IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> შრი სატია საი ბაბა, საოცარი ადამიანი
mata
post May 1 2011, 12:04 PM
Post #41


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგარი ბჰაჯანი ვიპოვე საიზე smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=X1z6MkJfBvo
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post May 2 2011, 08:19 PM
Post #42


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა ღირსეული ამოცანებიც არ უნდა დაისახოთ ამქვეყნიურ ცხორებაში, მათი განხორციელების საწინდარი შინაგანი სიწმინდეა.


გახდა რა მენტალურ წამებათა მსხვერპლი, ადამიანი სრულიად იბნევა. ადამიანს წარსულის გამო დანაღვლიანება ახასიათებს. რა საჭიროა იტანჯებოდე იმის გამო, რაც უკვე წარსულშია? არ არის აგრეთვე საჭირო წუხდე მომავალზე, რომელიც უცნობი და დაბინდულია. მხოლოდ აწმყოზე იფიქრეთ. აწმყო არის წარსულის პროდუქტი და მომავლის მამა. თუ დღეს სწორად მოქმედებთ, მომავალი თვითონ იზრუნებს თავის თავზე. აკეთეთ ის, რაც ამ მომენტშია საჭირო. თუ მოლოდინი არ არის, გულგატეხილობაც არ იქნება.


ადამიანს ექვსი მტერი შლის: ჟინი, მრისხანება, სიცრუე, სიხარბე, სიამაყე და შური.


საკუთარი თავის მიმართ ინტერესის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ მას ზღვარი უნდა ჰქონდეს. სამყაროში ყველაფერი, სხეულისა და მისი ნაწილების ჩათვლით, მაგალითად, თვალები, ყურები და სხვა, გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. როდესაც ისინი გადაჭარბებულია, მოდის ავადმყოფობა, და შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს.


წარმოიდგინეთ ოკეანე. ყველა მდინარე მასში ჩაედინება. იგი მთელ წყალს შთანთქავს, მაგრამ გარდა იმისა, რომ მისი დონე არ მატულობს, მასში ჩამავალი წყალი მლაშე ხდება. რა ემართება იმ წყალს, ოკეანიდან რომ ადის ორთქლისა და ღრუბლების სახით? იგი სუფთა და ტკბილი ხდება. საავდრო ღრუბლები ამაყად ამბობენ, რომ ზღვიდან მაღლა ასვლის შემდეგ მათ სიდიადესა და სიწმინდეს მიაღწიეს. უფრო მეტიც, ღრუბელი წვიმის სახით ჩამოდის მიწაზე და მოსავალი მოჰყავს. შეუძლია ოკეანის მლაშე წყალს მიწა მორწყას? არა. ეს ხდება მხოლოდ ზღვის წყლის ორთქლად და ღრუბლებად გარდაქმნის წყალობით. თუ გსურთ სულიერად მაღლა აიწიოთ, თქვენ უნდა ცნობიერების დაბალი დონიდან წახვიდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებს ადამიანი სხვების მსახურებას მიუძღვნას თავი.


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post May 2 2011, 11:08 PM
Post #43


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



I AM
QUOTE(I AM @ 2nd May 2011 - 09:19 PM) *
წარმოიდგინეთ ოკეანე. ყველა მდინარე მასში ჩაედინება. იგი მთელ წყალს შთანთქავს, მაგრამ გარდა იმისა, რომ მისი დონე არ მატულობს, მასში ჩამავალი წყალი მლაშე ხდება. რა ემართება იმ წყალს, ოკეანიდან რომ ადის ორთქლისა და ღრუბლების სახით? იგი სუფთა და ტკბილი ხდება. საავდრო ღრუბლები ამაყად ამბობენ, რომ ზღვიდან მაღლა ასვლის შემდეგ მათ სიდიადესა და სიწმინდეს მიაღწიეს. უფრო მეტიც, ღრუბელი წვიმის სახით ჩამოდის მიწაზე და მოსავალი მოჰყავს. შეუძლია ოკეანის მლაშე წყალს მიწა მორწყას? არა. ეს ხდება მხოლოდ ზღვის წყლის ორთქლად და ღრუბლებად გარდაქმნის წყალობით. თუ გსურთ სულიერად მაღლა აიწიოთ, თქვენ უნდა ცნობიერების დაბალი დონიდან წახვიდეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შესძლებს ადამიანი სხვების მსახურებას მიუძღვნას თავი.

