IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V  « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
> ყველა რელიგიაზე გულაცრუებულთა საზოგადოება
ანანდა...
post Oct 6 2011, 02:56 PM
Post #201


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Oct 5 2011, 04:03 PM) *
მე მგონი ეს თემაა შესაფერისი იმისთვის, რასაც გუშინ დაგპირდით:

ეს არის პატარა მონაკვეთი რადჰანათჰა სვამის ცნობილი წიგნიდან "გზა შინისაკენ", რომელიც კრიშნამურტის ეხება... (ნაჩქარევად ვთარგმნი და ხარისხს ყურადღებას ნუ მიაქცევთ smile.gif )
"იმავე საღამოს მე და ბჰკუ ვივეკანანდა მსოფლიოში განთქმული მწერლის და ორატორის - ჯიდუ კრიშნამურტის ლექციას დავესწარით. შევედით და მეორე რიგში დავჯექით. პანდალი მალე გაივსო ხალხით, და ჩვენს გვერდით სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი დაჯდა. მას ერქვა დილიპი. "გინდათ დოქტორ კრიშნამურტიზე მოგიყვეთ? - შემოგვთავაზა მან. - ის ჩემი მასწავლებელია".

"რა თქმა უნდა", - ვუპასუხეთ ჩვენ.

დილიპმა ფეხები გადააჯვარედინა, სკამიზ საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. კრიშნამურტი დაიბადა სამხრეთ ინდოეთში 1895 წელს. როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას ყურადღება მიაქცია ცნობილმა ნათელმხილველმა ჩარლზ ლედბიტერმა. ლედბიტერმა და ანნა ბეზანტმა, რომელიც იმ დროს თეოსოფიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, განაცხადეს, რომ ეს ბავშვი - "ჭურჭელია" სამყაროს იმავე მასწავლებლისა, რომელიც კაცობრიობას ქრისტეს მეშვეობით მიმართავდა. ანნა ბეზანტი დაეხმარა ყმაწვილს, რომ ინგლისში მიეღო განათლება და მთელს მსოფლიოში თან ატარებდა მას. ათასობით ადამიანმა მიიღო იგი როგორც ახალი მესია და მის გარშემო შექმნილ ვარსკვლავის ორდენში შედიოდნენ. ოცდაშვიდი წლის ასაკში კრიშნამურტიმ ოფიციალურად მიიღო გასხივოსნებული მასწავლებლის ტიტული. იმ დროისთვის მას უკვე სამოციათასზე მეტი ორდენის წევრი ეთაყვანებოდა.

დილიპი ჩვენსკენ გადმოიხარა: "მაგრამ 1929 წელს მან უარი თქვა მასწავლებლის მდგომარეობაზე, დაშალა თავისი რელიგიური მოძრაობა და..."

უეცრად ყველა წამოდგა და სცენაზე ახლადგამოჩენილ კრიშნამურტის მიესალმა. ეს იყო უზადოდ ჩაცმული სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, არა მაღალი და გამხდარი. მას ეცვა პიჯაკი ნერუს სტილში და ფართე შარვალი. სუფთად გაპარსულ სახეს მოხუცებულობის ნაოჭები უფარავდა, ხოლო ჭაღარა თმა მეცნიერს ამსგავსებდა. იგი ბრწყინვალე ინგლისურით მიესალმა შეკრებილებს. მისი თვალები ენთუზიაზმს და კეთილგანწყობას ასხივებდა.

მოკლედ, საკმაოდ მალე იგი გადავიდა რევოლუციურ მოწოდებებზე: "ინდოეთში მეტისმეტად ბევრი გურუა. ისინი გვკარნახობენ, რა ვაკეთოთ, რაზე ვიფიქროთ და რით დავკავდეთ. ისინი - დიქტატორები არიან." ხალხი სუნთქვაშეკრული უსმენდა მას. "ჭეშმარიტება - ეს ამოუცნობი ქვეყანაა, ხოლო იოგა, თავისი სუნთქვითი და გიმნასტიკური ვარჯიშებით - მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსომატური აკრობატიკაა. აშრამები და მონასტრები - საკონცენტრაციო ბანაკებია ჭკუისათვის." მან პაუზა გააკეთა და პირდაპირ მე შემომხედა: "და თუ თქვენ ჩამოგიყალიბდათ მედიტაციის რაღაც სისტემა, ეს უკვე მედიტაცია აღარაა, არამედ სრული უაზრობა და დროის ტყუილად ფლანგვაა."

