IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> გზა სულიერებისკენ, როგორ მიხვედით?
DISCIPLINE
post Feb 21 2010, 09:24 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგეხსენებათ, ბოლო საუკუნეების განმავლობაში ათეიზმი ძალიან გავრცელდა. საბედნიეროდ ამ ფორუმზე ისეთი ადამიანები ხართ შეკრებილი (ძირითადად მაინც), ვისაც სულიერი სამყაროს არსებობის არგუმენტირებულად სწამს, ე. ი. აქვს კონტაქტი ან რაიმე სხვა.

გთხოვთ ამ თემაში, მოკლედ, თუმცა სრულად დაწეროთ როგორ მიხვედით რწმენამდე. რა კავშირები გქონიათ ან გაქვთ არამატერიალურ, სულიერ სამყაროსთან, იქნება ეს სიზმრებში ღმერთებთან კონტაქტი, საბრძოლო მაგია, აურის ხედვა (შესაბამისად მისი არსებობის ცოდნა), მედიტაციის გზით ასტრალში გასვლა, უბრალოდ მუდმივად კარგ განწყობაზე ყოფნა თუ რაიმე სხვა.

რა ლიტერატურა გამოიყენეთ ამის მისაღწევად, ე. ი. რის წაკითხვას ურჩევთ აგნოსტიკოსებსა და ათეისტებს, იმისთვის, რომ თქვენამდე მოაღწიონ, სულიერ სამყაროსთან კონტაქტი დაამყარონ და შესაბამისად მისი დაიჯერონ.

სხვა სიტყვებით, თუ წარსულის გახსენება არ დაგეზარებათ, ამ თემაში უნდა დაწეროთ თქვენი სულიერი განვითარების მოკლე ავტობიოგრაფია, რითიც ძალიან დიდ დახმარებას გაუწევთ აგნოსტიკოსებსა და ათეისტებს.

გთხოვთ არ დაწეროთ სულიერი სამყაროს არსებობის ისეთი არგუმენტები, როგორებიცაა:
1) "წარმოიდგინე, სულ დასაწყისში, ვინმეს ხომ უნდა გაეჩინა სამყარო, რადგან სამყარო თავისით ვერ შეიქმნებოდა, ეს ამტკიცებს რომ რაღაც ყოვლისშემძლე გონი არსებობს." ამ მტკიცებაზე ვუპასუხებ, რომ მაშინ ღმერთი თავისით ხომ ვერ შეიქმნეობდა და ა. შ? ასე რომ მაგას ჯობია: სამყარო არავის არ შეუქმნია. სამყარო უსასრულობაში ყოველთვის არსებობდა და იარსებებს.
2) "აი ის (ავტორიტეტი) ამბობს, რომ ღმერთი არსებობს, ე. ი. არსებობს. შენ რა, არ გჯერა?!"
3) ^ რაიმე მსგავსი არასერიოზული არგუმენტი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა აგნოსტიკოსებისთვის და მათი სახით წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 22 2010, 01:05 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



DISCIPLINE
მივესალმები თემას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი თემა გახსენი.
შევეცდები მალე ჩემი აზრი გამოვთქვა ამ საკითხებზე, უნდა გამოგიტყდე, რომ ცოტა რთულია ამ ყველაფრის პოსტებით გადმოცემა, მაგრამ ცხოვრება წინ გვაქვს და დროც ჩვენს ხელშია justcuz_hourglass.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post Feb 22 2010, 04:32 PM
Post #3


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(DISCIPLINE @ 21st February 2010 - 09:24 PM) *
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა აგნოსტიკოსებისთვის

?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 22 2010, 04:47 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით ჩვენს დროში რეალურად ყველაზე დიდი ცოდნა ვედებშია. არ არსებობს კითხვა რომელზეც პასუხს ვერ იპოვი იქ. ვედები გასწავლის როგორ მოახდინო ამ ცოდნის რეალიზაცია, რათა შენს თავზე გამოსცადო. თეორიული ცოდნა არაფრიოს მომტანია თუ არ განახორციელე. (თუმცა არის ისეთი ცოდნაც, რომელიც თეორიულადაც კი დიდ შედეგს იძლევა, იმიტომ რომ ოდესმე "გაგახსენდება") smile.gif

