Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ როცა უბრალო დაავადება დიდხანს გრძელდება

Posted by: Miss_Star Jan 15 2013, 03:47 PM

მალე ერთი თვე გახდება უკვე ყელის ტკივილი ვერ მოვიშორე. ყველანაირი წამალი დავლიე და ყველანაირი საწუწნი და გამოსავლები გავაკეთ, ექიმთანაც ვიყავი, რაც გამომიწერა ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არაფრით არ გამდის. ერთ მხარეს ყლაპვის დროს ვგრძნობ ტკივილს, და რაც არ უნდა გავაკეთო არაფერი არ შველის.
აღარ ვიცი რა ვიფიქრო.
ამიტომ იქნებ რამე სხვაა მიზეზი, რამე ზებუნებრივი, ან ჯადო, ან გათვალვა, აღარ ვიცი რას დავაბრალო. რას მირჩევთ რა გავაკეთო? sad.gif
ამ ფორუმზე იმიტომ ვკითხულობ რომ რამე განსხვავებული მინდა, ტრადიციულ მედიცინას მივმართე და ვერ მიშველა და და იქნებ თქვენ რამე სხვა მეთოდები იცოდეთ. ამდენი ხანი მართა არანორმალურია უკვე. sad.gif

Posted by: old_man Jan 15 2013, 05:35 PM

QUOTE
მალე ერთი თვე გახდება უკვე ყელის ტკივილი ვერ მოვიშორე. ყველანაირი წამალი დავლიე და ყველანაირი საწუწნი და გამოსავლები გავაკეთ, ექიმთანაც ვიყავი, რაც გამომიწერა ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არაფრით არ გამდის. ერთ მხარეს ყლაპვის დროს ვგრძნობ ტკივილს, და რაც არ უნდა გავაკეთო არაფერი არ შველის.
აღარ ვიცი რა ვიფიქრო.

ჩირქი თუა, გამოსავლებები და საწუწნები არ უშველის.
სავარაუდოდ ჩირქია ყელში. მეც მტკიოდა ეგრე და არაფერმა არ უშველა და მექანიკური საშუალებებით გამისუფთავეს მერე

Posted by: earth Jan 15 2013, 05:42 PM

Miss_Star
ერთ შეკითხვას დაგისვამ, ამ პერიოდში შენი ფსიქოლოგია როგორია? თუ რამე გაქვს დარდი, ან თუ ფიქრობ რაღაც ისეთ საკითს რაც ძლიერ გაწუხებს?


Posted by: Miss_Star Jan 15 2013, 07:11 PM

QUOTE
ჩირქი თუა, გამოსავლებები და საწუწნები არ უშველის.
სავარაუდოდ ჩირქია ყელში. მეც მტკიოდა ეგრე და არაფერმა არ უშველა და მექანიკური საშუალებებით გამისუფთავეს მერე
რა ვიცი აბა, ექიმმა რო ჩახედა თქვა ყელის ანთებააო, ჩირქიაო არ უთქვია. თან ჩირქი რო იყოს სიცხე ხო მექნებოდა? საერთოდ არ მაქვს სიცხეები. შენ გქონდა სიცხეები თუ არა?

earth
QUOTE
ერთ შეკითხვას დაგისვამ, ამ პერიოდში შენი ფსიქოლოგია როგორია? თუ რამე გაქვს დარდი, ან თუ ფიქრობ რაღაც ისეთ საკითს რაც ძლიერ გაწუხებს?

რაღაც გეგმები კი მქონდა მაგრამ ახლა ძაან გამოვიფიტე ამ ყელის გამო, ისე ვარ არაფერი არ მინდა , ოღონდ ეს ყელი მომირჩეს. ყველა ამბობს 3 დღეში მირჩება ყელის ტკივილიო და მე რა მჭირს ამდენი ხანი რო ვერ მორჩა. ეს მადარდებს ახლა ყველაზე მეტად, ლამისაა გავგიჟდე, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. არ ვიცი რა ვქნა. sad.gif

Posted by: Lashapoli Jan 15 2013, 07:12 PM

გლანდები??

Posted by: Miss_Star Jan 15 2013, 07:14 PM

QUOTE
გლანდები??

არ ამქვს გლანდები. ისე მტკივა ხოლმე ყელი, მიწითლდება და მტკივა. ექიმები ამბობენ უბრალოდ ანთებააო. მაგრამ ამდენ ხანს რომ გრძელდება ეს მაგიჟებს.

