IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ფსიქოლოგიური ტესტი
narilla
post Dec 3 2012, 07:18 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემას შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ მე ეს მაწუხებს, მაწუხებს სხვა ადამიანების ბედი, ჩვენი დამოკიდებულება სხვების მიმართ, არ მსიამოვნებს სხვათა "დაკონსერვებული" აზრების ბრმად გაზიარების ტენდენცია, არ მსიამოვნებს დილეტანტიზმი და საკითხში ფსევდო-ეზოთერიკულ-ინტელექტუალური დასკვნების გაკეთების ფაქტები, არ მსიამოვნებს სხვათა შეზღუდვა იმის გამო, რო არის ჰიპერაქტიური, ან იმის გამო, რო არის ახლადდარეგისტრირებული.

ძალიან არ მსიამოვნებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ სხვის აზრებს დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას ვანიჭებთ. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ამ აზრებს, იმათზე, ვისაც ეხება ის, დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და სხვა თუ არაფერი, ერთის მხრივ, თანაფორუმელების დამოკიდებულებაში ერთგვარი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მეორეს მხრივ, თავად ამ ადამიანებს ეცვლებათ საკუთარ თავზე წარმოდგენა. ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ემოციურად მიიღებენ სხვათა ამ შეფასებებს, მით უფრო მტკივნეული იქნება საკუთარ თავთან ყოველივე ამის დაკავშირება.

მე კარგად მესმის, რომ ადამიანს სჭირდება და თავად მასშივე დევს ის ტენდენცია, რასაც საკუთარი სახელის (დავარქვათ ამას თუნდაც ავტორიტეტი) დაცვა ჰქვია, მაგრამ, მოდით, ცოტახნით დავივიწყოთ ერთგვარი სიამაყის გრძნობა და არ დაემსგავსოს ისეთ დიალოგს ჩვენი ურთიერთობა, სადაც ყოველი მხარე შეეცდება მაქსიმალურად შეტევაზე გადასვლას.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ყოველი ჩვენთაგანი არის „უმაღლესი ღირებულების მატარებელი არსება“ და ამავე დროს ის თავისი არსით უნიკალურია, ხოლო მისი შეფასებისას ჩვენ არ გვჭირდება რაიმე ჩარჩოს მოშველიება და სტერეოტიპული კლიშეების გამოძებნა. რადგან ამას ჩვენ მივყავართ, ცნობიერად თუ არაცნობირად, ნებით თუ უნებლიედ, სხვისი პიროვნების დაბალი თვითშეფასების დამკვიდრებასთან და მის მორალურ შეზღუდვასთან.
ეს რეალობაა და გამოფხიზლების საჭიროება არსებობს ამ რეალობას (ვირტუალურს, თუმცა არა მხოლოდ) რომ შევხედოთ ჯანსაღი მზერით და არა ეზოთერიკული სათვალეებით... wink.gif

მე განზრახ არ დავაკონკრეტებ საკუთრივ იმ მაგალითებს და იმ შემთხვევებს, რომლებსაც ვაწყდები, რადგან არ მიმაჩნია საჭოროდ, ამ საკითხის ზედმეტი კონკრეტულობით გადამძიმება. შემოვიფარგლები ჩემი პოზიციის დაფიქსირებით და აღნიშნულ თემაზე ჩემი დაკვირვებით.

ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ საიდანღაც, ცხოვრების რომელიღაცა ეტაპიდან მოვდივართ და გამიხარდება, თუ ყოველთვის ვიქნებით კორექტულები ერთმანეთის მიმართ.
ბევრს აღარ გავაგრძელებ, რადგან მსურს ყველას დავუტოვო მეტი თავისუფალი სააზროვნო სივრცე!