კრიშნამურტიმ ასეთი იგავი მოყვა. ერთხელ ეშმაკი თავის მეგობართან ერთად სეირნობდა. მათ წინ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. უცებ ის დაიხარა და გზიდან რაღაც მბრწყინავი საგანი აიღო. მეგობარი მიბრუნდა ეშმაკისკენ და ჰკითხა, თუ რა იყო ეს. ეშმაკმა უპასუხა:

"მან ჭეშმარიტება იპოვა".
"ცუდადაა შენი საქმე!"
"სულაც არა, - მშვიდად უპასუხა ეშმაკმა. - მე დავეხმარები, რომ ამ ჭეშმარიტებას მოწესრიგებული სახე მისცეს."

იმისათვის, რომ ხაზი გაესვა თავისი მომდევნო აზრისთვის, კრიშნამურტიმ თვალები დახუEჭა და სპეციალურად ნელა, თვითოეულ სიტყვაზე მახვილით გაიმეორა:

"ჩვენ საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილება. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ამდენი თავსმოხვეულია? ჩვენ წლობით ვმუშაობთ და უაზროდ, სიცარიელეში ვცხოვრობთ..."

იგი წინ დაიხარა: "ვერც ერთი ორგანიზაცია და ვერც ერთი რელიგია ვერ მოგვიტანენ გასხივოსნებას. თქვენ ვერ მოიპოვებთ მას ვერც რომელიმე დოგმით, ვერც მღვდელმსახურებით ან რიტუალებით, ვერც ფილოსოფიის შესწავლით და ვერც ფსიქოლოგიური პრაქტიკებით. გასხივოსნება საკუთარ ჭკუაში უნდა ვეძებოთ, დავაკვირდეთ რა მის მუშაობას. ეს მოდის ჭვრეტის მეშვეობით და არა ინტელექტუალური ანალიზით ან ლოგიკური ჭკუისმიერი მსჯელობებით."

მე შეძრული ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ლექცია ჩემს მეგობარ ბჰიკუ ვივეკანანდაზე. ის ხომ გურუ იყო მრავალი ათასი ბერისათვის, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ მკაფიო სტრუქტურით და განრიგით და მედიტაციასა და რიტუალებს სწავლობდნენ მისგან. მე დავიხარე მისკენ და ჩავჩურჩულე: "ბჰიკუ, ის უარყოფს ყველაფერს, რასაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. როგორი მოსასმენია ეს თქვენთვის?"

ბჰიკუს გაუკვირდა ჩემი კითხვა, ფართოდ გაახილა თვალები და თქვა: "ის ყველაფერს სწორად ამბობს!"

მე განცვიფრებულმა შევეკითხე: "და რას აპირებთ ამის შემდეგ ბჰიკუ?"

უცებ ის ძალიან სერიოზული გახდა: "მე კარგად უნდა გავიაზრო მოსმენილი".

შემდგომ დღეებში კრიშნამურტის კიდევ რამდენიმე ლექციას დავესწარით, რომლებზეც იგი გასაოცარი თავდაჯერებულების და რკინის ლოგიკის დემონსტრირებას ახდენდა. იგი სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ კიტხვას და გააბათილოს ნებისმიერი არგუმენტი, მაგრამ ამასთან ერთად პირად ურთიერთობაში რბილ, კეთილ და ჭკუამახვილობით გამორჩეულ პიროვნებად რჩებოდა. მე ჩავუფიქრდი მის სწავლებას. აღმოსავლეთის წმინდა წერილები სავსეა გასხივოსნებული წმინდანების მაგალითებით, რომლებიც თავისი რელიგიის მცნებებს და თავიანთი გურუების დარიგებებს შეუპოვრად მიჰყვებოდნენ. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკუგდება მხოლოდ იმის გამო, რომ კრიშნამურტიმ ასე თქვა? ამასთან ჩემში ცხარე გამოძახილი ჰპოვა მისმა აზრმა იმის შესახებ, რომ სულიერი ცხოვრებისთვის მიუღებელია ზედაპირული დამოკიდებულება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად. და თუკი ზედმეტად გავერთობით სულიერი ცხოვრების გარეგნული მხარით, შეიძლება მისი მთავარი მიზანი - გულის გაწმენდა - დაგვავიწყდეს.

