რა არის დრო?, ათი ათასი წელი როგორც ერთი |
რა არის დრო?, ათი ათასი წელი როგორც ერთი |
Jun 16 2015, 08:05 PM
Post
#21
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაბალისტი არის ვინმე ფორუმზე? მაინტერესებს რას ფიქრობენ დროზე.
|
|
|
Jun 16 2015, 09:45 PM
Post
#22
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
https://www.youtube.com/watch?v=gjgAd4pR6yI ესეც საინტერესოა
|
|
|
Jun 21 2015, 10:06 PM
Post
#23
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მაინც ვფიქრობ, რომ სანამ ერ კიდევ ვართ მისი გავლენის ქვეშ - მისი უარყოფა უაზრობაა.
შემიძლია ვამტკიცოთ, რომ არ არსებობს. მეც ვამტკიცებ, რომ წარსული არ არსებობს. გუშინ რაღაც მოხდა, მოხდა და მორჩა. ეს მარტო გონებაში არსებობს ასევეა სიზმარი. ჩემთვის განსხვავება არაა სიზმარში გამოვცდი რაიმეს თუ ცხადში. შეგრძნება ორივეგან რეალურია, ორივე დროებითი მოვლენაა და მხოლოდ ჩემს გონებაში დარჩება. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 23 2015, 10:30 AM
Post
#24
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
მე მაინც ვფიქრობ, რომ სანამ ერ კიდევ ვართ მისი გავლენის ქვეშ - მისი უარყოფა უაზრობაა. დრო არ არსებობს. და აი რატომ: როდესაც ვსაუბრობთ დროზე, ვამბობთ 3 მდგომარეობას ე.წ. კონტინიუმის უწყვეტ ჯაჭვში: 1. წარსული 2. აწმყო 3.მომავალი დრო, მასში არსებული რაობებით, საგნებით განისაზღვრება. ანუ, დრო როგორც დამოუკიდებელი სუბსტანცია არარსია, თუ მას რაღაცასთან მიმართებაში არ განვიხილავთ, მაგ: სამყაროსთან, ადამიანთან, მოვლენებთან. ანუ ჩვენ გვგონია, რომ სამყარო, ადამიანი და მოვლენები, მოძრაობენ წარსული, აწმყო და მომავლის კონტინიუმში. დავიწყოთ სამყაროთი. როგორ მოძრაობს სამყარო დროში? დიდი აფეთქებიდან იქმნებიან ვარსკვლავრბი, რომლებიც შორდებიან ერთმანეთს ზოგი სინათლის სიჩქარეზე სწრაფადაც კი. ადამიანი როგორ მოძრაობს დროში? დაბადება, ცხოვრება, სიკვდილი. და მოვლენები. მოვლენები ადვილად იროცხება, რადვან მოვლრნა როგგორც რაიმე არსებული საგანი არ არსებობს, ის დამკვირვებლის მიერ შეფასების პროცესია. ხოლო დამკვირვებეოი ისევ ადამიანია. ანუ დრო განისაზღვრება ცვლილებით. რომ არ იყოს ცვლილება ადამიანი ვერ აღიქვამდა დროს და აღქმის გარეშეც არ იქნებოდა დრო. ანუ მხოლოდ ცვლილების გამო ვამბობთ რომ დრო არსებობს. არის ასეთი, გახდა ისეთი და არ ვიცით როგორი იქნება ხვალ. დრო რომ ცვლილება იყოს, მაშინ ის იქნებოდა დამოკდბული მატერიაზე, ანუ რაობაზე, რადგან სწორედ მატერიაა რაც განიცის ცვლილებას. დრო არის ცვლილება, ხოლო ცვლილება პირდაპირ პროპორციულია წარსულის. რაც დიდია ცვლილება, მით უფრო წარსულშია ობიექტი. ანუ რეალურად იმას რასაც ჩვენ წარსულს ვეძახით არის ობიექტი, რომელიც იყო მომავალში, გახდა აწმყოში და წავიდა წარსულში და როცა აწმყოში იყო იმ მდომარობასა და ახლანდელ მდგომარეობას შორის