რა საოცარი შედარებაა, ბრწყინვალეა gul.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post May 4 2011, 12:09 PM
Post #44


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა

QUOTE
რა საოცარი შედარებაა, ბრწყინვალეა


smile.gif

დრო პასუხისმგებელი არ არის მთელ ქაოსზე და ძალადობაზე სახელმწიფოში და ყველა იმ სიძნელეზე, კაცობრიობა რომ განიცდის. ამ ყველაფერზე პასუხს აგებს ადამიანის აზრები. ეს აზრები ეგოიზმითაა აღსავსე. სწორედ ეგოისტური და ეგოცენრტრული ადამიანების გამო იტანჯება ერი მრავალრიცხოვანი პრობლემებით. შეუძლებელია ერთიანობა, სანამ წვრილმანი საკუთარი ინტერესები ჭარბობს. ერთიანობის გარეშე შეუძლებელია ბედნიერება განიცადო. მაშასადამე, ერთიანობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ერთიანობიდან გამომავალ ძალას ფლობთ, ნებისმიერი ამოცანის შესრულებას შესძლებთ. ერის სისუსტე ადამიანებს შორის გაზრდილი უთანხმოებიდან წარმოიქმნება. ერთიანობა დიდად მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროა ცოტა მაინც შევზღუდოთ ეგოიზმი.


დღეს მსოფლიოში ყველა პრობლემა ეგოიზმიდან მოდის. თითოეული ზრუნავს საკუთარი სიკეთისთვის და თავისი ოჯახის სიკეთისთვის და არ ფიქრობს, რა მოუვა დანარჩენ მსოფლიოს. უნდა შევიგნოთ, რომ ცალკეული ადამიანის კეთილდღეობა დამოკიდებულია საზოგადოების, ერისა და მსოფლიოს კეთილდღეობაზე. თქვენ უნდა უფრო ფართოდ უყუროთ საგნებს. ეგოიზმი და ვიწრო ხედვა უფრო განათლებულ ადამიანებს ახასიათებთ, ვიდრე გლეხებსა და უბრალო ხალხს. მანკიერ მიდრეკილებებს, რომლებიც დიდ ქალაქებშია დომინირებული, ჯუნგლებშიც კი ვერ ნახავთ. განათლებულმა ადამიანებმა უნდა განავითარონ გარჩევის უნარი, მორიდებულობა და ღირებულებათა უშეცდომო გრძნობა.


იესომ ბევრი კარგი რჩევა-დარიგება მისცა ხალხს. მუჰამედმა ბევრი მაღალი სწავლება მისცა ადამიანებს. რამამ და კრიშნამ ბევრი რამ ასწავლეს მსოფლიოს. რა შეითვისა ხალხმა აქედან? ბევრად წაიწია მან ამ ფასდაუდებელი გაკვეთილების პრაქტიკაში განხორციელების საქმეში? მრავალი ადამიანი ყოველდღიურად კითხულობს ბჰაგავად გიტას. ადამიანები ყოველ ქუჩაზე ქადაგებენ გიტას. მქადაგებელთა რიცხვი იზრდება, მაგრამ მცნებების პრაქტიკაში გამტარებელთა რიცხვი მცირდება.



