Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ თვითმკვლელობა

Posted by: sopho Dec 23 2010, 04:25 PM

როგორ აღიქმება ეზოთერულად თვითმკვლელობა ? როგორ ისჯება თვითმკვლელი სული და შემდეგ ცხოვრებაში რა კოსმიური გამოცდების ჩაბარება უწევს ?

Posted by: old_man Dec 23 2010, 05:37 PM

არავითარი დასჯა და ჯოჯოხეთის ცეცხლი )) ეზოთერულად თვითმკვლელობა იმას ნიშნავს, რომ სულმა ვერ ჩააბარა გამოცდა და დროზე ადრე გამოვიდა თამაშიდან. ეს არის დიდი მუხრუჭი და უკანდახევა სულის განვითარების გზაზე. ასეთ სულს აძლევენ საშუალებას განმარტოვდეს, იფიქროს და კარგად გაანალიზოს მის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი. ანახებენ იმ ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც თვითმკვლელობის მაგივრად შეეძლო მიეღო....
მერე დგება საკითხი მისი დედამიწაზე დაბრუნებების შესახებ...და ეძლევა შანსი გადალახოს ის რაც წინა ცხოვრებაში ვერ შეძლო.

Posted by: Existence Dec 23 2010, 06:46 PM

QUOTE(old_man @ 23rd December 2010 - 05:37 PM) *
არავითარი დასჯა და ჯოჯოხეთის ცეცხლი


ძალიან ოპსტიმისტური შეხედულება გაქვს ცოტა მაიკლ ნიუტონის გავლენაც იგრძნობა ,საერთოდ ნიუტონის მეთოდი, როგორც იგი იღებდა იმფორმაციას ყველა ჩემი აზრით სერიოზული ექსტრასენსის მიერ არის დაწუნებული და მეც აბსოლუტურად ვეთანხმები მათ რადგან იმფორმაცია მოდის ეწ. ბუტერბროდივით ( ანუ სუფთა იმფორმაცია ცვლის დაბინძურებულს) ყველაზე კარგ შემშხვევაში ისიც.

შენ რატომრაც გავიწყდება დაბალი ასტრალი და არამარტო ასტრალი ,
თუ გსმენია ქართველი ჩემი აზრით საქართველოში ერთადერთი სერიოზული ექსტრასენსის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ვგულისხმობ ვლადიმერ ბენაიძეს მას ძალიან კარგად აქვს დაწერილი მის წიგნში :
QUOTE
მეთოდოლოგია და მეთოდიკა კარმის დიაგნოსტიკის ეზოთერული ქრისტიანობის პოზიციიდან.

სადაც ნათლად ჩანს ენერგოიმფორმაციულ დონეზე როგორ ხდება სულის განწმენდა .

sopho

თვით მკვლელობის მიზეზია ადამიანის თავის გაცნობიერება არა როგორც საკუთარ ღვთიურთან ანუ ღმერთთან, რაც მოიცავს ყველას და ყველაფერს არამედ იდენტიფიკაცია მიწიერთან ანუ მხოლოდ ნაწილთან. რაც ნიშნავს ტრანსცედენტური სიყვერულის მაგივრათ იდენტიფიკაცია მხოლოდ მიწიერ სიყვარულთან თუნდაც ყველაზე სათუთ მორმეფში გამოხატულთან.

თუ დავუკვირდებით ჩვენ ამას ღრმათ, როგორც ეგოს გვქონდა რაღაც მოთხოვნები სამყაროსადმი და ის არ დაკმაყოფილდა ამიტომ მოვიქეცით სამყაროს სხეულზე როგორც კიბოს უჯრედივით.
ზუსტად როგორ რეინკარნაციას განიცდის სულ შემდეგ ცხოვრებაში ეს არავინ არ იცის.
სულიერი სფეროს მკვლევარების მიერ მე როგორც ვიცი ბევრი თვით მკვლელი სული იბადება როგორც ფსიქიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში რაც ლოგიკურიცაა რადგან ეგო ამ შემთხვევასი გამოხატულია როგორც აბსოლუტი.


Posted by: Emigranti Dec 23 2010, 07:13 PM

QUOTE(sopho @ Dec 23 2010, 04:25 PM) *
როგორ აღიქმება ეზოთერულად თვითმკვლელობა ? როგორ ისჯება თვითმკვლელი სული და შემდეგ ცხოვრებაში რა კოსმიური გამოცდების ჩაბარება უწევს ?
გააჩნია კონკრეტულად რა სიტუაციაზეა საუბარი, რა თემაზე და ა.შ. მაგრამ ზოგადად ასეა: თვითმკვლელი = მკვლელს. ამიტომ ყველამ უნდა ვისწავლოთ მიუტევოთ არა მხოლოდ სხვას, არამედ ასევე საკუთარ თავსაც. შემდეგი ცხოვრების სიტუაციაც ასე იქნება შექმნილი, რომ ადამიანმა ეს ისწავლოს. მას შეიძლება შეუქმნან რაღაც პრობლემები, რომლებიც მანამდე არ შეწყდება სანამ თვითმიტევებას არ ისწავლის და ა.შ.

Posted by: ირმა Dec 23 2010, 08:15 PM

sopho

QUOTE(annunak @ 23rd December 2010 - 05:25 PM) *
როგორ აღიქმება ეზოთერულად თვითმკვლელობა ? როგორ ისჯება თვითმკვლელი სული და შემდეგ ცხოვრებაში რა კოსმიური გამოცდების ჩაბარება უწევს ?

საკმაოდ სერიოზული შეკითხვაა, რადგან ეს ბევრი ადამიანის პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ადამიანი გამოუვალ მდგომარეობაში ერთადერთ გზას(როგორც ის ფიქრობს),–თვითმკვლელობას ირჩევს. მაგრამ სამწუხაროდ ამით დიდ შეცდომას იდენს.
თვითმკვლელი შემდეგ ინკარნაციაში აუცილებლად მოხვდება მსგავს, გამოუვალ სიტუაციაში.
თვითმკვლელობა სულისათვის ასე ვთქვათ დროის კარგვა და უზომოდ დიდი ტკივილია.
ყველაფერს ჯობია ადამიანი შეებრძოლოს და დაძლიოს ყველა პრობლემა, გადასალახავი ბარიერი, რადგან ის კვლავ წინ დაუხვდება.

Posted by: Atman Dec 23 2010, 09:04 PM

QUOTE(old_man @ 23rd December 2010 - 06:37 PM) *
არავითარი დასჯა და ჯოჯოხეთის ცეცხლი )) ეზოთერულად თვითმკვლელობა იმას ნიშნავს, რომ სულმა ვერ ჩააბარა გამოცდა და დროზე ადრე გამოვიდა თამაშიდან. ეს არის დიდი მუხრუჭი და უკანდახევა სულის განვითარების გზაზე. ასეთ სულს აძლევენ საშუალებას განმარტოვდეს, იფიქროს და კარგად გაანალიზოს მის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი. ანახებენ იმ ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც თვითმკვლელობის მაგივრად შეეძლო მიეღო....
მერე დგება საკითხი მისი დედამიწაზე დაბრუნებების შესახებ...და ეძლევა შანსი გადალახოს ის რაც წინა ცხოვრებაში ვერ შეძლო.


არც ასე მარტივადაა საქმე. გააჩნია რატომ მოიკლა თავი ადამიანმა, რა ვერ გადალახა, რა მდგომარეობაში იყო როცა თავი მოიკლა და ა.შ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მის განვლილ კარმას, მისი ახლობლების და ნათესავების ჩარევის დონეს. განმარტოების და ფიქრის საშუალებას ყველა სულს აძლევენ, მაგრამ დამსჯელი მექანიზმებიც არსებობს (იგულისხმება ტანჯვა, რაც სულმა უნდა გაიაროს), და აქაც ინდივიდუალურია ყველაფერი. თან დასჯა არ უნდა გავიგოთ, როგორც მაინცდამაინც ცუდი რაღაც, ხშირად სწორედ ეს აძლევს სულს დაფიქრების და სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.

