IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ვედური?, რას ნიშნავს ვედური?
Atman
post Mar 15 2010, 06:36 PM
Post #21


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



anouk

შენ ლაპარაკობ ფორმაზე, მე კი უფრო შინაარსზე გეუბნები. კონკრეტიკა სახის ფერზე, საიდან მოვიდნენ არიელები და ასე შემდეგ, მეორადია. ვედები, ისევე როგორც არიელები ყველა ეპოქაში და კალპაში იყვნენ და იქნებიან, ხან საიდან მოდიან და ხან საიდან... ეს დეტალები მეორეხარისხოვანია ჩემი აზრით და მათ ვერც დაამტკიცებ და ვერც უარყოფ. წყაროებიც ურთიერთგამომრიცხავია ხშირად, გუგლში დასერჩვით კი მითუმეტეს ვერ იპოვი ჭეშმარიტებას.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
user name
post Mar 16 2010, 03:42 PM
Post #22


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 8-March 10
Member No.: 6,171

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო კამათი გაქვთ და ეს საკითხი არგუმენტირებული და მტკიცებულებებით გაჯერებული მართლა მაინტერესებს. ველოდები ვედების წარმოშობის და განვრცობის შესახებ შემდეგ მსჯელობებს smile.gif


--------------------
Любите друг друга! (только себе не лгите).
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 16 2010, 03:54 PM
Post #23


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



user name

მე გამიჭირდება ამ საკითხზე კამათი. ვედების წარმოშობაზე მეტად მათში რა წერია ის მაინტერესებს. თავად ვედებში კი ვედებზე წერია რომ ის მარადიულად არსებობს მატერიალურ სამყაროში ყველა ეპოქაში, უბრალოდ განვითარებულ ეპოქებში (ანუ მაშინ როცა ხალხს (განსაკუთრებით კი ბრაჰმანებს) ძალიან კარგი მეხსიერება ქონდათ) ეს ცოდნა ზეპირი სახით გადაეცემოდა, კალი იუგის, ანუ ჩვენი (რკინის) ეპოქის წინ ჩაიწერა უდიდესი ბრძენის, ვასუდევას მიერ და პირვანდელი ვედა, რომელსაც ერქვა რიგ ვედა, გაყო 4 ნაწილად, რათა უფრო გასაგებული ყოფილიყო დეგრადირებული გონების მქონე ადამიანებისთვის.

უფრო დაწვრილებით ვედების წარმოშობაზე შეგიძლიათ ლექციები მოისმინოთ აქ:

http://www.golosved.com/mp3/L.Narayana-Vec...st'_Ved.mp3

http://www.golosved.com/#ove

http://www.vedamedia.ru/remository-29


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 11 2010, 01:29 PM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან მაგარი ლექციები:

რა ხდება სიკვდილის შემდეგ (დაწვრილებით), როგორ ხდება დაბადება და ა.შ.


"В чём скрыта тайна"

1-я лекция - Ответы на вопросы из интернета - (29.12.09)
2-я лекция - Что такое смерть (11.01.10)
3-я лекция - Куда мы попадаем после смерти (26.01.10)
4-Вопросы к лекции (Куда мы попадаем после смерти)(26.01.10)



http://content6.files.mail.ru/S54B6Z/1b622...c80eaefcb8c67ef


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 14 2010, 10:06 AM
Post #25


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ვედების წარმოშობა და მორფოლოგია


სიტყვა "ვედა" სანსკრიტულია და ნიშნავს ცოდნას. ძველად მთელ დედამიწაზე არსებობდა ვედური ცივილიზაცია და სანსკრიტი იყო ძირითადი ენა (არსებობდა სანკრიტის 84 დიალექტი). ახლა ბევრი ერი იჩემებს რომ ვედები მათია, ინდოელები, სლავიანები, (გერმანელებიც იჩემებდნენ) და კიდევ ბევრი, მაგრამ სინამდვილეში ვედები არავისი არაა. ეს არის მარადიული ცოდნა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, მაგრამ ხან მეტისთვის იქნება მისაწვდომი, ხან ნაკლებისთვის. სხვათა შორის რუსული და განსაკუთრებით უკრაინული ენა ძალიან გავს სანსკრიტს. სიტყვა "вера" სინამდვილეში იშიფრება როგორც "веденые ра". "ра" კი აღნიშნავს სინათლეს, როგორც მზის, ასევე ღვთაებრივს. სინათლე და ცოდნა კი ერთი და იგივეა არსით (გა-ნათლება). ვედური ცივილიზაციის და ვედური ცოდნის ნაშთები და ნაწილები მცირედ თუ მეტად ყველა ერშია შემორჩენილი, იმიტომ რომ როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან ძველად დედამიწაზე არსებობდა ერთი მთლიანი ცივილიზაცია ერთი ენით და წარმოიდგინეთ ერთი მეფითაც კი...