--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post May 9 2011, 05:26 PM
Post #45


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მხოლოდ უფალს გააჩნია თავისუფალი ნება. ადამიანს აქვს მინიჭებული ნება, მაგრამ იგი არ არის თავისუფალი ნება. ადამიანის ნება მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც მოქმედებაში ღვთაებრივი თავისუფალი ნება ერთვის. ხეზე მრავალი ფოთოლია, მაგრამ არც ერთი ფოთოლი არ შეირხევა, თუ ქარი არ არის. ფოთლებს არ გააჩნიათ თავისუფალი ნება, მაგრამ მათ აქვთ ნება, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ირხეოდეს, როცა ქარი ქრის. ცხოვრების ხეზე ადამიანური არსებები არიან როგორც ფოთლები. ადამიანის ნება მოქმედებას იწყებს მაშინ, როცა ღვთაებრივი ნება "დაუბერავს". ამგვარად, აუცილებელია ადამიანის ნების ღვთაებრივ ნებასთან გაერთიანება. მაშინ ადამიანური ბუნების აყვავება დადგება. ადამიანს არაფრის მიღწევა არ შეუძლია საკუთარი მცდელობით. არის მიზნები, რომლებსაც ადამიანი სულ პატარა ძალის გამოყენებით აღწევს. არის სხვა მიზნები, რომელთა მიღწევაც, დიდი მცდელობის მიუხედავად, მას არ შეუძლია. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი ღვთაებრივი ნების თამაშში იმყოფება. ღვთაებრივის მოქმედებები შეიძლება გავიგოთ ორი მაგალითიდან, რომლებიც ყველასთვის არის ცნობილი თავისი საკუთარი მაგალითიდან. გულისცემა და ფილტვების სუნთქვა ადამიანის მხრიდან ყოველგვარი შეგნებული მცდელობის გარეშე ხდება. ეს არის ბუნების კანონების მოქმედება ღვთიური ნების თანახმად. ერთი მხრივ – ბუნება, მეორე მხრივ – ადამიანის ძალისხმევა. ისინი ჰარმონიულად უნდა მოქმედებდნენ. როდესაც ასეთი ერთობაა, თქვენ სიწმინდეს შეიძენთ. ეს სიწმინდე ღვთაებრიობასთან მიგიყვანთ. ერთიანობა, სიწმინდე და ღვთაებრიობა სამი სხვადასხვა მდგომარეობა კი არ არის, არამედ სამი სტადიაა ნაყოფის დამწიფების პროცესში.

ამ მიწიერ ცხოვრებაში ის, რასაც ადამიანები ჩვეულებრივად ჯნიანად (ცოდნად) თვლიან, სრულიადაც არ წარმოადგენს ნამდვილ ცოდნას. მხოლოდ ატმაჯნიანაა (საკუთარი თავის გაცნობიერება) ჭეშმარიტი ცოდნა. ატმა და ჯნიანა სინონიმებია. ჯნიანა საფუძველია. არ შეიძლება მისი შეძენა გრძნობებით განსჯისა და აღქმის გზით. ყველაფერი ის, რისი მიღწევაც ამქვეყნიური საგნების შეცნების გზით ხდება, არ არის ჯნიანა. ჯნიანა არის ის, რაც რჩება იმის შემდეგ, როდესაც გონების მუშაობა გაჩერებულია.

გახსოვდეთ, რომ დაკარგული სიმდიდრის კვლავ შეძენა შეიძლება, დაკარგული ჯანმრთელობა შეიძლება აღადგინოთ, მაგრამ დაკარგული დრო სამუდამოდაა დაკარგული. ამიტომ ნუ კარგავთ დროს. დრო ღმერთია. ღირსეული საქმეებით აკურთხეთ თქვენთვის გამოყოფილი დრო, შეიცნეთ ნეტარება და სხვებს გაუზიარეთ იგი.


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
axilevs
post May 10 2011, 05:03 AM
Post #46