მოკლედ მე პირველ რიგში ყველას ვურჩევდი ბჰაგავატ გიტა წაიკითხონ. მოცულობით დიდი არაა მაგრამ უზარმაზარი ცოდნაა ჩატეული.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Feb 23 2010, 08:28 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 22nd February 2010 - 04:47 PM) *
თეორიული ცოდნა არაფრიოს მომტანია თუ არ განახორციელე. (თუმცა არის ისეთი ცოდნაც, რომელიც თეორიულადაც კი დიდ შედეგს იძლევა,

ასევე არის ცოდნა რომელიც ყველა ჩვენთაგანს მოყვება დაბადებიდან, მერე კი ამ მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მას ნელ-ნელა ხსნი კროსვორდივით..არა კროსვორდი ცუდი შედარება იყო! biggrin.gif


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Stoned
post Feb 25 2010, 06:51 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 29
Joined: 4-February 10
Member No.: 6,139

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მოკლედ მე პირველ რიგში ყველას ვურჩევდი ბჰაგავატ გიტა წაიკითხონ. მოცულობით დიდი არაა მაგრამ უზარმაზარი ცოდნაა ჩატეული.


სად იშოვება ეს ბჰაგავატ გიტა ვერ მეტყვით?
მაინტერესებს ბიბლიოთეკებში თუ იქნება unsure.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 25 2010, 07:08 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Stoned
QUOTE(mercury @ 25th February 2010 - 06:51 PM) *
სად იშოვება ეს ბჰაგავატ გიტა ვერ მეტყვით?
მაინტერესებს ბიბლიოთეკებში თუ იქნება


აგერ ვტვირთავ ნელ-ნელა. სულ 18 თავია და მანამდე ესენი წაიკითხე.

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=977

წიგნად თუ გინდა კომენტარებით კრიშნაიტების აშრამში იქნება. ბუკინისტებსაც აქვთ ხოლმე.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Stoned
post Feb 26 2010, 02:13 PM
Post #8


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 29
Joined: 4-February 10
Member No.: 6,139

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Feb 25 2010, 07:08 PM) *
Stoned
აგერ ვტვირთავ ნელ-ნელა. სულ 18 თავია და მანამდე ესენი წაიკითხე.

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=977

წიგნად თუ გინდა კომენტარებით კრიშნაიტების აშრამში იქნება. ბუკინისტებსაც აქვთ ხოლმე.


მადლობ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 26 2010, 07:17 PM
Post #9


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გიტა უმაგრესია, მარა რავიცი ატმან რავიცი... მარტო ტექსტი რომ წაიკითხო უკომენტაროდ, .....
ნუ წაკითხვით წაიკითხავ, მარა მთავარია იქიდან რას გაიგებ.
მე პირადად კომენტარებით მირჩევნია კითხვა.

თანაც ეგ პირდაპირ ღვთის სიტყვებია, და მასში ძალიან დიდი ინფორმაცია დევს... მკითხველს გააჩნია როგორ წაიკითხავს და რამდენად მიღმა აზროვნებს... მე ვიტყოდი, რომ კომენტარები მაინც სუბიექტურია, ყველა თავისებურად იაზრებს, მაგრამ საწყის ეტაპზე... ჯობია რომ განმარტებებც წაიკითხო... და მერე შენ თვითონვე დაამუღამებ რაღაცეებს და სხვის განმარტებებს აღარ დაუწყებ ცქერას.

