IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

44 Pages V  « < 30 31 32 33 34 > »   
Reply to this topicStart new topic
> რეინკარნაცია, გჯერათ?
რეინკარნაცია
გჯერათ თუ არა რეინკარნაციის?
მჯერა [ 124 ] ** [66.67%]
არ მჯერა [ 27 ] ** [14.52%]
ვერ გადამიწყვეტია [ 35 ] ** [18.82%]
Total Votes: 178
Guests cannot vote 
tikoroma
post Mar 22 2013, 08:37 PM
Post #621


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეინკარნაციასთან რა შუაშია ეს ქადაგებები


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 23 2013, 12:21 AM
Post #622


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



nakurtxi var nu damblokavt
ციტატა
შენ კი საყვარელო მეგობარო ნაძირალა ვეღარ გამოდიხარ, რადგან ნაძირლები არ აღიარებენ რომ ნაძირლები არიან, შენ ხარ მებაჟე რომელიც თავჩაღუნული იდგა ტაძარში გულში მღიჯს იცემდა და იძახდა: ვაი მე ნაძირალას, ჰო და იცოდე შენ უფრო გამართლებული წახვალ სახლში და სუფთა სინდისით დაიძინებ, ვიდრე ფოჩდაგრძელებული ფარისეველი
შენ გული აგიჩუყდა ამ სიტყვებზე მგონი biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 23 2013, 12:49 PM
Post #623


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
რამდენადაც მივხვდი, აქ იმაზეა საუბარი, რომ თუ არ მოინათლები ცათა სასუფეველს ვერ იხილავო ხომ? თუ ვცდები?

არ ცდებით მაგრამ აქ წყლით რიტუალურ ნატლობაზე არ არის საუბარი არამედ წმინდა სულით ნათლობას ეხება ეს დიალოგი, როგორც იოანე ამბობდა, მე გნათლავთ წყლით ჩემს შემდეგ მომავალი კი ის ვისი სანდლის თასმების შეხსნის ღირსიც არ ვარ, მოგნათლავთ სულიწმიდითა და ცეცხლით.

tikoroma
რეინკარნაციასთან რა შუაშია ეს ქადაგებები

რეინკარნაციასთან იმ შუაშია, რომ ................ "ვინც ამ სულს არ მიიღებს, ვერ შევა ცათა სასუფეველში" ეს სიტყვები ეზოთერულად შემდეგნაირად ჟღერს: ვინც სულით უფალთან ერთობას არ მიაღწევს ვერ დააღწევს თავს იმ წრებრუნვას რასაც რეინკარნაცია ქვია და მუდამ აქ მატერიში დაიბადება, ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა თავი დააღწიო რეინკარნაციას და თან მართალი იყო, სხვა გზაც არსებობს რეინკარნაციისაგან თავის დასაღწევი გზა წყვდიადისა ანუ მატერიიდან გაგიყვანენ ახალ რეალობაში მაგრამ ის სამყარო სადაც ბნელეთის ძალები გაგიყვანენ, უმაღლეს რეალობასთან შედარებით ისეთივე ილუზორულია, როგორც მატერიალური სამყარო.

tikoroma


შენ გული აგიჩუყდა ამ სიტყვებზე მგონი

არა გული არ ამჩუყებია, პირიქით გამეხარდა რომ სინანულის გრძნობის მქონე ადამიანს შევხვდი, ძალიან ბევრს ფეხებზე კიდია საკუთარი ბილწი საქციელები და მზაკვრულად თვალთმაქცობს. ეს ადამიანი კი გულწრფელია და ასეთები მოწონს უფალ იესოს.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
gio.geoo
post Mar 23 2013, 01:46 PM
Post #624


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,554
Joined: 11-September 10
Member No.: 6,263

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray
რომელ ცათა სასუფეველში? რას ეძახი ცათა სასუფეველს? ყველას თავის შეხედულება აქვს ამ საკითხზე...


--------------------
Если человек ищет мудрости, он умен, если думает, что нашел ее, он безумен!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Mar 23 2013, 03:11 PM
Post #625


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray
ე.ი. თქვენი აზრით ქრისტე ერთადერთი გზაა


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 23 2013, 04:49 PM
Post #626


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



gio.geoo
რომელ ცათა სასუფეველში? რას ეძახი ცათა სასუფეველს? ყველას თავის შეხედულება აქვს ამ საკითხზე...