მოგვიანებით, როცა ბჰკუსთან ერთად პიპალის ხის ჩრდილში ვიჯექი, ვკითხე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მომავალში.

"დიახ, რიჩარდ, - მიპასუხა მან. - მე დავბრუნდები ტაილანდში, ჩემს მონასტერში."
"მართლა? - გამიკვირდა მე - მე კი ვფიქრობდი, რომ კრიშნამურტის მიმდევარი გახდებოდით".

ბჰიკუმ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა, შემდეგ კი უეცრად თქვა:

"დიახ, მე მივყვები მისტერ კრიშნამურტის დარიგებებს, - მის ტუჩებზე ცელქური, ბავშვური ღიმილი ათამაშდა. - გინდა გითხრა, როგორ?"
"რა თქმა უნდა!"
"მე უარვყოფ იმ მასწავლებლის სწავლებას, რომელიც ყველა მასწავლებლის და მათი სწავლებების უარყოფას მოგვიწოდებს", - ღიმილით, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიპასუხა მან.



კარგია რომ კრიშნამურტიზე დაწერე!
smile.gif

თავის დროზე თეოსოფებმა ამ ადამიანზე დიდი "ფსონი ჩადეს"
პირადად მე საკმაოდ კარგად ვიცნობ მის პოზიციებს. მქონდა ურთიერთობა მის ბალტიისპირელ მიმდევრებთან–ვინც გამოგვიგზავნეს მოსაწვევი "ბუდოლოგიის კონგრესზე" ტალინში
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 6 2011, 03:05 PM
Post #202


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა

რაღაც პერიოდი მეც ხშირად ვუსმენდი კრიშნამურტის და ძალიან მომწონდა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Oct 6 2011, 03:29 PM
Post #203


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Oct 6 2011, 03:05 PM) *
ანანდა

რაღაც პერიოდი მეც ხშირად ვუსმენდი კრიშნამურტის და ძალიან მომწონდა.



http://www.youtube.com/watch?v=Dq3h8PaK-ic

ეს ერთ–ერთი ბოლო ლექციებია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Adolf
post Oct 7 2011, 10:00 PM
Post #204


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 9-March 11
Member No.: 6,413

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ყველა რელიგიაზე გულაცრუებული

Laie_61.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 7 2011, 11:08 PM
Post #205


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Adolf

ანუ ათეისტი გახდი რო გაგიცრუვდაა ?......


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Adolf
post Oct 8 2011, 03:36 PM
Post #206


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 9-March 11
Member No.: 6,413

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Existence
მე ვთქვი სადმე, რო ათეისტი ვარ?! wink.gif
არაფრისტი არ გავმხდარვარ! უბრალოდ ვუერთდები ყველა რელიგიაზე გულგაცრუებულ ადამიანებს!
საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ყველაფრის მიზეზი მაინც ოჯახია....ოჯახი- არის რელიგიის შემადგენელი ნაწილი! უბრალოდ ვერ იარსებებდა რელიგია რომ არ იყოს ოჯახი! აი გაანადგურეთ ოჯახები სოციალური, კლასობრივი ფენების მიხედვით და თავს დავდებ, რომ ვერც ერთი რელიგია უბრალოდ აღარ იარსებებს!!!! ფუნქციას დაკარგავს. (ერთი ოჯახია ადამიანის გამრყვნელი და მეორე რელიგია)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 8 2011, 03:59 PM
Post #207


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Adolf

აბა ჯოგური პრინციპით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი? smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 8 2011, 04:05 PM
Post #208


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Adolfi @ 8th October 2011 - 03:36 PM) *
მე ვთქვი სადმე, რო ათეისტი ვარ?!