ნუ ეს ჩემი პირადი აზრია გიტას წაკითხვასთან დაკავშირებით smile.gif

რაც შეეხება სულიერ სამყაროს და რწმენას... ზოგადი რჩევა ზოგადია ნუ მაინც .. გიტა საუკეთესოა.
მარა გააჩნია ადამიანს, მის მისწრაფებებს, ხასიათს, როგორ ცხოვრობს საერთოდ(რა ცხოვრების წესით)... რავიცი...ა.შ.

მე პირადად ვიტყოდი რომ ძალიან მაინტერესებს ყველაფერი... ცუდიც და კარგიც და ეს ორივე ჩემთვის ერთია.
ძიების პერიოდი იყო, ეგეც გავაცნობიერე, რომ რაღაცა მაკლდა, თითქოს რაღაცას ვეძებდი, მარა უსასრულობაში რა უნდა იპოვო ისეთი, რომ დაკმაყოფილდე?! და ძიება შეწყვიტო
ამიტომ ამ ძიების პერიოდმაც ჩაიარა... არადა ისიც არა მაქვს სათქმელი, რომ რაიმე ვიპოვე ... არა არც არაფერი მიპოვია ... რავიცი ვცხოვრობ ნუ ... ისე ვცხოვრობ, როგორც მე მიმაჩნია სწორად smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 26 2010, 07:23 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata

QUOTE(mata @ 26th February 2010 - 07:17 PM) *
გიტა უმაგრესია, მარა რავიცი ატმან რავიცი... მარტო ტექსტი რომ წაიკითხო უკომენტაროდ, .....
ნუ წაკითხვით წაიკითხავ, მარა მთავარია იქიდან რას გაიგებ.
მე პირადად კომენტარებით მირჩევნია კითხვა.


კომენტარებს ვერ ავკრეფ აქ ნამდვილად, დიდი სამუშაოა. biggrin.gif ვისაც სურვილი ექნება იშოვება წიგნები და წაიკითხოს. დაინტერესებულებმა პმ-ში მომწერონ.

ყველაზე მისაწვდომი მაინც შრილა პრაპჰუპადას კომენტარებითაა (და ჩემი სუბიექტური აზრით ყველაზე საუკეთესო კომენტარები მისია). ასევე კარგია შანკარაჩარიას კომენტარებიც, მაგრამ არა მგონია იშოვებოდეს, მითუმეტეს ქართულად.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Feb 28 2010, 09:46 AM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Feb 26 2010, 07:23 PM) *
mata
ყველაზე მისაწვდომი მაინც შრილა პრაპჰუპადას კომენტარებითაა (და ჩემი სუბიექტური აზრით ყველაზე საუკეთესო კომენტარები მისია). ასევე კარგია შანკარაჩარიას კომენტარებიც, მაგრამ არა მგონია იშოვებოდეს, მითუმეტეს ქართულად.
ინგლისურად ამ ვებგვერდზეა სხვადასხვა ფორმატში. მარცხნივ არის View the book და მის ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ფორმატები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Feb 28 2010, 09:20 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



DISCIPLINE
ათეისტი როგორც ასეთი ალბათ არ არსებობს, ყველას წამს რაღაცის, რადგან ამის გარეშე ადამიანი სტრესს უბრალოდ ვერ გაუძლებს.
ათეიზმი ტრადიციული ფორმით არის პროტესტი ღვთის ან/და სამყაროს მიმართ.
თუ ასეთ ადამიანს მართლა უნდა რამე იგრძნოს, პირველ რიგში თავისი შინაგანი ბლოკები და პრეტენზიები უნდა მოხსნას...

რაც შეეხება მტკიცებულებებს რომელიც ასე სწყურია ყველას ამ გზის თავში: ყველა აგნოსტიკის/ათეისტის მთავარი დამცავი კედელი არის ის აზრი რომ ვითომ მეცნიერებს დამტკიცებული აქვთ ზებუნებრივი მოვლენების არარსებობა. ან არ აქვთ აღმოჩენილი და შესაბამისად არ არსებობს.
შესაბამისად ჯერ უნდა გავიგოთ რა არის საერთოდ მეცნიერება და მართლაც არის თუ არა იგი ასეთი ურყევი ავტორიტეტი.

