IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> რა არის ეს ეზოთერიზმი?., დაგროვილი ცოდნის შესახებ
autumn
post Jan 8 2012, 03:23 AM
Post #41


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 14-October 10
Member No.: 6,291

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE
ხოდა შევქმნათ ისეთი სამყარო რომელიც მოგვწონს და მოძღვარიც გამოჩნდება და გზაც..

კარგი ნათქვამია. smile.gif))
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jan 9 2012, 05:57 AM
Post #42


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ არსებობს ეზოთერიზმის კლასიკური განმარტება, ისევე როგორც კლასიკური ეზოთერიზმი. ამ ტერმინის ეტიმოლოგიაზე თემის დასაწყისშივე იყო ნათქვამი, რომ "ეზო" - შიდას ნიშნავს ბერძნულად, ასე რომ ეზოთერიკა არსის, მოვლენის, ზოგადად სამყაროს დაფარული შიგნითა მხარის გამოვლინების შესწავლაა. სადღაც მეთვრამეტე საუკუნემდე ეზოთერულად ითვლებოდა ის სწავლება, რომლებშიც რაიმე დონის მისაღწევად საიდუმლო მისტერიული რიტუალის - ინიციაციის, იგივე განდობა ან ხელდასმის გავლა იყო საჭირო. ზოგადად კი, ყველა რელიგიას ქონდა და აქვს ეზოთერული ასპექტი, რომელიც ექსოთერული(ანუ ის, რაც გარეგანია, მეტ-ნაკლებად გასაგები და ყველასათვის ხელმისაწვდომია) მისტიური მხარეა, არა იმიტომ რომ მრევლს უმალავდნენ, არამედ იმისათვის, რომ მის გასაგებად სათანადო მომზადებაა საჭირო. თუმცა წმინდა რელიგიური ეზოთერიზმის გარდა, თითქმის ყველა დიდ ორგანიზებულ რელიგიას აქვს ეზოთერული მიმდინარეობა: ვარდისა და ჯვრის ორდენი (როზენკროიცერები), როგორც ადრე ტამპლიერები - ერთ-ერთი ქრისტიანულ ეზოთერული მიმდინარეობაა, კაბალა - იუდეიზმის, სუფიზმი - ისლამის, ტიბეტურ ბუდიზმზსაც, ვაჯრაიანასაც აქვს ეზოთერული მიმდინარეობა, რომელიც დღეისათვის, მგონი, ყველაზე უცნობი და მისტიურია, რადგან იქ ინიციაციის გასავლელად მინიმუმ თოთხმეტი ინკარნაცია უნდა გქონდეს გატარებული რომელიმე ლამასარიაში.
ალქიმია და ჰერმეტიზმი თავიდანვე, რელიგიისგან განცალკევებული ალბათ ყველაზე ეზოთერული მეცნიერება, პარამეცნიერება თუ ფილოსოფიაა. დღესდღეობით ეზოთერიკა მოიცავს - ალქიმიას, მეტაფიზიკას, მისტიციზმს, ოკულტიზმს...... ყველაფერს იმას, რასაც ერთი მხვრივ რელიგია და მეორე მხვრივ მეცნიერება სხვადასხვა მხრიდან განიხილავს და სწავლობს. არსებობს მრავალი ეზოთერული მიმდინარეობა, სწავლება თუ საზოგადოება. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისათვის მადამ ბლავაცკაიამ შექმნა თეოსოფიური საზოგადოება და თავისი ნაშრომებით დასაბამი მისცა ახალ ეზოთერულ მიმდინარეობას, რომელიც უძველესი აღმოსავლური, კერძოდ ინდური და ტიბეტური ფილოსოფიისა და მისტიციზმის დასავლურთან სინთეზს, დრესდღეობით მისი სხვადასხვა მიმდინარეობა არსებობს, ისევე როგორც, სრულიად ახალი მეოცე საუკუნის ბოლოდან დაწყებული ე.წ. "ნიუ ეიჯი", საინტერესოა რომ არ არსებობს არც ერთი (ჩემთვის უცნობია, ყოველ შემთხვევაში) დიდი, სერიოზული დაპირისპირება ეზოთერულ მიმდინარეობებს შორის, რადგან ეზოთერიკაში ზოგადად ითვლება, ყოველი პიროვნება თუ მიმდინარეობა, რაც არ უნდა წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ერთმანეთთან გარეგნულად, რაც უფრო ღრმად იძიებენ, საბოლოოდ ერთ მიზანი აქვთ და ერთ ადგილას მიდიან, და თითოეული მიმდინარეობა თუ ეზოთერიკი თვლის, რომ ერთ-ერთ გზას ადგას და არა ერთადერთს.
ამიტომაც, მიუხედავად მრავალი რელიგიური ანტაგონიზმისა და ომებისა, ვერ გაიხსენებთ დიდ ეზოთერულ დაპირისპირებებს, თუმცა გამოკლისებიც არის, მაგრამ ძირითადად ერთი რომელიმე მიმდინარეობის შიგნით, როდესაც პიროვნებების ეგო ერთვება თამაშში, როგორც მოხდა თეოსოფიურ საზოგადოებაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jan 9 2012, 06:14 AM
Post #43


