IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> LSD, Lysergic acid diethylamide
Mel
post Jan 29 2014, 12:17 AM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 101
Joined: 31-October 11
Member No.: 6,603

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობა.. რა აზრის ხართ ამ ძლიერ ჰალუცინოგენზე?

ლსდ (ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი) LSD ნახევრად სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც აწარმოებენ აბების, კაფსულების ან სითხის სახით. მას ხშირად დებენ საშრობ ქაღალდზე, რომელიც იწოვს ნივთიერებას და ქუცმაცდება ისე, რომ ქაღალდის თითოეული ნაგლეჯი შეიცავს ერთ დოზას. LSD-ს ჟარგონული დასახელებები: მჟავა, ცისფერი სამოთხე, სიდი. LSD-ს ახდენს შემდეგი სახის ფიზიკურ ზემოქმედებას: - გუგების გაფართოვება; - სხეულის ტემპერატურის მატება; - გულისცემის გახშირება და წნევის აწევა; - ენერგიის მოჭარბება. LSD -ს ფსიქოლოგიური ზემოქმედება ვლინდება: - ვიზუალურ ჰალუცინაციებში; - სხვადასხვა მანიაში; - განწყობის ცვალებადობაში; - შიშის გრძნობასა და ნერვიულობაში.

LSD პირველად სინტეზირებული იქნა 1938 წელს. მრავალი წლის განმავლობაში უკიდურესი მაღალი ეფექურობის გამო მას იყენებდნენ მენტალური დარღვევების მექანიზმების შესწავლის დროს.
სინთეზური LSD-ს ჰალუცინოგენური თვისებები აღმოჩენილია შვეიცარიელი ქიმიკოსის ალბერტ ჰოფმანის მიერ 1943 წელს ერგოტის წარმოებულობის შესწავლისას. ჰოფმანის მიერ სესწავლილ 25 ნაერთს შორის მხოლოდ d-დიეთილამიდი დიზერგინის მჯავას გააჩნია ჰალუცინოგენური აქტივობა.

ვირთაგვებზე ცდების დროს ალბერტს შემთხვევით ხელზე დაებნა ლაპორატორიული ნივთიერების მცირე რაოდენობა, LSD-25 სწრაფად შეიწოვა კანიდან და ჰოფმანი იძულებული გახდა სასწრაფოდ შეეწყვიტა მუშაობა. აი როგორ აღწერს იგი საკუთარ შეგრძნებებს: “დაახლოებით 12 საათზე წავედი სახლში, ვგრძნობდი უჩვეულო გამოცოცხლებას, მსუბუქ თავბრუსხვევას. სახლში წამოვწექი და ჩავიძირე ძილზე სასიამოვნო მდგომარეობაში, გაძლიერებულ წარმოდგენებში. მდგომარეობა წააგავს ძილს. მე ვიწექი დახუჭული თვალებით და ვაკვირდებოდი, ჩემი ცნობიერების ჩვეული სახეები თანდათან როგორ გარდაიქმნებოდა ფანტასტიკური სურათების უჩვეულო ნაკადად, უჩვეულო გეომეტრიულ ფორმებად ნათელი კალეიდოსკოპიურობით”. ჰოფმანი მიხვდა, რომ მისი განცდილი წარმოდგენს ახალი რეაქტივის კანზე მოხვედრის შედეგს და გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს ვარაუდი.

