გამარჯობათ მონათესავე სულებო, :JC_cupidgirl: |
გამარჯობათ მონათესავე სულებო, :JC_cupidgirl: |
Apr 3 2013, 11:06 AM
Post
#61
|
|
RED soul Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
violetflame
რას ნიშნავს დუალობა არ იქნება? ჯოხს თუ ორი ბოლო არ აქვს ის ჯოხი არ არსებობს td......... მე მარტო იმაზე შემიძლია მსჯელობა რაც ჩემ (და სავარაუდოდ შენ) რეალობაში არსებობს. დანარჩენი რწმენის საკითხია. მეც მწამს რომ არსებობდნენ გაღვიძებულები, გასხივოსნებულები. მაგრამ არ მჯერა რომ ისინი ევოლუციის შემდეგ საფეხურზე გადავიდნენ. უფრო განვითარებულები, ჰარმონიულები გახდნენ, სუპერშესაძლებლობები განივითარეს და ა.შ. |
|
|
Apr 3 2013, 03:11 PM
Post
#62
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Plasmodium - დიახ, მე-5-ე განზომილებაში დუალობა (ანუ პოლარულობა - ნეგატიური/პოზიტიური) აღარ იქნება - ეს ჩვენთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია არსებობის ამ ფაზაში
|
|
|
Apr 3 2013, 03:37 PM
Post
#63
|
|
RED soul Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
violetflame
ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ სწორედ ამ პოლარობებიდან იბადება არსებობა. თუ არ არსებობს მეორე მხარე არ არსებობს მოძრაობა, განვითარების შესაძლებლობა. რაც მარადიულია ის უცვლელია, უცვლელი რომ არ იყოს მარადიული არ იქნებოდა... |
|
|
Apr 3 2013, 08:06 PM
Post
#64
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ციტატა ჯოხს თუ ორი ბოლო არ აქვს ის ჯოხი არ არსებობს Plasmodium ჯოხს სინამდვილეში ბოლოები არც ეხლა აქვს, ის უსასრულოა ყველამხრივ ყველგან... უბრალოდ ჩვენს განზომილებაში 3D ვხედავთ და აღვიქვამთ.-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Apr 3 2013, 08:13 PM
Post
#65
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Plasmodium
ციტატა მეც მწამს რომ არსებობდნენ გაღვიძებულები, გასხივოსნებულები. მაგრამ არ მჯერა რომ ისინი ევოლუციის შემდეგ საფეხურზე გადავიდნენ. უფრო განვითარებულები, ჰარმონიულები გახდნენ, სუპერშესაძლებლობები განივითარეს და ა.შ. მარტივ ლოგიკას, ან უბრალო დაკვირვებასაც რომ მიჰყვე ამის მაგაითები გვაქვს მატერიალურ სამყაროშიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე.. ბარტყი რომ იჩეკება, მას არც ბუმბული აქვს, არც ფრენა იცის.. ეს ერთი საფეხურია განვითარების, შემდეგ იზრდება, იძენს გამოცდილებას, ფრენის სწავლისას ათას გამოცდას გადის.. შეიძლება დაიღუპოს კიდეც, მერე სწავლობს ფრენას. ბუდის აშენებას და ასე შემდეგ...