მეცნიერების განვითარების ისტორია ეს არის გარესამყაროს შესახებ ცოდნის თანდათანობითი დაგროვება, და ფაქტიურად დღეს ცოტა რამ დარჩა რაც მეცნიერებმა არ იციან ხომ ასეა?
საქმე იმაშია რომ ეს არ არის ასე..
აი ამ ნაშრომში კარგათაა განხილული მეცნიერების ისტორია და ზოგადი მიზნები და პირველ რიგში მის წაკითხვას ვურჩევ იმ ადამიანს რომელიც ცდილობს რომ გაერკვეს სამყაროში:
T.S.Kuhn. The Structure of Scientific Revolutions
http://www9.georgetown.edu/faculty/irvinem...n-Structure.pdf
ავტორი, ტომას კუნი - ამერკელი ისტორიკოსი და მეცნიერების ფილოსოფოსი, http://en.wikipedia.org/wiki/Thomas_Samuel_Kuhn არავითარი ეზოთერიკა

შემდეგ ვურჩევდი სხვადასხვა დოკ. ფილმების ნახვას, მაგალითად, Великая тайна воды http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=295 What the Bleep do we know? http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&...post&p=1356 The Secret http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=106 და სხვა.

ამის შემდეგ უკვე ჩამოუყალიბდება რაღაც წარმოდგენა ალბათ და შეუძლია რაიმე "ეზოთერული" წიგნების კითხვა დაიწყოს, მაგალითად მაიკლ ნიუტონი http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=60








--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Feb 28 2010, 09:28 PM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წიგნის ლინკი არასწორედ ჩავაკოპირე..
ლინკი:
http://sciencepolicy.colorado.edu/about_us...revolutions.pdf


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
miriani1987
post Mar 3 2010, 10:00 PM
Post #14


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 123
Joined: 26-January 10
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 6,131

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მიხვალ ლოცვით, ეკლესიაში სიარულით, მე ამას ვცდილობ, მე როცა ვლოცულობდი გამოვკეთდი ეხლა ისევ შემომიბრუნდა ცუდად ყოპნა მივხდი რომ, ხსნა სულიერ რწმენაშია, გზა უფლისაკენ ჩვენი გასავლელია, ქართველნო ერთად ღვთისაკენ!!!!!! ჩვენტან არს ღმერთი


--------------------
Find myself again.......................
Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Mar 10 2010, 04:27 PM
Post #15


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Alpha

მაიკლის სულების მოგზაურობაზე არასერიოზულ წიგნს ვერ მირჩევდი, მაგის თემაში მიწერია ჩემი აზრი.

მეცნიერების ისტორია ალბათ გამომადგება, წავიკითხავ მაგას.

QUOTE
ათეისტი როგორც ასეთი ალბათ არ არსებობს, ყველას წამს რაღაცის, რადგან ამის გარეშე ადამიანი სტრესს უბრალოდ ვერ გაუძლებს.


აი ამაში გეთანხმები.


Atman

როგორც იქნა წავიკითხე ბჰაგავად გიტა. ძირითადი აზრი რაც იდო იქამდე გამოცდილებით მისული ვიყავი უკვე. როცა ადამიანი სამყაროში სიკეთეს და სიძულვილს აღარ აღიქვამს, რადგან აცნობიერებს ყველაფრის წარმავლობას, უზარმაზარი სიმშვიდე ეუფლება, "მე" ეკარგება მთლიანად და ხდება უმოქმედო. უმოქმედობა კი სიკვდილია. ბჰაგავად გიტა და როგორც ვხვდები, მთელი ვედები, ასევე ბუდიზმი და დაოიზმი ქადაგებენ უმოქმედობას, ამ ცხოვრებაშივე ასკეტური ცხოვრების მიყოლას - შესაბამისად სიკვდილს.

