Lu Jong |
Lu Jong |
Jun 14 2013, 04:24 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 7 Joined: 19-August 12 Member No.: 6,876 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ტიბეტურად „ლუ“ აღნიშნავს „სხეულს“ „ჯონგ“ კი „გარდაქმნის/სწავლის საშუალებას“. ეს ყოვლისმომცველი პრაქტიკა მოდის ვაჯრაიანას ტრადიციიდან, და შემუშავებულ იქნა დაახლოებით 8000 წლის წინ. ორიგინალური ვარჯიშები, გადმოცემული ზეპირ ფორმებში განკუთვნილი იყო განდეგილობაში მყოფი ბერებისა და იოგებისთვის, სხეულის და გონების გასაჯანსაღებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ბუნებაზე დაკვირვება, ხუთი სტიქიის ელემენტის გაგება (წყლის, მიწის, ცეცხლის ქარის და სივრცის), და ცნობიერების სუნთქვასთან ურთიერთქმედების ცოდნა დაეხმარათ ამ ვარჯიშების შემუშავებაში. ლუ ჯონგი ყველა ასაკის და მომზადების ადამიანისთვისაა, ვარჯიშები მიმართულია ძირითადად ხერხემლის მოძრაობებზე, ენერგეტიკული არხების გაწმენდასა და შინაგანი ქარების ჰარმონიზაციისკენ. ტიბეტურ მედიცინაში ყველა დაავადება განიხილება როგორც დისბალანსი ნაღველის, ქარი და ლორწოსი. ეს სამი პრინციპი, ანუ ენერგია (желчь, ветер и слизь) თავისწილად შედგება ხუთი ელემენტისაგან. და ასრულებენ ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ფუნქციებს. ისინი ქმნიან გრძნობით სისტემას, რომელიც აკავშირებს ფიზიკურ სხეულს უფრო ნატიფ განზომილებებთან. ჩვენ ავად ვხდებით მაშინ, როდესაც ამ ხუთი ელემენტის და სამი სასიცოცხლოდ საჭირო სითხეების ბალანსები დარღვეულია. ლუ ჯონგის ვარჯიშები შედგება: 5 ძირითადი ვარჯიშისგან 5 ელემენტის დასაბალანსებლად; 5 ვარჯიში სხეულის 5 ნაწილის მოძრაობისათვის; 5 ვარჯიში სასიცოცხლო მნიშვნელობის 5 ორგანოს ფუნქციონირებისთვის; 8 ვარჯიში 8 ყველაზე გავრცელებული დაავადების პროფილაქტიკისათვის. http://www.lujong-yoga.at/en/Lu_Jong.html |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 17th June 2024 - 10:34 AM |