IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი საკუთარი გზა, ყველაფრისგან და ყველასგა
ichi
post Jun 25 2015, 11:47 AM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბავშობიდან დიდი უმრავლესობა მთელს პლანეტაზე ექცევა ვიღაცის გავლენის ქვეშ და ემორჩილება ამას.
როგორც წესი ეს ავტორიტეტი არის მშობელი, ანუ დაიბადე ინდოეთში? შესაბამისად მშობელი გეუბნება რომ ბუდიზმია სწორი, დაიბადე საქართველოში?მშობელი გეუბნება რომ ერთადერთი სწორი გზა მართლმადედიბლობაა. უფრო ღრმად რომ გავყვეთ ამ ხაზს და მივიდეთ ამ პრაკტიკის აბსურდამდე, მაგალითად ეგვიპტეში ფარაონი სახალხოდ მასტურბირებდა და ეს იყო რიტუალი საყოველთაო, ძველ რომში ოჯახებით მიდიოდნენ გლადიატორების სისხლისღვრის საყურებლად და ამით სიამოვნებასაც იღებდა ბევრი, ასევე გილიოტინაზე ადამიანის დასჯის დროს ხალხი ერთობოდა...რისი აღარ სჯეროდა ადამიანს, კერპების, ქვების, ბუნების ცალკეული ძალების. საუბარი იქით მიმყავს რომ კაცობრიობის არსებობის მანძილზე ადამიანი თითქმის ყოველთვის ემორჩილებოდა გარემოს, ავტორიტეტს ეს ფაქტია. რამდენად სწორია ან არასწორი ვიმსჯელოთ ამაზე, უნდა გადავცეთ თუარა ბავშვს ჩვენი რელიგია თუ მივცეთ საშუალება თავად გამონახოს ჭეშმარიტება.
ეს თემა ეხება ადამიანს რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უჯერებს, შეიძლება გავეცნო უამრავ რელიგიას და პრაქტიკას მაგრამ მჯერა ჩემი ცნობიერების, ვაკვირდები საკუთარ თავს და გამომაქვს დასკვნები, ნათქვამია-შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ სამყაროს, სამყაროში კი ყველაფერი შედის.. რელიგიები ამბობენ რომ ჭეშმარიტება არის ჩვენში და საჭიროა ამის დანახვა, დაჭერა.
დაიბადე ამაზონში და კაციშვილმა არ იცის არც ქრისტიანობა არც ბუდიზმი არც ისლამი, მაშინ რა ხდება ვიღუპებით ავტომატურად? თუ არსებობს განთავისუფლების და სიყვარულის აღმოჩენის საშუალება? მე ვფიქრობ არ უნდა ვუღალატოთ შინაგან ხმას და არ დავუჯეროთ არანაირ ავტორიტეტებს, მაგალითად იესოს სიტყვების იმდენად მჯერა რამდენადაც მის იგავებს ცხოვრებაში ვხედავ და ამოვდივარ საკუთარი თავიდან. ანუ მე მისი არ მჯერა იმიტომ რომ აქ დავიბადე არამედ იმიტომ რომ მართლაც მხოლოდ სიყვარულში და თავისუფლებაში არის ერთადერთი ვიწრო გზა, სხვაგან ხდება წრეზე ტრიალი და თუ გინდათ ვთქვათ რეინკარნაციაც, მე ამას ვგრძნობ და არანაირი მღვდელი, პადრე, გურუ არ მჭირდება ამისთვის. ანუ გამოვყოფ 2 შემთხვევას 1)ადამიანი იბადება და ავტომატურად სჯერა რასაც ასწავლიან 2) ადამიანი იბადება და მხოლოდ საკუთარი თავიდან გამომდინარე სწამს და სჯერა. სამწუხაროდ დღეს საქართველოში დიდი უმრავლესობა ავტომატურ რეჟიმზეა ჩემი დაკვირვებით. რას ფიქრობთ ამ თემაზე? რამდენადაა მართლმადიდებლობა ან სხვა ნებისმიერი რელიგია ერთადერთი გზა ჭეშმარიტებისკენ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 25 2015, 12:34 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე საერთოდ ისე ვუყურებ ბავშვებს - როგორც დამოუკიდებელ, ჩამოყალიბებულ ადამიანებს (ის კი არა ზოგ ცხოველსაც biggrin.gif)
მათ აქვთ რაღაც შეხედულებები და წარმოდგენები, ვცდილობ გავიგო ისინი, რომ მისთვის გასაგებად ვესაუბრო.
ამიტომ რაიმეს დაძალება არ მიმაჩნია სწორად.
თუმცა რადგან ვიბადებით განსაზღვრულ ადგილას და გარემო დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე, არ ვარ წინააღმდეგი იმ კულტურას გაეცნოს და მიყვეს, სადაც დაიბადა. იმ ფანატიკური რწმენების გარეშე - რომ მხოლოდ ესაა მთელი ჭეშმარიება რასაც ხედავს. მაგ. ქართველები ყველაზე მაგრები არიან, მართლმადიდებლების გარდა ყველა ჯოჯოხეთში წავა და ა.შ.