ცათა სასუფეველს ვეძახი და არის უსასრულობის სამყაროს, ერთადერთ რეალურ სამყაროს რომლის ანარეკლებიც არის სხვა დანარჩენი.

tikoroma
ე.ი. თქვენი აზრით ქრისტე ერთადერთი გზაა

ერთადერთი გზა არის სულიწმინდა ქრისტე კი როგორც მისი გამოვლინება იმ მოძღვრების მომტანია რომელიც გზას კვალავს ამ სამყარომდე მიმყვანს. წმინდა სულის გარეში ვერ მოხვდება ადამიანი ამ უზენაეს რეალობაში, ამ სულის გარეშე შესაძლებელია მოხვდეს ერთ ერთ სულიერ სამყაროში, ზემოთ დავწერე როგორც, მაგრამ ის სამყაროც ილუზორულია უზენაეს რეალობასთან მიმართებაში, არსებობით კი მხოლოდ ერთი სამყარო არსებობს, ქრისტიანები მას ცათა სასუფეველს უწოდებენ. რომელიც ჩვენს შორისაა და რომელშიც ვართ ახლა და ამ წამს, უბედურება კი ის არის რომ ამის შესახებ არ ვიცით და ვერც ვერასოდეს გამოვალთ ამ ილუზიიდან თუ არა ისევ და ისევ იმ სულის დახმარებით რომელიც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Mar 23 2013, 09:34 PM
Post #627


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray

ციტატა
ერთადერთი გზა არის სულიწმინდა ქრისტე კი როგორც მისი გამოვლინება იმ მოძღვრების მომტანია რომელიც გზას კვალავს ამ სამყარომდე მიმყვანს. წმინდა სულის გარეში ვერ მოხვდება ადამიანი ამ უზენაეს რეალობაში, ამ სულის გარეშე შესაძლებელია მოხვდეს ერთ ერთ სულიერ სამყაროში, ზემოთ დავწერე როგორც, მაგრამ ის სამყაროც ილუზორულია უზენაეს რეალობასთან მიმართებაში, არსებობით კი მხოლოდ ერთი სამყარო არსებობს, ქრისტიანები მას ცათა სასუფეველს უწოდებენ. რომელიც ჩვენს შორისაა და რომელშიც ვართ ახლა და ამ წამს, უბედურება კი ის არის რომ ამის შესახებ არ ვიცით და ვერც ვერასოდეს გამოვალთ ამ ილუზიიდან თუ არა ისევ და ისევ იმ სულის დახმარებით რომელიც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია.


მუსულმანები, ბუდისტები და თუნდაც იეღოვრელების საქმე როგორააა?



--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 23 2013, 10:37 PM
Post #628


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ვინ ვარ და ................. ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה
იგ იყო არის და იქნება ერთადერთი ჭეშმარტი ღმერთი სულიწმინდა.
QUOTE
ხუმრობით სულაც არ ვეხუმრები, გაქრობას რაც შეეხება, ხუმრობის გარეშეც გაქრება ჩემი ეგო და ამჟამინდელი სხეული ეს გარდაუვალია. არსი კი ვერ გაქრება, მაშინ შემოქმედმა საკუთარი თავი უნდა გაინადგუროს, რაც არ მოხდება ასე მწამს.


QUOTE
უფალთან ერთობა იმას არ ნიშნავს რომ იეღოვა შეგისრუტავს და თავის თავში გაგაერთიანებს, ერთი სულის ქონა ერთი და იგივე პიროვნებას არ ნიშნავს. შენც და ყველა ნათლის გამოვლინება სხვადასხვა პიროვნებები ხართ ერთი ხართ სულით და ვინაიდან არსით სული ხარ ეგო მეორე პლანზე იწევს, მაგრამ მაინც არსებობს, თორემ აღარ შეიქმნებოდა ქმნილება და იქნებოდა ის სული ისე, როგორც მანამდე იყო სანამ ეგოებში გამოავლენდა საკუთარ თავს.
QUOTE(Dakaray @ Mar 21 2013, 01:13 AM) *

