოსოფია – ესაა სწავლება შესწავლის მეთოდის (პრამანა), ყოფიერების (სამბანდჰა-გიანა), ცხოვრების სრულყოფის პრაქტიკის (აბჰიდეია-გიანა) და უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელსაც ამ პრაქტიკით შეგვიძლია მივაღწიოთ (პრაიოჯანა-გიანა).
რას წარმოადგენს ვედური გნოსეოლოგია?

ვედური გნოსეოლოგია, ანუ “ცოდნა შესწავლის მეთოდების შესახებ”, ვედების ძალიან მნიშვნელოვანი განყოფილებაა, რომლის გაგების გარეშეც შეუძლებელია ჩავწვდეთ დანარჩენი ცოდნის დაფარულ აზრს. ამგვარად, იმისათვის, რომ შევისწავლოთ ვედური ონტოლოგია, ეთიკა და მეტაფიზიკა თავისი პირვანდელი სახით, თავიდან ადამიანმა უნდა გაიგოს, თუ რომელი მეთოდის დახმარებითაა ეს შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვედური ცოდნა მიუწვდომელი ხდება.

ცოდნის მიღების მეთოდს სანსკრიტზე პრამანა – “მტკიცებულება” ეწოდება. როდესაც ადამიანი რეალობის ასპექტებზე საუბრობს, მან თავისი სიტყვები ავტორიტეტული მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს. და გნოსეოლოგიის განყოფილება გვიჩვენებს, თუ რომელი წყაროდან შეგვიძლია ამ მტკიცებულებების აღება.

რას წარმოადგენს ვედური ონტოლოგია?

“ცოდნას ყოფიერების შესახებ” სანკრიტზე ეწოდება სამბანდჰა-გიანა და იგი თავის თავში მოიცავს 7 თემას:

1. ჭეშმარიტება ღმერთის უმაღლესი მდგომარეობის შესახებ.

2. ჭეშმარიტება ღმერთის ენერგიების შესახებ.

3. ჭეშმარიტება ღმერთთან ურთიერთობების შესახებ.

4. ჭეშმარიტება სულის კონსტიტუციური მდგომარეობის შესახებ.

5. ჭეშმარიტება სულის შესახებ განპირობებულ მდგომარეობაში.

6. ჭეშმარიტება სულის შესახებ განთავისუფლებულ მდგომარეობაში.

7. ჭეშმარიტება ღმერთისა და მისი ენერგიების ერთდროული ერთიანობისა და განსხვავებულობის შესახებ.


თუკი ამ ჭეშმარიტებებს (სამბანდჰა-გიანას) ადამიანი შესწავლის სწორი მეთოდების დახმერებით შეისწავლის, იგი პრაქტიკას (აბჰიდეიას) შეუდგება, მაშინ ის უეჭველად მიაღწევს ცხოვრების უმაღლეს სრულყოფილებას (პრაიოჯანას).

რას წარმოადგენს ვედური ეთიკა?

ცოდნას იმ პრაქტიკის შესახებ, რომელსაც ცხოვრების უმაღლეს სრულყოფამდე მივყავართ, სანსკრიტზე ეწოდება აბჰიდეია-გიანა. ეს პრაქტიკა ორი ნაწილისგან შედგება:

1. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც წესებისა და რეგულაციების თანახმად ხორციელდება – ვაიდჰი-სადჰანა-ბჰაკტი.
2. ღმერთის ერთგული მსახურების პრაქტიკა, რომელიც ღმერთისადმი თავისუფალი, არამოტივირებული სიყვარულით ხორციელდება - რაგანუგა-სადჰანა-ბჰაკტი.

რას წარმოადგენს ვედური მეტაფიზიკა?

ცოდნას უმაღლესი სრულყოფილების შესახებ, რომელიც მისაწვდომია ადამიანისთვის, სანსკრიტზე ეწოდება პრაიოჯანა-გიანა. გზა უმაღლესი სრულყოფილებისკენ ასევე ორ საფეხურად მიმდინარეობს:

1. ღმერთისადმი სიყვარულის საწყისი სტადია – ბჰავა-ბჰაკტი.
2. ღმერთის წმინდა სიყვარული – პრემა-ბჰაკტი.