Posted by: old_man Dec 23 2010, 10:03 PM

Existence

QUOTE(atman @ 23rd December 2010 - 09:04 PM) *
ძალიან ოპსტიმისტური შეხედულება გაქვს ცოტა მაიკლ ნიუტონის გავლენაც იგრძნობა ,საერთოდ ნიუტონის მეთოდი, როგორც იგი იღებდა იმფორმაციას ყველა ჩემი აზრით სერიოზული ექსტრასენსის მიერ არის დაწუნებული და მეც აბსოლუტურად ვეთანხმები მათ რადგან იმფორმაცია მოდის ეწ. ბუტერბროდივით ( ანუ სუფთა იმფორმაცია ცვლის დაბინძურებულს) ყველაზე კარგ შემშხვევაში ისიც.

კი მაიკლ ნიუტონის გავლენა ჩემზე არის, მაგრამ მე მისი ჰიპნოზის მეთოდი, რითაც ადამიანის ქვეცნობიერში არსებული ინფორმაცია სრულად იხსნება, ჩემთვის საკმაოდ დასაჯერებელია, ვიდრე სხვადასხვა რელიგიური მოძღვრების მიერ გაურკვეველი წყაროებიდან მიღებული თეორიები

Posted by: Existence Dec 23 2010, 10:53 PM

old_man

მე რა მაგალითიც მოგიყვანე ის კონკრეტული პრაქტიკოსი ექსტრასენსის პრაქტიკიდან გამომდინარეა ასევე იმას რომ როდესაც ჰიპნოზით გვინდა გავიგოთ უმაღლესი ჭეშმარიტებები არის ძალიან არასწორი მიდგომა და მოდის უკეთეს შემთხვევაში იმფორმაციები ფენებად როგორც ზევით დავწერე , იზიარებენ ყველა (ჩემი აზრით) სერიოზული ექსტრასენსები , ვგულისხმობ არა ეწ. სილავიკებს (რომლებიც მექანიკურად ყოველგვარი სიღრმისეული გაცნობიერების გარეშე მოქმედებენ და იმაზე კი არ ზრუნავენ რომ საკუთარი შესაძლებლობები ღვთიურისკენ დასაახლოებლად გამოიყენონ თავისთვისაც და სხვებისთვისაც არამედ მექანიკურად საკუთარ შესაძლებლობებს იყენებენ წაღმა უკუღმა ( წაღმა უკუღმასი ვგულისხმობ ადამიანების მექანიკურ განკურნებას ისე რომ მსოფმხედველობას არ უცვლიან და რატომ დაავადნენ არ ეუბნებიან ასევე სხვადასხვა პლანის არსებებთან კონტაქტს და მხოლოდ პირადი ინტერესისთვის სამყაროს კანონზომიერებებში ქექვას ) არამედ ადამიანებს რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს იყენებენ რომ ჩამოყალიბდნენ სულიერ ოსტატებად და სხვებსაც დაეხმარონ ამაში

ასეთ პრაქტიკოსებზე დაყრდნობით და ჩემივე აღქმით მინდა გითხრა რომ მექანიკური ჰიპნოზით ასეთი ღრმა ინფორმაციების მიღება არის სისულელე

შენ რათქმაუნდა გაქვს უფლება ეჭვი შეიტანო თუნდაც ვლადიმერ ბენაიძეში რომელიც მე ზევით ვახსენე და ასევე იმ სხვებშიც რომელებზეც მე ვსაუბრობ და თუ დაგაინტერესებს გვარებსაც გეტყვი.

Posted by: td......... Dec 24 2010, 08:39 AM

ვითმკვლელობას გააჩნია.. შეიძლება გაუცნობიერებლად გააკეთოს ეს აამიანმა, სულიერი აშლილობის დროს, ან მისი ნებს საწინააღმეგოდ, თუ შეპყრობილია, შიძლება თვითმკვლელობა მოწამეობის რანგამდეც ავიდეს, თუ ეს ჩადენილია არა პირადი პრობლემის გარიდების მიზნით, არამედ თვითგანწირვის გამო, ბევრი ასპექტია.. მაგრამ თუ თვიტმკვლელობა ჩადენილია სულმოკლეობით ის უტოლდება მკვლელობას, მაგრამ გაცილებით მძიმე ფორმას, რადგან მკვლელს აქვს საშუალება აქვე, ამავე ცხოვრებაში გაიაზროს, მოინანიოს, გამოასწოროს, თვითმკვლელი ამ შანს ისპობს..

Posted by: sopho Dec 24 2010, 10:07 PM

და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის აზრი, რომ თვითმკვლელი სული შემდეგი ინკარნაციისას ფიზიკური ნაკლით იბადება ?

Posted by: Emigranti Dec 24 2010, 11:43 PM

QUOTE(sopho @ Dec 24 2010, 10:07 PM) *
და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის აზრი, რომ თვითმკვლელი სული შემდეგი ინკარნაციისას ფიზიკური ნაკლით იბადება ?
არამგონია. მინახია ერთი ქალი ვისაც, როგორც რეგრესიისას აღმოჩნდა, წინა ცხოვრებაში თავი მოუკლავს (მაშინ ბიჭი იყო), მაგრამ მასზე ვერანაირი ფიზიკური ნაკლი ვერ შევამჩნიე. გარეგნულად ჩვეულებრივი ქალი იყო.

Posted by: Existence Dec 25 2010, 07:10 PM

sopho

და იქნებ გვითხრა რაში გაინტერესებს ეს ყველაფერი , მოიცა რა თავის მოკვლას აპირებ და გინდა რო შემდეგ ცხოვრებაში ლამაზი დაიბადო ? biggrin.gif

Posted by: sopho Dec 28 2010, 02:08 PM

Existence
არა უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ეს თემა და ინფორმაცია ვერ მოვიძიე

Posted by: Existence Dec 28 2010, 05:53 PM

sopho

QUOTE(annunak @ 28th December 2010 - 02:08 PM) *
Existence
არა უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ეს თემა და ინფორმაცია ვერ მოვიძიე


OK გასაგებია , გეხუმრე smile.gif wink.gif

Posted by: Alpha Jan 4 2011, 01:20 PM

Existence

ციტატა
ძალიან ოპსტიმისტური შეხედულება გაქვს ცოტა მაიკლ ნიუტონის გავლენაც იგრძნობა ,საერთოდ ნიუტონის მეთოდი, როგორც იგი იღებდა იმფორმაციას ყველა ჩემი აზრით სერიოზული ექსტრასენსის მიერ არის დაწუნებული და მეც აბსოლუტურად ვეთანხმები მათ რადგან იმფორმაცია მოდის ეწ. ბუტერბროდივით ( ანუ სუფთა იმფორმაცია ცვლის დაბინძურებულს) ყველაზე კარგ შემშხვევაში ისიც.

და რა უფრო სანდოა, ათასობით პაციენტი, ყველა განსხვავებული სოფლმხედველობით, რომელიც გიპნოზის ქვეშ ერთსა და იმავე ობიექტურ სინამდვილეს ხედავს, თუ 1 ადამიანის არაფრით არ გამაგრებული ინფორმაცია? smile.gif
ერთ ერთ ინფორმაციაში ნიუტონმა ხაზი გაუსვა, რომ როდესაც იკვლელვდა იგი სვავდა "რას ხედავ?" ტიპის შეხითხვებს და არა "ხედავ თუ არა ამას". თანაც ნიუტონი მარტო არ არის, სხვა ფსიქოტერაპევტები, რომლებიც მისი ტექნიკით მოქმედებენ, იგივე ინფორმაციამდე მიდიან smile.gif

თვითმკველებს რაც შეეხება, როგორც მე ვიცი, შემდეგ ცხოვრებაში ისევ იგივე პრობლემის წინაშე იდგებიან, რამაც ამ ცხოვრებაში ასეთი ცუდი ნაბიჯი გადაადგმებინათ, ოღონდ უფრო გართულებული იქნება ყველაფერი(რადგან სულმა შეძლოს გადალახვა)

Posted by: Existence Jan 4 2011, 03:45 PM

Alpha

QUOTE(Alpha @ 4th January 2011 - 01:20 PM) *
1 ადამიანის არაფრით არ გამაგრებული ინფორმაცია?