მშობლების როლს რაც შეეხება, მე პირადად სრული თავისუფლება მქონდა ჩემს რწმენებში და წარმოდგენებში, და ეს თავისუფლება უფრო მთრგუნავდა. ჩემით ვერ ვხვდები რაა ჭეშმარიტება biggrin.gif გაცილებით კომფორტულია, როცა გეუბნებიან რა უნდა გწამდეს, რა უნდა აკეთი biggrin.gif ამიტომაც ცხოვრობს უფრო მეტი ავტომატურად.
იყო პერიოდი, ეკლესიურად ცხოვრება მინდოდა და ძალიან მიჭირდა და მშობლებზე ვიფიქრე, ბავშვობიდან რომ მივეჩვიე მარხვას და სხვა შეზღუდვებს, ახლა რა იოლი იქნებოდა ჩემთვის-მეთქი. ახლა ვფიქრობ რომ კიდევ კარგი ასე არ მოხდა. თუმცა რატომაც არა, თუ სიმშვიდეში ცხოვრებას შევძლებდი? აგერ ბუდასაც უთქვამს ყველაზე დიდი ბედნიერება სიმშვიდის მოპოვებააო biggrin.gif

თავისუფლებას, არჩევანის გაკეთებას სჭირდება ძალა. კარგია, ყველას აკერია პირზე თავისუფლება და საკუთარი თავის ფლობა, მაგრამ ეს ძალიან რთულია, ფსიქოლოგიური წნეხია.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 25 2015, 12:57 PM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 25th June 2015 - 01:34 PM) *
ეკლესიურად ცხოვრება მინდოდა და ძალიან მიჭირდა და მშობლებზე ვიფიქრე, ბავშვობიდან რომ მივეჩვიე მარხვას და სხვა შეზღუდვებს, ახლა რა იოლი იქნებოდა ჩემთვის-მეთქი

ქართველობას გვართმევენ, რატომღაც ეს ფრაზა გამახსენდა ;D
QUOTE(tikoroma @ 25th June 2015 - 01:34 PM) *
მშობლების როლს რაც შეეხება, მე პირადად სრული თავისუფლება მქონდა ჩემს რწმენებში და წარმოდგენებში, და ეს თავისუფლება უფრო მთრგუნავდა. ჩემით ვერ ვხვდები რაა ჭეშმარიტება

ალბათ დრო გჭირდება მაგისთვისს, თავისუფლებამ როგორ უნდა დაგრთგუნოს არ მესმის. კარგი მშობლები გყოლია თიკორომა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 25 2015, 02:46 PM
Post #4