მე, სამყაროს გაცნობიერების შემდეგ, ეს ნახევარი წელია, სწორედ საშინელი სიმშვიდის განცდა დამეუფლა და უმოქმედო გავხდი. Atman, თუ ეგეთი ცხოვრების მომხრე ხარ, ბარემ გამოკარი თოფს ხელი და თავი მოიკალი, ან დიდი რაოდენობით დამაძინებელი წამლები დალიე, ერთი და იგივეა ეს.


ამის გარდა კიდევ ორი გზა იყო ნახსენები: პირველი, უმეცრების და უაზრობის გზა, რომელიც ჩემთვის ისევე მიუღებელია, როგორც ყოვლისმომცველ სიმშვიდეში მეს დაკარგვა, სამყაროსთან შერწყმა, ე. ი. კრიშნაში შთანთქმა და საერთო სიკვდილმენტალიტეტის მიყოლა.

და მეორე გზა - ინდივიდუალურობა, თავისუფლება, გრძნობები - ნგრევა და შენება, წუხილი და სიხარული, დიდი სიამაყე, თავის ღმერთად გრძნობა, დაცემა და აუტანელი ტკივილი, სიყვარული და სიძულვილი, სიამოვნება და წამება - სხვების და საკუთარი თავის. შენი მეს შესაბამისი აზრების სხვებზე მოხვევა, მათი დაჩოქება შენი მენტალიტეტის წინაშე და წინააღმდეგ შემთხვევაში - დეპრესია - რომელიც, მიუხედავად "უარყოფითობის", ცოცხალია და სასიამოვნო! გახსენებს რომ ცოცხალი ხარ და არა მკვდარი! რის საწინააღმდეგოსაც ბჰაგავად გიტა ქადაგებს - საერთო მენტალიტეტში, უმოქმედობასა და სიკვდილში გათქვეფას.


რაც შეეხება თემას: ღმერთი რა თქმა უნდა, როგორც სამყაროს შემოქმედი არ არსებობს, ან, თუ არსებობს ადამიანების ცხოვრებაში არასოდეს ჩარეულა და არც ჩაერევა, შესაბამისად, ასეთი ღმერთი შეგვიძლია არარსებულად გამოვაცხადოთ.

თუმცა

როგორც კასტანედას იმ 30 გვერდიანმა შინაარსმა დაადასტურა ჩემი აზრები - ღმერთში რელიგიები მოიაზრებენ ძალას. კასტანედა და მისი მასწავლებელიც ღმერთს სახელად უწოდებდნენ ძალას (Power). ღმერთი არის ძალა, რომლისკენ სვლითაც მას ეუფლები და ხდები გარშემომყოფებზე უფრო ძლიერი. ღმერთამდე მისვლა კი ნიშნავს - ამ ძალის მთლიანად დაუფლებას. ყველას რელიგიას ადამიანები სხვადასხვა სახის ძალამდე მიჰყავს. ინდურ რელიგიებს - უმოქმედობის, ტკივილისა და სიხარულის სრული არგრძნობისაკენ, რომელიც რა თქმა უნდა გარკვეული ძალაა, თუმცა განუვითარებლობა და სიკვდილია. ქრისტიანობა/მუსლიმანობას მივყავართ იდეალურ ადამიან/ღმერთისკენ, მოყვასის სიყვარულისკენ, რომელიც მათთვის სიკეთის კეთებისაკენ, მტრის ცუდი თვისებების წინააღმდეგ ბრძოლისა და შესაბამისად განვითარებისაკენ სვლაა. ერთიანი მენტალიტეტის ჩანერგვის მიუხედავად(რომელიც ჩემთვის ამ პირობებში სრულიად მიუღებელია), ქრსიტიანობა სიცოცხლის სურვილის და მისით გახარების უზარმაზარ სტიმულს იძლევა. ესეც ძალაა.
ვიკინგებმა იცოდნენ, რომ ომში დაღუპვის შემთხვევაში ვალკირიები ოდინთან წაიყვანდნენ. ამიტომ შეძლეს მთელ ევროპაზე გადაეარათ - ყველა მათგანი ხომ ვალჰალლაში მიდიოდა. ეს ყველაფერი ძალაა.