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასე რომ, ეკლესიაში ყოფნისას თუ გაიფიქრებ, ეგებ ისე არ არის ყველაფერი როგორც მეუბნებიან, ეგებ კიდევ არის რამე, ნუ შეგეშინდება, ეშმაკი ნამდვილად არ აპირებს რომ გაცდუნოს და მერე კუპრში მოგხარშოს smile.gif , არც მკრეხელი არ ხარ, უბრალოდ ეზოთერულმა აზრმა გაგიელვა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Jan 9 2012, 10:32 AM
Post #44


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





QUOTE
რა არის ეს ეზოთერიზმი?

ვიკიპედიას გავცდეთ და ჭეშმარიტი სულიერების სანახებში ჩავიხედოთ:

ეზოთერიკა არის სულის შემეცნების ფორმა.
ისევე, როგორც ფიზიკურ-მატერიალური სამყაროს შემეცნების ფორმების სახით არსებობენ მეცნიერების დარგები, რომლებიც იკვლევენ ჩვენს წინ გადაშლილ სამყაროს - შორეული ვარსკვლავეთიდან -პატარა ქვიშის მარცვლამდე, ადამიანის რთული ორგანიზმიდან- მიკრო ბიოლოგიურ წარმონაქნამდე,სწორედ ასევე, სულიერი სამყაროს აღქმა და მასში ორიენტირება, მისი კვლევა ხდება ადამიანის განსაკუთრებული უნარებით- სულიერი უნარებით, რომლებიც ღრმადაა დაფარული ადამიანის არსებაში და მათს შეღვიძებას და განვითარებას განსაკუთრებული პირობები და მეთოდები ჭირდება.

იმისათვის, რომ ადამიანმა შეიმეცნოს სული, საჭიროა ამას წინ უძღვოდეს ადამიანის აღნაგში მის ოთხი სხეულსა და სამ წევრს შორის შესაბამისი ურთიერთობის დამყარებას.წინააღმდეგ შემთხვევაში, სულიერი სამყაროს აღქმის ორგანოები არასწორად განვითარდება და მივიღებთ არა რეალურ ხედვას, არამედ ვიზიონერიზმს. ვიზიონერობა- არასწორი ხედვა, ანუ არასწორი ოკულტიზმი, მუდამ არსებობდა ეზოთერიკის გამჭოლ, იმის გვერდით რაც იწოდება სულისმეცნიერებად.
სულისმეცნიერება ზუსტი ორიენტირების მეშვეობით (რაც დამყარებულია ზემოთაღნიშნული ადამიანის აღნაგისა და წევრების სწორ განვითარებაზე და სწორ ურთიერთკავშირზე) იყალიბებს სწორ წსრმოდგენებს, სწორ ხედვას და სწორ დამკუდებულებებს იმ სამყაროს მიმართ, რასაც ჩვენ სულის სამყაროს ვუწოდებთ და სადაც ჯერ არ გვძალუზს რომ გავიტანოთ ჩვენი საკუთრივი ცნობიერება, ანუ თვითცნობიერება.
სულისმეცნიერება სხვადასხვა სახით და სახელწოდებით არსებობდა მუდამ და წარმოადგენდა ჰერმეტულ (დახურულ) ცოდნას.
მაგრამ, მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებმა ყველა ადამიანურმა სამშვინველმა მიიღო სხეულის მეოთხე წევრის ჩანასახი - მე სხეული, მე ორგანიზაცია, და ეს შესაძლებელი გახდა გოლგოთას მისტერიის შედეგად, ეს დაფარული, ჰერმეტული ცოდნა დღის სინათლეზე გამოვიდა და იმიერიდან ყველა ადამიანს მიეცა შესაძლებლობა რომ სულისმეცნიერული ეზოთერიზმის ნაკადში ეზიაროს სულის სამყაროს აქვე- დედამიწაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მიიღოს ხელდასხმა, შეიძინოს ხელდასხმულის ცნობიერება. ეს ხდება სიცოცხლეშივე სიკვდილის კარიბჭის გავლით.
ეს ნიშნავს უყვეტი ცნობიერების გამომუშავებას, რაც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს თავისი დღის ცნობიერება, მე ცნობიერებად გარდაქმნას, რომლის ჭეშმარიტი სამშობლო სულის სამყაროა.

