საუბრები იესოს იგავების შესახებ, ოშოს კომენტარები |
საუბრები იესოს იგავების შესახებ, ოშოს კომენტარები |
Jun 9 2013, 11:19 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვიწყებ თარგმნას ოშოს ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი წიგნის რომელიც ეხება იესოს
წიგნის სახელია : Беседы по притчам Иисуса ინგლისურად გამოცემულია როგორც : Come Follow To You - Reflections on Jesus of Nazareth საქართველოში ოშოს მდოგვის მარცვალი უფრო პოლულარულია (ვისაც ოშოს შესახებ საერთოდ რაიმე სმენია ) არადა ჩემი აზრით ამ წიგნში ბევრად საოცრად არის გაშლილი იესოს არსი რელიგიური დოგმატიკის გარეშე P.S მომიტევეთ გრამატიკული შეცდომები . -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Jun 10 2013, 12:49 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბჰაგვან შრი რაჯნეში საუბრები იესოს იგავების შესახებ ტომი 1 საუბარი 1 '' და სიტყვა იქცა ხორცად '' 21 ოქტომბერი. 1975წ. პუნა იოანეს სახარება თავი პირველი 1. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. 2. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. 5. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. 6. იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო იოანე. 7. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. 8. არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. 10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. 11. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 12. ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; 13. და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. 14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. 15. იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 16. და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ. 17. რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. მე მინდა ვილაპარაკო ქრისტეზე მაგრამ არა ქრისტიანობაზე. ქრისტიანობას არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან. ფაქტიურად ის ისევე წინააღმდეგია ქრისტესი როგორც ბუდიზმი ბუდასი ან ჯაინიზმი მაჰავირასი. ქრისტე თავისთავადაა რაღაც ისეთი,რომლის ორგანიზებაც არ შეიძლება: მისი არსია ბუნტი და ეს ბუნტი შეუძლებელია იყოს ორგანიზებული. იმწუთში როდესაც იქნება ამის მცდელობა თქვენ მოკლავთ მას. შემდეგ დარჩება უბრალოდ გვამი რომელსაც შეგეძლებათ ეთაყვანოთ მაგრამ ის უკვე ვეღარ მოახერხებს თქვენს შეცვლას. თქვენ ათრევთ თქვენს ტვირთს საუკუნიდან საუკუნემდე მაგრამ ის მხოლოდ დაგამძიმებთ და ვარ გაგანთავისუფლებთ. ამიტომაც დაე დასაწყისიდანვე ყველაფერი იყოს აბსოლუტურად ნათელი: მე მთლიანად და ტოტალურად ქრისტესთან ვარ ხოლო ჩემი თუნდაც უმცირესი ნაწილაკიც კი არ არის ქრისტიანობაში. თუ თქვენ გსურთ ქრისტე, მოგიწევთ აღმოჩნდეთ ქრისტიანობის მიღმა და თუ ძალიან ეჭიდებით ქრისტიანობას, ვერ მოახერხებთ მის გაგებას იგი ყოველგვარ ეკლესიაზე მეტია. ქრისტე არის მთლიანი არსი რელიგიის,მასში რეალიზდება კაცობრიობის მთელი მისწრაფება, ის იშვიათი სინთეზია. ჩვეულებრივ ადამიანი ცხოვრობს აგონიაში, ფორიაქში და ტკივილში ამიტომაც თუ თქვენ შეხედავთ კრიშნას ნახავთ რომ, ის სულ სხვა პოლუსს მიეკუთვნება, ის ცხოვრობს ექსტაზში აქ არ არის არანაირი აგონია ყოველგვარი ტანჯვა მასთან ქრება. თქვენ შეიყვარებთ მას, გარკვეული დროის მონაკვეთში იცეკვებთ კიდეც მასთან ერთად მაგრამ თქვენს შორის ვერ წარმოიშვება ხიდი. ის ექსტაზშია თქვენ კი აგონიაში სად შეიძლება იყოს ხიდი ? ბუდასთან კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია. ის