მოკლედ, რომელიმე რელიგია უნდა ავირჩიო ამ ძალის მისაღებად და სავარაუდოდ ჩემი არჩევანი სკანდინავიური მითოლოგია იქნება.


MODER, შეგიძლია დახურო ეს თემა, ყოველ შემთხვევაში, მე აღარ გამომადგება.


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 10 2010, 05:39 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



DISCIPLINE
QUOTE(DISCIPLINE @ 10th March 2010 - 04:27 PM) *
როცა ადამიანი სამყაროში სიკეთეს და სიძულვილს აღარ აღიქვამს, რადგან აცნობიერებს ყველაფრის წარმავლობას, უზარმაზარი სიმშვიდე ეუფლება, "მე" ეკარგება მთლიანად და ხდება უმოქმედო. უმოქმედობა კი სიკვდილია. ბჰაგავად გიტა და როგორც ვხვდები, მთელი ვედები, ასევე ბუდიზმი და დაოიზმი ქადაგებენ უმოქმედობას, ამ ცხოვრებაშივე ასკეტური ცხოვრების მიყოლას - შესაბამისად სიკვდილს.


მგონი კარგად ვერ წაგიკითხავს smile.gif მთელი ბჰაგავატ გიტა იმას უხსნის კრიშნა არჯუნას რომ უნდა იმოქმედოს და იბრძოლოს. არჯუნა ათას მიზეზს იგონებს, რომ მის ნათესავებს ვერ დახოცავს, რომ ეს დჰარმას (ანუ სულიერ გზას ეწინააღმდეგება) და ასე შემდეგ, მოკლედ მთელი ბჰაგავატ გიტა კრიშნა იმას უხსნის რატო და როგორ უნდა იმოქმედოს, შენ კიდევ იძახი უმოქმედობისკენ მოუწოდებსო...

მანდ უმოქმედობაში იგულისხმება რომ ფაქტიური მოქმედი მხოლოდ კრიშნაა და კრიშნამ უკვე მოკლა ის დემონები, რომლებიც არჯუნამ უნდა დახოცოს და იარაღი გახდეს კრიშნას ხელში. არსი ისაა რომ სული არ მოქმედებს, მოქმედებს მხოლოდ სხეული და ცრუ ეგო. ე.წ. მოქმედება უმოქმედობით. მაგალითად დავეხმარე ვიღაც გლახაკს, მაგრამ რეალურად ღმერთი დაეხმარა მას ჩემი სახით, ანუ მე გამტარი ვიყავი, იარაღი ღმერთის ხელში და მისი მსახური, მაგრამ მსახუირი მხოლოდ მაშინ ვარ, თუ კი ღმერთისვე კანონებით ვმოქმედებ და არა ჩემი სურვილებით და ჩემი სიამაყით. (თუმცა არსებობს ნამდვილი ეგოიზმი და ცრუ ეგოიზმი.)

QUOTE(DISCIPLINE @ 10th March 2010 - 04:27 PM) *
მე, სამყაროს გაცნობიერების შემდეგ, ეს ნახევარი წელია, სწორედ საშინელი სიმშვიდის განცდა დამეუფლა და უმოქმედო გავხდი. Atman, თუ ეგეთი ცხოვრების მომხრე ხარ, ბარემ გამოკარი თოფს ხელი და თავი მოიკალი, ან დიდი რაოდენობით დამაძინებელი წამლები დალიე, ერთი და იგივეა ეს.


მსგავსი რამ მეც დამემართა ადრე და ეს უფრო ბუდისტური ხედვის შედეგი იყო და ბჰაგავატ გიტას არასწორი გაგებისაც (ანუ ისეთი გაგების, როგორიც მაწყობდა). მაგრამ მერე სულ სხვაგვარად გავიგე ეს წიგნი და კატეგორიულად ვერ დავეთანხმები შენს შედარებას ბუდიზმთან. ბუდიზმი ათეისტური რელიგიაა, რელიგიაც არაა, უფრო ფსიქოლოგიაა და სტრესის დროს კარგი წამალია.

