IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ..... <<სატაძრო უძველესი ცეკვები >>....., სატაძრო უძველესი ცეკვები
nandarani
post Apr 10 2014, 05:34 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 21-July 13
Member No.: 7,148

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



............<<ინდური კლასიკური ცეკვების დაცემის და აღორძინების ისტორია>>.............

( მე-2)

როდესაც შეჩერდა დევადასების ჭეშმარიტი სწავლება და განადგურდა ხელოვნების წმინდა კერები, სირცხვილისგან და მწუხარებისგან გარდაიცვალა დევადასების საბოლოო მასწავლებელიც.
მათი ღვთაებრივი ხელოვნების--ცეკვის მაგია თითქმის დაიკარგა...
...მაგრამ....

...მაგრამ გამოჩნდნენ ზოგიერთი მოხალისეები, რომელთაც საიდუმლოდ თვითონ დაიწყეს ცეკვის სწავლება და დევადასების უძველესი ცეკვებიდან რეპერტუარების გამოყენება. ეს ცეკვა ნაწილობრივ იქნა აღდგენილი ისეთ ადამიანთა წყალობით, როგორიც იყო რუკმინი დევი,(არ აგვერიოს რუკმინი ვიჯაიაკუმარის პიროვნებაში.) კრიშნა აიერი, და სხვები., რომელთაც მიუხედავად საზოგადოებისგან დიდი წინააღმდეგობის და აკრძალვებისა, იბრძოლეს რომ შენარჩუნებულიყო ინდოეთის სატაძრო უძველესი ცეკვები--შივას ორიგინალური, მისტიკური ცეკვა.

ცეკვა კი იქნა გაცოცხლებული, მაგრამ ბევრი ცვლილების ხარჯზე. რადგანაც როგორც ვიცით ცეკვა ბჰარატანატიამი არის ის ცეკვა, რომელიც მხოლოდ გურუდან მოსწავლეს გადაეცემა, ანუ გურუპარამარას საკუთრებაა, და მასწავლებლის და მოწაფის პირად, იდუმალ ურთიერთობაზე დიდად არის დამოკიდებული. სწორედ ამის გამოთ, ვერ მოხდა ბოლომდე ცეკვების აღდგენა ზუსტი თავდაპირველი სახით.

ამ ცეკვას სახელი ბჰარატანატიამი დაარქვა პირველად პურანდარი დასამ. (1484-1564).
მანამდე ცეკვებს სხვადასხვა სახელები ჰქონდა--,,დასიატამი'', ,,სადირი'' და სხვა.
და არსებობდა მრავალნაირი მეთოდებიც.
დაახლოებით 150 წლის წინ ცეკვა სერიოზულად იქნა რეფორმირებული ოთხი ძმის წყალობით, რომელნიც ცნობილნი იყვნენ როგორც ,,ტანძორის კვარტეტი'', მათი საშუალებით ეს ცეკვა გამოვიდა სინათლეზე და მსოფლიომ გაიგო.

დღეს ბჰარატანატიამი მოიცავს რამდენიმე სკოლას, მაგრამ სტილი ფორმირდება როგორც მხოლოდ ერთი.
ცეკვების აღდგენის გამბედაობა საკუთარ თავზე აიღო ინდოეთის ყველაზე ცნობილმა მოცეკვავემ--რუკმინი დევიმ და მასთან ერთად კრიშნა აიერმაც. მათ მთელი თავიანთი ცხოვრება ცეკვას მიუძღვნეს. რუკმინი დევიმ ჩენაში დააფუძნა ცეკვის ცნობილი აკადემია კალაკშეტრა. აქ ყოველწელს ხდება ასობით სტუდენტის სწავლება. ასევე არსებობს ამ აკადემიის მრავალრიცხოვანი ფილიალები მსოფლიოში.

რუკმინი დევიმ ნამდვილად დიდი ნახტომი გააკეთა სატაძრო ბჰარატანატიამის ცეკვებში და ეს მისტერია გაიტანა ტაძრის საზღვრებს გარეთ მსოფლიო მაშტაბით, მაგრამ ის მუდამ მხურვალედ გრძნობდა ამ ხელოვნების უდიდეს სიწმინდეს. მან საკუთარი ესთეთიკური გრძნობით შექმნა უხილავი ცეკვის მისტერიის ტაძარი, სადაც ის მუდამ ცეკვავდა სულიერად. შეიძლება ის არ ცეკვავდა როგორც ოფიციალური ტაძრის მოცეკვავის დევადასის სტატუსით, მაგრამ ვერავინ ვერ უარყოფდა მის ამ უხილავ ღვთაებრივ დონეს და დევადასის უკვდავ სულს.

*** .... ახლა მინდა ცოტა რამ მოვყვე რუკმინის დევის შესახებ. -(არ აგვერიოს რუკმინი ვიჯაიაკუმარის პიროვნებაში. რუკმინი ვიჯაიაკუმარი ბჰარატანატიამის დღევანდელი ახალგაზრდა ვარსკვლავია, და ღირსეულად აგრძელებს დიდი რუკმინის მისიას).

მისი ადრეული წლები

რუკმინი დევი დაიბადა 29 თებერვალს 1904 წელს ბრაჰმანის ოჯახში (ბრაჰმანი--სასულიერო უმაღლესი კასტა) სამხრეთ ინდოეთის ქალაქ მადურაში. მამამისი სრ. ა. ნილაკანტა შასტრი თჰირუვისანელურიიდან იყო. ის გახლდათ ინჟინერი და სანსკრიტის დაფასებული მცოდნე. მისი მეუღლე შრიმატი შეშამალა იყო წარმოშობით ძალიან ცნობილი თჰირუვაიარების ინტელექტუალური ოჯახიდან. ისინი თეოსოფიური იდეების სერიოზული ზეგავლენის ქვეშ იყვნენ 1901 წლიდან. როდესაც რუკმინის მამა გადადგა სამსახურიდან, დასახლდა ჩენნაში, თეოსოფიური საზოგადოების შტაბის გვერდით.

27 აპრილს 1920 წელს 16 წლის გოგონა დაქორწინდა 44 წლის ინგლისელ დოქტორ ჯორჯ არუნდალეზე. რომელიც სერიოზული თეოსოფი იყო.

(გაგრძელება იქნება).
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 4th June 2020 - 05:42 PM