არც ტანჯვაშია და არც ექსტაზში ის მთლიანად გარინდულია და მშვიდი. ის ისე შორსაა რომ, დანახვა კი შეიძლება მაგრამ დაჯერება რომ, საერთოდ არსებობს ძალიან ძნელი. ის ჩანს როგორც მითი, საკრალური სურვილი მთელი კაცობრიობის. როგორ შეიძლება ესეთი ადამიანი დადიოდეს დედამიწაზე რომლმაც გადალახა ტანჯვაც და ექსტაზიც ? ის ძალიან შორს არის თქვენგან. იესო ! აი კულმინაცია ყოველგვარი მოლოდინის იგი ისევე განიცდის როგორც თქვენ,ზუსტად ისევე როგორც ნებისმიერი დაბადებული ადამიანი, ის იტანჯება ჯვარზე და ასევე ისეთივე ექსტაზშია როგორშიც იყო კრიშნა მაგრამ არის მომენტები როდესაც სულ უფრო და უფრო უახლოვდებით მას და ხედავთ რომ, მისი შინაგანი არსება არც ჯვარია და არც ექსტაზი არამედ ტრანსცედენტაცია, გადალახვა ამ ყოველივის. ამაშია სწორედ იესოს სილამაზე: არსებობს ხიდი თქვენსა და მას შორის ! თქვენ შეგიძლიათ ნელ ნელა მიუახლოვდეთ და მას კი შეუძლია მიგიყვანოთ შეუცნობელთან ისე რომ, ვერც კი შეამჩნევთ ზუსტად როდის გადახვედით საზღვარს სადაც იწყება ღმერთი. თქვენ შეგწევთ უნარი ენდოთ მას, ის ხომ ესე გგავთ თქვენ და თან არ გგავთ, მასში თქვენი ტანჯვის ნაწილიცაა და სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გაიგოთ მისი ენა. -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Jun 10 2013, 07:11 AM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლობა საინტერესოა... |
|
|
Jun 10 2013, 09:05 AM
Post
#4
|
|
RED soul Group: Members Posts: 119 Joined: 11-October 10 Member No.: 6,289 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა მაგარია . თან იოანეს სახარება სულ სხვა ლეველია
აუცილებლად გააგრძელე -------------------- God is God
|
|
|
Jun 10 2013, 12:13 PM
Post
#5
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
daliela მადლობა გამოხმაურებისთვის , აუცილებლად გავაგრძლელებ ნელ ნელა ))))) -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Jun 10 2013, 10:37 PM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნელ-ნელა რადგან არც მე მაქვს ბევრის კითხვის თავი ერთად, მერე გროვდება და სულ ვანებებ ხოლმე თავს
|
|
|
Jun 11 2013, 12:45 AM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აი რატომ გახდა იესო კაცობრიობის ისტორიის ნიშანსვეტი, შემთხვევით არ არის რომ, მისი დაბადება ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ეს ესეც უნდა იყოს. ქრისტემდე სხვა სამყაროა და მას შემდეგ სრულიად სხვა. ის არის დემარკაციის ხაზი კაცობრიობის ცნობიერებაში. არსებობს უამრავი კალენდარი, უამრავი თარიღის გამომთვლელი სისტემა, მაგრამ სწორედ ის კალენდარი რომელიც ეფუძნება ქრისტეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაღაც შეიცვალა ადამიანში მის გამოჩენასთან ერთად. მასთან ერთად რაღაც ახალმა შემოაღწია დედამიწაზე.
ბუდა სრულყოფილია, მაგრამ ის თითქოს არ ეკუთვნის ამ სამყაროს, კრიშნა შეიძლება გიყვარდეთ მაგრამ არ არსებობს ხიდი თქვენს შორის. იესო კი თავადაა ხიდი ! სწორედ აქედან გამომდინარე მე გადავწყვიტე ვილაპარაკო ქრისტეზე. მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ, მე არ ვლაპარაკობ ქრისტიანობაზე. ეკლესია ყოველთვის იესოს წინააღმდეგაა მომართული. როდესაც ორგანიზებას გაუკეთებთ ბუნტს ეს ესეც უნდა მოხდეს მან უნდა განიცადოს კრახი. ბუნტი მხოლოდ მანამდეა ჭეშმარიტი სანამ ის არის ქაოსი როგორც ქარიშხალი, შესაძლებელია კი ქარიშხლის მოწესრიგება ? იესოსთან ერთად ქაოსი იჭრება ადამიანის ცნობიერებაში, ამიერიდან წესრიგი ვეღარ დამყარდება გარედან საზოგადოების მიერ, თქვენი შინაგანი