მოკლედ გირჩევ კიდევ ერთხელ გადაიკითხო უფრო გააზრებულად, იმიტომ რომ "ცილს სწამებ" ბჰაგავატ გიტას და სრულიად უსამართლოდ. მთავარია პრინციპი: "მოქმედება უმოქმედობით" და ღმერთის ერთგულებით. ღმერთი კი ნამდვილად არსებობს და კასტანედა ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ღმერთამდე smile.gif


QUOTE(DISCIPLINE @ 10th March 2010 - 04:27 PM) *
მოკლედ, რომელიმე რელიგია უნდა ავირჩიო ამ ძალის მისაღებად და სავარაუდოდ ჩემი არჩევანი სკანდინავიური მითოლოგია იქნება.


მთავარი ძალა სიყვარულია. ერთ ამბავს მოგიყვან მაჰაბჰარატადან, ოღონდ ძალიან მოკლედ მოვყვები და მთავარ არსს ვიტყვი: კრიშნა პანდავებსაც ენათესავებოდა და კაურავებსაც და როცა მასთან დახმარების სათხოვნელად არჯუნაც მივიდა და დურიოდჰანაც, ანუ დაპირისპირებული ბანაკების წარმომადგენლები, მათ ასეთი არჩევანი შესთავაზა: რადგანაც ორივენი ჩემი ნათესავი ხართ და ერთნაირად გაქვთ უფლება დახმარება ითხოვოთ, მე გავიყოფი ორად: ერთი ვიქნები მე, ძალის გარეშე და სიტყვას ვდებ რომ ომში ჩემს ძალას არ გამოვიყენებ და მეორე ჩემი ძლევამოსილი არმია, რომელშიც 1 მეომარი 1000 თქვენს მეომარს უდრის. ვინაიდან უმცროსია პირველი არჯუნამ აირჩიოსო. რა თქმა უნდა არჯუნამ კრიშნა აირჩია, დურიოდჰანას კიდევ ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ კრიშნას ძალა ერჩივნა თვითონ კრიშნას. მოკლედ კრიშნა არჯუნას მეეტლე გახდა ამ ბრძოლაში და სწორედ ამ ბრძოლის წინ მისცა დარიგებები... და როგორ დამთავრდა ეს ბრძოლა ყველამ ვიცით.

ჩვენში ყველაშია ღმერთის ნაწილაკი, სიყვარულის ნაწილაკი, მაგრამ ასევე არსებობს უზენაესი ღმერთი, რომელიც ერთადწერთია და ჩვენ ის უზენაესი ვერ გავხდებით. ჩვენ მას ვგავართ თვისობრივად მაგრამ არა რაოდენობრივად, როგორც ოკეანე და ოკეანის წვეთი. უხეში შედარებაა მაგრამ ვფიქრობ გასაგები.

ან ის საიდან მოიტანე რომ ბჰაგავატ გიტა "კრიშნაში გათქვეფას მოგვიწოდებს" არ მესმის. ალბათ ჯობდა კომენტარებით წაგეკითხა თუ ასე რთულად გასაგებია. ვაიშნავიზმი სწორედ ამ ფილოსოფიას ებრძვის, ანუ იმპერსონალიზმს, ბუდიზმს, რომელიც ინდივიდუალობას აკარგვინებს ადამიანს. ბჰაგავატ გიტა გაკარგვინებს ცრუ ეგოს, მაგრამ ცდილობს გაპოვნინოს ნამდვილი, მარადიული ეგო, რომლის მისიაც ღმერთის სიყვარულით მსახურებაა და არა ძალის მოპოვება. ძალას ასეთი სული ავტომატურად მოიპოვებს ღმერთის სამსახურით. (და არა მონობით)... ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც თავისუფალი არჩევანი აქვს მსახურებასა და მონობას შორის. მესამე გზა კი არ არსებობს, ან საკუთარი ეგოს და სურვილების მონები ვართ, ან ღმერთის მსახურები.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Mar 10 2010, 06:58 PM
Post #17