ცვლილებაა. იგივე რო ყოფილიყო, მაშინ დროის აღქმადობა 0ის ტოლი იქნებოდა. დრო დაკვირვებადია, შესაბამისად, განვითარების დონით, ანუ არსობრივი პრინციპის მიხედვით, დაკვირვების პროცესზე დაბლა დგას. ანუ - დრო < დაკგირვების პროცესი დრო აღინიშნება t _თი, ხოლო დაკვირვების პროცესი აღვნიშნოთ wთი, ანუ t<w, ანუ t ნაკლებია w ზე. ნაკლებობაში იგულისხმება უპირატესობა ყველა დონეზე, ფიზიკურიც და მეტაფიზიკურიც, ანუ მატერიალურიც და არამატერიალურიც. რადგან t ნაკლევია w ზე, ე.ი. იგი დამოკიდებულიცაა w ზე. როგორც მოლეკულა დამოკიდებულია სხვადასხვა აომების ქიმიურ ბმაზე. დამოკიდებულება ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ანუ ის შეიძლება იყოს რეალური შეიძლება არ იყოს რეალური, შეიძლება იყოს შეიძლება არ იყოს და ა.შ. ამ დამოკიდებულების მიხედვით მტკიცდება, რომ დრო არ არსებობს, არამედ ის არის პირობითი მცნება, ანუ ილუზორული კონცეფცია, რომელიც დღეს ასეთია ხვალ შეიძლება ისეთი იყოს. დამკვორვებლის გარეშე, დრო რომც იყოს რეალური, მისი არსებობაში მმყვანი არ იქნებოდა არავინ. ანუ დრო არაფერს ქმნის და არც აქრობს. ის არ არის კრეატორი, მას არაფრის შექმნა და გაქრობა არ შეუძლია. ამიტომაცაა ნათქვამი, ყველაფერს ეშინია დროსი, ხოლო დროს ეშინია პირამიდების. პირამიდებში შეგვიძლია ვიგულისხმოთ w, დამკვირვებელი. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 23 2015, 10:49 AM
Post
#25
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ის რასაც ჩვენ ვეძახიტ დროს, რეალურად არის უმცირესი ნაწილაკების, ანუ კვარკების მოძრაობა არაფერში, ანუ ვაკუუმში. ატომის 90% ცარიელია.
ანუ, ახლა ჩვენ უნდა განვსაზღვროთ w_ს, დამკვირვებლის დამოკიდებულება კვარკების მიმართ. კვარკი აღინიშნება q_თი. ამ შემთხვევაში w კვლავ მეტობაშია, რადგან მხოლოდ დაკვირვების პირობებში შეიძლება კვარკების არსებობაში შემოყვანა. ანუ w>q, w მეტია q_ზე. ანუ აქედან გამომდინარეობს, რომ ყველაფერი რაც არის, (ანუ ყველაფერი არის კვარკების ერთობლიობა) დამოკიდებულია დამკვირვებელზე და ზუსტად იგივე პრინციპით, ის არის ილუზორული, კონცეპტუალური, მხოლოდ დამკვირვებელზე ზემოქმედების შედეგად ეძლევა ეგზისტენციალიზმის შესაძლებლობა, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რადგან დამკვირვებელზე ზემოქმედებს, ამიტომ ის მას საკუთარი გავლენის ქვეშ აქცევს, არამედ დამკვირვებელი მასზე კვარკების მიერ მომხდარი ზემოქმედების დაკვირვებით აძლევს კვარკებს არსებობის უფლებას. რომ არ იყოს ზემოქმედება, კვარკები არ იარსებებდნენ. მაგრამ რომ არსებობენ ეს პირობითია, ანუ ილუზორული. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 23 2015, 11:48 AM
Post
#26
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"წარსული შენს სხეულში არსებობს" დღეს ვფიქრობდი ამ ფრაზაზე. როგორ შეიძლება შენს სხეულში არსებობდეს წარსული მთლიანად?