ცდები ეხლა, სად წაიკითხე რო არაფრით არის გამაგრებული smile.gif , თან თუ ქართველ ექსტრასენსზე მელაპარაკები წიგნი შემიძლია გათხოვო და შენთივითონ ნახავ როგორ მიდის სერიოზულად თუ გინდა რო მიიღო ეგეთ რაღაცეებზე იმფორმაცია მუშაობა და რა დროს ხდება სუფთა იმფორმაციის მიღება .

თან მე ერთ ექსტრასენზე კი არ გელაპრაკები სხვადასხვა ადამიანებზე (ჩემი აზრით მართლა პროფესიონალებზე) სულიერ სფეროს (ანუ ტონკი პლანების) მკვლევარებზე თუ გინდა ჩამოგითვლი გვარებს და მოკლედ ვიცი რაზეც გელაპრაკები biggrin.gif და კამათი კიდე მეზარება ....თუ გინდა ჩემ ტელეფონის ნომერს მოქცემ და უფრო დაწვრილებით აგიხსნი , აქ რო დავიწყო დაწვრილებით საუბარი ვიცი რო კამათი გაგრძელდება და მართლა მეზარება ამ თემაზე კამათი smile.gif smile.gif

QUOTE(Alpha @ 4th January 2011 - 01:20 PM) *
როდესაც იკვლელვდა იგი სვავდა "რას ხედავ?" ტიპის შეხითხვებს და არა "ხედავ თუ არა ამას".


Alpha Alpha ] მაგას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს , როდესაც სულში ხელს აფათურებ ესე მექანიკურად, მოდის იმფორმაცია ბუტერბროდივით ადრეც ვთქვი (ესეც ყველაზე კარგ შემთხვევაში )ანუ ,.. სწორი იმფორმაცია ცვლის იმფორმაციულ ნაგავს ეს იმიტომ რომ ქვეცნობიერს აქვს თავისი დამცავი საშვალება რო არ შეუშვას ან არ ააღებინოს ვისაც გაუხარდება ყველაფერი სულიდან,მითუმეტეს ესეთი დონის იმფორმაცია .(ქვეცნობიერი ''გადის'' სულის სხვადასხვა დონეებზე .

არსებობს ასეთი მცენება ექსტრასენსიკაში полевое саморегуляция და ეს იმაზე უფრო რთული ამბავია ვიდრე დააწვინო კაცი და ჰიპნოზით კითხო, რას ხედავს ან ხედავს თუ არა ამას .

მენდე biggrin.gif



Posted by: tikoroma Jan 11 2011, 02:34 PM

Информация

Information

Informazioni

ფორმაცია



Posted by: Existence Jan 11 2011, 02:36 PM





tikoroma შემიყვარე ასეთი რა მოგივა ჰაააა ? biggrin.gif



Posted by: tikoroma Jan 11 2011, 02:38 PM

laugh.gif კარგი ხარ... ხომ იცი სწორად როგორცაა და რას ერჩი ჩემს ნერვულს სისტემას რომ აზიანებ მაგ სიტყვით, დაწერე სწორად kiss1.gif

Posted by: Existence Jan 11 2011, 03:07 PM

QUOTE(tikoroma @ 11th January 2011 - 02:38 PM) *
რას ერჩი ჩემს ნერვულს სისტემას რომ აზიანებ მაგ სიტყვით


OK OK არ მინდოდა biggrin.gif
აჰა შენს ნერვებს ვუძღვნი გიძღვნი ამ სიმღერას wink.gif http://www.youtube.com/watch?v=6lLs2dC9NaE

Posted by: mata Feb 9 2011, 01:42 PM

ვასაც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი, აი ამ ფილმს უნდა უყუროს



http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=4953&order=1.1&search=%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D

Posted by: anouk Jul 30 2011, 02:29 AM

მეგონა ტავს ვინც იკლავს ის ჯოჯოხეტში და მსგავსში ხვდება, სულაც არ ყოფილა ასე, იგივე სულია როგორც სხვა დანარჩენი

Posted by: vano kazbegi Jul 30 2011, 11:54 AM

მე , პირადა ჩემი თვალის ვნახე ძაღლი თვითონ იკლავდა თავს. შორიდან ვუყურებდი , ძაღლი რაღასნაირად შეწუხებულივით იყო , მის თვალებზე ეწყობოდა ნასრემლები, ისეთი იყო რომ შეგეცოდებოდა. ძაღლი გზაზე მანქანებისკენ იყურებოდა და გამოიარა დიდმა ბორბლებიანი მანქანამ და შიგ თვითონ შეუვარდა .... ასე დაასრულა თავი ცხოვრება.
მე მის აურას რომ ვაკვირდებოდი - ნაპერწკლებივით და მოელვარესავით თითქოს ძაღლის ფორმის ორეული ამიაგდოო და ელვისებურად გამოასხივა -მოყვითალო და მიისფრო მოწითალო ფრად. გამოჩნდა ბურთულასმაგვარი ღრუბლისფერი მაგვარი მოელვარე ნაპერწკლები და წიმერად გაიქროლასავით . მისი სისხლი კი მოელვარე მოყვითალო ოდნავ წითელ მწვანეში გადადიოდა. ასხივებდა მიწაც თავიცივე ნაწილაკებით - სისხლის აურა და მიწის აურაში ირეოდა ნაწილაკები და ფერადოვანი მოლივლივე ბოლვას მომაგონებდა. ბევრი არ ვისი სახელწოდებები ვერ ვწერს . მიახლოვებით ავღწერე.
თვითმკვლელობის დახასიათებას ვერ დავწერ მაგრამ - ყველას სიკვდილი რომ უწერია - თავის წესი და ცხოვრება ააქვს. სამწუხაროდ ადამიანის მაგვარი ფორმის სული არ მინახავს.

Posted by: თამარი Aug 8 2011, 10:41 PM

ციტატა(mata @ 9th February 2011 - 01:42 PM) *
ვასაც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი, აი ამ ფილმს უნდა უყუროს

mata

აბა კარგად, დაკვირვებით წაიკითხე ფილმის ანოტაცია?

ნ-ნი ნადი გადაწყვეტს წასვლას ამ ცხოვრებიდან და... ე ძ ე ბ ს პიროვნებას, ვინც დაეხმარება ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში!
ის არ იკლავს თავს...
ის ეძებს მკვლელს!

ეს ორი სრულიად სხვადასხვა მომენტია!

არ ვიცი, რამდენად დაიჯერებთ ჩემს ნათქვამს (მე ხომ თქვენ ვინმეს წწიგნებიდან არ გესაუბრებით?!), მაგრამ... თვითმკვლელის სული აღარასოდეს რეინკარნირდება!
ის განადგურებას ექვემდებარება!
ასეთი დიდი გადარჩევა იყო 1999 წლის 19 იანვარს, როცა ძაააალიან ბევრი სული განადგურდა!

ასეთივე განადგურებას ექვემდებარება შავი და მუქი რუხი აურის მქონე პირები.

