IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ქართული ლიტერატურა და საზოგადო მოღვაწეები
lasha
post Jul 31 2011, 11:43 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





[color="#0000FF"][/color]ლადო ასათიანი (1917-1943) lado asatiani



ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.

ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.

ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.

1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით.

რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს.

1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“. ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.

დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“. ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე.

ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა.

1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.

1938 წლის ზაფხულიდან ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ.

1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.

1939 წელს ლადო ასათიანი არმიაში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.

ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Lashapoli
post Aug 1 2011, 01:54 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავვყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ, არ დავვობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე..."

"მარადისობის კანონი"

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

„მზიანი ღამე“

მემგონი ყველა მიხვდით ვისი ბიოგრაფიის დადებას ვაპირებ, მაგრამ სანამ დავდებ არშემიძლია ჩემი მოკრძალებული ორიოდე სიტყვა არ დავამატო...
სიყვარული, სევდა და უსაზღვრო იუმორი. ეს არის ის სამი კომპონენტი რომლებიც მის შემოქმედებას აერთიანებს, როდესაც კითხულობ, ფიქრობ, რომელი ჭარბობს, ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე და ასე გრძელდება ყველა მოთხრობა თუ ნოველა, მაგრამ მერე ხვდები, რომ ის არ იყო მარტო უბადლო იუმორის მქონე პიროვნება, ანუ უბრალოდ მოსიყვარულე ადამიანი.. მე თავისუფლად შემიძლია ვუწუდო მას ჩვენი დროის შემოქმედი.
ხოდა ძალიან როარ გამიგრძელდეს ჩემი მოკლესიტყვაობა, ვამთვრებ ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი მოთხრობის ციტატით–

"ძაღლი"
"ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, - დაიწყო მან. - მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია... მაგრამ შენ არ უნდა შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ, საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მით უმეტეს არ უნდა გეშინოდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად. ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე, თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ, მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც რომ იყოს, იცოდე, ის ქვა ბაბუაშენია... ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ იფიქრო მარტო ვარო. ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო. ცეცხლი, ერთი ნატეხი ჭადი და ერთი ჭიქა ღვინო დაახვედრე მამაშენს. დანარჩენს თვითონ მიხედავს, რომ ჩამოვა. ეს ერთი კვირაა, ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, ყველას ვხედავ სიზმარში. მამაშენი არ გამოჩენილა. ცოცხალია ესე იგი. შეუნახე სახლი და სახელი, ნუ გაახარებ მტერს, უეჭველად დაბრუნდება, წელს თუ არა გაისად. ომსაც აქვს დასასრული. კაცი იწყებს ომს და კაცმა უნდა დაამთავროს იგი. ომი კაცს ვერ გაათავებს."

________________________________________________________________________________
__________________



ნოდარ დუმბაძე(1928 – 1984) – ავტობიოგრაფია

სახელი – ნოდარ
გვარი – დუმბაძე
მამის სახელი – ვლადიმერის ძე
სამსახური – კოსმოსი, ზღვა, ხმელეთი, ხანდახან - მიწისქვეშეთი
პასპორტი – უსაბუთო
სისხლის ჯგუფი – უსისხლო
რეზუს-ფაქტორი– ურეზუსო
დარეკეთ – მხოლოდ ეკლესიის ზარით



--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
lasha   ქართული ლიტერატურა და საზოგადო მოღვაწეები   Jul 31 2011, 11:43 PM
lasha   http://www.testireba.ge/images/authors/leonidze.jp...   Jul 31 2011, 11:46 PM
Barmalei   http://www.testireba.ge/images/authors/leonidze.jp...   Aug 1 2011, 12:34 AM
lasha   http://s11.radikal.ru/i183/1003/52/09cbc6c3a08e.jp...   Jul 31 2011, 11:47 PM
lasha   http://armazi.uni-frankfurt.de/ppt/armazi7b/armaz7...   Jul 31 2011, 11:49 PM
lasha   http://testireba.ge.whbus8.onlyfordemo.com...ili-n...   Jul 31 2011, 11:50 PM
lasha   http://i033.radikal.ru/0802/60/3f2b56e1257f.jpg ...   Jul 31 2011, 11:51 PM
lasha   http://www.psnews.info/out_files/vaja-pshavela3816...   Jul 31 2011, 11:52 PM
lasha   http://www.ambebi.ge/images/pictures/books/akaki-w...   Jul 31 2011, 11:54 PM
lasha   რავი ალბათ ქართველ...   Jul 31 2011, 11:56 PM
kate   lasha მშვენიერი თემა...   Aug 1 2011, 12:24 AM
Barmalei   lasha მშვენიერი თემა...   Aug 1 2011, 12:25 AM
kate   Barmalei შენ გაიხარე, ა...   Aug 1 2011, 12:48 AM
natuka   ძალიან კარგი თემა ...   Aug 1 2011, 12:52 AM
lasha   http://1.bp.blogspot.com/_jbLkjWapx44/TEsH0O9zltI/...   Aug 1 2011, 01:19 AM
lasha   http://1.bp.blogspot.com/_jbLkjWapx44/TEsH0O9zltI/...   Aug 1 2011, 01:24 AM
lasha   დიდი მადლობა მეგობ...   Aug 1 2011, 01:25 AM
lasha   http://2.bp.blogspot.com/_uihMb-BPzZg/TA5GeWWAN6I/...   Aug 1 2011, 01:35 AM
Lashapoli   "ადამიანის სული, ...   Aug 1 2011, 01:54 AM
Lashapoli   ხოდა მადლობა თემის...   Aug 1 2011, 01:56 AM
tikoroma   ალექსანდრე საჯაია ...   Aug 1 2011, 11:02 AM
Atman   მე ჯემალ ქარჩხაძე ...   Aug 1 2011, 03:22 PM
lasha   მე ჯემალ ქარჩხაძე ...   Aug 1 2011, 10:29 PM
მზეონა   lasha სულ რაღაც 4 წლის ...   Aug 4 2011, 09:16 PM
მზეონა   ოფოფებს ერიდეთ! :* (...   Aug 4 2011, 09:19 PM
Pisces   ოფოფებს ერიდეთ! :* (...   Aug 4 2011, 09:40 PM
old_man   მოკლედ ვინმემ მიპა...   Aug 4 2011, 11:45 PM
old_man   ჩემს მოკრძალებულ მ...   Aug 5 2011, 12:07 AM
Pisces   ჩემს მოკრძალებულ მ...   Aug 5 2011, 01:29 AM
lasha   ნწ აუ ეს ვინააა ტოო...   Aug 5 2011, 01:34 PM
td.........   ნწ აუ ეს ვინააა ტოო...   Aug 5 2011, 06:33 PM
Pisces   lasha რატომ ბრაზობ სო...   Aug 5 2011, 07:06 PM
kali   ზურა ჯიშკარიანი მო...   Oct 12 2011, 10:42 AM
Pisces   ზურა ჯიშკარიანი მო...   Nov 11 2011, 02:44 PM
ანა   Pisces ეხლა აკეთებს ზო...   Nov 11 2011, 03:29 PM
Pisces   Pisces ეხლა აკეთებს ზო...   Nov 11 2011, 08:24 PM
ანა   ვცდილობ დავივიწყო ...   Nov 11 2011, 09:25 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 08:57 PM