და მომავლის წინასწარმეტყველება როგორ ხდება? მეც ბევრჯერ მცოდნია წინასწარ რა მხოდება, ბოლოს მეგობარმაც მომიყვა დედამისს უთხრეს ერთი კვირით ადრე რაღაც მოვლენაზე.. ანუ მომავალი ხომ სულ იცვლება, სამყრაოს კანონზომიერებით მომავალი განსაზღვრულია? და მერე ჩვენ ვცლითხოლმე? ანუ ერთი მთლიანობაა? თუ არადა აბა როგორ ვხედავ მომავალს? ანუ მე მაგალიტად, როგორ ვხედავხოლმე მომავალ მოვლენებს? :| ზოგჯერ მგონია ჩემივე მეს ცნობიერებაა, ანუ მომავალი მეს, ან იმის რაც დროის მიღმაა და ყველაფერს გვერდიდან ხედავს, იმ მეს ვუკავშირდები. თუმცა აქ რაღაც ერთიანობა უნდა იყოს, ყველაფრის კავშირი, მომავალი რეალობა უკვე შექმნილია? და ჩვენ კანოზომიერების ფარგლებში ვცვლით, სამყაროს ცენტრთან მიმართებაში ჩვენი ტრაექტორიის ცვლილების მიხედვით -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Jun 23 2015, 05:57 PM
Post
#27
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რომ არარსებობდეს არარსებულზე არ ვისაუბრებდით. საერთოდ კარგად მესმის, რასაც ამბობთ და ხსნით და პრინციპში გეთანხმებით, მაგრამ "არარსებობს" ის სიტყვა არაა რა
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 23 2015, 06:13 PM
Post
#28
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ესეთი პრაქტიკა:
ახლა იფიქრე ძილი წინ დაძინებაზე, და იფიქრე რომ სანამ დაიძინებ გაგხსენდება დღე როცა ამ პოსტს კითხულობდი. ძილის დროც ხომ დადგება და იმ მომენტში გააცნობიერე შენი თავი, ეხლანდელ გაცნობიერებულს შეადარე და რას იგრძნობ დააკვირდი რასაც ვიგონებთ ის არსებობს, ჩვენს პირად რეალობას თვითონ ვქმნით, შოკი მქნდა ცოტა ხნის წინ რომ გავაცნობეირე, როგორ შევქმენი ჩემი გულისცემის აჩქარება და შიში, ძველი აზრებიტდა ის მომენტი რომ დადგა შედეგი მივიღე.. ნუ საკუთარ თავზე დაკვირვებაა ყველაფერი მაინც, ყველაფრის შესწავლის საკითხი უბრალოდ ახლა ვფიქრობ რომ, ისედაც სულ არსებობს ყველაფერი, რადგან მომავალი ვიცითხოლმე, ე.ი ის მომავალი უკვე არსებობს ამ რეალობაში, შეიქმნება, გასაგებია რომ ვქმნით ყოველ დღე ვცვლით, მაგრამ ეს მომენტი, დაბადებიდან როგორ ხდება მზა შვიდი მილიარდი ადამიანის მრავალი ალტერნატიური რეალობა გაუგებარია ჩემთვის. მაშინ უნდა ვაღიაროთ ღმერთის არსებობა, რომლის გამოვლინება ვართ და რომლის ფიქრითაც შევიქმენით და იქმნება ყვეაფერი და ჩვენ როგორც ღმერთის გამოვლინებას გვაქვს იგივე ძალა :| -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Jun 23 2015, 06:22 PM
Post
#29
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ღმერთის ფიქრები ხანგრძლივია და მოწესრიგებული
ჩემი ფიქრებით შექმნილი სამყარო მანამ იცვლება კარდინალურად, სანამ ჩამოყალიბებდა ესეც თუ კატაკლიზმად აღიქმება მათთვის (ჩემი ფიქრების პერსონაჟებისთვის) მაშინ მე მათთვის სასტიკი ღმერთი ვყოფილვარ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 23 2015, 06:52 PM
Post
#30
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შენი თავი წარმოიდგინე, რომ დაიშალო უამრავ პატარა ნაწილაკად და გაუშვა შენგან, ისინი ხომ ყველა შენი გამოლინება და ნაწილია.. ყველა შენი გამოხატველია, ცუდი და კარგი შენთვის არ არსებობს. მათ აქვთყველას უნარი შექმნან მატერია თავის ფიქრით. ისევე როგორც შენ შექმენი და ახლა დაშლილი ხარ მილიარდ ნაწილაკად. ადამიანი ხომ ბრმაა და სიბრმავიდან როგორ იწყებს სწავლას რომ ისევ ღმერთი ცნობიერებას დაუბრუნებს, ასეთი რომ მილიარდობით იყოს და ყველაშია ჩადებული კანოზომიერება, ყველა ცვლის ტავის რეალობას თავის არცევანიტ და ფიქრებით. ანუ სამყარო სულ იდეალურია, მხოლოდ შენი რეალობა იცვლება.. თუმცა კანონზომიერება იგრძნობა ყველაფერში.