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სანამ ყველაფერს არ დაკარგავ, ვერაფერს ნამდვილს ვერ მოიპოვებ – ჩაკ პალანიკი
მე ვფიქრობ დაბადებიდან დაპროგრამებული ვართ, მხოლოდ არა მარტო რელიგიით, ცნობეირებით, ან წეს ჩვეულბებით. არამედ დნმ_ის დონეზეც კი, არაცნობიერად.. ოჯახის კარმითაც. და სანამ სრულ თავისუფლებას არ მოიპოვებს ადამიანი საკუთარი თავისგან, მანამ ვერ იქნება ბედნიერი.. ბუდას გზა რაღაც ფორმულასავითაა. სანამ თავად არაა ტავისუფალი, ადამიანი სხვა ტავისუფლებას არ მისცემს და არც ქმარი, არც მეგობარიდა მოკლედ.. სხვა ადამიანი უმეტეს შემტხვევაში ყოველთვის შეგზღუდავს.

ქრისტეს სიტყვებით ვხსნი ამას, როდესაც ამბობს საკუთარი ოჯახი მიატოვეთ და მე გამოყევითო, ანუ ოაჯხიც და ქვეყნაც და ვაბშე ყველაფერი დაიკიდო და მიყვე შინაგან სინათლეს.
როდესაც სრულიად მარტო დარჩები და, მომავალში არავინ გეყოლება, არც ახლა და გააცნობეირებ რომ შენ ხარ ყველაფერი, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ საკუთარ გზაზე.. smile.gif ამ დროს თავისუფლდები მიჯაჭულებების, ვალდებულებების და ატასი სისულელისგან და ეს განტავისუფლებს კიდეც.. ოლლააა ლაა ლა ბლა ბლა ბლაა :დდდ


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 25 2015, 04:09 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
ციტატა(blue_velvet @ 25th June 2015 - 12:57 PM) *
თავისუფლებამ როგორ უნდა დაგრთგუნოს არ მესმის.

იმიტომ რომ თვითონ იღებ გადაწყვეტილებებს და არასდროს იცი სწორია ეს გადაწყვეტილება თუ არა. იმიტომ რომ საკუთარ შეცდომებზე გიწევს სწავლა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jun 25 2015, 04:13 PM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იქიდან დავიწყოთ, რომ ჩვენ სახელს გვარქმევენ. ეს იგივეა, ბავშვი დანომრო. მოკლედ, მე მგონია რომ აქედან იწყება სივრცითი შეზღუდვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 25 2015, 04:15 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სახელი აღარ ყოფნით და პირადი ნომერიც მოგვარტყეს. ჩიპიანი პასპორტებიც და ა.შ.
ეს ყველაფერი დედამიწაზე ცხოვრების ნაწილია და არ ღირს ბრძოლა biggrin.gif
თავისუფლება სადღაც დედამიწის გარეთ ჩანს smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 25 2015, 04:27 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რამიეს ძებნა
დედამიწის გარეთ და ალტერნატიულ მომავალში ჩემი აზრით დროის კარგვაა.
შენ თავს რომ შეიცნობ ღრმად და გაცდები სხეულს, იმოგზაურებ ყველა პლნეტაზე და ყველა დროში, ეს რეალობაა და შეძლება როცა შენს ადამიანურ ცნობეირებას და სხეულს გაცდები გაცნობიერებულად smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jun 25 2015, 04:32 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ჩიპიანი პასპორტი არა, უბრალოდ სახელი ეს ცნობიერების ფორმატირებაა და მაგიტომ მოვიყვანე. თავისფლება არ არის გარეთ, შიგნითაა. ყველაფერი აქ არის დედამიწაზე. ადამიანია ყველაფრის გასაღები. მოდი ასე ვთქვათ, რადგან ჩვენს საკუთარ გზაზეა საუბარი:

საერთოდაც, ჩემი აზრით, საკუთარი რამ არ გაგვაჩნია. საკუთარი გზა კი ეს უკვე არარსებულია. მე ამას იმ კუთხით არ ვიძახი, რომ ,,თუ არსებობს აზრი ან იდეა, არსებობს ის რეალურადაც", რადგან ეს ასეცაა, მაგრამ არა ამ მიმართებაში. წინადადება დავიწყე ,,ჩემი აზრით''. არ არსებობს არანაირი ჩემი აზრი. როგორც შენ ამბობ ichi, ეს ,,ჩემი აზრი'' არის იმ შეხედულების ნაყოფი, რომელიც მომცეს.