ვედები ჩაიწერა პალმის ფოთლებზე, რადგან ასეთი სახით ნაწერი მრავალი ათასი წელი ინახება. არსებობს ადგილი ჰიმალაებში (ბადარიკაშრამა) სადაც ინახება მრავალი ასეთი ტექსტი. ასევე მრავალი ტექსტი ინახება ინდოეთში.

ყველა ეს ტექსტი დაახლოებით 5000 წლის წინ, დვაპარა იუგის დასასრულისა და კალი იუგის დასაწყისის ზღვარზე ჩაწერილ იქნა დიდი ბრძენის "ვიასადევას" მიერ. ის ცხოვრობდა განგასა და იამუნას გადაკვეთის ადგილას (თანამედროვე ინდოეთის ტერიტორია). მან გაყო ვედები ოთხ ნაწილად: რიგ ვედა, სამა ვედა, იაჯურ ვედა და ადჰარვა ვედა. თვითოეული ამ ვედისთვის გამოიყო თითო მოსწავლე, რომლებსაც უნდა გაევრცელებინათ ეს ვედები ცივილიზირებულ ხალხში. უფრო კონკრეტულად: ბრაჰმანებში (ე.წ. ინტელექტუალები) და ქშატრიებში (მმართველები, "პოლიტიკოსები" მხედართმთავრები და მეომრები) (ზედა ორი კასტა).

რიგ ვედა ნიშნავს რიტუალებს. იგი ვედა ყველაზე დიდია ვედებიდან და მოიცავს 10522 ლექსს (მანტრას). შედგება 3 თავისგან, რომლებსაც ეწოდება მანდალები. აქ არის ისეთი ნახევარღმერთების დიდება და საგალობლები, როგორებიც არიან ინდრა (ბერძნულ მითოლოგიაში ზევსად ცნობილი), აგნი - ცეცხლის სტიქიის განმგებელი ნახევარღმერთი (სხვათა შორის კერპი, რომელსაც ერქვა "აგონა" მესხებსაც ყავდათ), სურიას (მზეს)... რიგ ვედას მეათედი ნაწილი მაგიური შელოცვებია. ეს ცოდნა გადაეცემოდათ მხოლოდ ბრაჰმანებს (მაღალი მორალით).

სამა ვედა მოიცავს ლოცვებს და ჰიმნებს სხვადასხვა ცერემონიებისთვის. იგი ყველაზე მცირე მოცულობისაა ვედებიდან და შედგება 1549 ლექსისგან.

იაჯურ ვედა (იაჯურ ნიშნავს მსხვერპლშეწირვას. არ იგულისხმება ცოცხალი ორგანიზმების შეწირვა. ძირითადად სწირავდნენ ცეცხლს, კოცონში ასხამდნენ ერბოს, რომელიც როგორც ვედებში წერია ყველაზე სუფთა ცეცხლს წარმოშობს (იგივე პრინციპი რაც სანთლის დანთება ჩვენს ტრადიციაში)). იაჯურვედა არის სახელმძღვანელო მღვდელმსახურებისთვის.

ადჰარვა ვედა (ადჰარვა ნიშნავს მღდელმსახურს) შედგება 6000 ლექსისგან. აქ არის რჩევები და წესები მანტრების წარმოთქმისათვის, რათა მივიღოთ მისტიკური ეფექტი. (ვედურ ცივილიზაციაში ცეცხლს მანტრით, ანუ ბგერითი ვიბრაციით ანთებდნენ და არა ასანთით ან მითუმეტეს კვეს-აბედით biggrin.gif ). ეს არის ძალიან საიდუმლო მანტრები, რომელთა ნაწილს განხორციელებისთვის სჭირდებოდა გულწრფელობა, ნაწილს კი ზედმიწევნითი ტექნიკა. როცა ადამიანი მატერიალური მონაპოვრისთვის იღწვის, საჭიროა ტექნიკა, ხოლო როცა სულიერიო სფეროებისკენ ისწრაფვის უფრო მნიშვნელოვანია გულწრფელობა და გულის სიწმინდე.