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

QUOTE
მგონი კარგად ვერ წაგიკითხავს მთელი ბჰაგავატ გიტა იმას უხსნის კრიშნა არჯუნას რომ უნდა იმოქმედოს და იბრძოლოს.
მე კარგად გავიაზრე. შენ არ ჩახვედი უფრო ღრმად. ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, როგორსაც კრიშნა მოუწოდებს, არაფერში დაატანს თავს ძალას.

ომით, იომებს, მაგრამ იმიტომ, რომ მშვილდ-ისრის გამოყენება (როცა იცი), ძნელი არ არის.

უფრო რთულ საქმეს კი - მშვილდ-ისრის გამოყენების სწავლას, ენერგია და დაძაბულობა ჭირდება, ისევე როგორც სხვა რაიმე ფიზიკურ ან გონებრივ ვარჯიშს. კრიშნას მიმდევარი კი ამით თავს არ დაიძაბავს, შესაბამისად, უმოქმედო იქნება და მკვდარი.

იმედია, ასეთი ინტერპრეტაციით მიხვდები რისი თქმაც მინდა.

QUOTE
ან ის საიდან მოიტანე რომ ბჰაგავატ გიტა "კრიშნაში გათქვეფას მოგვიწოდებს" არ მესმის. ალბათ ჯობდა კომენტარებით წაგეკითხა თუ ასე რთულად გასაგებია. ვაიშნავიზმი სწორედ ამ ფილოსოფიას ებრძვის, ანუ იმპერსონალიზმს, ბუდიზმს, რომელიც ინდივიდუალობას აკარგვინებს ადამიანს... ან საკუთარი ეგოს და სურვილების მონები ვართ, ან ღმერთის მსახურები.


თვითონ ბჰაგავად გიტას დამწერებს დავუკომენტარებ თავიანთ ნაშრომს და უკან დავუბრუნებ, მინიმუმ მაგათზე უკეთესად მესმის. : )

ყველანაირი საერთო ღმერთის მსახურობა არის ინდივიდუალობის დაკარგვა. merge კი გათქვეფას, შთანთქმას ნიშნავს. რამდენიმეგან იყო ნახსენები და აგერ ერთ-ერთი ციტატა.

"Persons, whose mind and intellect are totally merged in the Supreme Being, who are firmly devoted to the Supreme, who have God as their supreme goal and sole refuge, and whose impurities are destroyed by the knowledge of the self, do not take birth again. (5.17)"

ჯობია ბჰაგავად გიტას თემაში გავაგრძელოთ, აქ არ არის ამის ადგილი...


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Mar 10 2010, 06:58 PM
Post #18


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პს.

QUOTE
მთავარი ძალა სიყვარულია.


აი ამაში გეთანხმები.


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Mar 10 2010, 07:10 PM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(DISCIPLINE @ 10th March 2010 - 06:58 PM) *
თვითონ ბჰაგავად გიტას დამწერებს დავუკომენტარებ თავიანთ ნაშრომს და უკან დავუბრუნებ, მინიმუმ მაგათზე უკეთესად მესმის. : )


უკომენტაროდ... smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Mar 10 2010, 08:32 PM
Post #20


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Mar 10 2010, 07:10 PM) *
უკომენტაროდ... smile.gif


მესმის შენი. სკანდინავიური მითოლოგიის უკვე რომ მწამდეს და ვინმეს ოდინზე ან თორზე ეთქვა - მოქმედებებს დავუკომენტარებ და გავუგზავნიო, მეც ეგეთი რეაქცია მექნებოდა.

არა, ოდნავ უფრო აგრესიული..

არაუშავს ატმან, არაუშავს... biggrin.gif


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 12:45 PM