იტყვიან ასეთი მხოლოდ ქრისტე იყო განკაცებული ღმერთი და ა.შ თუმცა მე ვგრძნობ სხვაობას ჩემსა და ქრისტეს შორის და ეს სხვაობა მდგომარეობს შემდეგში: ის ნებაყოფლობით გათვიცნობიერებულად დაეშვა მატერიაში, რაც შემეხება მე დავეცი, გამომაძევეს, ამ დაცემის მიზეზი მიწერია, ამ სულის უზენაეს გამოვლინებას ვთქვათ ებრაელთა ღმერთს იჰვჰ-ს გავუტოლე თავი, ნაადრევად მოვინდომე იმ ტახტის დაკავება რომელზე აღსაყდრების უფლებაც შურითა და რქებით კი არა სიყვარულის საქმეებით უნდა მოიპოვოს ნებისმიერმა, ჰო და ასეთ სულიერ სეპარატისტად ანუ მიწად ვიქეცი ადამიანად და ეს სასჯელია იმისთვის ვინც აცნობიერებს საიდან სად დაეცა, კი არ დაეშვა მისიით, არამედ დაეცა. თუმცა შანსი აღზევებისა კვლავ არსებობს და ამ შანსს მე ვთვლი რომ იესო ქვია, არა ორთოდოქსნი, არა კატოლიკენი, არა ის არა ეს სექტა არამედ იესო და მისი მოძღვრება, რჯული სიყვარულისა, ყოველგვარი ადამიანური დანამატების გარეშე.


ძალიან საინტერესო საკითხები გიწერია და თან გააზრებული გაქვს პირადად, ბევრი რამ თითქოს მეცნობა ბუნდოვნად იმდენად ბუნდოვნაად, რომ რომ სიტყვებით ვერ ვლაგდები...
აზრის გამოტანას ვცდილობ ანუ სულიწმინდა არის სულ თავდაპირველი და ის არის ყველაში და ამის განცდა აქვს ადამიანებს ზოგჯერ, რომ რაღაც გრძნობა მიჩნდება და სიტყვებით რო ვერ აღვწერ... იესო დაეშვა გაცნობიერებულად ადამიანებისათვის გზის საჩვენებლად, იეჰოვა არის სხვა უმაღლესი ღმერთი ანუ იესო და იეჰოვა სხვადასხვაა? თუ ერთიდაიგივე?
მე პირადად ხშირად მაქვს განცდა რომ რაღაც დავაშავე წინა ცხოვრებაში და ახლა ვისჯები, ჩემი განსაცდელები იმდენად ძლიერია ხოლმე რომ ვერ ვიცილებ ვერ ვეწინააღმდეგები თითქოს ესეც უნდა იყოს ეს უნდა შემემთხვას, თან თავს სულ ვირწმუნებ, რომ ბედისწერა არ არსებობს და რომ მოვინდომო ყველაფერს შევცვლი, მაგრამ ერთიდაიგივე შეცდომებს ვუშვებ და ისევ უკუსვლა იწყება,
ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ სულ ბედნიერი და კმაყოფილი რომ იყოს ადამიანი შეიძლება ღმერთზე არც კი იფიქროს ადამიანმა, მაგრამ შეიძლება ვცდები და პირიქითაც იყოს
და კიდევ რელიგიას რამე მნიშვნელობა აქვს? საერთოდ არანაირ რელიგიაში რომ არ იყო რა პრობლებაა და ისე რო ლოცულობდე და ცდილობდე აზრზე მოსვლას, rolleyes.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 24 2013, 12:51 PM
Post #629


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
მუსულმანები, ბუდისტები და თუნდაც იეღოვრელების საქმე როგორააა?

სულიწმინდა ყველგანაა და ყველასთან, ყველაში, ის არ უყურებს პიროვნების რელიგიურ მრწამსს, არამედ მის გულს, ანუ ზრახვებსა და საქციელებს. ასე რომ იეღოველი იქნება, ბუდისტი თუ მუსლიმანი ხსნა ყველასთვისაა და ასე ექსკლუზიური გადარჩენისა და ცხონების უფლებები არავის აქვს.


ano
ანუ იესო და იეჰოვა სხვადასხვაა? თუ ერთიდაიგივე?

სხვადასხვა პიროვნებები არიან, სული აქვთ ერთი.