მანტრებითვე ხდებოდა სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნებაც. ანუ ბგერა იყო მათი მთავარი ინსტრუმენტი და იარაღი. ადჰარვა ვედაში იყო ასევე საბრძოლო მანტრებიც. დაცვისთვისაც (კავაჩები) და თავდასხმისთვისაც.

ვედებში მოცემულია ისეთი ცოდნაც, რაც თანამედროვე მეცნიერებას თავისი მიღწევა და მონაპოვარი ჰგონია. მაგალითად რიგ ვედაში არის აღწერილი პროთეზირების ტექნიკისა. ანუ ამა თუ იმ ორგანოს ჩანაცვლებისა. (მაგალითად შეეძლოთ სრულიად დაზიანებული თვალის ახლით ჩანაცვლებაც კი). მაჰაბჰარატაში აღწერილია ქრომოსომების რაოდენობა. ვედებშია აღწერილი ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკაც. აღწერილია მიკროორგანიზმების თვისებები. ძილის ფიზიოლოგია (სიზმარხილვის ტექნიკა). სინათლის სიჩქარე (რიგ ვედა), სატურნის უკან მდგომი პლანეტები (აღწერილია მაჰაბჰარატაში). კოსმიური მოგზაურობები. გრავიტაციის ძალა და გრავიტაციული ველების სახესხვაობები (აღწერუილია პრაშნა უპანიშადში). ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სინათლის თვისებები.

მაჰაბჰარატაში აღწერილია ატომური იარაღის 96 სახეობა. სანსკრიტულად ეწოდება "ბრაჰმასტრა" (დჰანურ ვედა (საბრძოლო ხელოვნებები რომლებსაც დიდი გულმოდგინებით ეძებდა ჰიტლერი ჰიმალაებში მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მიაგნო)). ბრაჰმასტრა ძალიან განსხვავდება თანამედროვე ატომური იარაღისგან. იმის მიხედვით, თუ რა მანტრას იტყოდა მებრძოლი, ამორჩევით შეეძლო დაეზიანებინა კონკრეტული ჯარი ან კონკრეტულად ერთი ადამიანი. უფრო მეტიც რაღაც ტერიტორიაზე შეეძლო მხოლოდ მამაკაცთა სქესი მოესპო და ქალები დაეტოვებინა (მებრძოლისთვის ქალის მოკვლა დიდი დანაშაული იყო, და ბრძოლებიც ბრძოლის ველზე ხდებოდა და არა ქალაქებში ან სოფლებში). რიგვედაში და რამაიანაში აღწერილია საფრენი აპარატები (ვიმანიკა შასტრა).

ვედებში წერია რჩევები და რეკომენდაციები არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალური განვითარებისთვისაც. აქ შეხვდებით ყველანაირ ტექნიკას ხელოვნებიდან დაწყებული მედიცინით (აიურვედა) დამთავრებული. კამა სუტრაც ვედების ნაწილია და "ხორციელი" სიყვარულის ხელოვნებას შეეხება, მაგრამ რატომღაც თარგმნეს მხოლოდ ის, რომელიც ყველაზე "პორნოგრაფიულია", ხოლო კამა სუტრის უფრო მეტი ნაწილი, რომელიც აღწერს ნატიფ ინტიმურ საიდუმლოებებს (ფსიქოლოგიურს და ესთეტიკურს) არ უთარგმნიათ.

რიგვედის ნაწილია უპავედა, რომელშიც შედის აიურვედა (ვედური მედიცინა). აიურვედაც 3 ნაწილადაა დაყოფილი. მურნალობა ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან უმეცრების მოდუსში, ვნების მოდუსში და სათნოების მოდუსში. (იმის მიხედვით თუ როგორი ნებისყოფა და როგორი გონება აქვს ავადმყოფს). სათნოების გუნაში მყოფ ადამიანებს სთავაზობდნენ სუნთქვით ვარჯიშებს, დიეტებს და ა.შ. ვნების მოდუსში მცენარეულ წამლებს და ა.შ.