ადამიანის განვითარებასთან, მის ევოლუციასთან ერთად, იცვლებოდა ეზოთერული ანუ სულისმეცნიერული სწავლების დიაპაზონი და მისდამი ადეპტის დამოკიდებულებაც. ამიტომ- აუცილელად გასათვალისწინებელია ის, რომ სულისშემმეცნებელმა კონკრეტული სწავლისმიერი კავშირი უნდა დაამყაროს თავის თანამდეროვე სულისმეცნიერულ სისტემასთან. ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში. რადგან, ევოლუცია არის შეუჩერებელი და მის ყოველ ეტაპზე სულიერი სამყაროდან შემოდის იმ ეტაპზე რეინკარნირებული ადამიანისთვის საჭირო და აუცილებელი იმპულსები. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არ დაინტერესდეს სულისმეცნიერული წარსულით და უდიდესი ადეპტებით, რომლებიც უნათებდნენ კაცობრიობას განვითარების მძიმე და რთულ გზას, ქმნიდნენ მსოფლიო რელიგიებს, კულტურას და მეცნიერებას, თუმცა მათი ღრმად დაფარული, შინაგანი მოღვაწეობის მიზანი წმინდად ეზოთერულ- ჰერმეტულ მეცნიერებასთან ზიარება იყო იმ სამშვინველების, რომლებიც მზად იყვნენ საამისოდ და მათი რეინკარნაციის მიზანსაც ეს შეადგენდა.

ეზოთრული განვითარება დღეს, -სწორი სულისმეცნიერული განვითარება არის ადამიანის ხსნის და გადარჩენის, ადამიანის აღდგომის ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა. თუმცა, დაცემული ოკულტიზმის ძალები ყველა მეთოდით იბრძვიან იმ მიმართულებით, რაზედაც ჯერ კიდევ I საუკუნეში შენიშნეს: "არც თქვენ შედიხართ, არც სხვას უშვებთ"

ეზოთერული ნაკადი სქემატურად დაახლოებით ასეთნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ (შევეცდები გამოვსახო და ბოდიშს მოვიხდი "მხატვრობის" გამო)


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Jan 9 2012, 10:41 AM
Post #45


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Jan 9 2012, 12:04 PM
Post #46


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Τρισμέγιστος @ Jan 9 2012, 10:41 AM) *


საიდან მოიტანეთ რომ ახალი ტექნოლოგიებით ადამიანის სამშვინველი ნადგურდება!

რას გულისხმობთ ცნებაში ”სამშვინველი” ან რა არის ”ბიორობოტი”?
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Jan 9 2012, 01:45 PM
Post #47


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ანა @ Dec 30 2011, 09:58 PM) *
ჩემი აზრით, "გამოცდილი და კარგი მოძღვრები" თბილისი ეკლესიებში არ არიან, უფრო მგონია სადღაც სოფლებში ან მთაში უფრო მოღვაწეობენ.. ასე მგონია რატომღაც. და ჯიპები არ ყავთ კიდევ! და ოქროს ბეჭდები! და საერთოდაც ეკლესია მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ორგანიზაციაა! russian_ru.gif

ჩემთან წმ, ნიკოლოზში კი ბრმა და ყრუ მოძღვრები არიან.. ასე მგონია, რავიცი, შეიძლება ვცდები smile.gif

მიდი ეხლა და შეუცვალე ამგვარი დამოკიდებულება ეკლესიასა და სასულიერო პირებზე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jan 9 2012, 04:28 PM
Post #48


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 9 2012, 02:45 PM) *
მიდი ეხლა და შეუცვალე ამგვარი დამოკიდებულება ეკლესიასა და სასულიერო პირებზე...

