IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

21 Pages V  < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> კაბალა
Molen
post Feb 26 2011, 04:16 PM
Post #21


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიცოცხლის ხე - შესავალი



იცოდე, მანამ, სანამ შეიქმნებოდნენ ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები,
იყო მხოლოდ უმაღლესი, მთელი რეალობის შემვსები უბრალო შუქი,
და არ იყო არავითარი თავისუფალი, შეუვსებელი, ცარიელი ადგილი –
მხოლოდ ეს უსასრულო, უბრალო შუქი ავსებდა ყველაფერს.
და არ გააჩნდა მას არც თავი და არც ბოლო,
არამედ, იყო ერთი, უბრალო, თანაბარი, განუყოფელი შუქი
და მას ერქვა “უსასრულო შუქი“.
და როდესაც აღეძრა მას უბრალო სურვილი, რომ გაეჩინა სამყაროები და შეექმნა ქმნილებები,
გამოევლინა თავისი სრულყოფილება,
რაც იყო სამყაროების შექმნის მიზეზი,
აი, მაშინ შეკვეცა თავისი თავი უსასრულომ, ცენტრალურ წერტილში
და შეიკუმშა შუქი და განერიდა,
დასტოვა შუაში ცარიელი, შეუვსებელი სივრცე.
და თანაბარი იყო შუქის შეკუმშვა ცენტრალური ცარიელი წერტილის გარშემო,
ისე, რომ ცარიელმა ადგილმა მრგვალი ფორმა მიიღო,
რამდენადაც ასეთი იყო შუქის შეკვეცა,
და აი, ამ შეკვეცის შემდეგ,
როდესაც უსასრულო შუქით შევსებული სივრცის ცენტრში
დარჩა მრგვალი სიცარიელე,
მხოლოდ მაშინ გაჩნდა ადგილი,
სადაც შესძლებდნენ არსებობას ქმნილებები და გაჩენილები.
და გამოეყო უსასრულო შუქიდან მისი ერთი სხივი,
ზევიდან ქვევით,
დაეშვა ამ ცარიელი სივრცის შიგნით
და ამ სხივის გავლით დაარსა, გააჩინა, შექმნა, გააკეთა
აბსოლუტურად ყველა სამყარო.
ამ ოთხი სამყაროს შექმნამდე
იყო უსასრულო ერთი და სახელი მისი ერთი ისეთ საოცარ და უჩინარ ერთიანობაში,
რომ არ ძალუძთ ქმნილებებს, რომ შესწვდნენ მის უსასრულო სრულყოფილებას,
არ ძალუძს არავითარ შექმნილ გონებას, რომ შეიცნოს იგი,
იმიტომ, რომ არა აქვს მას არც ადგილი, არც საზღვარი და არც სახელი.




--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 18 2011, 04:47 AM
Post #22


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ და გასაგებად კაბალაზე (უკვე ძალიან პარადოქსალურად ჟღერს კაბალა მოკლედ და გასაგებად???) .ღმერთი და სამყარო კაბალის მიხედვით.
არსებობდა მხოლოდ ღმერთი - უსასრულო სიყვარული, აბსოლუტური სუფთა სიყვარული, მაგრამ რახან არავინ და არაფერი არ არსებობდა ამ სიყვარულის გასაზიარებლად საკუთარი თავიდან შექმნა ჭურჭელი რაშიც ამ სიყვარულს მიადინებდა, და ეონები გაგრძელდა ასე მაგრამ რახან ჭურჭელი შეიქმნა ღმერთასაგან - მისი ნაწილი იყო, ამდენად ატარებდა ცნობიერებას და გარკვეული დროის შემდეგ(თუმცა არც დრო არსებობდა) ამ ჭურჭელმა განიცადა ის რასაც კაბალაში ეძახიან "სირცხვილის პური" - მობეზრდა, შერცხვა გამუდმებით უანგაროდ მიღებული სიყვარული.
და განაცხადა რომ უარს ამბობდა, აღარ მიიღებდა მეტ სიყვარულს და მაშინ მიიღო უფლება გამოყოფოდა თავისთავს რათა შეექმნა სიყვარულის მისგან მიმღები, ეს პროცესი აქედან რთულდება და გრძელდება მანამ სანამ ამ ჭურჭლის დამსხვრეული ნაწილები ფიზიკურ სამყაროში არ აღმოვჩნდით ჩაკეტილი. ჩვენს ირგვლივ აბსოლუტური სიყვარულია, მაგრამ ჩვენ ერთ პროცენტსაც ვერ ვიღებთ, აღარ ვიცით, დაგვავიწყდა როგორ. კაბალის არსი ამ აბსოლუტურ სიყვარულში დაბრუნების გზების ძიებაა
Go to the top of the page
 