ახლა კი გთავაზობთ ერთგვარ ფსიქოლოგიური ტესტს, რომელიც დაგვეხმარება საკუტარი თავის უკეთ დანახვაში.. მე დაგიწერთ ამის ინსტრუქციას. შეგიძლიათ აქაც დააფიქსიროთ თქვენი მონაცემები, შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ და რაც მთვარაია, ეს ტესტი ადამიანს ეხმარება საკუთარ თავთან/თავზე მუშაობაში _ იმ თვისებების წინა პლანზე წამოწევაში, რომელიც დადებითია და სასარგებლო ჩვენი სულიერი და პიროვნული წინსვლისთვის და ამავე დროს შესაძლებელია იმ თვისებების დაძლევა, რომელთაც ჩვენ საჭიროდ არ ვთვლით და რომელიც ხელისშემშლელიც კი არის საკუთარი თავის უკეთესი კუთხით გასავითარებლად.

მაშ ასე, პირველ ეტაპზე ვწერთ 5 სიტყვას/ფრაზას/წინადადებას საკუთარ თავზე, რომლებიც ამომწურავად უნდა ახასიათებდნენ ჩვენს თავს. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ:

აქტიურობა/ვცდილობ ვიყო აქტიური/მე აქტიური ადამიანი ვარ

მოკლედ, როგორც გენებოთ, ისე გამოთქვით ეს თვისებები

მეორე ეტაპზე, როცა ამ თვისებებს ჩამოწერთ, მიუწერეთ მათ თავიანთი ანტონიმები. შეიძლება მოხდეს ისე, რო მათ ზუსტი ანტონიმები ვერ მოვუძებნოთ, მაგრამ მიახლოებით შესაძლებელია მათი დაწერა.

დაბოლოს, მესამე ეტაპი: თითოეულ (10-ვე) თვისებას მიუწერეთ + - შეფასება, იმის გათვალისწინებით რომელ თვისებასაც ჩათვლით დადებითად და რომელს _ უარყოფითად.

ეს თვისებები თავიანთი საპირისპირო თვისებებით არის ჩვენი ნაწილი, მხოლოდ იმგვარადაა წარმოდგენილი ჩვენში, რამდენადაც მათ ვავლენთ მეტ-ნაკლები უკიდურესობით. მას შემდეგ, რაც მოვახდენთ მათ შეფასებას +- ნიშნით, ჩვენ ვიწყებთ ამ თვისებებზე „მუშაობას“ და ვცდილობთ მათ მოდიფიკაციას.

გახსოვდეთ! ჩვენ, პირველ რიგში, ვართ თვითმოდიფიცირებადი სუბიექტები და შემდეგ ვექვემდებარებით სხვათა ზეგავლენას.


სიყვარულითა და პატივისცემით ნარილა!


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Dec 3 2012, 09:53 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვახ რაღაცაშია საქმე...

QUOTE
არ მსიამოვნებს სხვათა შეზღუდვა იმის გამო, რო არის ჰიპერაქტიური, ან იმის გამო, რო არის ახზლადდარეგისტრირებული.


აქ ფორუმზე გულისხმობ ე.ი.? ესეთი რამე არ დამიფიქსირებია ჯერ...

გავაკეთე ტესტი და კარგი ადამიანი გამოვედი ძალიან biggrin.gif (ნუ ესეც ვისთვის როგორ, თუმცა მე დადებითად შევაფასებდი საკუთარ თავს, ალაბთ ეს ცუდია ასე რომ ვფიქრობ, მაგრამ რას ვიზამთ... რას მირჩევ შევცვალო საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება?)

რამ გიბიძგა ამ თემის გახსნისკენ?


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
kindatma
post Dec 3 2012, 11:04 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 752
Joined: 25-March 12
From: თბილისი
Member No.: 6,765

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



good.gif დიახ! მადლობა ნარილლ!!


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Dec 3 2012, 11:09 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'chemikerin' date='Dec 3 2012, 09:53 PM' post='84904'
ვახ რაღაცაშია საქმე...


QUOTE
აქ ფორუმზე გულისხმობ ე.ი.? ესეთი რამე არ დამიფიქსირებია ჯერ...