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 10-May 11
Member No.: 6,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შრი სატია საი ბაბა, ისევე როგორც, შრი ჩინმოი, შრი აურობინდუ, შანკარაჩარია, შრი რამა კრიშნა, შრი ბუდა არის ავატარი, უფრო სწორედ ნეფიმილი, ნეფიმილი კი სხვა არაფერია თუ არა დემონი ადამიანის სხეულით. ფსევდოღმერთებმა, ანუ დემონებმა რომელნიც თავიანთ თავს ადამიანის წინაშე ღმერთად ასაღებენ, გადაწყვიტეს ასეთი ავატარების მიწაზე მოვლინება, ადამიანის შესაცდენათ და ჭეშმარიტი გზიდან სულისათვის დამღუპველ გზაზე გადასათრევად, ამ ფსევდოღმერთებად ამ შემთხვევაში გვევლინებიან
1. ბრაჰმა
2. შივა
3. ვიშნუ
აი ამ ტრიადის წევრებმა, მიიღეს გადაწყვეტილება კაცთა შესაცდენად მიწაზე წარმოეგზავნათ მათთვის დაქვემდებარებულ დემონთა სულები, რომლებსაც ფიზიკური სხეული შეუქმნეს და კაცობრიობას მოუვლინეს ზემოთდასახელებული პირები. ეს ხორცშესხმული დემონები, წერენ რელიგიურ წიგნებს, ქადაგებენ, ახდენენ სასწაულებს და თან ურცხვად იძახიან თითქოს იესოც მათნაირი ავატარია, განსხვავება მათსა და ქრისტეს შორის კი ის არის რომ იესო იშვა სულიწმინდისაგან, ესენი კი ლუციფერის სულისაგან, იესო ჭეშმარიტებას ქადაგებდა კაცთა სახსნელად, ესენი კი სასწაულებით შელამაზებულ სიცრუეს ქადაგებენ კაცთა დასაღუპავად, რიგვედა, ბჰაგავად გიტა, პატანჯალის ნაშრომები, რაგები, მანტრები, შრი ჩინმოის სწავლება მდუმარედ, აურობინდუსა და შანკარაჩარიას წიგნები, რამა კრიშნასა და ბუდას ზეპირი მოძღვრებები და ბოლოს ბუნჩულა საი ბაბას "სასწაულმოქმედება" სხვა არაფერია თუ არა ანტიქრისტეს მოსვლისთვის გზის განმამზადებელი ცრუ წინასწარმეტყველების უსუსური მცდელობა.
ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ სრულიად და ვინც ნათქვამში შემეწინააღმდეგება იმისაგანაც ანალოგიურს მოვითხოვ, ის გასხივოსნება კი რომელსაც ეს მოძღვარნი პირდებიან ადამიანებს სხვა არაფერია თუ არა სინათლის ძის ლუციფერის შუქი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 10 2011, 05:38 AM
Post #47


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



axilevs
QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 05:03 AM) *
ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ სრულიად და ვინც ნათქვამში შემეწინააღმდეგება იმისაგანაც ანალოგიურს მოვითხოვ


შეგეწინააღმდეგები და გეტყვი, რომ ძალიან ცდები ბევრ რამეში. და ჩემ ნათქვამზე "ატვეჩაი" ვარ! biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
axilevs
post May 10 2011, 05:51 AM
Post #48


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 10-May 11
Member No.: 6,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერ ჯერობით არგუმენტები ვერ დავინახე საპირისპიროს დასამტკიცებლად და ისე ატვიჩაი რომ ხარ ეს დადებითი თვისებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 10 2011, 06:48 AM
Post #49


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



axilevs
QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 05:51 AM) *
ჯერ ჯერობით არგუმენტები ვერ დავინახე საპირისპიროს დასამტკიცებლად და ისე ატვიჩაი რომ ხარ ეს დადებითი თვისებაა.


შენ ისეთ ვრცელ თემებზე დასვი საკითხი, თანაც ერთი ხელის მოსმით, რომ კამათი გამიჭირდება.

თუ საუბარი გინდა ჯობია კონკრეტულ საკითხზე ვიკამათოთ, თანაც შესაბამის თემებში. ეს საი ბაბას თემაა და ამ საკითზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ საი ბაბა ღმერთის ავატარი არაა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
axilevs
post May 10 2011, 07:01 AM
Post #50


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 10-May 11
Member No.: 6,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
შენ ისეთ ვრცელ თემებზე დასვი საკითხი, თანაც ერთი ხელის მოსმით, რომ კამათი გამიჭირდება.

ერთი ხელის მოსმით იმიტომ დავსვი საკითხი, რომ სანამ ხელს მოვუსმევდი 50 წელი შევალიე ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას, ასე რომ ხელის მოსმის უფლებას, პროფესია თეოლოგობა და სამეცნიერო ხარისხი პროფესორობა მაძლევს. კამათი კი ალბათ მართლაც გაგიჭირდება.