+Quote Post
bajo13
post Mar 19 2011, 02:21 AM
Post #23


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 86
Joined: 10-September 10
Member No.: 6,262

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate მაშინ მიიღო უფლება გამოყოფოდა თავისთავს რათა შეექმნა სიყვარულის მისგან მიმღები.....ვერ გავიგე რა იგულისხმე ამ წინადადებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 19 2011, 03:21 AM
Post #24


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(bajo13 @ Mar 18 2011, 05:21 PM) *
kate მაშინ მიიღო უფლება გამოყოფოდა თავისთავს რათა შეექმნა სიყვარულის მისგან მიმღები.....ვერ გავიგე რა იგულისხმე ამ წინადადებაში.

ეს ნიშნავს რომ ჭურჭილმა თავითავიდან შექმნა სხვა ჭურჭელი რომელსაც სიყვარულს გადასცემდა, სანამ მასაც არ დაეწყო "სირცხვილის პურის" ჭამა, შემდეგ ეს ახალი ქმნის ახალს და ა. შ., და ყოველი მომდევნო შორდება საწყისს და ჭეშმარიტებას, უპირობო სიყვარულს, რეალობის მხოლოდ ანარეკლია, თანდათან კლებულობს სიყვარული, იზრდება ილუზია.........
ამას რაც შეიძლება მარტივად ვწერ, კაბალისტურ ცხოვრების ხეზე, რომელიც სამყაროს ენერგიათა მოძრაობის ძლიერი მოდელია, კარგად ჩანს სულის მოგზაურობა, მაგრამ მის აღსაქმელად კაბალის მცირე ცოდნა მაინც საჭიროა
Go to the top of the page
 
+Quote Post
bajo13
post Mar 19 2011, 11:18 AM
Post #25


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 86
Joined: 10-September 10
Member No.: 6,262

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საენტოლოგებს უფრო საინტერესო ვერსია აქვტ:Dhttp://www.youtube.com/watch?v=cNT_A6m1X-U
Go to the top of the page
 
+Quote Post
bajo13
post Mar 19 2011, 11:20 AM
Post #26


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 86
Joined: 10-September 10
Member No.: 6,262

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.youtube.com/watch?v=cNT_A6m1X-U
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 19 2011, 05:01 PM
Post #27


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



bajo13
საენტოლოგია სულ სხვა თემაა, და სახელის გარდა არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან, სხვადასხვა რელიგიების ნარევით მეოცე საუკუნეში ხელოვნურად შექმნილი რელიგიაა, რომელიც პოპულაროლი ჰოლივუდის ვარსკვლავებით გახდა, მიუხედავად იმისა რომ ზოგ საკითხებზე აქვთ საინტერესო შეხედულებები, თვითონ ის ფაქტი რომ კიდევ ერთი ახალი რელიგია ჩამოყალიბდა მიკარგავს ყოველგვარ ინტერესს, ისე მაგ კლიპით ნამდვილად ვერ შეიქმნი წარმოდგენას საენტოლოგიაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
bajo13
post Mar 19 2011, 06:04 PM
Post #28


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 86
Joined: 10-September 10
Member No.: 6,262

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



[i]Чтобы обрести свободу, следует ли знать, почему мы здесь, или надо просто разобраться, где именно мы находимся? Следует ли находить ответы «внутри себя» или «вступая» в тайные общества, или через верховное божественное вмешательство, или использовать все три способа? Или ни один из них не годится? Вы не ответили ни на один из других моих вопросов, надеюсь, я вас не обидел.