წესრიგი თქვენვე უნდა შექმნად. იესომ შემოიტანა თქვენში ქარიშხალი ეხლა თქვენ უნდა დაიბადოთ ამ ქაოსიდან სრულიად ახალი, წესრიგი რომელიც დამყარდება თქვენი არსების ცენტრიდან არ იქნება ახალი ეკლესია, არამედ ახალი ადამიანი, ახალი ცნობიერება და არა ახალი ორგანიზაცია - ეს არის სწორედ აღმოჩენა. ეს სიტყვები იოანეს სახარებიდან ალბათ რადენჯერ გექნებათ ნანახი ! რადენჯერ მოსმენილი ! ისინი გახდნენ თითქმის არაფრის მომცემნი უკვე ტრივიალურნიც. იმდენჯერ იმეორებდნენ მათ რომ, მათი მოსმენისას უკვე აღარანაირი ზარი აღარ რეკავს თქვენში, მათი არსი დაკარგულია, მაგრამ თუ იქნებით ცოტათი მაინც ფხიზლად, ცოტათი უფრო მეტად ცნობიერნი მათი მნიშვნელობა ისევ შეიძლება იქნას დაბრუნებული, აქ კოლოსალური პოტენციალია მაგრამ მათთვის ისევე უნდა ვიბრძოლოდ როგორი ბრძოლითაც ზღვას ართმევენ ხმელეთს. ქრისტიანობამ გაახვია ეს საოცარი სიტყვები იმდენნაირი ინტერპრეტაციის საბურველში რომ, მათი პირველადი სისუფთავე დაიკარგა მღვდელმსახურების ბაგეებში. ისინი იმეორებენ როგორც თუთიყუშები ისე რომ არც ესმით და არც თრთიან ამ სიტყვების სიწმინდით. როგორც მექანიკური რობოტები მხოლოდ იმეორებენ სიტყვებს როდესაც მათი ჟესტებიც კი არ არის ნამდვილი. ერთხელაც მე ვიყავი მიწვეული ინდოეთის ერთ ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ საღვთისმეტყველო კოლეჯში, ყოველ წელიწადს უამრავი მღვდელმსახური თუ ქრისტიანი მისიონერი ამთავრებს მას და როდესაც მათვალიერებინებდნენ იქაურობას გაკვირვებული დავრჩი, იქ ასწავლიდნენ მათ ყველაფერს, როგორ ელაპარაკათ, როგორ მდგარიყვნენ საეკლესიო კათედრაზე, რაზე გაეკეთებინად აქცენტები, როგორი ჟესტიკულირება ქონოდათ ქადაგებისას - ეს ყველაფერი ნასწავლი უნდა ყოფილიყო მათთვის ! ზუსტად ესე იქცევა ყველაფერი ფარსად, თითოეული გამოიმუშავებს მხოლოდ ყალბ ჟესტიკულირებას. სიტყვები რომლებშიც ღრმად შევალთ არის ცეცხლი, მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი თუთიყუშებრივი გამეორებებით ეს ცეცხლი დაიფარა ბევრი მტვრით. მე შევეცდები კვლავ გავაღვიო იგი. იყავით ძალიან ყურადღებით რადგან ეხლა ჩვენ შევუდგებით ოდითგანვე ცნობილ გზას სრულიად უცნობი თვალთახედვით. ჩვენ შევაბიჯებთ ძალზედ ნაცნობ ტერიტორიაზე ახალი დამოკიდებულებით მის მიმართ. ჩემი მცდელობა იქნება რომ მოგცეთ სრულებით ახალი ცნობიერება მის შესამჩნევად. მე გათხოვებთ ჩემ თვალებს რომ დაინახოთ ძველი ახლებურად, ახალი თვალებით თქვენთვის ყველაფერი იქნება ახალი, ისმინეთ : აქ მთავრდება შესავალი... გაგრძელება იქნება -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Jun 11 2013, 02:40 AM
Post
#8
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Jun 12 2013, 08:30 PM
Post
#9
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოუთმენლად ველით გაგრძელებას!
-------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Jun 13 2013, 11:34 PM
Post
#10
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 605 Joined: 6-March 11 Member No.: 6,407 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კარგია ეგზი, მადლობა მეც ველი გაგრძელებას.
რაღაც ძალიან მიიზიდველი არის ოშოს გადმოცემაში, ძალიან გამორჩული. -------------------- Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно. В моей суме риса на десятъ дней. У моего сердца лежит вязанка хвороста Кто болтает об иллюзии или нирване? Я забываю о тлене как имени, так и богатства. Я слушаю ночнои дождъ, Который стучит по крыше моей хижини, Я сижу спокойно, витянув обе ноги. |
|
|
