IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

44 Pages V  « < 38 39 40 41 42 > »   
Reply to this topicStart new topic
> რეინკარნაცია, გჯერათ?
რეინკარნაცია
გჯერათ თუ არა რეინკარნაციის?
მჯერა [ 124 ] ** [66.67%]
არ მჯერა [ 27 ] ** [14.52%]
ვერ გადამიწყვეტია [ 35 ] ** [18.82%]
Total Votes: 178
Guests cannot vote 
sentimennte
post May 17 2013, 07:03 PM
Post #781


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Arc bibliidan da arc aranairi wignidan ar moviyvan citatas, citatas moviyvan chemi gulidan, sulidan da arsebidan, dedis muclidan, (roca ver vibadebodi) dgemde, gmertma iseti da imdeni siyvaruli damanaxa, arasdros mivutovebivar arc ert problemashi, gansacdelshi da tkivilshi, gmertma chemi yvela simwris da sixarulis suntqva icis, da ise vuyvarvar, arasdros gamimetebs amdenjer satanjvelad am cxovrebashi rom dambados-movkvde, dambados-movkvde..da ase titqmis dausruleblad...da mec isetive var, rogorc tqven yvela smile.gif rogor movyve mteli chemi cxovreba rom adamianebi gvtis siyvarulshi davarwmuno? Ver movyvebi, eg rom gavigot, ertmanetis gulebshi da sulebshi unda chavixedot, samwuxarod, me cota meguleba adamiani, visac, tundac chems gulshi da sulshi, shignit, chaxedva undodes, chven nigbebis da marto "gare pasadebis" adamianebi vart.. sad.gif davamtavre am temashi laparaki, momenatret bavshvebo da gakocet yvelas! kiss1.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post May 17 2013, 07:48 PM
Post #782


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte

შენნაირი საყვარელი და გულიანი იცი რამდენია, ვისაც რეინკარნაციის სჯერა? და მათაც იცი რამდენჯერ მიუღიათ ცხოვრებაში ღმერთის სიყვარულის მტკიცებულება? როცა გიყვარს ღმერთი და მას კი ბუნებრივია ყოველთვის უყვარხარ, იმ რეალობაშ მოხვდები, რომელიც გსურს: შენ ღმერთთან მოხვდები მარადიულ სასუფეველში. ვისაც რეინკარნაიის სჯერა ან კიდევ დაიბადება ხოლმე და ღმერთის სიყვარულშ და სხვების დახმარებაში გაატარებს ცხოვრებას, ან კიდე გაარღვევს დაბადება-სიკვდილის წრებრუნვას (თუ თვითონ ენდომება) და შენსავით მარადიულ სასუფეველში იქნება (თუ არ მოწყინდა).

ასე რომ გულით, სულით და ღრმა სენტიმენტებით რეინკარნაციას ვერც დაამტკიცებ და ვერც უარყოფ wink.gif

ყველას თავისი რწმენის მიხედვით ეძლევა...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post May 17 2013, 08:36 PM
Post #783


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
guru-li smile.gif)
kiss1.gif genacvale


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post May 18 2013, 01:37 AM
Post #784


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(giorgi.milani @ May 17 2013, 06:29 PM) *
ბიბლიაში წერია ის რაც არის ჭეშმარიტება

ვითომ?


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi.milani
post May 18 2013, 01:44 AM
Post #785


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Lashapoli @ May 18 2013, 02:37 AM) *
ვითომ?

არა???
Go to the top of the page
 
+Quote Post
kitxet mamaos
post May 18 2013, 02:27 AM
Post #786


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 13
Joined: 17-May 13
Member No.: 7,090

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tqveni ar vici da me didi xania biblia sanagveshi movisrole (rogorc kvelaze ubindzuresi qmnileba) erti bibliaa adamianebis gamrkvneli da meore misi apologetebi.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post May 18 2013, 03:06 AM
Post #787


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(giorgi.milani @ May 18 2013, 02:44 AM) *
არა???