ეს ყველაფერი კი განპირობებულია მისი სხვადასხვა დონეზე გადასვლით. გამოჩეკვისთანავე ბარტყი ვერ გაფრინდება და ვერც ბუდეს ააშენებს, საკვებსაც კი ვერ იშოვნის... ასევეა სუიერ ასპექტებშიც. ამასთანავე თუ გჯერა გამოღვიძებულების და გასხივოსნებულების, ესეიგი ხვდები რომ დანარჩენებს სძინავთ და იმყოფებიან იმ მდგომარეობაში საიდანაც შეიძლება გასხივოსნდნენ... ანუ აქვს განვითარებისათვის განკუთვნილი გზა. აი გამოიყენებ ამას და გაყვები ამ გზას თუ დარჩები მუდმივად მძინარე ეს ყოველი ჩვენთაგანის არჩევანის ამბავია. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Apr 3 2013, 09:03 PM
Post
#66
|
|
RED soul Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
განვითარება რასაც ჩვენ განვითარებას ვეძახით მატერიალური სამყაროს ბუნებაა. ზუსტად ამით დაიწყო ყველაფერი. გამოვეყავით მამას და დაიწყო ევოლუცია მატერიაში. რაც თავისმხრივ ტანჯვის და ტკივილის მიზეზია. კარგი ბარტყმა დაიწყო ფრენა, მერე აზროვნებაც, გავიდა კოსმოსში, გახდა ვეგანი, შეიძინა ტელეპატიის და ტელეკინეზის უნარი... როდემდე? გგონია ადამიანი როდისმე დაკმაყოფილდება? გაჩერდება? ერთადერთი ლოგიკური დასასრული საწყისთან დაბრუნებაა, იგივე მამის წიაღში. საიდანაც დავიწყეთ და სადაც უკვე ვართ სრულყოფილი. |
|
|
Apr 3 2013, 09:29 PM
Post
#67
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Plasmodium
და როგორ გესახება მამის წიაღში მთელი ამ მატერიალისტური ბარგი-ბარხანით დაბრუნება, რომლის დათმობაც სიცოცხლის ფასადაც კი არ გვინდა? ისე მე რომ მკითხო ევოლუციას კი არა დეგრადაციას გავდივართ... იგივე ვეგამონა განვიტარება სულაც არ არის, ესაა ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება იმ არანორმალურიდან რომელშიც აღმოვჩნდით ჩვენი რეგრესის გამო... -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Apr 3 2013, 09:39 PM
Post
#68
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Plasmodium - დიახ, საბოლოო დანიშნულების ადგილი მამა ღმერთთან ანუ ჩვენს შემოქმედთან დაბრუნებაა და მასთან შერწყმაა, სადაც ყველანი ვხდებით ერთნი. ჩვენ ვართ შემოქმედის ნაწილი ნებისმიერ რეინკარნაციასა, განზომილებასა თუ დროში. მამა ღმერთს სხვანაირად 'უძრავ შემოქმედს' უწოდებენ (ინგლისურად 'unmoved mover'). ანუ, ის ჩვენი საშუალებით იღებს გამოცდილებებს და ინფორმაციას - ყველაფერს რასაც ჩვენ ვხედავთ, განვიცდით მამა ღმერთიც ხედავს და განიცდის. ეს ყველაფერი ძალიან რთულია ჩვენს განზომილებაში მყოფი ადამიანებისთვის გასაგებად - და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმისა რაც სინამდვილეში არსებობს ალბად.