Jun 15 2013, 01:50 AM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი
უპანიშადები ისმის როგორც სუსტი ხმა, ვედები ფერმკრთალდება აქ: დასაწყისში იყო სიტყვა ! მაგრამ რას გულისხმობს სახარება: ''დასაწყისში'' ? ქრისტიანობა ინტერპრეტირებდა მას თითქოს და მართლაც იყო რაღაც დასაწყისი. ისინი იყენებდნენ ამ სიტყვას: ''დასაწყისში'', როგორც აღმნიშვნელს რაღაცის დროში დაწყების. მაგრამ დროის გარეშე როგორ შეიძლება იყოს რაღაცის დასაწყისი, ამისთვის პირველ რიგში დრო უნდა არსებობდეს და თუ მანამდე არ არსებობდა დრო მაშინ რას უნდა ნიშნავდეს ეს ? ''დასაწყისში'' ეს თავად არის დროის ნაწილი და ის ვერ იქნება დროზე ადრე, ამიტომ ''დასაწყისში'' არ ნიშნავს რომ, ერთხელაც ღმერთმა შექმნა ყველაფერი. ეს აბსოლუტური სიბრიყვეა. არ შეიძლება იყოს საერთო დასაწყისი, დასაწყისი საერთოდაც არ ყოფილა ისევე როგორც ვერ იქნება საერთო დასასრული. ღმერთი თუ მუდმივია მისი შემოქმედებითი ძალაც მუდმივია, ეს იყო ასე და ასევე დარჩება მუდამ. ამ სიტყვის ირგვლივ ''დასაწყისში'' ასწლეულობის განმავლობაში მიმდინარეობდა უამრავი კამათი. არსებობდნენ სასულიერო პირები რომლებიც ცდილობდნენ კიდეც დაედგინათ ზუსტი დრო: ქრისტეს შობამდე ოთხი ათას ოთხი წლის წინ რომელიღაც ორშაბათს შეიქმნა სამყარო ! და რას აკეთებდა ღმერთი მანამდე ? საერთოდ არაფერს ? მაშინ რატომ მოხდა რომ ერთხელაც, განსაზღვრულ დროს, მან დაიწყო მისი შემოქმედება ? ეს რჩებოდა პრობლემად მაგრამ პრობლემა წარმოიშვა სწორედ რომ არასწორი ინტერპრეტაციით. არა ! სიტყვა ''დასაწყისში'' ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორმაა, თხრობის დაწყების საშუალება. სახარება სადღაც უნდა დაწყებულიყო. სიცოცხლე მარადიულია ის არასდროს არსად არ დაწყებულა მაგრამ ნებისმიერ წმინდა წერილს აქვს დასაწყისი. ამისთვის უნდა შეირჩეს სიტყვა და ვერ მოინახებოდა უკეთესი ვიდრე ''დასაწყისში'', ''დასაწყისში'' ეს უბრალოდ ნიშნავს რომ ჩვენ არ ვიცით როდის. სულ თავიდანვე თუ საერთოდ ქონდა მას ოდესმე თავი, ღმერთი იყო როგორც შემოქმედებითი ძალა, შეიძლება ასეც ითქვას: ღმერთი ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ქმნადობას ამიტომ თქვენ შეგიძლიათ საერთოდაც დაივიწყოთ სიტყვა ღმერთი, სახარებაც კი იწყებს თხრობას მის გარეშე: ''დასაწყისში იყო სიტყვა''. გაგრძელება იქნება.... -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Jun 15 2013, 05:41 PM
Post
#12
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ღმერთი ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ქმნადობას ამიტომ თქვენ შეგიძლიათ საერთოდაც დაივიწყოთ სიტყვა ღმერთი, სახარებაც კი იწყებს თხრობას მის გარეშე: ''დასაწყისში იყო სიტყვა''.
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 15 2013, 05:46 PM
Post
#13
|
|
RED soul Group: Members Posts: 119 Joined: 11-October 10 Member No.: 6,289 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ღმერთი ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ქმნადობას ამიტომ თქვენ შეგიძლიათ საერთოდაც დაივიწყოთ სიტყვა ღმერთი, სახარებაც კი იწყებს თხრობას მის გარეშე: ''დასაწყისში იყო სიტყვა''. ჭეშმარიტად -------------------- God is God
|
|
|
Jun 18 2013, 12:12 AM
Post
#14
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დასაწყისში იყო სიტყვა