ზოგადად ყველგან არის ეს ტენდენცია

QUOTE
გავაკეთე ტესტი და კარგი ადამიანი გამოვედი ძალიან biggrin.gif ნუ ესეც ვისთვის როგორ, თუმცა მე დადებითად შევაფასებდი საკუთარ თავს, ალაბთ ეს ცუდია ასე რომ ვფიქრობ, მაგრამ რას ვიზამთ...
რატომ გგონია რო ცუდია შენი თავის დადებითად შეფასება?

QUOTE
რას მირჩევ შევცვალო საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება?



შენ ტესტი გააკეთე და შედეგებს, რაც ამ ტესტის გაკეთების შემდეგ მიიღე, თავად მიანიჭე ინტერპრეტაცია _ ეს მთლიანად შენზეა დამოკიდებული. მე რატო მეკითხები?



QUOTE
რამ გიბიძგა ამ თემის გახსნისკენ?


იმან მიბიძგა, რაც შესავალშივე დავწერე. იქ ყველაფერი დავწერე, რაც საჭიროდ ჩავთვალე smile.gif


მადლობა ტესტის გაკეთებისთვის! bf_nonew.gif



--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Dec 3 2012, 11:10 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kindatma @ Dec 3 2012, 11:04 PM) *
good.gif დიახ! მადლობა ნარილლ!!



მადლობა შენ angelchik.gif kiss1.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Dec 3 2012, 11:40 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla
QUOTE
რატომ გგონია რო ცუდია შენი თავის დადებითად შეფასება?
უბრალოდ ვივარაუდე:
QUOTE
ალაბთ ეს ცუდია ასე რომ ვფიქრობ


QUOTE
ზოგადად ყველგან არის ეს ტენდენცია


მე მაინც მგონია, რომ აქ ეს ტენდენცია არ არის... კონკრეტულ მაგალითს ვერ ვხედავ და არც შენ გვეუბნები, თუმცა ხედავ...

კარგი ტესტი იყო ისე smile.gif


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jul 13 2013, 09:12 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან სახალისო ფსიქოლოგიური ტესტები http://mebonia.com/testebi/kokologia-fsiqo...-tamashebi.html
დარეგისტრირდით და მაილზე მოგივათ კითხვები და პასუხებიც. smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jan 23 2014, 04:59 PM
Post #8


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზემოთ რაები წერია არ წამიკითხავს მე უბრალოდ ფსიქოლოგიურ ტესტს დავდებ რომელიც ასევე ბოლომდე არ წამიკითხია biggrin.gif
მე მარტო რა შედეგი მივიღე ის წავიკითხე და მესიამოვნა თუ როგორი "გამოვედი"
ჯერ ფოტოს შეხედეთ მერე რაც პასუხი მოგივათ ის წაიკითხეთ




როგორია თქვენი ფსიქოლოგიური ნატურა (ტესტი)

გთავაზობთ ტესტს, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას განსაზღვრავს. აირჩიეთ გამოსახულება, რომელიც მოგწონთ ფერით და ფორმით. ე.ი შენ ხარ...

1 უპრობლემო, მოთამაშე. მხიარული ცხოვრება თქვენთის თავისუფლებაა, ყოველი წუთით ხარობთ. თქვენი დევიზია „ვცხოვრობთ ერთხელ“. გიყვართ სიახლეები და ცვლილებები. ვერ იტანთ შებოჭილობის შეგრძნებას და გიხარიათ ცხოვრების ყოველი სიურპრიზი.

2 დამოუკიდებელი, პირობითობის უარმყოფელი, უშუალო. თქვენ ყოველთვის მიდიხართ თქვენი გზით და ვერ იტანთ ხელისშემშლელ პირობებს, რომელიც აფერხებს თქვენს დამოუკიდებლობას. ხართ არტისტული ნატურა. ხშირად, შინაგანი თავისუფლების მოსაპოვებლად უნებლიედ იქცევით ყველასგან განსხვავებულად, ამიტომ თქვენთვის არ არის მთავარი ის, რაც „ახლა მოდაშია“. ცხოვრობთ საკუთარი წარმოდგენებით, რის გამოც ზოგჯერ „დინების საწინააღმდეგოდ ცურვა“ გიწევთ.