მათი აურა შავდება, თუკი ვერცერთ ცოცხალ პლანეტაზე ვერ დააგროვებენ ”+” ქულებს... ანუ ვერ ჩაიდენენ სიკეთეს, არ ექნებათ სიყვარულის დიდი უნარი, არ შეეძლებათ მიტევება!

ასე რომ... კატეგორიულად გაფრთხილებთ: ნურც კი ფიქრობთ თვითმკვლელობაზე, არათუ ნუ ჩაიდენთ მას!

Posted by: ირმა Aug 8 2011, 11:00 PM

თამარი
ე. ი. როგორც გავიგე არიან ადამიანები, უფრო სწორედ სულები რომლებიც განადგურდებიან?
ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე, მართლაც ზოგჯერ ადამიანი გამოუსწორებელი რჩება მთელი ცხოვრება, რაც არ უნდა მოხდეს არ შეიცვლის ხასიათს, მე დღემდე მეგონა და ვთვლიდი, რომ ყველა ადამიანი(სული) ადრე თუ გვიან „გამოსწორდება“, ინკანაციები მოუტანს ცვლილებას და რავიცი... არ მეგონა თუ რომელიმე განადგურდება...
ანუ, ერთი გამოუსწორებელი ამ ცხოვრებაში, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება მეორე ცხოვრებაში, რომ ნაწილობრივ მაინც გამოსწორდება. შესაძლებელია არაფერიც არ გაიხსენოს წინა ცხოვრებიდან, მაგრამ ქვეცნობიერი დაეხმარება, ესაა ჩემი რწმენა ამ საკითხთან დაკავშირებით...
თუმცა შევხვედრივარ ისეთ ადამიანსაც, რომელსაც არანაირი ღირსება არ გააჩნია და ალბათ მხოლოდ ერთი ნაპერწკალი უღვივის გულის შუა გულში, სადაც ყველა ადამიანში თვითონ ღმერთია. შეიძლება ეს ნაპერწკალი ოდნავ ანათებს, მაგრამ მჯერა ამ ნაპერწკლის გარეშე არ იარსებებდა არავინ. ასე, რომ კიდევ ვიტყვი, მგონი ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან შეიცვლება ინკარნაციების უსასრულო გადასვლებში smile.gif
თვითმკვლელიც ისევ დაიბადება და მოუწევს იგივე პრობლემის ხელახლა გადაჭრა sad.gif

Posted by: ever Aug 9 2011, 12:07 AM

QUOTE(თამარი @ 8th August 2011 - 11:41 PM) *
ის განადგურებას ექვემდებარება!

სულის განადგურება? ეს რაღაც წარმოუდგენელია ჩემთვის.
QUOTE(თამარი @ 8th August 2011 - 11:41 PM) *
ასეთი დიდი გადარჩევა იყო 1999 წლის 19 იანვარს, როცა ძაააალიან ბევრი სული განადგურდა!

თქვენ ადრეც ახსენეთ ეს გადარჩევა და კიდევ იქნება მომავალშიცო, თუ სწორად მახსოვს.

Posted by: old_man Aug 9 2011, 12:17 AM

QUOTE(თამარი @ 8th August 2011 - 10:41 PM) *
არ ვიცი, რამდენად დაიჯერებთ ჩემს ნათქვამს (მე ხომ თქვენ ვინმეს წწიგნებიდან არ გესაუბრებით?!), მაგრამ... თვითმკვლელის სული აღარასოდეს რეინკარნირდება!
ის განადგურებას ექვემდებარება!

მე როგორც ვიცი, განადგურებას ანუ დაშლას ექვემდებარება მხოლოდ ის სულები, რომლებიც მრავალი ინკარნაციის მანძილზე ძალადობის აქტებში იყვნენ ჩართულნი, ერთი ნაბიჯით ვერ წაიწიეს წინ და ასე ვთქვათ მათზე ხელი ჩაიქნიეს...
თვითმკვლელობა კი ნიშნავს, რომ სული უბრალოდ ვერ გაუმკლავდა თავის დავალებას და ჩააფლავა )) ამის გამო კი არ ანადგურებენ, უფრო სიბრალულით უყურებენ. უბრალოდ ეს არის სისუსტე ... შემდეგ ცხოვრებაში შეეცდება გააგრძელოს...
თვითმკვლელობად არ ითვლება ის შემთხვევა, როცა აუტანელი ფიზიკური ტკივილის გამო ადამიანი თავს იკლავს.. ევთანაზიაც.

Posted by: თამარი Aug 9 2011, 12:50 AM

ევთანაზია არაა თვითმკვლელობა!
იქაც ვიღაც "ეხმარება" მას სიკვდილში...

ჰო, ever, მაშინაც ვთქვი და 100000-ჯერ გავიმეორებ, - თვითმკვლელების სულები განადგურებას ექვემდებარებიან!

მაგრამ ეს განადგურება არ ხდება თავის მოკვლისთანავე...
მათ ჯერ საშინელი სამსჯავრო უნდა გაიარონ...
საშინელია იმდენად, რამდენადაც ძალიან ითრგუნები ამის მნახველი.

მგონი ვანო ყაზბეგმა თქვა, უკან დაბრუნებული არავინ მინახავსო.
მე ვარ ასეთი დაბრუნებული!
და არა მხოლოდ თაიასთან ჩანაცვლების დროს.
პირველად 8 წლის ასაკში გავედი და... დამაბრუნეს!
როცა დედაჩემს ვუყვებოდი, შენ ამას აკეთებდი, ბებო - ამას, ჩემი და - ამას-მეთქი... და კიდევ 6-7 ადამიანს ვასახელებდი, გიჟდებოდა, - ეს საიდან უნდა გახსოვდესო?
და მერე ერთხმად გადაწყვიტეს, - ალბათ ვინმე მოგიყვა და არ ამბობთ არცერთიო...

მაშინ, რა თქმა უნდა, მე ეს გადარჩევა არ მინახავს.
მაგრამ როცა ვნახე და როცა თავადაც მიმაღებინეს მონაწილეობა, კინაღამ შევიშალე!

როცა ჩემი თვალით მაყურებინეს, როგორ გამოჰქონდათ ამ ზე-სამსჯავროზე დადგენილება: "განადგურდეს"! - რა ემართებოდათ ამ სიტყვის გაგონებაზე სულებს... კოშმარია გასახსენებლადაც კი!

ან იქნებ ჰგონია ვინმეს, რომ მოგზაურობა პარალელურ სამყაროში - ხანგრძლივ ექსკურსიას ჰგავს, თავისი დადებითი ემოციებით?
რა თქმა უნდა, არც უმაგისობაა, მაგრამ...
საშინელებაა, როცა წინასწარ იცი, რა უნდა დაემართოს შენს ახლობლებლებს და როდის... და რომ ვერაფერს შეცვლი, რადგან ასე სწერია მათი ბედის წიგნში!

აღარ მინდა ამ თემაზე!

ჩემი საქმე ისეა, თევზმა რომ თქვა: პირი წყლით არ მქონდეს სავსე, რამდენ რამეეს ვიტყოდიო?!
sad.gif

Posted by: ირმა Aug 9 2011, 07:46 AM

თამარი

QUOTE(თამარი @ 9th August 2011 - 01:50 AM) *
და რომ ვერაფერს შეცვლი, რადგან ასე სწერია მათი ბედის წიგნში!

არა მჯერა ბედისწერის წიგნის, შენი მომავალი შეგიძლია შენვე შეცვალო...
თუ ბედისწერის წიგნი არსებობს, მაშინ თვითმკვლელობაც გამართლება იქნება.
ჩვენი ბედისწერა ჩვენს ხელშია smile.gif

Posted by: თამარი Aug 9 2011, 12:54 PM

ირმა, ზღაპრებში რომ სიმართლე სწერია, იმდენ სიმართლეს სამართლის კოდექსში ვერ ნახავს ადამიანი.