რა სიტყვაზე არის აქ ლაპარაკი ? რას ნიშნავს ეს ''სიტყვა'' ? მან ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, კარგად იცის რომ უაზრობაა დაერქვას რაიმე სახელი ღმერთს . არ არსებობს ამისთვის სახელები, განსაზღვრებები, ყოველი სიტყვა უსუსურია რადგან არცერთ მათგანს არ შეუძლია მოიცვას მთელი. აქაც ''სიტყვა'' მხოლოდ ხერხია, სტილისტიკური ფორმა მისანიშნებლად გამოუთქმელის დეფინიციის არარსებობის. იუდაიზმა რომელიც წინ უძღოდა იესოს და რომლის სულის განვითარების მწვერვალიც თავად იგი იყო ... რათქმაუნდა უარყო ქრისტე, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტრიაა, ხშირად ხდება ასე, ერთი რომელიც ცხოვრობს თქვენს შორის საკუთარ თავში ახდენს მთელი მისი ერის სულიერ თვითრეალიზებას , მაგრამ ეს თვითრეალიზება იმდენად უსაზღვროა იმდენად დიდი და თქვენ ისე დაბლა ხართ მასთან შედარებით რომ, უარს ამბობთ მასზე და ავტომატურად ხდებით მისი წინააღმდეგი. იუდეველები ასწლეულობის მანძილზე ელოდნენ ამ ადამიანს - ნახეთ ირონია, ისინი ასწლეულობის გამნავლობაში ელოდნენ რომ გამოჩნდებოდა იგი. მთელი მათი იმედები იყო დამყარებული ამ კაცზე, რომელიც შეცვლიდა მათ ყოფას და დააფუძნებდა ღვთის სასუფეველს მიწაზე მათვის. შემდეგ უეცრად ჩნდება ის და სწორედ მათ ვინც მას ასე ელოდა არ შეუძლიათ იწამონ , არ ენდობიან . რა მოხდა ? ისინი ძალიან იყვნენ გართულნი საკუთარ მოლოდინებში << თუ ეს სწორედ ის ადამიანია , ჩვენ რა უნდა ვქნათ ? >> მაშინ მოვიდა დრო როდესაც ეს მოლოდინები უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მათ უკვე იმდენ ხანს უცადეს რომ არაფერს გარდა მოლოდინისა აღარ აკეთებდნენ. რელიგიურ ასპექტში ფაქტიურად ეს იყო მათი ყველაფერი, ისინი ელოდნენ ღვთის შვილს . ეხლა კი უცბად ეს კაცი ჩნდება და იძახის: << აი მე აქ ვარ >> და იმის მაგივრად რომ, გაჰყვნენ მას, მათ ურჩევნიათ ისევ დაიმალნონ მოლოდინების მიღმა ... რადგან ერთი მზერაც კი ამ ადამიანის ნიშნავს დასასრულს. ამის შემდეგ უკვე აღარაფერი რჩება რასაც უნდა ელოდონ. მომავლის იმედით ცხოვრებას ბოლო ეღება. ეს კაცი გვაბრუნებს აწმყოში ! ეს უკვე მეტის მეტია ! . ძველი ცნობიერება გახდა ტყვე საკუთარი მოლოდინების, საკუთარი ტანჯვის და იმადგაცრუების. ესე ხდება: როდესაც დიდხანს ავადმყოფობ ნელ ნელა ერწყმები შენს დაავადებას და შემდეგ გეშინია კიდეც გამოჯამრთლების. შენ გაშინებს ის რომ, მოგიწევს დაბრუნება შენს ადგილას. ორი წელი გამოთიშული იყავი ,მიეცი თავს საშუალება დაგესვენა, ამაზე მეტიც შენ გითანაგრძნობდნენ კიდეც , ამით შენ გახდი ცენტრი შენი ოჯახის, მეგობრების. ყველანი იყვნენ თითქოს უფრო კეთილგანწყობილნი შენს მიმართ. ახლა კი ისევ გიწევს დაუბრუნდე შენს უხეშ, მკაცრ რეალობას და ტვინს თავზარი სცემს ამის გამო, მას ისევ უკან დახევა უნდა. თუ ერი ძალიან დიდი ხნის მოლოდინის რეჟიმშია- იუდეველები ესეც იყვნენ.... ისინი ეხლაც კი ელოდებიან, ადამიანი უკვე მოვიდა და წავიდა კიდეც, მაგრამ მათ ეს პროცესი აქციეს საკუთარ ლოცვად. სინაგოგები მეტი არაფერია თუ არა მესიის მოლოდინის დარბაზები სადაც იგი აუცილებლად მივა . მაგრამ ის უკვე იყო მანდ ! მე გეუბნებით თქვენ: თუ იესო კვლავ მოვა, რაშიც ეჭვი მეპარება რომ იგივე შეცდომა დაუშვას მან, - თუ ის კვლავ მოვა, ზუსტად იგივე შიშებით რომ მათ მოუწევთ დატოვება ციხის რომელიც უკვე კარგად მორთულ სახლად იქცა და გამოსვლა ხიფათებით სავსე ღია ცის ქვეშ უარს იტყვიან მასზე . გარეთ ხომ ხან მზე ანათებს და ხანაც თქეში წვიმაა, ხან ცხელა და ხან ძალიან ცივა - აქ დაუცველნი ხართ მათ კი თავი აქვთ შეფარებული მშვიდად. -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Jun 28 2013, 12:26 AM
Post
#15
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დასაწყისში იყო სიტყვა