Posted by: Lashapoli Jan 15 2013, 07:22 PM

ალერგიული თუ ხარ, მაგანაც იცის დიდხანს ყელის ტკივილის დიდხანს გახანგრძლივება. მე მაქვს მაგალითად ეგრე, ყოფილა შემთხვევები რო 2კვირა მქონია ყელის ტკივილი, შეიძლება მეტიც.. მერე თავისით გაუვლია..
ყოველშემთხვევაში ნერვებსაც ნუ იაყოლებ ეხლა ყელის ტკივილს smile.gif)

Posted by: Existence Jan 15 2013, 07:26 PM

Miss_Star

ბიო ენერგეტიკაში ძალიან ზერელედ რო გითხრა ყელი დაკავშირებულია მატერიალურ სურვილებზე ჩაციკვლასთან ეს შეიძლება ქვეცნობიერათაც ხდებოდეს რასაც ცალკე კიდე მიზეზები აქვს , ერთი კვირა მაინც მარხვა ''ატრიშონასწი'' სექსზე ჭამაზე და სურვილებზე ურაის თქმამ წესით შედეგი უნდა გამოიღოს

ეს ძაან ზერელედ დაწვრილებით ლაზარევის Система полевой саморегуляции წაიკითხე

http://www.youtube.com/watch?v=UvVQGn52_V0

Posted by: Miss_Star Jan 15 2013, 07:29 PM

QUOTE
ალერგიული თუ ხარ, მაგანაც იცის დიდხანს ყელის ტკივილის დიდხანს გახანგრძლივება
ისე ალერგიული კი ვარ , ყველაფერზე არა, მაგრამ გაზაფხულზე რო დაფინავენ რაღაც თეთრი ფანტელებივით ეგ მაძლევს ალერგიას და მაცემინებს.

QUOTE
ალერგიული თუ ხარ, მაგანაც იცის დიდხანს ყელის ტკივილის დიდხანს გახანგრძლივება

უბრალოდ ძალიან დავიღალე. 26 დეკემბერს დამეწყო ტკივილი, და ამდენ ხანს რომ გრძელდება ეს მხდის ძალიან ცუდად. თავიდან სულ არ მანაღვლებდა, მეთქი გაივლის მალე და მორჩა, მაგრამ არაფერი რო არ შველის მგონია მარტო მე მჭირს ასე, მერე მეშინია რამე ცუდში არ გადაიზარდსო, თან ამდენი ხანი ორგანზიმიც სუსტდება , ჯანმრთელობა გერყევა, ასე მგონია არაფერი არ მიშველის და არასდროს გამივლის ეს ყელი. არ ვარ პანიკიორი, მაგრამ უკვე ძალიან გადავიღალე, ვერ ვხვდები რისი ბრალია, და ძლიან ცუდად ვარ. აი ახლა ტირილი მინდა ისე ვარ.

Posted by: kindatma Jan 15 2013, 07:33 PM

მეგობარო)ყველანაირი დაავადება იმის ნიშანია რომ ქვეცნობიერი რაღაცაზე მიგითითებს.ყელის ტკივილი მიუთითებს ორ რამეზე.ან სათქმელი გაქ და ვერ იძახი,ან ვიღაცაზე ნეგატიურად იმოქმედე და ამოაფრქვიე მთელი ენერგია ყვირილით.
რამე მაგდაგვაი თუ მოხდა შენს ცხოვრებაში (ყვირილი,აზრს ვერ გამოთქვავ) გაიხსენე კარგად,და დააკვირდი რის გაკეთებაში გიშლის ხელს.თუ ვიღაცას უყვირე,აზრობრივათ მოუხადე ბოდიში )) ხო ზუსტად ბოდიში! მნიშვნელობა არ ააქვს პირში ეტყვი თუ გონებაში,მთავარია გული შეგტკივა საქციელზე.და სათქმელი კიდე ყველგან უნდა თქვა!რადგან ინდივიდუალორბა შეინარჩუნო რა თქმა უნდა.ყველაზე მთავარი---->აზრებს მიქაციე ყურადღება და ავად აღარ იქნები არასოდეს! საკუთარი თავის მაგალითზე გეუბნები.

თუ ჩირქია მაშინ ბამბიანი ჩხირი დაასველე ლუგოლის ხსნარში,რაღაცა ქვია გლიცერინი მგონი,და 3 ჯერ დღეში ამოიწმინდე ძალიან ფაქიზად.