სამყარო არის ჩვენში და ჩვენ ვართ სამყაროში. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გამოვიღვიძოთ ამ ღრმა ძილიდან და მივხვდეთ, რომ ყველაფერი რაც რეალობა გვეგონა ამ ცხოვრებაში თურმე ილუზია ყოფილა, რომელიც დაგვეხმარა განვითარებაში. ბევრი რამე, რაც სიმართლე და ჭეშმარიტება გვგონია დღეს, ხვალ შეიძლება სულ სხვანაირად დავინახოთ - ამ ცხოვრებაშიც მოხდება რადიკალური ცვლილებები ამ კუთხით- ანუ, სიმართლე წინა პლანზე წამოვა და ის ტყუილები რითაც ამდენი ხანი გვკვებავდენ სააშკარაოზე გამოვა. ნუ გაგიკვირდებათ, ეს ახალი სიხშირის ენერგიების 'ბრალია' - ტყუილი, უბრალოდ, ამ სიხშირეზე მთლად კარგად ვერ არსებობს. ადამიანი ბევრ რამეს გაიგებს თავისი 'წარმომავლობის' შესახებ - თუნდაც იმას, რომ იგი სულიერი არსებაა, რომელიც გადის გამოცდილებას მატერიალურ სამყაროში და არა პირიქით. ძალიან საინტერსო დროში მოგვიწია ცხოვრებამ - მოუთმენლად ველი რა მოხდება უახლოეს მომავალში. |
|
|
Apr 3 2013, 10:33 PM
Post
#69
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ბევრი რამე, რაც სიმართლე და ჭეშმარიტება გვგონია დღეს, ხვალ შეიძლება სულ სხვანაირად დავინახოთ - ამ ცხოვრებაშიც მოხდება რადიკალური ცვლილებები ამ კუთხით- ანუ, სიმართლე წინა პლანზე წამოვა და ის ტყუილები რითაც ამდენი ხანი გვკვებავდენ სააშკარაოზე გამოვა. ნუ გაგიკვირდებათ, ეს ახალი სიხშირის ენერგიების 'ბრალია' - ტყუილი, უბრალოდ, ამ სიხშირეზე მთლად კარგად ვერ არსებობს. ადამიანი ბევრ რამეს გაიგებს თავისი 'წარმომავლობის' შესახებ - თუნდაც იმას, რომ იგი სულიერი არსებაა, რომელიც გადის გამოცდილებას მატერიალურ სამყაროში და არა პირიქით. ძალიან საინტერსო დროში მოგვიწია ცხოვრებამ - მოუთმენლად ველი რა მოხდება უახლოეს მომავალში. პრინციპში ეს პროცესი დაწყებულია და ამას ძალიან შეუწყო ხელი ინფორმაციულმა ტექნოლოგიების განვითარებამ. განსაკუთრებით ინტერნეტმა. ისეთი ტიპის ინფორმაციის მოპოვება და გაზიარება შეიძლება რაც თვითშემეცნებაში და სულიერ განვითარებაში წინ ათ ნაბიჯს გადაგადგმევინებს. თუმცა აქ არ იგულისხმება რაღაც მიმდინარეობის ან რელიგიის რწმენა, ესენი მხოლოდ დამხმარე საშუალებებია, დედამიწის ევოლუციიის ამ ეტაპზე ზოგი სრულიად უსარგებლოც კი. მთავარი ინდივიდუალური შემეცნებაა. ახლა კი თითქოს სულისთვის საზღვრები გაიხსნა ისეთი შეგრძნება მაქვს ) -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Apr 5 2013, 02:15 PM
Post
#70
|
|
RED soul Group: Members Posts: 269 Joined: 7-October 12 Member No.: 6,901 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Plasmodium და როგორ გესახება მამის წიაღში მთელი ამ მატერიალისტური ბარგი-ბარხანით დაბრუნება, რომლის დათმობაც სიცოცხლის ფასადაც კი არ გვინდა? მშვენიერი ნათქვამია არ გვინდა დათმობა და ამიტომ ვიგონებთ ახალ-ახალ ლეველებს. სადღაც კი გვესმის რომ ესეც იმ ბარგი-ბარხანის ნაწილია მაგრამ არ ვიმჩნევთ. გვეშინია, ვეჭიდებით ჩვენთვის ნაცნობს და გასაგებს. |
|
|
Apr 8 2013, 12:53 AM
Post
#71
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 24-March 13 Member No.: 7,070 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვიფიქრე შეიძლება საინტერესოდ მიიჩნიოთ ინფორმაცია ამ ვიდეოში (ბოდიში ინგლისურად არის - თუ ვინმეს შეუძლია ძირითადი არსი ქართულად დადოს მერე შესანიშნავი იქნება). ეხება მე-4ე დანზომილებას, რომელშიც შევდივართ და იმას რისთვის მოვიდა მრავალი სული ამ პერიოდისთვის ამ პლანეტაზე - საუბრობს ინელია ბენცი:
Inelia Benz - Fourth Density! |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 02:10 PM |