რჩევა მჭირდება, :) |
რჩევა მჭირდება, :) |
Jan 22 2017, 01:44 AM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 22 Joined: 22-January 17 Member No.: 7,591 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ , ჩემი პრობლემა მდგომარეობს ჩემს დამოკიდებულებებში. ახლა რასაც დავწერ ჭეშმარიტებად არ ვთვლი , ანუ ჩემი მოსაზრებები მაქვს გარკვეულ საკითხებზე და არავისთან მისაუბრია ამ თემებზე . ჩემი მეგობრები თავს არიდებენ ასეთ საუბრებს და ყოველდღიურობით კავდებიან. ჩემთვის კი ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა არა აქვს , ანუ ყოველდღიურობას. მე უფრო მაინტერესებს ადამიანი , მისი ფიქრები და გონება. შინაგანი , სულიერი სამყარო. ხანდახან საკუთარ თავს ვეუბნები , რომ ეს სამყარო რეალური არ არის, ის მხოლოდ უკვე მომხდარის ანარეკლია მეთქი.
რამდენად არის ეს სიმართლე არ ვიცი მაგრამ მაშ რითი აიხსნება მატერიის ატომური პროექცია. ის ხომ შეიძლებოდა არეული და უფორმო ყოფილიყო მაგრამ ახლა მას დალაგებულად აღვიქვავთ .. ანუ, ფიქრი აყალიბებს მის ამჟამინდელ ფორმას და ესეიგი მას შეუძლია მისი შეცვლაც. მაგრამ აქ მთავარი ჩვენი წარმომავლობაა. სინამდვილეში რა ვართ? სულიერი ქმნილებები? მაშ რა მიზნით არიან ეს ქმნილებები ამ უსაზღვრო ,უხეში , ფანტაზიის დონემდე შეკუმშული ენერგიის მასაში გახვეული? ვერ ვხვდები ადამიანის და ამ სამყაროს დანიშნულებას. ვიცი ეს ყველაფერი სულელურად ჟღერს მაგრამ მე არანაირი ცოდნა არ მაქქვს ეზოთერიის მხრივ. მიდრეკილება დიდი მაქვს მაგრამ ყოველთვის მაკავებდა რაღაც. მაგრამ როდესაც ვუყურებ ადამიანებს , როგორ ოცნებობენ პროკურორობაზე და ბანკირობაზე , ან ჩაქცეულ მილიონერობაზე , ვფიქრობ : ნუთუ არასდროს უფიქრიათ სად ცხოვრობენ მეთქი. ნუთუ არ დაფიქრებულან სინამდვილეში რა არიან. ამ დროს კი მეცინება , რადგან მე მიფიქრია და ვფიქრობ ამაზე და და მეთვითონაც წარმოდგენა არ მაქვს მოცემულ საკითხზე . მხოლოდ ფიქრები მაქვს. დეპრესიულიც არ ვარ ესეთი ფიქრები ,რომ დავაბრალო. უბრალოდ მეცნიერული ახსნა არ მაკმაყოფილებს , რადგან ისინი მხოლოდ ტექნიკურად და ლოგიკურად უდგებიან ამ საკითხს. როგორც 2+2 ია. მითხარით , ვინმეს თუ შეგიძლიათ პირადში ,აქ ან ფბზე, დამელაპარაკოს. ოღონდ წიგნები არ დამილინკოთ. უბრალოდ ეზოთერიაში გაცნობიერებულ ადამიანთან მინდა საუბარი. ბავშვი არ ვარ 21 წლის ბიჭი ვარ. ვიცი შეიძლება ძალიან პრიმიტიულად ვმსჯელობ მაგრამ ამ მხრივ სრულიად გაუნათლებელი ვარ. ამ ბოლოდროს დამაინტერესა ამ ყველაფერმა. რადგან ადამიანების ასეთი ქცევა არა ბუნებრივად მიმაჩნია , ასევე ჩემი. თითქოს რაღაც დადგენილაებას მივდევთ თვალ დახუჭულები ბეწვის ხიდზე. რატომ არის ადამიანი ასეთი ცვალებადი და რა არის ის სინამდვილეში ან რას ემსახურება ეს სამყარო ამ ფორმით , თითქოს ნიღაბ ამოფარებული. ანუ რა ხდება ამ უხეში რეალობის მიღმა , წმინდა რეალობაში და რა შესაძლებლობები აქვს ადამიანს. და რა სახით შემიძლია ამ შესაძლებლობების ამ სამყაროში რეალიზაცია , ვიზუალიზაცია. თუ ძალიან მოსაბეზრებლად არ მიგაჩნივართ , ვინმემ ვისაც ესმის ეს საკითხი დაწერეთ, ან მომწერეთ . |
|
|
Jan 22 2017, 12:05 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არანაირი ეზოთერული ცოდნა არ გჭირდება. რაც ნაკლები სტერეოტიპი გვედება თავში, მით მეტს დავინახავთ ამ სამყაროში.
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jan 22 2017, 02:45 PM
Post
#3
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 22 Joined: 22-January 17 Member No.: 7,591 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
[quote name='tikoroma' date='Jan 22 2017, 12:05 PM' post='121137']
ხო მაგრამ სურვილი მაქვს გავეცნო. სტერეოტიპების ჩარჩოებში კი ნაკლებად ვარ , უფრო გარკვეული მიზნები მაქვს , რომლებიც ამ ჩარჩოებს მიღმაა . რაც შეეხება ეზოთერიას , ჩემს აზროვნებას ყველაზე მეტად დაემთხვა და მაინტერესებს თუ რაში მდგომარეობს მისი აზრი ან როგორ შემიძლია გავაცნობიერო . |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th April 2024 - 07:25 PM |