QUOTE
ადამიანს რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უჯერებს

თუ უჯერებ საკუთარ თავს, ეს ნიშნავს რომ უჯერებ სამყაროს. მაგრამ სანამ სამყაროს დაუჯერებ, ჯერ მისი უნდა გესმოდეს. როცა გაიგებ მმის ხმას, შემდეგ უნდა ისწავლო მისი დაჯერება. ამას გამოცდილება გაძლევს. რომელი შეიძლება იყოს სწორი: შენი აზრი თუ იმ ვიღაც ,,სამყაროს'' აზრი. ადამიანებს ეშინიათ ამ ,,სამყაროს აზრის'' და ისინი ვერ აკეთებენ იმას, რასაც ის ეუბნება. თუ ამგვარად წავიყვანთ თემას, ეს ,,სამყაროს აზრი და დიალოგი ჩვენთან" არ არის პირადული და არც საკუთარი. ის მომდინარეობს ერთი არსიდან, ერთი გონიდან და იმ ერთი გონიდან ეშვება ყველა კონკრეტულ ადამიანში. საქმე ის არის, რომ კი არ ეშვება, არამედ ადამიანს გამოაქვს ის, რამდენადაც გაუცნობიერებელ მდგომარეობაშია. ამიტომაც, ყოველივეს შეცნობის მიზანი არის გაცნობიერება.

რელიგიებზე საუბარი არ მსურს.

მე რადგან ვამბობ, ან ქრისტე რადგან ამბობს, არ ნიშნავს რომ ის აუცილებლად მართალია. უბრალოდ ამ სწავლებებიდან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის ის, რომ გვასწავლის მოვუსმინოთ ,,ვიღაცას'' ან ,,რაღაცას'', რომელიც ჩვენშია. ანუ ეს არის რაღაც გარკვეული კანონების განმარტებანი. ან გარკვეული იარაღის, ან უნარის გამოყენების წესები. ყველაფერი კანონზომიერია და რადგანაც მათ იციან ეს, ამბობენ კიდეც.

დამახინჯებულია თუ არა და რატომ, ეს უკვე სხვა თემაა..

ისე კი, არ არსებობს საკუთარი რამ... ჩვენ ვართ ერთიანი. და სანამ არ მოხდება უკანასკნელ წვეთამდე გაცნობიერება ყოველივე არსებულის დედამიწაზე, არ მოხდება არაფერი განსაკუთრებული. საქმე ის არის, რომ ჩვენ არავინ გვეკითხება. გვაქვს საკუთარი ნება, მაგრამ ნება არ გაგვაჩნია smile.gif). ჩემის აზრით, უბრალოდ უნდა იპოვო წერტილი, რომელიც მიედინება და უნდა გაყვე მას. მთავარია იპოვო ის..

ამის შემდეგ გაჩნდება კითხვა ამავე თემაში; თუ იპოვის ვინ ინქება ის? ან თუ ვერ იპოვის რა გამოვიდა, რა განსხვავებაა მათ შორის... რატომ ასე და არა სხვაგვარად?

მოკლედ, ეს მაგარი სირობაა. გააკეთე ის რაც გინდა... ეს არის ფორმულა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 25 2015, 04:47 PM
Post #10


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tty @ 25th June 2015 - 05:32 PM) *
გააკეთე ის რაც გინდა... ეს არის ფორმულა.