თუ საუბარი გინდა ჯობია კონკრეტულ საკითხზე ვიკამათოთ.
მე ძალიან კონკრეტულად ვთქვი, რომ საი ბაბა ნეფიმილია, ანუ დემონი ადამიანის სხეულით და ვიკამათოთ ჰა.
თანაც შესაბამის თემებში.
რომელ თემაშიც გსურს იმ თემაში ვიკამათოთ.ეს საი ბაბას თემაა და ამ საკითზე ჩემი აზრი თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ საი ბაბა ღმერთის ავატარი არაა.
მართალი ხარ, საი ბაბა ღვთის ავატარი არ არის, ის ლუციფერის ავატარი გახლავთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 10 2011, 07:19 AM
Post #51


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



axilevs
QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 07:01 AM) *
ერთი ხელის მოსმით იმიტომ დავსვი საკითხი, რომ სანამ ხელს მოვუსმევდი 50 წელი შევალიე ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას, ასე რომ ხელის მოსმის უფლებას, პროფესია თეოლოგობა და სამეცნიერო ხარისხი პროფესორობა მაძლევს. კამათი კი ალბათ მართლაც გაგიჭირდება.


პროფესორს ნამდვილად ვერ ვეკამათები. ამდენი არც გამოცდილება მაქვს და არც ცოდნა. მხოლოდ რწმენა მაქვს, ისევე როგორც თქვენ, ჰოდა ორი რაღაცაში დარწმუნებული ადამიანის კამათი სრული უაზრობაა.

QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 07:01 AM) *
მე ძალიან კონკრეტულად ვთქვი, რომ საი ბაბა ნეფიმილია, ანუ დემონი ადამიანის სხეულით და ვიკამათოთ ჰა.


თუ მაიას, ანუ ღმერთის ილუზორულ ენერგიას დემონს უწოდებთ, მაშინ კი ბატონო, დემონი ყოფილა smile.gif



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
axilevs
post May 10 2011, 08:26 AM
Post #52


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 10-May 11
Member No.: 6,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არა ძვირფასო მეგობარო პირიქითაა, ეს შენ უწოდებ დემონს - "ფსევდორმერთის" და არა ღმერთის ილუზორულ ენერგიას მაიას, ხოლო სინამდვილეში ეს მაია კონკრეტული და არცთუისე უწყინარი პიროვნებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 10 2011, 08:54 AM
Post #53


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



axilevs

QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 08:26 AM) *
არა ძვირფასო მეგობარო პირიქითაა, ეს შენ უწოდებ დემონს - "ფსევდორმერთის" და არა ღმერთის ილუზორულ ენერგიას მაიას, ხოლო სინამდვილეში ეს მაია კონკრეტული და არცთუისე უწყინარი პიროვნებაა.


როგორც გენებოთ ისე დაარქვით. თქვენი ნებაა smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post May 10 2011, 08:59 AM
Post #54


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პ.ს. გამოდის, რომ მეც და ამ ფორუმის უმეტესობაც ნეფიმილები გამოვდივართ, რადგანაც მართლმადიდებლობის დოგმატიკას მეტ-ნეკლებად არ ვიზიარებთ...

სად არის ინკვიზიცია, რომ აღგვგავოს პირისაგან მიწისა? biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post May 10 2011, 09:30 AM
Post #55


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



axilevs

QUOTE
ერთი ხელის მოსმით იმიტომ დავსვი საკითხი, რომ სანამ ხელს მოვუსმევდი 50 წელი შევალიე ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას, ასე რომ ხელის მოსმის უფლებას, პროფესია თეოლოგობა და სამეცნიერო ხარისხი პროფესორობა მაძლევს.



lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


თქვენს პოსტებს რომ გადავხედე "ბატონო პროფესორო" მაპატიეთ მაგრამ 50 წელი კი არა, 50 დღე რომ გქონდეთ შელეული ამ საკითხებს, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ
ესეთ უაზრობას არ დაწერდით