არადა კარცმა რო გკითხოს, არავისზე არაფრის დამოკიდებულების შეცვლა არ გინდა ))))


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Jan 9 2012, 05:11 PM
Post #49


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
ციტატა(Lashapoli @ 9th January 2012 - 05:28 PM) *
არადა კარცმა რო გკითხოს, არავისზე არაფრის დამოკიდებულების შეცვლა არ გინდა ))))

სადმე დავწერე მსგავსი რამ?
მე არ მახსოვს, იქნებ გამახსენო?

თუკი მართლმადიდებელ ეკლესიასა და სამღვდელობაზე დამოკიდებულების შეცვლა არ მინდა, აბა რატო მიჭირავს ეს პოზიცია?
ქადაგება და ჭკუის სწავლება სხვა რამეა და დამოკიდებულების შეცვლა-სხვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jan 9 2012, 06:04 PM
Post #50


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არც იმათ შეგეშინდეთ ვინც ვერ იგრძნობს თავის აღნაგში ოთხ სხეულისა და სამ წევრის შესაბამისი ურთიერთობის დამყარებას და ვერ შეძლებს მიიღოს ხელდასხმა, ხელდასხმულის ცნობიერება, და არ დაიჯეროთ თავი, რომ ეს არის ადამიანის ხსნისა და გადარჩენის, ადამიანის აღდგომის ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა, გზა უამრავია, ეს ერთ-ერთია მხოლოდ. ეზოთერიკა ძალიან ღრმა და მრავლისმომცველია და საოცრად საინტერესო. თუმცა ყველა გზაზე, და ეს მარტო ეზოთერიკას არ ეხება, საერთოდ სულიერ განვითარებას, პატარ-პატარ მორევებია, და იქ არ უნდა გავიჭედოთ, თორემ წინ წასვლის ნაცვლად კიდევ დიდხანს მოგვიწევს ქარის წისქვილებთან ბრძოლა და უმიზნოდ ენერგიის ხარჯვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jan 10 2012, 12:24 AM
Post #51


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 9 2012, 06:11 PM) *
[b]Lashapoli[/b
თუკი მართლმადიდებელ ეკლესიასა და სამღვდელობაზე დამოკიდებულების შეცვლა არ მინდა, აბა რატო მიჭირავს ეს პოზიცია?
ქადაგება და ჭკუის სწავლება სხვა რამეა და დამოკიდებულების შეცვლა-სხვა.

შენი აზრით რატო აქვს ხალხს სამღვდელოებაზე ცუდი წარმოდგენა??


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Jan 10 2012, 12:42 AM
Post #52


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
ციტატა(Lashapoli @ 10th January 2012 - 01:24 AM) *
შენი აზრით რატო აქვს ხალხს სამღვდელოებაზე ცუდი წარმოდგენა??

შენის ნებართვით, მე პირველ რიგში ვიტყოდი, თუ როგორ ხალხს აქვს სამღვდელოებაზე ცუდი წარმოდგენა.
ესაა ხალხი, რომელსაც შეუძლია, მხოლოდ ცუდი დაინახოს, მხოლოდ პროვოკაციები მოაწყოს და პირადი ინტერესები დაიკმაყოფილოს (მეტს აღარ გავაგრძელებ).

ახლა იმის შესახებ, თუ რატომ აქვს ხალხს უარყოფითი დამოკიდებულება სამღვდელოებაზე:
ხომ იცი, თეთრ ქსოვილზე როგორ ყვირის სულ მცირე შავი ლაქაც კი?
აი ამგვარად, რამდენიმე სასულიერო პირის შეცდომები, მათი უარყოფითი და ხარისხისათვის შეუფერებელი ქცევები აბრკოლებს ადამიანს და ერთი-ორი მღვდლის უხეში შეცდომების გამო მთლიანად ეკლესიაზე იქმნის უარყოფით შეხედულებებს.