იაჯურვედას ერთ-ერთი უპავედაა დჰიანურ ვედა, სადაც აღწერუილია ბრძოლის და სახელმწიფოს მართვის წესები და კანონები.

ვედების წყობაში არის სხვა კლასიფიკაციაც (რომლებიც განისაზღვრება ლექსების ფუნქციებით): სამჰიტები, ბრაჰმანები, არანიაკები და უპანიშადები.

სამჰიტები - მოცემული ვედის (მაგალითად რიგ ვედის) ყველა ლექსის კრებული. მათი ფუნქციაა, რომ ისინი შეისწავლონ მოსწავლეებმა.

ბრაჰმანები - გადმოცემენ ისტორიას და საიდუმლო ეზოთერულ მნიშვნელობას ამა თუ იმ მანტრის ან მსხვერპლშეწირვისა.

არანიაკები - ვედების ფარული მიზანი (ფარული ძალა მოცემული მსხვერპლშეწირვებისა). არანიაკები შეისწავლებოდა საიდუმლოდ ტყეში, მხოლოდ განდობილ მოსწავლეებზე. ანუ ეს ეხება იმ მანტრებს, რომლებიც საიდუმლოა და მხოლოდ მორალურად მაღალგანვითარებულ ადამიანებს ესწავლებოდათ.

უპანიშადები - მანტრების და რიტუალების ფილოსოფიური ცოდნა.


არსებობს ასევე ტექსტი, სადაც მოცემულია მოკლე ცოდნა ყველა უპანიშადზე (ანუ ყველა ფილოსოფიური ცოდნის ნაღები) და ეს ცოდნა მიუწვდომელია იმ ადამიანისთვის, ვინც მხოლოდ ტექნიკურ და მატერიალურ მხარეს ეძებს ვედებში (ეს მიუწვდომლობა თავისთავად ხდება და არა განზრახ).

ასეთია ბჰაგავად-გიტა, რომელსაც ვედების მარგალიტს ეძახიან და მისი გაგება მხოლოდ მაღალი ინტელექტის და მორალის ადამიანებს შეუძლიათ.

ასევე ნაწარმოებები: მაჰაბჰარატა და რამაიანა.

კიდევ არსებობს 18 პურანა (პურანა ნიშნავს სავსეს, მთლიანს, ასევე უძველესს).
ეს 18 პურანა დაყოფილია 3 ნაწილად. 6-6 პურანა, რომლებიც განკუთვნილია უმეცრების მოდუსში, ვნების მოდუსში და სათნოების მოდუსში მყოფი ადამიანებისთვის (უმეცარი ადამიანები ვედურ კულტურაშიც არსებობდნენ).

სათნოების გუნას (სატვა გუნას) მიეკუთვნება ბჰაგავატა პურანა (მაჰაპურანა): ეს არის შრიმად ბჰაგავატამი, რომელიც შედგება 12 სიმღერისგან (ბევრი მათგანი თარგმნილია ინგლისურადაც და რუსულადაც). აქ შედის ვიშნუ პურანები, ნარადა პურანები და ა.შ. ეს პურანები განკუთვნილია მათთვის ვინც ერთიან უზენაეს ღმერთს სცემს თაყვანს.

ვნების გუნაში (რაჯა გუნაში) მყოფი ადამიანებისთვისაა პურანები (ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც აზროვნებენ ასე: ჩემი ღმერთი, შენი ღმერთი და ა.შ.): ბრაჰმა პურანა, (ბრაჰმას ერთერთი სახელია სვარგა (სლავიანები ეთაყვანებოდნენ "сварог"-ს რომელიც იგივე ბრაჰმაა (ნახევარღმერთი))

უმეცრების გუნაში (ტამა გუნაში (აქედან მოდის "тма" - სიბნელე) მყოფი ადამიანებისთვის ტამა პურანა: მათთვის არსებობს ნაწარმოებები, რომლებითაც შეიძლება შივას თაყვანისცემა: შივაპურანები, ლინგაპურანები, მატსიაპურანა (ამ პურანაშია ოქროს თევზის ამბავი (ტრახ-ტიბიდოხ-ტიბიდოხ biggrin.gif მსგავსი რა თქმა უნდა და არა ზუსტად ისეთი როგორიც რუსულ ზღაპარშია). ითვლება რომ შივა არის ნახევარღმერთი, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს (გარკვეული ასკეზებისა და ლოცვების სანაცვლოდ, ამიტომაც ისინი, ვისაც მატერიალური (ან სხვა) სურვილები აქვთ (ან სამოთხეში უნდათ მოხვედრა 40 ქალწულის თანხლებით) შივას ეთაყვანებიან. (ითვლება რომ მუჰამედი იყო შივას მოციქული) და საერთოდ შივა განაგებს უმეცრების გუნას (ტამა-გუნას) თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავად ის არის უმეცრებაში. ის უბრალოდ ასრულებს ღმერთის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ღმერთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია).