არც მე არ მითქვამს ..........

QUOTE(Adolfi @ 8th October 2011 - 03:36 PM) *
საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ყველაფრის მიზეზი მაინც ოჯახია....


მე თუ მკითხავ ყველაფრის მიზეზი არის ტვინი..... ან ასე ან ისე დაპროგრამირებული ტვინი.....
........
ერთი შეხედვით ერთადერთი რაც სამყაროდან ამოგლეჯილია არის ადამიანი ხოდა ოჯახი არის მცდელობა ამგლეჯილობის გრძნობის შესუსტების......... რელიგია (მზა ,ორგანიზებული) უფრო დიდი მაშტაბით შესუსტების.......






--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Adolf
post Oct 9 2011, 09:24 PM
Post #209


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 9-March 11
Member No.: 6,413

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE
აბა ჯოგური პრინციპით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი?

არა, მე ეს არ მითქვამ. ოჯახი უნდა განადგურდეს სოციალური ფენების მიხედვით და ბავშვები გაიზარდნონ თავშესაფრებში- მხოლოდ ასე დაკარგავს რელიგია ფუნქციას და მხოლოდ მაშინ ექნება თავისუფალი არჩევანი ადამიანს! რაც შეეხება ეკლესეიებს, მეჩეთებს სინაგოგებს და მსგავს ბინძურ გადმონაშთებს... ყველა ასეთი ნაგებობა უნდა დაინგრეს და მათ ნანგრევებში, როგორც ყველაზე უბინძურეს ადგილზე, შხამიანი გველები უნდა მოაშენო.
ისე უმეტესობა მაინც ჯოგზე დამოკიდებული არსებები არიან......რაღაც გაუგებარი აფსურდებით და სისულეელებით მსჯელობენ და ამტკიცებენ იმას რაც თვითონაც არ იციან....
ჯოგის ენაზე მეტყველებთ, მილონჯერ ნათქვამს იმეორებთ და კმაყოფილი ხართ თქვენი სიჭკვიანით...

არ იფიქროთ რო რაღაც ბოღმა და ღვარძლი მაწერინებს ამას... უბრალოდ ადამიანები ძაან გარყვნა რელიგიამ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 9 2011, 11:44 PM
Post #210


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Adolfi @ 9th October 2011 - 09:24 PM) *
არ იფიქროთ რო რაღაც ბოღმა და ღვარძლი მაწერინებს ამას... უბრალოდ ადამიანები ძაან გარყვნა რელიგიამ


ბოღმა და ღვარძლი არა - გამოუცდელობა, უმეცრება და ღმერთისადმი შურის გრძნობა (ქვეცნობიერი) smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Adolf
post Oct 10 2011, 01:30 PM
Post #211


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 9-March 11
Member No.: 6,413

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman ზატო შენ ხომ ხარ გამოცდილი- დემონებთან ბრძოლაში და კალის ეპოქის უკანასკნელი გურუ!
......და რძეში ისევ ბანთ ხოლმე თოჯინებს? "პრასადი"- ჰქვია მგონი.....შემდეგ სვამენ ამ ”სითხეს” და აზრადაც არ მოუვა არც ერთს თავში, რომ რბილად რო ვთქვათ, ეს არაჰიგიენურია.....
თუმცა მე რა უფლება მაქვს ვიმეს ესთეტიურ სიამოვნებას შევეხო?! ეს ის შემთხვევაა, როცა გემოვნებაზე მართლაც აღარ დაობენ! D

Go to the top of the page
 
+Quote Post
Hetfield
post Oct 16 2011, 11:54 PM
Post #212


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 42
Joined: 7-May 11
Member No.: 6,461

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ჩავეწერები თქვენს გუნდში თუ მიმიღებთ რა თქმა უნდა


--------------------
silence is one of the most effective forms of communication..
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Oct 17 2011, 11:11 AM
Post #213