მაგრამ, ვთქვათ, შენ აუცილებლად გჭირდება კარგი, გამოცდილი ექიმი, რომელის მკურნალობის გარეშეც აუცილებლად დაიღუპები. შენ სასწრაფოდ დაიწყებ კარგი ექიმისა და საავადმყოფოს ძიებას, მაგრამ შესაძლოა თავიდან არ გაგიმართლოს, იმიტომ, რომ შეგხვდება ექიმების ისეთი სახე, რომლებიც ან დიდ თანხას ითხოვენ მკურნალობაში, ან ეზარებათ, ან არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. მაგრამ შენ აუცილებლად გჭირდება გამოცდილი და ისეთი ექიმი, რომელიც შენ მდგომარეობაში შევა, გაგიგებს და უანგაროდ გიმკურნალებს.
ამიტომ შენ იმ ცუდი შემთხვევების გამო შეწყვეტ ექიმის ძიებას, ბედს დანებდები და სიკვდილს მშვიდად დაელოდები? თუ სანამ ცოცხალი ხარ მკურნალის ძიებაში გაატარებ დროს?

ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც.
ყველა ადამიანი სულიერად დაავადებული და დაზიანებულია, რომელსაც მკურნალობა აუცილებლად ესაჭიროება.
ამ შემთხვევაში კი ეკლესიაა საავადმყოფო, მოძღვარი - ექიმი.

კიი, არის სამღვდელოების ისეთი ნაწილიც, რომელთაც არაფერი გაეგებათ მართლმადიდებლობაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, სიყვარულსა და მეგობრობაში.
რას იზამ, უღირსი სამღვდელოება ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ თუკი ადამიანი მართლაც ჭეშმარიტად მაძიებელია ღვთისა და უკეთესი ცხოვრებისა (სულიერებაში), ის არ დაბრკოლდება ამგავრ სასულიერო პირებთან ურთიერთობით და სხვას მონახავს.

მადლობა ღმერთს, რომ დღესაც მრავლადაა საქართველოს ეკლესიაში ღირსეული სასულიერო პირები და მე მრავალ მათგანს კარგად ვიცნობ.
ვიცნობ ისეთ მოძღვრებს, რომელთაც შეუძლიათ მთლიანად გაიზიარონ ადამიანის დამძიმებული მდგომარეობა, ბოლომდე თანაუგრძნონ და გვერდში დაუდგნენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Jan 10 2012, 01:18 AM
Post #53


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



GIORGI LELUASHVILI
ბოლო გაფრთხილებას გაძლევ, კიდე ერთხელ ახსენებ რელიგიურ თემას ამ ფორუმზე და ბანს დაგადებ wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mamu_ka
post Jan 10 2012, 02:55 AM
Post #54


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 625
Joined: 3-December 10
Member No.: 6,320

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(gamocxadeba @ 10th January 2012 - 12:42 AM) *
რამდენიმე სასულიერო პირის შეცდომები

QUOTE(gamocxadeba @ 10th January 2012 - 12:42 AM) *
რამდენიმე

აი ამ სიტყვა ვერ დაგეთანხმები smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mamu_ka
post Jan 10 2012, 02:55 AM
Post #55


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 625
Joined: 3-December 10
Member No.: 6,320

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kinezis5 @ 10th January 2012 - 02:55 AM) *
სიტყვა

სიტყვაში smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jan 10 2012, 09:13 AM
Post #56


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი გიორგი, გეტყვი პირდაპირ რისი კითხვაც მინდოდა, იმიტომ რო ირიბად ვე რმიმიხვდი biggrin.gif
ჯერ ერთი ის, რომ შენ ცდილობ დაგვანახო ჩვენ რაღაც, ავტომატურად იმას უშვაბს, რომ ჩვენ ყველანი ბრმები ვყოფილვართ, შენს გარდა. მეორე ის რომ, იმხელა სამღდელოებაზე დახმარებას შენ არ უნდა ცდილობდე და თუ მართლა მაქამდეა სამე მისული, მართლა ვერ ოფილა კარგად საქმე (არადა ეგრეა). ხოდა ჩემო კარგო ადამიანო, შეეშვი პიროვნებებზე ლაპარაკს და ილაპარაკე ქრისტეზე, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტეანმა. შენს პოსტებს თუ გადახედავ 10დან 9ში წმინდა მამები და სამღვდელოებაზე და მათ ჭკუა-დარიგებებზე გაქვს საუბარი და ის ერთი დარჩენილი სახარებას და ქრისტეს ცხოვრებას ხვდება წილად. ხოდა გაანალიზე ეხლა, შენ რომელია ჭეშმარიტება..