იუდეველები ყოველთვის დაჟინებით იმეორებდნენ რომ, ღმერთის სახელი არ უნდა ყოფილიყო წარმოთქმული არავის მიერ, ეს არის ის რაც უნდა ინახებოდეს ადამიანის გულში მდუმარედ. წარმოითქმეოდა რა ხშირად , გახდებოდა ნაწილი ამქვეყნიური ჩვეულებრივობის. მისი გამეორება კვლავ და კვლავ, დააკრაგვინებდა მას მნიშვნბელობას და აზრს. როდესაც გიყვარს ვიღაც და მთელი დღის მაძილზე უმეორებ: << მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ >>, რაც არ უნდა ბედნიერად გრძნობდეს ის თავს, აუცილებლად დადგება მომენტი როდესაც მობეზრდება ეს. << მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხართი >> ბოლოს და ბოლოს აქცევ ამ ლამაზ სიტყვებს მშრალ უაზრობად. ნუ გააუბრალოვებ მათ ასე და მაშინ მართლაც ექნებათ მათ ნამდვილი ძალა. და საერთოდაც ვინც ნამდვილად მთელი არსებით არის შეყვარებული მას არც ჭირდება ეს . თუ სიყვარული არ ვლინდება თავისთავად ის მითუმეტეს ვერ გამოიხატება სიტყვებში, ხოლო თუ ის არსებობს რაღა უნდა თქვას მან თავის თავზე მეტი ?. გქონდეთ თქვენთვის მხლოდ რამოდენიმე საკვანძო სიტყვა რომელსაც ძალიან , ძალიან იშვიათად გამოიყენებთ. შეინახეთ ისინი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, მაშინ როდესაც მოგინდებათ მათი დახმარებით მიანიშნოთ უმაღლეს. ღმერთის სახელი არ უნდა ყოფილი არავის ბაგეზე . არსებობდა ძველი წვეს ჩვეულება როდესაც მხოლოდ სოლომონის ტაძრის, უმაღლესი ჩინის, უხუცეს მღვდელმსახურებს ქონდათ ამის უფლება და ისიც ერთადერთხელ წელიწადში . არავის მათ გარდა არ შეეძლო ეს. ამიტომაც ‘’სიტყვა’’ ეს არის კოდი რომელიც მიუთითებს ღმერთზე და ეს ლამაზი კოდია: ‘’სიტყვა’’. ასევე მოხდა ინდოეთშიც. შეეკითხეთ სიქხებს , გურუ ნანაკის მიმდევრებს. ისინი არ ეძახიან უმაღლეს რაიმე კონკრეტულ სახელს არამედ უბრალოდ ნამ სახელს და ეს ზუსტად გივიე რაც სახარებაში ‘’სიტყვა’’ . მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან დღეს წარმოთქვავდნენ ამ სიტყვას , მას შემდეგ კი მთელი წლის მანძილზე არ შეიძლებოდა მისი გამეორება. ის უნდა ეტარებინათ გულში როგორც ჩათესილი მარცვალი. თუ თვენ გამუდმებით ამოიღებთ თესლს იმ ნიადაგიდან სადაც მოათავსეთ, ის არასდროს არ გაიზრდება. ატარეთ თქვენში ძალიან ღრმად, მოუარეთ მას , მაგრამ შეინარჩუნეთ ისე დაცულად რომ მან შეძლოს თქვენი გაზრდაც სიკვდილიც და აღდგომაც. ღმერთის სახელი უნდა ინახებოდეს თქვენს გულში იმდენად ჩუმად რომ თქვენთვითონაც არ უნდა გესმოდეთ მისი , ის უნდა იყოს ისე ღრმად თქვენს არსებაში რომ არ იქცეს თქვენს ფიქრებადაც კი . ამაში იყო აზრი სასულიერო პირის საკურთხეველში განმარტოვების. არავის არ ესმის , კარებები დაკეტილია და ის იძახის სახელს მხოლოდ ერთადერთ დღეს წელიწადში. ესაა სიმბოლური აქტის მნიშვნელობა: იყავი სრულიად მარტო, დაუახლოვდი დაკვირვებით შენი გულის საკრალურ ცენტრს. განიწმინდე ყოველგვარი სიყალბისგან გზაში და დრო და დრო თუ იგრძნობ არომატს შენი ჭეშმარიტი არსების, თუ გრძნობ რომ განიცდი შენი მთლიანი ენერგიის პიკს, ყოველგავრი სინანულის გაერეშე ცხოვრების მიმართ, ხარ ექსტაზში და ამავდროულად სრულიად მშვიდი, მდგომარეობაში სადაც აღიქვავ შენ თავს მადლიერად ყველაფრის მიმართ რაც გადაგხდენია და როდესაც მომავალზე ფიქრები რჩება ამ წმინდა ადგილის გარეთ როგორც ბრბო , შედიხარ უფრო და უფრო ღრმად და წარმოთქვავ ისე რომ ტვინს საერთოდ არ ესმის: ’’სიტყვას’’. -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Aug 22 2013, 10:46 PM
Post
#16
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი
არ არსებობს რაიმე კონკრეტული სახლი რომელიც შეიძლება ერქვას ღმერთს, არსბობაა მისი სახელი, მთლიანი არსებობა . დაიბადა ბავშვი. რა ქვია მას ? არაფერი ! . მაგრამ ის არსებობს. ეს არსებობაა ზუსტად მისი სახელი. მხოლოდ შემდეგ უტილიტარული მიზნებისთვის ჩვენ ვაძლევთ მას რაღაც სახელს და თანდათან გვავიწყდება სწორედ ის არსებობა. ისიც სულ უფრო იკარგება საკუთარ სახელში. თუ ვინმე შეურაცყოფს მის სახელს ისიც შეურაწყოფილია და თუ აქებენ ისიც ბედნიერია. მაგრამ სახელი ხომ მას არასდროს ეკუთვნოდა ! როგორც ბავშვს, ღმერთსაც არ აქვს სახელი. არ დაარქვათ მას არაფერი და არ დაიწყოთ მისი გამეორება. პირიქით ‘’სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი’’ ეს ნიშნავს რომ, ერთადერთი გზა მის გასაცნობად მის არსებობაში სულ უფრო ღრმად შესვლით შეიძლება. ან საერთოდაც დაივიწყეთ იგი , შედით თვენს საკუთარ არსებობაში და თქვენ ზუსტად მასთან მოხვდებით. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. (ქართულად: ყველაფერი მის მიერ შეიქმნა. რუსულად: Все чрез Него начало быть.) ღმერთი არის შემოქმედებითი ძალა. ჩვენ კი ვამბობთ: << ღმერთი არის შემქმნელი >>. თქვა რომ, ღმერთი არის შემქმნელი - უკვე ტყუილია რომელიც თავისმხრივ იწვევს უამრავ გაუგებრობას: როდის შექმნა სამყარო ? რატომ ზუსტად იმ მომენტში და არა უფრო ადრე ? რატომაა ის ასეთი და არა სხვანაერი ? რატომ არ შეუძლია მას გააუმჯობესეოს იგი ? ამდენი ტანჯვაა ცხოვრებაში , ამდენი მწუხარება და ის კი შემქმნელია ! მაშინ იგია პასუხისმგებელი ყველაფერზე. რატომ არ შცვლიდა ის რაიმეს ?. ამგვარად წარმოიშვება უამრავი პრობლემა და თეოლოგებიც გამუდმებით ცდილობენ მათგან გამოსავლის ძიებას. თუმცა ეს ასე საერთოდაც არ იქნებოდა თუ თავიდანვე რეალურად შეხედავდნენ ამ ამბავს. ღმერთი არ არის შემოქმედი ის თვითონ შემოქმედებაა , მუდმივი შემოქმედება და ეს ქმანდობა ყოველთვის არსებობდა. მას არ შეუძლია განზე გადგეს ამ პროცესისგან. ეს შეუძლებელია, ისევე შეუძლებელი როგორც თქვენ ვერ მოახერხებთ თავი დააღწიოთ თქვენივე არსს. ყველაფერი რაც შეიძლება თქვენი მხრიდან იყოს უარყოფილი არ არის თქვენი, მხოლოდ ის რასაც ვერასოდეს შეძლებთ მოიშოროთ შეიძლება იყოს თქვენი რეალური არსი. ღმერთის არსი კი შემოქმედებაა, ის ყოოველთვის ქმნიდა და ეს სხვაგვარად ვერც იქნებოდა , სამყარო არსებობს ზუსტად ისე როგორც უნდა არსებობდეს და განადიდებთ თქვენ მას თუ შეიზიზღებთ ეს სრულიად უმნიშვნელოა. ეს იგივეა რომ თქვენ მიხვიდეთ ვარდთან და შეეკითხოთ თუ რატომ აქვს მას ზუსტად იმდენი ფურცელი რამდენიც აქვს, ხომ შეიძლებოდა ცოტა უფრო მეტიც ყოფილიყო ? რა არ გამოვიდა ? - მაგრამ მას რომც ქონოდა ერთო ორი ფუცლით მეტიც თქვენ იგივე კითხვას კვლავაც დაუსვადით. როგორიც არ უნდა იყოს სამყარო, ტვინი ყოველთვის მოახერხებს არ მიიღოს ის. ამიტომაცაა რომ მათ ვინც შეიცნო დგანან მის მიღმა და იღებენ სამყაროს ისეთს როგორიც არის. არსებობს ეს ორი გზა ან შენ ხარ მხოლოდ ტვინი და ხარ სამყაროს წინააღმდეგი ან იღებ სამყაროს და უარს ამბობ მხოლოდ შენს ტვინზე. ყველაფერი არის ზუსტად ისეთი როგორიც უნდა იყოს და არც არავინაა რომ შენ მას შესჩივლო და იწუწუნო, არავინაა ვინც შეძლებდა მოსმენას შენი პრეტენზიების და შეცვლიდა რაიმეს შენთვის, რადგან ღმერთი არ არის შემქმნელი ის თავადაა შემოქმედება ! ყველაფერი მისით შეიქმნა- ყველაფერი მისით არის შექმნილი და არა მის მიერ ! - და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. არა მხოლოდ წარსულში არამედ ეხლაც როდესაც რაიმე იქმნება ეს ღმერთია თავად, შენ მხოლოდ ინსტრუმენტი ხარ ამ პროცესის. ხატავ ნახატს ან წერ სიმღერას და გგონია რომ შენ ხარ შემქმნელი ? შემოქმედებითი პროცესის პიკში შენ საერთოდ ქრები და ღმერთი კვლავ იწყებს ფუნქციონირებას შენით. ამგვარად მას არ აქვს წარსული, სადაც და როდესაც არ უნდა გამოვლინდეს შემოქმედება ის არის თვითონ. შეეკითხეთ უდიდეს ხელოვნებს, როდესაც