არვიცი... შეიძლება კაცობრიობის ისტორიის რარც მონაკვეთზე იყოს მანდ საუბარი, ისიც რამდენად სწორადაა გადმოცემული კიდე სხვა საკითხია.. ხოლო ჭეშმარიტება ეგ უკვე არამგონია.. ლოგიკურად ეგრეა


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post May 23 2013, 11:23 PM
Post #788


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



giorgi.milani
ერთი უბრალოდ პასუხი მაქვს შენთვის . შენი ლაპარაკიდან გამომდინარე იესო არ ყოფილა ღმერთის ძე ანუ ღმერთი. შენი აზრით ის იყო უკვე მანამდე მოსული წინასწარმეტყველი. ესეიგი იესო გამოდის რომ ყოფილა წინაწსარმეტყველი და არა ღმერთი ესე გამოდის ხო?

ეგრე გამოდის მხოლოდ მაშინ თუ ეგრე გინდა რომ გამოიყვანო და სხვანაირად აღქმა არ შეგეძლოს ჩემი ნათქვამისა.
ობიექტურად კი აი ასე გამოდის: "ქრისტე არსით იყო სული რომელიც წარსულში წინასწარმეტყველების სახით მოევლინებოდა მატერიალურ სამყაროს", "ხოლო ეს სული ღმერთია".
1.თან შენი პირითვე ამბობ, ბიბლიაში რეინკარნაციის შესახებ არაფერი წერიაო. რატო?
იმიტომ რომ სიტყვა რეინკარნაცია მე-15 საუკუნიდან შემოვიდა ლექსიკაში ჩვ.წ.აღ-ით.
მათე , მარკოზი , ლუკა და იოანეზე მეტი იცი?
კიი ვიცი, მაგალითად იურისპრუდენცია, ფიზიკა, ქიმია, მედიცინა, მაგათზე უკეთ ვიცი, რაც შეეხება სულიერ თეოლოგიურ საკითხებს აქ რაიმის ცოდნა უვარგისია, რადგან ეს საკითხები შესწავლის საგანი ვერ იქნება და თუ იქნება გამოვა სისულელე.
თუ ბიბლიაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ არსებობს რაზეც დაეყრდნობი?
კი არსებობს, სულიწმიდა ქვია სახელად ცოცხალი ავტორი, ბიბლია წყვდიადის ძალებმა ზეპირად იციან მაგრამ აზრი?
2. რაში უნდა დაჭირვებოდათ , რომ რეინკარნაციის შესახებ დაემალათ ხალხისთვის და ხაზს ვუსვამ <მოეტყუებინათ> ისინი?
ფულის საკეთებლად, ხალხის მასების სამართავად, პატარებს ბუათი აშინებდნენ დიდებს ჯოჯოხეთით, მრევლს თუ ეტყვი ამ ცხოვრებაში თუ არა მომავალში გაქვს ცხონების შანსიო ფეხზე დაიკიდებს ყველაფერს და ეს არ აწყობდათ, დღესაც იგივე ხდება, როდესაც ქადაგებენ "მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ცხონებას", "სულის მხოლოდ ერთხელ მოქცევის ზღაპარს", "აქ ის იგულისხმება იქ ის იგულისხმებას", ადამიანს უსპობენ შანსს და თან მზაკვრულად მიმართულებას აძლევენ ვის ქისაში უნდა აჩხრიალოს გროშები.
ანუ ქრისტე , ქრისტეს მოციქულები და წმინდანები მრუშობდნენ შენი აზრით
მკვეთრ სინათლეზე როგორი რეაქცია გაქვს? ძილის ციკლი მოწესრიგებული გაქვს? კოშმარები ხომ არ გაწუხებს?
რომ ხალხს ეუბნებოდნენ ერთხელ მოხვალთ და ერთხელ მოკვდებითო?
მსგავსი რამ არც ქრისტეს უთქვამს და არც მის მოციქულებს, ებრაელთა წერილში არის პავლეს მიერ აღნიშნული სულთა ერთხელ მოქცევის შესახებ და ამას ებღაუჭება მართლმადიდებლური სწავლება, ოღონდ იმას აღარ ამხელენ რომ ეს სიტყვები ქრისტიანებს ეხებათ მხოლოდ, ვინაიდან ქრისტიანი = ცხონებას და შესაბამისად = რეინკარნაციის ციკლის დასასრულს.
ვინაიდან ჭეშმარიტ ქრისტიანს აღარ ჭირდება სამომავლო რეინკარნაცია გამოსასწორებლად რადგან ხსნა აქვს.
სამაგიეროდ ბუდისტებს, ინდუისტებს, მუსლიმებსა და იუდეველებს ჯოჯოხეთის საგზური გამოუწერეს, ანუ ღვთის გადასაწყვეტი საკითხი თვითნებურად გადაწყვიტეს. ის კი დაავიწყდათ რომ ქმნილების არასრულყოფილება პირდაპირ მიუთითებს შემქმნელის უსუსურობაზე, ჩემს ღმერთს კი არასრულყოფილი არაფერი შეუქმნია, ეს პროცესი სულთა "ძერწვაა" საბოლოვო ჯამში სრულყოფილი შედეგის მისაღებად.