Необходимо видеть весь спектр. Когда видение частично, то это подобно взгляду через окно, частично закрытое занавеской. Вы не знаете, что находится за этой занавешенной частью окна, поэтому и не можете поступать соответствующим образом. Что закрывает от нас весь спектр? Поймите, что есть это место и где оно находится, узнайте что вы собой представляете, как вы здесь оказались, почему вы пришли сюда, как вернуться. Подготовьте себя для ответов, очистите себя, дотянитесь до Разума, скажите (внутри-«снаружи»), что вы готовы, живите строго в соответствии с полученными ответами.
Никогда не вступайте в «тайные общества», каковы бы ни были обстоятельства. Избегайте также любых религий, включая нью-эйдж, не доверяйте человеческим гуру / пророкам / священникам / раввинам / имамам / папам / предсказателям / «медиумам» / далай-ламам / политикам / писателям / ученым / «знаменитостям» / родителям / и т. д. как авторитетам в том, что касается Божества… в других вопросах вы вольны принимать или отвергать их мнение, однако, принимайте также и последствия своего выбора. Вам нужны только вы сами и Божество, никакого вмешательства других, облеченных в тела… повторяю, не допускайте никакого вмешательства кого бы то ни было. Если ваш отец просит подать ему стакан воды, чтобы убедиться, что вы о нем заботитесь, и проверить ваше послушание, то что вы сделаете: принесете воду непосредственно отцу или отнесете стакан воды соседу и попросите, чтобы он рассказал вам, о чем вас попросил отец, при том, что сосед не слышал просьбы и в данный момент выпивает собственный стакан воды?
Являюсь ли я таким соседом? Я не касался стакана воды, я лишь открыл дверь и сказал вам, что нужно вернуться к отцу.
Никто не обидел меня, люди обижают себя сами. Я был бы обижен, если то, что я говорю, было бы против Единого, и если так то я буду платить за это. Я отвечаю на вопросы, начиная с тех, на которые я не успел ответить в последний раз, и занимаюсь этим столько, сколько позволяет мне время. Иногда я пропускаю вопрос, поскольку ответ на него уже был дан, если вопросы не имеют отношения к теме, а также потому, что не могу увидеть некоторые посты.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guru
post Mar 25 2011, 06:08 AM
Post #29


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 440
Joined: 21-October 09
From: Malta
Member No.: 6,056

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მაქვს პაპიუსის კაბალა. ამ წიგნში არის მოცემული ცხრილი შემა(ხ) ამფორაშ გენიების სახელები თავისი ლოცვებით და დროით როდის უნდა მიმართო დახმარებისთვის.
როგორც მე მაქვს გაგებული არის ადამიანების კატეგორია რომლების ყოველდგე იმეორებენ ამ სახელებს და ამის წყალობით გარკვეულ ძალას ფლობენ. ვინაიდან გმერთის სახელის წინაშე ყველა და ყველაფერი თავს ხრის სათაყვანოდ.



სეფიროტების სხემას ხმარობდენენ მონასტრების არქიტეკტურაშიც . აგრეთვე ისეთ შენობებში სადაც ბევრი ხალხი უნდა ყოფილიყო კონტროლის ქვეშ.




Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 25 2011, 02:18 PM
Post #30


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოდით მე დავამატებ სფიროტების განმარტებებს:


1. კეტერ – გვირგვინი
2. ხოხმა – სიბრძნე
3. ბინა – გონიერება (ანუ გაგების უნარი)
4. ხესედ – სიყვარულის ერთგულება
5. გვურა – სიმტკიცის ძალა
6. ტიფერეტ – სრული გულწრფელობა
7. ნეცახ – ძლევა-გამძლეობა
8. ხოდ – გამჭვირვალეობა (ბრწყინვა)
9. იესოდ – საძირკველი, ფუნდამენტი
10.მალხუტ – დამოუკიდებელი სამეფო


Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 27 2011, 03:56 AM
Post #31


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Guru
პაპიუსის კაბალა - ასეთი სათაურითაა, ძალიან საინტერესო უნდა იყოს. პრინციპში პაპიუსი ყველაზე მისტიური ქრისტიანი იყო და კაბალის ელემენტები მგონი პარველმა გამოიყენა. ეგ ცხრილი ღმერთის 72 სახელი ხომ არ არის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 27 2011, 04:49 AM
Post #32