ჰო და დრო ნაწილია ამ რეალობის, თუმცა შინაგან მეში არის ცნობეირება სადაც დრო არ არის და ვინც იქ აღწევს, მათთვის დრო აღარ არის.. აი რაც გითხარი ეგ პრაქტიკა ჩემთვის კარგი იყო, ახლა წარმოვიდგენ ოც წუთში როგორ ვქნები მეგობართან, და იქ ყოფნისას გავხისენებ ამას რომ ვწერდი და გავაცნობეირებ გზაში დროს. მოკლედ ვეძიებდეთ და ვიპოვით ყველაფერს -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Jun 23 2015, 07:21 PM
Post
#31
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
რომ არარსებობდეს არარსებულზე არ ვისაუბრებდით. საერთოდ კარგად მესმის, რასაც ამბობთ და ხსნით და პრინციპში გეთანხმებით, მაგრამ "არარსებობს" ის სიტყვა არაა რა ასე ფიქრობდა ბერძენი ფილოსოფოსი პარმენიდე, ქრისტეს შობამდე მე-5 საუკუნეში, რომ არაფერი არ არსებობს, ანუ თუ რაიმეზე ვსაუბრობთ, ე.ი. ის არსებობს. მის აზრს სოკრატეც და პლატონიც იზიარებდნენ. ახლა კი დავუბრუნდეთ მირაჟს. მირაჟი არსებობს? კი და არა. არსებობს, როგორც ვიზუალური ილუზია, ხოლო არ არსებობს როგორც რეალობა. აი ამაზე რატომ არ იფიქრა პარმენიდემ? არ უარვყობ, რომ ილუზია არსებობს, მაგრამ სიტყვა არსებობას მე რეალობასთან ვაიგივებ, რადგან მხოლოდ რეალობა არის ეგზისტენციალიზმით განსმჭვალული. ამიტომ ვამბობ რომ დრო არ არსებობს რეალურად, ის არსებობს როგორც კონცეფცია, მირაჟი, ილუზია -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 23 2015, 07:30 PM
Post
#32
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
David Monny
ჰო, როცა დროის არსს განვსაზღვრავთ შეიძლება ვთქვათ რომ ილუზორულია და ყველაფერი დანარჩენიც. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 23 2015, 07:44 PM
Post
#33
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
ჰო, როცა დროის არსს განვსაზღვრავთ შეიძლება ვთქვათ რომ ილუზორულია და ყველაფერი დანარჩენიც. ყველაფერი დანარჩენი დროშია, მთელი ჩვენი ცხოვრება და შესაბამისად ისიც ილუზორულია -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Jun 23 2015, 08:53 PM
Post
#34
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მომავალი რეალობა უკვე შექმნილია? უკვე არსებობს ალბათ David Monny დრო არ არსებობს. და აი რატომ: როდესაც ვსაუბრობთ დროზე, ვამბობთ 3 მდგომარეობას ე.წ. კონტინიუმის უწყვეტ ჯაჭვში: 1. წარსული 2. აწმყო 3.მომავალი დრო, მასში არსებული რაობებით, საგნებით განისაზღვრება. ანუ, დრო როგორც დამოუკიდებელი სუბსტანცია არარსია, თუ მას რაღაცასთან მიმართებაში არ განვიხილავთ, მაგ: სამყაროსთან, ადამიანთან, მოვლენებთან. გეთანხმები. არ არსებობს, უბრალოდ მდგომარეობით იგებ ამას, სხვათა შორის აზროვნებითაც, თUნდაც ის მაგალითI 1 დამკვირვებლისთვის დრო უფრო ნელა გადის ვიდრე მეორისთვის. რაც მეტია სამუშაო მით მალე გადის დრო, რაც უფრო მიყვარს რაღაცის კეთება მით მალე გადის დრო და პირიქით. ჩვენ უსასრულო არსებები დროში როგორ ვიქნებით ჩაკეტილები? ცხადია თU უსასრულოები ვართ დროც არ არსებობს, მიწიერი "დრო" კი ასე ვთქვათ აქტებისთვის და დაგეგმისთვისაა, რეალურად დრო ილუზიაა ნამდვილად, ერთ-ერთ ჩემ პატივცემულ ადამიანს კითხეს როგორ გაგყავთ დროო? ხოდა ამან უთხრა მშვენივრად გამყავს რაღაც მაგრამ დრო არა, დრო რა არის არც ვიციო. მაგიტოა დროის არარსებობაში რომ გვეუბნებიან თU იფიქრებ წარსულსა და მომავალზე არამედ ახლანდელ წამზე იფიქრეო, დაგეგმით დაგეგმე კი ბატონო მაგრამ ნუ იფრენ აქეთ იქით არამედ აქ დარჩიო. რას ფიქრობ ამაზე? |