--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Mar 24 2013, 06:33 PM
Post #630


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანუ სული მარტო მათ აქვთ ერთი თუ ჩვენც ადამიანებსაც?
კიდევ მინდა რაღაცეები რო გკითხო რომ რაც შეიძლება ბევრი რამ გავიგო მაგრამ არ ვიცი რა, პრინციპში რაც მაინტერესებდა ის პასუხი კი მივიღე .... მადლობა rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 24 2013, 10:40 PM
Post #631


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ano

ზოგადად სულ 2 სული არსებობს, სული ნათლისა ანუ წმინდა სული და სული წყვდიადისა ანუ არაწმინდა სული, ადამიანს ან ერთი აქვს ან მეორე, სამწუხაროდ კი ადამიანი სწორედ რომ წყვდიადის სულით იბადება აქ ამ წუთისოფელში. ხოლო ნათლის სულს მოგვიანებით იღებს ან არ იღებს.




--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
violetflame
post Mar 25 2013, 12:50 AM
Post #632


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray 'ზოგადად სულ 2 სული არსებობს, სული ნათლისა ანუ წმინდა სული და სული წყვდიადისა ანუ არაწმინდა სული, ადამიანს ან ერთი აქვს ან მეორე, სამწუხაროდ კი ადამიანი სწორედ რომ წყვდიადის სულით იბადება აქ ამ წუთისოფელში. ხოლო ნათლის სულს მოგვიანებით იღებს ან არ იღებს.'

საინტერესოდ მსჯელობთ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ამ ცხოვრებაში ყველა წყვდიადის სულით იბადებს. სული ყველა ერთი წრაროსგან, ანუ ღმერთისგან, მოდის და თვდაპირველად ყველა ღვთიურ სიწმინდეს და ნაპერწკალს ატარებს - მერე ყველა თავის გზას ირჩევს - ან სინათლისკენ ან სიბნელისკენ (ამის გაკეთება მაინცდამაინც ამ რეინკარნაციაში არ ხდება). იმათ, ვისაც ვერ გადაუწყვეტავთ რომლისკენ წავიდნენ 'ნაცრისფერი' სულები ქვიათ. მაგრამ , როგორც ქრისტემ თქვა, 2 ბატონის მსახური ვერ იქნები, ამიტომ მათ საბოლოო ჯამში უწევთ არჩევანის გაკეთება.

ეს ცხოვრება, ჩემი გაგებით, არის დიდი სცენა. ყველას ჩვენ-ჩვენი როლი გვაქვს არჩეული. ზოგი თეთრი სული რთული და სასტიკი ადამიანის როლს შეიძლება თამაშობდეს, მაგრამ სულის ფერი არა როლით არამედ მისი გულისნადებით და განზრახვით განისაზღვრება. ასე მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ძალიან ბევრსაც ეხმარებოდეს და ბევრ 'სიკეთესაც' აკეთებდეს, მაგრამ სინამდვილეში ჩანაფიქრი მზაკვრული და ბოროტი ქონდეს და იყოს შავი სული.


Go to the top of the page
 
+Quote Post
gio.geoo
post Mar 25 2013, 01:19 AM
Post #633


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,554
Joined: 11-September 10
Member No.: 6,263

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Dakaray @ Mar 24 2013, 10:40 PM) *
ano

ზოგადად სულ 2 სული არსებობს, სული ნათლისა ანუ წმინდა სული და სული წყვდიადისა ანუ არაწმინდა სული, ადამიანს ან ერთი აქვს ან მეორე, სამწუხაროდ კი ადამიანი სწორედ რომ წყვდიადის სულით იბადება აქ ამ წუთისოფელში. ხოლო ნათლის სულს მოგვიანებით იღებს ან არ იღებს.


სული ერთია. ყველას დაბადებიდან ერთი სული აქვს... რა გზით წავა მის არჩევანზეა დამოკიდებული და არა რომელი სული უფრო დაძლევს ადამიანს...
აქ სულზე კი არა უფრო რა გზას გადის ადამიანი იმაზეა დამოკიდებული რა მდგომარეობაში იქნება მისი სული...
როგორც ყველა მხრიდან განათებულ ოთახში ჩრდილი იქნება თუ არა შენზეა დამოკიდებული და არა ჩრდილზე.. ))


--------------------
Если человек ищет мудрости, он умен, если думает, что нашел ее, он безумен!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 25 2013, 07:10 AM
Post #634


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



gio.geoo
სული ერთია.