აიღე ჩაის კოვზი ნახევარ კოვზზე შAქარი დაყარე,დაამატე ხუთი მარცვალი შავი წიწაკა.აი დიდი მარცვლები რო აქვს.და კააარგად დაღეჭე დღეში 2 ჯერ საკმარისია

Posted by: Lashapoli Jan 15 2013, 07:52 PM

QUOTE(kindatma @ Jan 15 2013, 07:33 PM) *
თუ ჩირქია მაშინ ბამბიანი ჩხირი დაასველე ლუგოლის ხსნარში,რაღაცა ქვია გლიცერინი მგონი,და 3 ჯერ დღეში ამოიწმინდე ძალიან ფაქიზად.

აიღე ჩაის კოვზი ნახევარ კოვზზე შAქარი დაყარე,დაამატე ხუთი მარცვალი შავი წიწაკა.აი დიდი მარცვლები რო აქვს.და კააარგად დაღეჭე დღეში 2 ჯერ საკმარისია

მაძეც მალჩიკ, შენ გამოდგები პოსტ აპოკალიფსის დროს smile.gif))

Posted by: earth Jan 15 2013, 07:57 PM

Miss_Star

QUOTE(Miss_Star @ 15th January 2013 - 08:11 PM) *
earth

QUOTE
ერთ შეკითხვას დაგისვამ, ამ პერიოდში შენი ფსიქოლოგია როგორია? თუ რამე გაქვს დარდი, ან თუ ფიქრობ რაღაც ისეთ საკითს რაც ძლიერ გაწუხებს?

რაღაც გეგმები კი მქონდა მაგრამ ახლა ძაან გამოვიფიტე ამ ყელის გამო, ისე ვარ არაფერი არ მინდა , ოღონდ ეს ყელი მომირჩეს. ყველა ამბობს 3 დღეში მირჩება ყელის ტკივილიო და მე რა მჭირს ამდენი ხანი რო ვერ მორჩა. ეს მადარდებს ახლა ყველაზე მეტად, ლამისაა გავგიჟდე, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. არ ვიცი რა ვქნა.

მე ზემოთ ეს შეკითხვა იმიტომ დაგისვი, რომ ადამიანის ფიქრებიდან მოდის ყველა დაავადება.
არვიცი თუ რამე გაწუხებს, შეიძლება არც გინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ შეეცადე შინაგანად გამხიარულდე, შეეცადე რომ წარმოიდგინო შენი თავი რომ ხარ კარგად, რომ ხარ სიხარულში და თავისუფლად ჭამ და სვამ. შეჰქმენი ფანტაზიით სურათები ჯანმრთელობისა და „წაშალე“ ყველა რაც გაღელვებდა.
თაფლის ჭამა თუ გიცდია? მე მიშველა ერთთვიან ყელის ტკივილს.
იცი ასეთი სახის ყელის ტკივილი პირველი არაა, მეც გადავიტანე ახლა გამახსენდა, მეგონა რომ არასოდეს მომირჩება მეთქი ყელი, მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, იმიტომ არ მახსოვდა, თაფლმა მიშველაsmile.gif რამდენი ტკივილი ერთი ყლუპი თაფლი. ერთი ნახევარ კილომდე შევჭამე მაშინ wink.gif

Posted by: earth Jan 15 2013, 07:59 PM

კიდევ ყველაზე უებარი საშუალება:
გვირილას ჩაი გააკეთე და ივლე ყელში. გამოივლე არ დალიო. დღეში სამჯერ.

Posted by: teepurple Jan 15 2013, 08:23 PM

მეც მქონდა ეგრე ძალიან დიდხანს აი როგორც შენ, ცალ მხარეს მტკიოდა და ლაპარაკშიც კი მიშლიდა ხელს და უფრო სერიოზულ რამესაც ვფიქრობდი უკვე, მაგრამ რომ დავუფიქრდი მივხვდი რომ ყველაფერი ჩემი ფიქრებიდან და ქცევიდან გამომდინარეობდა, არ აქვს მნიშვნელობა ახლა გაქვს ეგ ფიქრები და ა.შ თუ ცოტა ადრე გქონდა, მოკლედ რაც დაწერეს ზემოთ მთავარი მართლა ეგაა, აი დაუფიქრდი როდის ხდები ცუდად და მიხვდები რომ მიზეზი მართლა ფიქრებშია და ბავშვების რჩევები გაითვალისწინე, ძალიან დაგეხმარება.
მთავარია ექიმთან იყავი და სერიოზული არაფერი გჭირს.

Posted by: old_man Jan 15 2013, 08:28 PM

QUOTE
შენ გქონდა სიცხეები თუ არა?