აბა გაიხსენე?
მარჯვნივ წახვალ - მოკვდები, მარცხნივ, - ახლობელი მიოგიკვება, პირდაპირ წახვალ - ბევრი დაბრკოლება შეგხვდება, მაგრამ შენს ბედს იპოვი...

ეს მხოლოდ ისემ, მაგალითად ჩავწერე.
ზუსტად ასეა ჩვენი ბედის წიგნიც დაწერილი.
ყოველთვის გეძლევა ასარჩევად მინიმუმ 2 გზა და ის არჩეული გზა კიდევ მილიონჯერ იყოფა ასე 2-2 გზად!
ხედავ, რამდენი ვერსია შეიძლება არსებობდეს?
მაგრამ ის, რომ შენ სხვისი გზით ვერ ივლი, - ფაქტია! შენ შენი გზა გაქვს გასავლელი თავისი "არჩევნებითურთ"!

მოკლედ, მე ამ თემას აღარ დავუბრუნდები, - მთელი გულით გირჩევთ, თვითმკვლელობაზე ფიქრსაც კი დაანებოთ თავი, - შედეგი იმაზე გაცილებით სავალალო იქნება,, ვიდრე შეგიძლიათ ამის წარმოდგენა!

და სულაც არ მინდა, მამლის როლში ვიყო, - "მე მიყივლია და გინდ გათენდეს და გინდ არაო..."
მე უფრო ქათამი ვარ, წყლის დალევამდეც და დალევის შემდეგაც ღმერთს რომ შეჰყურებს-ხოლმე...

მოკლედ, მე გითხარით და... აწი თქვენი საქმისა თქვენ იცით!
ესეც პირადად თქვენი ასარჩევია! smile.gif



Posted by: kate Aug 9 2011, 06:16 PM

თამარი

QUOTE(თამარი @ 8th August 2011 - 01:41 PM) *
ის განადგურებას ექვემდებარება

QUOTE(თამარი @ 8th August 2011 - 01:41 PM) *
ასეთივე განადგურებას ექვემდებარება შავი და მუქი რუხი აურის მქონე პირები.

არცერთი სული არანაირ განადგურებას არ ექვემდებარება. სიკვდილი, განადგურება, მოსპობა, გაქრობა _ ეს სიტყები სრულიად შეუსაბამოა სულთან მიმართებაში. არ შემიძლია და ვერ დავდებ თავს რამეზე რომ ვთქვა ეს ზუსტად ასეა, მაგრამ არის რაღაც, რისი ახსნაც გამიჭირდება მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რაც არ არის - არ არის არანაირი სიკვდილი, იმ გაგებით, როგორც ვუყურებთ, არ არის და არ არსებობს სულის განადგურება, არცერთნაირი გაგებით. ამაზე საუბარს სიკვდილის თემაში გავაგრძელებ.

Posted by: kate Aug 9 2011, 06:43 PM

QUOTE(თამარი @ 8th August 2011 - 03:50 PM) *
ევთანაზია არაა თვითმკვლელობა!

ამაში გეთანხმები, თვითმკვლელობა არ არის, უარესია, რადგან თვითმკვლელობა და მკვლელობაა ერთად. ამას დაქირავებული ექთანი და ექიმი აკეთებს თუ შვილი. რადგან შენ შეგნებულად გადაწყვიტე მოიკლა თავი (ყველა თვითმკვლელობა კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეგოისტური აქტია, პრობლემებისგან გაქცევაა), ამასთანავე სხვას აკისრებ ამ მისიის შესრულებას, სხვას ხდი მკვლელად
თვითმკვლელობა გამოსავალი კი არა პრობლემების დამძიმებაა, რადგან მას ინკარნაციისას არჩევანი აღარ აქვს და უფრო მძიმე პრობლემებს უნდა შეეჭიდოს (ევთანაზიის შემთხვევაში უფრო მეტ ტკივილებს), მანამ, სანამ აქვე არ გადაჭრის ყველა პრობლემას, ასე რომ, სინამდვილეში პრობლემების გადაჭრის ნაცვლად უდიდესი განსაცდელისთვის წირავს საკუთარ თავს. ეს რომ პოტენციურმა თვითმკვლელმა გაანალიზოს, გაქცევის ყოველგვარ სურვილს დაკარგავს,
მაგრამ თუ კი მოახერხებს და აქვე გაუმკლავდება ყველა სიძნელეს, ძნელ კარმულ კვანძს გახსნის და სწრაფად წავა წინ, რადგან სიძნელეები, ჩვენი საუკეთესო დამხმარე და მასწავლებლები არიან, რა მძიმე და გამოუვალიც არ უნდა გვეჩვენოს და ყოველთვის გვაქვს არჩევანი.

Posted by: ირმა Aug 10 2011, 08:43 AM

kate
მინდა მეც შევეხო ევთანასიის საკითხს. მართლაც მასეა როგორც აღწერე ზემოთ, ჯობია ადამიანი გაუმკლავდეს და არ მოიკლას თავი, მაგრამ რადგან ახლოს მაქვს ნანახი სიკვდილის სასწაულად რთული შემთხვევა, არც მინდა აღვწერო ის მდგომარეობა, რასაც იტანენ ადამიანები,–დიახ მაგ შემთხვევაში მომხრე ვარ ევთანასიის.
რაც შეეხება კარმულ ვალს,–დარწმუნებული ვარ სხვა გზაც იქნება მისი გასტუმრებისა. გზა მართლაც ყოველთვის არსებობს smile.gif

Posted by: kevana Aug 12 2011, 11:20 PM

არ მიყვარს თვითმკვლელობა, ეს სისუსტეა, დამპალი ეგოიზმია...
სამაგიეროდ პატივს ვცემ თავგანწირვასა და მსხვეპლად შეწირვას (იმას არა, კოცონზე რომ გადაეშვება biggrin.gif, სხვა მსხვერპლს ვგულისხმობ, ვინც მზადაა თავი გაწიროს მეორისთვის სიყვარულის სახელით)

Posted by: თამარი Aug 12 2011, 11:54 PM

კარგი, ისე იყოს, როგორც დარწმუნებულები ხართ!

ხველემ თქვას ხვალისაო...

Posted by: Fee Aug 13 2011, 12:07 AM

ხო მართლა და ვინც თავს გაწირავს, მის სულს რა ელის? ეგეც ხო თვითმკვლელობაა, სხვისი შესრულებული და სხვის სახელზე ჩადენილი?

Posted by: Fee Aug 13 2011, 12:08 AM

თამარი ბებიაჩემი ამბობს ხოლმე: ალეო და ხვალეო! biggrin.gif

Posted by: td......... Aug 13 2011, 12:52 AM

ციტატა(ირინი @ 10th August 2011 - 08:43 AM) *
რც მინდა აღვწერო ის მდგომარეობა, რასაც იტანენ ადამიანები,–დიახ მაგ შემთხვევაში მომხრე ვარ ევთანასიის.

მეც ვარ მომსწრე უმძიმესი გასვლის, თანაც ჩემთვის ძალიან ძალიან ახლობელი ადამიანისა. გადასხმებს ვუკეთებდი, სრულიად უაზრო და არაფრის მომცემს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ერთ მომეტში ვიფიქრე ვენაში ჰაერს თუ შევუშვებ ხო დაისვენებს , თქო, ან მორფს დიდი დოზით... მაგრამ მერე მივხვდი, რომ მტელი დარჩენილი ცხოვრება ვერ გადავხარშავდი ამას, სინამდვილეში ალბატ მისი ტანჯვის ყურება კი არა საკუტარი თავის ტანჯვის შეჩერება უფრო მონდოდა.. არ მგონია, იმდენად შეგვეძლოს სხვისი მდგომარეობის გატავისება.. ალბატ ისევ საკუთარი ტავები გცვეცოდება ხოლმე..