კი საბოლოვო ჯამში 1 სული არსებობს და აი ამ 1 სულს ხედავს ადამიანი სიკეთედ და ბოროტებად, რთულ საკითხს შეეხე...................


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Mar 25 2013, 07:52 AM
Post #635


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



violetflame


საინტერესოდ მსჯელობთ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ამ ცხოვრებაში ყველა წყვდიადის სულით იბადებს.


ნუ დამეთანხმებით, მე ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, ამით არც ის ფაქტი შეიცვლება რომ ადამიანი წყვდიადის სულით იბადება, რასაც შეფარვით ადამის ცოდვას უწოდებენ და არც მე დამწყდება გული რომ არ დამეთანხმეთ.

. სული ყველა ერთი წრაროსგან, ანუ ღმერთისგან, მოდის და თვდაპირველად ყველა ღვთიურ სიწმინდეს და ნაპერწკალს ატარებს.

ასე რომ იყოს სრულყოფილები ვიშვებოდით, რადგან მასში არ არის არასრულყოფილება და არც არასრულყოფილს ქმნის რასმე. აღარ აქვს ადამიანს ეგ "ნაპერწკლები" ქონდა ადრე და განირიდა, დაკარგა, ახლა უნდა შეიძინოს და აღზარდოს საკუთარ თავში თორემ ასე ბონუსად მატერიაში შობისას არ ეძლევა, სული კეთილი რომ იბადებოდეს აქ, მას იესო ერქმეოდა, ან ელია, ან რომელიმე წინასწარმეტყველთაგამი უფლისა და ასეთს კი არ გამოაძევებდა მარადისობის მამა ასეთი ნებით მოვიდოდა როგორც მესია, საქმე იმაშია რომ მატერიაში ნასწავლი ზღაპრები აბნევს ადამიანს, არ სცოდა მან მატერიაში, მან სულიერ სამყაროში შესცოდა და სწორედ ამიტომ მიიღო საჩუქრად "მატერია", არ იყო ის ედემი შუამდინარეთში, როგორც ბარი საერტოდ არ არსებობდა, ამ ამბით აღწერილია ადამიანის, როგორც სულიერი ქმნილების დაცემა, სულიერი სამყაროდან მატერიალურ სამყარომდე, აი მისი გამოძევება სწორედ სულიერიდან მიწიერში მოხდა და არა შუამდინარეთში არსებული ბაღიდან ისევ შუამდინარეთში გამოგდება, ეს იქ მიქარა და სასჯელად წუთისოფელი მიიღო, ეს იქვე გახდა ადამიანი, არსება რომელმაც განიშორა სული ნათლისა და ეზიარა წყვდიადის სულს, ეს იქ სულიერ სამყაროში დაეცა და სულიერი სამყაროდან გამოძევდა ამ ფორმით ილუზიაში, ასე რომ ილუზიაში ნათელი არ ვარდება, ნათელმა შეიძლება სპეციალაურად ჩაიგდოს ნებით თავი ილუზიაში, რათა როგორც მესიამ დააბრუნოს ადამიანი იქ საიდანაც დაეცა, ხოლო სიტყვებს "მე და მამა ერთი ვართ, მხოლოდ ამ სულის მქონე წარმოსთქვამს", წყვდიადის სულით გაბერილი ხორციელი ტომრები კი სულ აქ დავიბადებით სანამ ჩვენში არსებულ წყვდიადს ისევ იმ ნათლად არ გარდავქმნით, რომელიც გაგვაჩნდა და განვირიდეთ, იქ იმ ბიბლიურ ისტორიაში ყველას გონია რომ 1 კაცის სახელად ადამის დაცემაა აღწერილი, არა ბატონებო, ის ადამი კაცობრიობას გამოხატავს, იქ მე და შენ დავეცით და კიდევ 7 მილიარდი სხვა, ეს ჩვენ ვართ ის ადამი, ხოლო ევა კი ჩვენი სურვილია ცნობისმოყვარეობისა და ახლის შეცნობისა და არა გამოგლეჯილი ნეკნიდან შექმნილი მდედრი. გველი კი გარემო გამღიზიანებელი პირობა რამაც ევა, ანუ სურვილი მომართა ადამის ანუ კაცობრიობის ცოდვით დასაცემად, ამიტომაც ეგ "ნაპერწკლები" დიდი ხნის წინ დავკარგეთ და რაც დაგვრჩა და გვაქვს, იმას ღვთიური ნაპერწკალი კი არა ეშმაკის სული ქვია.