არ მქონია. მტკიოდა ძაან ნერწყვის გადაყლაპვისას...
მარა ჩირქი ჩანდა. ჩხირზე დავახვიე ბამბა, იოდი წავუსვი. გავისუფთავე და გამიარა.

Posted by: td......... Jan 15 2013, 09:42 PM

Miss_Star
ამდენი გიწვალია და კიდევ ერთი რამე სცადე. მიდი ბაქტერიოფაგში, გოთუას ქუჩაზეა, კააკაძის ძეგლთან რომაა ჩასახვევი, იქ. მიდი და გაიკეთე ნაცხის ანალიზი. მერე თვითონ შგირჩევენ შესაბამის ბაქტეროფაგს და იმით იმკურნალე. ყველა ანტიბიოტიკს და სხვა წამლებს ეგ ჯობია.

Posted by: Existence Jan 16 2013, 10:46 PM

მადლობა მეგობრებო რჩევებისთვის და ყურადღებისთვის










Posted by: Lashapoli Jan 16 2013, 11:09 PM

QUOTE(Existence @ Jan 16 2013, 10:46 PM) *
მადლობა მეგობრებო რჩევებისთვის და ყურადღებისთვის

biggrin.gif biggrin.gif პაჟალუსტა ცუუუნც biggrin.gif

Posted by: Existence Jan 16 2013, 11:18 PM

tongue.gif

Posted by: matashi Jan 17 2013, 02:15 AM

ექიმები ბავრნი არიან ფორუმზე?ევერი ვიცი მარტო

Posted by: Ever Jan 17 2013, 11:45 AM

Miss_Star
ტონზილიტი გაქვს სავარაუდოდ
საკმაოდ შემაწუხებელი ტკვილი იცის, ხანგრძლივიც
პირველ რიგში ჩემი რჩევა იქნება რომ ნუ გეგონება ენერგეტიკული, ასე უფრო დასუსტდები smile.gif
რაღაც შეკითხვებს დაგისვამ პმ-ში და გირჩევ რაღაცეებს. სამწუხაროდ, გასინჯვის გარეშე, მედიკამენტებს ვერ დაგინიშნავ

Posted by: Miss_Star Jan 19 2013, 07:25 PM

ყველას დიდი მადლობა გამომხმაურებისთვის. გამამხნევა თქვენმა პოსტებმა, მაგრამ ყელი ისევ ისეა ჯერ ჯერობით. sad.gif

Ever
დიდი მადლობა, მოგწერეთ PM. smile.gif

Posted by: Zet Jan 21 2013, 01:46 AM

მე მქონდა მთელი ცხოვრება დაჩირქებული ყელი, ექიმებთან რომ მივდიოდი მეუბნებოდნენ არაფერი არაგაქვსო)) გაწამებული ვიყავი, მერე ეზოთერიული საკითხებით რომ დავკავდი დავიწყე ჩემთავზე მუშაობა, და ძალიან ნელნელა გამიარა,
არ მახსოვს ოღონდ რა და როგორ ვიჩალიჩე მარა, რაც ვიცი ზუსტად რომ ყელის მკურნალობა ამას არუშველის, მითუმეტეს ქიმიური წამლებით და ქიმიური მედიცინით, და ეს ყელის ტკივილი მოდიდა ჩემ შემთხვევაში კუჭიდან თუ სწორედ მახსოვს, ანუ გადაცემითია, და კუჭი კიდე აზროვნებიდან. ამ ავადმყოფობას ნელა უნდა მიყვე უკუსვლით... ნუ პირველი რაც მახსენდება ესარის გომეოპატია. გომეოპატია გაგიყვანს უკანასვლით ავადმყოფობის სათავეში. სათავეს რომ მოსპობ ყელის ამბავი ისე გაგიქრება რომ გეგონება არც გქონია არასდროს))

Posted by: earth Jan 21 2013, 08:29 AM

Zet

QUOTE
აზროვნებიდან

ყველა დაავადება მართლაც აზროვნებიდან მოდის. მეც მაწუხებდა ბევრი რამ და დღეს ჯანმრთელი და ძლიერი ვარ და მეც ჩემმა ეზოთერულმა ცხოვრებამ გამაჯანმრთელა და მიხარია.
მადლობა ზეტ რომ ეს ფორუმი გააკეთე, რადგან აქ ბევრი ცოდნაა თავმოყრილი, რომელიც სასარგებლოა, ვინ რას ეძებს იმას პოულობს wink.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)