ასევე არსებობს 18 უპაპურანა (ქვეპურანა), რომლებიც ხსნიან პურანების ლექსებს უფრო გასაგებად.

ასევე არსებობს სუტრები (აფორიზმები), რომლებშიც ჩადებულია აზრობრივი, ფილოსოფიური და მათემატიკური კოდები. (კამასუტრა არის სუტრების ის ნაწილი, რომლებიც უმეცრებისთვისაა განკუთვნილი და მათგანაც ყველაზე უმეცრების გუნაში მყოფი სუტრები თარგმნეს მხოლოდ, თანაც თარგმნეს არასწორად, ინტერპრეტაციებით და შევსებებით biggrin.gif (ანუ სუტრებიც გუნებად იყოფა).

ვედებში იკვეთება ერთგვარი ხაზი, თუ როგორ აიყვანოს ადამიანი გრძნობისმიერი (მათ შორის სექსუალური სურვილებიდან) კამასუტრიდან ვედანტა სუტრამდე.

ვედანტა სუტრა არის მთელი ვედური ცოდნის არსი, ნაღები და საბოლოო მიზანი (ასეთი სუტრებია რა თქმა უნდა ბჰაგავად-გიტაში და შრიმად ბჰაგავატამში).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 14 2010, 11:53 AM
Post #26


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლა განვიხილავ ვედურ შეხედულებას "დროზე"


დრო

დროს სანსკრიტულად ქვია "კალა" ღმერთის ერთ-ერთი ასპექტის სახელია "დარა" (მომცემი) აქედან მოდის "კალანდარა". ანუ დროის მომცემი არის ღმერთი. სიტყვა კალენდარიც აქედან მოდის (და გურული კალანდაც).

დავიწყოთ დროის იმ შუალედის აღწერით, რომელსაც ქვია მაჰაკალპა (დიდი ციკლი). ეს არის ციკლი, როცა იქმნება ყველა მატერიალური ელემენტი და ის გრძელდება ექვსასოცდაორიტრილიონოთხმოც

�მილიარდი დედამიწის წელიწადი.

შემდეგი ციკლია მატერიალური სამყაროს არსებობის ვადა. ეს ვადაა სამასთირთმეტიტრილიონორმოცი

�ილიარდი დედამიწის წელიწადი. ამჟამად გასულია ასორმოცდათხუთმეტიტრილიონ250მ

�ლიარდი წელი (ანუ ჩვენ ვცხოვრობთ ამ ციკლის შუაში).

აღწერილია რომ ერთი კოსმიური დღე უდრის ოთხიმილიარდსამასოციმილიონ დედამიწის წელს. ეს არის სამყაროს ერთი დღე. ამ დღეს უწოდებენ ბრაჰმას დღესაც. (ბრაჰმა არის ნახევარღმერთი, რომელიც სამყაროს შექმნაზე აგებს პასუხს).

1 კალპა, ანუ სამყაროს ერთი დღე დაყოფილია 1000 პერიოდად, რომლებსაც ქვიათ "ჩატურიუგები" (ჩატურ"-ნიშნავს ოთხს четире (რუს)). რომელთაგან თვითოეული შედგება 4 ეპოქისგან (იუგისგან):

ოქროს ეპოქა (სატია იუგა) გრძელდება 1 728 000 წელი. ამ დროს დედამიწაზე არის უზარმაზარი ცივილიზაცია, ყველა იმყოფება სათნოების გუნაში. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ დროს შეადგენს 100 000 წელს. (თუმცა ფსიქოლოგიურად ისინი ამას აღიქვამენ ისევე, როგორც ჩვენ აღვიქვამთ 100 წელს).
მათი ზომა არის წარმოუდგენლად დიდი. არავინ არ იყენებს სხვა მეტალს გარდა ოქროსი. და ასევე იყენებენ ძალიან ძვირფას ქვებს. სულიერ პრაქტიკას ამ დროისთვის წარმოადგენს აშტანგა (რვასაფეხურიანი) იოგა.