იქმნება დიდი ნაწარმოები ყველაზე მეტი ისინი იყვნენ პასიური მიმღებნი. ეს მათ არ შეუქმნიათ, უბრალოდ მოხდა ! წარმოდგენა რომ შენ შეგიძლია რაღაცის შექმნა უბრალოდ ილუზიაა და მეტი არაფერი. ყოველგვარი შემოქმედება ეკუთვნის მას, თუნდაც ეს ხდებოდეს შენის გავლით, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ, ხელის მოწერის უფლება ყოველთვის რჩება მას. ამის გააზრება ეს დიდი სულიერი ნახტომია, ამით თქვენ მიწას აცლით ეგოს და აძლევთ საშუალებას მთელს ბოლომდე მოგიცვათ მისით. ასე ხდებით ინსტრუმენტი მის ხელში და ყოველგავრ პატარა საქმეშიც შეიძლება მოხდეს რაღაც დიდი. მაშინ იმოქმედებს ის თქვენით ყველაფერში, თუ შენ იცეკვებ ის ცეკვავს. შენ, ყველაზე მეტი, ის მოედანი ხარ რომელზეც ის ცეკვავს და თუ უკრავ მაშინ ის ცარიელი ფლეიტა ხარ რომლისგანაც ისმის მისი ხმა . შეგიძლია მხოლოდ დაუშვა ის მაგრამ მოქმედებით ყოველთვის მოქმედებს თვითონ. სწორედ ეს მქონდა მხედველობაში როდესაგ გეუბნებოდით: << იცურეთ ! >> როდესაც გაუნბენოდით: << მიჰყევით ამ კოსმიურ დინებას და ნუ შეებრძოლებით მას >>. მიეცით საშუალება შემოქმედებით ძალას იდინოს თქვენში. არ ჩაახშოთ იგი თქვენს მიერ მოგონილი ეტალონებით, ნუ მოახვევთ მას თქვენს ილუზიებს თავს. თუ მიცემთ საშუალებას მას გაქროს თქვენი მისგან ცალკე ყოფნის ილუზია მხოლოდ მაშინ დაესმება წერტილი ყოველგვარ განსაცდელს სამყაროდან ამოგლეჯილი ადამიანის. როდესაც ქრები შენ ცალკე მდგომი და ნებას აძლევ მთელს ბოლომდე დაგიბყროს მისით სწორედ მაშინ ქრება ისეო და ჩნდება ქრისტე . ქრისტე ეს პრინციპია იესო კი უბრალოდ დურგლი იოსების შვილი , გარკვეულ დროს იესო გაქრა და გამოჩნდა ქრისტე. << ქრისტე >> ნიშნავს რომ ადამიანი უკვე აღარ არის ადამიანი ის მთლიანად სავსეა ღმერთით. ისეთივე წარმატებით როდესაც ვიღაც შეიშლება ჭკუიდან და ამბობთ << ეს კაცი სულ გაგიჟდა >> თქვენ შეგიძლიათ თქვათ ეს კაცი << სულ სავსეა ღმერთით >> . ახლა ადამიანი აქ უკვე აღარ არის . P.S დიდი მადლობა გამოხმაურებებისთვის ყველას, მეტის თარგმანს ჯერ ჯერობით აღარ ვაპირებ, ჩემთვის დიდი ენერგია მიაქვს , ვისაც უფრო ლაღად გამოსდის გზა დამილოცავს )))) -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Aug 22 2013, 11:10 PM
Post
#17
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"P.S დიდი მადლობა გამოხმაურებებისთვის ყველას, მეტის თარგმანს ჯერ ჯერობით აღარ ვაპირებ, ჩემთვის დიდი ენერგია მიაქვს , ვისაც უფრო ლაღად გამოსდის გზა დამილოცავს ))))"
ნა შტო ტი ნამიკაეშ ჰა? ))) -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Aug 22 2013, 11:58 PM
Post
#18
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნა შტო ტი ნამიკაეშ ჰა? ))) პოლუბოგ ზნაეტ ხოდ მაიხ მისლიიი :DDDD არა მართლა თუ დაგაინტერესა და შეეჭიდები არ იქნება ურიგო, ამ წიგნით ბევრი ჩვენი თანამემამულეს დახსნა შეიძლება გეენის ცეცხლისგან ))) :DDD -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Aug 23 2013, 06:32 AM
Post
#19
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Existence
არაა, რაღაც არ მომდის მაგის ენთუზები... ოშო მომწონს, მაგრამ კოჭებში არ ვეთანხმები. კონცეფციების დანგრევაში მეხმარება ხოლმე, მაგრამ ახალს ვერ მაძლევს... ნიუხ პოლუბოგა გავარიტ შტო ნე ნადა! -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Aug 23 2013, 10:34 AM
Post
#20
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Existence
Eხ რა ცოტა Iყოო?! Aი რომ იტყვიან მუღAმშI გტოვებსო! ძAლიან კარგია -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th November 2024 - 09:49 PM |