მერე ყველა თავის გზას ირჩევს - ან სინათლისკენ ან სიბნელისკენ

როდის მერე? რად ვიბადები მე იმ პირობით იძულებული რომ არჩევანი უნდა გავაკეთო? განა ასეთი ეგოისტია ღმერთი რომ მე არსებობაში შემომიყვანა უძლური ცოდვილი და თან არჩევანის გაკეთების აუცილებელი პირობა ამკიდა? რატომ არ აკიდა იგივე პირობა ნებისმიერ წმინდა ანგელოზს? ნუთუ მიკერძოვებულია? არჩევანის წინაშე ადამიანმა საკუთარი თავი მაშინ დააყენა როდესაც დაეცა და მადლობა ღმერთს ეს არჩევანი მაინც მოგვეცა, როგორც შანსი, ეს არჩევანი მის მიერ ძალად შემოკვეხებული ვალდებულება კი არ არის წმინდა უფრთო ადამიანების საცდუნებლად, არამედ შანსია უკვე დაცემული დეგრადირებული ადამიანის აღსადგენად, ადამიანს კი ეს არჩევანი როგორც შანსი ეძლევა იმიტომ რომ ის არასრულყოფილი, ცოდვილი, მოკვდავი და ბოროტი არსებაა იმ წამიდანვე რა წამსაც დედის საშოდან გამოძვრება. უკვე მომხმარებელია და არა გამცემი, უკვე მინდაზეა ორიენტირებული, უკვე ეგოცენტრულია, სანამ სუსტია დაცოცავს ძუძუს ეძებს რომ არასრულყოფილი სურვილი შიმშილი დაიკმაყოფილოს, გაიზრდება და უარესად გაეგოისტდება, შიმშილთან ერთად ახლა პატივმოყვარეობის სურვილის დასაკმაყოფილებლად შეძვრება პოლიტ პარტიაში, მეძავებში დაიწყებს სირბილს სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად და ასე გაუთავებლად დაძრწის საკუთარი სურვილების ასასრულებლად, ეს თამაში კი ქარის დევნას გავს, ვინაიდან მატერიაში არ არსებობს ისეთი წყალი, რომელსაც დალევ და აღარ მოგწყურდება, ასეთი წყარო მხოლოდ სულიერ სამყაროშია.

ვისაც ვერ გადაუწყვეტავთ რომლისკენ წავიდნენ 'ნაცრისფერი' სულები ქვიათ.

ნაცრისფერი ნელტბილი და ნეიტრალური ამ გზაზე ძალიანაც რომ გინდოდეს ადამიანს ვერ იქნები, რადგან როგორც თავად ამბობ ქრისტემ თქვა, 2 ბატონის მსახური ვერ იქნები.

ჰო და თუ კი ნათლის სულით ვიბადებით და ხორცშესხმული სულიწმიდა დგას ჩვენი ბავშვების სახით, მაშ როგორღა ავირჩიოთ? ნუთუ სრულყოფილი ნათელი ღმერთი ძლიერი და მარადისობის მამა, ბოროტს აირჩევს? და თუ ვერა მაშ აბა არჩევანის აზრი? არჩევანს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი როდესაც მისი გაკეთება შეგიძლია, ნათელს კი არ შეუძლია ამ არჩევნის გაკეთება, ვერ გააკეთებს ჭეშმარიტი ღმერთი ბოროტის სასარგებლოდ არჩევანს, რადგან თავად შეიქმნება შემდეგ ის ბოროტი, არჩევანი ეს შეიძლება ბოროტმა გააკეთოს სიკეთის სასარგებლოდ და გახდეს ბოროტი სული, სული კეთილი. ჩამოიშოროს ბოროტება და აღივსოს სიკეთით, რითაც ერთობას მიაღწევს შემოქმედთან, თორემ სული ნათლისა როდესაც ვიყავით კი გავაკეთეთ ერთხელ წყვდიადის სასარგებლოდ არჩევანი დავკარგეთ ერთობა, გავწყვიტეთ კავშირი და რაც მივიღეთ შედეგად კი ხედავთ ყოველდღიურად, ძალადობა, შიმშილი, დეპრესია და სიკვდილი.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
violetflame
post Mar 26 2013, 03:34 PM
Post #636