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Jul 29 2011, 04:12 PM) *
ცოტა სხვანაირად ვიტყოდი, როცა ღმერთთან, უზენაესთან პირდაპირი კავშირი გავწყვიტეთ, რელიგია - ან უფრო სწორად, ის რასაც ზოგადად რელიგიაში ვგულისხმობთ, დავიტოვეთ ამ კავშირის აღსადგენად, მაგრამ დროთა განმავლობაში შევცვალეთ და დავამახინჯეთ, იმდენად რომ დღეს არსებული ორგანიზებული რელიგიებში, ძალიან ძნელია იმ პირველადის მიგნება, რადგან, აქ სრულიად ვეთანხმები atmani-ს, საქმე რელიგიაში კი არ არის თვითონ, არამედ ადამიანში, რომელი კუთხიდან შეხედავს და რას დაინახავს მასში. მაგრამ არ ვეთანხმები "თუ არასწორ რელიგიურ გზაზე დგახარ, ღმერთი მაინც ანახებს ჭეშმარიტებას" -ში, რადგან, მიმაჩნია რომ ჭეშმარიტება ყველა ჩვენთაგანშია და ყოველთვის იყო დასაბამიდან, რომელიმე რელიგიურ გზაზე დადგომა კი, (იმ რწმენით, რომ ეს გზაა მხოლოდ ჭეშმარიტი), ჭეშმარიტების მოკლე და ადვილი გზით მიგნების სურვილია, რომელიც სინამდვილეში გაცილებით გვიგრძელებს გზას. ჩვენ გვგონია (ესეც ილუზიაა), გარკვეულ გზას ღმერთთან მივყავართ, მაგრამ ღმერთთან ვერ მიხვალ სხვისი გაკვალული და მინასწავლი გზით, ღმერთთან მიმავალი გზა, მხოლოდ საკუთარ თავში გადის, და იქ ვერავინ შეაღწევს შენს გარდა

l_daisy.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
sociopath
post Jan 18 2012, 11:54 PM
Post #214


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 71
Joined: 29-April 10
Member No.: 6,220

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვიცი სად დამედო ეს http://religiebi.info/index.php?a=main&...&poll_id=11
ეხლა აღმოვაჩინე,ძაან საინტერესოა...
"Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს და ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა რელიგიურ ჯგუფთან, ხელი შევუწყოთ აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას."
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Feb 6 2012, 11:26 PM
Post #215


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






ოშო - ოსტატი


--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
progress
post Feb 7 2012, 12:59 AM
Post #216


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 67
Joined: 27-July 11
Member No.: 6,525

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე მიუხედავად იმისა რომ გაბრაზებული ვარ რათა ჩემი საკუთარი ნების გარეშე უმწეო მომნათლეს ქრისტიანულად მიმაჩნია რომ რელიგია ჯერ კიდევ არის საჭირო რადგან მსოფლიო ხალხთა განვითარების დონე ძალიან ძალიან კატასტროფულად დაბალია!
პირადად მე არც ათეისტი ვარ არც მმართლმადიდებელი როგორც ამას თავის თავს და მათივე იდეოლოგიას უწოდებს მრავალნი...
მე ვარ მე ამჯერად ჩემი თავის ღმერთი მე ვარ! სუსტი ვარ თუ ძლიერი მე ასე მინდა! არ ვიცი იუპიტერზე რა ხდება არც ის ვიცი ღმერთი სად არის ან რას აკეთებს...მე ვიცი რომ ბუნებაში თუგინდ კოსმოსში არის ის ძალა რომელიც მომცემს დამოუკიდებლად ქმედების უნარს იმ ჩარჩოებში რაც აქ მიღებულია


--------------------
"Ubedurebis mizezi sakutar tavshi edzie"
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 7 2015, 10:02 PM
Post #217


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ 29th July 2011 - 04:12 PM) *
ღმერთთან მიმავალი გზა, მხოლოდ საკუთარ თავში გადის, და იქ ვერავინ შეაღწევს შენს გარდა

გეთანხმები
Go to the top of the page
 
+Quote Post

11 Pages V  « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:43 PM