ამგვარად ვედური ფილოსოფიის წვდომა რეალურ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს, რომ ცხოვრების უმაღლეს სრულქმნას მიაღწიოს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   ვედური ფილოსოფია   May 24 2011, 04:48 PM
Atman   გაკვეთილი 1 “გზა სა...   Jun 1 2011, 05:43 PM
Atman   სადაა დამალული ადა...   Jun 3 2011, 03:45 PM
Atman   რაღაც ტექსტებს გამ...   Jun 29 2011, 05:34 PM
kate   Atman აინტერესებს ვინ...   Jun 30 2011, 04:13 AM
Atman   kate კარგი იქნება თუ ...   Jun 30 2011, 05:28 AM
Emigranti   პარამატმას (ზესული...   Jun 30 2011, 12:17 PM
Atman   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:35 PM
mata   სახალისო მონაკვეთ...   Jun 30 2011, 10:39 PM
Atman   ისევ სურვილების ას...   Jul 2 2011, 02:16 PM
Atman   გონების გაფანტულო...   Jul 3 2011, 07:15 AM
Atman   Желание властвовать (3 წუთ...   Jul 4 2011, 09:13 PM
Existence   რა ქენი წაიკითხე ი...   Jul 7 2011, 08:26 PM
Atman   ვაგრძელებ ტექსტებ...   Aug 7 2011, 10:21 AM
Atman   გაკვეთილი 3. «როგორ...   Aug 7 2011, 10:26 AM
mata   Atman ეს ყველაფერი რო...   Aug 7 2011, 10:34 AM
Atman   mata ეს ყველაფერი რომ...   Aug 7 2011, 10:50 AM
mata   Atman ეს ვედური ფილოს...   Aug 7 2011, 11:09 AM
Atman   mata რა თქმა უნდა ეს ე...   Aug 7 2011, 11:19 AM
mata   Atman და რა უნდა ერქვა...   Aug 7 2011, 11:32 AM
Atman   ეჰ, ყველას თავისი თ...   Aug 7 2011, 12:04 PM
mata   და რამ გაყო ერთმან...   Aug 7 2011, 12:30 PM
Atman   mata ეს იგივეა ეხლა რ...   Aug 7 2011, 12:49 PM
mata   მემგონი არაფერი უნ...   Aug 7 2011, 12:58 PM
Atman   mata მემგონი არაფერი ...   Aug 7 2011, 01:03 PM
mata   შეცდომა არ დაგიშვი...   Aug 7 2011, 01:08 PM
Atman   გაკვეთილი 4. «ჭეშმა...   Aug 9 2011, 06:23 PM
Atman   გაკვეთილი 5 «ვედურ...   Aug 9 2011, 06:28 PM
Existence   [size=3]Дзен. Махапхарата [url=ht...   Aug 11 2011, 10:17 PM
Atman   გაკვეთილი 6. «მოსწა...   Aug 30 2011, 03:53 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:24 PM
Atman   გაკვეთილი 7. [b]«სული...   Sep 3 2011, 12:28 PM
Atman   გაკვეთილი 8. «კურსი...   Sep 13 2011, 08:45 PM
Atman   გაკვეთილი 9. [b]«ბჰაგ...   Sep 13 2011, 08:58 PM
Atman   გაკვეთილი 10. «კრიშნ...   Sep 14 2011, 05:01 AM
Atman   გაკვეთილი 11. «კრიშნ...   Sep 14 2011, 07:15 PM
Atman   გაკვეთილი 12. «კრიშნ...   Jan 3 2012, 06:51 AM
Atman   [b]გაკვეთილი 13 [i][b]«ჰა...   Jan 3 2012, 06:12 PM
Atman   გაკვეთილი 14 [b]«უფალ...   Jan 5 2012, 07:28 PM
kate   Atman 2. უარყოფა იმისა, ...   Jan 6 2012, 07:05 AM
Atman   kate ეს მეცამეტე გაკვ...   Jan 6 2012, 07:20 AM
Atman   გაკვეთილი 15. [b]«კრიშ...   Jan 9 2012, 07:25 PM
Atman   მოკლედ ბევრი ვიფიქ...   Jan 10 2012, 08:42 AM
narilla   აბსოლუტის/პირველმ...   Jul 12 2012, 03:12 PM
Adidas   narilla კატაფატიკური/დ...   Jul 12 2012, 04:41 PM
narilla   ღმერთის შემეცნები...   Jul 12 2012, 07:18 PM
Adidas   narilla უპანიშადები ძა...   Jul 12 2012, 07:31 PM
narilla   გავეცნობი :good:   Jul 12 2012, 07:57 PM
MaH_AtMa   Atman თუ იცი, ინდოეთში ...   Jul 20 2012, 04:37 AM
Adidas   MaH_AtMa თუ იცი, ინდოეთშ...   Jul 20 2012, 05:45 AM
narilla   ატმან, უპანიშადები...   Aug 29 2012, 05:16 PM
Atm@n   narilla „დარნაშას“ უწო...   Aug 29 2012, 06:38 PM
narilla   narilla დარნაშა არა, და...   Aug 29 2012, 08:29 PM
Atm@n   Почему Кришна черный? Этот ...   Dec 16 2012, 01:17 PM
Atm@n   თბილისის აშრამში ჩ...   Dec 25 2012, 09:07 AM


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:46 PM