3 გახასიათებთ თვითანალიზი და დაფიქრება. მგრძნობიარე ადამიანი ხართ. არ გიყვართ ზედაპირულობა. უაზრო ლაპარაკს გირჩევნიათ თქვენს თავში ჩაიკეტოთ. მიუხედავად ამისა, მეგობრებთან გახსნილი და თბილი დამოკიდებულება გაქვთ. ეს გაძლევთ შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნებას. იშვიათად ხართ მოწყენილი.

4 ცხოვრებისეული, გაწონასწორებული, ჰარმონიული აფასებთ ბუნებრიობას და უბრალოებას. ადამიანები თქვენთან კომფორტულად გრძნობენ თავას, რადგან მყარად დგახართ ფეხზე და სხებისთვისაც საიმედო დასაყრდენი ხართ. სკეპტიკურად ხართ განწყობილი მოდის მიმართ. გიყვართ პრაქტიკული ტანსაცმელი. კეთილი და თბილი ადამიანი ხართ.

5 პრაგმატული, პროფესიონალი, საკუთარ ძალებში დაჯერებული. გჯერათ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების და არასოდეს ბედისწერის. უბრალო მეთოდებით წყვეტთ პრობლემებს. რეალურად უყურებთ ცხოვრებას და ყოველდღიურ საზრუნავს. არასოდეს ტოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე.

6 მშვიდობისმოყვარე, სამართლიანი, არააგრესიული. თქვენთან ურთიერთობა იოლია, თუმცა ძალიან ფრთხილი ხართ. მეგობრების წრეში თავს კარგად გრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ აუცილებლად გჭირდებათ განმარტოვებაც, რის გამოც ხშირად „იმალებით“ თქვენთვის საყვარელ ადგილებში. მიუხედავად ყველაფრისა, თავს მარტოსულად არ გრძნობთ, სამყაროსთან ხართ ჰარმონიაში და აფასებთ რასაც ცხოვრება გაძლევთ.

7 საკუთარ თავში დარწმუნებული, ანალიზის უნარის მქონე, ვისაც შეიძლება დაეყრდნო. თქვენი ცხოვრების მთავარი თანამგზავრია კულტურა. უნარი გაქვთ დაინახოთ და შეაფასოთ ისეთი რამ, რასაც სხვა ვერ ხედავს და რაც შეიძლება ნამდვილ ფასეულობას წარმოადგენდეს. გაქვთ ცხოვრების საკუთარი სტილი - ექსკლუზიური და ელეგანტური.

8 რომანტიული, მეოცნებე, ემოციური. ხართ ძალიან მგრძნობიარე ნატურა. თქვენთვის მთავარია რას გეუბნებათ გრძნობა და არა გონება, მთავარია გქონდეთ ოცნება. არ გაინტერესებთ ის ადამიანები, რომლებიც უარყოფენ რომანტიზმს და ეყრდნობიან მხოლოდ გონებას.

9 დინამიური, აქტიური, ექსტრავაგანტური. ვერ იტანთ ერთფეროვნებას. გიყვართ მოძრაობა, რისკი მრავალფეროვნება. უმოქმედობა თქვენთვის წარმოუდგენელია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jan 24 2014, 11:46 PM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano

good.gif კარგი ტესტია


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 26 2014, 11:10 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაწერეთ თქვენი ტესტის შედეგი. მე გამომივიდა 3 biggrin.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jan 26 2014, 11:20 PM
Post #11


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოტა უფრო რთული ტესტები დადეთ.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jan 26 2014, 11:52 PM
Post #12


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla
QUOTE
ცოტა უფრო რთული ტესტები დადეთ.