როდესაც ეკითხებიან იოანეს ელია ხარ? ის პასუხობს რომ: "არა!" რატომ? იმიტომ რომ ელია სული იყო, ის კი ჭურჭელი, ის უბრალოდ ელიას ჭურჭელი იყო, ისევე როგორც ადამიანი იესო შემოქმედის ჭურჭელი.
ხოლო იესო ამბობს: ელია უკვე მოვიდა.
ასე რომ: ჯერ გაერკვიე ვინ არის სინამდვილეში იესო, შემდეგ მიხვდი რომ ის 2000 წლის წიმ მოსული ებრაელი კაცი ან ხატზე დახატული სურათი არ არის, ბოლოს მიხვდი რომ ელია და იესო ეს ერთი სულის გამოვლინებაა და საბოლოვოდ იქნებ იმასაც მიხვდე რა არის ღმერთი.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post May 23 2013, 11:32 PM
Post #789


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



giorgi.milani
პ.ს ეს ისე ბონუსად:

რეინკარნაცია მართლმადიდებლობაში?

„თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი“, სადაც მამა გიორგი ბასილაძე იოანე მოციქულზე და საქართველოზე საუბრობს:

კითხვა: მამა გიორგი, ნეტარი ანდრია სალოსის ცხოვრებაში არის ასეთი ეპიზოდი, როდესაც წმიდა ეპიფანე მისი მოწაფე ეკითხება მას წმიდა ილია წინასწარმეტყველზე: – „რაი არს ჭეშმარიტი სიტყვა, რომელსა იტყვიან, ვითარმედ ილია წინასწარმეტყველი არს ღრუბელთა ზედა განმგე და ეტლთა მისგან გამოვალს ხმა ქუხილისა, რამეთუ სძლევს ვეშაპსო? – ნეტარი ანდრია კი პასუხობს შემდეგნაირად: „ნუ იყოფინ, შვილო, ეგე ვითარნი, თუმცა ყოვლადვე რაიცა იყოს (თუმცა, მუდამ ადრე სწამდათ, რაიცა იყო აქნობამდის), ეგე ვითარნი სიტყვანი, რამეთუ უმეცართა კაცთა არს სიტყვა ეგე, – და გინა მწვალებელთა ანუ უსჯულოთა და ყოვლადვე არა ჯერ–არს ქრისტიანეთა ეგე ვითარცა სიტყვა რწმუნებად, რამეთუ ილია ცად არა აღსრულ არს, არამედ ფრიად პატივ–სცა ღმერთმან პირველ აქაბ მეფისაზე, და მისცა ხელმწიფება ჰაერთა ზედა, ცვარისა და სიხმილისა. და აწ ოდესცა ვინმეს ენებოს, ევედროს, აქვს კადნიერება წინაშე ღვთისა, მიანიჭებს თხოვნასა მვედრებელთა მისთასა, გინა წვიმისათვის, გინა სიხმილისათვის. ხოლო ცად არავინ აღსრულ არს, გარნა ძე ღვთისა, მხოლოდ–შობილი, რომელი იგი გარდამოხდა ზეცით და მისცა ცხოვრება სოფელსა. ხოლო ესე ვუწყით ილიასათვის, ვითარმედ ცხოველ არს (ცოცხალ არს) ხორცითა, ხოლო ადგილი არა ვინ უწყის, თუ სადა იყოფების და ეგრეთვე იოანე მახარობელი და ღვთისმეტყველი ხორცითა არს, არამედ ადგილი არავინ უწყის, თუ სადა იყოფების და არცა ვინ ღირს არს ჩვენ უღირსთაგანი ხილვად მისსა, ხოლო მართალნი და წმიდანნი კაცნი მრავალ–გზის იხილვიან. და ეგრეთვე ენუქ წინასწარნეტყველიც ცოცხალ არს და იქცევის ერთა შორის და ვერვინ სცნობს თუ რომელ არს იგი. – ეს ადგილი ჩვენ რამოდენიმე მოძღვარს ვკითხეთ, რათა განემარტათ, თუ რას ნიშნავდა, ანდრია სალოსის ეს სიტყვები – რომ ილია წინასწარმეტყველი ცად არ ასულაო, არცა იოანე და არცა ენუქ წინასწარმეტყველი, და კიდევ – ხოლო ცად არავინ აღსრულ არს, გარნა ძე ღვთისაო, მოძღვრებმა გვიპასუხეს, რომ ეს მოსაზრება არის პირადად ნეტარი ანდრიასი და არა ეკლესიის მიერ დადგენილი ჭეშმარიტება. თქვენ რას გვეტყოდით?