ყოველი ეპოქის შემდეგ ხდება "აღსასრულის" პროცესი (ამ შუალედს ეწოდება პრალაია). თითქმის ყველაფერი წყლით იფარება დიდი ხნის განმავლობაში (რჩება ადგილები, კუნძულებივით, სადაც რჩებიან ადამიანები, კონკრეტული მისიებით, რომლებსაც ძალიან მაღალგანვითარებული ცნობიერება აქვთ) ყველა დანარჩენი ადამიანი სატია იუგის მერე ან უფრო მაღალ (სამოთხისეულ) პლაეტებზე გადადის, ან პირდაპირ სულიერ სამყაროში ხვდება). სულ 3%-ია ადამიანებისა, რომლებსაც "არ უმართლებთ" და სულიერი სამყაროს ნაცვლად სამოთხეში ხვდებიან ).

ვერცხლის ეპოქა (ტრეტა-იუგა) გრძელდება 1 296 000 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-ჯერ მცირდება და 10 000 წელს შეადგენს. 10-ჯერ პატარები არიან ზომაშიც და 10-ჯერ ნაკლები გონებრივი და მისტიკური ძალები აქვთ. სულიერ პრაქტიკას წარმოადგენს ღმერთისადმი ცეცხლით თაყვანისცემა (ცეცხლში "გის" (ერბოს) დასხმა და მანტრების გალობა. (არსით იგივეა რაც ანთებულ სანთელზე ლოცვა). სატია იუგისგან განსხვავებით, მეორე ეპოქაში მოსახლეობის 25% უკვე ცოდვილია. (იქ 3% იყო ცოდვილი (ის 3% რომელიც სამოთხეში ხვდებოდა )).

შემდეგ მოდის მომდევნო წარღვნა (პრალაია). და ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ სულიერ სამყაროში ან არ ავიდნენ სამოთხისეულ პლანეტებზე, დასაბამს აძლევენ შემდეგი ეპოქის ადამიანებს.

ბრინჯაოს ეპოქა (დვაპარა-იუგა) გრძელდება 864 000 წელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 1000 წელია. ასევე 10-ჯერ მცირდება მათი ზომები და გონებრივ-ფიზიკური შესაძლებლობები. სულიერ პრაქტიკად ამ ეპოქაში ითვლება ღვთაებისადმი თაყვანისცემა ტაძარში. პლანეტის მოსახლეობის საშუალოდ 50% ცოდვილია. უკვე ბევრია კონფლიქტები, ომები და ა.შ.

სავარაუდოდ ნოეს ისტორია (და იგივე მანუს ისტორია ვედებში) ამ ეპოქისშემდგომ წყალდიდობას ეხება)

მეოთხე - რკინის ეპოქა (კალი-იუგა) რომელიც გრძელდება 432 000 წელი. გასულია 5000 წელზე ცოტა მეტი. სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 100 წელია. ვედურ წინასწარმეტყველებებში აღწერილია რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა პირველ 5000 წლის განმავლობაში 30%-ით შემცირდება. ასევე ნათქვამია რომ პირველი 5000 წელი იქნება მზარდი დეგრადაცია და 75% ადამიანებისა იქმენა ძალიან ცოდვილი. და 25% -ს ექნება სათნოებისკენ მიდრეკილება, მაგრამ დანარჩენი 75%-ის გავლენის ქვეშ იქნებიან. სულიერ პრაქტიკად ამ ეპოქაში მოწოდებულია ღმერთის სახელების ერთობლივი გალობა. ძირითადი მეტალი - რკინა.

ორიოდ სიტყვას ვიტყვი ვედურ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც შეეხება კალი იუგას:

კალი იუგის დამახასიათებელი ნიშნებია: ლოთობა, არაკანონიერი სქესობრივი კავშირები, ცხოველთა მოკვლა და მათი ჭამა და აზარტული თამაშები.

ადამიანებს უმცირდებათ სიცოცხლის ხანგრძლივობა, მეხსიერება, ჯანმრთელობა, მორალური და რელიგიური პრინციპები.