იცით რომ ძალიან მარტივი ტესტებით კეთდება საკმაოდ რთული ფსიქ. პორტრეტი?
ტესტებში ფილოსოფიური წიაღსვლების გარეშე
ერთხელ გავიარე რაღაცით მსგავსი ტესტების ნაკრები და მერე მითხრეს რომ ამ ტესტებს იყენებენ *(&^ ქვეყნის სპეცსამსახურები კადრების ასარჩევად kos.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 27 2014, 12:47 AM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე 1 მაგრამ მეორე არჩევანს 4-საც ვიტყოდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jan 27 2014, 02:47 PM
Post #14


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავიდან 5, მერე მე-7 მოვკარი თვალი და ეგ გადავწყვიტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Anna Dark
post Jan 27 2014, 09:18 PM
Post #15


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 112
Joined: 14-September 10
Member No.: 6,266

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე-3. სხვა ნახატებმა დიდად ვერ მიმიზიდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jan 28 2014, 09:30 PM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
იცით რომ ძალიან მარტივი ტესტებით კეთდება საკმაოდ რთული ფსიქ. პორტრეტი?
ტესტებში ფილოსოფიური წიაღსვლების გარეშე
ფილოსოფოსობა საღი აზროვნება და აზროვნების მაღალ სტანდარტებთან ახლოს ყოფნაა. მას გვერდს ვერ აუვლის ვერავინ, ვისაც უბრალოდ აზროვნება სურს bf_nonew.gif

QUOTE
ერთხელ გავიარე რაღაცით მსგავსი ტესტების ნაკრები და მერე მითხრეს რომ ამ ტესტებს იყენებენ *(&^ ქვეყნის სპეცსამსახურები კადრების ასარჩევად kos.gif


შეგიძლია შემოგვთავაზო რაიმე ტექსტი, თუნდაც სპეცსამსახურების კადრების ასარჩევი, ან რაიმე სხვა smile.gif

კარგი იქნება თუ ჯგუფში გასაკეთებელ ფსიქოლოგიურ ტესტს შემოგვთავაზებს ვინმე.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 29 2014, 08:16 AM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც მიყვარს ტესტები, დადეთ ვინ რა იცით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 8 2014, 12:37 AM
Post #18


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ ვიოვე საინტერესო ფეისბუკის მოაზროვნეთა გვერდზე



ფსიქოლოგიური ტესტი

"პირველ რიგში აირჩიეთ სასურველი სურათი და შემდეგ წაიკითხეთ შესაბამისი ტექსტი"

___________________________________________

პირველი:
ხშირად ამ სურათს ის ადამიანები ირჩევენ, ვინც ცხოვრების ამ ეტაპზე
საკუთარი თავით არიან უკმაყოფილონი, უნდათ რაღაცის შეცვლა უკეთესობისკენ
"იქ ყველაფერი არის ბედნიერებისთვის, მაგრამ მე არ ვარ და ეს იმას
ნიშნავს, რომ მე იქ აუცილებლად ვიქნები."
აი დევიზი, რომლითაც ისინი მოქმედებენ ძირითადი მახასიათებელი ამ ხალხის
არის ცნობისმოყვარეობა, სიმამაცე და ინტერესი ყველაფერ ახლის მიმართ, ისინი
მთელი გულით ელოდებიან რაღაცის შეცვლას და ძალიან მალე ითვისებენ ახალ
ინფორმაციებს. არასოდეს აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ყფველაფერს
ეჭვის ქვეშ აყენებს და ფრიად მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საკითხი ბოლო
მომენტში გადაწყვიტოს.

_________________________________________

მეორე:
საერთოდ ეს ხალხი ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი და აუღელვებელია. ხელი
ჩაიქნიოს დაწყებულ საქმეზე და თქვას "მაინც არაფერ გამომივა" არ არის მათი სტილი.
ისინი ყოველთვის აღწევენ მიზანს ნელ-ნელა
ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად დასასრულს აუცილებლად უახლოვდებიან, რაღაცით
გზის დაგებას გავს მათი ცხოვრება იწყებ და აუცილებლად ამთავრებ, ამ მახასიათებლის გამო, ისინი ხშირად თავიანთი საქმის პროფესიონალები ხდებიან.
"იმპრვიზაციისა" და "ექსპრომტის" გაგონებისას ისინი უშნოდ იჭყანებიან,
მათი გადმოსახედიდან ცხოვრებას იმ შემთხვევაში აიწყობ, თუ გეგმის მიხედვით იმოქმედებ. ძალიან სტაბილურები არიან; ცდილობენ, სამუდამო იყოს მათი განლაგება და წყობა. უყვარს ლოგიკურად მსჯელობა და ვერ იტანს ნებისმიერ ცვლილებას ცხოვრებაში, ასევე არ უყვართ სურპრიზები და კორექტირების შეტანა
მათ ცხოვრებაში, როცა ვინმე ერევა და რაიმეს ასწავლის.
_________________________________________