პასუხი: ნეტავ, ანდრია სალოსზე დიდებს ვის დაუსვით ეს შეკითხვა?.. ანდრია სალოსის სიტყვები ჭეშმარითებაა! ცოტა ვინმეს სულიერი ხედვა თუ გაუტოლდება წმინდანთაგან ნეტარ ანდრიას ხედვას!.. ის ძალიან შორს იხედებოდა!.. ყველაფერი ეს მალე განმჟღავნდება. მე კი გეტყვით – მოციქული და მახარობელი იოანე დღეს საქართველოში არის!.. ის ჩვენში დადის ხორცით!.. ელიასაც ნახავთ საქართველოში!..



--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post May 24 2013, 12:34 AM
Post #790


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როს აღესრულა მიმწუხრის წირვა,
ლოცვით ამოველ გზები წნული და
სიტყვის ძარღვებში სისხლად ჩავწურე
მზე მოწყვეტილი ბროწეულიდან.
ეს მე ვარ, მე ვარ – ადამ და ევა
მსურს ჯოჯოხეთის სამოთხედ ქცევა.
ეს მე ვარ მკვლელი ძმისა – კაენი,
ხელდასისხლული ეს მე ვარ, მე ვარ.
ეს მე ვარ, მე ვარ მიღმა განედთა,
სად შენი პირველხატი განათდა.
თვით პირველცოდვის ვნებით შობილი,
ეს მე ვარ, მე ვარ ძე შეპყრობილი.
მე ვარ სირცხვილის შვილი შიშველი,
მე ვიცი ერთი სიტყვა – მიშველე!
და ვთესავ ამა სიტყვის ნიადაგ,
სიცოცხლის თესლად ვურევ ნიადაგს,
რომ სამერმისოდ მოვიმკა ენით
ლამექ, იობალ, თუბალ–კაენი.
ეს მე ვარ, ვქრები, ისევ ვენთები,
ყოველ ნაყოფში ვხორციელდები.
ვკვდები, სიკვდილშიც გმინვას ვუნდები,
ვიდრე გმინვითვე კვლავ დავბრუნდები.
ენუქ, ნოემა, ენოს, იობალ!
ეს მე ვარ, მე ვარ – კაცობრიობა.
ხან ძვირად გყიდი, ხან კი იაფად,
ხან იუდა ვარ, ხან კაიაფა.
ეს მე ვარ, ხეზე თუ ავა ზაქე,
დღეს მეძავი ვარ, ხვალ ავაზაკი.
ვალის ამკრეფი, თავად მოვალე
ეს მე ვარ, მე ვარ – ავკეთროვანი.
კაცობრიობის სნეული ძე ვარ,
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
სამყაროს რიტმულ სუნთქვის გამებში,
შესაქმის პირველ ცხოველ ღამეში
ეს მე ავეშვი გზნებით ველურით,
როგორც პრომეთე და გილგამეში.
ვყვირივარ, ვგოდებ და ვიუწყები,
ეს მე ვარ შვილი შენი უძღები.
დამსმენის ენა – სამარის მთხრელი,
მემრუშეს ხვევნა, ჯალათის ხელი,
ეს მე ვარ მონა ჩემი ბუნების,
ძე მომლოდინე შინ დაბრუნების.
კაცობრიობა – ეს მე ვარ, მე ვარ.
მე დავიწყების ბურუსში ვწევარ.
უგულო აზრთა და ფიქრთა ცქერა,
გულის უფიქრო, უაზრო ძგერა,
არათუ ერთი უბრალო სიტყვა,
მე მტკივა ყველა უსულო ბგერა.
თუმცა მრავალი მელის წვალება,
მჯერა ჩემს გახრწნილ წიაღშიც შეხვალ,
ამ ჯოჯოხეთის ფერისცვალება,
სამოთხედ ქცევა – ეს უკვე შენ ხარ.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
steward
post May 24 2013, 06:55 PM
Post #791