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ Mar 25 2011, 05:18 AM) *
მოდით მე დავამატებ სფიროტების განმარტებებს:
1. კეტერ – გვირგვინი
2. ხოხმა – სიბრძნე
3. ბინა – გონიერება (ანუ გაგების უნარი)
4. ხესედ – სიყვარულის ერთგულება
5. გვურა – სიმტკიცის ძალა
6. ტიფერეტ – სრული გულწრფელობა
7. ნეცახ – ძლევა-გამძლეობა
8. ხოდ – გამჭვირვალეობა (ბრწყინვა)
9. იესოდ – საძირკველი, ფუნდამენტი
10.მალხუტ – დამოუკიდებელი სამეფო

ეს არის ცნობილი კაბალური სიცოცხლის ხე ანუ სეფიროტი, ათი სეფირით. სიცოცხლის ხე თუმცა კაბალურ სიმბოლოდ ითვლება. ის მარტო კაბალას არ ეკუთვნის და ზოგასაკაცობრიოა. ადამიანი არის სიცოცხლის ხის მინიატურული მოდელი,მისი ფიზიკური სხეულით ჩაკრებით... მასში ყველა სეფირაა, დაწყებული კეტერიდან და მალხუტით დამთავრებული, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ადამიანის მოდელი, მთელი სამყაროს მოდელია - ჰერმესის პირველი კანონის - "როგორც ზემოთ, ასევე ქვემოთ" მიხედვით.
კაბალისტები თვლიან სიცოცხლის ხის შემეცნებით შეიძლება ჭეშმარიტების პოვნა, მაგრამ ეს არის სწორედ რთული პროცესი. მთელი კაბალა პრინციპში სიცოცხლის ხის შესწავლაა, თვითოეული სეფირა უამრავი გზით მიიღწევა და შეისწავლება. თუმცა თითო სეფირა ცალკე აღებული დამოუკიდებელი სფერო და ენერგიაა, მარტო არც და ვერც იარსებებს ისინი მხოლოდ ერთმანეთთან კავშირით ქმნიან ერთ მთლიან ცოცხალ ორგანიზმს, მიუხედავად იმისა ქვედა სეფირა ზემოთაც აცნობიერებს თუ არა. თუ არსებობს სეფიროტი - არსებობს ათი სეფირა, ერთმა სეფირამაც რომ შეწყიტოს არსებობა(რაც შეუძლებელია) სიცოცხლის ხეც გაქრება, (სიცოცხლის ხე გამომდინარეობს სიცოცხლის ყვავილიდან და იდეალურად თავსდება მასში.).
სიცოცხლის ხე არ არის ორგანზომილებიანი ნახატი ეს მრავალგანზომილებიანი ენერგიათა რთული მორევებია და სეფირები გამუდმებულ კავშირში და ენერგიათა გაცვლაში არიან.
ძალიან ძნელია სეფიროტის დანიშნულების და ფუნქციების მოკლედ აღწერა. შევეცდები რამდენადაც შევძლებ.
დავიწყოთ იმით რომ სეფირები ერთმანეთთან დაკავშირებულია 22 ხაზით, რომელთაგან თითოეული ძველებრაული ალფავიტის ასოებს შეესაბამება (ალფავიტი 22 ასოსგან შედგება) სეფირროტის შესწავლის ერთ-ერთი გზაა ამ 22 ბილიკის გავლა - taw-დან (ბოლო ასო) - მალხუტსა და იესოდს შორის alef-მდე (პირველი ასო) - ხოხმასა და კეტერს შორის, მაგრამ ეს ძალიან რთული გზაა.
შემდეგ დავწერ ყველაზე ადვილი გზის გამარტივებულ ვარიანტს
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Mar 27 2011, 06:46 PM
Post #33


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(kate @ 27th March 2011 - 05:49 AM) *
(სიცოცხლის ხე გამომდინარეობს სიცოცხლის ყვავილიდან და იდეალურად თავსდება მასში.).


Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 28 2011, 02:25 AM
Post #34


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
მადლობთ, ზუსტად ამას ვგულისხმობდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Mar 28 2011, 03:06 AM
Post #35


