IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მდგომარეობა ჩემი გადმოსახედით
jarmen
post Jan 9 2019, 03:35 AM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორ აღვიქვამ მე მთელს ამ მისტიურ ეზოთერულ სიტუაციას.
ყველაფერი ძალიან გავს ფეხბურთს, არის სტადიონი არის ფეხბურთი თავისი წესებით ბურთით... არიან ფეხბურთელები ზოგი კარგი ზოგი შედარებით ნაკლებ კვალიფიციური. არიან მწვრთნელები მსაჯები... არიან უიმედო ზამენებიც, სულ რომ ზიან და მიზეზები არ ელევათ რომ არ ელევათ საჯდომად. არიან კარგი გულშემატკივრები სტადიონზე რომ დადიან, ზოგჯერ თამაშობენ კიდეც და ბუხრის თავზე ბურთი უდევთ ხელმოწერებით, არიან ზარმაცი ფანებიც ტელევიზორში რომლებიც უყურებენ ფეხბურთს.
ფეხბურთელები მწვრთნელები და მსაჯები არიან მაგები, ისინი ვისაც აქტიური და ღრმა გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, იციან ფეხბურთი როგორ ითამაშონ და გოლი როგორ გაიტანონ. უიმედო ზამენები არიან შარლატანები,
რო კითხო ლიგაში არიან მაგრამ მაგათი აკენწლილიც რომ არაცის უნახავს, მითუმეტეს გატანილი გოლი. მოყვარული ფანები არიან ოკულტები ტაროლოგები და მსგავსი პრაქტიკული ეზოთერიკით დაინტერესებულები სტადიონიდან გულშემატკივრობენ ზოგჯერ კიდევ უბანში თავის მოსაწონებლად ერთი ორ ფინტს აკეთებენ, სამეგობროში განიხილავენ და საკუტარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ისინი ვინც "პივის" ბოთლით ხელში ტელევიზორის წინ ზიან და იქიდან გულშემატკივრობენ არიან თეორიული ეზოთერიკები რომლებსაც, რომ კითხო იმან უკეთესად იცის რომელი ფეხბირთელი სად ათამაშოს და რა როგორ ხდება, ექსპერტია ვერაფერს იტყვი, შეიძლება ბურთისთვის ფეხი არც დაურტყამს მაგრამ რამდნეიმე მატჩი ნახა და იცის კაცო, ამას რო დაერტყა არც ააცილებდა. ხო კიდევ არიან შიშველი კაცები რომლებიც სტადიონზე ვარდებიან არავინ არ იცის რა უნდათ და რა შუაში არიან მაგრამ კადრში გაირბენენ ხოლმე, ესენი არიან ეგრედ წოდებული "სოც მუშაკები", ეზოთერულ ტექსტებს რომ აშვანშვალებენ და ყურადღების მიქცევას ცდილობენ, იქნებ აქ მაინც მიიქციონ რამე.
მადლობა ყურადღებისთვის 😚😘😗😙
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Closed TopicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th May 2024 - 12:04 PM