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 214
Joined: 6-March 10
From: Eurasia
Member No.: 6,170

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რატომღაც მგონია რომ ადამიანი მარტო ადამიანად არ ცხოვრობს, და რეინკარნაციის ციკლი მოიცავს სხვა ფორმებს და სახეობებს, გინდაც სულიერ და გინდაც უსულო მდგომარეობას, უბრალოდ ადამიანი არსებულის ერთ ერთი გამოვლინებაა, მორიგი კომბინაცია უამრავთაგან, "წვიმად გადავიქეცი" - ს ვარიანტია. როგორც სხეული, ასევე სულიც იშლება. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება შესაძლოა შედეგი იყოს სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული ფორმების ერთობლიობა, როგორც ჩვენი ატომები თავიდან ვარსკვლავის შემადგენელი ნაწილი იყო და ამდენი სახეცვლილება გამოიარა სანამ ჩვენი სხეულის ნაწილი გახდებოდა, ასევე ჩვენი სული შეიძლება ერთობლიობა იყოს უამრავი სხვადასხვა ადამიანთა სულის ნაწილის და სიცოცხლის ფორმის. ყველაში არის ატომი თუ სულიერი ნაწილაკი რომელიც მანამდე ან მკვლელს ეკუთვნოდა ან წმინდანს პირობითად. ან მცენარეს ან ქვას, ქვაც კი სიცოცხლეა.

ასე რომ რაც არ უნდა სევდიანად ჟღერდეს როგორებიც ეხლავართ, ისეთები არასდროს ვიქნებით, ჩვენი ყველა სახეობა განუმეორებელია, ვართ მუდმივები თუმცა განუმეორებლები, ერთხელ ვცხოვრობთ მაგრამ მუდამ, ეს ცვალებადობა წარმავლობაა რომელიც ფასს აძლევს ამ ყველაფერს და ასევე სევდას, ასე რომ მეგობარი იქნება, ახლობელი თუ მშობელი, მათ ვერასდროს ვიხილავთ ისეთს როგორიც გვახსოვს, სამუდამოდ ვემშვიდობებით, თუმცა შეიძლება მსგავსი შეგრძნება გაგვიჩნდეს როცა რაიმე მცენარეს ჩავუვლით ან ცხოველს, ან ნივთს, რადგან ვინ იცის შეიძლება ეს მათ სახეცვლილ ნაწილს შეიცავს, საბოლოოდ არაფერი არ იკარგება. არ კვდება, უბრალოდ "გარდაიცვლება"