გარდა ამისა ეს საკითხები თეორიული მსჯელობით არ გადაიჭრება, თუ რაიმე სახის პრაქტიკული გამოცდილება არ გაქვთ და მხოლოდ წიგნები წაგიკითხავთ, ამ საკითხებზე (რატომღაც მგონია რომ მოძღვართა ქადაგებები უფრო გაქვთ მოსმენილი, რომლებიც ყოველტვის უარყოფითად საუბრობრნ ნებისმიერ განსხვავებულ მრწამსზე ქრისტიანობისაგან) თქვენთან კამათი ფუჭია

smile.gif





--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post May 10 2011, 09:42 AM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(I AM @ 10th May 2011 - 09:30 AM) *
50 წელი კი არა, 50 დღე რომ გქონდეთ შელეული ამ საკითხებს, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ
ესეთ უაზრობას არ დაწერდით


ცდები....

QUOTE(I AM @ 10th May 2011 - 09:30 AM) *
ინდუიზმის, ბრაჰმაიზმის, ვიშნუიზმის, ბუდიზმის, კრიშნაიზმის, იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის შესწავლას,


200 წელიც რომ მოენდომებინა


ისე ძალიან საინტერესო კი იქნებოდა ალბათ ბუდიზმში გულის და ალმასის სუტარების შესწავლის პროცესი ......


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
axilevs
post May 10 2011, 09:59 AM
Post #57


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 10-May 11
Member No.: 6,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თქვენ ღმერთმა დაგიფაროთ ნეფიმილობისგან, თქვენ სული ხართ, ოღონდ როგორც აღვნიშნე ეს სული დემონის მსახურად არ უნდა აქციოთ "გასხივოსნების" მცდელობებით, ვინაიდან ამ ტერმინში მალავს სწორედ ლუციფერი მზაკვრულ გეგმას, თქვენ კი ვიღაც თავხედი რომაა მანდ და ურცხვად იღრიჭება მხოლოდ გეტყვით რომ ჯერ ზრდილობა ისწავლეთ და თეოლოგიურ საკითხზე კამათის ამბავზე მერე ვიმსჯელოთ, შენთან რა მაქვს საკამათო ელემენტარული კულტურა არ გაგაჩნია, ფორუმზე მე ვერ აღგზრდი და ჯერ დედას აღეზარდვინე და მერე მოდი ჩემთან საკამათოდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
axilevs
post May 10 2011, 10:03 AM
Post #58


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 10-May 11
Member No.: 6,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პრაქტიკულ გამოცდილებას რაც შეეხება გეტყვი რომ შრი ჩინმოის "სასწაულმომქმედი მოწაფეებიდან" ოთხი მათგანი სოლომონის ბეჭდის ზღუდეში დავსვი და 3 დღე გაიხნენ ოოოოოოოომის გმინვით მაგრამ იქიდან გამოსვლა ვერ შეძლეს სანამ ისევ გარკვეული ცოდნით არ ავხსენი ეს ბეჭედი, ასე რომ კიდევ გიმეორებ სანამ პრაქტიკაზე გადმოხვალ ჩემთან ჯერ ზრდილობა ისწავლე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post May 10 2011, 10:17 AM
Post #59


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



axilevs

შეგიძლიათ მითხრათ სოლომონის ბეჭედი როგორ დაგეხმარათ ბუდიზმის შესწავლისას

და იქაც გქონდათ ასეთი ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება.... ?





--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
I AM
post May 10 2011, 10:18 AM
Post #60


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ჯერ ზრდილობა ისწავლეთ და თეოლოგიურ საკითხზე კამათის ამბავზე მერე ვიმსჯელოთ, შენთან რა მაქვს საკამათო ელემენტარული კულტურა არ გაგაჩნია, ფორუმზე მე ვერ აღგზრდი და ჯერ დედას აღეზარდვინე და მერე მოდი ჩემთან საკამათოდ.


აბა, აბა.. თავად მოუხმეთ ზრდილობას "ბატონო პროფესორო" და სიტყვები შეარჩიეთ angry.gif


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 06:50 PM