არამგონია. გარშემო ბევრი აკეთებს რაც უნდა და მაგით რა? ჯერ ერთი ხშირად ადამიანმა არც იცის რა უნდა, ირჩევ მაგალითად პროფესიას და წლების მერე ხვდები რომ ამის კეთება არ გინდა.....

QUOTE(tikoroma @ 25th June 2015 - 05:09 PM) *
იმიტომ რომ თვითონ იღებ გადაწყვეტილებებს და არასდროს იცი სწორია ეს გადაწყვეტილება თუ არა. იმიტომ რომ საკუთარ შეცდომებზე გიწევს სწავლა

და სხვაზე უნდა იყო ამიტომ დამოკიდებული? ესეთი გამოთქმაა ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს და სულელი მხოლოდ თავისაზეო..... შენ არგუმენტს ვაბათIლებ... ნებისმიერი რელიგია უშვებს ცოდვის ჩადენას და ზრდის ადამიანს, როცა აანალიზებ "დანაშაულს" და როდესაც უბრალოდ გაგონილი გაქვს რომ სიბრაზე ცუდია ვერ ხვდები ბოლომდე......ტაკ შტო მირჩევნია ვიტანჯო რაღაც პერიოდი მაგრამ ვნახო და აღარ გავიმეორო იგივე ვიდრე დედიკოს მამიკოს ან ვინმეს ვუყურო დახმარებისთვის, აქ სიარულზე ჭამაზე და ლაპარაკზე არ არის აქვენტი, არამედ ცნობიერებაზე გრძნობებზე და ა.შ.

QUOTE(ანნა @ 25th June 2015 - 05:27 PM) *
შენ თავს რომ შეიცნობ ღრმად და გაცდები სხეულს, იმოგზაურებ ყველა პლნეტაზე და ყველა დროში

მეც მჯერა ამის მაგრამ განხორციელებას ვერ ვახერხებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jun 25 2015, 04:53 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
გარშემო ბევრი აკეთებს რაც უნდა
.
ისინი არ აკეთებენ იმას რაც უნდათ. ისინი აკეთებენ იმას რაც შთააგონეს..

QUOTE
ხშირად ადამიანმა არც იცის რა უნდა

არ გეცოდინება როცა მთელი ცხოვრება სხვისი ფიქრებით ცხოვრობ.

QUOTE
ირჩევ მაგალითად პროფესიას და წლების მერე ხვდები რომ ამის კეთება არ გინდა.....

1. ირჩევ თუარა თავად პროფესიას?
2. და თუ აირჩიე პროფესია და სადღაც წლების შემდეგ ხვდები რომ არ გინდა ამის გაკეთება, რა განსხვავებაა იმას შორის, რომ სიცოცხლე არ გინდა?(ვგულისხმობ, რომ არც ეს გადაგიწყვიტავს შენ..)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 25 2015, 05:12 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tty @ 25th June 2015 - 05:53 PM) *
ირჩევ თუარა თავად პროფესიას?

ჩემს შემთხვევაში სამწუხაროდ იქ წავედი სადაც ფული იქნებოდა, თან ჩვენთან სკოლას ამთავრებ თუარა ეგრევე უნდა ჩააბარო რატომღაც, არადა რეალურად მე არ ვიცოდი რა მინდოდა, ახლაც არ ვარ დარწმუნებული.
ძირითად აზრში გეთანხმები, ანუ შენც საკუთარი თავიდან ამოდიხარ და არა გარემოდან, სწავლებიდან, ავტორიტეტიდან და ა.შ. როგორც მივხვდი.

Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jun 25 2015, 05:25 PM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(blue_velvet @ 25th June 2015 - 05:12 PM) *
შენც საკუთარი თავიდან ამოდიხარ და არა გარემოდან, სწავლებიდან, ავტორიტეტიდან

ვერ მივხვდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 25 2015, 06:05 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(blue_velvet @ 25th June 2015 - 04:47 PM) *
და სხვაზე უნდა იყო ამიტომ დამოკიდებული?