საზოგადოებაში იქნება ე.წ. "განათლებული" ადამიანების ოთხი ტიპი:

"ვედა-ვადა-რაგები" - ადამიანები რომლებიც შეისწავლიან და სხვებს ასწავლიან ვედებს (არსწორი მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის). ისინი უარყოფენ პურანების ჭეშმარიტებას. თავისებურ კომენტირებას უკეთებენ ვედურ ტექსტებს. არ იციან ვედების ჭეშმარიტი მიზანი. ყურს არ უგდებენ ვედების ავტორიტეტულ უძველეს მიმდევრებს და ისეთ კომენტარებს უკეთებენ ვედებს, როგორც თვითონ აწყობთ. ისინი წაიყვანენ ადამიანებს არა ღმერთისკენ, არამედ უმეცრებისენ.

"მაია-პახრიტა-გიანები" თვითმარქვია "ღმერთები", სენსორები (ექსტრასენსები). დამოკიდებულნი იქნებიან მხოლოდ ფულზე. თავს ღმერთად, ღმერთის რომელიმე ავატარად ან მესიებად აღიარებენ. იქნებიან გავლენიანებიდა მოიპოვებენ დიდ ავტორიტეტს ხალხთა შორის. აღწერილია სამი ადამიანი, რომელიც მცოდნედ წარმოგვიჩენს თავს, სინამდვილეში კი დემონები არიან. ესენია: "მარქშა" (ალბათ მარქსი), "დარვინა" და "ხრეიდა" (ალბათ ფროიდი).

"ასურა-ბჰავამ" ანუ დემონები, ათეისტები (ასურა ნიშნავს დემონს), რომლებიც შექმნიან პრინციპს: "არ შეიძლება, მაგრამ თუ ძალიან გინდა შეიძლება!" მატერიალური მოთხოვნილებების გაძლიერებასთან ერთად ცვლიან კანონებს. ფართო გზას აძლევენ მატერიალური და გრძნობისმიერი სურვილების ასრულებას.

"ნართჰამები" ავტორიტეტული სახელმწიფოს მმართველები, რომლებიც უკანონოდ ცხოვრობენ, თავად იგონებენ კანონებს და თავად არ ასრულებენ მათ.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 14 2010, 12:33 PM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ბჰავიშტია პურანაში" მოყვანილია წინასწარმეტყველება, რომელიც ეხება იესოს:

აღწერილია მაჰარაჯა (ანუ დიდი მეფე) "შალვაჰანა" რომელიც მოგზაურობს ჰიმალაებში და მაღლა მთებში ის ხვდება თეთრებში გამოწყობილ "სადჰუს" (სადჰუ ნიშნავს წმინდანს, ღმერთის ერთგულს). მეფე ეკითხება ვინაობას, და ის პასუხობს (სანსკრიტზე):
"იშა პუტრა ჩან მან ვიდჰი, კუმარი გარბჰი სანბჰავამ, აჰამ ისამ ასიჰი ნამაჰა" (ზუსტი სანსკრიტის დადება გამიჭირდება, მაგრამ ქართული ასოებით ასე ჟღერს.

თარგმანი ასეთია: "მე ვარ ძე ღვთისა, შობილი ქალწულისგან და შენ უნდა იცოდე ეს. ადამიანები მიწოდებენ მე "იესო მესიას".

ვედებში ასევე რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული იესოს (იშას, იეშუას) მისიის შესახებ. ასევე მას უწოდებენ "კრშტოშას" ("კრშ" ნიშნავს ყოვლისმიმზიდველს (ღმერთის ერთ-ერთი სახელი სანსკრიტზე, ხოლო "ტოშა" ნიშნავს დაკმაყოფილებას, ანუ ის ვინც აკმაყოფილებს (ემსახურება) ღმერთს, ასევე ნიშნავს ღმერთის მიერ მირონცხებულს).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 19 2010, 09:20 AM
Post #28


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა საინტერესოა ეს ყველაფერი...


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 19 2010, 09:22 AM
Post #29


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jgvenza
QUOTE(jgvenza @ 19th April 2010 - 09:20 AM) *
რა საინტერესოა ეს ყველაფერი...


ამ თემაში გადმოდი, აქ უფრო ვრცლად მიწერია:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...ic=973&st=0

ეს თემა მგონი დასახურია საერთოდ wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 11:18 PM