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Jan 10 2012, 02:22 PM
Post #57


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Zet
ციტატა(ZipCode @ 10th January 2012 - 02:18 AM) *
ბოლო გაფრთხილებას გაძლევ, კიდე ერთხელ ახსენებ რელიგიურ თემას ამ ფორუმზე და ბანს დაგადებ

ოჰ, აღარც დამეძინებაbiggrin.gif
დამადე რა, კაცმა რაღაც მკითხა და ვუპასუხე.
თუ ამას ვერ ხედავ, აქ უკვე სხვა რამეშია საქმეwink.gif

Lashapoli
შენ კიდე რა გჭირს კაცო.
ერთს ვწერ და მეორეს გებულობ.
იმგვარ ინტერპრეტაციას აძლევ ჩემ სიტყვებს, რომ მე თვითონაც გაოგნებული ვრჩებიbiggrin.gif


ერთს კი ვიტყვი, მე სამღვდელოებას კი არ ვიცავ, არამედ ვცდილობ ხალხს ის დავანახო ისეთი, როგორიც არის და შეხედულებები შევუცვალო მთლიანად ეკლესიაზე.
ეს კი თითოეული ქრისტიანის ვალია.

რაც შეეხება წმინდა მამებსა და სამღვდელობაზე საუბარს, სწორედ ისინი არიან ქრისტეს იმგვარად მქადაგებლები, როგორც მოციქულები.
ისინი განმარტავენ წმინდა წერილს იმგვარად, როგორიც ის სინამდვილეშია. ისინი გვიზიარებენ თავიანთ სულიერ გამოცდილებებს, ღმერთთან მისვლის საშუალებებს, შესაძლებლობებს; გვაძლევენ რჩევებს და ეს ყოველივე უფო სჭირდება დღეს ადამიანს, რადგან არც ქრისტეს სიტყვები ესმით და არც მისი ქმედებანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Jan 10 2012, 03:55 PM
Post #58


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე აქ ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი,მაინტერესებს ძალიან აქ ისეთებს ვკითხულობ როდესაც ზოგჯერ ჩემი ქვეცნობიერი ეთანხმება და ზოგჯერ არ ეთანხმება,მაგრამ ღიად ვტოვებ საკითხებს
ასე მგონია რომ დროთა განმავლობაში უნდა ამოვწიო ცნობიერში გარკვეული ცოდნა რომელიც სადღაც მიდევს
ალბად ესაა ეზოთერიკა,რომელსაც ქვეცნობიერად ვატარებთ და მიგვაქანებს სურვილი ამოვწიოთ ქვეცნობიერიდან
ან საერთოდ რა არის ადამიანი
მოკლედ ეზოთერიკა საჭიროა აინტერესებდეს ადამიანებს,საჭიროა იფიქრონ,განვითარდნენ
ერთადერთი რასაც ვერ ვეთანხმები გამორჩეულობის პრინციპია,ჩემი აზრით კი არ უნდა გავასაიდუმლოოთ არამედ უნდა დავეხმაროთ სხვებს გავიდნენ შემეცნების გზაზე,გასაიდუმლოება არა მგონია თავის თავში ატარებდეს ჰუმანურ პრინციპს,მე მგონია რომ ეს ეგოიზმია დაუმალო სხვებს და მარტო იყო შენს თავთან.
რავიცი ასე ვხედავ ახლა მე ჩემს თავს რომ ვერკვევი და ყველა მჭირდებით თითოეული თქვენგანი ზოგჯერ მე დაგჭირდებით და აი ასე ვჭირდებით ერთმანეთს,მოკლედ ერთმანეთის ატანა უნდა შეგვეძლოს,მხოლოდ ასე მივაღწევთ გარკვეულ მდგომარეობას


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 10 2012, 07:22 PM
Post #59


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



LAIRA
ციტატა
ერთადერთი რასაც ვერ ვეთანხმები გამორჩეულობის პრინციპია,ჩემი აზრით კი არ უნდა გავასაიდუმლოოთ არამედ უნდა დავეხმაროთ სხვებს გავიდნენ შემეცნების გზაზე,გასაიდუმლოება არა მგონია თავის თავში ატარებდეს ჰუმანურ პრინციპს,მე მგონია რომ ეს ეგოიზმია დაუმალო სხვებს და მარტო იყო შენს თავთან.