არ მითქვამს, რომ უნდა იყო. უბრალოდ უფრო ადვილია.

tty_
ციტატა(tty @ 25th June 2015 - 04:32 PM) *
ყველაფერი აქ არის დედამიწაზე.

კოსმოსი უსასრულოა და დიდი იმედი მაქვს, იქ რაღაც განსხვავებული დამხვდება როცა გავალ ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 25 2015, 09:51 PM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 25th June 2015 - 06:05 PM) *
არ მითქვამს, რომ უნდა იყო. უბრალოდ უფრო ადვილია.

ადვილი ფაფის ჭამაა (ც) ხალხური

QUOTE(tty @ 25th June 2015 - 05:25 PM) *
ვერ მივხვდი.

ანუ საკუთარი თავიდან გამოგაქვს დასკვნები თქო, როგორც მივხვდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 26 2015, 12:27 AM
Post #16


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მშობლებს უნდა დავუჯეროთ

... "დედის წინ მორბენალ კვიცსა, ან მგელი შეჭამს ან მგლის შვილიო

Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 26 2015, 11:51 AM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ 26th June 2015 - 01:27 AM) *
მშობლებს უნდა დავუჯეროთ

... "დედის წინ მორბენალ კვიცსა, ან მგელი შეჭამს ან მგლის შვილიო

ხშირად ისე ზრდიან რომ პირიქით ხდება. გააჩნია დედას რა ცნობიერება აქვს, თOრემ მეძავებადაც ზრდიან შვილებს რომ ფული იშოვონ....ამიტომ საკუთარი თავიდან უნდა ამოხვიდე მე ასე მგონია, მითუმეტეს შენ რა გინდა და ვინ ხარ მხოლოდ შენ იცი, დედას არ ეცოდინება

ეს სიმღერა შენ გეძღვნება : **
https://www.youtube.com/watch?v=gNhUaXjvcBk
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 26 2015, 01:07 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არა მარტო მშობელბს, ძმასაც, ბიუძასაც, ძმაკაცსაც, მეზობელ სვეტასაც, მეზობელ გიოსაც, ტელევიზორსაც, ვინც რას გეტყვის თავის შეზღუდული რეალობიდან და ეგოიზმიდან გამომდინარე ყველას უნდა დაუჯერო და ა.შ... biggrin.gif biggrin.gif

ვინც რეალობის აზზეა სხვას რჩევას არ აძლევს და ანთავისუფლებს სრულიად, თავის შეხედულებსბ და აზრებს მარტო შეზღუული ტიპები ახვევენ სხვებს wink.gif
ყველას თავისი გზა აქვს და მეორე მაგ გზის აზზე არაა რეალურად.. ილუზიაში ხშირად ვარდებიან ისინი ვისაც ცოტა სულიერი საკუთარი გამცოდილება აქვთ გავლილი და გონიათ სხვისი გზაც იციან, მარა ეგ ილუზიაა და ყველას მოხვდება ალიყური ვინც სხვის გზაში ჩაერევა ზედმეტად smile.gif
შენ ხარ ყველაფერი რა, პროსტა უნდა იცობდე საკუთარ მეს იმ დონემდე რომ ამას აცნობიერებდე smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 26 2015, 04:50 PM
Post #19


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიახაც უნდა დაუჯერო მეზობელსაც, ნათესაცსაც და მოდერატორსაც
და იქნები კაი ბავშვი

არ დაუჯერებ და მოვა მგელი და შეგჭამს....
მოვა დათო და შეგჭამს
Go to the top of the page
 
+Quote Post
FERRE
post Jun 28 2015, 06:27 PM
Post #20


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 145
Joined: 20-May 13
From: Tbilisi
Member No.: 7,097

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.youtube.com/watch?v=vZh_en_qkEo

კლინიკურ სიკვდილზეა )
P.S ღმერთმა ყველას გვაშოროს!
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:29 AM