მესამე: დაბადებიდან ორიგინალური, განსხვავებლი და კრეატიული. ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება უყვართ, თან თავისებურად.
ამ ხალხს შორის, ხშირად გამოერევა ქარიზმატული ადამიანებიც, ისინი ძალიან მალე გამოდიან წყობიდან, მათი ხასიათი კი იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე დოლარის კურსი. არიან შესანიშნავი ორატორები, რომლებიც მზად არიან იდეების გაცვლისთვის ნებისმიერ წამს. ხშირად მათი არ ესმით, მაგრამ არასოდეს
წყვეტენ ისეთი ადამიანების ძებნას, ვინც მათ გაუგებს და ისეთს მიიღებს, როგორებიც არიან, მშობლებთან კონფლიქტი ყოველთვის მშვიდად ჩაივლიდა, თუ რა თქმა უნდა ისინი ახალს არ მოიფიქრებდნენ რაიმეს, მათთვის სასიამოვნოს და მშობლებისთვის მიუღებელს, მაგ: ყურის გახვრეტა ოთხჯერ და ა.შ
_________________________________________

მეოთხე: ზამთარში თუ ზაფხულში, არ აქვს მნიშვნელობა ცივა თუ ცხელა ეს ადამიანები შემოსილი არიან ყვითელ ლიდერის მაისურში, ეს ხალხი არის ნამდვილი ენერგოვამპირები, მაგრამ ელემენტებისგან განსხვავებით ამ ხალხს თავმოყვარეობა და მორიდება გააჩნია, არიან ძალიან ამბიციურები და იციან რა უნდათ, მეტიც, მათ ისიც იციან როგორ მიაღწიონ სასურველ მიზანს. სამსახურში ძალიან უყვართ, ბევრს კი მის მიმართ შური და ბოღმა გააჩნია, ხშირად ამბობენ რომ:
არსებობს ორი გადმოსახედი არასწორი და მათი !
არიან ძალიან კატეგორიულები, ძლიერი პიროვნებები და საშიში კონკურენტები, ხანდახან გვგონია რომ სისხლთან ერთად მათ მიმოქცევაში ჯინიანობაც დაჰყვებათ.
__________________________________________

მეხუთე: მას ძალიან ნათლად შეუძლია წარმოიდგინოს თავი სხვის ადგილას, მხარში ამოუდგეს გაჭირვებულს, არის კარგი მოტივატორი და იდეოლოგი. მათ ხშირად ახასიათებთ
სიკეთე, თავს ბედნიერად იმ შემტხვევაში გრძნობენ თუ ყველაფერ კარგად არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ირგვლივ მყოფთაც აქვთ. მათ ურჩევნიათ ფიცხ ადამიანებს დაეთანხმონ და ამით ჩხუბი ჩააქრონ, იმ შემთხვევაშიც, თუ ის არასწორია, შეიძლება ვთქვათ, რომ მათთვის სიწყნარე და სიმშვიდე ძალიან ძვირად ფასობს, 99% დათმობაზე პირველი წავლენ, არ არიან შურიანები და სხვისი ბედნიერება საკუთარივით უხარიათ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 8 2014, 11:08 PM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



3 ვთქვი, მაგრამ არ დაემთხვა. ორატორული ნიჭი ნამდვილად არა მაქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Feb 11 2014, 05:46 PM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი 2
ემთხვევა biggrin.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:14 PM