ასე რომ ვერავის ვნახავთ იქიდან მობრუნებულს, როცა ვკვდებით ტყუილად გვაკერია პირზე სიტყვა "დედა" ან "მამა" ან იმედი რომ განშორებულ მეუღლეს შევუერთდებით, ან შვილებს. ეს სიხარული იქნება, ტანჯვა თუ მონატრება, გარდაცვალებასთან ერთად მთავრდება და იწყება სრულიად ახალი ცხოვრება და ყოფა, ასე რომ დატკბით ყოველი განვლილი წამით, ამოსუნთქვით და ასევე საყვარელი ადამიანის სურნელით, რადგან ეს აღარ განმეორდება. სევდიანია ეს ყველაფერი მაგრამ ამავე დროს რა საოცარი. ყოველი თანდაყოლილი ემოცია თუ მოგონება, ვიღაცას ან რაღაცას ეკუთვნოდა რომლებიც ჩვენამდე არსებობდნენ, ადამიანი არ არის ერთი არამედ უამრავთა კრებული, უამრავი პიროვნება, როგორც სახელმწიფო, რომელშიც რაღაც ჯგუფი ან ვიღაც დომინირებს, სადაც არის პრობლემები, და არის გამოსავალი. გააჩნია ადამიანი, ეს ამხელა სახელმწიფო თუ კოსმოსი ამ ერთში როგორ მართავს შინაგან პროცესებს. მას შეუძლია იყოს ერთი ან ბევრი, ყველაზე ძნელი კი თანხმობაა შინაგანი და გაწონასწორებაა, როგორც გონიერმა ხელმწიფემ ამდენი ფენა უნდა დააბალანსოს. არ უნდა დავუშვათ რომ ჩვენს სათავეში ერთი ტირანი მოვიდეს თორემ ტირანებს რაც მოსდით მერე ვიცით. ეს არ ეხება ქვეყანას, არამედ ადამიანს როგორც ინდივიდს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 25 2013, 08:22 AM
Post #792


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,130
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



steward
მართლაც სევდიანად ჟღერს, რომ შენი ახლობელი სინამდვილეში სულაც არ არის შენი ახლობელი და ისიც და ჩვენც პატარა ნაწილაკები ვართ რაღაც ერთის დიდის, რომელიც მართლაც მოიცავს არა მარტო ადამიანებს არამედ ყველაფერს რაც არსებობს.
კარგად ვგრძნობ შენს პოსტსდა მესმის, რადგან მქონია შემთხვევა, როცა ნათლად მიგრძნია სხვა არსების გრძნობები, მაგალითად მცენარის ან პეპლის. განსაკუთრებით პეპელა ეს არის ერთი სახის ცხოვრება, რომლის ცხოვრება მიგრძნია მთელი არსებით. ძნელია გამოვხატო სიტყვებით ის სიცოცხლე.
ძალიან კარგი პოსტია და ნახატიც smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Jun 1 2013, 04:27 AM
Post #793


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გასაგებია რომ ჩვენ ყველა ერთი დიდის რაღაც ნაწილაკები ვართ და თავის დროზე გავერთიანდებით(მე ვეთანხმები ნაწილობრივ smile.gif )
მაგრამ ნუთუ ღმეთი რომელიც ისეთი დიდია რომელიც მთელ სამყაროს მოიცავს და ისეთი პატარა რომ ადამიანის გულშია არ ესმის ადამიანის და გვაიძულებს დავშორდეთ საყვარელ ადამიანებს? smile.gif
მე ასე წარმომიდგენია როდესაც დავიბადე გავატარე ბავშობა ჩემ ახლობლებთან, ძალიან შემიყვარდა ისინი სულ მათთან ერთად ყოფნა მინდოდა, და სიკვდილის მერე (თუ მოვხვდები სამოთხეში biggrin.gif ) აღმოვაჩენ რომ არა მარტო ისინი არამედ ყველა ჩემი ახლობელია smile.gif და მათთან სიახოვე გაათმაგდება და გაასმაგდება. წარმოიდნიე წრე და შიგნით წერტილი , წერტილი არის ღმერთი ხოლო წრიდან დაშვებული რადიუსი თითოეული ადამიანი , რაც უფრო ვუახლოვდებით ღმერთს მით უფრო ვუახლოვდებით ადამიანებს smile.gif)) ( ეს ჩემი სიტყვები არაა ზუსტად არ მახსოვს მემგონი ილია მეორემ თვქვა smile.gif )
ძალიან ბრძენი კაცია რა !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
MinD
post Jun 1 2013, 04:14 PM
Post #794


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 148
Joined: 14-January 12
Member No.: 6,693

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




პლატონი - ნადიმი







--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jun 1 2013, 11:25 PM
Post #795


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესო მონაკვეთია MinD გადავიკითხე ბოლომდე l_book.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Jun 14 2013, 05:23 PM
Post #796


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla

ძალიან საინტერესო მონაკვეთია MinD გადავიკითხე ბოლომდე


ფინალი სიკვდილია, მხოლოდ ერთმა გაბედა და თქვა "ჩემი მორწმუნე კიდეც, რომ მოკვდეს მაინც იცოცხლებს".