ევთანაზია მართლაც თვითმკვლელობა და მკვლელობა ერთდროულადაა. მე არ ვარ ამის მომხრე.

Posted by: kate Aug 16 2011, 07:15 PM

QUOTE(ირმა @ Aug 9 2011, 11:43 PM) *
kate
მინდა მეც შევეხო ევთანასიის საკითხს. მართლაც მასეა როგორც აღწერე ზემოთ, ჯობია ადამიანი გაუმკლავდეს და არ მოიკლას თავი, მაგრამ რადგან ახლოს მაქვს ნანახი სიკვდილის სასწაულად რთული შემთხვევა, არც მინდა აღვწერო ის მდგომარეობა, რასაც იტანენ ადამიანები,–დიახ მაგ შემთხვევაში მომხრე ვარ ევთანასიის.
რაც შეეხება კარმულ ვალს,–დარწმუნებული ვარ სხვა გზაც იქნება მისი გასტუმრებისა. გზა მართლაც ყოველთვის არსებობს smile.gif

მისი გასტუმრების ერთადერთი გზა - იგივე ტკივილების, იგივე გაუსაძლისი მდგომარეობის ხელმეორედ გავლაა მხოლოდ, სამწუხაროდ, ოღონდ უფრო რთულ ფორმებში, ის ადამიანი კი, ვინც იკისრებს დახმარებას ამ სიტუაციაში, საშინელ ენერგეტიკულ დარტყმას აყენებს საკუთარ თავს, რომლის ტარება დედამიწაზეც მოუწევს და სიკვდილის მერე - გამოსწორებაც.
თუმცა, არის განსაკუთრებული შემთხვევები, რომელზედაც არანაირი პასუხი არ მაქვს. ერთერთი ასეთია - ამერიკაში ქარიშხალ კატრინას დროს ერთ ჰოსპიტალში მომხდარი გახმაურებული ევთანაზიის შემთხვევა, თუმცა ეს ევთანაზია არც იყო, უფრო mercy killing, რადგან გადაწყეტილება ავადმყოფებს არ მიუღიათ. ხუთი დღის მანძილზე ჰოსპიტალი მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს, რეანიმაციულ განყოფილებაში ძალიან მძიმე უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტები ყავდათ, რამოდენიმე მათგანი ხელოვნურ ფილტვებზე და ელექტროენერგიის არქონის გამო, ხელით ტუმბავდნენ ჰაერს, არასაკმარისი საჭმელი, ჟანგბადი, მედიკამენტები. ექიმმა ანა პოუმ, მას შემდეგ, რაც მაშველმა რაზმმა, რომელიც მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ დაუკავშირდა ჰოსპიტალს, განუცხადა რომ პირველ რიგში იმ ავადმყოფების ევაკუციას მოახდენდა, რომელთაც ფეხით მისვლა შეეძლოთ ვერტმფრნამდე, თან მხოლოდ გარკვეული რაოდენობის რეისის გაკეთებას მოახერხებდა, ორი ექთნის დახმარებით მორფინის დიდი დოზა გაუკეთა უიმედო ავადმყოფებს, ინექციის შემდეგ არც ერთ მათგანს არ მიუტოვებია ავადმყოფი და ბოლომდე მათი ხელი ეჭირათ, ისინი გრძნობდნენ ამას თუ არა. ანა პოუს პროცესი გახმაურებული იყო და თითქმის ორი წელი გრძელდებოდა, 2007 წელს ნაფიც მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს. თვითონ მას არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი

Posted by: Proffesor Walland Sep 3 2011, 11:48 PM

ფორუმებზე დიდად არ მიყვარს ლაპარაკი biggrin.gif მაგრამ ამის პასუხი ძალიან სერიოზულია რა კითხვაც დაისვა .. აქ ორი ფაქტორია ჯერ პირველი უნდა იყოს მიზეზი რომელსაც ფილოსოფიური სუიციდოლოგია ქვია აი შEმდეგ უკვე არის ეზოთერული მაგრამ დასჯისა რა მოგახსენო ამით უბრალოდ რეიკარნაციის ციკლი აგარ ხდება ის აგარ დაბრუნდება

Posted by: Proffesor Walland Sep 3 2011, 11:55 PM

და თვითმკვლელობა ეს არის უბრალოდ სურვილების ჩაქრობა და მოუთმენლობა მეტი არაფერი

Posted by: litasi Sep 4 2011, 01:28 AM

თვითმკვლელობა ეს უბრალოდ გაქცევაა.... გაქცევა საკუთარი უსუსურობიდან... ჩვენი თავიდან კი ვერასოდეს გავიქცევით, ამ სიტყვების გლობალური გაგებით smile.gif გამოსავალი ყოველტვის არსებობს... თვითმკვლელობა პრობლემაზე ამაღლების უკანასკნელი შანსის დაკარგვაა ... ყველას ვუსურვებ ... არ გაუშვას ეს შანსი და თვითმკვლელობაზე კი არა, იმაზე გადაიტანოს ენერგია რომ აღმოფხვრას ის მიზეზი, რამაც თავის მოკვლის იდეა დაბადა ....

Posted by: mata Sep 4 2011, 08:30 AM

თამარ ეს ეხლა ვნახე

ციტატა(თამარი @ 8th August 2011 - 10:41 PM) *
აბა კარგად, დაკვირვებით წაიკითხე ფილმის ანოტაცია?

ნ-ნი ნადი გადაწყვეტს წასვლას ამ ცხოვრებიდან და... ე ძ ე ბ ს პიროვნებას, ვინც დაეხმარება ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაში!
ის არ იკლავს თავს...
ის ეძებს მკვლელს!


არა თამარ, ასე არ არის. ანოტაციით ნუ შეიქმნი წარმოდგენას ფილმზე (საერთოდ ნურცერთ ფილმზე). ის თვითლიკვიდაციას გეგმავს. დამხმარე კი სხვა რამისთვის სჭირდება. და ბოლოში ისეთი დამხმარე შეხვდება, რომ საოცარ რაღაცას ეუბნევა. ასეთი ღრმა ფილმი მე სხვა არ მახსენდება. ძალიან მაგარია


Posted by: ირმა Sep 4 2011, 08:49 AM

litasi

QUOTE(litasi @ 4th September 2011 - 02:28 AM) *
თვითმკვლელობა ეს უბრალოდ გაქცევაა.... გაქცევა საკუთარი უსუსურობიდან... ჩვენი თავიდან კი ვერასოდეს გავიქცევით, ამ სიტყვების გლობალური გაგებით გამოსავალი ყოველტვის არსებობს... თვითმკვლელობა პრობლემაზე ამაღლების უკანასკნელი შანსის დაკარგვაა ... ყველას ვუსურვებ ... არ გაუშვას ეს შანსი და თვითმკვლელობაზე კი არა, იმაზე გადაიტანოს ენერგია რომ აღმოფხვრას ის მიზეზი, რამაც თავის მოკვლის იდეა დაბადა ....

+1

Posted by: ანანდა Sep 5 2011, 03:36 PM

ცხოვრების მანძილზე თითოეული პიროვნება ცდილობს თავისი სუბიექტური პარადიგმის შექმნას. იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა ცხოვრების მიზანი დაკარგა, მისთვის უდიდესი ფასეულობა დაკარგა, მას უჩნდება სუიციდური მიდრეკილებები, ამ მძიმე მდგომარეობაში შეიძლება მან თავი მოიკლას.

თუმცა არსებობს შანსი ამ მძიმე მდგომარეობის სხვა მიმართულებით განვითარებისა, როცა ხდება ინდივიდის სულიერი ტრანსფორმაცია, ადამიანის არსებაში ხდება რევოლუცია, ძველი პიროვნების სრულ დანგრევა და განადგურება... ე.წ. "ფენიქსის ფენომენი", მოკშა, ნირვანა..