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შედარებით ადვილია სეფიროტის ოთხ ნაწილად, სამკუთხედებად განხილვა,
პირველი სამკუთხედი - კეტერი-გვირგვინი, ხოხმა-სიბრძნე, ბინა-გაგება, ეს მეტაფიზიკური სამკუთხედია. ამ სამკუტხედს აცილეტს - ემანაციის სამყაროს უწოდებენ.
მეორე სამკუთხედი - ჰესედი-სიკეთე, გულმოწყალეობა, გებურა-ძალა, ტიფერეტ-სილამაზე. ეს ეთიკური სამკუთხედია და კაბალაში ბრიას - შექმნის, ქმნილების სამკუთხედს ეძახიან
მესამე სამკუთხედი - ნეცახ-გამარჯვება, ჰოდ-დიდება, იეზოდ-საფუძველი. ეს ინტელექტუალური სამკუთხედია და იეცირა - ფორმირების სამყარო ქვია.
ბოლოს რჩება მალხუტი - სამეფო - ეს ჩვენი ფიზიკური სამყაროა, რომელსაც ასიას ეძახიან და ცალკე დგას, სამკუთხედს ვერ ქმნის, კაბალაში მალხუტს კვადრატის ან რომბის სახით გამოხატავენ, რადგან იგი ფორმირებულია ოთხი სტიქიისაგან, ოთხი ელემენტისგან - მიწა, წყალი ჰაერი და ცეცხლი
რახან ადამიანი შექნილია სამყაროს მოდელის მიხედვით ეს ოთხივე ნაწილი მასშიც არის:
აცილეტი(კეტერი, ხოხმა, ბინა) - ჩვენი სულია
ბრია(ჰესედი, გებურა, ტიფერეტი) - ჩვენი ინტელექტი
იეცირა(ნეცახ, ჰოდ, იეზოდი) - ჩვენი გული, გრძნობები
ასია (მალხუტი) ჩვენი ფიზიკური სხეული
ცალკე დგას და კაბალა თითქმის არ განიხილავს მეთერთმეტე სეფირას დაატს, ეს არის ყველაზე იდუმალებით მოცული, უცნობი სეფირა - ეს კოსმიური უსასრულობაა, სადაც გაერთიანებულია წარსული, მომავალი და მარადისობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post Apr 21 2011, 10:26 AM
Post #36


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტარო პირდაპირი ილუსტრაციაა კაბალის. მოგვიანებით დავპოსტავ ამ თემაზე მოკლე ინფორმაციას. მანამდე თქვენი აზრიც საინტერესოა, ნუ ვისაც ტაროთან აქვს საქმე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post Apr 21 2011, 03:46 PM
Post #37


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგით, დავიწყეთ კაბალას შესახებ :-) ავიღოთ ჩვენი ადგილობრივი ქართული წყარო:

არსებობს ასეთი წერილი, იოანე ხუცესის წერილი მიწერილი ბიზანტიის იმპერატორ მანუელ კომნენოსისადმი 1165 წლით დათარირებული, რომელიც ინახება მსოფლიოს რამდენიმე მუზეუმში. დაიმახსოვრეთ რიცხვები, ისინი მარტივია და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით. თუმცა თავიდან შეიძლება რთული ჩანდეს. ამ წერილის შეახებ აქ ადრეც ვწერდი სადღაც.

იქ ერთ პასაჟში ასე წერია: "იოანე ხუცესს ჰყავს 7 მეფე, რომლებიც მას ემსხურებიან გარკვეულ თვეებში. ამ მეფეებთან ერთად მათ ემსახურება 72 ჰერცოგი და 360 გრაფი. მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე მის სახლში სადილობს 12 არქიეპისკოპოსი და 20 ეპისკოპოსი. და მათთან პაპი არის წმ. თომა".

დავიწყეთ ქვემოდან, ანუ წმიდა თომადან (თანახმად ჰერმეტიული პრინციპისა "რაც ზემოთ, ის ქვემოთ).

12 არქიეპისკოპოსი + 20 ეპისკოპოსი უდრის 32. კაბალას სისტემაში სულ არის 32 რიცხვი. აქედან 11 არის სეფიროტი, მთავარი სფეროები კაბალისტიკური სიცოცხლის ხის (უხილავი სეფიროტის დაათის ჩათვლით) და 20 არის მათ შორის დამაკავშირებელი გზები. სულ ზემოთ არის მე-12 სეფიროტი, შეუცნობელი აინ სოფ.

ეს არის მთლიანი ნახატი კაბალისტიკური სიცოცხლის ხის. შიგნით, სისტემაში ასე ნაწილდება ძალები:

რიცხვი 20 ეპისკოპოსი - ასევე ეფუძნება სეფიროტების ხეს, რომელზეც 10 სეფიროტია და მათ გაჩნიათ საკუთარი 10 კლიფოთური, დეგრადირებული ანარეკლი-ანტიპოდი (არსებობს სიცოცხლის ხის კლიფოთური, ამობრუნებული ვარიანტი).