|
|
Jun 23 2015, 09:06 PM
Post
#35
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ichi
ნამდვილად, ერთ-ერთ ჩემ პატივცემულ ადამიანს კითხეს როგორ გაგყავთ დროო? ხოდა ამან უთხრა მშვენივრად გამყავს რაღაც მაგრამ დრო არა, დრო რა არის არც ვიციო. მაგიტოა დროის არარსებობაში რომ გვეუბნებიან თU იფიქრებ წარსულსა და მომავალზე არამედ ახლანდელ წამზე იფიქრეო, დაგეგმით დაგეგმე კი ბატონო მაგრამ ნუ იფრენ აქეთ იქით არამედ აქ დარჩიო. რას ფიქრობ ამაზე? აბსოლუტურად გეთანხმები და ვეთანხმები შენთვის პატივცემულ ადამიანს. გეგმებს რაც შეეხება ამაშიც გეთანხმები. მე არ ვამართლებ რაიმეს აკრძალვას. ეს არ ქნა ის არ ქნა. არ დაგეგმო დაგეგმე. გადააგდე ეგო, მოიშორე ნეგატიური ფიქრები. იყოს ყველაფერი როგორც არის, დაგეგმე, მაგრამ ნუ დაეუფლები დაგეგმილს, ნუს იმიტომ ვამბობ, რომ უკეთესია და არა იმიტომ რომ "უნდა" ასე ქნა. უკეთესი იმიტომაა, რომ არ არსებობს რამე რაც რეალურად შენ გეკუთვნის. ამიტომ როცა მიიკუთვნებ რამეს თავს იტყუებ. მე არ ვამართლრბ შეზღუდვებს ნუ გეგმავ, მიზანი არ დაისახო და ა.შ. დაისახე რაც გინდა, მაგრამ ცნობიერად კარგი იქნება თუ აწმყოში ვიქნებით, არ დაგავიწყდეთ , ყველა გეგმა აწმყოში შეიქმნა. მხოლოდ აწმყო ქმნის დანარჩენი ყველაფერი მოკლებულია კრეაციონიზმს. ამიტომ ვამბობ, დრო არაფერს ქმნის -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Nov 10 2015, 04:53 AM
Post
#36
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბოლოს კასტანედას გავეცანი და აქაც იგივე რაც სხვა სწავლებებში თუ მისტიკოსებთან საუბრობს აწმყოთი ცხოვრების უზარმაზარ მნიშვნელობაზე. რომელი ერთI დავწერო, გურჯიევი-კრიშნამურტი-მერაბ მამარდაშვილი-კასტანედა-ოშო და ა.შ. დრო არ არსებობს და იმდენად გვაქვს ტვინი დაჩლუნგებული და ჩარჩოში ჩასმული ვერ ვხვდებით ამას ბოლომდე.
|
|
|
Oct 8 2017, 07:54 PM
Post
#37
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 29-January 17 Member No.: 7,592 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩემი პირადი აზრია რავიცი შეიძლება დამეთანხმოთ , დრო ეს ინფორმაციის ცვლილებაა ანუ სამყაროს ინფორმაციის ცვლას აღიქვამს ადამიანი დროის ფენომენად. თან ადამიანიც ამ სამყაროს საერთო ინფორმაციის ცვლილებას ექვემდებარება . ანუ დრო ეს მხოლოდ მატერიის ,ინფორმაციის(იგივე ფორმის) ცვლილებაა და ის თანაბრად იცვლება სამყაროში და არანაირ აჩქარებას არ ექნება აზრი დროის ცვლილების მხრივ ანუ მე ნიუტონს და არისტოტლეს ვემხრობი და მიმაჩნია რომ ინფორმაციიია მთავარი წამყვანი მექანიზმი სამყაროში ყველა კუთხით.
|
|
|
Oct 8 2017, 07:55 PM
Post
#38
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 29-January 17 Member No.: 7,592 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფაქტობრივად მე ვიძახი რომ დროს ქმნის ინფრომაციის ცვლილება და არა პირიქით
|
|
|
Oct 8 2017, 09:12 PM
Post
#39
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Oct 8 2017, 09:16 PM
Post
#40
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,133 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th April 2024 - 01:06 AM |