Posted by: narilla Sep 21 2011, 07:40 PM

ძალიან საინეტერსოდ ეწერა ჰერმან ჰესეს თვითმკვლელობაზე და თვითმკვლელებზე, როცა "ტრამალის მგელს" ვკითხულობდი, მართლა საინტერესო მეტაფიზიკურ განმარტებას წავაწყდი და ვეთანხმები კიდეც:

"უდაოდ ცდებიან, როცა თვითმკვლელს მხოლოდ იმ ადამიანს უწოდებენ, ვინც თავად ისწრაფავს სიცოცხლეს. თვითმკვლელებს შორის ბლომად არიან ისეთებიც, თვითმკვლელობას შემთხვევით რომ სჩადიან, რადგან საკუთარ თავზე ხელის აღმართვა არ გამომდინარეობს მათი შინაგანი ბუნებიდან.

...ასობით, ათასობით უგერგილო და უნიათო ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მაგრამ ისინი თავისი ხასიათითა თუ რწმენით სრულიადაც არ მიეკუთვნებიან თვითმკვლელთა რიცხვს. ბევრი ადამიანი კი, _ და ასეთია ჭეშმარიტ თვითმკვლელთა უმრავლესობა _ საკუთარი ხელით არასოდეს მოისწრაფავს სიცოცხლეს. "თვითმკვლელისთვის" სულაც არაა აუცილებელი სიკვდილთან უშუალო სიახლოვე.

მეტაფიზიკური მიდგომის დროს "თვითმკვლელები" თავისი მარტოსულობის წყალობით დანაშაულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანებად წარმოგვიდგებიან. მათი სულიერი სწრაფვის მიზანს საკუთარი თავის სრულყოფა და დახვეწა აღარ შეადგენს. ისინი ახლა თვითგანადგურებას ლამობენ და დედაბუნებასთან, ღმერთთან, კოსმოსთან კვლავშერწყმას ელტვიან. "თვითმკვლელების" უმრავლესობას არ შესწევს უნარი ოდესმე მართლა მოისწრაფოს სიცოცხლე, რადგან შეგნებაში ღრმადა აქვს გამჯდარი, რა დიდი ცოდვაა ეს. მაგრამ, ვინაიდან ეს ადამიანები მზად არიან საკუთარი თავი გასწირონ, მოსპონ და კვლავ დაუბრუნდნენ პირველსაწყისს, ამიტომ ჩვენ მათ მაინც თვითმკვლელებად ვთვლით."

მე პირადად სიმართლის მარცვალი ნამდვილად ვიპოვე... bf_nonew.gif

Posted by: vano kazbegi Sep 21 2011, 08:03 PM

წაკითხული მაქვს ბულგარელი ვანგას სიტყვები - სამწუხაროდ არ მახსოვ როგორ ეწერა-მიახლოებით დავწერ თუ შეცდომაა იმედია ვინმე ახსნით და შეასწორებ.
( ყველამ რომ იცოდეს , რა ნეტარებაა სიკვდილი, ყველანი თავს მოკლავდა) - ბულგარელი ვანგას სიტყვებია.
შემდეგ მიშელ ნოსტრადამუსის წიგნიდან არ მახსოვს - ადრე იყო გამოსული ყვითელ ყდიანი ქართულად ნათარგმნი - ისიც ასე ახსნით.
( სიკვდილის წინ ჩვენ გვესმის ზეციური ხმა, ... ადამიანები აღდგებიან სულიერად... ბოროტი და ურწმუნოები კი ჯოჯოხეთისთვის მზად არის ).
ჩემი აზრით - არ ვიცი შეიძლება ვცდები.
მგონია რომ, ყველანი მკვდრები ვიქნებით და ქრისტეს მოსვლის წინ ავღდგებით როგორც უსხეულო - ანუ ქრისტეს მგავსად აღდგომილი სხეულები.
ალბათ უკვდავი სხეულით 1000 წლამდე გავივლით ცხოვრებაც და შემდეგ ხდება განკითხვა ბოლო ჟამს. 1000 წელი რომ დასრულდება- აქედან ბოროტთა სულები გეენაში და კეთილთა სულები ახალ ცა და ახალ დედამიწაზე იცხოვრებენ. -

Posted by: elli Dec 22 2011, 11:58 PM

vano kazbegi

ციტატა(davithet @ 21st September 2011 - 09:03 PM) *
1000 წელი რომ დასრულდება- აქედან ბოროტთა სულები გეენაში და კეთილთა სულები ახალ ცა და ახალ დედამიწაზე იცხოვრებენ. -

ყველაზე უფრო რა მაკვირვებს იციტ? რაში შჭირდება ამდენი ადამიანის სული ჯოჯოხეთში? მისი შექმნილი არაა?(თუ კი ასეა?),

Posted by: vano kazbegi Dec 23 2011, 12:03 AM

QUOTE(elli @ Dec 22 2011, 11:58 PM) *
vano kazbegi

ყველაზე უფრო რა მაკვირვებს იციტ? რაში შჭირდება ამდენი ადამიანის სული ჯოჯოხეთში? მისი შექმნილი არაა?(თუ კი ასეა?),

ჩემი ნება არაა biggrin.gif .

Posted by: vano kazbegi Dec 23 2011, 12:22 AM

სახარებისეული და ბიბლიური გაგებით :
აღდგებიან მკვდრები და იქნებიან 1000 წლამდე. ( ანუ ბოროტები და კეთილები ) მანამდე ადამიანთა უკვდავი სულები ღმერთს უბრუნდება რომელმაც სთაბერა ადამში.
ანუ ჩვენ ყველანი აღვდგებით ( საკითხავი ისაა რომ, დასაბამიდან დღემდე რამდენი ადამიანი უნდა აღდგეთ და ვიხილოთ ჩვენი პირველ ყოფილი ადამი ან მამა პაპანი ? ) ??? როგორ შევხვდებით ბებიებ და დიდი ბებიებს მერე მისი ბებიებს და ა.შ. ? ( რა სულელური აზრა ხომ ასეა?)
თუ აღდგებიან მაშინ დედამიწაზე ზღვა არ უნდა იყოს და არც ოკეანე.
მარტივი პასუხი ასეთია -> ქრისტე ჯვარზე რომ მოკლეს, მისი სული ჯოჯოხეთში შევიდა და იქ უქადა სულებს. ( ებრაულ ენაში ჰადეშ და სეოლ ძალიან დიდი სხვაობაა და ორივე ნიშნავს ჯოჯოხეთს. ). ქრისტემ იმ მკვდართა სულები იხსნა ჯოჯოხეთიდან.
ჯვარზე ორი ავაზაკი ერთ ერთს უთხრა-დღესვე იქნება ჩემთან ერთად სამოთხეშიო-( მაშინ გამოვიდა რომ, ძველი აღთქმიდან მოყოლებული ხალხი ყველანი სამოთხეშია იმ ერთ ერთ ავაზაკთან ერთად ). ( რადგან ქრისტე ხო იყო ჯოჯოხეთში შასული და სულებს ესაუბრებოდა).
შემდეგგი კითხვაა. თუ რატომ 1000 წელი? ქრისტეს აღდგომიდან ჩვენამდე რამდენი ადამიანია მიცვალებული სამარხში ? ყველანი აღვდგებით ამ სამარხიდან?
ქრისტემ გვიჩვენა თუ როგორ აღდგა და მისი სხეული უკვდავად გარდაიქმნა და ზეცად ამაღლდა ( ხომ ასეა?)?
მე ვფიქრობ რომ, ჩვენ სხეულები უკვდავებად გარდაიქმნება როგორც ქრისტე.
( იმედია მიხვდები ) .