პირველი ექსპერიმენტის დროს მან მიიღო 250მგ ნივთიერება(შარშია ამ დოზით 1 ბატალიონი ამაღლდება biggrin.gif). არნგარიშის ჯურნალში იგი აღნიშნავს: “გამოვლინდა თავბრუსხვევა, აგძნება და მოუსვენრობა, აღქმის დარღვევა, დამბლის სიმპტომები, სიცილის ძლიერი სურვილი, ხელახლა დაბადების შეგრძნება და ბედნიერება”. ამ მომენტში პრეპარატის მოქმედება იმდენად გაძლიერდა, რომ მეცნიერმა ვერ შეძლო წერის გაგრძელება. კვლევაში მონაწილე ასისტენტმა ჰოფმანი გააცილა სახლში. შემდგომი ანგარიში მან დაწერა უკვე ისტორიაში პირველი “LSD-ტრიპის” დამთავრების შედეგი: “სახლისაკენ მიმავალ გზაზე ჩემმა მდგომარეობამ მიიღო სახიფათო სახე. ყველაფერი რაც ხდებოდა ჩემი მხედველობის ველში, აღიქმებოდა როგორც მრუდე სარკეში არეკლილი. სახლში მისვლისას მე ძლივს ვთხოვე ასისტენტს გამოეძახა ექიმი… ამის შემდეგ ჩემს გარშემო არსებული გარემო შეიცვალა: ყველაფერმა ჩემს ოთახში მიიღო გროტესტიკული, შემაშინებელი ფორმა. ყველაფერი ტრიალებდა, ყველაფერი მუდმივად მოძრაობდა, ყველაფერი გახდა სულიერი. საგნები მოძრაობდა, თითქოს ყველაფერი შეიპყრო მოუთმენლობამ. ჩემმა მეზობელმა ქალმა მომიტანა რძე. იგი ძლივს ვიცანი. იგი უკვე აღარ იყო ქალბატონი არამედ გახდა ბოროტი ალქაჯი ფერად ნიღაბში. მისი გამოჩენის მომენტში მე შევშინდი და ვეცადე დავმალულიყავი საწოლის ქვეშ, მაგრამ საწოლმა არ შემიშვა…”
ამ ყველაფირს შემდეგ ჰოფმანმა აღნიშნა რომ მაინც მოეწონა LSD-ს ეფექტი.
პირველი ექსპერიმენტების შედეგებმა ალბერტს მისცა საფუძველი ევარაუდა, რომ პრეპარატს შესწევს უნარი შეარყიოს პაციენტის პიროვნების, მისი ცნობიერების დაცვითი მექანიზმები და არაცნობიერის ნაკადს მისცეს საშუალება შეაღწიოს ფსიქიკით კონტორლირებულ მიდამოში.

Go to the top of the page
 
+Quote Post
4 Pages V  « < 2 3 4  
Start new topic
Replies (60 - 63)
kkaatt
post Apr 7 2019, 10:02 AM
Post #61


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 7-April 19
Member No.: 7,821

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Liri @ Dec 27 2016, 03:31 AM) *
აქტუალური კი არის, თეორიულ დონეზე ) ისე რასაც გადავხედე დილეტანტები არიან 99 %... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ))

ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო სანამ დალევ თან ძალიან.ფსიქოლოგიურად თუ მზად ხარ და მარტო კაიფი გინდა მაშინ კაიფის ფეიერვერკია პირდაპირი გაგებით.არ მიაქციო ყურადღება რაც შენს გარშემო ხედავ და გახსოვდეს რომ კაიფში ხარ ..
Go to the top of the page
 
+Quote Post
jarmen
post May 7 2019, 05:59 PM
Post #62


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://youtu.be/f22z02qlLes ამ აუდიოწიგნში სულიერი სწავლებების 28 წლიანი სტაჟის მიმდევარი ყვება საკუთარ ისტორიას, მათ შორის ეხება ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ფსიქოდელურ საშუალებებს. ემდიემეი, ექსტაზი, სოკო...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Worldabove
post Dec 6 2023, 12:29 PM
Post #63


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 15
Joined: 1-December 23
Member No.: 8,147

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საერთოდ მიკვირს რატომ იღებენ ადამიანები ამ საშუნელებებს. რატომ უნდა შესწირო შენი ცხოვრება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა წამიერ სიამოვნებას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Dec 6 2023, 08:05 PM
Post #64


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,136
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Worldabove
ალბათ ძიება იმისა, რომ ამ გზით შეიძლება რამე ნახონ, რამე უცნაური. სინამდვილეში ბინდი მოიცავთ, სინამდვილეში კეტავენ ინფორმაციის ველს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
10 User(s) are reading this topic (10 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th May 2024 - 06:44 AM