გამორჩეულობაში არ არის საქმე, საქმეა სულიერ მზაობაში.. როგორც ჩემ შვილებს შეიძლება დრომდე დავუმალო გრკვეული საგნები, მაგალითად ლანცეტი, რომლითაც ვმუშაობ, რადგან პატარაა და შეიძლება ძალიან დაიზიანოს თავი ან სხვა დააზიანოს.. მაგრამ ნელ-ნელა ავუხსნი, როგორ უნდა მოეპბყროს ამ იარაღას, რაში შეიძლება გამოიყენოს.. ასეა ყველანაირი ცოდნაც.. ადამიანის ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ყოველ წამს , ყველა ადგილას, სადაც ვართ და როდისაც ვარტ, სამყარო გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას.. მთავარია მზად ვიყოთ მის მისაღებად, გამოვავლინოთ ნება.. მერე დაგვჭირდება ცოტა გარჯა გარკვეული მიზნების მისაღწევად.. თუ არ გადაიფიქრებს ადამიანი ,თუ არ დაეზარება, თუ არ გადაიტანს ყურადღებას სხვა საგანზე ის აუცილებლად მიაღწევს იმ ცოდნას და ამ ცოდნით იმ მიზანს რაც საჭიროა მისთვის , მისი სულისთვის. საკითხხი სხვა რამეშია, რა გვინდა?! უპირველეს ყოვლისა ამ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი. რა გვინდა?!


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Jan 10 2012, 08:14 PM
Post #60


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Jan 10 2012, 07:22 PM) *
LAIRA
გამორჩეულობაში არ არის საქმე, საქმეა სულიერ მზაობაში.. როგორც ჩემ შვილებს შეიძლება დრომდე დავუმალო გრკვეული საგნები, მაგალითად ლანცეტი, რომლითაც ვმუშაობ, რადგან პატარაა და შეიძლება ძალიან დაიზიანოს თავი ან სხვა დააზიანოს.. მაგრამ ნელ-ნელა ავუხსნი, როგორ უნდა მოეპბყროს ამ იარაღას, რაში შეიძლება გამოიყენოს.. ასეა ყველანაირი ცოდნაც.. ადამიანის ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ყოველ წამს , ყველა ადგილას, სადაც ვართ და როდისაც ვარტ, სამყარო გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას.. მთავარია მზად ვიყოთ მის მისაღებად, გამოვავლინოთ ნება.. მერე დაგვჭირდება ცოტა გარჯა გარკვეული მიზნების მისაღწევად.. თუ არ გადაიფიქრებს ადამიანი ,თუ არ დაეზარება, თუ არ გადაიტანს ყურადღებას სხვა საგანზე ის აუცილებლად მიაღწევს იმ ცოდნას და ამ ცოდნით იმ მიზანს რაც საჭიროა მისთვის , მისი სულისთვის. საკითხხი სხვა რამეშია, რა გვინდა?! უპირველეს ყოვლისა ამ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი. რა გვინდა?!

მართალია
მეც ხშირად ვამბობ ხოლმე რომ გარკვეული ძალა ვთქვათ მანტერების კითხვით ან მედიტაციით მიღებული,ფსალმუნების კითხვით ან უბრალოდ იესოს ლოცვით მიღებული შეიძლება ადამინისთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს სულიერად რადგან ვერ გაუმკლავდეს და აირიოს.
მე სხვა რამეზე ვამბობ,აი გამორჩეულობის აკვიატებული იდეა.
რა ვიცი შეიძLება მე ვცდები
თუმცა ადამინს ზოგჯერ უნდა გავუღვიძოთ სურვილი შემეცნებისკენ იაროს რა ვიცი


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 03:06 PM