Posted by: elli Dec 23 2011, 12:52 AM

vano kazbegi
ეს ყველაფერ გასაგებია, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ. რა სიამოვნებაა ადამიანი შექმნა იმიტომ რომ მერე ჯოჯოხეთში გაუძახო. ყველაზე დიდი ბლეფი თავისუფალი ნებაა კიდევ.

Posted by: ichi Jun 12 2015, 01:16 PM

თვითმკვლელობა მემგონი იმიტომაა ცოდვა, რომ თავიდან გიწევს იგივეს გავლა და მერე კიდე იგივედ და ა.შ. სანამ არ ნახავ გამოსავალს. მაგიტომ აბსურდი მგონია თვითმკვლელობა.

Posted by: eternity Sep 4 2018, 09:35 PM

იქნებ ვინც თავს იკლავს ის სხივოსნდება, იმიტომ რომ ამქვეყნიურ ცხოვრებას უარყოფენ თვითმკვლელობით

Posted by: earth Sep 5 2018, 06:35 AM

eternity
არა, პირიქით...
ისევ იბადებიან და იგივე სირთულის გადალახვა უწევთ და შეიძლება პირობები კიდევ უარესი იყოს. ასე გამიგია...

არ არსებობს პრობლემა ცხოვრებაში, რომ არ გადაილახოს. როცა ადამიანი გაიხსენებს, იმ პრობლემის გამო წარსულში თავის მოკვლას აპირებდა გაეცინება, რადგან ცხოვრება ჯადოსნურია, შეიძლება დღეს პრობლემა გქონდეს და ხვალ ბედნიერებით ბრწყინავდე.

Posted by: toresi9 Sep 5 2018, 11:33 AM

QUOTE(earth @ Sep 5 2018, 06:35 AM) *
eternity
არა, პირიქით...
ისევ იბადებიან და იგივე სირთულის გადალახვა უწევთ და შეიძლება პირობები კიდევ უარესი იყოს. ასე გამიგია...

არ არსებობს პრობლემა ცხოვრებაში, რომ არ გადაილახოს. როცა ადამიანი გაიხსენებს, იმ პრობლემის გამო წარსულში თავის მოკვლას აპირებდა გაეცინება, რადგან ცხოვრება ჯადოსნურია, შეიძლება დღეს პრობლემა გქონდეს და ხვალ ბედნიერებით ბრწყინავდე.

მომდევნო ცხოვრებების არ მჯერა შენს რწმენას კი პატივს ვცემ თუმცაღა თავის მოკვლა არის მართლაც რომ გაქცევა თან ამ დროს
ვეღარ აკონტროლებენ ემოციებს საღ აზრს კარგავენ და ისე სწრაფად ცდილობენ გაქცევას რომ სამწუხაროდ ბოლოს გამოუსწორებელი
შეცდომა შერჩებათ ხოლმე ხელში მართლაც ჯადოსნურია ცხოვრება არავინ იცის რა იქნება და როგორ და რის გამოც თავის მოკვლას
აპირებ მომავალში შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოს თავისუფლად შეიძლება ადამიანი რომელიც თავს უბედურად სთვლის
მომავალში ერთერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი გახდეს დედამიწის ზურგზე ასე რომ არ ღირს .

Posted by: Aum Sep 25 2018, 09:53 PM

მეცინება ხოლმე ისეთ ადამიანებზე ვინც სიყვარუკისთვის, ან თუნდაც მატერიალური მდგომარეობისთვის იკლავს თავს. არსებობს კიდევ უარესი სულის დაკარგვის, პიროვნების დაკარგვა ვიღაცას რომ არ აწყობს რომ ის იყო ვინც სინამდვილეში ხარ. მოკლედ ისეთი ტანჯვაა ისეე შენ სხეულში შემოსული სინანულის უფლებასაც არ გაძლევს ის ისე იცნობს შენ ორგანიზმს რომ რასაც გეტყვის იმას აკეთებ , ვისზეც გეტყვის ისა ხარ ის ხდები. ხელები და ფეხებიც კი წამართვა არა ფიზიკურად არამედ ასტრალურად თუ ეთერულად. ყველა მოგიკლა შენში ვინც შენ გულში და გონებაში იყო. რომ მეტყვის სუტყვაზე მოხუცი ხარო ვმოხუცდები კიდევ ბევრი რამ... არ ვიცი სადამდე გასტანს ეს.



Posted by: earth Sep 25 2018, 09:58 PM

Aum
ეს როგორ ხდება, პერიოდულად?

Posted by: Aum Sep 25 2018, 10:02 PM

earth

QUOTE(earth @ 25th September 2018 - 10:58 PM) *
ეს როგორ ხდება, პერიოდულად?



სამი წელია თითქმის. ადრე სიზმარში ვნახულობდი ხოლმე გარდაცვლილ ადამიანებს ახლა კიდე ღვიძილშიც კი მელაპარაკებიან.

Posted by: earth Sep 25 2018, 10:25 PM

Aum
შეეცადე ილოცო და კეთილი ანგელოზები მიიზიდო ამით. შეეცადე ამ უარყოფით არსებებს და მდგომარეობებს არ მოუსმინო. ილოცე და ეცადე გულით ილოცო და გქონდეს იმედი, რომ ღმერთი შენთანაა. ის შენ არ დაგტოვებს. ირწმუნე და ნახავ, რომ სხვა ყველა უარყოფითი შეგეშვება.
რაც უფრო გააძლიერებ ლოცვას, მით უფრო გაძლიერდები.

ასევე იყავი მხიარულად, იგრძენი ბედნიერება. შეეცადე მოძებნო საკითხები, რაც გახარებს და ბედნიერს გხდის. ე.ი. მაქსიმალურად შენი კონცენტრაცია მოახდინო სხვა საკითხებზე და სხვაგან გადახვიდე.

დაიხსომე ერთი რამ და ეს 100%-იანია. რასაც ფიქრობ ის ხარ. ამიტომ დაიწყე შენი ფიქრების კონტროლი. დამიჯერე ვერანაირი შავი ძალა შენ ვერ მოგეკარება, თუ შენს ფიქრებში ისინი გაქრებიან. მაგრამ ისინი რომ გაქრენ ჩამოაყალიბე ფიქრები, სიხარულის ფიქრები.

Posted by: eternity Oct 7 2018, 05:44 PM

რაღაცას ძალიან არასწორად რომ აკეთებ მაშინ ჩნდება თვითმკვლელობის სურვილი
ზემოდან საკუთარი სული გვეუბნება ალბათ ეს რას ვაკეთებ ჩემი სხეულითო და სხეული დეპრესიაში ვარდება

Posted by: earth Oct 7 2018, 08:32 PM

თვითმკვლელობის სურვილი მქონია ერთ დროს მეც და დღეს მეცინება ამაზე. მეცინება იმიტომ რომ ახლა ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და მთელი ბედნიერება რაც მივიღე წლების მერე და სიხარული ამ ყველაფერს ვერ გავიგებდი და ვერ ვიგრძნობდი. ასევე ვისწავლე ბევრი ისეთი რამე, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ვიპოვე ამ ცხოვრების აზრი ჩემთვის.
თვითმკვლელობის სურვილი ჩემო მეგობრებო უცოდინარობაა. მაშინ მეც არ ვიცოდი და მაგიტომ. როცა გაიგებთ რა ძლიერები ხართ, როცა გაიგებთ რომ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ისე როგორც თქვენ გინდათ, მაშინ თვითმკვლელობას სიტყვას არც კი გაიმეორებთ.

Posted by: ასფალტი Sep 14 2021, 09:56 PM

ოპააააა

დავფიქსირდები რაიცი რახდება..

რომ გითხრათ არასდროს მიფიქრია მეთქი დამიჯერებთ?

ამას წინად მთელი ნახევარი საათი ვიფიქრე სუიციდზე

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)