IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> რჩევა მჭირდება, :)
geoclan
post Jan 22 2017, 01:44 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 22
Joined: 22-January 17
Member No.: 7,591

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ , ჩემი პრობლემა მდგომარეობს ჩემს დამოკიდებულებებში. ახლა რასაც დავწერ ჭეშმარიტებად არ ვთვლი , ანუ ჩემი მოსაზრებები მაქვს გარკვეულ საკითხებზე და არავისთან მისაუბრია ამ თემებზე . ჩემი მეგობრები თავს არიდებენ ასეთ საუბრებს და ყოველდღიურობით კავდებიან. ჩემთვის კი ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა არა აქვს , ანუ ყოველდღიურობას. მე უფრო მაინტერესებს ადამიანი , მისი ფიქრები და გონება. შინაგანი , სულიერი სამყარო. ხანდახან საკუთარ თავს ვეუბნები , რომ ეს სამყარო რეალური არ არის, ის მხოლოდ უკვე მომხდარის ანარეკლია მეთქი.
რამდენად არის ეს სიმართლე არ ვიცი მაგრამ მაშ რითი აიხსნება მატერიის ატომური პროექცია. ის ხომ შეიძლებოდა არეული და უფორმო ყოფილიყო მაგრამ ახლა მას დალაგებულად აღვიქვავთ .. ანუ, ფიქრი აყალიბებს მის ამჟამინდელ ფორმას და ესეიგი მას შეუძლია მისი შეცვლაც. მაგრამ აქ მთავარი ჩვენი წარმომავლობაა. სინამდვილეში რა ვართ? სულიერი ქმნილებები? მაშ რა მიზნით არიან ეს ქმნილებები ამ უსაზღვრო ,უხეში , ფანტაზიის დონემდე შეკუმშული ენერგიის მასაში გახვეული? ვერ ვხვდები ადამიანის და ამ სამყაროს დანიშნულებას. ვიცი ეს ყველაფერი სულელურად ჟღერს მაგრამ მე არანაირი ცოდნა არ მაქქვს ეზოთერიის მხრივ. მიდრეკილება დიდი მაქვს მაგრამ ყოველთვის მაკავებდა რაღაც. მაგრამ როდესაც ვუყურებ ადამიანებს , როგორ ოცნებობენ პროკურორობაზე და ბანკირობაზე , ან ჩაქცეულ მილიონერობაზე , ვფიქრობ : ნუთუ არასდროს უფიქრიათ სად ცხოვრობენ მეთქი. ნუთუ არ დაფიქრებულან სინამდვილეში რა არიან. ამ დროს კი მეცინება , რადგან მე მიფიქრია და ვფიქრობ ამაზე და და მეთვითონაც წარმოდგენა არ მაქვს მოცემულ საკითხზე Laie_61.gif . მხოლოდ ფიქრები მაქვს. დეპრესიულიც არ ვარ ესეთი ფიქრები ,რომ დავაბრალო. უბრალოდ მეცნიერული ახსნა არ მაკმაყოფილებს , რადგან ისინი მხოლოდ ტექნიკურად და ლოგიკურად უდგებიან ამ საკითხს. როგორც 2+2 ია. მითხარით , ვინმეს თუ შეგიძლიათ პირადში ,აქ ან ფბზე, დამელაპარაკოს. ოღონდ წიგნები არ დამილინკოთ. უბრალოდ ეზოთერიაში გაცნობიერებულ ადამიანთან მინდა საუბარი. ბავშვი არ ვარ 21 წლის ბიჭი ვარ. ვიცი შეიძლება ძალიან პრიმიტიულად ვმსჯელობ მაგრამ ამ მხრივ სრულიად გაუნათლებელი ვარ. ამ ბოლოდროს დამაინტერესა ამ ყველაფერმა. რადგან ადამიანების ასეთი ქცევა არა ბუნებრივად მიმაჩნია , ასევე ჩემი. თითქოს რაღაც დადგენილაებას მივდევთ თვალ დახუჭულები ბეწვის ხიდზე. რატომ არის ადამიანი ასეთი ცვალებადი და რა არის ის სინამდვილეში ან რას ემსახურება ეს სამყარო ამ ფორმით , თითქოს ნიღაბ ამოფარებული. ანუ რა ხდება ამ უხეში რეალობის მიღმა , წმინდა რეალობაში და რა შესაძლებლობები აქვს ადამიანს. და რა სახით შემიძლია ამ შესაძლებლობების ამ სამყაროში რეალიზაცია , ვიზუალიზაცია. თუ ძალიან მოსაბეზრებლად არ მიგაჩნივართ , ვინმემ ვისაც ესმის ეს საკითხი დაწერეთ, ან მომწერეთ .
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
old_man
post Jan 22 2017, 05:18 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,959
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



geoclan
ასტრალი არის დედამიწის სხვა სივრცე, მე-4 განზომილება, რომელსაც ფიზიკურ სხეულში ვერ აღვიქვამთ. ანუ დედამიწის სხვა რეალობა, სხვა სამყარო. ჩვენ გვაქვს ასტრალური სხეული და ამ სხეულით ვიცხოვრებთ იქ, როცა ჩვენი ფიზიკური სხეული მოკვდება. ეს არის ემოციების, გრძნობების სხეული. და იქაური მატერიაც ამის მიხედვით ძალიან ადვილად ცვალებადია. არის ასტრალის უამრავი შრე. 7 ძირითადი შრე და მისი უამრავი ქვე-შრე. იქ შეღწევა შეიძლება სიზმრით ან სხეულიდან გამოსვლით სხვადასხვა მედიტაციური პრაქტიკის საშუალებით. როცა სიზმარს ვნახულობთ აუცილებლად ასტრალურ სამყაროში არ ვართ. არსებობს სიზმრები, რომელიც არის ჩვენი დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების, ემოციების, განცდების ნაზავი, ეს არ არის ასტრალი. და არის სიზმრები, როცა ვართ ასტრალში. მე ასტრალში მოვხვედრილვარ გაცნობიერებული სიზმრის ტექნიკით და ამაზე არის დიდი ინფორმაცია როგორც ამ ფორუმზე ისე ინტერნეტში...შეგიძლია გაეცნო. ამ სამყაროში შეღწევით არ არღვევ სამყაროს არანაირ კანონს, ეს არის სამყაროს შეცნობის საშუალება.
ტელეკინეზი რეალურად არსებობს, მისი სწავლა შეიძლება, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ. მას სჭირდება დიდი ენერგეტიკული პოტენციალი და დიდი ენერგიის დაგროვება, მაგრამ რისთვის...? მხოლოდ სხვის გასაოცებლად? არ ღირს.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
geoclan
post Jan 22 2017, 10:39 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 22
Joined: 22-January 17
Member No.: 7,591

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man

ანუ რასაც ჩვენ სულს ვეძახით , ასტრალური სხეულია? და შემდგომ ინკარნაცია ჩვენ ვირჩევთ? თუ არის რაიმე კანონზომიერება?
და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს , რას მეტყვი ღმერთზე , როგორც ერთზე ?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 01:09 PM