რიცხვი - 12 არქიეპისკოპოსი შეესაბამება 12 ზოდიაქოს.

რიცხვი 360 ჰერცოგი - არის 12 ზოდიაქოს სრული წრე, სადაც თითოეული ზოდიაქოს ნიშანი შედგება 30 გრადუსისგან. დეკანებად ასეთი დაყოფა ხდება სტიქიების შესაბამისად (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა).

7 მეფე - 7 ასტროლოგიური პლანეტა (შესაბამისად ადამიანის 7 ფსიქიკური ცენტრი).

ამდენად ჩვენს წინაშეა ზოდიაქო (12), პლანეტები (7), სტიქიები (3) და შეუცნობელი (1).

ეს არის მხოლოდ ესკიზური აღწერა, მაგრამ მთავარი სტრუქტურა, როგორც კაბალის, ასევე ტაროს სისტემის.

რაც შეეხება იოანე ხუცესს, მას პირველად მოიხსენიებს ოტო ფრეიზინგერი საკუთარ ქრონიკებში, ცნობილი წერილის გამოჩენამდე 20 წლით ადრე, 1145 წელს. ის ამბობს, რომ იოანე ხუცესი მეფობს ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს სპარსეთისა და სომხეთის კიდეში და რომ მისი ეპისკოპოსი ქალაქ კაბალადან ესტუმრა ევროპას.

ჯერჯერობით საკმარისია და მერე გავაგრძელოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post Apr 21 2011, 03:53 PM
Post #38


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



72 გამომრჩა :-) ეს არის შემამფორაშის და გოეტიას, იგივე კაბალისტიკური სისტემის 72 ანგელოზი, 36 ღამის და 36 დღის. თითოეული მართავს 10 დღეს წელიწადში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
david6david
post Apr 21 2011, 07:36 PM
Post #39


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 248
Joined: 15-May 09
From: Tbilisi
Member No.: 5,954

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Kate ძალიან დიდი მადლობა თქვენი პოსტებისთვის, ეხლა გადავათვალიერე და ყველა საინტერესოა. ასევე კარგია ეს თემა რომ გაიხსნა. არსებობს შეხედულება, რომ კაბალაზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან იქ ძნელი გააგებია ბოლომდე მისი შინაარსები. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასზე უარი ვთქვათ. მართლაც, ყველა ოკულტისტური სისტემა ეFუძნება სიცოცხლის ხეს და გამოდის რომ ეს თემა ამ საიტის მთავრი ტოპიკია. თუ ჩვენ თვალსდავხუჭავთ 4 სამყაროს არსებობაზე, მაშინ ჩვენ თვალს დავხუჭავთ საერთოდ ეზოტერიკაზე. ალბათ საინეტერსოა, რომ კანონკურ ახალ აღთქმაში სწორედ 4 სახარებაა თავმოყრილი და მათ 4 სიმბოლური ფიგურა შეესაბამება - ხარი, ლომი, არწივი და ანგელოზი. არც იოანესთან არის ყველაფერი ადვილი გასაგები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე რამეს გვიმალავს. უბრალოდ, კაბალა არ არის ზუსტი მეცნიერება და ის არ არის რწმენის სისტემა, რელიგია, ამიტომაც ჩვენ საკუთარ გაგებაზე და წვდომაზე არის აქ ბევრი რამე დამოკიდებული. მსოფლიოში უამრავი სკოლა არსებობს, რომელიც კაბალას სწავლობს და არსებობს მისი მრავალი განხრა. მე პირადად 2 ასეთ ტრადიციულ და აუთენტურ სკოლასთან მქონდა შეხება, ერთთან ხანმოკლე, მეორესთან დღესაც გამაჩნია კავშირი და სულაც არ მიკვირს, რომ ვინმეს ეს აინტერესებს და სწავლობს და იკვლევს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Apr 27 2011, 11:35 AM
Post #40


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიყვარულის შესახებ
http://www.myvideo.ge/?video_id=1028106
Go to the top of the page
 
+Quote Post

21 Pages V  < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 10:56 AM