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray - საინტერესო არგუმენტები გაქვთ. ჩემის აზრით, ამ ცხოვრებაში არ ინსაზღვრება მხოლოდ ყველაფერი - ყველა ისეთი იბადება როგორიცაა - ან შავი, ან თეთრი ან ნაცრისფერი .....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Doors
post Apr 17 2013, 11:39 PM
Post #637


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 26-February 13
Member No.: 7,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეინკარნაცია რა ინტერვალით ხდება? გარდაიცვლება თუ არა ადამიანი ახლიდან იბადება ეგრევე? (თუ ეგ ეგრეა მაშინ სულებს ვინ ელაპარაკება? იმ ანეგდოტივით, შვილი რო ეტყვის მამას აბა წეროს ვინ "იმასუშვებაო") smile.gif))))

შეიძლება წერია პასუხი სადმე მაგრამ ძალიან ბევრი წერია და...
და კიდევ საით მიდის კაცობრიობა ? მუდამ ამ ციკლზე უნდა იბრუნოს ? თუ ყველა როცა ზე არსება გახდება მაშინ? თუ დედამიწა ადამიანთა გადასამზადებელი კოლონიაა და მუდამ ესე იქნება?
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 17 2013, 11:57 PM
Post #638


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
რეინკარნაცია რა ინტერვალით ხდება? გარდაიცვლება თუ არა ადამიანი ახლიდან იბადება ეგრევე? (თუ ეგ ეგრეა მაშინ სულებს ვინ ელაპარაკება? იმ ანეგდოტივით, შვილი რო ეტყვის მამას აბა წეროს ვინ "იმასუშვებაო") ))))
ზოგი სული ეგრევე ბრუნდება, უფრო ახალბედა სულები. ზოგს დრო სჭირდება და აანალიზებს თავის ცხოვრებას, რომ შემდეგ ცხოვრებაში ნაკლები შეცდომები გაუშვას და შეიძლება ამ ანალიზში დედამიწაზე 1000 წელი გავიდეს. smile.gif) სულებს ვინ ელაპარაკება რას გულისხმობ? ანუ თუ იბადებებიან ეგრევე მათ სულებს როგორ ელაპარაკებიან? როცა იბადებიან მათი სულის ნაწილი რჩება იქ. ახლა რომ მოკვდე შეიძლება ჩემი მეგობრის სული ვნახო იქ, როცა ამ დროს ის ფიზიკური სხეულით ცოცხალია.
QUOTE
და კიდევ საით მიდის კაცობრიობა ? მუდამ ამ ციკლზე უნდა იბრუნოს ? თუ ყველა როცა ზე არსება გახდება მაშინ? თუ დედამიწა ადამიანთა გადასამზადებელი კოლონიაა და მუდამ ესე იქნება?

ჩავთვალოთ რომ დედამიწა არის პროექტი სადაც სულები იღებენ გამოცდილებას. შეიძლება დაიხუროს ეს პროექტი უცებ, ან იქამდე გაგრძელდეს სანამ ყველა სული არ გაივლის სულიერი ევოლუციის ეტაპებს. გააჩნია რა მოუვათ თავში იქ ამ პროექტის გამშვებებს. superstition.gif


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Doors
post Apr 18 2013, 03:58 AM
Post #639


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 131
Joined: 26-February 13
Member No.: 7,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
გასაგებია, იქ ვიგულისხმე ანუ სულებს რო იძახებენ ელაპარაკებიან და ა.შ (ცუდად ჩამოვაყალიბე კითხვა)
პასუხი კი გასაგებია მაგრამ საიდან იცი რო ეგრეა? ანუ რომელი სწავლებიდან ან რელიგიიდან გაქვს ნასწავლი მაგის შესახებ? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Apr 18 2013, 08:10 AM
Post #640


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Doors
ეს არის მეცნიერული ინფორმაცია. ათასობით ადამიანისგან რეგრესული ჰიპნოზით მიღებული ინფორმაცია. რწმნენის საკითხია ამ მეთოდის დაჯერება-არდაჯერება.
მაგრამ მე მაქვს საფუძველი რომ ვირწმუნო


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post

44 Pages V  « < 30 31 32 33 34 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 07:35 PM