თუმცა ამჟამად სიკვდილზე მეტად აღარაფერი მენატრება, აღარ მსურს სიცოცხლე, იმიტომ რომ სიკვდილზე უარესია.........
ხორციელი სიკვდილი ხსნაა, მაგრამ ამ დასკვნამდე მისვლას დიდი დრო ჭირდება..........
უფრო სწორედ კი ჩვენ მაშინ მოვკვდით როდესაც მატერიაში ვიშვით.

ამპარტავანი ერის ნაწილებს ვხედავ მხოლოდ, ცოცხლად მოსიარულე გვამებს და ყველაზე მეტად რაც მაგიჟებს ეს იმის შეცნობაა, რომ ესეც მორიგი ილუზიაა.....................


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Jun 14 2013, 05:53 PM
Post #797


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Dakaray @ Jun 14 2013, 05:23 PM) *
თუმცა ამჟამად სიკვდილზე მეტად აღარაფერი მენატრება, აღარ მსურს სიცოცხლე, იმიტომ რომ სიკვდილზე უარესია.........
ხორციელი სიკვდილი ხსნაა, მაგრამ ამ დასკვნამდე მისვლას დიდი დრო ჭირდება..........
უფრო სწორედ კი ჩვენ მაშინ მოვკვდით როდესაც მატერიაში ვიშვით.

ამპარტავანი ერის ნაწილებს ვხედავ მხოლოდ, ცოცხლად მოსიარულე გვამებს და ყველაზე მეტად რაც მაგიჟებს ეს იმის შეცნობაა, რომ ესეც მორიგი ილუზიაა.....................

მეც მაგ დასკვნამდე მივედი, ცოტა ხნის წინ. ახლა არ ვიცი. განწყობას გააჩნია...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 14 2013, 08:20 PM
Post #798


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray
ციტატა
ხორციელი სიკვდილი ხსნაა, მაგრამ ამ დასკვნამდე მისვლას დიდი დრო ჭირდება.......
ნებისმიერ შემთხვევაში ხსნაა? იქნებ იქაც რა სიტუაციაში აღმოვჩნდეთ...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 14 2013, 09:07 PM
Post #799


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხსნა არის მა რ აარის.... ეხლა ისეთი განცდა მაქვს აი კინოში რომ წახვალ, უკანასკნელ მაყუთს რომ გადაიხდი ბილეთში, რაღაც სუპერგიჟურ ფილმს რომ ელოდები და უცებ აღმოჩნდები რაღAც მარაზმ, ბანძ,ტრუხა ფილმზე, თან კარი ჩAკეტილია და სეანსის ბოლომდე უნდა იჯდე და უყურო...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Plasmodium
post Jun 14 2013, 09:27 PM
Post #800


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Jun 14 2013, 09:07 PM) *
ხსნა არის მა რ აარის.... ეხლა ისეთი განცდა მაქვს აი კინოში რომ წახვალ, უკანასკნელ მაყუთს რომ გადაიხდი ბილეთში, რაღაც სუპერგიჟურ ფილმს რომ ელოდები და უცებ აღმოჩნდები რაღAც მარაზმ, ბანძ,ტრუხა ფილმზე, თან კარი ჩAკეტილია და სეანსის ბოლომდე უნდა იჯდე და უყურო...

მეგონა გიყვარდა ეს პლანეტა smile.gif

თიკო

მაინც ხომ მოვკვდებით? რამდენიმე წელი იქით რამდენიმე წელი აქეთ... ბევრს არაფერს ცვლის მაგმხრივ
Go to the top of the page
 
+Quote Post

44 Pages V  « < 38 39 40 41 42 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 24th April 2024 - 10:38 PM